Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ოჯახი - პლანეტა დედამიწა _ სახლის შეგრძნება

Posted by: Tiya Nov 27 2009, 06:11 PM

სად არის თქვენი ნამდვილი სახლი - ეს ადგილია სადმე, რაიმე მდგომარეობა თუ ვინმესთან ერთად ყოფნა?
იოლად ახერხებთ "იქ" მოხვედრას?
რეალურად არსებულია თუ ვირტუალური?

მე წუხელაც მესიზმრა ერთი ადგილი, რომელიც სინამდვილეში მთებში ჩაკარგული პატარა სოფელია, ქვემოთ ჭალაა და მდინარე მიედინება. სიზმარში ეს ადგილი გაცილებით დიდი და ლამაზია, მდინარე როცა ადიდებულია მღვრიეა, თუ ცოტა მოედინება - გამჭვირვალე..
აი იმ სოფელს ვთვლი ჩემ სახლად, თუმცა თბილისში დავიბადე და გავიზარდე, და იქ გატარებული დრო ჯამში ალბათ 2 წელზე ოდნავ მეტი თუ იქნება..

Posted by: tikoroma Nov 27 2009, 06:20 PM

Tiya
მაგარი თემაა. ჯიგარი ხარ... მეც მაქვს ასეთი სახლი სოფელში... ოღონდ რეალობაში ის ჯერ არ არსებობს...
ახლა სამუშაოდ გავრბივარ... ხვალ შემოვქანდები
http://ge.smiles.26l.com/smile.1501.html

Posted by: TeO Nov 27 2009, 06:23 PM

Tiya მივესალმები ამ თემას! ))

სახლის გრძნობა ყველა ადამიანისთის განუყოფელია..და ძალიან სერიოზული!

მე პირადად სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან "სახლი" მხვდება, მაგრამ ეს განწყობის მომენტიცაა smile.gif საერთოდ ჩემთვის "სახლი" ჩემი ოჯახია! ყველაზე კომფორტულად შინ ყოფნას მათთან ვგძნობ ))
სიზმარში არ მაქვს სახლი და ვირტუალურ სივრცეში ეს ფორუმია ჩემი სახლი და თქვენ კიდევ ჩემი ოჯახის წევრები


Posted by: Shou Nov 27 2009, 07:10 PM

QUOTE(Tea @ 27th November 2009 - 06:23 PM) *
მე პირადად სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან "სახლი" მხვდება,


"სახლი" ეს არ არის გეოგრაფიული წერტილი რუქაზე (გალაქტიკაშიsmile.gif), ჩემი აზრით სახლი ჩვენშია, ანუ წესით ყველგან სადაც არ უნდა ვიყოთ ის თან დაგვაქვს, ეს თუ დაიკარგა ადამიანში ის ძალიან ცოდოა, გაუჭირდება სადმე "გარეთ" სახლის მოძებნა.

Posted by: ირმა Nov 27 2009, 08:29 PM

ჩემს სახლს ვგრძნობ, იქ სადაც ვარ ახლა. როცა გავთხოვდი, ჩემს მეუღლეს ჰქონდა ეს სახლი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ასეთი სახლი იყოო ჩემი ოცნება, მოკლედ არც მდიდრული მიზიდავს და არც არანაირი სხვა, არ მინდა შევიცვალო ეს სახლი არასოდეს, თუმცა ახლა მხოლოდ შაბათ-კვირას ვართ აქ, მაგრამ ჩვენი გეგმაა, რომ აქ ვიცხოვროთ მომავალშიsmile.gif

Posted by: serafinapekkala Nov 27 2009, 09:56 PM

ჩემი სახლი ყოველთვის ჩემთანაა smile.gif როგორც ლოკოკინა, ოღონდ პირიქით. ლოკოკინას სახლი გარეთ აქვს და მე შიგნით smile.gif

Posted by: Tiya Nov 28 2009, 12:35 AM

gossip.gif

kiss1.gif

Posted by: tikoroma Nov 30 2009, 06:22 PM

ზეტ, ანასტასია ხომ ამბობს ხალხი სოფელს უნდა დაუბრუნდესო? მეც მინდა სოფელში დავბრუნდე და ჩემი სახლი მქონდეს. მაგალითად, გურიაში მაღალმთიან სოფელში, სადაც ბევრი ხალხი არ ცხოვრობს და მარტო ვიქნები.. ზოგი ნასოფლარი ისეთი ლამაზია და ხეხილითაა სავსე.. ჩემი ბებია-ბაბუის ნასახლარზე ახლა დათვები და მგლები დარბიან.. სადღაც 60 წლის წინ იქ მოზრდილი სოფელი იყო... აი იქ ავაშენებდი პატარა სახლს და ვიცხოვრებდი დიიდი სიამოვნებით... მერე იქნებ ის ნადირებიც მომეშინაურებინა ციმბირელი ქალბატონივით... tongue.gif
http://ge.smiles.26l.com/smile.150275.html

TeO
Shou
serafinapekkala
აი, მე კი ვერ ვპოულობ 'ჩემს სახლს'... სადაც მივალ, ყველგან დროებითა ვარ... იმ სახლშიც, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ახლაც.. სულ წასასვლელად ვემზადები... ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ...


Posted by: ირმა Nov 30 2009, 06:58 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 30th November 2009 - 07:22 PM) *
ზეტ, ანასტასია ხომ ამბობს ხალხი სოფელს უნდა დაუბრუნდესო? მეც მინდა სოფელში დავბრუნდე და ჩემი სახლი მქონდეს. მაგალითად, გურიაში მაღალმთიან სოფელში, სადაც ბევრი ხალხი არ ცხოვრობს და მარტო ვიქნები.. ზოგი ნასოფლარი ისეთი ლამაზია და ხეხილითაა სავსე.. ჩემი ბებია-ბაბუის ნასახლარზე ახლა დათვები და მგლები დარბიან.. სადღაც 60 წლის წინ იქ მოზრდილი სოფელი იყო... აი იქ ავაშენებდი პატარა სახლს და ვიცხოვრებდი დიიდი სიამოვნებით... მერე იქნებ ის ნადირებიც მომეშინაურებინა ციმბირელი ქალბატონივით...

ამ პოსტით ეს თემა ეზოთერიკასაც მიუდგა.
კარგიაtikoroma wink.gif

Posted by: miss Nov 30 2009, 07:45 PM

QUOTE(tikoroma @ Nov 30 2009, 06:22 PM) *
ზეტ, ანასტასია ხომ ამბობს ხალხი სოფელს უნდა დაუბრუნდესო? მეც მინდა სოფელში დავბრუნდე და ჩემი სახლი მქონდეს. მაგალითად, გურიაში მაღალმთიან სოფელში, სადაც ბევრი ხალხი არ ცხოვრობს და მარტო ვიქნები.. ზოგი ნასოფლარი ისეთი ლამაზია და ხეხილითაა სავსე.. ჩემი ბებია-ბაბუის ნასახლარზე ახლა დათვები და მგლები დარბიან.. სადღაც 60 წლის წინ იქ მოზრდილი სოფელი იყო... აი იქ ავაშენებდი პატარა სახლს და ვიცხოვრებდი დიიდი სიამოვნებით... მერე იქნებ ის ნადირებიც მომეშინაურებინა ციმბირელი ქალბატონივით... tongue.gif
http://ge.smiles.26l.com/smile.150275.html


tikoroma

და რომელ სოფელზე საუბრობ შეიძლება გაგვანდო?smile.gif
პ.ს თუ ასე გენატრება, აქ რა დაგრჩენია? საითაც გული უწევს ადამიანს იქ უნდა იყოს. kiss1.gif
მე მაგალითად ისე მიყვარს თბილისი, თუნდაც პარიზში ვიყო, ან გორში, რამდენიმე დღეში ნოსტალგია მაქვს და ხან ვტირი. wub.gif

Posted by: tikoroma Dec 1 2009, 04:59 PM

miss

ციტატა(miss @ 30th November 2009 - 07:45 PM) *
და რომელ სოფელზე საუბრობ შეიძლება გაგვანდო?smile.gif
პ.ს თუ ასე გენატრება, აქ რა დაგრჩენია? საითაც გული უწევს ადამიანს იქ უნდა იყოს. kiss1.gif
მე მაგალითად ისე მიყვარს თბილისი, თუნდაც პარიზში ვიყო, ან გორში, რამდენიმე დღეში ნოსტალგია მაქვს და ხან ვტირი.

ჩვენი ძველი ნასახლარი სოფელ ონჭიქედშია... იქ ახლა ტყეა.. სახლია ასაშენებელი, როგორ წავიდე? იმედია რამდენიმე წლის შევძლებ იქ გადასვლას... თუმცა რადგან თბილისში ვარ გათხოვილი, ბევრ რამეზე მომიწევს უარის თქმა...მოკლედ არ ისე იოლია ეგ ამბავი

Posted by: miss Dec 1 2009, 05:19 PM

QUOTE(tikoroma @ Dec 1 2009, 04:59 PM) *
miss

ჩვენი ძველი ნასახლარი სოფელ ონჭიქედშია... იქ ახლა ტყეა.. სახლია ასაშენებელი, როგორ წავიდე? იმედია რამდენიმე წლის შევძლებ იქ გადასვლას... თუმცა რადგან თბილისში ვარ გათხოვილი, ბევრ რამეზე მომიწევს უარის თქმა...მოკლედ არ ისე იოლია ეგ ამბავი



ბევრ რამეზე კი მოგიწევს უარის თქმა, მაგრამ ეს მსხვერპლი მგონი გიღირს ისე გატყობ smile.gif გული როგორც გიკარნახებს ისე იმოქმედე kiss1.gif

Posted by: Shou Dec 1 2009, 06:55 PM

tikoroma

მეც მინდა სახლი სოფელში, საერთოდ ჩემი "სახლი" მინდა მაგრამ მეორე მხრივ სასაცილოა ეს სურვილი და ლაითად ვუყურებ. ნებისმიერი სახლი სასაცილოა, რადგან დროებითია, თუმცა სადაც არ უნდა მოგიწიოს ცხოვრება ყველაგან შეიძლება იპოვო "სახლი" თუ ის შენში იპოვე. მე საკუთარ სახლს დედამიწითაც კი არ შემოვფარგლავ, უფრო მეტიც, ამ ჩვენი გალაქტიკითაც კი ვერ შემოვფარგლავ, აი, ასეთი "გაუმაძღარი" ვარ l_sunny.gif შესაძლოა სადმე სახლის აშენებამ მართლა მიგიყვანოს ამ შეგრძნებამდე თუმცა მისი მიღწევა სახლის აშენების გარეშეც შეიძლება l_daisy.gif bigarmhug.gif

Posted by: tikoroma Dec 2 2009, 06:27 PM

ნუ სოფელი რომ მენატრება, ეგ ცალკე პრობლემაა... კიდევ არის რაღაც.
ჯერ სადაც მიცხოვრია და რაც გამიკეთებია, ეს ის არაა რაც მე მინდა... საერთოდ მინდა ამ ქვეყნიერებას მოვშორდე. მონასტერზეც მიფიქრია, მაგრამ იქ რაღაც წესები და ჩარჩოებია, ეგენი არ მჭირდება...
განდეგილივით მინდა ცხოვრება... იქ ტყეში თუ ჩავდგამ პატარა ქოხს, ეგრეც გამომივა. ამ ცხოვრების საზრუნავისაგან გავთავისუფლდები, სულის გაწმენდასაც შევძლებ, კარმისაც და აურისაც wink.gif
ანასტასიაც მგონი მაგას ამბობს, წინაპართა მიწას სხვა ძალა აქვს. დიდი ინფორმაცია ექნება შემონახული ჩემს შესახებ...

Posted by: Shou Dec 3 2009, 10:00 AM

არამარტო მიწას აქვს ძალა და ინფორმაცია, შენში არანაკლები ძალა და ინფორმაციაა შემონახული, თუნდაც შენს სისხლში ან ძვლებშიsmile.gif საქმე იმაშია თუ რა დაგეხმარება, რა იქნება ბიძგი რომ დაფარული გაიხსნას l_daisy.gif

Posted by: tikoroma Dec 5 2009, 07:12 PM

TeO

ციტატა(Tea @ 27th November 2009 - 06:23 PM) *
მე პირადად სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან "სახლი" მხვდება, მაგრამ ეს განწყობის მომენტიცაა smile.gif საერთოდ ჩემთვის "სახლი" ჩემი ოჯახია! ყველაზე კომფორტულად შინ ყოფნას მათთან ვგძნობ ))
სიზმარში არ მაქვს სახლი და ვირტუალურ სივრცეში ეს ფორუმია ჩემი სახლი და თქვენ კიდევ ჩემი ოჯახის წევრები

ეს ფორუმი მართლაც რაღაც მშობლიურივითაა.. biggrin.gif შენ წარმოიდგინე, როგორღაც ვუფრთხილდები კიდეც.. მაგალითად, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ვცდილობ არ შემოვიდე, არაფერი დავწერო ისეთი, რომ დავანაგვიანო biggrin.gif

Posted by: TeO Dec 5 2009, 07:58 PM

tikoroma bigarmhug.gif kiss1.gif l_sunny.gif wub.gif
party.gif gathering.gif


Posted by: ირმა Dec 6 2009, 10:26 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 5th December 2009 - 08:12 PM) *
ეს ფორუმი მართლაც რაღაც მშობლიურივითაა.. შენ წარმოიდგინე, როგორღაც ვუფრთხილდები კიდეც.. მაგალითად, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ვცდილობ არ შემოვიდე, არაფერი დავწერო ისეთი, რომ დავანაგვიანო

kiss1.gif მეც მასეთი გრძნობა მაქვს smile.gif))

Posted by: moonbayer Dec 8 2009, 08:17 PM

QUOTE(ირინი @ 6th December 2009 - 10:26 AM) *
ს ფორუმი მართლაც რაღაც მშობლიურივითაა.. შენ წარმოიდგინე, როგორღაც ვუფრთხილდები კიდეც.. მაგალითად, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ვცდილობ არ შემოვიდე, არაფერი დავწერო ისეთი, რომ დავანაგვიანო

+1 დგეში რამდენჯერ შემოვიდვარ აღარ ვითვლი უკვე biggrin.gif

Posted by: ირმა Dec 11 2009, 10:47 AM

Tiya

Posted by: tikoroma Dec 11 2009, 11:23 AM

მომილოცეთ, გურიაში მივდივარ, მშობლიურ სახლში... სადაც წელიწადზე მეტია არ ვყოფილვარ და დედას ვნახავ... bigarmhug.gif
ალაბათ ორშაბათს დაგიბრუნდებით kiss1.gif l_sunny.gif

http://ge.smiles.26l.com/smile.146716.html

Posted by: TeO Dec 11 2009, 11:33 AM

tikoroma გილოცააავ!!!!!!!!!!! beerchug.gif l_daisy.gif
გურიას ჩემგან დიდი დიდი მოკითხვააა და ჩახუტება l_sunny.gif good.gif bigarmhug.gif
კეთილი მგზავრობა!!! girl_witch.gif kiss1.gif

Posted by: Shou Dec 17 2009, 04:26 PM

საახალწლოდ ეს თემა უნდა გააქტიურდეს წესით. სახლს საახლწლოდ უმეტესობა რთავს და ცდილობს საზეიმო განწყობა შექმნას. მე პირადად საახალწლო ნათურები აგვისტომდე მეკიდა თაღზე და ისიც იმიტომ ჩამოვხსენი, რომ რემონტი დავიწყე rolleyes.gif

Posted by: TeO Dec 17 2009, 05:00 PM

http://www.youtube.com/watch?v=0Oktj4nSNQM bigarmhug.gif party.gif gathering.gif beerchug.gif kiss1.gif l_daisy.gif
"(საახალწლო სმაილის უკმარისობა tongue.gif smile.gif)) )

Posted by: ირმა Dec 17 2009, 10:41 PM

QUOTE(Tea @ 17th December 2009 - 06:00 PM) *
"(საახალწლო სმაილის უკმარისობა ))

მგონი წავა
http://pic4ever.com/index-6.htm

Posted by: ირმა Dec 17 2009, 11:32 PM

�#8220;ა �#8221;ს�#8221;ნიცsmile.gif


http://freesmileyface.net/Free-Holidays-and-Party-Smileys.htmlhttp://freesmileyface.nethttp://freesmileyface.nethttp://freesmileyface.net/Free-Holidays-and-Party-Smileys.html
�#8220;ა სახლიsmile.gif
http://freesmileyface.net/Free-Holidays-and-Party-Smileys.html

http://freesmileyface.net/Free-Holidays-and-Party-Smileys/page1

Posted by: ირმა Dec 18 2009, 10:59 AM

QUOTE(tikoroma @ 11th December 2009 - 12:23 PM) *
მომილოცეთ, გურიაში მივდივარ, მშობლიურ სახლში... სადაც წელიწადზე მეტია არ ვყოფილვარ და დედას ვნახავ...

QUOTE(Shou @ 17th December 2009 - 05:26 PM) *
საახალწლოდ ეს თემა უნდა გააქტიურდეს წესით. სახლს საახლწლოდ უმეტესობა რთავს და ცდილობს საზეიმო განწყობა შექმნას. მე პირადად საახალწლო ნათურები აგვისტომდე მეკიდა თაღზე და ისიც იმიტომ ჩამოვხსენი, რომ რემონტი დავიწყე


მართალია, სახლი ძალიან ლამაზდება საახალწლოდsmile.gif
ჩემი საყვარელი სახლი: smile.gif








Posted by: Shou Dec 18 2009, 04:45 PM

ძალიან ლამაზია ირმა wub.gif

Posted by: TeO Dec 18 2009, 06:33 PM

ირმა kiss1.gif wub.gif
ვისაც საახლწლოდ სახლის მორთვა უნდა wink.gif
http://www.eva.ge/?page=51&lang=GEO&content=1492
http://tet-a-tet.ge/index.php?showtopic=1299&hl=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
http://freesmileyface.net/Free-Holidays-and-Party-Smileys.html

Posted by: Shou Dec 21 2009, 06:21 PM

ახალი წელი (ჩემთვის) მაინც ყველაზე მეტად საახალწლო მუსიკა და სინათლეებია (მოციმციმე ნათურები) wub.gif

Posted by: harvester Jan 25 2010, 05:36 PM

სამწუხაროდ დედამიწაზე არა არის smile.gif ბევრი ჩათვლის რომ არარეალურია ის ადგილი სადაც ჩემი სახლია მაგრამ როდესაც აქ ჩემს მისიას შევასრულებ აუცილებლად დავბრუნდები სახლში, იქ, სადაც ჩემი ადგილია და უნდა ვიყო

Posted by: harvester Jan 25 2010, 05:36 PM

სამწუხაროდ დედამიწაზე არა არის smile.gif ბევრი ჩათვლის რომ არარეალურია ის ადგილი სადაც ჩემი სახლია მაგრამ როდესაც აქ ჩემს მისიას შევასრულებ აუცილებლად დავბრუნდები სახლში, იქ, სადაც ჩემი ადგილია და უნდა ვიყო

Posted by: moonbayer Jan 25 2010, 06:30 PM

harvester

QUOTE(harvester @ 25th January 2010 - 05:36 PM) *
სამწუხაროდ დედამიწაზე არა არის ბევრი ჩათვლის რომ არარეალურია ის ადგილი სადაც ჩემი სახლია მაგრამ როდესაც აქ ჩემს მისიას შევასრულებ აუცილებლად დავბრუნდები სახლში, იქ, სადაც ჩემი ადგილია და უნდა ვიყო

კაი, იცი რომელია? შენი სახლი.. მეც მასეთი შეგრძნება მაქვს მაგრამ ზუსტად არ ვიცი სადაა.. შენ იცი? არამგონია..

Posted by: sentimennte Jan 25 2010, 10:46 PM

ჩემი ოტახი მიყვარს და სადაც არ უნდა წავიდე სულ მაინც მინდა ხოლმე რომ დავბრუნდე სახლში, ისე ჩემი სოფელიც მიყვარს საოცარი ადგილია, იქ როცა მივდივარ სხვანაირი განწყობა მაქვს, ვგრძნობ რომ ჩემია ყველაფერი, ხეებიც ბალახიც და კედლებიც თითქოს ჩემი ნაწილია ჩემია, ისე პატარა ჩანახატი მქონდა ამასთან დაკავშირებით და დავდებ თუ ვიპოვნე smile.gif

east or west,
home is the best !!!
tender.gif rolleyes.gif

Posted by: ირმა Jan 25 2010, 11:10 PM

sentimennte

QUOTE(iziko @ 25th January 2010 - 11:46 PM) *
ჩემი ოტახი მიყვარს და სადაც არ უნდა წავიდე სულ მაინც მინდა ხოლმე რომ დავბრუნდე სახლში, ისე ჩემი სოფელიც მიყვარს საოცარი ადგილია, იქ როცა მივდივარ სხვანაირი განწყობა მაქვს, ვგრძნობ რომ ჩემია ყველაფერი, ხეებიც ბალახიც და კედლებიც თითქოს ჩემი ნაწილია ჩემია, ისე პატარა ჩანახატი მქონდა ამასთან დაკავშირებით და დავდებ თუ ვიპოვნე

სად მდებარეობს დაახლოებით შენი სოფელი? რომელ კუთხეში? smile.gif

Posted by: sentimennte Jan 26 2010, 05:14 PM

QUOTE(ირმა @ Jan 26 2010, 12:10 AM) *
sentimennte

სად მდებარეობს დაახლოებით შენი სოფელი? რომელ კუთხეში? smile.gif

კახეთშია წინანდალში smile.gif ჩემი ლამაზი სოფელიიიიიი tender.gif rose-178.gif wub.gif wub.gif rolleyes.gif როგორ მენატრებააა

Posted by: irma Feb 1 2010, 09:29 PM

ციტატა(tikoroma @ Dec 5 2009, 07:12 PM) *
TeO

ეს ფორუმი მართლაც რაღაც მშობლიურივითაა.. biggrin.gif შენ წარმოიდგინე, როგორღაც ვუფრთხილდები კიდეც.. მაგალითად, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ვცდილობ არ შემოვიდე, არაფერი დავწერო ისეთი, რომ დავანაგვიანო biggrin.gif

ხო მართალი ხარ ეს ფორუმი მართლაც მშობლიურივითაა....სულ რამდენიმე დგეა რაც შემოვედი და სულ აქ მინდა ყოფნა...თანაც ქართულია...ზალიან მჩირდებოდა

Posted by: Shou Feb 3 2010, 11:52 AM

irma

welcomeani.gif

ოჯახი გვეზრდებაwink.gif

Posted by: harvester Feb 4 2010, 04:16 PM

moonbayer
არა ჯერ, უბრალოდ ვგრძნობ რომ დავბრუნდები როდესაც აქ შევასრულებ ჩემს საქმეს

Posted by: ინა Apr 19 2010, 04:20 PM

სახლში ვარ smile.gif
ბაღში ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმენდი.ტყიდან ნაძვების სუნი მოდიოდა,მდინარის ჩუხჩუხთან ერთად რაღაცას მიყვებოდნენ ფურისულები.
სახლი მიყვარს...
აქ ყოველთვის თავის შესაფარებლად გავრბივარ დაღლილი.
იო მოდო ა კაზა smile.gif

Posted by: Fee Apr 19 2010, 07:10 PM

როგორც ასეთი სახლის შეგრძნება არსად არ მაქვს, არც საქართველოში, არც აქ, არც ამ ოთახში და არც იმ ოთახში (თბილისში) sad.gif არადა მინდა სახლის შეგრძნება, ძალიან მინდა!!! უფრო ხშირად კი გზაში ყოფნისას მაქვს სახლში ყოფნის შეგრძნებისმაგვარი smile.gif

მე მგონია, ჩემი სახლი სადღაც მთაშია, ტყესთან და ტბასთან ახლოს, პატარაა და ლამაზი smile.gif

Posted by: ინა May 1 2010, 06:32 PM

http://www.radikal.ru

ასეთ მარანზე ვვოცნებობ smile.gif

http://www.radikal.ru

რა ლამაზია ეს სახლი smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: tsisakura Dec 2 2010, 01:49 AM

ფელინის ''ჯულიეტა და სულები'' ვისაც აქვს ნანახი ეცოდინება ის სახლი სადაც მოვლენები ვითარდება, საოცარ ადგილას, სადა, თეთრი სახლსი მწვანე მოლითურთ, ფიჭვნარში, ახლოს ზღვაც, ეჰჰ მინდააა

Posted by: tinaland Dec 10 2010, 06:05 PM

სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება.

ჩემი სახლი ტყეში დგას და პატარა ეზო აქვს თვითონაც პატარაა ორი სართული აქვს, ხისაა და მწყავედ და წითლადაა შეღებილი ოღონდ საღებავები თითქმის გადაცლილი აქვს, შიგნით პატარა ვიწრო ოთახებია მაგრამ მე მყოფნის... ბუხარიც აქვს რა თქმა უნდა...ჩაის სუნი დგას... ხის მძიმე სკამები და მაგიდაა ჩემს ოთახში.. გარშემო არეულობაა ყველგადნ წიგნებია მიმოფანტული... სინათლე არ არის თითქმის მბჭუტავ ნათურას თუ არ ჩავთვლით.. ჰოდა ამ სახლში მარტო მე ვარ...სადღაც ახლოს ჭაობია და დილაობით ბაყაყების ყიყინი ისმის.. ძაღლი მყავს აუცილებლად კატაც... სახლს გვერდზე პატარა საწყობივით აქვს მიშენებული რომელზეც სულ ვილოსიპედია მიყუდებული.. მოკლედ ესაა ჩემი სახლი ოღონდ წარმოდგენაში რა თქმა უნდა biggrin.gif (ოცნების სახლი)...


Posted by: ირმა Dec 11 2010, 10:53 AM

tinaland
biggrin.gif
გულმოდგინედ ვკითხულობდი, მომინდა მეც მასეთი სახლი, ეჰ თურმე ოცნების ყოფილა... მაგრამ ვინ იცის... ოცნება ახდეს იქნება მალე wink.gif

tinaland
l_daisy.gif welcomeani.gif

Posted by: emilie Dec 12 2010, 01:24 AM

tinaland
თითქმის ისეთი სახლი აღწერე როგორიც მინდა.
ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები.სადღაც ისეთ ადგილას მინდა ყოფნა,სადაც სიმშვიდეს შევიგრძნობ.
წარმომიდგენია,ულამაზესი ბინდში ჩაკარგული ტყე და პატარა სახლი ახლოს ტბასთან.იცი რომ ის სახლი შენია...ოღონდ ჯერ არ იცი იქ ვინ გელოდება.დიიდი ბანჯგვლიანი ძაღლი,ჩემი მსუქანა კატა და ენატარტარა თუთიყუში. biggrin.gif მესმის როგორ უსტვენს ჩაიდანი,საოცრად თბილა...ფანჯრიდან მოჩანს ლამაზი ბადრი მთვარე ,ირგვლივ ისეთი სიჩუმეა..მხოლოდ ბუს კივილი ისმის დროდადრო...ვფიქრობ იმაზე თუ ხვალ დილით როგორ გავუშვებ ჩემს პატარა ქაღალდის ფერად გემებს ტბაში და ვიხეტიალებ უზომოდ,უზომოდ ბევრს ტყეში...და ასე ტკბილად შეუმჩნევლად ჩამეძინება ჩემს თბილ პატარა სახლში.

Posted by: ირმა Dec 12 2010, 11:18 AM

emilie
wub.gif

Posted by: tinaland Dec 12 2010, 09:57 PM

ირმა
emilie
blush.gif

Posted by: priad ubralo Dec 18 2010, 05:42 PM

Saxlis shegrdzneba ara kvaxi... Ra shegrdzneba amas unda?!:D an gaqvs da an ara :moxetialecxovrebismomxre:smaili

Posted by: ირმა Dec 18 2010, 08:36 PM

priad ubralo

QUOTE(priad ubralo @ 18th December 2010 - 06:42 PM) *
moxetialecxovrebismomxre

საინტერესოცხოვრებასმაილი biggrin.gif

Posted by: Molen Jan 1 2011, 09:23 PM

მე კი ჩემი ოთახი ძალიან ხშირად საკმაოდ მამძიმებს და სულაც ვერ ვგრძნობ დადებით მუხტს. არ ვიცი რატომ, მაგრამ უფრო მარტოსულისა და უმიზანსწარფოს ენერგეტიკა მოდის თითქოს ჩემთან. გარეთ როგორც კი გავდივარ იმ წუთასვე დიდი ძალითა და ენერგიით ვიღვსები.


Posted by: You Apr 26 2012, 02:48 PM

ყოველთვის მენატრება ჩემი სახლი
ჩემი საძინებელი, ლოგინი, ბალიში და იქაური სუნი tender.gif
გაზაფხულზე რომ ეზოს ყოველ კუნჭულს დავივლი, ყვავილებს სათითაოდ დავუვლი, ახალ ბალახსაც კი ვამჩნევ biggrin.gif

სუნი მიყვარს, სუნი, რომელიც ჩემშია მონატრებასავით. ჩემი სახლის და დედაჩემის სუნი girl_sigh.gif

Posted by: earth Apr 26 2012, 10:32 PM

You
bigarmhug.gif

Posted by: elli Apr 28 2012, 12:32 PM

არასდროს არ მაქვ ს ჩემო ოთახი, ჩემი არაფერი არ მაქვს, ამ ბებერი ლეპტოპის გარდა, ესეც სულ სამი თვეა რაც ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა, რაღაც არ მხიბლავს ჩემი სახლი, ჩემი ოთახი, ჩემი საწოლი.... არც მიჯაჭვულობა მაწუხებს, საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს ყველგან....

Posted by: td......... Apr 28 2012, 01:44 PM

მე კი ასე მგონია სულ ჩემი სახლისკენ მივდივარ.. მივდივარ.. მივდივარ... ხანდახან იმედსაც ვკარგავ , რომ მივაღწევ.. თუმცა ვიცი , რომ ეს წამიერი სისუსტეა..smile.gif

Posted by: natuka Apr 28 2012, 02:05 PM

მე მიყვარს ჩემი ოთახი smile.gif სახლი... ........................................ სამყარო biggrin.gif

Posted by: beqa Jul 25 2012, 11:27 PM

ვისი სახლი? ვისი შეგრძნება? ვის უნდა შინისკენ? ლიუდიიი პრასნიტეეს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: earth Dec 17 2014, 08:01 AM

http://image.geotorrents.com/
აი ასეთია ჩემი ოცნების სახლი, ბუნებასთან სიახლოვეს და პატარა ნაკადული ახლოს. ასეთი ხიდი სიგიჟემდე მომწონს. JC_cupidgirl.gif

Posted by: ანნა Dec 17 2014, 10:14 AM

ამ ზაფხულს ოცდაათი შიფერი რო ჩამოუსხვრა ჩემს ცხვირწინ და სიკვდილს გადავრჩი, დამენგრა უსაფრთხოების ილუზია.. მართლა ილუზიაა ყველაფერი. დავფიქრდი ნამდვილად უსაფრთხოდ სად ვართქო.. მერე სულ მეშინოდა და მერე მივხვდი რომ სახლი დედამიწაზე არ არის და არც შენობაა, არც სხვა ადამიანი. სადღაც ჩემშივეა, ცნობეირების მდგაომრეობაა. გულში smile.gif დავხატე ერთხელ ჩემს თავთან როგორ მივდივარ თუმცა გრძელია გზა.. მივდივარ მივდივარ, ვხედავ სინათლეს, მაგრამ ჯერ ვერ ვაცნობეირებ ბოლომდე რომ იქ ვარ...
სახლი ისაა, სინათლეა შეგრძნებითაც და სიმშვიდე ღრმა სიმშვიდე smile.gif კიდევ სიყვარულია, მეგობრებზე რომ ვფიქრობ, სხვადასხვა ფერები არიანხოლმე, მაგრამ ყველა მათგანი სახლისკენ გზაა ალბათ.. თუმცა ჩემი სახლი სინათლეა, ბედნიერი ვარ რომ ვხედავ, მომვალში ან სხვა განზომილებაში ან სადმე ნამდვილად არის, თუმცა ჯერ აქ ვარ. წავალ იმედია ბოლომდე სიკვდილამდე.. ნამდვილად smile.gif

Posted by: ანნა Dec 31 2014, 10:16 PM

https://www.youtube.com/watch?v=2uWFeUF9Jew

The Doctor: Clara sometimes asks me if I dream. "Of course I dream", I tell her. "Everybody dreams". "But what do you dream about?," she'll ask. "The same thing everybody dreams about," I tell her. "I dream about where I'm going." She always laughs at that. "But you're not going anywhere, you're just wandering about." That's not true. Not anymore. I have a new destination. My journey is the same as yours, the same as anyone's. It's taken me so many years, so many lifetimes, but at last I know where I'm going. Where I've always been going. Home. The long way around.

ვიქვითინე ამ ეპიზოდზე, ყველას სათქმელს ამბობს. სახლი! gul.gif

Posted by: Maddison Nov 30 2023, 10:43 AM

სახლის გარეშე ყოფნა რა ფენომენია, როცა არცერთ სახლს არ მიეკუთვნები.
მე ჩემი სახლი არ მაქვს, მუდამ ნაქირავებში ვცხოვრობ, ისე გამოვიდა რომ სოფლის სახლი ნათესავებს დარჩათ და მე თბილისში მომიწია გადმოსვლა მუშაობის გამო.
რაღაც ისე ამეწყო რომ სულ ვიცვლიდი ბინებს. სამსახური რომ მეცვლებოდა და ოფისის ცვლილება მიწევდა ბინასაც ვიცვლიდი რომ ოფისთან ახლოს ვყოფილიყავი. ჩვენი საცობების გამო მოგეხსენებათ რა დრო სჭირდება ერთი უბნიდან მეორეში მისვლას. ერთი პერიოდი ისეც იყო რომ გრძელვადიანი ქირით ბინას ვერ ვშოულობდი და დღიურად მიწევდა ქირაობა. კიდევ კარგი საიტი ვიპოვე და აქ ადვილად ვპოულობდი თორემ გარეთ მომიწევდა ძილი. დილით ვდგებოდი ბინის განცხადებას ვეძებდი და საღამოს ახალ ბინაში შევდიოდი. ეს ის პერიოდი იყო რუსეთ უკრაინის ომი რომ დაიწყო და ყველა ბინა ერთიანად დააკავეს. მერე კიდევ კარგი გამოჩნდა რაღაც და ახლა იქ ვარ. თუმცა როგორც ესეთი სახლი არ ვიცი რა არის და მიჭირს ჩემი თავის სადმე მიკუთვნება.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)