IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


Nini C
Posted on: Nov 4 2014, 07:21 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331


QUOTE(earth @ Oct 18 2014, 09:44 PM) *
Nini C
რა საინტერესო ქალი გაგიცნია...
სადა ხარ, რომელ ქვეყანაში? ის ქალი ქართველი იყო თუ სხვა ქვეყნიდან?
Nini C
შენ გაქვს ნიჭი იმუშავო შენს ბიოენერგიაზე.
შენ ხომ არჩევ და ხედავ ადამინებს როდის გატყუებენ, იმ ქალის საუბრებზე რატომ შეგეპარა ეჭვი? რას ამბობდა შენი გული?
შენ რაც გააკეთე და დაინახე კუჭი, ეგეც მესამე თვალის ნაწილობრივ ახელვაზე მიუთითებს და ვფიქრობ ეს ერთ-ერთი უმთავრესია რომ კარგად დაეუფლო ექსტრასენსობას, თუ რათქმაუნდა შენ ამისი სურვილი გაქვს.
ერთი რამე მინდა გითხრა ასევე,– რომ ბიოენერგია მარტო ადამიანთა სამკურნალოდ არ გამოიყენება, ის შეიძლება გამოყენებული იყოს უამრავ სხვა სფეროში, მთავარი ისაა შენ იცოდე რა გინდა, რა გინდა რომ გააკეთო?
ბიოენერგიის მხოლოდ სამკურნალოდ გამოყენება ეს აქამდე არსებული კლასიკური ცოდნაა, ეს სფერო უფრო დიდია და მალე მომავალი დაგვანახებს თუ რამდენად დიდია ადამიანის შესაძლებლობა და მართლაც მას შეუძლია მთაც კი გადადგას.
საქმე ისაა იპოვო შენ შენი გზა... მეორე მთავარია არ აჩქარდე და არ გააკეთო არანაირი მკურნალობის მცდელობა, სანამ არ შეისწავლი ამ საკითხებს, რადგან როგორც შეგიძლია უმკურნალო, ასევე შეიძლება ზიანი მიაყენო უნებურად. ეს საკითხი ცოდნას მოითხოვს.

eჭვი იმიtომ მeპარeბოდა რომ აქამდe არ მქონია არანაირი შeხeბა ამ teმeბtან და üცნაüრად მeჩვeნeბოდა ყვeლაფeრი..
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #108046 · Replies: 19 · Views: 24,124

Nini C
Posted on: Nov 4 2014, 07:09 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331


გაöარჯობაt... მადლობა ყვeლას გამოხმაüრeბისtვის.. 20 წლის ვარ. კი ის ქალიც ქარtვeლი იყო..
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #108045 · Replies: 19 · Views: 24,124

Nini C
Posted on: Oct 14 2014, 05:34 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331


დროთაგანმავლობაში ღამით ხელების ტკივილი მაღვიძებდა. რამოდენიმე თვეში უცხო ნომრიდან დამირეკა და მითხრა მაპატიე საქმეები მქონდა და აქამდე ვერ დაგირეკეო. როგორ ხარო. მე მოვუყევი რაც მჭირდა. და მან მითხრა რომ მე შენ ბიოდენების საკმარისი მარაგი გადმოგეცი ახლა მათი გაზრდა და შესწავლა შენზეა დამოკიდებული თუმცა იცოდე რომ არავისზე ცუდად არ გამოიყენოვო. მას შემდეგ აგერ უკვე 2 წელი გავიდა და სიმართლე გითხრათ ბევრი ვერაფერი გავიგე. თავიდან გაოცებული ვეძებდი და ვკითხულობდი ინტერნეტში ყველანაირ სტატიებს სათაურით ბიოენერგეტიკა. მერე ისევ სამსახურს დავუბრუნდი და ყველაფერი თითქოს თავის ადგილას დაბრუნდა. ის ქალიც აღარ ჩანს აღარც დაურეკავს მას მერე. მაგრამ ამ ბოლო დროს ისევ დამეწყო ტკივილები ხელებში. ოღონდ ახლა ამ ყველაფერს ის დაემატა რომ ვენებში სისხლის მოძრაობას ვგრძნობ. მერე უკვე ჩემით დავიწყე ექსპერიმენტების ჩატარება თავიდან საკუთარ თავზე მერე ნაცნობებზე. მოკლედ ერთი მეზობელი მყავს. მაგ დროს ენერგიის ველის გაძლიერება მინდოდა და საათობით ვვარჯიშობდი ყოველ დღე ჩემს თავთან. მეზობელი იყო ჩემთან და მიხთრა რომ რაღაც ჭამა და ახლა კუჭი სტკივა.მგონი მოიწაამლასავით. მე ვუთხარი მოდი უბრალოდ თვალები დახუჭე და რაც არ უნდა მოხდეს არც ხმა არ ამოიღო და არც თვალები არ გაახილო თქო და დამთანხმდა. ასე წამოვაწვინე. ვცდილობდი კონცენტრაცია მხოლოდ მის კუჭზე მომეხდინა და მეც თვალები დავხუჭე. საბოლოოდ კუჭი დავინახე დახუჭულ თვალებით. ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ძალა იყო რაც კონცენტრაციაში მაშინ დამეხმარა. შემდეგ დავინახე წითლად კუჭის ის ნაწილი სადაც სტკიოდა. ამ დროს ხელებში ისევ ტკივილი ვიგრძენი და ბიო ტალღების დაგვარი რაღაც და ის ქალი გამახსენდა კბილი რო მომირჩინა. ოღონდ მე ხელის შეეუხებლად თუმცა სხეეულთან საკმაოდ ახლო მანძილე დავიჭირე ხელები მის კუჭთან. და ვხედავდი როგორ მოდიოდა ჩემსკენ ეს წითელი რაღაცები. მერე ნელ ნელა ზევით წამოვიყვანე და საბოლოოდ ამ ქალს გული აერია. შემდეგ კი მითხრა სანამ გული ამერეოდა ჯერ ვიგრძენი როგორ მითბებოდა მუცელიო და შემდეგ სხეულში რაღაცები დამდიოდნენო. როგორც მერე მომიყვა ეს რაღაცები ზუსტად ისეთი მოძრაობით მოძრაობდნენ მასში როგორც მე ვამოძრავებდი ხელს. მას შემდეგ ეგ აღარ მიცდია. მითხარით. ახლა და დამეხმარეთ ვისაც რამით შეგიძლიათ. თითოეული თქვენგანის აზრი შეიძლება ძალზედ დამეხმაროს. ესაც ილუზიას მივაწერო თუ აქვს ამასაც რაიმე ახსნა.
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #107993 · Replies: 19 · Views: 24,124

Nini C
Posted on: Oct 14 2014, 05:14 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331


მოკლედ ამ ყველაფრის შემდეგ მიტხრა რომ სულებს ვხედავ. შემიძლია მათთან საუბარიო. ისიც მიტხრა რომელ დღეს დაიღუპა ბაბუაჩემი და რა ვერ მოვასწარი რომ მისტვის მეტქვა. შემდეგ კი მიტხრა რომ ბიოენერგეტიკა გამაჩნია და შემიძლია ადამიანს ტკივილი მოვუხსნა. დავეხმარო ადამიანს ავადმყოფობის გადატანაშიო. ან საერტოდაც განვკურნო დაავადებისგანო. აბა რაიმე მაჩვენე როგორ აკეთებ ამ ყველაფერს ტქო. მაგ დროს კბილი მტკიოდა. და თვითონვე მითხრა. მოდი ეხლა კბილი რო გტკიიივა მაგას მივხედოთო. დამადო ლოყაზე ხელი და დაახლოებით 7-8 წამში გამიარა. ადამიანების აზრებსაც ვკითხულობო .
ასე გადიოდა დღეები და ათასი რამე მომიყვა და მანახა. ბოლოს კი ერთ დღეს მოვიდა და მითხრა. სამშობლოში ვბრუნდები აღარ ვიცი როდის დავბრუნდები და შენთან ერთი სათხოვარი მაქვს და შეგიძლია დამეხმაროვო. კი რა თქმა უნდა თქო. მაშინ მითხრა. ჩემს სახელს გონებაში რამდენჯერმე თუ გაიმეორებ.. შეეცადე ჩემი სახე აღადგინო მეხსიერებაში და შეეცადე გონებით დამიკავშირდე. თავიდან შეიძლება არ გამოგივიდეს მაგრამ ივარჯიშე და შემდეგ თუ რანე შეკითხვები გაგიჩნდება შორიდანაც შევძლებ შენს დახმარებასო. კაი თქო ვუთხარი. თუ მოინდომებ იმდენსაც მიაღწევ რომ ფიქრის დროს დამინახო კიდეც სად ვიმყოფებიო. დავთანხმდი. უცბად მაგრად მომკიდა ხელი ხა მისი ხელის გულები ჩემს ხელის გულებს მოუჭირა. ხელი ვერ გავაშვებინე ძაან ძლიერად მიჭერდა. ესე ვიდექით ხელჩაჭიდებულები დაახლოებით 30-40 წამი. მერე გამიშვა ხელი. და დზილინებისაო მითხრა და წავიდა. მეორე დღეს მოვიდა და ჩამეხუტა დღეს მივდივარო. და ასე წავიდა. მისი წასვლის მერე ხელებმა დამიწყო ტკივილი
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #107992 · Replies: 19 · Views: 24,124

Nini C
Posted on: Oct 14 2014, 04:19 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331


მეორე დღეს კვლავ შემხვდა ეს ქალი. და მითხრა მე ხომ გაფრთხილებდიო. შენ კი არასდროს არ მისმენ შენო. მე შენი დახმარება მინდა შენ კი ცდილობ ყველაფერს რაღაც უარყოფითი მოუძებდო რათა არ დაიჯერო და ჩემში ეჭვი შეიტანოვო. გაონებული ვუყურებდი. ზუსტად იმას მეუბნებოდა რასაც ვფიქრობდი. ვიფიქრებდი რომ ვინმეს მოვუყევი და მან ჩამიშვა თქო მაგრამ ამ თემაზე არავისთან მომიყოლია არაFერი. ჩემი და იმ ქალის გარდა არავინა რაფერი არ იცოდა. მას მერე თითქმის ყოველ დღე ჩემთან ამოდიოდა. ათას რამეებს მიყვებოდა. მეუბნებოდა რომ რეინკარნაციის უნდა დამეჯერებინა და ცდილობდა გამეხსენებინა ჩემი ბავშვობა და მას მერე წინა ცხოვრებებიც. ის მინიშნებებს მაძლევდა და მეუბნებოდა რომ წინა ცხოვრებაში მიცნობდა. და მიმტკიცებდა რომ მონათესავე სულები ვართო და წინა ცხოვრებაში ძალიან ახლო ადამიანები ვიყავითო. და მინდა გამიხსენოვო. სული თუ სულს წინა ცხოვრებაში შეხვედრია ის აუცილებლად იცნობს მას შემდგომ ცხოვრებაში თუ კი მან წინა ცხოვრების დეტალები და ადამიანები გაიხსენა ის სულებსაც იცნობსო. ცდილობდა გაეხსენებინა სად ვცხოვრობდი რა მერქვა. რაღაც დეტალებს თვითონ მეუბნებოდა რის შემდეგაც მე უნდა დავფიქრებულიყავი ამ დეტალებზე და გამოსახულება შემედგინა. მაგალითად მიყვებოდა როგორ გამოიყურებოდა ჩემი ოთახი წინა ცხოვრებაში. მაგალითად კედლის ფერს და ერთი ორ დეეკორაციას მეუბნებოდა რომ აგმედგინა ჩემი ოთახის სრული სურატი. მითხრა მერე რომ წინა ცხოვრებაში დაგკარგეო. და არ მინდა ამ ცხოვრებაშიც ასე განმეორდეს ამიტომ მინდა რომ ყველაფერი გაგახსენოვო.
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #107991 · Replies: 19 · Views: 24,124

Nini C
Posted on: Oct 14 2014, 04:07 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 14-October 14
Member No.: 7,331


გამარჯობათ. რაც აქ უნდა დავწერო არანაირ კავშირში არ არის ამ თემასთან თუმცა ვფიქრობ ალბათ შეძლებთ ჩემს დახმარებას.
რაც შეეხება ჩემს შეკითხვებს. მაინტერესებს ვინ რა იიცით ბიო ენერგეტიკაზე.
ასევე რას ნიშნავს ის რომ გრდზნობ სისხლის მოძრაობას შენს ვენებში.
რასაც გავიფიქრებ ის აუცილებლად მიხდება.
კიდევ როცა ადამიანი რაგაცას მიყვება ან მიხსნის ვიცი ის ტყუილია თუ სიმართლე იმის მიუხედავად თუ რაოდენ მსახიობობს რომ ტყუილი არ შეემჩნეს.
ასევე რაღაც ტალღების შეგრძნება ხელებში რომელიც ვცადე თვითონ დამედგინა რა არის. ბევრი მეუბნება რომ ეს არის ბიოდენები. რომლებსაც შესწავლა სჭირდება. რადგან ჯერ ჯერობით ვერ ვიპოვე ადამიანი ვინც ამ ყველაფრის გარკვევაში დამეხმარებოდა გადავწყვიტე თვითონ ჩამეტარებინა ექსპერიმენტები ჩემს შესაძლებლობებზე.
ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ წინა ზაფხულ გავიცანიი ერთი ქალი. რომელმაც ათასი სისულელეები მომიყვა რომლებიც სასაცილოდაც არ მყოფნიდა.(საზღვარგარეთ ვცხოვრობ) და ის მიმტკიცებდა რომ მას ბევრი რამ შეეძლო. ბევრი რამ მართლაც ცოტა შელამაზებულად და ზედმეტად ფანტასტიკურ სტილში მომიყვა. რამაც ძალიან დამაეჭვა და გადავწყვიტე შემემოწმებინა. იმის მიუხედავად რომ მან თავიდანვე გამაფრთხილა რომ არ უყვარდა როცა ამოწმებდნენ. ყველაფერი ასე დაიწყო. ის მეუბნებოდა ყოველ დგე თუ რა მოხდებოდა ახლო მომავალსჰი ოღონდ არასდროს არ მიყვებოდა ზუსტ ფრაგმენტებს. უბრალოდ მინისჰნებებს მაძლევდა. მაგ: ხვალ ეს მოხდება და ადამიანების სახელებს მეუბნებოდა რაც ყოველთვის მიხდებოდა. მერე დავფიქრდი თვითონ ხომ არ ეუბნებოდა მათ რა უნდა ეთქვათ ჩემთვის რომ მისი ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველება გამართლებულიყო. და დიდი ხნის მანძილზე არ მჯეროდა. მერე ცოტა დავახლოვდით და ჩემთან სახლში ყავაზე დავპატიჯე. თან კიდევ რაღაცებს მომიყვება თქო ვიფიქრე. ბავშვობიდან მაინტერესებდა ამოუცნობი ფაქტები. მუდმივად ვკითხულობდი ადრეული ასაკიდან შეუცნობელ თემებს და ასე ვთქვათ ცრუ რწმენაზე დაწერილ სტატიებს. მოკლედ შანსს არ ვუშვებდი ხელიდან რომ რაიმე უცნაურზე მომეპოვებინა ინფორმაცია.
მოკლედ ამოვიდა ეს ქალი ჩემთან. ყავას ვსვავდით და მოულოდნელად ჩამოკიდებული უზარმაზარი სარკე ჩამოვარდა და გატყდა. სარკე რომელიც წლების მანძილძე იქ ეკიდა. ვცდილკობდი ყველანაირი ცრუ ფაქტი გამომერიცხა და უბრალოდ დამთხვევად ჩამეთვალა და ეჭვის თვალით შემეხედა რათა რამეში არ მოვტყუებულიყავი. ის მოულოდნელად წამოხტა სავარძლიდან და დამტვრეული სარკის ნატეხების შეგროვებას და ერთად თავმოყრას შეუდგა. მერე დამიყვირა მალე ერთი ჭიქა წყალი მომიტანეო. მისი ასეთი საქციელით შეშინებულმა ხმის ამოუგებლად წამებში მივუტანე წყალი. ის რაგაც ენაზე რაღაცებს წარმოთქვამდა. მერე ამომხედა რაგაცნაირი თვალებით და მითხრა. გარეთ არ გახვიდე ხვალ. ან თუ გახვალ გზაზე ძალიან ფრთხილად იყავი მანქანის საბურავების წივილის ხმა ჩამესმისო. მოკლედ მეორე დღეს სამსახურიდან სახლში მივდივარ. და უცბად ეს ქალი მომიახლოვდა და მითხრა. წამოდი შენთან ყავა დავლიოთ საქმე მაქვს თან რაღაცებში უნდა გაგარკვიო ბევრი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლიო. თან ისე იქცეოდა ჩემთან თითქოს წლების მანძილზე ვიცნობდი. მოკლედ სახლისკენ მივდივართ. ის ის არის სახლს მივუახლოვდი და მისი სიტყვები გამახსენდა ფრთხილად იყავიო. და გულში გამეცინა აი ამ დღემაც ასე ჩაიარა უკვე სახლთან ვარ აწი რაღა უნდა მოხდეს . რა მაგარი აფერისტია ეს ქალი თქო.. რომ მოსახვევიდან მანქანა ამოვარდა. და ჩემს წინ მდგარ მანქანას შეეჯახა. დაახლოებით 5 მეტრის მანძილზე. და ის დრო როდესაც ეს ქალი შემხვდა და მის მოახლოებას 3 თუ 4 წამით ველოდებოდი ზუსტად საკმარისი იქნებოდა იმ 5 მეტრის გასავლელად რომ იმ მანქანის ადგილას აგმოვჩენილიყავი. იმ ღამით არაფერზე არ მიფიქრია. ფიქრის თავიც არ მკონდა არ ვიცოდი რაზე მეფიქრა. არასწორ პასუხებამდე მისვლის საშიშროება რომ თავიდან ამეცილება დაძინება და არაფერზე ფიქრი მერჩივნა.
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #107990 · Replies: 19 · Views: 24,124


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 09:20 AM