IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> ვედური ასტროლოგია
matashi
post Feb 7 2013, 11:01 AM
Post #161


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,343
Joined: 6-August 12
From: tbilisi
Member No.: 6,867

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
კი ვიცი ეგ უბრალოდ არსად არ წამიკითხავს რომ საფირონი ცუდად მოქმედებს ადამიანზე,თუმცა მართალი ხარ.ადნო ლეჩიტ დრუგოე კალეჩიტ


--------------------
Я всегда буду помнить тех, кто помог мне подняться в трудную минуту, но я так же никогда не забуду тех, кто помог мне упасть.
შესაძლოა სასტიკია,მაგრამ სიმართლე!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 11 2013, 01:53 PM
Post #162


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აბა ვის უნდა ბევრი ფული? biggrin.gif

მაგარი სტატიაა და ყურადღებით წაიკითხეთ:

http://www.vedica.ru/easyblog/615-kubera


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 20 2013, 09:30 AM
Post #163


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხვალ, 21 თებერვალს ეკადაშია - ძალიან კარგი დღე მარხვისთვის ან შიმშილობისთვის. წარმატებები!


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 22 2013, 03:44 PM
Post #164


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქ შეგიძლიათ გამოთვალოთ თქვენი მთვარის მდებარეობა (ჯიოტიშით):

http://shahinjy.narod.ru/astrology/4calc2.html


ამით კი ასცენდენტი:

http://shahinjy.narod.ru/astrology/4calclagna.html


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Mar 1 2013, 09:10 PM
Post #165


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოშოს ჰოროსკოპი ვიპოვე biggrin.gif




1931 წლის 11 დეკემბერი. 17:13. ინდოეთი, გადავარა

აქ ვხედავთ 5 მთავარი პლანეტის (მათ შორის ასცენდენტის მმართველი ვენერას) ერთად თავმოყრას ყველაზე ცუდ სახლში - მერვე სახლში.

კლასიკურ ჯიოტიშის ტექსტებში ამას ასურა-იოგა (დემონური იოგა) ეწოდება biggrin.gif

+ იუპიტერი ეგზალტირებულია და თან რეტროგრადული.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 1 2013, 10:53 PM
Post #166


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



(Atm@n პმ ვერ მოგწერე მადლობა ინფორმაციებისთვის rolleyes.gif wub.gif )

ისე ეს ასტროლოგია რა რთული რაღაცაა ნამეტანი ჩახლართულია...

იუპიტერი ეგზალტირებულია და თან რეტროგრადული. _ამაზე კომედი შოუს სკეტჩი გამახსენდა ბიძინას რო რუსთავი ორის ჟურნალისტი უსვამს კითხვას და მერე ბიძინა რო ამბობს რა ენაზე დამისვა ახლა ამან შეკითხვაო? laugh.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Mar 1 2013, 11:13 PM
Post #167


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano

biggrin.gif არც ისე რთულია wink.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Mar 18 2013, 07:58 AM
Post #168


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან კარგი პერიოდი ბავშვის ჩასახვისთვის!

სატურნი იქნება ეგზალტაციაშია (სასწორშია) 2012 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 3 ნოემბრამდე.

იუპიტერი ეგზალტაციაშია (კირჩხიბშია) 2014 წლის 19 ივნისიდან 2015 წლის 14 ივლისამდე.

ანუ შეგვიძლია გამოვყოთ განსაკუთრებული დრო: 19.06.2014-დან 3.11.2014-მდე

გამოვაკლოთ 9 თვე (მიახლოებით 40 კვირა) და შეგვიძლია გამოვთვალოთ ჩასახვის თარიღი. ესაა დაახლოებით 2013 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან 2014 წლის თებერვლის დასაწყისამდე.

უფრო ზუსტი და სასიკეთო პერიოდები სექტემბრის თვეზე მოცემულია ამ ლინკზე:

http://www.vedicastrolog.com/muhurta-v-pra...tabre-2013-goda


გააკეთეთ ბავშვი ეგზალტირებული იუპიტერით და სატურნით! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jul 15 2013, 05:18 AM
Post #169


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



23 ივლისიდან დაახლოებით ერთი თვით ჩამოდის ჯიოტიშის და მისი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი უკრაინიდან - ანტონ კუზნეცოვი (ვედავრატი), ოლეგ ბოკაჩოვის მოსწავლე. შემომთავაზა, რომ შეუძლია ჩაატაროს უფასო და ფასიანი სემინარები. ასევე ფასიანი კონსულტაციები ჯიოტიშ ტანტრასა და ვედურ ასტროლოგიაში. ამისთვის სჭირდება ორგანიზატორი და შენობა (აუდიტორია). ასეთი ლექციების მოსმენის შანსი თბილისში იშვიათია. მოვიფიქროთ რაღაც (ერთი კარგი სემინარი არ გვაწყენდა)... smile.gif

ეს მისი საიტებია:

http://vedavrata.livejournal.com/

http://1-veda.info/_jyotish/consult.html


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Aug 3 2013, 03:20 PM
Post #170


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სხეული - ჯიოტიშის თვალსაზრისით



ჩვენ არ მოგვიგონია ჩვენი სხეული. ის ბუნებრივად წარმოადგენს ჩვენს სულს. ბუნებამ შემოსა სული, რათა მას შეძლებოდა აქ - დედამიწაზე ყოფნა. სხეული თავისი ფორმით იმეორებს სულის ნახატს და მის ურთიერთქმედებას ბუნებრივ გარემოცვასთან.

ჩვენი სხეულის გამოვლინებებით შეგვიძლია დავინახოთ ის ნაკადები, რომლითაც სული ვრცელდება და მოქმედებს ცხოვრების სივრცეში. ეს გაგვიხსნის დიდ რეალობას და ჩვენი არსებობის აზრს, ასევე საშუალებას მოგვცემს, რომ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას სხვა, უფრო უჩვეულო თვალით შევხედოთ.

დასაწყისისთვის ვცადოთ ჩვენს სხეულში საკუთარი თავის - სულის უფრო კონცენტრირებული ადგილ-მდებარეობის მოძებნა. ადამიანების უმეტესობა ადვილად იპოვის ამ ადგილს «მე»-ს შეგრძნებით და ხელით გულმკერდის ცენტრზე მიუთითებს – იქ, სადაც მკერდი მზის წნულში გადადის.

იმ მომენტიდან, რაც ჩვენი «მე»-ს მიახლოებითი მდებარეობა ვიპოვეთ, იწყება ტანტრა-ჯიოტიში (სანსკრ. ტანუ – სხეული (ტანი), ჯიოტიშ – სულის სინათლე).

ჩვენს სულს – «მე»-ს, ჩვენ ვგრძნობთ, როგორც რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანს, მთავარს, საუკეთესოს და ახლობელს რაც კი გაგვაჩნია – რასაც წარმოვადგენთ. ყველას შეუძლია იგრძნოს, როგორ ფართოვდება სული (Дух) «მე»-ს წერტილიდან პერიფერიისკენ და ხდება სამშვინველი (Душа).

ზემო მიმართულებით მოძრაობისას სამშვინველი იქცევა მკერდის შინაგან სივრცედ, ქვემოთ – მუცლის შინაგანი სივრცედ. ეს ადგილები სხეულში, წარმოადგენენ სამშვინველის სულიერ და მატერიალურ ასპექტებს. გულ-მკერდი და მუცელი სავსეა სასიამოვნო შეგრძნებებით – დევატებით (ღვთაებებით), არსებებით, რომლებიც სხვადასხვა სხეულებსა და სამყაროებში მრავალი ინკარნაციის განმავლობაშ მოვაგროვეთ, და რომლებიც ახლა ჩვენი სამშვინველის სტრუქტურირებას ახდენენ.

სამშვინველის შემდგომმა დინებამ პერიფერიისკენ მოახდინა თავის ფორმირება - ზემოთ და მენჯის - ქვემოთ. თავის და მენჯის შინაგანი სივრცეები სრულიად არ ჰგვანან ერთმანეთს და თვისებებით წინააღმდეგობრივნი არიან. თავში სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს მრავალი სხვადასხვა არსება, რომლებსაც ჩვენ «აზრებს» ვუწოდებთ. ისინი საიდანღაც ჩნდებიან, ტაშ-ფანდურს აწყობენ, აქეთ-იქეთ აწყდებიან, ან უბრალოდ ნელა მიედინებიან. აზრები – ყველაფერზე სწრაფად რეაგირებადი პატარა არსებები არიან, თავის ცენტრი – ჩვენი პიროვნება კი მათ მწყემსავს. მთავარი, რასაც უნდა აკეთებდნენ ჩვენი აზრები სამშვინველისთვის ესაა – დაეხმარონ მას თავისი წყაროს – სულის – გაცნობიერებაში. მაგრამ ამავდროულად ისინი უნდა ეხმარებოდნენ სამშვინველს მისი ყოველდღიური ამოცანების გადაჭრაში.

არსებები მენჯში ბოლომდე ერთგულნი და შემსრულებელნი არიან სულთან მიმართებაში. ისინი უბრალოები და მიამიტები არიან, როგორც ცხოველები, მაგრამ მათი უმეტესობა „უტვინო“ და ზანტია. და მხოლოდ ზოგიერთი მათგანია ძალიან უხეში და სწრაფი – ანხორციელებენ დაცვის ფუნქციას და რეაგირებენ საფრთხესა და შიშზე.

თავისი პერიფერიული გამოვლინებებით (თავი-ხელები და მენჯი-ფეხები) სამშვინველი გარესამყაროში მოქმედებს. მეტყველებით და ხელებით იგი ურთიერთობს სხვა სამშვინველებთან. მენჯით და ფეხებით უზრუნველჰყოფს სხეულისეულ მოთხოვნილებებს, იცავს სხეულს სხვა სხეულებისგან მომავალი საფრთხისგან და მოქმედებს ასევე სხეულებრივი სიამოვნებების მისაღებად.

სხეულის ყოველი ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს სამშვინველის განსაკუთრებულ ნაწილს, რომელიც ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტზე აგებს პასუხს. ის ცოდნა და გამოცდილება, თუ სხეულის რომელ ნაწილშია სამშვინველის ესა თუ ის ძალა, საშუალებას მოგვცემს მუდმივად ვიყოთ უფრო მაღალი რეალობის მდგომარეობაში, ვიდრე ეს დამახასიათებელია უმეტესობა ადამიანისთვის. ხოლო სხეულის სხვადასხვა ნაწილის ფორმის ცოდნა საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ადამიანის ბედის ტენდენციები.

სამშვინველს მოსავენ უფრო უხეში (ხორციელი) ცოცხალი ძალები, რომლებიც ახდენენ ჩვენი სხეულის ფორმირებას და მის მართვას. სამშვინველი ყოველთვის მჭიდრო კავშირშია მათთან და უნდა უხელმძღვანელოს მათ. მაგრამ თუ ადამიანმა ამის შესახებ არაფერი იცის, სხეულებრივი ძალები იპყრობენ მის სამშვინველს და საკუთარი თავისთვის იყენებენ. ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს ცოდნა, მიიღოს ამა თუ იმ ძალის გამოცდილება და გახსნას ახალი უჩვეულო შესაძლებლობები, ადამიანი გამუდმებით ცდუნდება საკუთარ თავთან ამა თუ იმ სხეულებრივ სურვილში, ჩვევასა და სისუსტეში.

ტანტრა-ჯიოტიში – ჩვენი სულის მიერ თავის გარემოცვაზე სინათლის გავრცელების ცოდნა და გამოცდილება. შედეგად გარემომცველი ძალები იღვიძებენ და აჩვენებენ თავიანთ მზადყოფნას ჩვენი სულის მსახურებისათვის. ამ საქმეში მთავარია – არ დავკარგოთ საკუთარი სამშვინველის განცდა, რათა არ განვაგრძოთ ტყვეობაში ყოფნა არც გრძნობათა გარე ობიექტებისგან და არც შინაგანი სხეულებრივი სურვილებისგან. ცოდნის და შესაძლებლობების მოპოვებით ჩვენ ვხსნით დიდ პერსპექტივას სამშვინველის განვითარებისთვის და ცხოვრებაში წარმატებისთვის.

ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი



--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Aug 9 2013, 04:28 PM
Post #171


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სურია (მზე)



...სადღაც ძალიან სიღრმეში.
ძნელია მისი არსის წვდომა.
იგი მოდის სიღრმიდან, უსასრულო სიღრმიდან, დასაწყისის და დასასრულის გარეშე.
მის სიღრმეში ჩახედვისას იზრდება კონცენტრაცია.
გაცნობიერებულობის, ძალის, არსებობის, სიცოცხლის კონცენტრაცია.
იგი სადღაც იქაა, ჩემს ყველაზე ღრმა ცენტრში.
უძრავი, სტაბილური, როგორც ღერძი, რომლის გარშემოც ყველაფერი ხდება.
ის, რაც გარშემო ხდება, ასევე იგია, მაგრამ რაც უფრო შორსაა ცენტრისგან, მით უფრო ნაკლებად კონცენტრირებულია.
იგი მოიცავს საკუთარ თავში ყველაფერს.
იგია სიყვარული.
იგია სიკეთე.
იგია არსი.
პასუხისმგებლობით სავსე.
დიდებული.
სრულყოფილი.
წმინდა.
უნიკალური.
ერთადერთი.
უცვლელი.
სიცოცხლის წყარო.
ენერგიის წყარო.
სინათლის წყარო...

სურიას ბუნებრივი თვისებები თავისთავად ჩნდება ცნობიერებაში, როდესაც ყურადღებას მივმართავ შეგრძნებისკენ - „მე ვარ, მე ვარსებობ“. „თავისთავად“ - ნიშნავს, რომ ამ შეგრძნებებით ვლინდება თავად სიცოცხლე. ამ თვისებებით შემიძლია აღვწერო ყველაზე პირველი შეგრძნება. შეუძლებელია სიცოცხლე იწყებოდეს ერთდროულად ყველა თვისებით. ის ხომ მოძრაობს, მიედინება თვისებათა გამუდმებული ცვლილებებით. უნდა არსებობდეს საწყისი, სადღაც იქ, ღრმად ჩემში, სადაც ყველაფერი იწყება. სადაც იწყება „მე“ - ფუნდამენტალური ძალა, ყველაზე მთავარი, ყველაზე პირველი გრაჰა, რომელიც იპყრობს ჩემი ცნობიერების წმინდა ველს და ჰბადებს სიცოცხლეს. „მე“-ში ცხოვრება იწყებს, ავლენს და მართავს თავის თავს. ესაა არსებობის ძალა, მმართველობის ძალა - ყველა ძალის მმართველი. ჯიოტიშის ენაზე ამ ძალას ეწოდება „სურია“ – „მზე“.

სურია“ - ეს მხოლოდ სახელია, დასახელება, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს ერის, კულტურის და ეპოქის მიხედვით. ძველ ეგვიპტეში - ესაა მზის ღმერთი - „რა“.

საინტერესოა, რომ მზის სახელი „რა“ გვხვდება უმაღლესი ღმერთების და მეფეების დასახელებებში. ძველ ინდოეთში - ყოველი არსებულის წყარო „ნა-რა-იანა“, ან „ბ-რა-ჰმა“ ან მზის ღმერთის გამოვლინება დედამიწაზე - მეფე „რა-მა“, რომელიც წარმოადგენდა მზის დინასტიას. სულიერი პირი იუდაიზმში „რა-ბინი“, ან მეფე ინდოეთში - „რა-ჯა“, ასევე მზის - „რა“-ს წარმომადგენლები არიან. „რავი“ - ეს მზის სახელია ჰინდიზე.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მარცვალი „რა“-ს გამოყენება მოცემულ დასახელებებში - უბრალო დამთხვევაა, ან „ყურით მოთრეულია“. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს მარცვალი დევს ამ სიტყვებში, სიტყვებს კი არ იგონებდნენ ისე, უბრალოდ. ისინი ფორმირდებოდნენ ბუნებრივი ძალების ზეგავლენით, და ერთი ფესვები, ერთი წყარო გააჩნიათ. იმდენად, რამდენადაც ყველაფრის წყაროს წარმოადგენს ერთი ძალა, რომელმაც ჩვენს მზის სისტემაში მზედ გამოავლინა თავი, მას ზუსტად ის ბგერა დაარქვეს, რომელიც უფრო მეტად შეესაბამებოდა ამ ძალას. ყველაფრის წყაროს წარმოადგენს „რა“ - სურია.

მარცვალი „რა“ ხშირად გამოიყენება რუსულ ენაში, ისეთ სიტყვებში, როგორიცაა „РА ДОСТЬ“ („РА ДОСТЬаточно“), ან „РА ДУГА“, ან „П РА ВИТЕЛЬ“.

სურია ვლინდება ჩემი პიროვნების სივრცეში როგორც შეგრძნება - „მე ვარ“ - ჩემი შინაგანი კონცენტრირებული ღერძი, სიცოცხლის წყარო, ძალიან ძველი, უსასრულოდ ღრმა, რომელზეცაა დამყარებული მთელი ჩემი არსებობა.

მათემატიკაში მმართველი - ერთიანია. გამოისახება, როგორც უბრალოდ ვერტიკალური ჯოხი. ინდუისტურ ტრადიციაში ერთიან საწყისს თაყვანს სცემენ, როგორც შივა-ლინგამს - ფალოსურ სიმბოლოს, რომელიც განასახიერებს მამაკაცურ საწყისს, და გამოისახება როგორც უბრალოდ ვერტიკალური სვეტი. ქრისტიანულ ტრადიციაში ვერტიკალური სვეტი, ზემოდან ჩამომავალი ღვთაებრივი ძალის სიმბოლო, გადაკვეთს ჰორიზონტალურ ხაზს - დედამიწის სიმბოლოს. ასე იქმნება ჯვარი, როგორც სულის მიწაზე დაშვების სიმბოლო. ძველი ქრისტიანული სიმბოლო - ჯვარი წრეში - ეს მზის სიმბოლოა. პასკა ქრისტიანობაში ასევე ფალოსურ სიმბოლოს წარმოადგენს და შესაბამისი ფორმა აქვს. ეკლესიებსაც კი ქრისტიანულ ტრადიციაში, მეჩეთებს მუსულმანურ ტრადიციაში, და მანდირებს (ტაძრები) ინდუისტურ ტრადიციაში ფალოსური ფორმა აქვთ. მაიას უძველეს კულტურაში ვერტიკალური სვეტი სიცოცხლის ხის სიმბოლოს წარმოადგენდა.



ყოველ საგანსა თუ მოვლენაში ძალა „სურია“ ამ მოვლენის ყველა შემადგენელ ნაწილს აერთიანებს და საშუალებას არ აძლევს, რომ დაიშალოს. მაგალითად მცენარეში სურიას წარმოადგენს ღეროს ცენტრალური სტრუქტურა და თავად ღერო. ჩვენს სხეულში ამ ძალას წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც ლოკალიზებულია ხერხემლის არხში გაფართოებული და მომრგვალებული მწვერვალით - თავის ტვინის სახით. მაგრამ ამ გამოვლინებების არსი ყოველ არსებაშია, „სულიერშიც“ და „უსულოშიც“. სიღრმის არსი შიგნით, ცენტრში, უცვლელია, კონცენტრირებულია, ყოველი არსების არსებობის წყაროს წარმოადგენს. ჩემს შიგნით მე შემიძლია რეალურად შევიგრძნო ჩემი არსებობის წყარო როგორც ცოცხალი, ცნობიერი ძალა, როგორც შინაგანი ღერძი - უბრალო შეგრძნება - „მე ვარ“, მიმავალი ცნობიერების ნატიფი დონეების უსასრულო სიღრმეში.

სურია, ჯიოტიშის თვალთახედვით - ესაა სახელი მთავარი გრაჰასი, სიცოცხლის მთავარი კანონისა, რომელიც ყველაფერს მართავს. ესაა ის გამოუვლენელი მეფე, რომელიც ავლენს თავის თავს როგორც ცხოვრების მმართველი პრინციპი. იგი ავლენს თავს სხივებში და სინათლის კვანტებში - თავის წარმომადგენლებში სიცოცხლის ყველა დონეზე. ატომის შიგნით - ატომგული. უჯრედის შიგნით - უჯრედის ბირთვი. ჩვენი დედამიწის შიგნით - დედამიწის ბირთვი. ცოცხალ ორგანიზმში - ცენტრალური ნერვული სისტემა. უფრო რთულ ცოცხალ ორგანიზმებში - თავის ტვინი, გული, ხერხემალი, ძვლები. სურია არის „არაცოცხალ“ საგნებშიც. მაგალითად ბორბალში ის ღერძია, სახლში - ცენტრალური საყრდენი კედელი, კომპიუტერში - პროცესორი. მთაში - ეს ის ძალაა მთის ცენტრში, რომელიც მთის ფორმირებას და შენარჩუნებას ახდენს და რომელიც დედამიწის ცენტრიდან ამოდის.

სურია - ეს ისაა, რაც ნებისმიერი სისტემის ცენტრშია. სახელმწიფოს სისტემაში - ეს მეფეა, ან ჩვენს დროში პრეზიდენტი. მზის სისტემაში - მზე. საკუთარ თავში, საკუთარ პიროვნებაში სურიას შეგრძნება ადვილია, როგორც „მე“-ს შეგრძნება.

თავისი არსით ყველაფერი, რაც არსებობს, საკუთარ თავში „მე ვარ“-ს - სურიას შეიგრძნობს. იგია სიცოცხლის ერთადერთი და პირველი კანონი. „პირველი“ იმიტომ, რომ ჩნდება ერთიანი - „მე“. არსებობს მხოლოდ ერთიანი, ყველა დანარჩენი ციფრი - მისი ბუნებრივი გაგრძელებებია. როგორც კი ჩნდება ერთი, ბუნებრივად იბადება ორი, სამი, მრავალი...

(ერთიანს განასახიერებს ქართული სიტყვა „ღმ ერთი“ - მთარგმნ. შენიშვნა)

მონაკვეთი ოკეგ ბოკაჩოვის წიგნიდან „მე ვარ“.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Aug 29 2013, 11:50 AM
Post #172


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სურვილები



ყოველი ჩვენგანი – პირველ რიგში სულია, არსია, ცოცხალი, მაგრამ უხილავი ცეცხლია, რომელიც ვლინდება გარეგნულად გამოვლენილ სივრცეში, ანათებს მას თავისი ყურადღებით და მოქმედებს მიწიერი სხეულის მეშვეობით. სული იწვის შიგნიდან, თავისი არსიდან. მაგრამ იმისთვის, რომ მოცემულ სივრცეში იმოძრაოს, მან სხვა არსებები უნდა შთანთქოს, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის წვას.

სულის ცეცხლი, ისევე როგორც ცეცხლის ნებისმიერი სახე, ყოველთვის უხილავია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მისი ალი დავინახოთ - მასში გარედან შესული წვადი და აალებადი ნაწილაკები. ჩვენი სულის ალს ჩვენი სხეული წარმოადგენს. იგი შთანთქმულია გარე სივრციდან საკვების მეშვეობით. სხეულს თან ვატარებთ, რათა თანდათან დაიწვას და ხელი შეუწყოს ჩვენს გადაადგილებას სივრცეში. იგი, როგორც სანთლის პარაფინი, ადამიანს გამოვლენილს და ხილვადს ხდის, როგორც ალი ხდის ხილვადს ცეცხლს.

როცა ჩვენი არსის ცეცხლი, სხეულით შემოსილი, სივრცეში მოძრაობს, სხეული იფიტება და შიმშილს გრძნობს - ძლიერ სურვილს, მიიღოს გარედან ის, რამაც უნდა დააკმაყოფილოს. ამასთან სურვილი ძალიან მწველია, მტანჯველია და შიგნიდან გვწვავს.

სიტყვა «желание» (სურვილი) ჰგავს სიტყვას «жалиться» (კბენა), ან «жаловаться» (წუწუნი). რაღაც გვკბენს, გვექავება, გვწვავს. სანამ არ მოვიშორებთ ამ ქავილს, ვერ ვისვენებთ. სურვილს უკმარისობის ბუნება აქვს, არასრულობის, ძლიერი საჭიროების.

სანსკრიტზე მშიერ არსებას, რომელიც მზადაა შიმშილის და მოთხოვნილების გამო შეჭამოს ნებისმიერი გზად შემხვედრი, ეწოდება «რაქშასი», ანუ დემონი. ის არსებები ჩვენში, რომლებიც ჰბადებენ სურვილებს, გვწვავენ და ითხოვენ მათი საჭიროების სასწრაფოდ დაკმაყოფილებას - არიან პატარა დემონები, რაქშასები. ჩვენში ყველაზე დიდი და ხშირი სურვილია - ვისუნთქოთ და ვიკვებოთ. ეს სურვილები განპირობებულია შეგრძნებით: «თუ არ ვისუნთქებ, ან არ შევჭამ, მოვკვდები». ამ ძირითადი სურვილებით ადვილად შეგვიძლია ვიგრძნოთ ჩვენს სხეულში ორი მთავარი რაქშასი. ერთს სუნთქვა უნდა, მეორეს კი ჭამა.

სხეული გამუდმებით საჭიროებს ჰაერის ცეცხლოვან არსებებს, რომლებსაც ჩვენ «ჟანგბადს» ვეძახით. კუჭი ხშირად საჭიროებს არსებებს, რომლებსაც გარე სივრციდან მოვიპოვებთ და საჭმელად ვაწვდით მას. ასევე არიან პატარა რაქშასები - ჩვენი გრძნობათა ორგანოები. ისინი ითხოვენ, რომ შესაბამისი შთაბეჭდილებები მივაწოდოთ. კანი შეხების შეგრძნებებს ითხოვს, თვალი - სინათლეს და ხატ-სახეებს, სმენა - შესაბამის ბგერებს და ა.შ.

სურვილების არსებობის აზრი მხოლოდ იმაშია, რომ გვაიძულოს გარე სივრცეში მოძრაობა და ჩვენი სხეულისთვის საჭირო ჰაერის, საკვების და შთაბეჭდილებების (სიამოვნებების) მოპოვება. თუ არ იქნება სურვილები, ვერ შევძლებთ და არ მოგვინდება მოქმედება. ზოგი სურვილი (რაქშასი) გვაიძლებს თვალი გავახილოთ და ცხოვრების სივრცე შევიცნოთ. სხვა სურვილები (რაქშასები) გვიბიძგებენ, რომ გარე სივრცეში ჩვენი გრძნობათა ორგანოების დამაკმაყოფილებელი მოვლენები ვეძებოთ.

ის, რაც გვიბიძგებს გარე სივრციდან სხვადასხვა არსებების მოპოვებას, მოიხმარს მიღებულს, ხარჯავს, და შემდეგ კვლავ მოითხოვს (სწყურია). ეს ხდება გამუდმებით და განუწყვეტლივ გვამყოფებს მოთხოვნილებებში და ამ სამყაროსადმი მიჯაჭვულობაში.

სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უნდა, რომ მასში დავრჩეთ და ხელი შევუწყოთ მის არსებობას, ისევე როგორც ქალს უნდა, რომ მამაკაცი ყოველთვის მის გვერდით იყოს, გამუდმებით შედიოდეს მასში და აცოცხლებდეს მას, არსებობის აზრს აძლევდეს მას. ასევე სახლიც კარგად გრძნობს თავს, როცა მასში ვიღაც ცხოვრობს და სარგებლობს მისით.

დედამიწა გვაკავებს, რათა შეინარჩუნოს თავისი არსებობა. გამუდმებით გვთავაზობს ახალ- ახალ შესაძლებლობებსა და ცდუნებებს. ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ სამყაროს გარეშე შეუძლებელია არსებობა, კვლავ და კვლავ დაიბადებიან დედამიწაზე. ხოლო ისინი, ვინც ხვდება სურვილების, სამყაროსთან ურთიერთქმედების მთელ მექანიკას, მაგრამ განზრახვა აქვთ უფრო უფრო შორს იარონ, უფრო მაღალი სამყაროებისკენ, მეტად აღარ დაიბადებიან დედამიწაზე. ასეთ ადამიანებს «გასხივოსნებულებს» უწოდებენ. მათ აქვთ სხეულში სურვილები (რაქშასები), მაგრამ ეს სურვილები მშვიდები არიან და არ აცდენენ მათ მაღალი სივრცის, მაღალი სამყაროების განცდისგან.

ახლა, ვიცით რა სურვილების ბუნება, შეგვიძლია ადეკვატური დამოკიდებულება ვიქონიოთ მათთან. ისინი გვეხმარებიან მიწიერი მიზნების მიღწევაში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გადარჩენასთან და დედამიწაზე გვარის გაგრძელებასთან. მათ გააჩნიათ დემონური, ანუ დაბალი ბუნება, რომელიც აუცილებელია დედამიწაზე ცხოვრებისთვის.

ამიტომ სურვილები საჭიროებენ გამუდმებულ კონტროლს და ძალაუფლებას მათზე. თუ თავისუფლებას მივცემთ მათ, ისინი დაანგრევენ ადამიანის და მისი გარშემომყოფების ცხოვრებას.

ადამიანები, რომლებიც თავიანთი სურვილების (რაქშასების) მმართველობის ქვეშ ცხოვრობენ,– ძალიან ეგოისტურნი (დემონურნი) და დამანგრეველნი არიან.

ხოლო თუ ადამიანს აქვს ძლიერი სურვილები, მაგრამ მკაცრი კონტროლის და ძლიერი მართვის ქვეშ ჰყავს ისინი, მაშინ მას შეუძლია გააჭენოს მათზე, როგორც ძლიერ ცხენებზე, თავისი მიზნებისკენ, და შეასრულოს თავისი ცხოვრებისეული დანიშნულება.

ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Sep 8 2013, 12:03 PM
Post #173


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნაწყვეტი შრი იუკტეშვარა გირის წიგნიდან „წმინდა მეცნიერება“

წიგნი დაწერილია 1894 წელს (მთარგმ. შენიშვნა)

აღმოსავლური ასტრონომია ასწავლის, რომ მთვარეები თავისი პლანეტების გარშემო ბრუნავენ, პლანეტები კი თავიანთ თანამგზავრ-მთვარეებთან ერთად, მზის გარშემო ბრუნავენ; მზეს კი თავისი ორეული ჰყავს და თავის პლანეტებთან და მათ თანამგზავრებთან, ასევე თავის ორეულთან ერთად საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავს მიახლოებით 24 000 დედამიწის წელიწადის პერიოდით.

გარდა ამისა მზის მოძრაობა სხვა მოძრაობაშც მონაწილეობს: იგი ბრუნავს დიდი ცენტრის გარშემო, რომელსაც ეწოდება ვიშნუ-ნაბჰი; ეს უკანასკნელი შემოქმდებითი ძალის - ბრაჰმას - სამყაროს მაგნეტიზმის ადგილსამყოფელია. ბრაჰმა მართავს დჰარმას - შინაგანი სამყაროს მენტალურ ძალას.

როცა მზე თავისი ბრუნვისას უახლოვდება წერტილს, რომელიც ყველაზე ახლოსაა ვიშნუ-ნაბჰის ცენტრთან, მაშინ დჰარმა - ანუ მენტალური ძალა - იმ დონეზე ვითარდება, რომ ადამიანს ძალუძს ადვილად გაიგოს ყველაფერი, სულის საიდუმლოებებიც კი.

მეოცე ასწლეულის დასაწყისში შემოდგომის ბუნიობის წერტილი (точка осеннего равноденствия) ქალწულის თანავარსკვლავედში იქნება და ამგვარად დვაპარა-იუგას აღმავალი ნაწილის დასაწყის სტადიაში მოხვდება (იხ. დიაგრამა).



12 000 წლის გასვლის შემდეგ, როცა მზე გადადის ბრაჰმას ცენტრიდან ყველაზე მოშორებულ წერტილში (ამ მოვლენას ადგილი აქვს, როდესაც შემოდგომის ბუნიობის წერტილი სასწორის თანავარსკვლავედის საზღვრებში შედის), მენტალური ძალა - დჰარმა - ეცემა იმდენად დაბალ დონეზე, რომ ადამიანს არ ძალუძს გაიგოს რამე უხეში მატერიის მიღმა. და ზუსტად ამგვარად როდესაც მზე თავისი ცენტრის გარშემო მოძრაობისას მიახლოვებას იწყებს თავისი ორბიტის ამ ცენტრთან ყველაზე ახლოს მყოფ ნაწილთან, მენტალური ძალა - დჰარმა - ზრდას იწყებს. ეს ზრდა თავის მაქსიმუმს აღწევს პერიოდის მეორე ნახევარში, ანუ შემდეგ 12 000 წელში.

12 000-წლიანი ყოველი ეს პერიოდი რადიკალურ ცვლილებებს იწვევს როგორც გარეგნულ - უხეშ მატერიალურ სამყაროში, ასევე შინაგანში - ინტელექტუალურში, ან ელექტრულ სამყაროში. ასეთ პერიოდს ეწოდება დაივა-იუგა.
ამგვარად მზე 24 000 წლის განმავლობაში ასრულებს სრულ ბრუნვას. 12 000 წელი აღმავალი ნაწილია, 12 000 კი დაღმავალი.

დჰარმის - მენტალური ძალის - განვითარება თანდათანობით ხდება და იყოფა ოთხ სხვადასხვა სტადიად, ყოველ 12 000-წლიან პერიოდში.

პირველი სტადია 1200 წელს იკავებს, რომლის განმავლობაშიც მზე თავისი ნახევარ-ორბიტის 1/20 ნაწილს გადის. ამ სტადიას ეწოდება კალი-იუგა. ამ დროს მენტალურ ძალას - დჰარმას - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს და მაქსიმალურად შესაძლებელის მხოლოდ მეოთხედ ნაწილს იკავებს. ადამიანის ინტელექტს არ ძალუძს გაიგოს რაიმე გარეგნული სამყაროს უხეში მატერიის მიღმა.

მეორე სტადია, რომელიც მოიცავს 2400 წლიან პერიოდს, იწოდება დვაპარა-იუგად. მზე ამ დროს გადის თავისი ნახევარ-ორბიტის 2/20 ნაწილს. დჰარმა უფრო მაღალ საფეხურს - შესაძლო მაქსიმუმის ნახევარს აღწევს. ადამიანის ინტელექტს ამ დროს შეუძია ჩაწვდეს ნატიფი მატერიის არსს, კონკრეტულად: სხვადასხვა სახის ელექტროობის და იმ მახასიათებლების არსს, რომლებიც გარეგნულ სამყაროს უდევს საფუძვლად.

მესამე სტადია, რომელიც 3600 წელი გრძელდება, და რომლის განმავლობაშიც მზე თავისი ნახევარ-ორბიტის 3/20-ს გადის, იწოდება ტრეტა-იუგად. დჰარმა ამ მონაკვეთში განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს აღწევს: ადამიანის ინტელექტს ძალუძს შეიცნოს ღვთაებრივი მაგნეტიზმი - ყველა ელექტრული ძალის წყარო.

მეოთხე სტადია, რომელიც მოიცავს 4800 წელს, და რომლის განმავლობაშც მზე თავისი ნახევარ-ორბიტის 4/20-ს გადის, იწოდება სატია-იუგად. დჰარმა ამ პერიოდში თავის უმაღლეს განვიტარებას აღწევს: ადამიანის ინტელექტს ძალუძს შეიცნოს თითქმის ყველაფერი, ღვთაებრივი სულიც კი, რომელიც ხილული სამყაროს მიღმაა.

სატია-იუგას პერიოდი გრძელდება 4000 წელი; გარდა ამისა არის კიდევ 400 წელი სატია-იუგას დაწყებამდე და 400 წელი დასრულების შემდეგ. ისინი წარმოადგენენ მის სანდჰის, ანუ გარდამავალ პერიოდს. ამგვარად სატია-იუგას მთლიანი ხანგრძლივობა 4 800 წელია.

სხვა იუგების და მათი გარდამავალი პერიოდების ხანგრძლივობის გამოთვლისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი იქმნებიან რაღაც რაოდენობის ათასწლეულისა და ამდენივე რაოდენობის ასწლეულისგან.

ამ წესიდან გამომდინარე ტრეტა-იუგა 3000 წელი გრძელდება, ხოლო დასაწყისი და დასასრული გარდამავალი პერიოდები 300 წელი. ჯამში გამოდის 3600 წელი.

ამგვარად გამოდის, რომ დვაპარა-იუგას ხანგრძლივობა 2000 წელია, ხოლო გარდამავალი პერიოდები 200-200 წელი. მთლიანად გამოდის 2400 წელი.

და ბოლოს, კალი-იუგას ხანგრძლივობა 1000 წელია, ხოლო გარდამავალი პერიოდები 10-100 წელი. ჯამში - 1200 წელი.

ოთხივე იუგას საერთო ხანგრძლივობა 12 000 წელია; ეს პერიოდი ქმნის ერთ დაივა-იუგას, ანუ ერთ ელექტრულ წყვილს. ორი ასეთი წყვილი, ანუ 24 000 წელი ქმნის მთლიან ელექტრულ ციკლს.

ჩვ.წ.აღ-მდე 11 501 წლიდან, როცა შემოდგომის ბუნიობის წერტილი ვერძის თანავარსკვლავედში შევიდა, მზემ დაიწყო დაშორება თავისი ორბიტის იმ წერტილისგან, რომელიც ყველაზე ახლოსაა დიდი ცენტრისგან და გადაადგილდა იმ წერტილისკენ, რომელიც ყველაზე შორსაა მისგან; შესაბამისად ადამიანის ინტელექტუალური ძალა შესუსტდა.



წყარო:

http://www.ananda.ru/Sri_Yukteshwar_Holy_S...ВЕДЕНИЕ

გაგრძელება იქნება...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
BeeGoo
post Sep 8 2013, 10:09 PM
Post #174


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 28-August 13
Member No.: 7,171

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლინკები რომ გაასწოროთ შეგიძლიათ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Sep 8 2013, 11:51 PM
Post #175


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



BeeGoo

რომელი ლინკები?


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st November 2024 - 03:32 AM