IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჯიდუ კრიშნამურტი
shotazi
post Jun 15 2012, 01:17 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვერ ვნახე ამ კაცზე თემა და თქვენის ნებართვით არსებობდეს კრიშნამურტის კუთხე ამ ფორუმზე.

უმეტეს თგვენგანს ეცოდინება და ვინც არ იცით ჯიდუ კრიშნამურტი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და მასწავლებელი.

რაც აუცილებლად უნდა ითქვას მასზე არის ის რომ ვერ იტანდა გურუებს, და თვლიდა რომ ყველა ადამიანს თვითონ უნდა ეპოვნა ჭეშმარიტება.

მას მიიჩნევდნენ მესიად, თოეოსოფიური საზოგადოება ფიქრობდა რომ ის იყო ჭურჭელი და მასში უნდა შესულიყო ახალი მესია და მსოფლიო მასწავლებელი. მას ადრეული ასაკიდანვე ყავდა უამრავი მიმდევარი და იყო მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც შემდეგ თავადვე დაშალა და უარყო იდეა, რომ ის იყო მომავალი მესია.

და როგორც თვითონ თქვა, მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანების განთავისუფლებას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
shotazi
post Jun 30 2012, 03:26 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი 2

თქვენ თუ ჩათვლით, რომ თქვენი თავის შეცნობა აუცილებელია მხოლოდ იმიტომ, რომ მე ან ვინმე სხვამ გითხრათ ასე, მაშინ ვშიშობ ჩვენს შორის არანაირი ურთიერთობა არ გამოვა. მაგრამ, თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ საკუთარი თავის შეცნობა არის არსებითი, მაშინ ჩვენ სულ სხვანაირი დამოკიდებულება გვექნება ერთმანეთთან, მაშინ ჩვენ ერთად შევძლებთ აღმოჩენას, გულმოდგინე და გონივრული გამოკვლევით.

მე არ მოვითხოვ თქვენს რწმენას. მე არ ვაყენებ ჩემს თავს ავტორიტეტის ადგილას. მე თქვენ ვერაფერს გასწავლით, არანაირი ახალი ფილოსოფია, არანაირი ახალი სისტემა, არანაირი ახალი გზა რეალობამდე. არ არსებობს გზა რეალობამდე გარდა გზისა, რომელსაც მივყავართ ჭეშმარიტებამდე. ყველა სახის ავტორიტეტი, განსაკუთრებით ფიქრის და გაგების სფეროში, ყველაზე დამანგრეველი და ავი რამ არის. ლიდერები ანადგურებენ მიმდევრებს და მიმდევრები ანადგურებენ ლიდერებს. თქვენ უნდა იყოთ თქვენი თავის მასწავლებელიც და თქვენი თავის მოსწავლეც. თქვენ უნდა დააყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ ყველაფერი, რაც ადამიანმა მიიღო როგორც ღირებული და საჭირო.

თქვენ თავს ძალიან მარტოსულად გრძნობთ, როდესაც არავის არ მიყვებით. მაშინ იყავით მარტო. რატომ გეშინიათ მარტოყოფნის? იმიტომ, რომ თქვენ გიწევთ თქვენ თავთან პირისპირ დარჩენა და ამ დროს აღმოაჩენთ, რომ თქვენ ხართ ცარიელები, გაბეჩავებულები, სულელები, მახინჯები, დამნაშავეები, აფორიაქებულები - უმნიშნველო, უვარგისი მეორადი ადამიანები. თვალი გაუსწორეთ ფაქტებს. შეხედეთ და არ ცადოთ მისგან გაქცევა. იმ მომენტში, როდესაც თქვენ გაიქცევით დაიწყება შიში.

საკუთარი თავის გამოკვლევა არ ნიშნავს დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციას. ეს არ არის არაჯანსაღი პროცესი. ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი და იგივე ყოველდღიურ პრობლემებშია ჩათრეული, ისევე როგორც ჩვენ.ასე რომ ჩვენი თავის გამოკვლევით ჩვენ უკანასკნელი ნერვოზული ადამიანი არ გავხდებით, რადგან არ არის განსხვავება ინდივიდსა და კოლექტივს შორის. ეს არის რეალური ფაქტი. მე ჩემი თავის მიხედვით შევქმენი სამყარო. მოდით არ დავიკარგოთ მთელისა და ნაწილის ბრძოლაში.

მე ჩემი არსების მთელი სპეკტრი უნდა გავაცნობიერო, რომელიც არის როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოების ცნობიერება. მხოლოდ იმ დროს, როდესაც გონება მიდის ინდივიდისა და სოციალური ცნობიერების მიღმა, შეიძლება გავხდე მე ის სინათლე საკუთარი თავისთვის, რომელიც არასოდეს შეწყვეტს ნათებას.

საიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის გაგება? აი, აქ ვარ მე და როგორ უნდა შევისწავლო საკუთარი თავი, როგორ უნდა დავაკვირდე, როგორ დავინახო რა ხდება სინამდვილეში ჩემს შიგნით? მე მხოლოდ ურთიერთობებში შემიძლია საკუთარ თავზე დაკვირვება, რადგან მთელი ცხოვრება არის ურთიერთობა. კუთხეში ჯდომა და საკუთარ თავზე მედიტირება არ არის გამოსადეგი. მე არ შემიძლია ვარსებობდე ჩემით. მე ვარსებობ მხოლოდ ადამიანებთან, საგნებთან და იდეებთან ურთიერთობისას და როდესაც ვსწავლობ ჩემს ურთიერთობებს გარეგანი საგნებისადმი და ადამიანებისადმი, ისევე როგორც შინაგანისადმი, მაშინ ვიწყებ ჩემი თავის გაგებას. ყველა სხვა სახის გაგება არის აბსტრაქცია და მე არ შემიძლია შევისწავლო ჩემი თავი აბსტაქციაში. მე არ ვარ აბსტრაქტული. აქედან გამომდინარე მე უნდა შევისწავლო ჩემი თავი სინამდვილეში, ისეთი როგორიც ვარ და არა ისეთი როგორიც მინდა რომ ვიყო.

გაგება არ არის ინტელექტუალური პროცესი. საკუთარ თავზე ცოდნის დაგროვება და საკუთარი თავის სწავლა, ორი სხვადასხვა რამ არის, რადგან ის ცოდნა რომელსაც თქვენ აგროვებთ თქვენს შესახებ, არის ყოველთვის წარსულის და გონება, რომელიც დამძიმებულია წარსულით - არის მწუხარე გონება. საკუთარი თავის შესწავლა არ გავს არც ენის სწავლას, არც ტექნოლოგიის სწავლას. ცოდნა ყოველთვის წარსულისაა და რადგან ჩვენი უმეტესობა ცხოვრობს და კმაყოფილდება წარსულით, ცოდნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ამიტომაც არის რომ თაყვანვს ვცემთ სწავლულებს, ჭკვიანებს და მოხერხებულებს. მაგრამ თუ თქვენ ყოველთვის სწავლობთ, სწავლობთ ყოველ წუთს, სწავლბოთ ყურებით და მოსმენით, სწავლობთ დანახვით და კეთებით, მაშინ თქვენ აღმოაჩენთ, რომ სწავლა ეს წარსულის გარეშე მუდმივი მოძრაობაა .

თქვენ თუ იტყვით, რომ თანდათანობით შეისწავლით თქვენს თავს, დაამატებთ ცოდნას ნელ-ნელა, მაშინ თქვენ არ სწავლობთ თქვენს თავს ახლა, ისეთებს როგორებიც ხართ, არამედ შეძენილი ცოდნის საშალებით უცქერთ თქვენს თავს. სწავლა დიდ მგრძნობიარობას მოითხოვს და არ არსებობს მგრძნობიარობა იქ სადაც არის იდეა, რომელიც არის წარსულის და რომელიც დომინირებს აწმყოზე. ამ დროს გონება სწრაფი, მოქნილი და ფხიზელიარ არის . უმეტესი ჩვენგანი მგრძნობიარე ფიზიკურადაც კი არ არის. ჩვენ ვჭამთ ზედმეტს, სწორ კვებაზე ზრუნვით თავს არც კი ვიწუხებთ, ვეწევით და ვსვავთ იმდენს, რომ ჩვენი სხეულები სუქდება და ხდება უგრძნობი. ორგანიზმის ყურადღება მოდუნებული და დაჩლუნგებულია. როგორ შეიძლება გონება იყოს ფხიზელი, მგრძნობიარე და ნათელი, როდესაც ოგანიზმიც კი გაბეჩავებული და დამძიმებულია? ჩვენ შეიძლება მგრძნობიარეები ვართ გარკვეული საკითხების მიმართ, რომელიც პირადად ჩვენ გვეხება, მაგრამ სრულიად მგრძნობიარეები რომ გავხდეთ ცხოვრების ყველა ასპექტის მიმართ, საჭიროა, რომ არ იყოს დაყოფა ფსიქიკასა და ორგანიზმს შორის. ეს არის ერთი მთლიანი მოძრაობა.

რაიმე რომ გაიგოთ, თქვენ უნდა იცხოვროთ მისით, უნდა დააკვირდეთ მას, უნდა იცოდეთ მთელი მისი შიგთავსი, მისი ბუნება, მისი სტრუქტურა, მისი მოძრაობა. გიცდიათ ოდესმე თქვენ თავთან ერთად გეცხოვრათ? თუ გიცდიათ, მაშინ გეცოდინებათ, რომ თქვენ არ ხართ უძრავ მდგომარეობაში, თქვენ მუდამ ცოცხალი და ახალი ხართ. იმისთვის, რომ ცოცხალთან იცხოვროთ, თქვენი გონებაც ცოცხალი უნდა იყოს. ის კი ვერ იქნება ცოცხალი, თუ მას მოვამწყვდევთ მოსაზრებების, განაჩენების და ღირებულებების გალიაში.

იმისათვის, რომ დააკვირდეთ თქვენს საკუთარ გულსა და გონებას, თქვენს მთლიან არსებობას, თქვენ უნდა გქონდეთ თავისუფალი გონება და არა გონება, რომელიც ეთანხმება ან არ ეთანხმება, მხარს უჭერს რომელიმე არგუმენტს, დავობს უბრალო სიტყვებზე. გონება უნდა გაგებისკენ მიისწრაფოდეს, და ეს ძალიან რთული რამ არის, რადგან უმეტეს ჩვენთაგანს უნარი არ შესწევს, რომ დაინახოს, რომ მოისმინოს საკუთარი არსებობა, ისევე როგორც არ შეგვწევს უნარი მდინარის მშვენიერება დავინახოთ, ან ხეებს შორის ნიავის ქროლვას მოვუსმინოთ.

ჩვენ როდესაც რაიმეს ვკიცხავთ ან ვამართლებთ, ამ დროს ვერ ვხედავთ ნათლად და ვერც მაშინ, როდესაც ჩვენი გონება დაუსრულებლად ლაქლაქებს. ამ დროს ჩვენ ვერ ვაკვირდებით რეალობას, ჩვენ მხოლოდ ჩვენს მიერ შექმნილ საკუთარი თავის პროექციებს აღვიქვამთ. ყოველ ჩვენთაგანს აქვს გარკვეული სახე როგორადაც საკუთარ თავებს ვთვლით, ან როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ და ეს სახე, ეს საკუთარი თავის სურათი მთლიანად გვზღუდავს, რომ დავინახოთ, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.

უბრალოდ შეხედოთ რაიმეს ჩვენს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ არის, რადგან ჩვენი გონება არის ძალიან კომპლექსური, ჩვენ დავკარგეთ სიმარტივის თვისება. მე არ ვგულისხმობ უბრალოდ ჩაცმას ან უბრალო საკვებს, საცვლების ამარა სიარულს, ან რაიმე მსგავს მოუმწიფებელ ქმედებებს, რომელთაც წმინდანები ჩადიან, არამედ სიმარტივეს, რომელსაც შეუძლია პირდაპირ შეხედოს საგნებს შიშის გარეშე, რომლითაც შეგვიძლია ჩვენს თავებს შევხედოთ ისე, როგორიც სინამდვილეში ვართ, დამახინჯების გარეშე. ვაღიაროთ ჩვენი ტყუილი მაშინ როდესაც ვიტყუებით. არ დავფაროთ ის და არ გავიქცეთ მისგან.

აგრეთვე იმისათვის, რომ ჩვენი თავის გაგება შევძლოთ, ჩვენ დიდი რაოდენობით თავმდამბლობა გვჭირდება. თუკი იტყვით - „მე ვიცნობ ჩემს თავს“, თქვენ უკვე თქვენი თავის შესწავლა შეწყვიტეთ, ან თუ იტყვით - „არც არის არაფერი სასწავლი ჩემს შესახებ, რადგან მე უბრალოდ მოგონებების, იდეების, გამოცდილებების და ტრადიციების გროვა ვარ“, ამ შემთხვევაშიც შეწყვეტთ თქვენი თავის შესწავლას. რა მომენტშიც თქვენ რაიმეს მიაღწევთ, მაშინვე შეწყვეტთ უბრალოების და თავმდაბლობის თვისებას. თქვენ როდესაც გაქვთ დასკვნა, ან იწყებთ განხილვას ცოდნის მიხედვით, იქ თქვენ ამთავრებთ, რადგან ამ დროს თქვენ ყველაფერ ცოცხალს ძველი თვალსაზრისით განმარტავთ. მაშინ, როდესაც თქვენ თუ არ გაქვთ დასაყრდენი, თუ არ არსებობს რაიმე მიღწევა და დარწმუნებულობა, მაშინ თქვენ გაქვთ თავისუფლება რომ მიაღწიოთ. და თქვენ, როდესაც უყურებთ რაიმეს თავისუფლებით, მაშინ ის ყოველთვის ახალია. თავდაჯერებული ადამიანი არის მკვდარი ადამიანი.

როგორ შეიძლება დავინახოთ და ვისწავლოთ მაშინ, როდესაც ჩვენი გონება დაბადების მომენტიდან სიკვდილამდე მუდმივად კონკრეტული კულტურის ვიწრო შაბლონში ფორმირდება, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ „მე“. საუკუნეების მანძილზე ჩვენ განპირობებულნი ვიყავით ნაციონალობით, კლასებით, კასტებით, ტრადიციებით, რელიგიით, ენით, განათლებით, ლიტერატურით, ხელოვნებით, ადათ-წესებით, ყველა სახის პროპაგანდით, ეკონომიკური წნეხით, საკვებით რომელსაც ვჭამდით, კლიმატური პირობებით, ოჯახით, მეგობრებით, ჩვენი გამოცდილებებით. ყველა ზეგავლენით, რაც შეიძლება მოგაგონდეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველი რეაქცია ყოველი პრობლემისადმი განპირობებული, განსაზღვრული იყო და არის.

აცნობიერებთ, რომ თქვენ განპირობებული ხართ? ეს არის პირველი რაც უნდა თქვენს თავს კითხოთ. არა ის, თუ როგორ განთავისუფლდეთ განპირობებულობისგან. თქვენ შეიძლება ამისგან ვერასდროს განთავისუფლდეთ და თუ თქვენ იტყვით - „მე უნდა განვთავისუფლდე ამისგან“, თქვენ შეიძლება სხვა განპირობებულობის მახეში გაებათ. ანუ აცნობიერებთ თუ არა თქვენს განპირობებულობას, განსაზღვრულბას? ხვდებით თუ არა, რომ მაშინაც კი, როდესაც თქვენ უყურებთ ხეს და ამბობთ, - „ეს არის მუხის ხე“, ან - „ეს არის ბანანის ხე“. ამ ხის სახელი, რომელიც არის ბოტანიკური ცოდნა, ისე განაპირობებს თქვენს გონებას, რომ სიტყვა თქვენსა და ხის ნამდვილად ხედვას შორის დგება. იმისათვის რომ ხესთან კონტაქტი შეძლოთ, თქვენ უნდა შეეხოთ მას ხელით და სიტყვა თქვენ ამაში ვერ დაგეხმარებათ.

საიდან იცით რომ თქვენ განპირობებული ხართ? რა გეუბნებათ ამას? რა გეუბნებათ რომ მშიერი ხართ? არა როგორც თეორია, არამედ რა მიგვანიშნებს ნამდვილი შიმშილის ფაქტზე? აი ამდაგვარად, როგორ უნდა აღმოაჩინოთ ნამდვილი ფაქტი იმის შესახებ, რომ თქვენ განპირობებული ხართ? ხომ არ უნდა მოხდეს ეს რაიმე გამოწვევაზე, ან პრობლემაზე, თქვენს რეაქციაზე დაკვირვებით? თქვენ ყოველ გამოწვევას თქვენი განპირობებულობის მიხედვით პასუხობთ, რომელიც რა თქმა უნდა არაადეკვატურია და აქედან გამომდინარე თქვენი რეაქციაც ყოველთვის იქნება არაადეკვატური.

თქვენს განპირობებულობას როდესაც აანალიზებთ რასის, რელიგიის და კულტურის მიხედვით, არ გიჩნდებათ ისეთი გრძნობა თითქოს თქვენ პატიმარი ხართ? ავიღოთ მაგალითად მხოლოდ ერთი ფორმის განპირობება - ნაციონალიზმი. სერიოზულად, სრულად გავაანალიზოთ ეს ფენომენი და დაფიქრდით თქვენ გსიამოვნებთ ის, თუ ამბოხის გრძნობა გაქვთ მისდამი და თუ თქვენ ჯანყდებით მის წინააღმდეგ, ნუთუ არ გსურთ ყველა სხვა განპირობება დაამსხვრიოთ. თქვენ თუ კმაყოფილი ხართ თქვენი განპირობებით, რა თქმა უნდა მის წინააღმდეგ თქვენ არაფერს მოიმოქმედებთ. მაგრამ, თუ თქვენ არ ხართ მისით კმაყოფილი და მის არსებობას გააცნობიერებთ, მაშინ თქვენ ასევე გააცნობიერებთ, რომ მის გარეშე არასდროს არაფერი გაგიკეთებიათ! აქედან გამომდინარე თქვენ ყოველთვის ცხოვრობდით წარსულში with the dead.

თქვენ თქვენი განპირობებულობის დანახვას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როდესაც კონფლიქტი წარმოიქმნება შეუწყვეტელ სიამოვნებას, ან ტკივილისგან თავის არიდებაში. თქვენს გარშემო როდესაც ყველაფერი კარგად არის, თქვენს ცოლს უყვარხართ, თქვენც გიყვართ, გაქვთ მშვენიერი სახლი, ბავშვები და საკმარისი ფული, მაშინ თქვენ საერთოდაც ვერ აცნობიერებთ თქვენს განპირობებულობას. მაგრამ როდესაც არეულობაა, როდესაც თქვენი ცოლი ვინმე სხვას უყურებს, ან დაკარგეთ თქვენი ქონება, გემუქრებათ ომი ან რაიმე სხვა ტკივილი და არეულობა, მაშინ თქვენ ხვდებით რომ განპირობებული ხართ. როდესაც თქვენ იბრძვით რაიმე არეულობის წინააღმდეგ ან თავს იცავთ შინაგანი ან გარეგანი საფრთხისგან, მაშინ იცით რომ განპირობებული ხართ. და რადგანაც უმეტესი ჩვენგანი უმეტესწილად შეწუხებულია ზედაპირულად ან ღრმად, ზუსტად ეს შეწუხება მიგვანიშნებს რომ ჩვენ განპირობებულები ვართ. სადამდეც ცხოველს ეფერებიან იქამდე იქცევა ის თავაზიანად, მაგრამ რა წამსაც უარყოფენ მას, მაშინვე გამოავლენს თავისი ბუნების მთელ სისასტიკეს.

ჩვენ ვწუხვართ და ვღელავთ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკურ სიტუაციაზე, სისასტიკეზე და მწუხარებაზე რაც არის მსოფლიოში და ასევე ჩვენში, და ამ ყველაფრის შემხედვარე ჩვენ ვაანალიზებთ რა საშინლად და მჭიდროდ ვართ შეზღუდულები და განპირობებულები. და რა შეგვიძლია გავაკეთოთ? შევეგუოთ ამ არეულობას და ვიცხოვროთ ისე, როგორც უმეტესი ჩვენთაგანი აკეთებს? შევეგუოთ ასე ცხოვრებას, როგორც ზოგიერთი ეჩვევა წელის ტკივილით ცხოვრებას? დავყაროთ ფარ-ხმალი?

ყოველ ჩვენგანში ამ ყველაფრისადმი შეგუების ტენდენცია არის - მიჩვევისადმი და გარემოებებზე გადაბრალებისადმი. ვამბობთ, - “ოჰ, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა, მეც ნორმალური ვიქნებოდი“, - „მომეცით შესაძლებლობა და ჩემს თავს მე შევავსებ“, ან „მე გამსრისა ცხოვრების უსამართლობამ“ და ასე ყოველთვის ვიპოვით ვინმეს, რომ გადავაბრალოთ ჩვენი წარუმატებლობა, ეს გარემო, ეკონომიკური სიტუაცია თუ რაიმე სხვა უბედურება იქნება.

ამ არეულობასთან შეგუება ნიშნავს, რომ თქვენი გონება დაჩლუნგდა. ისევე, როგორც შეიძლება ისე მიეჩვიოთ მშვენიერებას თქვენს გარშემო, რომ მას ვეღარც ამჩნევდეთ. ამ დროს
ადამიანი ხდება გულგრილი, გულქვა და ინდიფერენტული, გონებაც უფრო მეტად და მეტად ჩლუნგდება. ჩვენ თუ არ ვეგუებით ამ მდგომარეობას, მაშინ ჩვენ ვცდილობთ გავექცეთ მას ნარკოტიკის საშალებით, რაიმე პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებით, ყვირილით, წერით, სალოცავებში და ეკლესიებში სიარულით, ან სულაც ფეხბურთის მატჩზე სიარულით, ან რაიმე სხვა ფორმის გასართობის მოძებნით.

რატომ ხდება ასე, რომ ჩვენ გავურბივართ ნამდვილ ფაქტებს? მაგალითად ავიღოთ სიკვდილი, ჩვენ ყველას გვეშინია ამის და ვიგონებთ ათასი სახის თეორიას, იმედებს, რწმენებს იმისათვის, რომ შევნიღბოთ სიკვდილის ფაქტი, მაგრამ ფაქტი კვლავ რჩება. ფაქტი რომ გავიგოთ, ჩვენ არ უნდა გავიქცეთ მისგან, არამედ უნდა მას შევხედოთ. ძალიან ბევრი ადამიანი სიცოცხლით ისევეა შეშინებული, როგორც სიკვდილით. ჩვენ გვეშინია ჩვენი ოჯახის გამო, ჩვენ გვეშინია საზოგადოებრივი აზრის, სამსახურის დაკარგვის, ჩვენი უსაფრთხოების და კიდევ ათასი რამის გამო გვეშინია. რეალობა არის ის, რომ ჩვენ გვეშინია, არა ის, რომ ჩვენ გვეშინია იმის ან ამის, არამედ - უბრალოდ გვეშინია. მაშინ რატომ არ შეგვიძლია პირისპირ დავდგეთ ამ ფაქტის წინაშე?

თქვენ შეგიძლიათ ფაქტებს პირდაპირ, მხოლოდ აწმყოში შეხედოთ და თუ თქვენ ამას აწმყოში არასდროს გააკეთებთ, რადგან ყოველთვის გაურბიხართ მას, მაშინ თქვენ მას ვერასდროს შეხედავთ. რადგანაც ჩვენ გვაქვს გასაქცევებისა მთელი ქსელი, ჩვენ გაქცევის ჩვევის მახეში გავებით.

სერიოზულად თუ შეხედავთ საკითხს, თქვენ არა მარტო გააცნობიერებთ თქვენს განპირობებულობას, თქვენ ასევე გააცნობიერებთ იმ საფრთხეს, რაც მას შედეგად მოაქვს, ამ განპირობებულობას რა სისასტიკისა და შუღლისკენ მივყავართ. მაშინ, რატომ არ იმოქმედებთ, როდესაც ხედავთ ამ საფრთხეს? სიზარმაცის გამო? სიზარმაცის, რომელიც არის ენერგიის ნაკლებობა? კი მაგრამ, სად არის ენერგიის ნაკლებობა, როდესაც თქვენ დაუყოვნებელი ფიზიკური საფრთხე გემუქრებათ? დავუშვათ გველი თქვენს ბილიკზე, ან უფსკრული, ან ცეცხლი. მაშინ რატომ არ მოქმედებთ, როდესაც თქვენ ხედავთ იმ საფრთხეს, რაც თქვენს განპირობებულობას მოაქვს? ნაციონალიზმის საფრთხეს თუ დაინახავთ თქვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვის, არ იმოქმედებთ?

პასუხი ის არის, რომ თქვენ ვერ ხედავთ. შეიძლება ინტელექტუალური ანალიზის საშუალებით თქვენ დაინახოთ რომ ნაციონალიზმს საკუთარი თავის განადგურებამდე მიყავხართ, მაგრამ აქ არ არის ემოციური მხარე. მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდებით, როდესაც პრობლემას ემოციურ დონეზე შეიგრძნობთ.

თქვენი განპირობებულობის საფრთხე, თუ მხოლოდ ინტელექტუალური ცნების დონეზე აღიქვით, მაშინ თქვენ არასდროს არაფერს მოიმოქმედებთ. როდესაც საფრთხეს ხედავთ, როგორც უბრალო იდეას, მაშინ იდეასა და მოქმედებას შორის კონფლიქტი წარმოიქმნება და ამ კონფლიქტს მიაქვს თქვენი ენერგია. მხოლოდ მაშინ იმოქმედებთ, როდესაც თქვენი განპირობებულობის საფრთხეს ისევე დაუყონებლივ აღიქვამთ, როგორც უფსკრულს თქვენს ცხვირ წინ. ასე რომ ხედვა არის მოქმედება.

უმეტესი ჩვენგანი ცხოვრებას უყურადღებოდ ატარებს, რეაგირებს დაუფიქრებლად, იმისდა მიხედვით თუ, რა გარემოში ვართ აღზრდილნი და ასეთი რეაქციები ქმნის მხოლოდ უფრო მეტ მონობას, უფრო მეტ განპირობებას, შეზღუდულობას. მაგრამ, რა წამსაც თქვენ დაუთმობთ მთელ თქვენს ყურადღებას თქვენს განპირობებულობას, დაინახავთ რომ თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ თქვენი წარსულისგან, რომ ის თავს ბუნებრივად განებებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
shotazi   ჯიდუ კრიშნამურტი   Jun 15 2012, 01:17 AM
Lashapoli   თU არ ვცდები იყო ადრ...   Jun 15 2012, 02:12 AM
shotazi   ჰო მაგიტომ გავხსე...   Jun 15 2012, 01:16 PM
shotazi   განთავისუფლება შე...   Jun 15 2012, 01:23 PM
Existence   დიდი ხანი აღარ დავ...   Jun 15 2012, 06:47 PM
Adidas   მონაკვეთი წიგნიდა...   Jun 15 2012, 07:08 PM
shotazi   მაგრამ, რა შეუძლია ...   Jun 18 2012, 05:14 PM
givi   ჩვვენ არ გვჭირდება...   Jun 18 2012, 06:36 PM
shotazi   givi და მებრძოლს ყავს...   Jun 22 2012, 11:29 PM
tikoroma   shotazi :good:   Jun 23 2012, 12:12 AM
Barmalei   shotazi :good:   Jun 23 2012, 12:47 AM
givi   მოჩვენებითი კავში...   Jun 23 2012, 12:47 AM
shotazi   თავი 2 თქვენ თუ ჩათვ...   Jun 30 2012, 03:26 PM
ichi   "ბედნიერება - რომ...   Oct 29 2015, 01:31 PM
ichi   როდესაც სიკვდილი მ...   Oct 29 2015, 01:31 PM
ichi   https://www.youtube.com/watch?v=tsjCBpt49Ac...p;fe...   Oct 29 2015, 01:33 PM
ano   კრიშნამურტის წიგნ...   Nov 18 2016, 07:13 PM
ichi   ამ ადამიანს სადღაც...   Mar 24 2018, 09:01 PM
ano   კრიშნამურტი კარგი...   Mar 25 2018, 02:24 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/cLwpHYws/Screenshot-2022-05-0...   May 2 2022, 02:02 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/k58zgvQm/Screenshot-2022-07-0...   Jul 4 2022, 09:54 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/Y94g5V5r/Screenshot-2022-07-3...   Aug 2 2022, 11:50 AM
chemikerin   I am not attacking your system. Life is breaking i...   Aug 5 2022, 12:47 PM
chemikerin   Wisdom is when knowledge ends. Knowledge has conti...   Oct 4 2022, 01:08 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/cH4y7G0V/Screenshot-2022-11-0...   Nov 6 2022, 08:23 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/Bn0Md5kg/Screenshot-2022-11-0...   Nov 6 2022, 08:28 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/65v6wr1j/Screenshot-2023-03-3...   Mar 30 2023, 06:32 PM
chemikerin   Question: Is there no danger in seeking divinity o...   Aug 30 2023, 11:17 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 9th May 2024 - 09:07 PM