Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პარამეცნიერება _ რეინკარნაცია

Posted by: John Dee Dec 28 2011, 03:42 PM

თუ მსგავსი თემა გახსნილია დახურეთ ეს და ამ შემთხვევაში პატიებაც მითხოვია

მაინტერესებს რას ეყრდნობა ეს მოსაზრება, რა გაძლევთ რეინკარნირების არსებობის საფუძველს,
და თუ არ დაგეზარებათ ეს ზოგადი თეორია დაწვრილებით რომ ჩამოაყალიბოთ

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Lashapoli Dec 28 2011, 04:06 PM

მე პირადად უფრო ასტროლოგიიდან გამომდინარე მივედი მაგ აზრამდე

Posted by: old_man Dec 28 2011, 05:00 PM

QUOTE
მაინტერესებს რას ეყრდნობა ეს მოსაზრება, რა გაძლევთ რეინკარნირების არსებობის საფუძველს,და თუ არ დაგეზარებათ ეს ზოგადი თეორია დაწვრილებით რომ ჩამოაყალიბოთ

თეორია ბევრი შეიძლება იყოს...
ჩემთვის სარწმუნოა ჰიპნოზის რეგრესიული თერაპიის მეშვეობით. (ანუ როცა ადამიანი ჰიპნოზის ქვეშ დეტალურად იხსენებს რომ იყო ესა და ეს პიროვნება, ცხოვრობდა ამა და ამ ქვეყანაში, ამა და ამ საუკუნეში...) ხოლო შემდეგ ამ ცნობების დადასტურება ძველი დოკუმენტებით, არქივებით...
სერიოზული ექსპერიმეტები ჩატარებულა ამ კუთხით

Posted by: td......... Dec 28 2011, 05:16 PM

მე პირადად პატარაობიდან მაწუხებდა ეს აზრი და კითხვა.. ყველგან მესმოდა რომ ადამიანი კვდება და სადღაც ხვდება და მორჩა, მერე ელოდება განკითხვის დღეს.. ხოდა სულ ვგრძნობდი, რომ სანამ აქ მოვიდოდი სადღაც მიცხოვრია, ძალიან კარგი მშობლები მყავდა, მაგრამ სულ ვეძებდი "ნამდვილ" დედას და მამას.. ერთხელ ვიყავი ასე 5 წლის მოვხვდი ერთ ქალაქში , საზღვარგარეთ, სადაც მანამდე არ ვიყავი ნამყოფი და ზუსტად ვიცოდი სად რა იყო.. ისე გამიხარდა აი ვერავღწერ ამ გრძნობას.. ერთხელ გავიგე რეინკარნაციის შესახებ და თითქოს ყველაფერი დალაგდა თავის ადგილას..

Posted by: მზეონა Dec 28 2011, 05:34 PM

QUOTE(John Dee @ 28th December 2011 - 03:42 PM) *
თუ მსგავსი თემა გახსნილია დახურეთ ეს და ამ შემთხვევაში პატიებაც მითხოვია

ძველი თემაა wink.gif http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=54

Posted by: John Dee Dec 28 2011, 05:45 PM

QUOTE(old_man @ Dec 28 2011, 05:00 PM) *
თეორია ბევრი შეიძლება იყოს...
ჩემთვის სარწმუნოა ჰიპნოზის რეგრესიული თერაპიის მეშვეობით. (ანუ როცა ადამიანი ჰიპნოზის ქვეშ დეტალურად იხსენებს რომ იყო ესა და ეს პიროვნება, ცხოვრობდა ამა და ამ ქვეყანაში, ამა და ამ საუკუნეში...) ხოლო შემდეგ ამ ცნობების დადასტურება ძველი დოკუმენტებით, არქივებით...
სერიოზული ექსპერიმეტები ჩატარებულა ამ კუთხით



რა ექსპერიმენტები , დადე რაიმე დამადასტურებელი ლინკი

Posted by: John Dee Dec 28 2011, 05:45 PM

QUOTE(მზეონა @ Dec 28 2011, 05:34 PM) *
ძველი თემაა wink.gif http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=54

მადლობა

Posted by: John Dee Dec 28 2011, 06:01 PM

წინა ცხოვრებაში ვინ იყავით ამას როგორ იგებთ?

Posted by: old_man Dec 28 2011, 06:04 PM

არ ვიცი ასე ლინკები არ მაქვს შენახული. ))) და ახლა ძებნის დროც არ მაქვს. დაგუგლე რუსულად ან ინგლისურად რომელიც გეხერხება და ზღვა მასალაა. ზოგი ყვითელი პრესის სტილშია, მაგრამ ეგ გასაფილტრია რაღათქმაუნდა...
ასევე დოკუმენტური ფილმებიც არსებობს. დისქავერიზე ვუყურე დოკ. ფილმს სადაც რამდენიმე შემტხვევა იყო. ერთი იყო ბავშვი ლაპარაკობდა გაურკვეველ დიალექტზე და იხსენებდა ფაქტებს. მერე წავიდნენ მკვლევარები მოიძიეს იმ პიროვნებაზე შუასაუკუნეების არქივებში.... ეს კიდე ცალკე მიმართულებაა. როცა ბავშვები იხსენებენ. ქვეცნობიერთან მათი კავშირი ძლიერია და ჰიპნოზის გარეშე ახსენდებათ...

Posted by: John Dee Dec 28 2011, 07:14 PM

QUOTE(old_man @ Dec 28 2011, 06:04 PM) *
არ ვიცი ასე ლინკები არ მაქვს შენახული. ))) და ახლა ძებნის დროც არ მაქვს. დაგუგლე რუსულად ან ინგლისურად რომელიც გეხერხება და ზღვა მასალაა. ზოგი ყვითელი პრესის სტილშია, მაგრამ ეგ გასაფილტრია რაღათქმაუნდა...
ასევე დოკუმენტური ფილმებიც არსებობს. დისქავერიზე ვუყურე დოკ. ფილმს სადაც რამდენიმე შემტხვევა იყო. ერთი იყო ბავშვი ლაპარაკობდა გაურკვეველ დიალექტზე და იხსენებდა ფაქტებს. მერე წავიდნენ მკვლევარები მოიძიეს იმ პიროვნებაზე შუასაუკუნეების არქივებში.... ეს კიდე ცალკე მიმართულებაა. როცა ბავშვები იხსენებენ. ქვეცნობიერთან მათი კავშირი ძლიერია და ჰიპნოზის გარეშე ახსენდებათ...


დამიძებნია და მარტო ყვითელი პრესის სტილში მასალები შემხვედრია : (

Posted by: John Dee Dec 28 2011, 07:15 PM

როგორ იგებთ წინა ცხოვრებაში ვინ იყავით?
ვინ გეხმარებათ ამის გაგებაში?

Posted by: td......... Dec 28 2011, 07:20 PM

ციტატა
როგორ იგებთ წინა ცხოვრებაში ვინ იყავით?

არის სხვადასხვა მეთოდები, თუმცა მგონია პირადად ჩემთვის ეს არაა საჭირო.. როცა დრო დგება გებულობ, როგორ ეს ყველას თავისებურად ემართება.. რახან არ გვახსოვს ასეა უკეთესი.. ყველაფერი რომ გაიხსენო ერთბაშად გაგიჟდები. თანაც ზოგიერთი მეთოდი ძალიან საზიანოა, ჩემი აზრიტ.

Posted by: John Dee Dec 28 2011, 07:42 PM

old_man
მაიკლ ნიუტონის"სული მოგზაურობაზე" საუბრობდი
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=54
ამ თემაში,
საინტერესო სუნი უდის,
სად შეიძლება ამ წიგნის შოვნა ?

Posted by: John Dee Dec 28 2011, 10:09 PM

ამავე ფორუმზე ვიპოვე ეს წიგნი

წავიკითხავ და მერე ვიტყვი რამეს : )

Posted by: Τρισμέγιστος Dec 29 2011, 02:12 PM

John Dee
helllo.gif

რობერტ ფლადს ხომ არ იცნობ შემთხვევით? biggrin.gif

Posted by: John Dee Dec 29 2011, 05:51 PM

QUOTE(Τρισμέγιστος @ Dec 29 2011, 02:12 PM) *
John Dee
helllo.gif

რობერტ ფლადს ხომ არ იცნობ შემთხვევით? biggrin.gif


hello wink.gif

გაგიკვირდება და ვიცნობ სერ რობერტს biggrin.gif

Posted by: Τρισμέγιστος Dec 29 2011, 10:12 PM

ვიმედოვნებ რომ საუკეთესო მხრიდან biggrin.gif

Posted by: John Dee Dec 29 2011, 11:18 PM

კეპლერის ჰერმეტიზმის კუთხით smile.gif

Posted by: elli Jan 3 2012, 11:57 PM

სულ ახლახანს ჩემი მეგობარი იყო ერთ ჰიპნოზისტთან რომელიც ეხმარება წინა ცხოვრებების გახსენებაში. რა ნახა და ვინ იყო ის მე მგონი საინტერესო არაა, მე იმან დამაინტერესა რომ მთელი ჰიპნოზის პერიოდში კინტროლი საკუთარ თავზე არ დაუკარგავს. იმაზე მეტად ვიყავი მობილიზებული ვინემ ჩვეულებრივ მდგომარეობაშიო, თითოეულ ცხოვრებას თითო კარად ვხედავდიო. რომელიც ფერს იცვლიდა იქ შევდიოდი და ვხედავდი კადრებს და მომენტალურად მახსენდებოდა ყველაფერი დეტალურადო... მოკლედ საინტერესო რამეა ეს ცხოვრება

Posted by: Wilhelm Jan 4 2012, 12:24 AM

elli

თქვენთვის რამდენად მისაღებია ასეთი მეთოდი ? smile.gif

ადამიანმა საკუთარ თავში უნდა შეძლოს შესაბამისი ძალების განვითარება , რათა თვითონ გაიხსენოს თვითონ აღიდგინოს მეხსიერებაში ინკარნაციები.

რითაა დაზღვეული ეგ ადამიანი რომ ჰალუცინაციებით არ გააბრუა იმ ვიღაცამ ? smile.gif

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 02:03 AM

ჰოლოტროპული სუნთქვა ჩვენი არსობისა. მჯერა კი. ერთ-ერთ სიზმარში ( სიზმარში რო ? ) ვნახე ჩემი ტავი და ჩემთვის ახლო ადამიანი . იყო სხვა დრო სხვა ლანდშაფტები სხვა სამოსით... სხვა ისტორიით.

Posted by: Atman Jan 4 2012, 10:05 AM

http://vedamedia.ru/ayurveda-psihologiya-astrologiya/torsunov-o-g-/torsunov-o-g-sovershenstvovanie-grubogo-tela

დაახლოებით 28 წუთიდან უყურეთ. ვიღაცას დარბაზში ბებია ჰყავდა გარდაცვლილი და ტორსუნოვმა გამოიცნო როგორ მოკვდა და სად დაიბადა biggrin.gif

Posted by: td......... Jan 4 2012, 11:13 AM

Atman
და გასაკვირია რამე?

Posted by: Atman Jan 4 2012, 11:15 AM

td.........

QUOTE(td......... @ 4th January 2012 - 11:13 AM) *
და გასაკვირია რამე?


ამ ფორუმისთვის ნაკლებად smile.gif

Posted by: td......... Jan 4 2012, 11:46 AM

Atman
არა ვერ მივხვდი რეინკარნაციასთან არ კავშირში იყო, ცოტა კარგად ნავარჯიშები ადამიანიც სეძლებდა ინფორმაციის წაკითხვას ადამიანიდან.. შეამზადა და ის რაზეც აფიქრებინა გააჟღერა..smile.gif აი სად დაიბადა ის ქალი ცოტა სადაო საკითხი იყო.. არავინ გადაამოწმებდ ად აიმიტომ.smile.gif

Posted by: td......... Jan 4 2012, 11:46 AM

Atman
არა ვერ მივხვდი რეინკარნაციასთან არ კავშირში იყო, ცოტა კარგად ნავარჯიშები ადამიანიც სეძლებდა ინფორმაციის წაკითხვას ადამიანიდან.. შეამზადა და ის რაზეც აფიქრებინა გააჟღერა..smile.gif აი სად დაიბადა ის ქალი ცოტა სადაო საკითხი იყო.. არავინ გადაამოწმებდ ად აიმიტომ.smile.gif

Posted by: ანა Jan 4 2012, 12:59 PM

დედაჩემის მეგობარს 8 წლის ბიჭი გარდაეცვალა. ტრაურში იყო, გიჟდებოდა და დეპრესია ქონდა რათქმუნდა.. ამ დროს სიზმარშიც და ცხადშიც ხედავდა ერთ კაცს, რომელმაც უთხრა: "მე შენ წინა ცხოვრებაში მიყვარდი და შენ ცუდად მექცეოდი, ხელს მკრავდი და ამიტომ მე შენ თავს არ დაგანებე, ყველაფერს ცუდს დაგმართებ"

რას იტყვით ამაზე? სხვა შემთხვევბი იცით? წინა ცხოვრებიდან რომ ნაცნობი გადმოგყვეს.. და შენს ცხოვრებაში ჩარევის ძალა ქონდეს. თვითონ თვლის რომ ეჩვენებოდა მე უფრო მჯერ მგონი, ვიდრე იმას biggrin.gif biggrin.gif

Posted by: td......... Jan 4 2012, 01:17 PM

შურისმაძიებელი სულები! biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: Atman Jan 4 2012, 03:31 PM

td.........

QUOTE(td......... @ 4th January 2012 - 01:17 PM) *
არა ვერ მივხვდი რეინკარნაციასთან არ კავშირში იყო, ცოტა კარგად ნავარჯიშები ადამიანიც სეძლებდა ინფორმაციის წაკითხვას ადამიანიდან.. შეამზადა და ის რაზეც აფიქრებინა გააჟღერა.. აი სად დაიბადა ის ქალი ცოტა სადაო საკითხი იყო.. არავინ გადაამოწმებდ ად აიმიტომ.


როგორ არაა კავშირში, მაგ თემაზე ლაპარაკობს მაგ მონაკვეთში, რომ ადამიანი მრავალჯერ კვდება და მრავალჯერ იბადებაო. მერე ისიც უთხრა ბებიამისი სად დაიბადა და შენ თუ არ გჯერა ეგ უკვე სხვა საქმეა. გულზე არ გეხატება კრიშნაიტები და აღიარე ახლა biggrin.gif kiss1.gif

Posted by: td......... Jan 4 2012, 05:19 PM

ციტატა
გულზე არ გეხატება კრიშნაიტები და აღიარე ახლა
Atman

მაგრად გამეცინა, ასეთი დასკვა რის მერე გააკეთე? LOL... ვიცი რომ რეინკარნაციაზე საუბრობს მაგ ლექციაში ტორსუნოვი, მე სხვა რამე ვთქვი და ვერ გამიგე, ის რაც იმ კაცს უთხრა იყო ჩვეულებრივი ტელეპატიური ტრიუკი..შეამზადა ადამიანი, რაც კარგად ჩანსვიდეოში, შემდეგ მოხსნა ინფორმაცია .. smile.gif

ჰო, იმის აღნიშვნა დამავიწყდა, რომ მერე აქ არ ეძებო მიზეზები, რეინკარნაცია ჩემთვის მისაღებია..smile.gif

Posted by: elli Jan 4 2012, 06:07 PM

Wilhelm

ციტატა(Wilhelm @ 4th January 2012 - 01:24 AM) *
თქვენთვის რამდენად მისაღებია ასეთი მეთოდი ?

როდესაც რაღაც განსაკუთრებული მიზეზია მაშინ მისაღებია, აზარტისთვის კი მიუღებელი

ციტატა(Wilhelm @ 4th January 2012 - 01:24 AM) *
ადამიანმა საკუთარ თავში უნდა შეძლოს შესაბამისი ძალების განვითარება , რათა თვითონ გაიხსენოს თვითონ აღიდგინოს მეხსიერებაში ინკარნაციები.

გეთანხმდები მაგრამ არსებობს გამონაკლისები

ციტატა(Wilhelm @ 4th January 2012 - 01:24 AM) *
რითაა დაზღვეული ეგ ადამიანი რომ ჰალუცინაციებით არ გააბრუა იმ ვიღაცამ ?

თქვენ რითი ხარ დაზღვეული რომ ახლა რეალურ ადამიან ესაუბრებით? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif wink.gif wink.gif wink.gif

Posted by: Atman Jan 4 2012, 06:45 PM

td.........

QUOTE(td......... @ 4th January 2012 - 05:19 PM) *
რაც იმ კაცს უთხრა იყო ჩვეულებრივი ტელეპატიური ტრიუკი..შეამზადა ადამიანი, რაც კარგად ჩანსვიდეოში, შემდეგ მოხსნა ინფორმაცია ..


თვითონვე უთხრა შენი ჭკუის მეშვეობით გავიგე ეს ყველაფერიო. ასე რომ სიტყვა ტრიუკი არ მომეწონა რაღაც tongue.gif

Posted by: td......... Jan 4 2012, 09:01 PM

Atman
სიტყა ტრიუკში არაფერი ცუდი არ არის.. ესაა გარკვეული ქმედება, რომლის შესრულებაც მხოლოდ მომზადებულ , განსწავლულ ადამიანს შეუძლია.smile.gif ასე , რომ ლექციის ან სემინარის დროს ჩატარებული ტელეპატიის სეანსი ტრიუკია. smile.gif ეჭვიც არ მეპარება , რომ ამ ადამინს განსაკუთრებული უნარები აქვს(ნუ გარკვეული ადამიანებისათვის აქ განსაკუთრეული არაფერიაsmile.gif))

Posted by: Zeus Mar 16 2012, 03:56 PM

რეინკარნაცია მართლაც რომ არსებობს,დამტკიცებულია და ჩემი დაბრო ნამდვილად აღარ ჭირდება,მაგრამ ეხლა მეორე საკითხი,რომ სანამ მოკვდები,ხომ უნდა შეავსო ეს დრო რაც იცხოვრე არა?ხომ უნდა გახადო პროდუქტიული,რომ მერე ისევ გაურკვევლობაში არ დაიბადო და თავიდან არ დაგჭირდეს იმაზე ფიქრი:,,ვაიმე რეინკარნაცია არსებოობს?" ალბათ მერამდენე ცხოვრებაა,რაც ეს აზრი გვაწუხებს biggrin.gif
ასე,რომ ჩემი აზრით რეინკარნაცია დავიკიდოთ და ხარისხზე ვიფიქროთ,ვითომ ერთხელ ვცხოვრობთ,რომ იმ ერთხელ მთელი სულით და გულით ვიმოღვაწეოთ სულისათვის smile.gif

Posted by: td......... Mar 29 2012, 07:39 PM

Zeus
რეინკარნაციის საკითხი სულაც არ მაწუხებს, ჩემის მოკრძალებული აზრით ამაზე ბევრი ფიქრი და დავაც უაზრობაა, ვისაც აწუხებს ესეცმისი არჩევანია. მაგრამ აი რეინკარნაციის იმედით ყოფნა კი ნამდბვილი სისულელეა, თუნდაც 1 ცხოვრება გქონდეს ან 1000 ,მიზანი მოკლე მანძილის გარბენა ხომ არ არის, მიზანია დანიშნულების ადგილამდე მისვლა. ტუმცა რავიცი , ეგებ ვიღაცას უსასრულდ სირბილი ურჩევნია?!

Posted by: Zeus Mar 29 2012, 08:22 PM

QUOTE(td......... @ Mar 29 2012, 07:39 PM) *
Zeus
რეინკარნაციის საკითხი სულაც არ მაწუხებს, ჩემის მოკრძალებული აზრით ამაზე ბევრი ფიქრი და დავაც უაზრობაა, ვისაც აწუხებს ესეცმისი არჩევანია. მაგრამ აი რეინკარნაციის იმედით ყოფნა კი ნამდბვილი სისულელეა, თუნდაც 1 ცხოვრება გქონდეს ან 1000 ,მიზანი მოკლე მანძილის გარბენა ხომ არ არის, მიზანია დანიშნულების ადგილამდე მისვლა. ტუმცა რავიცი , ეგებ ვიღაცას უსასრულდ სირბილი ურჩევნია?!

ცხოვრობდე სოფელში და სოფლისთვის არა ზრუნავდე

Posted by: manana Apr 15 2012, 02:00 PM

ადამიანების აზროვნება დღემდე,საღი აზრის მრავალწახნაგოვან პრიზმაში დემონსტრირებაა. თუ საღ აზრს ამოვიღებთ ამ პრიზმადან,სურათი გაცილებით იოლად დასანახი გახდება. რეინკარნაცია ერთნაირი მონაცემების პიროვნებების სხვადასხვა ეპოქაში გაღვივებაა. თუ ეპოქებიც ერთმანეთს რაღაცით წაჰგავს,პიროვნებებიც ერთნაირად გადიან ცხოვრების გზას,თანაც მეორე ვითარდება პირველზე დაყრდნობით. ეს ჩემი გადასახედიდან ჩანს ასე,სადაც სულის მისტიური გაგება ჩაანაცვლა ანტისამყაროდან ენერგეტიკული ჩართვით მიღებულმა ცოდნამ იმ ღმერთის შესახებ,რომელსაც შემოქმედს ვუწოდებთ და განსხვავდება ღმერთისგან,რომელიც არის კანონი ფიზიკურად არსებული მარადისობის).

Posted by: anouk Apr 16 2012, 08:17 PM

John Dee
უამრავი მასალაა და წიგნია, მე ზალინა ბევრი წამიკიტხავს და დოკუმენტურიც მინახავს, აქ ერტმა დაწერა, არა, მგონი, პატარა გოგომ ინდოეტში სხვა ენაზე დაიწყო ლაპარაკი და მშობლებს ეუბნებოდა რომ ის მატი შვილი კი არ არის არამედ ასახელებდა სხვა ადგილს, ინდოეტში ესეც, ხოდა პროფესორი რომელიც ამ საკიტხს იკვლევდა, მოკლედ იმან მოაწყო რომ ეს ბავშვი წაიყვანეს სადაც ამოიჩემა ჩემი სახლი იქ არის და ჩემი მშობლებიც ისიანი არიანო, ტანა ამს იღებენ, ხოდა ეს გოგონა გზას მიუთითებს როგორ უნდა წავიდნენ და ზუსტდა მიიყვანს 'ტავის' სახლში, რომ გამოგებებიან ვინც იმ სახლში ამ დროს ეს გოგონა მივა მხოლოდ 'ტავის'' მშობლებთან, ანუ აი, ესენი არიან ჩემი მშობლებიო, სახკში რომ შევლენ მაგიდაზე სურატია მათი დაღუპული გოგონასი და ეს გოგო ამბობს, აი, ეს მე ვარო! და წაიყვანს ამატ ყველას სად და როგორ დაიღუპა, ნუ იქვე ახლოს არის მდინარე სადაც ბავშვობაში დადიოდა და იქ ფეხი დაუცდა და ჩავარდა და მასე დაიღუპა.

ვფიქრობ ვისას ესენი გაინტერებტ ერტი რომ ძრავ მასალაა ინტრენტზე და იუტუბიზეც კი ყველაფერი იქნება, დასერჩეთ, დარწმუმებული ვარ ეს ვიდეოც იქნება.


John Dee
''როგორ იგებთ წინა ცხოვრებაში ვინ იყავით?
ვინ გეხმარებათ ამის გაგებაში?''
რაც სეეხება ამას, აქ იყო ეგეტი გადაცემა რეგრეტერაპია ქვია, წინა ცხოვერბაში გადაყავხარ, ხოდა ავდექი და წავედი ერტი ვნაცო მეტქი ტუ ეს მარტალია, ხოდა ეს ცალკე ტემაა იქ რომ მივედი და ვინ ''აღმოვჩნდი'' ვიტომ, ლოლ
ამაზე ეგებ მერე დავწერო

Posted by: anouk Apr 16 2012, 08:22 PM

QUOTE(ანა @ Jan 4 2012, 12:59 PM) *
დედაჩემის მეგობარს 8 წლის ბიჭი გარდაეცვალა. ტრაურში იყო, გიჟდებოდა და დეპრესია ქონდა რათქმუნდა.. ამ დროს სიზმარშიც და ცხადშიც ხედავდა ერთ კაცს, რომელმაც უთხრა: "მე შენ წინა ცხოვრებაში მიყვარდი და შენ ცუდად მექცეოდი, ხელს მკრავდი და ამიტომ მე შენ თავს არ დაგანებე, ყველაფერს ცუდს დაგმართებ"

რას იტყვით ამაზე? სხვა შემთხვევბი იცით? წინა ცხოვრებიდან რომ ნაცნობი გადმოგყვეს.. და შენს ცხოვრებაში ჩარევის ძალა ქონდეს. თვითონ თვლის რომ ეჩვენებოდა მე უფრო მჯერ მგონი, ვიდრე იმას biggrin.gif biggrin.gif

მე მჯერავს რომ ჩვენ ბევრი ადამინაი გვხდება იმ ცხოვრებიდან! მაგ. არიან ადამიანები დანახვისტანავე მინდა მატტან ურტიერტობა, რარაცნაიადრ ახლოს არიან ჩემტან და მინდა მატტან ვიყო და არიან ზოგნი დანახვისტანავე ვერ ვიტან! საშინლად ტან! 1 ქალი იყო ჩემი მეზობელი და საშინლად ვერ ვიტანდი, ტუმც მიზეზი არ მქონდა მის სიფატს რომ ვხდევადი ცუდად ვხდებოდი რასაც ქვია. არადა უშნოც არ იყო.
დასკვნა კი ეგ გამოვიტანე რომ ის ადამიანები ჩემი ახლობლები იყვნენ და ეს კი ჩემი მტერი ალბატ?

Posted by: marissa Jun 5 2012, 04:13 PM

ჰოვარდ კარტერის რუკებზე და ცხრილებზე თუ გსმენიათ რამე?
ამ ცხრილებით შეიძლება იმის გამოთვლა ვინ იყავი წინა ცხოვრებაში,რა არის შენი მისია ამ ცხოვრებისეული და რომელ წელს და სად დავიბადეთ წინა ცხოვრებაში.საინტერესოა rolleyes.gif huh.gif მე ჩემი უკვე გამოვთვალე

Posted by: Lashapoli Jun 5 2012, 05:09 PM

QUOTE(marissa @ Jun 5 2012, 05:13 PM) *
მე ჩემი უკვე გამოვთვალე

შეგიძლია ცოტა უფრო კონკრეტულად დაწერო, რა შედეგი მიიიღე და შენი ინტუიციით რამდენად ჯდება სიმართლეში??

Posted by: marissa Jun 5 2012, 05:44 PM

QUOTE(Lashapoli @ Jun 5 2012, 05:09 PM) *
შეგიძლია ცოტა უფრო კონკრეტულად დაწერო, რა შედეგი მიიიღე და შენი ინტუიციით რამდენად ჯდება სიმართლეში??

დაბადების თარიღის მიხედვით შეიძლება გამოთვლა,მარტო ჩემი კი არა ნაცნობებისაც გამოვთვალე და სხვათაშორის თითქმის ყველა რაღაც უახლოვდება თითქოს სიმართლეს.ამ ცხრილების ავტორი ჰოვარდ კარტერი ოკულტიზმით და ნუმეროლოგიით იყო დაინტერესებული,კაზის ფსევდონიმით აწარმოებდა კვლევებს.მისი მშობლები სპირიტისტები იყვნენ.კაზის აზრით ჩვენი პლანეტის გარშემო არსებობს შრე.ადამიანთა შორის არიან რჩეულები ვისაც შეუძლიათ შეიცნონ გარე ფორმა,მისი ფარული აზრი და როგორც ცნობილია კავშირი ჰქონდა უმაღლეს არსებებთან რომლებიც ცოდნას უზიარებენ დედამიწელებს.
შემთხვევით ვიპოვე ამის ცხრილების წიგნი,არ ვიცი რამდენად მჯერა მარა მე არცთუ საამაყო წინა ცხოვრება მქონია

Posted by: Lashapoli Jun 5 2012, 06:07 PM

ისე ეხლა დავფიქრდი და გამახსენდა რო ეგ კლასიკური ასტროლოგიითაც შეიძლება... smile.gif

Posted by: natuka Jun 5 2012, 06:43 PM

QUOTE
ჰოვარდ კარტერის რუკებზე და ცხრილებზე თუ გსმენიათ რამე?
ამ ცხრილებით შეიძლება იმის გამოთვლა ვინ იყავი წინა ცხოვრებაში,რა არის შენი მისია ამ ცხოვრებისეული და რომელ წელს და სად დავიბადეთ წინა ცხოვრებაში.საინტერესოა მე ჩემი უკვე გამოვთვალე

ქართულადაც არის ეს წიგნი მგონი. მეც გავაკეთე ადრე და ვიყავი 4-5 საიკუნეში ქალი იუველირი პორტუგალიაში smile.gif) მაგრამმე არ მჯერა biggrin.gif

Posted by: marissa Jun 5 2012, 07:05 PM

QUOTE(natuka @ Jun 5 2012, 06:43 PM) *
ქართულადაც არის ეს წიგნი მგონი. მეც გავაკეთე ადრე და ვიყავი 4-5 საიკუნეში ქალი იუველირი პორტუგალიაში smile.gif) მაგრამმე არ მჯერა biggrin.gif

რავიცი დიდათ არც მე მარა საინტერესოა,მე ბნელი ძალების მსახური ვიყავი მაგას თუ დავუჯერებთ შოტლანდიაში და ეხლაც რაღაც ეგეთი მევალება

Posted by: Dakaray Jun 18 2012, 06:18 AM

რეინკარნაციის შესახებ წმინდა წერილშიც არის მკაფიო მითითებები, მაგალითად იოანე ნათლისმცემელი იყო მიწაზე, ანუ მატერიალურ სამყაროში რეინკარნირებული ელია წინასწარმეტყველის სული.

Posted by: tamriko_faso Jun 18 2012, 03:04 PM

ნამდვილად, სახარებაში რამდენიმე ადგილას გვხვდება რეინკარნაციის დამადასტურებელი ფაქტები. გინდაც იესოს სიტყვები, ნიკოდემუსს რომ ეუბნება, თუ არ მოკვდი ახლიდან ვერ დაიბადებიო. და სხვა მრავალი. ის რომ რეინკარნაცია ნამდვილად რეალურია იქიდანაც ჩანს რომ ძალიან მდაბიო გენეტიკაში უცებ გენიალური ადამიანები იბადებიან. ეს მაგალითები კი უამრავია. ისე თუ დაუკვირდებით ჩვენივე ცხოვრებაშიც გვხვდება ასეთი მაგალითები. მე მჯერა რომ ერთი ცხოვრებით ადამიანი ვერც ცათა სასუფეველს, გინდავ ჯოჯოხეთს გინდაც ნირვანას,და რა ვიცი გინდაც ჯოჯოხეთს ვე დაიმსახურებს ამას ბევრი დრო სჭირდება.

Posted by: Dakaray Jun 19 2012, 08:55 AM

tamriko_faso

QUOTE(tamu @ 18th June 2012 - 03:04 PM) *
გინდაც ჯოჯოხეთს ვე დაიმსახურებს

ეხლა თქვენ ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით, მიკვირს ვინაიდან რეალურად ჯოჯოხეთს რასაც უწოდებენ იმ სავანეში არსებობის გაგრძელებასაც დამსახურება სწირდება.
QUOTE(tamu @ 18th June 2012 - 03:04 PM) *
გინდაც იესოს სიტყვები, ნიკოდემუსს რომ ეუბნება, თუ არ მოკვდი ახლიდან ვერ დაიბადებიო.

აქ იესო იუდეველ მღვდელმთავარს ოდნავ განსხვავებულ თემაზე ესაუბრებოდა, კერძოდ კი ზეციდან შობაზე, ანუ სულიწმინდით ნათლობაზე.

რეინკარნაციას რაც შეეხება, იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?

გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით?

მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება.

Posted by: tamriko_faso Jun 19 2012, 10:43 AM

ხო ნამდვილად სულიწმინდით ნათლობაზე ესაუბრებოდა, მაგრამ ყველგან, ყოველივე ტუ არ მოკვდა თავიდან ვერ დაიბადება, ვერ ვიხსენებ რომელი თავი და აბზაცია, ამბობს ხორბლის მარცვალზე უნდა დაიფლას, მოკვდეს რომ დაიბადოს აღმოცენდეს და ნაყოფი გამოიღოსო. ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ.

Posted by: Dakaray Jun 19 2012, 05:35 PM

აქვე ერთი ძალიან დამაბრკოლებელი საკითხიცაა, რეინკარნაციის რწმენა უწევს ადამიანს, ანუ დაჯერება უხილავისა, დაჯერება იმისა რაც არ უხილავს ვერ აღუქვია ან აღარ ახსოვს, კარგი იქნებოდა სულის მეხსიერების აღდგენა ყოფილიყო ამ სხეულში, მაშინ გვეცოდინებოდა რომელი სხეულები გვქონდა უწინ, საიდან მოვედით აქ რა გვინდა და საით მივდივართ ან უნდა წავიდეთ.

Posted by: tamriko_faso Jun 19 2012, 09:04 PM

თუ დავფიქრდებით სადაოა კარგი იქნებოდა თუ ცუდი, მაგაზე როცა მიფიქრია ყოველთვის მივდივარ იმ დასკვნამდე რომ ჯობია ის, რაც არის, ანუ არაფერი რომ არახსოვს სულს.ისე ჩემი აზრით ადვილია გამოიცნო ადამიანი რომელიც ახალშობილია, ან რამდენიმე საფეხური აქვს განვლილი. ერთი კი ვიცი სიყვარულით თუ არ იცხოვრე, {პრიმიტიულად რომ ვთქვა) შორს ვერ წახვალ.

Posted by: old_man Jun 19 2012, 10:34 PM

tamriko_faso

QUOTE
როცა მიფიქრია ყოველთვის მივდივარ იმ დასკვნამდე რომ ჯობია ის, რაც არის, ანუ არაფერი რომ არახსოვს სულს.

ჰო, ეს საკამათო საკითხია. ერთის მხრივ თითქოს ჩვენ სასიკეთოდაა, რომ წინა ცხოვრებები არ გვახსოვს, რადგან როგორც ამბობენ თან გადმოგყვებოდა ის სულიერი ტრავმები და მძიმე "ბარგი" რაც დაგროვილი გვაქვს და აუტანელი იქნებოდა ყველა იმ მოგონებით ცხოვრება. მაგრამ მეორე მხრივ, რომ არაფერი არ გვახსოვს ეს თითქოს გვიშლის საკუთარი დანიშნულების და მისიების შესრულებაში. მაგრამ თუ დავიწყებთ საკუთარი თავის გამოკვლევას, ქვეცნობიერთან კავშირის დამყარებას და დავაგვიკრდებით იმ მოვლენებს და გარემოებებს რასაც ცხოვრება გვახვედრებს, იმ "მეხსიერების" გარეშეც შევძლებთ გავაცნობიეროთ ჩვენი როლი და მიზანი დედამიწაზე...

Posted by: Dakaray Jun 20 2012, 05:16 AM

და როგორ ფიქრობთ რა არის ჩვენი როლი და მიზანი დედამიწაზე?

Posted by: elli Jun 20 2012, 07:26 AM

ერთადერთი მისია ადამიანისთვის მიწაზე და მიწის ზევითაც არის სიყვარული, სიყვარული რომელსაც არ აქვს მიზეზი, არ მოყვება სიტყვები: მიყვარს იმიტომ რომ... შენი სიყვარულთ უნდა ათბობდე და ანათებდა საკუთარ არსებობასაც და ირგვლლივ მყოფებისაც,.

Posted by: Dakaray Jun 21 2012, 08:33 AM

elli
ლამაზი სიტყვებია, მაგრამ სიყვარული მიზანი არ არის, სიყვარული შეიძლება დაგეხმაროს მიზნის მიღწევაში, მაგრამ მე მიზანი რაღაც უფრო სხვა მგონია. მოკლედ რომ ვთქვათ და კონკრეტულად აი ეს კითხვები მაქვს:

1. ვინ ვართ?
2. საიდან მოვედით?
3. რა გვინდა აქ მიწაზე?
4. საით მივდივართ ან უნდა წავიდეთ?
აი ამ კითხვების პასუხები არ ვიცი, ეს რომ ვიცოდე შევიცნობდი ადამიანის ნამდვილ მიზანს, მანამდე კი ზოგისთვის ერთია მიზანი და ზოგისთვის კიდევ მეორე, ზოგი ცხოვრების მიზნად ფულის კეთებას ისახავს და ბიზნესს აწყობს, ზოგი პოლიტიკაში მიდის და პრეზიდენტობა სურს, ზოგი სამხედრო საქმეს სწავლობს ჩინ-მედლების მოსაპოვებლად, მაგრამ ბოლოს მეფესა და პაიკს ერთ ყუთში ყრიან. ჰო და ეს არის დასასრული? და თუ არა აბა მაშ რისკენ უნდა ილტვოდეს ადამიანი? ანუ რა არის ის რეალური მიზანი, რომლისთვისაც ღირს მართებულად ცხოვრება?

Posted by: tabo Jun 21 2012, 10:10 AM

ჩემი აზრით რდესაც ადამიანი იბადება არის სრულიად უცოდველი და თავისუფალი ყველაფრისგან. ყველა ახალდაბადებული არის თანაბარ პირობებში, უბრალოდ განსხვავება სულშია, ანუ წინა ცხოვრებაში რამდენად გააძლიერა და განამტკიცა თავისი სული. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე ყველანი. ზოგი ადვილად აღწევს წარმატებას, ზოგი თავს იკლავს და რავიცი კიდე, ხოლო ზოგი სამოთხეში ხვდება და ანგელოზი ხდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის სულზე. ნუ გარემოებაც დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, თუ სად დაიბადე, სად გაიზარდე მაგრამ შენი თავი შენ გეკუთვნის და შენი მიზანი უნდა იყოს შენი სულის გაძლიერება ლოცვით, მედიტაციით, სხვისი დახმარებით, კეთილი საქმეების კეთებით და არვიცი კიდე ძალიან ბევრი გზა არსებობს, მთავარია რწმენა მაინც.

ანუ ანტიქრისტე უნდა ამხილოს ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა ხო? ანუ ისინი დაიბადებიან დედამიწაზე და გაიზრდებიან. ისინიც ჩვენნაირი ადამიანები იქნებიან, უბრალოდ მათი სულები იქნება უფრო მტკიცე, უფრო ძლიერი ვიდრე ჩვენი. ისინია აუფრო დვილად მიაღწევენ ანტიქრისტეს ვინაობის გამოცნობას ვიდრე სხვები. მათ სულში აქვთ ამის "ნიჭი".

რავიცი... რავიცი... ძალიან ცოტა ვიცით ამის შესახებ. დასაბუთებით არავის არაფერი შეუძლია თქვას, თუმცა რეინკარნაცია ჩემი აზრით არსებობს. ერთი ცხოვრებით მაინც არ მინდა დავიჯერო რომ ადამიანის ბედი სამუდამოდ გადაწყდეს ჯოჯოხეთში მოხვდება თუ სამოთხეში. უფალს ყველანი ვუყვარვართ და ბევრ შანსს მოგვცემს ალბათ.

მაგრამ მე ყოველთვის მებადება კითხვა: რატომ არსებობენ ჩვენი სულები. თუ ჯოჯოხეთში და სამუდამო წამებაში მოხვედრის ამხელა შანსი არის, ფაქტიურად დღეს ვერავინ იტყვის რომ სამოთხეში მოხვედრის ღირსია მისი სული, მაშინ რათ გვინდა სიცოცხლე. არ ჯობია უბრალოდ საერთოდ არ გვეარსება და არ ეარსებათ ჩვენ სულებს. ვერ გავიგე ადამიანის სული როგორ ან რატომ შეიქმნა. ნუ ბიბლიაში წერია უფალმა ჩაბერა სული მიწისგან შექმნილ "ფიგურას"(ადამიანს) თუ როგორ წერია ზუსტად არ მახსოვს. თუ ყველაფერი შეუძლია უფალს (ნუ ეჭვ არ მეპარება მაგრამ მაინც) ვერ გამიგია რატომ არ შეიძლება ყველანი სამოთხეში და ბედნიერები ვიყოთ. მაგრამ ადამიანი ისეთია ალბათ მალე მობეზრდება და რაღაცის შეცვლის სურვილი გაუჩნდება, თუნდაც დედამიწაზე ცხოვრების სურვილი. ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს. თამაშს სადაც გინდა უფრო და უფრო მეტს მიაღწიო.

და მაინც ამდენ ფიქრს ჯობია ვიცხოვროთ ისე როგორც გვინდა რომ ვიცხოვროთ. მე მჯერა უფლის არსებობისაც და იმისაც რომ მართლმადიდებლობა არის (შეიძლება ერთადერთი არა მაგრამ ერთერთი მაინც) სწორი გზა უფალთან მისასვლელად და ჩვენი სულების გასაძლიერებლად და გასამტკიცებლად. რადგან აქ ვართ და არვიცი რა გვინდა, რატომ ვარსებობთ და ეს კითხვები გვიტრიალებს სულ თავში ჯობია დავივიწყოთ, ესეიგი ძალიან სუსტია ჩვენი სული ამ ყველაფრის მისახვედრად. ჯობია ჩვენ თავს და ჩვენ სულებს მივხედოთ თუნდაც ლოცვით, თუნდაც ვარჯიშით, სხვების დახმარებით და ა.შ.

Posted by: tabo Jun 21 2012, 01:36 PM

რაღაც სისულელეები დავწერე ხო? biggrin.gif პროსტა ათას რაღაცას წარმოვიდგენ ხოლმე და სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ყველაფერს წესივრად პროსტა biggrin.gif

Posted by: td......... Jun 21 2012, 04:57 PM

Dakaray
შენ კითხვებზე პასუხებს თუ მონახავ, მიხვდები რომ მიზანს ტყუილად ეძებდი.. smile.gif)

Posted by: td......... Jun 21 2012, 05:01 PM

tabo
ადამიანი თავისუფალი არსებაა, აქედან გამომდინარე თავის ცხოვრებასაც თვითონ ირჩევს.. ჯოჯოხეთსაც და სამოთხესაც.. იმასაც თუ როგორ იქნება აქ.. აყვება დაწესებულ ნორმებს და მიღებული სატნდარტებით იარსებებს თუ თვითონ იცხოვრებს საკუტარი ცხოვრებით..

Posted by: Dakaray Jun 22 2012, 02:27 AM

td.........

QUOTE(td......... @ 21st June 2012 - 04:57 PM) *
შენ კითხვებზე პასუხებს თუ მონახავ, მიხვდები რომ მიზანს ტყუილად ეძებდი.

დამაინტრიგეთ ხო იცით? smile.gif

მზა მზარეულ პასუხებს ვერ მიკარნახებდით? წლები რომ აღარ შევალიო ძიებას?

ისევ სიყვარული? აქააც?

Posted by: givi Jun 22 2012, 11:21 AM

ციტატა(Dakaray @ 22nd June 2012 - 02:27 AM) *
მზა მზარეულ პასუხებს ვერ მიკარნახებდით? წლები რომ აღარ შევალიო ძიებას?

მე-20 საუკუნის ერთერთი პრაბუჟდიონნი კაცი, რომელმაც დატოვა ბევრი კვლევა, ასე ვთქვათ ადამიანის ცნობიერების განსხვავებულ
მდგომარეობებზე. ცნობიერების ისეთ სიღრმეებში ჩასაღწევად, რომელსაც ჭირდება ბევრი ათეული წლები (ასქეზა) მან ეს მოახერხა,
მის მიერვე შემუშავებული მოკლე გზით, რომელსაც მან ხუმრობით "ჩორნი ხოდი" უწოდა. მე მიმაჩნია რომ საინტერესოა მართლაც.
შემიძლია შემოგთავაზოთ ლინკები, სადაც მისი კვლევების შესახებ მიიღებთ ინფირმაციას:

http://leary.ru/books/tongues/?n=00 ღმერთების შვიდი ენა.

http://leary.ru/books/tongues/?n=00 პრაქტიკა, და მითითებები ტიბეტური მკვდართა წიგნის მიხედვით.

http://www.youtube.com/watch?v=xmseubcG3ic ეს როლიკიც ბევრ რამეზე მეტყველებს...

Posted by: tamriko_faso Jun 23 2012, 09:32 PM

პოსტებს თუ გადახედავს ასეთი შეგრძნებაა ჩაკეტილ წრეში დავდივართ, რეინკარნაციაა თემა და მაინც ჯოჯოხეთი და სამოთხეა ხშირად ნახსენები. ადამიანი რომ თვითონ განაგებს თავის სულს აქ ორი აზრი არ არსებობს, არამარტო სულს, თავის ცხოვრებასაც, ჩემი აზრით დაბადებიდანვე, უფროსწორედ დაბადებამდე თვითონ ირჩევს თავის სამყოფელს მშობლებს, და ა, შ. ხოლო ნიჭი, აღქმის ნიჭი, ზემოდანაა ნაბოძები, ზემოთ კი ვინარის ეგ თქვენ თქვენებურად განსაჯეთ, ზოგისთვის ქრისტეა, ზოგისთვის ბუდა ძოგისთვის ალაჰი, ზოგისთვის უმაღლესი გონი, და მადლობა მას რომ ასე ვაზროვნებთ და გვიჩნდება კითხვა რატომ? და უფრო რომ გავიზარდოთ, კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა შევძლოთ. ამიტომაც გვეძლევა დიდი დრო, ვიდრე ერთი ცხოვრებაა.

Posted by: td......... Jun 23 2012, 10:15 PM

Dakaray
მზა-მზარეული პასუხები არ არსებობს, რადგან ყოვლი სული უნიკალურია და არ არსებობს ერთნაირი ორი გზა და მიზეზი. გლობალურად შეიძლება კაცობრიობას ერთი მიზანი ჰქონდეს, მაგრამ ეს უკვე სხვა საკთხია.. smile.gif)

Posted by: tamriko_faso Jun 25 2012, 01:14 PM

სულ ახალი ამბავი მაქვს, კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა რომ რეინკარნაცია რეალურია, ახლა აგარაკზე ვართ, აქვე თბილისთან ახლოს, სახლი დიდია და რამდენიმე ოჯახი ერთად ავდივართ ხოლმე, დილით ბიცოლა გადმოვიდა, საგულისხმოა ის ფაქტი რომ საერთოდ არ იცის რა არის რეინკარნაცია. სიზმარი ვნახე, ძალიან უცნაური იყო და ბიძაHენმა მიტხრა თამრიკოს მოუყევიო, ბიძა გარდაცვლილია 17 წლის წინ. დავიძაბე და სმენად გადავიქეცი, სიზმარი ასეთია: ბიძაშენმა გადმოგცა, აქამდე შენთან ხშირად ვიყავი, ბევრ რამეშიც დაგეხმარე და შენ ეს უჩემოდაც იცი, მარგამ ეხლა აფრიკაში მივდიბვარ, იქ უნდა დავიბადო და აღარ მეძებოო.-- ძალიან უცნაურია და მართლაც ძალიან მშველოდა ხშირად ბევრჯერ გაუღია ჩემთვის დაკეტილი კარი. ძალიან დასანანია, უკვე მეორე ადამიანია ვინც დამტოვა. იქაც კი ვეღარ ვნახავ.

Posted by: earth Jun 25 2012, 08:43 PM

tamriko_faso
რა საინტერესოა, საქართველოში და შემდეგი ცხოვრება აფრიკაში.
თუ ყველა დაიჯერებდა რეინკარგნაციის არსებობას, –რაციზმი მოისპობოდა.

Posted by: elli Jun 25 2012, 10:54 PM

tamriko_faso


ციტატა
მარგამ ეხლა აფრიკაში მივდიბვარ, იქ უნდა დავიბადო და აღარ მეძებოო.


ყველაზე ძალიან რისიც მეშინია, ვინც ასე ძალიან მენატრება ისინი რომ ვერ ვნახო... გაბსაკუთრებით დედაჩემი, ბებიაჩემი... კიდევ ვინ იცის რამდენი.......

Posted by: starscream Jun 26 2012, 01:13 AM

სხვათაშორის ვერ დავდებ თავს მაგრამ 2 მომენტი მაქვს გახსნილი ჩემი წინა ცხოვრების ერთი თითქმის ღრმა ტრანსში დაახლოებით 4 მეტრის რაღაც ჰუმანოიდი ვიყავი გენერალი ანუ მთავარსარდალი რაღაც გადაადგილების საშუალებაზე ვიჯექი როგორც ცხენი იქაურ პონტში არსება იყო. საზავო მოლაპარაკებაზე მივდიოდი ჩემს ციხე სიმაგრეში(მაგარი ცუდი როჟა ვიყავი).. მეორე უკვე რეინაკარნაცია არ იყო მე ვიყავი უკვე რეინკარნირებული სამოთხის ნაირ ადგილას სითეთრეში სითეთრე პირობოითი იყო გეგმები მონახაზები ჩანახაზები მასწავლებლები ვბჭობდით ბაღის ნაირ ადგილას რაღაც შენობაში. მაინც ვერ გავარკვიე რაზზე ვბაზრობდით.

Posted by: Dakaray Jun 26 2012, 08:10 PM

earth

QUOTE(earth @ 25th June 2012 - 08:43 PM) *
რა საინტერესოა, საქართველოში და შემდეგი ცხოვრება აფრიკაში.

საინტერესო უფრო ის არის, რომ დამიდგინოს ვინმემ რა კარმული დანაშაული მიმიძღვის ისეთი, რომ ჯერ საქართველოში ვრეინკარირდი, ისიც გლდანის მე–6 მიკროში და კარის მეზობლად საპოჟნიკი სომეხი ახჩიკა მყავს, როგორადაც ის მოიხსენიებს საკუთარ თავს.

Posted by: tamriko_faso Jun 27 2012, 05:53 PM

ხოდა შეიყვარე ის ხაჩიკა და მისნაირები ისე როგორც შენი ოჯახის წევრები, დაინახე ის რაც კარგი აქვს იმ ადამიანს, გაიხსენე რამდენჯერ გაგიკეთა შენ და შენ ოჯახის წევრებს სიკეთე და შემდეგ უკეთეს ადგილას რეინკარნირდები. ეს რა თქმქუნდა ისე, მეგობრულულად. თუმცა ვერ გავიგე რას უწუნებ ან საქართველოს ან გლდანს და ან მიკრორაიონს. იქმებ პირიქით ასე ჯობია? გიფიქრია ამაზე?

Posted by: natuka Jun 27 2012, 06:04 PM

Dakaray
smile.gif) ნეტა მე მყავდეს :საპოჯნიკი" მეზობლაად, რამნდენ ფეხსაცმელს შევაკერინებდი იაფად biggrin.gif
უმადურობა sad.gif იქნებ შენი არჩევანია სადაც დაიბადე?

Posted by: Dakaray Jun 27 2012, 07:53 PM

natuka

QUOTE(natashka55 @ 27th June 2012 - 06:04 PM) *
ნეტა მე მყავდეს :საპოჯნიკი" მეზობლაად, რამნდენ ფეხსაცმელს შევაკერინებდი იაფად

გადავბჟირდი, ერთი ქართული ფილმი გამახსენდა ბინას რო ცვლის მხატვრის მეუღლე საბურთალოდან ავლაბარში და რო აბავენ, მექისე გვერძე გყავს, თევზი დაგჭირდება აგერ მეთევზეო, საპოჟნიკი მეზობელიც რა თქმა უნდა ხეირია smile.gif)))))

ისე ამასთან ვერაფერს ვერ შეკერავდი იაფად, რომ ვუყურებ შაბათის შოუში რო ანდღულაძე ოქრომჭედელ სომეხს განასახიერებსს ეგრევე ეგ მახსენდება.

QUOTE(natashka55 @ 27th June 2012 - 06:04 PM) *
იქნებ შენი არჩევანია სადაც დაიბადე?

ეგ როგორ? სულები თავად ირჩევენ სადაც უნდა დაიბადნენ? აბა კარმაო?

Posted by: kate Jun 28 2012, 10:15 AM

Dakaray
მერედა შენი კარმის მოწესრიგებაზე ვინ ზრუნავს, როგორ ფიქრობ?!
გარდაცვალების შემდეგ, განვლილ ცხოვრებებსაც კარგად ხედავ და კარმულ ხლართებსაც, მომავალ ცხოვრებასაც იმის მიხედვით გეგმავ, თუმცა დაგეგმილს კარგად ვერ მივყვებით smile.gif , და რაც შენ კარმული დანაშაული გგონია ახლა, შეიძლება სწორედ კარგი კარმის გამო გყავს ხაჩიკა მეზობლად. შეიძლება მერე აღმოაჩინო ეგ შენი ხაჩიკა, შენი საუკეთესო მასწავლებელია.

Posted by: ადამიანი Jun 28 2012, 01:15 PM

tamriko_faso

QUOTE(tamu @ 25th June 2012 - 01:14 PM) *
ბიძა გარდაცვლილია 17 წლის წინ.

რა ასაკში გარდაიცვალა- +- 52 -ის? თუ არ დაგეზარება, დაწერე, მაინტერესებს.

Posted by: Dakaray Jun 28 2012, 01:25 PM

tamriko_faso

QUOTE(tamu @ 27th June 2012 - 05:53 PM) *
ხოდა შეიყვარე ის ხაჩიკა და მისნაირები ისე როგორც შენი ოჯახის წევრები, დაინახე ის რაც კარგი აქვს იმ ადამიანს

დამიჯერე ძალიან ვცდილობ მაგრამ აღჩიკას კარგი ჯერ ვერ ვუპოვე ვერც ერთი თვისება biggrin.gif
QUOTE(tamu @ 27th June 2012 - 05:53 PM) *
გაიხსენე რამდენჯერ გაგიკეთა შენ და შენ ოჯახის წევრებს სიკეთე

არც ერთხელ.
QUOTE(tamu @ 27th June 2012 - 05:53 PM) *
შემდეგ უკეთეს ადგილას რეინკარნირდები.

მე ჰავაის კუნძულებზე მინდა ან ბალის კუნძულებზე ან კიდევ ტაილანდში ოღონდ მდიდარ ოჯახში smile.gif
QUOTE(tamu @ 27th June 2012 - 05:53 PM) *
თუმცა ვერ გავიგე რას უწუნებ ან საქართველოს ან გლდანს და ან მიკრორაიონს.

jawdrop.gif რაო? ამის ჩამოთვლა, რომ დავიწყო ხვალ დილამდე გავაგრძელებ. რამოდენიმე უცხო ქვეყანაში ვარ ნამყოფი და იქაურ ცხოვრების დონეს აქაურს, რომ ვადარებ ვხვდები რა კლოაკაშიც ვარსებობთ, იქ ადამიანები ცხოვრობენ, აქ არსებობენ.


QUOTE(tamu @ 27th June 2012 - 05:53 PM) *
იქმებ პირიქით ასე ჯობია? გიფიქრია ამაზე?

შეიძლება ჩემთვის ასეც ჯობია და ბედს უნდა შეეგუოს ადამიანი, ჰო გარემოსაც, უბრალოდ მე ცვლილებების შეტანა მსურს ბედსა და გარემოში, სამწუხაროდ ჯერ არ გამომდის sad.gif

kate
QUOTE(kate @ 28th June 2012 - 10:15 AM) *
მერედა შენი კარმის მოწესრიგებაზე ვინ ზრუნავს, როგორ ფიქრობ?!

არ მიფიქრია ამაზე, წესით თავად მე უნდა ვიზრუნო მაგრამ როგორ? კარმის შეცვლა როგორც ვიცი შეუძლებელია. თუ ვცდები?

QUOTE(kate @ 28th June 2012 - 10:15 AM) *
გარდაცვალების შემდეგ, განვლილ ცხოვრებებსაც კარგად ხედავ და კარმულ ხლართებსაც, მომავალ ცხოვრებასაც იმის მიხედვით გეგმავ, თუმცა დაგეგმილს კარგად ვერ მივყვებით

სამწუხაროდ არც ეგ არ ვიცი გარდაცვალების შემდეგ რა ხდება, სხვათაშორის ვიყავი უკვე კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, ყოფილი ჯარისკაცი ვარ და 2008 – ში მძიმედ დავიჭერი 2 თვე კომაში გავატარე მაგრამ იქაური სამყაროს ერთი პატარა გამოვლინებაც კი არ მინახავს, არც ანგელოზები აგონიაში არც გარდაცვლილთა ხმები, სულ არაფერი ერთი დიდი შავი სიცარიელის გარდა და ეს სიცარიელე ისეთი შემაძრწუნებელი იყო რომ ეხლაც კი მზარავს როდესაც ვიხსენებ, სრულიად მარტო დიდ შავ უსასრულო ბნელ სიცარიელეში და თან იცი რომ ეს მარადიულია და ისიც იცი რომ ვერ შეწყვეტ სრული კოშმარია, დეპრესიას დავარქმევდი მაგრამ ეს სიტყვა ამ საშინელ მდგომარეობას ვერ გამოხატავს, ამ მდგომარეობის გამოსახატი სიტყვა არ არსებობს.
QUOTE(kate @ 28th June 2012 - 10:15 AM) *
და რაც შენ კარმული დანაშაული გგონია ახლა, შეიძლება სწორედ კარგი კარმის გამო გყავს ხაჩიკა მეზობლად.

შეიძლება, არ ვიცი, უბრალოდ მე უკეთესი ცხოვრება მსურს აი სულ ეს არის, მინდა რომ აქ მიწაზეც ბედნიერი ვიყო და შემდეგ რეინკარნაციათა ციკლის დასრულებისას კი იმ ადგილზეც რომელსაც დავიმსახურებ ან მოვხვდები ღვთის წყალობით.
QUOTE(kate @ 28th June 2012 - 10:15 AM) *
მერე აღმოაჩინო ეგ შენი ხაჩიკა, შენი საუკეთესო მასწავლებელია.

ეს რომ აღმოვაჩინო იმ დღეს დაკარგავს აზრს ჩემი ორი დიპლომი რომელსაც ასე ამაყად ვაფრიალებ ხოლმე საუბრებში biggrin.gif

Posted by: tamriko_faso Jun 28 2012, 03:25 PM

არ გეჩვენება რომ გენიალურია სიტყვები: მე ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი. ___ჩემთვის ეს გენიალური გამონათქვამია. რა იცი, რა იცი. მაგრამ მაინც სცადე მოექცე ხაციკაა თუ ახჩიკას ისე როგორც გინდა რომ ის გექცეოდეს, სცდე აბა, იქნებ შეიცვალოს რამე.არ გიფიქრია ის როგორ გხედავს შენ?აბა იფიქრე, იქნებ რამეს ელის შენგან? პირველ ნაბიჯს, სცადე. gul.gif

Posted by: Dakaray Jun 28 2012, 04:39 PM

tamriko_faso

QUOTE(tamu @ 28th June 2012 - 03:25 PM) *
პირველ ნაბიჯს, სცადე.

ამის სურვილი ნაკლებად მაქვს მარტივი მიზეზის გამო, ისევე არ მაინტერესებს ვინმე ახჩიკა როგორც ობამას ჩინეთის პროვინციაში დაბადებული მერვე ბავშვი.

უბრალოდ მაგალითისთვის დავწერე რომ ადამიანი ხშირად ისეთ პირობებში რეინკარირდება რაც სულაც არ არის მოსაწონი.

Posted by: tamriko_faso Jun 28 2012, 05:57 PM

ნება შენია. მაპატიე თუ გაგაბრაზე.

Posted by: Dakaray Jun 28 2012, 09:58 PM

tamriko_faso

QUOTE(tamu @ 28th June 2012 - 05:57 PM) *
ნება შენია. მაპატიე თუ გაგაბრაზე.

არა, ჩემო კარგო გაბრაზება რა შუაშია, უბრალოდ ნამდვილად არ მაინტერესებს ვიღაც აფერისტი საპოჟნიკი, ეს მაგალითისათვის დავწერე. რეინკარნაციას რაც შეეხება კიდევ, მე უკმაყოფილო ვარ ამჟამინდელი რეინკარნაციით, ჰავაის კუნძულებზე მინდოდა sad.gif თუ საკმარისი თანხა ვიშოვე ამ ცხოვრებაშივე "გადავრეინკარირდები" საოცნებო ზღვის სანაპიროზე, პალმების ჩრდილში, ბაუნტისა და თუთიყუშსაც ვიშოვი, ჰო კიდევ ჰამაკს და სიმპათიურ მულატკას, ჩავრთავ მუსიკალურ ცენტრში მოცარტის მელოდიას და გავერთობი. აბა გლდანში რეინკარირებულმა რას ვუყურო? დილით მაწონიის ღრიალი მესმის და საღამოთი კიდევ ჩხუბისა და დედის გინების ხმა და მაგრად დავიღალე უკვე ამ ერთფეროვნებით.

ჰო ამ ყველაფერში საიდუმლო განგებულებასაც ვერ ცხედავ ბედისმწერალისა.

Posted by: natuka Jun 28 2012, 10:19 PM

Dakaray
smile.gif

Posted by: tikoroma Jun 28 2012, 11:53 PM

Dakaray

ციტატა
ეგ როგორ? სულები თავად ირჩევენ სადაც უნდა დაიბადნენ? აბა კარმაო?

მეც თვითონ ავირჩიე - ორზღვას შუა ლამაზ ქვეყანაში გავჩნდე-მეთქი, სადაც უძველესი კულტურის მქონე, ლამაზი, მამაცი და ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს-მეთქი. მაგრამ წინა რეინკარნაციაში გეოგრაფიის გაკვეთილებს ვაცდენდი და რუკაზე შემეშალა, იტალიის მაგივრად საქართველოს დავადე ხელი Just_Cuz_01.gif

Posted by: old_man Jun 29 2012, 12:16 AM

საქართველოს კიდე არა უშავს, ამაზე უარესიც არსებობს მაგალითად სომალი, პაკისტანი ან სუდანი biggrin.gif
ვისაც ჯერა და იცის რომ კარმას ჩვენ თვითონ ქმნის ის იღებს პასუხისმგებლობას თავის ცხოვრებაზე ანუ აცნობიერებს რომ მის ირგვლივ ყველაფერი მისი შექმნილია. ამის შემდეგ იცვლება აღქმაც, იცვლება ფიქრები და იცვლება მისი სამყაროც. აი დაახლოებით ასე: http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w

Posted by: tikoroma Jun 29 2012, 12:46 AM

old_man

ციტატა
საქართველოს კიდე არა უშავს, ამაზე უარესიც არსებობს მაგალითად სომალი, პაკისტანი ან სუდანი
არა უშავს კი არა მაგარია, ძალიან სახალისოა აქ ცხოვრება biggrin.gif
P.S.
ხომ არ გინდა რამე მომილოცო smile.gif

Posted by: old_man Jun 29 2012, 07:23 AM

QUOTE
ხომ არ გინდა რამე მომილოცო

ჰო ჰო კარგი ადგილია იტალია რეინკარნაციისთვის biggrin.gif
დამსახურებულად გაიმარჯვეთ, მაგრამ ფინალში კარმა გეწევათ. crazy.gif

Posted by: Lashapoli Jun 29 2012, 11:00 AM

QUOTE(old_man @ Jun 29 2012, 01:16 AM) *
საქართველოს კიდე არა უშავს, ამაზე უარესიც არსებობს მაგალითად სომალი, პაკისტანი ან სუდანი biggrin.gif
ვისაც ჯერა და იცის რომ კარმას ჩვენ თვითონ ქმნის ის იღებს პასუხისმგებლობას თავის ცხოვრებაზე ანუ აცნობიერებს რომ მის ირგვლივ ყველაფერი მისი შექმნილია. ამის შემდეგ იცვლება აღქმაც, იცვლება ფიქრები და იცვლება მისი სამყაროც. აი დაახლოებით ასე: http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w

good.gif

Posted by: Dakaray Jun 29 2012, 02:36 PM

tikoroma


QUOTE(tikoroma @ 28th June 2012 - 11:53 PM) *
მაგრამ წინა რეინკარნაციაში გეოგრაფიის გაკვეთილებს ვაცდენდი და რუკაზე შემეშალა, იტალიის მაგივრად საქართველოს დავადე ხელი

beard.gif გამოვასწორო შეცდომა?

Posted by: tikoroma Jun 29 2012, 05:24 PM

Dakaray

ციტატა
გამოვასწორო შეცდომა?
ჩემი შეცდომების გამოსწორება სხვას რომ შეეძლოს რა მიჭირდა biggrin.gif მივყვები ახლა და ავსწორებ ნელ-ნელა მეთვითონ

Posted by: anima mundi Jun 29 2012, 08:00 PM

შენი გარემო თავად გეუბნება შენს ვალებს..
შენივე თავი
შენი ოჯახი და რა გარემოშიც დაიბადე smile.gif

ნუ მე ვედები ემხმარება რომ "ჭკუა" და "მეს" ვარჩევ და უფრო მარტივდება ყველაფერი

Posted by: Dakaray Jun 29 2012, 08:40 PM

anima mundi

QUOTE(anima mundi @ 29th June 2012 - 08:00 PM) *
ნუ მე ვედები ემხმარება რომ "ჭკუა" და "მეს" ვარჩევ და უფრო მარტივდება ყველაფერი

მე ვედები არა, მაგრამ აი ხელფასი კი მეხმარება ხოლმე ხანდახან "კარმის შეცვლაში".

Posted by: td......... Jun 30 2012, 11:53 AM

Dakaray
სულ რამოდენიმე პოსტში მთლიანად დაგვანახე შენი ცხოვრება, მიკივირს რა გაქვს საწუწუნო? მხლოდ ახჩიკაშია პრობლემა? ცოტაც მოიცადე და შეიძელბა გლდანიდან სადმე უფრო ცენტრისკენგადმოინაცვლო და შეიძლება ცხოვრება ასეთი ცუდი არარ მოგეჩვენოს...biggrin.gif მაგრამ შენ ადგილას დავფიქრდებოდი.. ცოტახანში გლდანი ცენტრი გახდება აი, ვეიქი და საბურთალო კი გარეუბანი... biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: earth Jun 30 2012, 01:35 PM

tikoroma

QUOTE
მეც თვითონ ავირჩიე - ორზღვას შუა ლამაზ ქვეყანაში გავჩნდე-მეთქი, სადაც უძველესი კულტურის მქონე, ლამაზი, მამაცი და ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს-მეთქი. მაგრამ წინა რეინკარნაციაში გეოგრაფიის გაკვეთილებს ვაცდენდი და რუკაზე შემეშალა, იტალიის მაგივრად საქართველოს დავადე ხელი


lol.gif
არა, მასე არ იყო, წინა ცხოვრებაში იყავი იტალიაში დაბადებული და ახლა ნოსტალგია შემოგაწვა biggrin.gif

Posted by: Barmalei Jun 30 2012, 01:45 PM

QUOTE(Dakaray @ Jun 26 2012, 09:10 PM) *
earth

, ისიც გლდანის მე–6 მიკროში და კარის მეზობლად საპოჟნიკი სომეხი ახჩიკა მყავს

გეთანხმები ცუდია მარა უფრო ცუდიც არსებობს , მაგ. გლდანის მე-8 biggrin.gif

Posted by: earth Jun 30 2012, 01:47 PM

ხალხო, სადაც არ უნდა ინკარნინდეს სული, ყველგან თავისებურ უდიდესს და ულამაზეს გამოცდილებას შეიძენს, ალბათ ამიტომაც ხშირად ხდება სხვადასხვა ქვეყნების არჩევა სულის მიერ, რადგან მან მაშინ უკეთესად იცის რა აირჩიოს, ხორცში რომ ვართ არჩევანი უფრო ძნელია, რადგან ხორცის მოთხოვნილებები არ ემთხვევა სულისას, ამიტომაც პატივი ვცეთ ჩვენს შინაგანი მეს გადაწყვეტილებას, რადგან შინაგანს უკეთესი ხედვა აქვს wink.gif
სადაც არ უნდა დაიბადოთ, ყველგან თავისებურ გამოცდილებას შეიძენთ, რომელიც უნიკალურია. პრობლემებს რაც შეეხება ყველგან არის, რაც შეეხება სიმდიდრეს და ჰავაის კუნძულებს, ნურავინ იტყვის იქ ყველაფერი კარგადაა. რამდენი მდიდარი ასრულებს სიცოცხლეს თვივთმკვლელობით, ან ნარკოტიკებით დაავადებული?! ბედნიერება არ არის სიმდიდრე, არც ჰავაის კუნძულები, არც არაფერი მატერიალური... ბედნიერება, ასე რომ ვეძებთ ხოლმე,–ჩვენშია,ჩვენთან არის, ყველგან თან გვდევს, გვეძახის, გველოდება რომ დავინახოთ, შევიგრძნოთ და მივაღწიოთ გავითავისოთ და ვიგრძნოთ ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს l_daisy.gif

Posted by: tikoroma Jun 30 2012, 02:41 PM

earth
QUOTE

ციტატა
მეც თვითონ ავირჩიე - ორზღვას შუა ლამაზ ქვეყანაში გავჩნდე-მეთქი, სადაც უძველესი კულტურის მქონე, ლამაზი, მამაცი და ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს-მეთქი. მაგრამ წინა რეინკარნაციაში გეოგრაფიის გაკვეთილებს ვაცდენდი და რუკაზე შემეშალა, იტალიის მაგივრად საქართველოს დავადე ხელი


არა, მასე არ იყო, წინა ცხოვრებაში იყავი იტალიაში დაბადებული და ახლა ნოსტალგია შემოგაწვა
შეიძლება, ნამყოფიც არა ვარ და მრცხვენია რომ ვამბობ, მაგრამ შეიძლება მეორე სამშობლოდაც ვაღიარო, საქართველოზე ნაკლებად არ მიყვარს biggrin.gif სულ მაინტერესებდა მიზეზი რატომ მიყვარს და ვერ ჩავწვდი biggrin.gif

Posted by: anima mundi Jun 30 2012, 04:51 PM

ამდენ ცოდვებს რა გამოისყიდის! smile.gif))))))))

დღეს დავიწყე საბავშო ბაღიდან წერა და მეატეზე შევწყვიტე ეხლა, ადამიანს უნდა დავუკავშიდე და ვუთხრა ისე ვერ ვისვენებ ერთ ”ცდოვაზე”. სახალისოცააა თან,
სახალისო თამაშია biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tamriko_faso Jul 1 2012, 01:52 PM

ადამიანი---ბიძა გარადაიცვალა 54-წილის, გვიან ვნახე შენი პოსტი, მაპატიე დაგვიანებისთვის. და თუ საიდუმლო არარის იქნებ მითხრა რატომ იკითხე? რამე დაკვირვება გაქვს?

Posted by: tamriko_faso Jul 1 2012, 01:53 PM

ადამიანი---ბიძა გარადაიცვალა 54-წილის, გვიან ვნახე შენი პოსტი, მაპატიე დაგვიანებისთვის. და თუ საიდუმლო არარის იქნებ მითხრა რატომ იკითხე? რამე დაკვირვება გაქვს?

Posted by: td......... Dec 2 2012, 03:20 PM

ადამიანები მყავს მოკლული, მაგრამ ომში, მეომარი ვიყავი... სადღაც აღმოსავლურ ქვეყანაში. ჩვეულებრივი მეომარი... ეს ბევრ რამეს ხსნის .... არ მიყვარს ომი..

Posted by: elli Dec 2 2012, 08:15 PM

ერთი რამ მაინტერესებს, ადამიანი გარდაიცვლება, რამდენ ხანში ხდება მისი ხელახალი დაბადება, რაზეა დამოკიდებული?

Posted by: td......... Dec 2 2012, 09:33 PM

elli
ბევრ რამეზე ადამოკიდებული.. შეიძლება ათასწლეულები არ ინკარნირდეს, ან 1 საუკუნეში რამოდენიმეჯერ.. ბევრი რამეა..

Posted by: I AM Dec 2 2012, 10:40 PM

elli

QUOTE
მისი ხელახალი დაბადება, რაზეა დამოკიდებული?


ძირითადად კარმაზე

Posted by: elli Dec 3 2012, 12:24 AM

I AM
აი მაგალითად ხვალ მოვკვდი, მიწიერი საზომით რამდენ ხანში მომწევს ისევ უკან დაბრუნება?

Posted by: earth Dec 3 2012, 08:27 AM

elli
მეც მგონია, რომ დროის შუალედი ყველასთვის ერთი და იგივე არაა, შეიძლება მოხდეს სწრაფი ინკარნირება, შეიძლება ათასი წლის მერე .

Posted by: elli Dec 3 2012, 08:48 AM

earth
იცი რა მაინეტერესებს და არასწორად ვსვამ კითხვას:დედაჩემი გარადაიცვალა 14 წლის წინ, მე ვთქვათ და ბოლომდე მომახდევნეს ვალი და აქ სადღაც 80 წლამდე მომიწია დარჩენა, შეძლება თუ არა დედა ისევ ინკარნირდეს?

Posted by: earth Dec 3 2012, 08:53 AM

შეიძლება ...
გაუშვი elli ნუ ეწევი უკან მის სულს, უნდა შეეგუო sad.gif
დედაშენი ისევ დაიბადება, მაგრამ თუ შეხვდებით ერთმანეთს ვერ იცნობთ, შეიძლება ახლა მეგობრობდე ვინმესთან, რომელიც წინა ინკარნაციებში როდისმე დედაშენი იყო, მინდა გითხრა, რომ სწორედ ეს უნდა გავიგოთ, ჩვენი ახლობელი ვინმეზე მეტად არ უნდა გვიყვარდეს, ყველა ერთნაირად უნდა გვიყვარდეს, თუმცა მეც არ გამომდის ასე, მაგრამ ვიცი რომ ასეაsad.gif

Posted by: Lashapoli Dec 3 2012, 11:08 AM

QUOTE(earth @ Dec 3 2012, 09:53 AM) *
თუ შეხვდებით ერთმანეთს ვერ იცნობთ, შეიძლება ახლა მეგობრობდე ვინმესთან, რომელიც წინა ინკარნაციებში როდისმე...


http://www.youtube.com/watch?v=5KfOrzlUSzg

Словно странники в ночи
Мы по улице прошли
И расстались навсегда
Словно странники в ночи
В чем был смысл этих встреч
Я не знаю хоть убей -
Мы расстались навсегда
Возле желтых фонарей
И пошли своим путем
(словно странники в ночи)
Не жалея ни о чем
(словно странники в ночи)
Но я верю мы умрем
Чтобы встретится опять
И по улице пройти
И друг друга не узнать

И пойти своим путем
(словно странники в ночи)
Не жалея ни о чем
(словно странники в ночи)

Posted by: anima mundi Dec 3 2012, 03:03 PM

earth

პირველად 14-15 წლის ვიყავი მაგას რომ მიხვდი ერთ მეგობარზე, ვლაპარაკობდით და ტირლი დავიწყეთ რომ შეიძლება სიკვდილის მერე დავიბადოთ და მერე ვეღარ ვიცნოთ ერთმანეთი )))) ეხლა ბევრი მყავს, ბევრსაც უთქვამს და მეც მაქვს შეგრძნებეი რომ ადრეც ვიცნობდი მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ისე.. ყველა პონტში წარსულია. ორ ადამიანს შორის კავშირი კიდევ ბევრი ცხოვრება იქნება თუ ერთი საათი ერთიდაიგივეა, შეიძლება უფრო მეტი ერთ საათში იგღძნონ..
და აი მე მაქვს ეხლა პრობლემა.. სავით

Lashapoli რომ გავიცანი, მაშIნვე გამიჩნდა შეგრნება რომ ვიცნობ და ძვირფასია ჩემთვის, სანდო და ა.შ.. და ყველანირად დარწმუნებული ვიყავი რომ ვიცნობ და ჩემია ხლობელია მაგრამ ისეთი არაა როგორიც ეხლაა :დდ თვითონაც ვუთხარი ბევრჯერ მგონი.. სხვა ხართქო და მოკლედ.. მერე ისეთი ცუდი სიტუაციაიყოხოლმე, პროტესტი რომ გაქვს ადამინისადმი და არ მოგწონს როგორიცაა და უარყოფითი ემოციები გიჩნდება. მერე ქეითმა მითხრა რომ, ტიბეტში ჩემი ამსწავლებელი იყო. ამდაგვარი რაღაც და თიტქოს ახსნა ყველაფერი იმ ვერსიამ, მაგრამ პრობლემა მაიცნ ისაა რომ ვერ ვეგუები როცა ეს ადამიანი ასეთია ამ ცხოვრებაშI როგორიცაა, თუმცა ეს მისი ბუნებრივი მდგაომარეობაა, მაგრამ მე მაინც შIნაგანი პროტესტი მაქვს და ის აღარ არის ვამობ, მაგრამ დამოკიდებულება მაქვს ისეთი როგორიც იმისადმი ვინც სინამდვილეIს ახლა არ არსებობს biggrin.gif ხო და მერე ან ვტირივარ, ან რაღაც ცუდიახოლმე.. და რომ უყურებ ადამიანს და არაა ესეთი! სხვანაირია შეგრძნება გაქვს.. მოკლედ "ხმამაღლა" იმიტომ ვამბობ და ვწერ ამას ფორუმზე, რომ მინდა გამიქრეს ეს დამოკიდებულება..
მეთვითონ ჩემ თავში ვერ ვაქრობ და მცდელობა როცა მქონია არ გამომივიდა smile.gif იქნებ რადგან ამ დონეზემაქვს გაცნობერებული და მინდა.. კოსმოი და ცხოვრებაც მალე დამეხმაროს და თქვენც მირჩიეთ აბა რამე.. როგორ შევეგუო რო სხვაა და დავიკიდო smile.gif)) რათქმაუნდა ვხდები რომ კარგი გაკვეთილია, მაგრამ ნამდვილად მომბეზრდა მერამდენჯერ გამეროებული მსგავსი რომ მემართება და განთავისუფლება მინდა

Posted by: anima mundi Dec 3 2012, 03:18 PM

პრობლემა ჩემშია რათქმაუნდა ამ შემტხვევაში, მაგრამ ემოციები გონებაძე ძლიერია.. რამენაირად გამარტივება მინდა. ვიღაც ხომ ორ წინადადებაში ახსნის და გაამრტივებს.. სინამდვილეში ყველაფერი ადვილია. მხოლოდ რა უნდა ისწავლო.. თუ თავს არ გღძნობ კარაგდ ეი რაღაცას არასწორად აკეთებ და რას ვერ ვხდები

Posted by: tikoroma Dec 3 2012, 03:42 PM

შენ კარგად ერკვევი მსგავს საკითხებში და არ მგონია რამე ისეთჳ დავწერო, რომ არ იცოდე ისედაც.. მე ჩემს მეგობარს რო ვუყურებ როგორ შეიცვალა ამ ცხოვრებაში, ვინმეს როგორ მოვთხოვო წინა ცხოვრებაში რო იყავი ისეთივე გახდიო. ეგ გზა უკვე გაიარა და ისევ ისეტი რო გახდეს ტიბეტში რო იყო, თავიდან უნდა გაიაროს თუ როგორ იქნება? რას თხოვ?

Posted by: anima mundi Dec 3 2012, 03:49 PM

tikoroma

სხვისგან არც არაფერს,ჩემი თავისგან ვითხოვ რომ დავინახო რა შეცდომას ვუშვებ.. თვითონ ამას ერც ვხედავ. აი უყურებ ადამიანს და ვერ ხედავ იმდენად ფარავს ის ძველი
ალბათ ზედმეტად მიყვარდა და აღფრთოვანებული ვიყავი
არავინ არ უნდა გიყვარდეს ისე, რომ სხვა ადამიანი გადაფაროს. ეს შენივე ნაკლია.. საკუთარი თავის უსიყვარულობაზეც მეყველბს ეგ რომ, სხვა ამდენად გიყვარს. საკუთარი თავის არ სიყვარული კი ურწმუნოებაზეც მეტყველებს. საერთოდ ეგოიზმია ორივე შემტხვევა.. და ეტყობა ძალიან მაწუხებს და უნდა გავუმკლავდე

Posted by: tikoroma Dec 3 2012, 04:54 PM

როგორი იყო მაშინ? მაინტერესებს smile.gif და რა მოხდა კონკრეტულად გაგვარკვიეთ ერთი. რომ მიგატოვა სად წავიდა?

Posted by: elli Dec 3 2012, 07:00 PM

earth
ხო რაღაც არაკანონზომიერი სამართალივითაა, მენატრება და მარტო იმიტომ ველოდები აქაურ დასასრულს, რომ აქედან წასულები, ვინც ასე ძალიან მენატრებიან, იმათ ისევ ვნახავ. მაგრამ ესე იგი ყველაფეერი დასრულდა?

Lashapoli

ციტატა
Чтобы встретится опять
И по улице пройти
И друг друга не узнать
И пойти своим путем
(словно странники в ночи)
Не жалея ни о чем
(словно странники в ночи)


ვისი ლექსია ძალიან მომეწონააა, თუ ნებას დამრთავ ჩემს ფბ-ზე წავიღებ,

Posted by: td......... Dec 3 2012, 11:38 PM

elli
ნაუტილუსის სიმღერაა


მე ჩემები გავუშვი და ვიცი რომ ასე სჯობდა.. ვერ ვუყურებ ადამიანებს რომლებიც ცდილობენ მათი ახლობლების სულები აქ დააბან.. გული მტკივა ხოლმე ზალიან.. დიდი ხნის წინ მეგობარი გარდამეცვალა და დედამისი და მამაისი ცოცხლად იმარხებოდნენ, საფლავზე ცხოვრობდნენ, ტიროდნენ.. ბოლოს ეს ბიწი დაესიზმრა ერთდროულად დედას, ჩვენ ახლობელს და ბიძას-გეხვეწებით გამათავისუფლედ აქ კარგად ვარ, მაგრამ თქვნეზე დარდი არ მიშვებს და სულ სველი დავდივარ ვერ ვშრები, ჩემტან სულ წვიმსო.. როდესაც ვინმემიდის უნდა გავუშვათ ხოლმე.. ძნელია , მაგრამ მაინც. და გულში შევინახოთ მხოლოდ თბილი და ნატელი მოგონებები, თუმცა მოგონებებიც გარკვეულწილად ხაფანგია, მაგრამ უკვე ჩვენტვის.

Posted by: elli Dec 4 2012, 12:08 AM

td.........
ხო მესმის, უბრალოდ მენატრება ხოლმე... თან დედა-შვილობაზე მეტი იყო, როცა რაღაც სიტუაციში ვარ, სიზმრად მოდიოდა და ძველებურად ვმსჯელობდით ხოლმე, რჩევასაც ვიღებდი. დიდი ხანა აღარ მოსულა, უბრალოდ ამეკვიატა ფიქრი ისევ ხომ არ დაიბადა მეთქი. აი ეს მაინტეტრესებდა

Posted by: td......... Dec 4 2012, 12:20 AM

elli
მონატრება ძალიან მძიმე რამეა..

Posted by: ##### Dec 4 2012, 12:22 AM

elli
როგორ მესმის შენი..... დედაჩემი ცოცხალია, მაგრამ სულ იმის შიში არიქა არ დაემარტოს რამე ტქო. ლოცვას რო ვიცყებ დედაზე ვლოცულობ სუ პირველი და მერე ვიხსენიებ სხვებს. მამაც მიყვარს, მაგრამ ეს დადა მაინც სხვაა. აფხაზეტის ომის მერე გული თითქო დაიცალა სიხარულისგან და მოვალეობის გამო ვცხოვრობ მგოია ზოგჯერ, მაგრამ დედას რო რამე დაემართოს მთლად მოსიარულე გვამი ვიქნები........

ამიტომ მართლაც და ჯობია არ მივეჯაჭვოთ ერთმანეთს, თორე მერე როგორ ძლიერ ჭირს განშორება..... მაგრამ ვაი რომ არ მართლაც და არ გამოგვდის......

ელი მე მხოლოდ იმას გეტყვი რომ ჩვენ ამ ქვეყნად დროებიტი სტუმრები ვართ და ჩვენს ჩვენ მკვდარ ნათესავებს შევუერთდებით. ასე რომ გული არ გაეიტეხო ელი ..... ძლიერი უნდა იყო.

Posted by: elli Dec 4 2012, 12:24 AM

#####

ციტატა
ელი მე მხოლოდ იმას გეტყვი რომ ჩვენ ამ ქვეყნად დროებიტი სტუმრები ვართ და ჩვენს ჩვენ მკვდარ ნათესავებს შევუერთდებით. ასე რომ გული არ გაეიტეხო ელი ..... ძლიერი უნდა იყო.

ძალიან თბილი პოსტი იყო გაიხარე... ღმერთმა დიდ ხანს გიმყოფოს დედა და მამა

Posted by: ##### Dec 4 2012, 12:46 AM

elli
kiss1.gif

Posted by: Lashapoli Dec 4 2012, 12:49 AM

QUOTE(elli @ Dec 3 2012, 08:00 PM) *
Lashapoli
ვისი ლექსია ძალიან მომეწონააა, თუ ნებას დამრთავ ჩემს ფბ-ზე წავიღებ,

სიმღერაა, ლინკიც დავდე ზევით..

აი იყოს აქაც..
http://www.youtube.com/watch?v=5KfOrzlUSzg

Posted by: earth Dec 4 2012, 12:49 AM

td.........

QUOTE
მე ჩემები გავუშვი და ვიცი რომ ასე სჯობდა.. ვერ ვუყურებ ადამიანებს რომლებიც ცდილობენ მათი ახლობლების სულები აქ დააბან.. გული მტკივა ხოლმე ზალიან.. დიდი ხნის წინ მეგობარი გარდამეცვალა და დედამისი და მამაისი ცოცხლად იმარხებოდნენ, საფლავზე ცხოვრობდნენ, ტიროდნენ.. ბოლოს ეს ბიწი დაესიზმრა ერთდროულად დედას, ჩვენ ახლობელს და ბიძას-გეხვეწებით გამათავისუფლედ აქ კარგად ვარ, მაგრამ თქვნეზე დარდი არ მიშვებს და სულ სველი დავდივარ ვერ ვშრები, ჩემტან სულ წვიმსო.. როდესაც ვინმემიდის უნდა გავუშვათ ხოლმე.. ძნელია , მაგრამ მაინც. და გულში შევინახოთ მხოლოდ თბილი და ნატელი მოგონებები, თუმცა მოგონებებიც გარკვეულწილად ხაფანგია, მაგრამ უკვე ჩვენტვის.

ამბურძგლა ეს პოსტი რომ წავიკითხე, ჩვენდაუნებურად ზოგჯერ რამხელა შეცდომას ვიდენთ, ახლა ცოტა ეს დარდიანი განწყობა შევცვალოთ და ვთქვათ ასეთი რამ: აქ, ამ ფორუმზე ერთად შეკრებილები, უმეტესობა ვგრძნობთ, რომ რაღაც კავშირი არის ჩვენს შორის, ერთმა ჩვენმა ფორუმელმა გაიხსენა კიდეც, რომ ჩვენ ადრეც შევხვდით ერთმანეთს, ვინ იცის მაშინ რა სახის ურთიერთობები გვქონდა და ახლა არაფერი გვახსოვს, თავიდან ვიწყებთ ურთიერთობებს, ეს ყველაფერი რა საინტერესოა... ვინ იცის მაშინ რა დარდი გვქონდა როცა ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ახლა ისევ ერთად ვართ, თუმცა არაფერი გვახსოვს, მაგრამ... ვფიქრობ მიუხედავად იმისა რომ წინა ცხოვრებებს ვერ ვხედავთ, მაინც არსებობს რაღაც კავშირი, ერთგვარი შინაგანი კავშირი ჩვენს შორის, ამ კავშირს ერთგვარ სიყვარულსაც ვუწოდებდი, სიყვარულს, რომელიც ქვეცნობიერშია ჩარჩენილი smile.gif




Posted by: elli Dec 4 2012, 01:01 AM

ჰოდა ნეტა კიდე საქართველოში მომიწევს ჩამობრუნება?

Posted by: Lashapoli Dec 4 2012, 01:07 AM

სამწუხაროდ ეს ყველაფერი რაზეც საუბრობთ, რო გვაწუხებს, იმის ბრალია რო არვიცით რეალური არსი თუ ვინ ვართ..
არ ვიცით სიკვდილის არსი, ყველაფრის დასასრულად წარმოგვიდგენია და აქაურ გრძნობებზე დამოკიდებულები განვიხილავთ ამ ყველაფერს და ლოგიკას ვივიწყებთ, მაგრამ ვცენი ბრალიც არაა ბოლომდე, არ გვახსოვს, ან არ ვიცოდით არასდროს და მხოლოდ იმით ვხელმძღავნელობთ რაც სახეზეა, მაგრამ ფაქტია ამ ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებთ (ზოგადად ვსაუბრობ), ვიდრე გააზრებლად, რადგან რო ვიაზრებდეთ და ვსვავდეთ კითხვას თუ საიდან ვართ და სად მივდივათ (მართალია ხშირ შემთხვევაში ეგ კითხვები ისმის, მაგრამ ეგეც მექანიკურ პროცესში გადის და კითხვები მანამდე რჩება აქტუალური, სანამ გრძნობები არ იწყებენ ისევ დომინირებას) გაცილებით გაადვილდებოდა ყველაფერი

Posted by: Lashapoli Dec 4 2012, 01:08 AM

QUOTE(anima mundi @ Dec 3 2012, 04:03 PM) *
განთავისუფლება მინდა

ჰმ.... რატომღაც რო მთელი შენი ამ ნაწერებიდან მარტო ეს იქცევდა ყურადღებას..

Posted by: anima mundi Dec 4 2012, 01:15 AM

tikoroma

უკვე ვიპოვე მარტივი გამოსავალი მე, და შემდეგისთვის გამომადგება.. ალბათ კიდევ განმეორდება მსგავსი ეპრეპრავერკისთვის biggrin.gif ახლა რომ არ მეპოვა რაღაც დონეზე პასუხი, უარესი უფრო რთული მაგალითი მომეცემოდა smile.gif მე უკვე აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი..
მაგრამ თუ მაინცდამაინც გაინტერსებს პირდაპირ დაგიკოპირებ ქეითის მოწერილს და თავად განსაჯე )))))

QUOTE
შენი პრობლემები ლაშასთან ტიბეტიდან მოდის, სადაც ის შენი სულიერი მასწავლებელი იყო, ძალიან ძლიერი და ხანდაზმული ლამა, ერთერთი ყველაზე განსწავლული და ავტორიტეტი ლამასარიაში. შენ სულ ახლგაზრდა მოსწავლე იყავი, ალბათ ათი=თორმეტი წლის, ტიბეტელი ლამისთვის უჩვეულოდ პუტკუნა smile.gif, ლაშა შენი პირდაპირი მასწავლებელი და უდიდესი ავტორიტეტი იყო, ფაქტიურად მთელს სამყაროს წარმოადგენდა შენთვის, მაგრამ მან ლამასარია მიატოვა და ჰიმალაის მთებში წავიდა მარტოდმარტო, ყოველთვის უნდოდა სიცოცხლის ბოლო მარტოს გაეტარებინა მედიტაციაში, მისი წასვლა შენთვის უდიდესი ტრაგედია იყო და პირად ღალატად აღიქვი, შენც მალევე გარდაიცვალე რაღაც ციებით და მოუშუშებელი ტკივილით, რომ ძვირფასმა და ერთადერთმა ადამიანმა, რომელიც შენთვის ყველაფერი იყო ამ ქვეყანაზე - მიგატოვა.
ახლა ლაშას ენერგია გახსენებს შენს გურუს, იმ უძლიერეს პიროვნებას, უძლიერეს ავტორიტეტს, იმ დიდ ტკივილსაც, თუმცა რა თქმა უნდა მთლიანად განსხვავდება ეს პიროვნება იმ პიროვნებისაგან smile.gif და სწორედ ეს იწვევს შენში წინააღმდეგობას
და გაღიზიანებას.

Posted by: anima mundi Dec 4 2012, 01:21 AM

Lashapoli

შენ არაფერ შუაში ხარ ლაშაპოლ biggrin.gif ეხლა უკვე მითუმეტეს არაფერში მჭირდება.. პოსტაპოკალიპსურ თემებს შეგიძლია მიუბრუნდე და ტრაკებს

Posted by: anima mundi Dec 6 2012, 01:01 AM

Lashapoli

მაპატიე

Posted by: anima mundi Dec 6 2012, 05:17 AM

საინტერესო დაკვრივება რომელიც ყველას გამოადგება:


როდესაც ადამიანი გაღიზიანებს, როცა ხედავ რომ არ გევასება. როცა მისი ხმის გაგონება შენში ცუდ შეგრძნებებს იწვევს. ამ დროს ის შენ გწმინდავს, შენში ცნობიერის დონეზე ამოქვს უარყოფითი ემოციები და სტრესები, რასაც ჰოლოტრპიულით ან როგორც ოშოს მეთოდია იაჰუუ და იაბოოოს ძახილით უნდა ამოვიდეს და განთავისუფლდე. ანუ ადამიანი რომელიც გაღიზიანებს სინამდვილეში გწმინდავს. შეიძლება იმასაც იღებ რაც კარმულად თქვენგან ეკუთვნის. ის აზრები რაც შენში ტივტივდება მისი დანახვის დროს და ფიქრით მისი კრიტიკა კი სინამდვილეში შენივე თავის ის თვისებებია, რომელიც გაუცნობიერებლად გაქვს რწმენად ჩაბეჭდილი.
ამიტომ ვინც არ მოგწონთ (ნუ თუ ძალიან საშინელი მონსტრი არაა რავიციsmile.gif)) აი მასთან უნდა გაატაროთ დრო, ზოგეჯრ მაინც. თქვენივე თავს დააკვირდეთ ამ დროს რა ემოციები გაქვთ. ჯობია გამოხატოთ და უთხრათ კიდევ რა და რატომაც არ მოგწონთ, გამოხატვა უფრო დაგეხმარებათ.. ყველა შემთხვევაში wink.gif

მძაფრად ეს გამოიხატება იმ ადამიანებთან ვისთანაც კავშირი გქონდა წინა ცხოვრებებშიც. ნუ შეიძლება უბრალოდ დაბინძურებულაურიანი ადამიანიც იყო და ისე გაუწხებდეთ, მაგრამ თუ ადამიანი სულ1ა ის ვერ იმქომედებს, თუ მოქმედებს მაშინ უნდა გამოიყნო ეს საშუალება, თავის უკეთ გასაცნობად და შენივე სასრგებლოდ

Posted by: anima mundi Dec 6 2012, 05:28 AM

QUOTE(Lashapoli @ Dec 4 2012, 01:07 AM) *
სამწუხაროდ ეს ყველაფერი რაზეც საუბრობთ, რო გვაწუხებს, იმის ბრალია რო არვიცით რეალური არსი თუ ვინ ვართ..
არ ვიცით სიკვდილის არსი, ყველაფრის დასასრულად წარმოგვიდგენია და აქაურ გრძნობებზე დამოკიდებულები განვიხილავთ ამ ყველაფერს და ლოგიკას ვივიწყებთ, მაგრამ ვცენი ბრალიც არაა ბოლომდე, არ გვახსოვს, ან არ ვიცოდით არასდროს და მხოლოდ იმით ვხელმძღავნელობთ რაც სახეზეა, მაგრამ ფაქტია ამ ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებთ (ზოგადად ვსაუბრობ), ვიდრე გააზრებლად, რადგან რო ვიაზრებდეთ და ვსვავდეთ კითხვას თუ საიდან ვართ და სად მივდივათ (მართალია ხშირ შემთხვევაში ეგ კითხვები ისმის, მაგრამ ეგეც მექანიკურ პროცესში გადის და კითხვები მანამდე რჩება აქტუალური, სანამ გრძნობები არ იწყებენ ისევ დომინირებას) გაცილებით გაადვილდებოდა ყველაფერი



ომმმმ smile.gif
ღმერთის თვალით თუ ვცდით დანხვას ან თვითონ მთელი იმ არსების თვალით ვიცნ ვართ, ვინც აქ გამოცდილებას გადის მაშინ ყველაფერი ნამდვილად უფრო მარტივია, მაგრამ ემოციებს კი ნუ აბრალებ. ეგოა ეგ ლაშა. ეგო აკონტროლებს ემოციებს და მერე ემოციები ჩვენ. ანუ მე შენზე რომ ვბრაზდებოდი, ჯერ ერთი ვბრაზდებოდი ჩემივე თავზედა ჩემივე აღქმა პარადიგმაზე, და მეორეც ვბრაზდები როგორ ეგოისტი ადამიანიც ვინც მხოლოდ თავის სუბიეტური სურვილებიდან გამომდინარე მსჯელობს biggrin.gif biggrin.gif მაგრამ, მე კი არა.. ყველა ადამიანი ესეა და ნეტა ეხლა რო მე ამას ვწერ ნახევარდედამიწის მოსახლეობა მაინც ხვდებოდეს ამას smile.gif)))

ხოლო ემოციები უნდა გაათავისუფლო, თორემ ემოციები ადგის თავში და აიძუებს ტვინს უშაობასდა ბევრ ბევრ ბევრ უარყფითზ ფიქრს, უარყოფითი ფიქრი კი უარყფით რეალობას ქმნის ჩვენივე თავსთვის.. ემოციების გამოხატვა უნდა გარდაქმნა და არ შეიკავო. ეგ იგივეა, ნუ აი უხეშად ვიტყვი გული გერეოდეს და უკან გადაყლაპო :| russian_ru.gif ფუჰ

Posted by: anima mundi Dec 6 2012, 05:42 AM

ეხლა ვარ მე, და თუ გადავიცევი ისევ ეგოზე დამორჩილებულ არაჯანსაღ ეგოისტ არსებად, ნებას გრთავთ ყური ამიწიოთ smile.gif)))))

Posted by: td......... Dec 6 2012, 09:09 AM

ციტატა
ამიტომ ვინც არ მოგწონთ (ნუ თუ ძალიან საშინელი მონსტრი არაა რავიციsmile.gif)) აი მასთან უნდა გაატაროთ დრო, ზოგეჯრ მაინც. თქვენივე თავს დააკვირდეთ ამ დროს რა ემოციები გაქვთ. ჯობია გამოხატოთ და უთხრათ კიდევ რა და რატომაც არ მოგწონთ, გამოხატვა უფრო დაგეხმარებათ.. ყველა შემთხვევაში wink.gif
anima mundi

გეთანხმები ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა პირველ რიგში ჩვენივე ტავის გასაშიფრად საუკეთესო საშუალებაა, თუმცა რაც შეეხება ურთიერთობას და იმის ახსნას რას გრძნობ, აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გახდე იმ ადამიანისთვის ზიანის მიმყენებელი. 5 წელია ისეთ საუნაში ვმუშაობ რომ რავი, სად უნდა წავსულიყავი ასეთი სკოლა რომ გამომევლო, მაგრამ ეხლა რომ დავდგე და იმ ადამიანებს ავუხსნა რას ვგრძნობდი მათ მიმართ და რას არა ვიცი კიდევ უფრო დავამძიმებ მათ მდგომარეობას. ზოგჯერ ადამიანს თავის კარმა აქვს და უბრალოდ რაღაც წერტილებში იკვეთება შენთან რაც ამ ეფექტს ქმნის(გაღიზიანებს, წყობილებიდან გამოყავხარ, არ მოგწონს და ა.შ)მაგრამ მის სულში ფათური რომ დაიწყო შეიძლება უარეს დღეში ჩააგდო.. ყველაფერს თავის დრო აქვს და ყველას თავის გზა აქვს, რომელიც თვიYთონ უნდა გაიაროს და თვითონ დაინახოს რაღაცეები.. ანუ მზად უნდა იყოს იმისმისაღებას რასაც ცხოვრება სთავაზობს.

Posted by: tikoroma Dec 6 2012, 09:34 AM

anima mundi
anima mundi

ციტატა
მიტომ ვინც არ მოგწონთ (ნუ თუ ძალიან საშინელი მონსტრი არაა რავიცი)) აი მასთან უნდა გაატაროთ დრო, ზოგეჯრ მაინც. თქვენივე თავს დააკვირდეთ ამ დროს რა ემოციები გაქვთ.
დავაკვირდი და ყველა ცუდი თვისება მქონია რაც შეიძLება ადამიანს ქონდეს, ამოიტანა ზედაპირზე ყველაფერი, გავიაზრე ყველაფერი მაგრამ ის ადამიანი მაინც არ მევასება biggrin.gif

Posted by: anima mundi Dec 6 2012, 12:44 PM

td.........

ისეც არ გამოვა, შენ შენ თავში განავითარო ყველაფერი და სხვამ ვეცრ გაიგოს. მე მგონია რომ თუ გინდა ყველაფერი უნდა თქვა ან გააკეთო.. მტავარია არ მოგინდეს. იმიტო რომ ჩხუბს შეიძლება ორივესთვის ცვლილება მოყვეს და ეგოც იცვლება, ინდვიდუალური მე smile.gif დაა, რომ არაფერი უთხრა მასე, შეიძლება არავინ არავის არაფერი უთხრას დედამიწაზე და ვიყოთ მუნჯები :დდ მე მომხრე ვარ თქმის და თუნდაც ჩხუბის

tikoroma

"არ მევასება" და "მკიდიას" შორის განსხვავებაა.. აი მე მყავდა ერთი მეგოაბრი, მყავდა ნუ მყავს. დარწმუნებული ვარ ამსთან ვალები მქონდა, რადგან როცა მეუბნებოდნენ (აუ ვაბშე აღარ დაელაპარაკო რააა biggrin.gif) მე ვგძღობდი რომ საჭირო იყო მასთან ურთიერთობის დალაგება, ვალდებული ვიყავი და ეხლა.. სულ ვიცინი და ვკისკისებ tongue.gif ადრე მისი ყველა ნათქვამი მაღზიანებდა და ეხლა რეაქციააღარ მაქვს, ანუ პოზიტივით შეიცვალა და მნIშვნელობაც დაკარგა
არ მევასებოდა მაგარდ, მარა სპეციალურად მივყვებოდი კაფესი რო დაკვრივებოდი თავს smile.gif)) მხიარულებაა საერთო ჯამში biggrin.gif

Posted by: td......... Dec 7 2012, 12:22 AM

anima mundi
მეც პირდაპირ თქმას ამჯობნებს, მაგრამ ზოგჯერ ეს უკვე აღარ ჭრის..

Posted by: anima mundi Dec 7 2012, 12:55 AM

td.........

გააჩნია შემთხვევას, ემციები უნდა გააკონტროლო და გონებით გათვალო რა შედეგი მოყვება smile.gif)) და შენ რას მიიღებ აქედან.
ისე საინტერსოა..

სხვებს ვისაც გახსენებიათ წინა ცხოვრებებიდან ანცნობები როგორი დამოკიდებულება ქონდათ, და ამ სფეროში მშობლებს გახსენბა ყველაზე მტკივნეული იქნება ალბათ. იმედია ეგ ყველაზე ბოლოს.. ან სულ არ დაინტერსედე

Posted by: anima mundi Dec 8 2012, 01:35 AM

biggrin.gif biggrin.gif

ე.ი დისკოპართის ვხედავდი, ქალს თეთრები ეცვა, მაღალი ქუსლოჩკები და გრძელი ქერა თმა.. განათებულ ადგილას ცეკვავდა მერე ვღაც შავებში ჩაცმულ კაცს ეცკვებოდა.. ძალიან მთვრალი იყო იმიტო რო გაიშხლართა smile.gif)))))))) რა სასცილო იყო და ნეტა ვინ! :დდ

Posted by: tikoroma Dec 8 2012, 03:33 PM

მე დავინახე ზანგი კაცი, აფრიკელი, ბალახებისგან თოკს წნავდა და ისე გაკვირვებით შემომხედა ალბათ იმანაც დამინახა biggrin.gif და ცოტა ხანში მისი ტომელიც დავინახე ზღვის ნაპირთან..

ეს ცხადში ხდება რა თქმა უნდა, ეს კადრები რას უნდა დავაბრალოთ, დროის და სივრცის გასასვლელებში ვხვდებით? smile.gif

Posted by: anima mundi Dec 9 2012, 01:50 AM

biggrin.gif
სიზმრებშიც მიდან წინა ინკარნაციებიდან შემხვდნენ ანცნობები და კიდევ განვთავისუფლდე.. რა კარგია "ვალის მოშორება"

tikoroma

შენთანაც სულ არ ვგრძნობ თავს თავისუფლად, არაცნობიერად ალბათ ისევ მადანაშაულებ.. მოდი ხვალ გავარკვიოთ და კარაგდ მომიყევი შენი სიზმრები :*

Posted by: ##### Dec 9 2012, 01:49 PM

tikoroma

QUOTE
მე დავინახე ზანგი კაცი, აფრიკელი, ბალახებისგან თოკს წნავდა და ისე გაკვირვებით შემომხედა ალბათ იმანაც დამინახა და ცოტა ხანში მისი ტომელიც დავინახე ზღვის ნაპირთან..

ეს ცხადში ხდება რა თქმა უნდა, ეს კადრები რას უნდა დავაბრალოთ, დროის და სივრცის გასასვლელებში ვხვდებით?


თიკო ეგ ცხადში როგორ ნახე? თვალიც არ გქონდა დახუჭლი? ხილვასავით იყო?

Posted by: tikoroma Dec 9 2012, 07:24 PM

#####
კი ხილვა იყო, უბრალოდ დავინახე როგორც ახლა ჩემს ოთახს ვხედავ smile.gif
ეს ხშირად მაქვს მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ, როგორც კი აზრს დავატან რომ დავაკვირდე რა ხდება, ქრება smile.gif
ადრე მეგონა, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ფილმებში, სიზმრებში, ან ცხოვრებაში ნანახი კადრები. მოკლედ თუ გინდა შეუცნობელის დაჯერება - დაიჯერებ, რომ სივრცეში გახვედი და დაინახე ვიღაც სხვა დროში სხვა ადგილას,
თუ სკეპტიკოსი ხარ - იფიქრებ, რომ უბრალოდ ადრე სადმე ნანახი რაღაც გაგახსენდა biggrin.gif მე პირველი ვერსია მირჩევნია biggrin.gif

Posted by: ##### Dec 9 2012, 07:43 PM

tikoroma

QUOTE
თუ სკეპტიკოსი ხარ - იფიქრებ, რომ უბრალოდ ადრე სადმე ნანახი რაღაც გაგახსენდა მე პირველი ვერსია მირჩევნია


ან ჰალუცინაცია//

საერთოდ ჰალუცინაციას როგორ ხსნიან ესოტერიულად? მაინტერესებს. თუ იცით ვინმემ და განანათლებთ კარგი იქნება

Posted by: tikoroma Dec 9 2012, 07:46 PM

#####

ციტატა
საერთოდ ჰალუცინაციას როგორ ხსნიან ესოტერიულად? მაინტერესებს. თუ იცით ვინმემ და განანათლებთ კარგი იქნება
ეზოთერები არ ვიცი როგორ ხსნიან. ჰალუციაცია მქონია წამლის ზემოქმედებით და ეგეც ძალიან რეალური იყო, ოღონდ ვიცოდი რომ წამლის გამო ვხედავდი. და ამ კადრების დროს ვითიშები და ისე ვხედავ, სანამ არ გამოვერკვევი ვერ ვხვდები რომ რეალობა არაა

anima mundi
ციტატა
შენთანაც სულ არ ვგრძნობ თავს თავისუფლად, არაცნობიერად ალბათ ისევ მადანაშაულებ.. მოდი ხვალ გავარკვიოთ და კარაგდ მომიყევი შენი სიზმრები :*

ხო იცი ეგეც მოგეშვება და ნუ ნერვიულობ ტყუილად smile.gif

Posted by: ##### Dec 9 2012, 08:29 PM

tikoroma

QUOTE
ეზოთერები არ ვიცი როგორ ხსნიან. ჰალუციაცია მქონია წამლის ზემოქმედებით და ეგეც ძალიან რეალური იყო, ოღონდ ვიცოდი რომ წამლის გამო ვხედავდი. და ამ კადრების დროს ვითიშები და ისე ვხედავ, სანამ არ გამოვერკვევი ვერ ვხვდები რომ რეალობა არაა


ეს უფრო სიზმარია მგონნი. სიზმარიც ასეა. როგორც კი გააცნობიერებ რო სიზმარია ეგრევე იღვიძებ........ ანუ ისევ და ისევ ქვეცნობიერთან გქონია კავშირი ....

Posted by: tikoroma Dec 9 2012, 08:39 PM

#####

ციტატა
ეს უფრო სიზმარია მგონნი. სიზმარიც ასეა. როგორც კი გააცნობიერებ რო სიზმარია ეგრევე იღვიძებ........ ანუ ისევ და ისევ ქვეცნობიერთან გქონია კავშირი ....
არ მძინავს მაგ დროს, სიზმარი როგორაა? რამდენიმე წამიანია რეალობას ვეთიშები და ვბრუნდები ისე.

Posted by: anima mundi Dec 12 2012, 03:13 AM

მე მგონია ადამიანი ამ ცხოვრებაში, ბავშობიდან იმ ძირითად ეტაპებს გადის რასაც წინებში ვერ გაამუკლავდა და გადამეორებაა wink.gif მნიშვნელოვანი რაც იყო, აქ ტრამვებს იგივეს იღებს რო ისწავლოს მიღება

Posted by: anima mundi Dec 12 2012, 06:23 PM

gio.geoo_ზე ვფიქრობდი და დავინახე ტყეში ირემი, რომელსაც რქებში მზე ქონდა smile.gif ჯერ ზურგით მიდოდა, მერე მოტრილალდა და გამობრუნდა აქეთ.

კიდევ ცეცხლთან იჯდა კაცი, თავზე თეთრი შემოხვეული ნაჭერი ქონდა, სადღაც კლდეეებშI იყო, ღამე. ჰამიდი ერქვა biggrin.gif ქურდი ან გაქცეული, რაღაც მზაკვარი არსება იყო, რა სასაცილოა.. ვერთობიხოლმე, მაგრამ რეალობასთან თუ აქვს რამე საერთო. საინტერესოა ჩემი ქვეცნობიერი რა მაქიმაციებით ამწვდისხოლმე ამ ასოციციებს..

Posted by: anima mundi Dec 15 2012, 04:59 AM

ჯვარცმა მახსენდება.. ვხედავ ჯვარცმას მოძრაობებში..
ბევრ ხალს, ერთჯვარს ხოლოდ. შორიდან ვხედავ, ერთხელ ახოს მივედი.. ვერ ვხდბი რა დაყშავა ხალხს ასე გამეტებით რო აწამებდნენ wink.gif გამხდარი კი იყო ძალიან.


ალბათ იქ ვიყავი? უეჭველი? ამეკვიტა ბოლო დღეა ეს ჯვარცმა.. ვითომ იმ ცხოვრების ტრამვები უნდა გავხსენო და გავიწმინდო უკვე?

Posted by: ##### Dec 15 2012, 12:47 PM

anima mundi
ამას ხილვასავით ხედავ? ohmy.gif

Posted by: anima mundi Dec 15 2012, 04:40 PM

#####

ხო.. ვხედავხოლმე უბრალოდ ვერ ვიხსენებ რა უნდა ვსიწავლო ამგ გახსენბიდან.. რისთვსი ვხედავ ვრ ვხდები ჯერ..
რა იყო მანდ რაც ეხლა მჭირდბა

Posted by: teolina Mar 14 2013, 01:05 AM

helllo.gif
მოკლედ ცოტახნის წინ ასროლოგთან ვიყავი და პირადი ჰოროსკოპი შემიდგინა. ისეთი ასპეკტები გამოისახა რომ თვითონაც გაკვირვებული დარჩა.და მითხრა რომ ვიყავი ძალიან ძველი სული,რიგით მე12ე და მევალება,ბევრი იმ შეცდომის გამოსწორება რაც წინა ცხოვრებაში მაქვ მიქარული.თან დააყოლა,თუ არ ვეცდები და რამეს არ გამოვასწორებ,ჩემს მომდევნო ცხოვრებში უფრო მეტად გამიჭირდება... რავიცი,ბევრი ისეთი რამ წაიკითხა,რისი ცოდნაც ასე უბრალოდ შეუძლებელი იყო.

Posted by: earth Mar 14 2013, 08:19 AM

teolina

QUOTE(teo @ 14th March 2013 - 02:05 AM) *
მოკლედ ცოტახნის წინ ასროლოგთან ვიყავი და პირადი ჰოროსკოპი შემიდგინა. ისეთი ასპეკტები გამოისახა რომ თვითონაც გაკვირვებული დარჩა.და მითხრა რომ ვიყავი ძალიან ძველი სული,რიგით მე12ე და მევალება,ბევრი იმ შეცდომის გამოსწორება რაც წინა ცხოვრებაში მაქვ მიქარული.თან დააყოლა,თუ არ ვეცდები და რამეს არ გამოვასწორებ,ჩემს მომდევნო ცხოვრებში უფრო მეტად გამიჭირდება... რავიცი,ბევრი ისეთი რამ წაიკითხა,რისი ცოდნაც ასე უბრალოდ შეუძლებელი იყო.

მაგარი რაღაც უთქვია...
ისე ყველა ინკარნაცია ყველასათვის ძველი ცოდვების გამოსწორებისათვისაა.

Posted by: MinD Mar 24 2013, 10:25 PM

მაინტერესებს, რა ადგილი უჭირავთ ცხოველებს, ფრინველებს და სხვა დედამიწის არსებებს, ადამიანის გამოკლებით, ცხოვრებაში. რა მისია აკისრიათ მათ. გამიგია, რომ როცა მწერს მოკლავ მისი არსება ვითარდება.

ძალიან საინტერესო თვალებით უმზერენ სამყაროს, რაც მაკვირვებს... ზოგს ისეთი ბურუსითმოცული მზერა აქვს... საოცარია... როცა ამბობენ, რომ ძროხის ხორცს ვჭამ, მერე რა? მებადება ასეთი აზრი: ადამიანის ხორცს შევჭამ, მერე რა? ohmy.gif მე არ მიყვარს როცა რაიმეს კლავენ და შემდეგ მაგას მიირთმევენ(არ მაქვს საუბარი მცენარეებზე)...
მირჩევნია მზის ენერგიით ვიკვებო angelchik.gif

მიჭირს აზრის ჩამოყალიბება, ისე როგორც მინდა ჩამოვაყალიბო. იმედი მაქვს გასაგებად დავწერე smile.gif

Posted by: maia Jun 20 2013, 11:18 PM

მე მიყვარს ქვის ძველი შენობები
რომ ვფიქრობ ან ვუყურებ ნანგრევებს, მითუმეტეს თU მზიანი დღეა რაღაც ისეთი მემართება რომ აი რაღაც ძალიან ახლობელი რამე უნდა გავიხსენო...
კიდე 1 ტიპი მყავდა ამოჩემებული. პირველად რომ დავინახე, ჩემგან ზურგით იდგა. არ ვიცი რა დამემართა, თან რომ იცი რომ ახლობელია და თან რომ არ იცნობ
მაგრამ მაინც ვე ვიჯერებ, ეგეთ მომენტებზე გამიგია, მაშინ ემართება ადამიანს თუ წინა ცხოვრებიდან იცნობო, რანაირად უნდა მეცნოს, მას ხომ სხვა გარეგნობა ექნებოდა მაშინ


კიდევ მანტერესებს, ამ ცხოვრებაში რაღაცაში რომ არ გიმარლებს შეიძლება ეს იმის მიზეზი იყოს რომ წინა ცხოვრებაში გქონდა და ვერ დააფასე? ან თავშიგქონდა ავარდნილი და გაამპარტავნდი ამის გამო?
ან ეიძლება რმ წინაზე რაღაც ძაან გეჯავრებოდა და დაისაჯო და მერე ისეთად დაიბადო? ვთქვათ ზანგები გეჯავრება და ზანგად დაიბადო biggrin.gif

Posted by: Zeus Jun 20 2013, 11:28 PM

პირველად მოვლინებული,რომ ვიყო შეიძლება ეგეთი რამ?

Posted by: tikoroma Jun 20 2013, 11:32 PM

Zeus
რა თქმა უნდა

Posted by: Zeus Jun 20 2013, 11:51 PM

QUOTE(tikoroma @ Jun 20 2013, 11:32 PM) *
Zeus
რა თქმა უნდა

რაღაც ეგეთი შეგრძნება მაქ,ვერც წარმომიდგენია წინა ცხოვრება...

Posted by: tikoroma Jun 20 2013, 11:55 PM

შეიძლება დედამიწაზე იყო პირველი, მაგრამ საიდანღაც ხომ მოდიხარ? ისიც წინაცხოვება არაა?

Posted by: earth Jun 21 2013, 12:13 AM

maia

QUOTE
ვთქვათ ზანგები გეჯავრება და ზანგად დაიბადო
ვფიქრობ დაახლოებით მასეა biggrin.gif

Zeus
QUOTE
პირველად მოვლინებული,რომ ვიყო შეიძლება ეგეთი რამ?

შეიძლება ვერ იხსენებდე.
მე ძალიან ბევრ მომენტში ვგრძნობ, რომ ვცხოვრობდი, ინდოეთში, ეგვიპტეში, ძველ ამერიკაში ინდიელად, ასევე მგონი ვცხოვრობდი გერმანიაშიც და იქ რაღაც ცუდი დასასრული მქონდა და ამ ცხოვრებაში არაფრით არ მინდა გერმანიაში წასვლა.

Posted by: steward Jun 21 2013, 04:49 AM

QUOTE(Zeus @ Jun 20 2013, 11:28 PM) *
პირველად მოვლინებული,რომ ვიყო შეიძლება ეგეთი რამ?



მე მგონი პირველი და ბოლო არ არსებობს ამ ციკლში, ისევე როგორც ვერავინ იტყვის დანამდვილებით და დაამტკიცებს პირველად კვერცხი იყო თუ ქათამი

ყოველი ცხოვრება პირველია მაგრამ არა უკანასკნელი, ორივე ერთად კი მარადისობის ნაწილი.

Posted by: Lashapoli Jun 21 2013, 03:18 PM


Posted by: drabavik Jul 17 2013, 04:20 AM

ეხლახანს დედა გარდამეცვალა და ძალიან მეშინია, რომ აღარ არსებობს. მართლმადიდებელი ვარ (დებილი არა), თუმცა არა ფანატიკოსი, ღმერთის მწამს და ვიცი, რომ არსებობს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალაუნებურად მეფიქრება იმის შესახებ, რომ ადამიანები იმდენად უსუსური არსებები ვართ, რომ ჩვენი ცხოვრება არაფერს არ წარმოადგენს ამ სამყაროში, როგორც ჩვენ ბუზის და ჭიანჭველის, კოღოს სიცოცხლეს არაფრად ვაგდებთ, ასე მგონია ჩვენც ასეთები ვართ და ძალიან მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ დედაჩემი იყო და მორჩა, აღარ არის. ძალიან მინდა რომ სული არსებობდეს, ყველაზე მეტად ამ ქვეყნად ალბად ეს მინდა, რომ დედაჩემი სადმე უკეთეს სამყაროში უკეთეს სიცოცხლეში იყოს, ცოცხლობდეს და კვლავ უყვარდეს ეს ცხოვრება.
არ ვიცი რა გავაკეთო და რა ხერხს მივმართო.

Posted by: Atm@n Jul 17 2013, 04:50 AM

drabavik

შეგიძლია დაეხმარო. თუ მართლმადიდებელი ხარ მიმართე შესაბამის ძალებს და დაეხმარებიან. რაც მეტ მსხვერპლს (დროს, ენერგიას და კონცენტრაციას) გაიღებ ამისთვის, მეტად დაეხმარები.

Posted by: Existence Jul 17 2013, 09:55 AM

drabavik

ენერგო ინფორმაციული კავშირი არასდროს არ წყდება , ადამიანის არსი ინფორმაციაა ამიტომ არაფერი არსად არ ქრება უკვალოდ.

ილოცე რომ დედაშენისთვის უმაღლესი ბედნიერება, სიამოვნება, და აზრი არსებობის სადაც არ უნდა იყოს, არის ღმერთის სიყვარული

(ღმერთის არა როგორც ვიღაც ტიპის არამედ უჯრედის ორგანიზთან მიმართებაში დამოკიდებულების , გესმის ალბათ)

ასევე შენი დამოკიდებულება მთელის მიმართ ამ ლოცვაში :

როგორი არასასიამოვნო სიტუაციები და უბედურებები არ უნდა მოხდეს, ჩემი სიყვარული შენდამი უფალო არ მოიკლებს და ყოველგვარ დანგრევას მე ვიღებ როგორც განწმენდას შენი სიყვარულისკენ

ზევით რაც დაგიწერე ბიო ენერგეტიკულად გამართული ტექნკებია ანუ 100 % დადებით შედეგი აქვს გამოკვლეული წლების განმავლობაში

ლოცვა ორ ნაირი არსებობს ერთი მადლიერების გრძნობით უსიტყვო და მეორე წმინდა ტექნიკური საშუალება მადლიერების გრძნობამდე სანამ მიხვალ , როგორც მედიტაცია აკეთებ სანამ გჭირდება და როდესაც მიაღწევ გარკვეულ მდგომარეობას ცხოვრობ მედიტაციურად და აღარ აკეთებ.

ხო პირველ რიგში ტექნიკის სწორედ გამოსაყენებლად მოიხსენი შინაგანი პრეტენზიები :

მშობლებისადმი, ბევრი ხალხისადმი ( იგულისხმება საქართველო, მსოფლიო და აშ ) შენი თავისადმი, ყოველგვარი შინაგანი პრეტენზიები ბედზე და ღმერთზე

მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთე ის რაც ზევით გითხარი.

Posted by: td......... Jul 17 2013, 10:40 AM

Existence
F.B რომ იყოს აქ დაგილაიქებდი ამ პოსტს!

Posted by: Latitude87 Jul 22 2013, 04:02 AM

QUOTE(steward @ Jun 21 2013, 04:49 AM) *
მე მგონი პირველი და ბოლო არ არსებობს ამ ციკლში, ისევე როგორც ვერავინ იტყვის დანამდვილებით და დაამტკიცებს პირველად კვერცხი იყო თუ ქათამი

ყოველი ცხოვრება პირველია მაგრამ არა უკანასკნელი, ორივე ერთად კი მარადისობის ნაწილი.



მე ისეთი რამეც გამიგია რო შესაძლებელია სულ არ იყავი ადამაინი წინა ცხოვრებაში, და შეიძლება მაღალი განვითარებადი(უცხოების-ცივილიზაციიდან) იყოო მოვლენილი ერთმა გასხივოსნებულმა დაწერა , ანუ მე 5 მე 6 ან უფრო მაღალი ასპეკტებიდან, მე მჯერავს მაგის რო არაა აცუილებელი მაინც და მაინც სულ ადამიანათ ჩნდებოდე ზოგი ვითარდება ზოგიც დაბალ საფეხურზე ხვდება და ეს დაბალი საფეხური ჩვენს შემთხვევაში ადამაინების ზუსტად რომ რეინკარნაციაა, მაგრამ მე პირადად მქონია იმის გრძნობები დაჟე მეტიც გამხსენებია რაღაც მომენტებში წინა ცხოვრების ან შეიძლება რამოდენიმე ცხოვრებისაც...

Posted by: steward Jul 23 2013, 02:05 AM

QUOTE(Latitude87 @ Jul 22 2013, 04:02 AM) *
მე ისეთი რამეც გამიგია რო შესაძლებელია სულ არ იყავი ადამაინი წინა ცხოვრებაში, და შეიძლება მაღალი განვითარებადი(უცხოების-ცივილიზაციიდან) იყოო მოვლენილი ერთმა გასხივოსნებულმა დაწერა , ანუ მე 5 მე 6 ან უფრო მაღალი ასპეკტებიდან, მე მჯერავს მაგის რო არაა აცუილებელი მაინც და მაინც სულ ადამიანათ ჩნდებოდე ზოგი ვითარდება ზოგიც დაბალ საფეხურზე ხვდება და ეს დაბალი საფეხური ჩვენს შემთხვევაში ადამაინების ზუსტად რომ რეინკარნაციაა, მაგრამ მე პირადად მქონია იმის გრძნობები დაჟე მეტიც გამხსენებია რაღაც მომენტებში წინა ცხოვრების ან შეიძლება რამოდენიმე ცხოვრებისაც...



კი გეთანხმები, და დავამატებ რომ მე პირადად სულ არ მიმაჩნია ადამიანი "შემოქმედის გვირგვინად"

ყველაფერი გამოვლინების სხვადასხვა ფირმაა, არსება იქნება თუ ტექნიკა, ყველაფერი მოქმედებაში ენერგიას მოყავს, მანქანა, ტელეფონი, ტელევიზორი, საათი, მათი მოქმედება არის ენერგიის გამოვლინება, ისევე როგორც ადამიანი ან სიცოცხლის სხვა ფორმები

Posted by: Alterego Aug 14 2013, 12:46 AM

დეჟავუ არის კავშირში რეინკარნაციასთან?

Posted by: Doors Aug 14 2013, 06:53 PM

Alterego
შიზოფრენიასთანაა კავშირში, შიზოფრენიასთან biggrin.gifbiggrin.gif:D

Posted by: Alterego Aug 14 2013, 10:04 PM

QUOTE(Doors @ Aug 14 2013, 04:53 PM) *
Alterego
შიზოფრენიასთანაა კავშირში, შიზოფრენიასთან biggrin.gifbiggrin.gif:D


არ თქვა რომ დეჟავუ არ განგიცდია sticktongue.gif

Posted by: Doors Aug 15 2013, 04:15 AM

Alterego
ვხუმრობ ))) დეჟავუ განმიცდია რათქმაუნდა, მაგრამ, რეინკარნაცია და მსგავსი თემები ოოოო ან სრულად უნდა ერკვეოდე მაგაში და ფორუმზე არ უნდა დაძვრებოდე ან ფანატიკოსი უნდა იყო საშინელი biggrin.gifbiggrin.gif:D და თუ სრულად ერკვევი ან საგიჟეში უნდა იყო ან ხალხს არ უნდა დაენახო რო საგიჟეში არ წაგიყვანონ biggrin.gifbiggrin.gif:D

Posted by: earth Aug 15 2013, 08:20 AM

Doors

QUOTE
და თუ სრულად ერკვევი ან საგიჟეში უნდა იყო ან ხალხს არ უნდა დაენახო რო საგიჟეში არ წაგიყვანონ

biggrin.gif
შეგიძლია იცოდე, მაგრამ შენთვის იცოდე. ისე რაც მეტი იცის ვინმემ მით ნაკლებს იტყვის ამ საკითხებზე მათთან, ვინც ამ საკითხების მოსასმენად არაა მზად, ხოდა არავითარი საგიჟეთი wink.gif

Posted by: Alterego Aug 15 2013, 03:36 PM

არა ნუ კითხვის დასმა მინდოდა და იმიტო დავსვი ეს კითხვაც რაღაც შესავალი კითხვასავით მინდოდა რა biggrin.gif biggrin.gif ხოდა ანუ თუ მაგალითად დეჟავუ ახსენებს ადამიანს წინა ცხოვრების რაღაც მომენტებს, მაგალითად საკუთარ სახლში, საკუთარ ეზოში, ქუჩაში და ასე შემდეგ რაღაც რო განმეორდება მაგალითად ოთახში შეხვალ და იმ ოთახში რაღაც მოხდება და უცებ უი ესეთი ადრეც მოხდა და რა გამოდის რო წინა ცხოვრებაში, ამ სახლში, ამ ეზოში, ამ ქუჩაში იყავი ? smile.gif))

Posted by: earth Aug 15 2013, 04:25 PM

ზოგ შემთხვევაში შენი წინასწარხედვაა, იყავი წინასწარ იქ იმ სახლში, შეიძლება სიზმარში და ნახე რაც მოხდა, მერე გავიდა ხანი და მოხდა ამბავი, მაგრამ შენ სიზმარი არ გახსოვს, მაგრამ გაგახსენდა როგორც მომხდარი.
ადამიანს აქ შესაძლებლობა დაიახოს არა მარტო წინა, არამედ მომავალი ცხოვრებაც.

Posted by: Alterego Aug 15 2013, 04:48 PM

კარგით, ეხლა რა მაინტერესებს როგორ ხსნის რეინკარნაცია იმ ფაქტს რო ჩვილი ბავშვი მაგალითად 1 დღის ბავშვი იღუპება? როგორც ვიცით რეინკარნაცია ხდება იმიტო რო წინა ცხოვრებაში რაღაც მისია ვერ შეასრულე და გეძლევა შანსი რო გამოასწორო და 1 დღის ბავშვი როცა კვდება რა აზრი ქონდა მის დაბადებას?? იმან რა მისია შეასრულა 1 დღეში?

Posted by: Atm@n Aug 15 2013, 05:24 PM

Alterego

არის შემთხვევები, როცა სულს კარმიულად ეკუთვნის რამდენჯერმე სიკვდილი (მაგალითად იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი მოკლა). ამ შემთხვევაში შეიძლება ზედიზედ რამდენიმე, ან ერთ ცხოვრებაში დაბადებისთანავე მოკვდეს (ან მუცლადყოფნის პერიოდშივე) და ამით დაწვას თავისი კარმა.

მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს, ისეთიც კი, რასაც ვერ წარმოიდგენ.


Posted by: Alterego Aug 15 2013, 05:49 PM

QUOTE(Atm@n @ Aug 15 2013, 03:24 PM) *
Alterego

არის შემთხვევები, როცა სულს კარმიულად ეკუთვნის რამდენჯერმე სიკვდილი (მაგალითად იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი მოკლა). ამ შემთხვევაში შეიძლება ზედიზედ რამდენიმე, ან ერთ ცხოვრებაში დაბადებისთანავე მოკვდეს (ან მუცლადყოფნის პერიოდშივე) და ამით დაწვას თავისი კარმა.

მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს, ისეთიც კი, რასაც ვერ წარმოიდგენ.


და მუცლადყოფნის დროს როცა გარდაიცვლება ამის შემდეგ ისევ განაგრძობს სული სიცოცხლეს სხვა სხეულში თუ ამის შემდეგ სული მარადისობაში იმკვიდრებს ადგილს? და კიდე რეინკარნაციის თემაზე რაიმე ლიტერატურა იშოვება ქართულ ენაზე? მაგალითად ელ. წიგნები თუ არსებობს?

Posted by: Atm@n Aug 15 2013, 06:09 PM

Alterego

გარდა გამონაკლისებისა სხვა სხეულში ინკარნირდება.

ლიტერატურა ქართულ ენაზე არ ვიცი.

Posted by: earth Aug 15 2013, 10:56 PM

აი დენიზ ლინის საინტერესო ვერსია დეჟავუსა და წინა ცხოვრებებზე:

QUOTE
Попадая в такое место, где вы испытываете чувство узнавания, отметьте свои переживания в блокноте. Запишите также о встречах слюдьми, которые показались вам чем-то знакомыми. Психологи утверждают,что мы переживаем deja vu, когда наше восприятие определенной сцены на доли секунды опережает наше осознание ее. Вы чувствуете,что видели это раньше, так как действительно видели — за долю секунды до этого. И все же я нашла прямые взаимоотношения между deja vu и прошлой жизнью. Подобные переживания играют огромную роль в ваших исследованиях собственного прошлого. Вспомните все переживания deja vu, которые были в вашей жизни.
Однажды я переживала очень мощное deja vu, которое дало мне
представление об одной из моих прошлых жизней. Более двадцати лет
назад мы с подругой любовались видами Венеции и решили нанять
гондолу, чтобы отправиться на один из ближних островов. Среди них
один, казалось, светился в тумане ярче, чем другие, и я указала на него
нашему гондольеру.
Эта загадочная земля посреди моря, казалось, сама приглашала меня.
Скоро мы причалили к маленькой гавани.
Тут же к нам засеменил толстенький лысеющий монах-францисканец
и на плохом английском предложил нам отправиться с ним на
экскурсию по острову, который почти полностью принадлежал монастырю.
Я сделала первые шаги, и меня тут же захлестнуло ощущение «уже
виденного». Мне было так хорошо на этом острове. Казалось, что я знаю,
что находится за каждым углом прежде, чем я за него поворачивала.
Картины из далекого прошлого проносились перед моим мысленным
взором. Как случилось, что я знаю этот путь так хорошо? Прежде я
никогда не слыхала об этом острове. Завернув за один из поворотов, я
увидела совсем не ту картину, которую «помнила», и не могла удержаться
от восклицания: «А это что-то новое!» Ошеломленный монах повернулся
ко мне и сказал: «Да, в сравнении с остальными зданиями эта стена
действительно новая. Но ей более шести столетий». Выходит, я помнила,
как была монахом на этом острове более шестисот лет тому назад!
Род занятий
Часто занятия, которые нас привлекают сегодня, являются повторением
наших прошлых профессий или имеют с ними сходные черты. Это
особенно заметно

Posted by: Alterego Aug 15 2013, 11:53 PM

ჰიპნოზის გარდა არსებობს რაიმე ხელოვნური ვარჯიშები ან რამე მსგავსი რითაც შეიძლება დადგენა შენი წინა ინკარნაციების? smile.gif)

პ.ს. ახალი და გამოუცდელი ფორუმელი ვარ და ძაან ზედაპირული ცოდნა მაქ ამ ყველაფერზე ასე რომ თუ უაზრობებიც ვიკითხე ხოლმე სორრყ biggrin.gif

Posted by: earth Aug 16 2013, 12:14 AM

Alterego
არსებობს შესაბამისი წიგნები, პრაქტიკები რომ გაიხსენო, თუმცა შრომაა საჭირო, არც ისე ადვილია, შეუძლებელი კი არაფერიაwink.gif

Posted by: Alterego Aug 16 2013, 12:49 AM

ფორუმზე არის ვინმე ვისაც გაახსენდა მისი ინკარნაციები? :=)) და თუ არის ვინმე ესეთი როგორ გაიხსენა იქნებ დაწეროს smile.gif)

Posted by: Doors Sep 26 2013, 10:46 PM

http://www.itv.ge/?m=16&CID=29816


Posted by: harry Sep 27 2013, 01:16 PM

ციტატა(earth @ Mar 14 2013, 08:19 AM) *
ისე ყველა ინკარნაცია ყველასათვის ძველი ცოდვების გამოსწორებისათვისაა.



რაღაც ალოგიკურია... როგურ უნდა გამოვსწორო ჩემი შეცდომები თუ არ მახსოვს რა ჩავიდინე წინა ცხოვრებაში? ან რა აზრი აქვს საერთოდ რეიკარნაციას თუ ყოველ დაბადებაზე სრულიად განულებული იბადები და თავიდან იწყებ ცხოვრებას... ადამიანი თავისი ხასითით, საქციელით, გარეგნობით, ცხოვრებისაგან მიღებული გამოცდილებით გამოირჩევა და ყველა ინდივიდუალურია...... რა აზრი აქვს თავიდან დაბადებას თუ ეს ყველაფერი გაქრება და ახლიდან დაიწყებ ცხოვრებას... ახალი ნაცნობები, ხასიათი სხვა, გარეგნობა სხვა... ეს იგივეა რომ მოკვდე... სრულად გაქრა ის რაც შენ იყავი... შენი "ხასიათი"... შენი ყველაფერი ნულდება და ახლიდან იწყება ათვლა... ალბათ მიხვდით რისი თქმა მინდა... თუ მართლა არსებობს "უკვდავი სული" რომელიც, იბადება და იბადება, მაშინ წინა ცხოვრებაში "მე" კი არ ვიყავი ვიღაც სხვა იყენებდა ჩემს სულს.... და ასე "უსარულოდ"... ეხლა მე ვიყინებ, შემდეგში სხვა გამოიყენებს და ასე შემდეგ... ასე რომ შემდეგ ცხოვრებაში მე კი არ ვიქნები არამედ სრულიად სხვა ადმიანი... და იმ ადამიანს სრულიად არ ევალება ცემი შეცდომები გამოასწოროს.....

Posted by: earth Sep 27 2013, 05:47 PM

მე ვფიქრობ ყველაფერი არ ქრება, ვფიქრობ ხასიათი ყალიბდება ყოველ ინკარნაციაში, ვფიქრობ ქვეცნობიერი ცოდნა რჩება.
მაგ: როცა ამ ცხოვრებაში მუსიკოსი ხარ, შემდეგ ცხოვრებაში დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდება რომ ისწავლო მუსიკა, ნოტები, ყველაფერი ამ საკითხში უფრო ადვილი იქნება. მე ბევრი რამ ცხოვრებაში ისე ადვილად მისწავლია, ხან არ იცი საიდან, როგორ მოდის ესა თუ ის ნიჭი. არვიცი ნიჭი თუ საუკუნეების დაგროვილი გამოცდილება.

Posted by: chemikerin Sep 27 2013, 06:21 PM

QUOTE
როგურ უნდა გამოვსწორო ჩემი შეცდომები თუ არ მახსოვს რა ჩავიდინე წინა ცხოვრებაში?
არც არის საჭირო რომ გახსოვდეს... მომავალი ინკარნაცია ისე იგეგმება, რომ ავტომატურად ასწორებ წინა ცხოვრების შეცდომებს, ჩემი აზრით...
რომელ ქვეყანაში, როგორი სოც. სტატუსის მქონე ოჯახში დაიბადები და ა.შ. იგეგმება წინასწარ...
QUOTE
მაშინ წინა ცხოვრებაში "მე" კი არ ვიყავი ვიღაც სხვა იყენებდა ჩემს სულს....

პირიქით არის... სული იყენებდა სხვა სხეულს... მოკლედ, სხეულებს ვიცვლით პალტოებივით ინკარნაციიდან ინკარნაციაში... biggrin.gif

earth
QUOTE
მე ვფიქრობ ყველაფერი არ ქრება, ვფიქრობ ხასიათი ყალიბდება ყოველ ინკარნაციაში, ვფიქრობ ქვეცნობიერი ცოდნა რჩება.

ცოდნასთან/გამოცდილებასთან ერთად, ხასიათიც თითქოს მოგვყვეება წინა ინკარნაციიდან... აი ძალიან პატარა ბავშვებშიც უკვე გამოკვეთილია ხოლმე ხასიათის შტრიხები...

Posted by: Plasmodium Sep 27 2013, 07:59 PM

chemikerin

QUOTE
პირიქით არის... სული იყენებდა სხვა სხეულს... მოკლედ, სხეულებს ვიცვლით პალტოებივით ინკარნაციიდან ინკარნაციაში...

ეგ კიიი...
მაგრამ ბევრი სულები საერთოდ არ ჯდება ჩემ ანალიზში
ერთი სული ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს

Posted by: chemikerin Sep 28 2013, 11:32 AM

Plasmodium
უფრო კონკრეტულად..? smile.gif

Posted by: Plasmodium Sep 28 2013, 08:25 PM

chemikerin
სული თუ ის არის რაც მარადიული და უცვლელია ჩვენში, მისთვის რაღაც მატერიალური თვისებების და ნიჭების მიწერის აზრს ვერ ვხედავ. მაშინ ამ სულს კიდევ ცალკე სული ჭირდება ან სულის სულის სული... რამდენი შეიძლება ფრცქვნა ეს სული ხახვივით სანამ ნამდვილ მე-მდე მიხვალ? smile.gif

Posted by: chemikerin Sep 28 2013, 09:29 PM

Plasmodium
ეს თემა ახსნილია კარგად წიგნში: ,,2012 წელი საქართველოსთვის და სამყაროს აგებულება"... გირჩევ რომ გაეცნო, ძალიან მოგეწონება... smile.gif

Posted by: Plasmodium Sep 28 2013, 10:12 PM

chemikerin
ოკ
შენი აზრი უფრო მაინტერესებდა ისე biggrin.gif

Posted by: tikoroma Sep 28 2013, 10:31 PM

Plasmodium

ციტატა
რამდენი შეიძლება ფრცქვნა ეს სული ხახვივით სანამ ნამდვილ მე-მდე მიხვალ?
კაი კითხვაა
ციტატა
სული თუ ის არის რაც მარადიული და უცვლელია ჩვენში, მისთვის რაღაც მატერიალური თვისებების და ნიჭების მიწერის აზრს ვერ ვხედავ.
ვერც მე

Posted by: Plasmodium Sep 28 2013, 11:29 PM

tikoroma
შენ წინა ცხოვრებებს არ ხედავ ხოლმე? smile.gif

Posted by: tikoroma Sep 28 2013, 11:41 PM

Plasmodium
კი მინახავს. რა იყო?

Posted by: harry Sep 28 2013, 11:49 PM

ციტატა(chemikerin @ Sep 27 2013, 06:21 PM) *
არც არის საჭირო რომ გახსოვდეს... მომავალი ინკარნაცია ისე იგეგმება, რომ ავტომატურად ასწორებ წინა ცხოვრების შეცდომებს, ჩემი აზრით...
რომელ ქვეყანაში, როგორი სოც. სტატუსის მქონე ოჯახში დაიბადები და ა.შ. იგეგმება წინასწარ...


აზრი? სადაა საწყისი? სადაც პირველი სული მატერიალურ სამყაროში განსხეულდა? სადაც ის უცოდველი და შეუცდომელი იყო... გამოდის რომ სული თავის უამრავ რეიკარნაიაში სულ იმისათვის მოდის რომ წინა ცხოვრების შეცდომები გამოასწოროს... მაგრამ დაუშვას ახალი.. შემდეგ ისევ გამოასწოროს... დაუშვას ახალიი... და ასე გრძელდება?! ამ ციკლში არანაირი პროგრესი, წინსვლა არაა... უბრალოდ ჩაკეტილი წრეა. სადაც ვერ ვხედავ ამ სულის არსებობის აზრს... მიზეზს თუ რისთვის არსებობს...

ციტატა
მომავალი ინკარნაცია ისე იგეგმება, რომ ავტომატურად ასწორებ წინა ცხოვრების შეცდომებს, ჩემი აზრით...


ვინ გეგმავს? სად იგეგმება? ანუ შენი ცხოვრება "წინასწარაა" დაგეგმილი და არანაირი აზრი არ ქვს შენს არჩევანს... შენ რაც გინდა აკეთო ეს უბრალოდ გეგმის ნაწილია და შენ აქ ამ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებიც გეგმის ნაწილია? რომ შემდეგ ცხოვრებაში ისევ ასწორო ვიღაცის დაგეგმილი "შენი ცხოვრება"... მაშინ სართოდ სისოცხლე ყველანაირ აზრს კარგავს... სული ერთი დიდი ავტომატური მექანიზმის ნაწილი ყოფილა რომელსაც ილუზიააქვს რომ ის ცოცხალია, სინამდვილეში უბრალოდ "რობოტი" ხარ, მექანიზმი რომელსაც ვიღაც მართავს...

კიდევ ერთი კითხვა და ჩემით გავალ... biggrin.gif

საიდან იბადებიან სულები? 1960 წელს ადამიანთა რიცხვი სულ რაღაც 3 მილიარდ აღწევდა... დღეს კი 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე... საიდან "გაჩნდა" ასე სწრაფად ზედმეტი 4 მილიარდი სული??? ან სად იყვნენ აქამდე?

Posted by: tikoroma Sep 29 2013, 12:01 AM

harry
harry

ციტატა
საიდან იბადებიან სულები? 1960 წელს ადამიანთა რიცხვი სულ რაღაც 3 მილიარდ აღწევდა... დღეს კი 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე... საიდან "გაჩნდა" ასე სწრაფად ზედმეტი 4 მილიარდი სული??? ან სად იყვნენ აქამდე?
ეს ყველაზე იოლია. უამრავი სამყარო არსებობს და ადგილი დროის გარეშე, სადაც იქნებოდნენ აქ მოსვლამდე.
ციტატა

მომავალი ინკარნაცია ისე იგეგმება, რომ ავტომატურად ასწორებ წინა ცხოვრების შეცდომებს, ჩემი აზრით...
ამის არც მე მჯერა

Posted by: Plasmodium Sep 29 2013, 12:05 AM

QUOTE(tikoroma @ Sep 28 2013, 11:41 PM) *
Plasmodium
კი მინახავს. რა იყო?

არაფერი თუ სული ერთია და არც არაფერი მიაქვს და არც მოაქვს ამ ქვეყნად საინტერესოა რა ახსენდებათ ხოლმე ასეთ დროს smile.gif

harry
QUOTE
საიდან "გაჩნდა" ასე სწრაფად ზედმეტი 4 მილიარდი სული???

ტუმბოჩკიდან

Posted by: tikoroma Sep 29 2013, 12:10 AM

Plasmodium
შესაძლოა გონება იგონებს და თავის წარმოსახვას აჩვენებს.biggrin.gif
და მეორე შემთხვევაში შეიძლება ახლა გონებაში არ დევს ცხადად წარსულის მეხსიერება, მაგრამ სადღაც ხოა ინფორმაციულ ველში, ხომ არ გაქრებოდა, ჰოდა იქედან იღებს ინფორმაცის.
მე არ ვიფქრობ რომ ადამიანური პიროვნება იგივე ვარ რაც ბოლო ცხოვრებაში ვიქნებოდი, ან რაიმე ადამიანური თვისება მაქვს გადმოყოლილი წარსულიდან.
რა კუთხითაც არ უნდა დავაკვირდე საკუთარ თავს და საკუთარ ბედს, აქვე, ამავე ცხოვრებაში ვპოულობ პასუხებს რატომ ვარ ასეთი ან რატომ დამემართა ასე...

Posted by: Plasmodium Sep 29 2013, 12:18 AM

tikoroma
ხო რა თუ მაინცდამაინც ბევრჯერ გვინდა დაიბადოს და რაღაც აზრი მივცეთ ამ ყველაფერს უფრო სავარაუდოა რომ შემთხვევით მოხვდა აქ რაღაც შეცდომის წყალობით და ახლა ვეღარ გადის მოკვდება თუ არა ისევ თავიდან ჩნდება სადღაც ოღონდ დიდი ლოგიკა არ დევს ამ დაბადებებში და არც არაფერი დააქვს სხეულიდან სხეულში smile.gif

Posted by: chemikerin Sep 29 2013, 12:29 AM

QUOTE
ვინ გეგმავს? სად იგეგმება?
ბევრ რამეს ალბათ ჩვენ თვითონვე ვგეგმავთ, და არა მარტო ჩვენ, ზუსტად ვერ გეტყვი...

QUOTE
ანუ შენი ცხოვრება "წინასწარაა" დაგეგმილი და არანაირი აზრი არ ქვს შენს არჩევანს... შენ რაც გინდა აკეთო ეს უბრალოდ გეგმის ნაწილია და შენ აქ ამ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებიც გეგმის ნაწილია? რომ შემდეგ ცხოვრებაში ისევ ასწორო ვიღაცის დაგეგმილი "შენი ცხოვრება"... მაშინ სართოდ სისოცხლე ყველანაირ აზრს კარგავს... სული ერთი დიდი ავტომატური მექანიზმის ნაწილი ყოფილა რომელსაც ილუზიააქვს რომ ის ცოცხალია, სინამდვილეში უბრალოდ "რობოტი" ხარ, მექანიზმი რომელსაც ვიღაც მართავს...


არა, მთლად ეგრეც არა მგონია biggrin.gif
ანუ ხვდები ისეთ გარემოში სადაც ყველანაირი პირობა გაქვს, რომ წინა ცხოვრების შეცდომები გამოსწორო და საკუთარი თავი განავითარო... წავალთ თუ არა ამ გზით, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ანუ თავისუფალი ნება გვაქვს... მგონი...



ერთი სიტყვით, გამოცდილებას ვაგროვებთ...

Posted by: harry Sep 29 2013, 06:26 AM

ციტატა(tikoroma @ Sep 29 2013, 12:01 AM) *
ეს ყველაზე იოლია. უამრავი სამყარო არსებობს და ადგილი დროის გარეშე, სადაც იქნებოდნენ აქ მოსვლამდე.


უამრავი? biggrin.gif ადგილი დროის გარეშე... დროის გარეშე?! ეს სიტყყვები "დროის გარეშე" ნამდვილად უფრო მისტიურს, საიდუმლოებით მოცულს და ფილოსოფიურს ხდის ამყველაფერს... მაგრამ უაზრობაა...

კარგით დავუშვათ არსებობს ასეთი ადგილები "დროის გარეშე" რომელიც წარმოუდგენელია... ( მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, არ შეგვიძლია და არც გვევალება ამის წარმოდგენა... ჩვენი საწყალი რამდენიმე ნეირონიანი ტვინი ვერ ჩაწვდება და წარმოიდგენს ასეთ რამეებს.. არა?... biggrin.gif ეს ყველაზე პოპულარული ახსნაა... და ამით ყველაფერი მისტიურის და უაზრობის ახსნა შეიძლება დღეს დღეობით... თუმცა ჩემი აზრით ის რისი წარმოდგენა და ახსნა არ შეიძლება სრულად, არ არსებობს... მაგრამ ეს იმას არ ნიშნევს რომ რეიკარნაცია არ არსებობს, შეიძლება მომავალში ნათელი გახდეს ყველაფერი... მაგრამ ეჭვი მეპარება... ) ხო რას ვამბობდი, ესეიგი ამ სამყაროებში არიან სულები... ყველაზე ძალიან მაინტერესებს როგორია ეს სამყარო... სამგანზომილებიანი? რა რქმა უნდა არა... შეიძლება იყოს მეტი განზომილება? სჭირდებათ თუ არა სულებს არსებობისათვის სივრცე? ( დრო როგორც ჩანს არ სჭირდებათ ) ყავთ თუ არა სულებს წინამძღოლი? რომელიც მიუთითებს რომელი ვის სხეულით უნდა დაიბადოს? თუ უბრალოდ თვითონ ირჩევენ? გააჩნიათ თუ არა გრძნობები? თუ დაბედების მერე განიცდიან? რისგან შედგებიან? ( ვიღაცამ ადრე მითხრა სუფთა ენერგიისაგანო... მაგრამ ენერგიამ რომ იარსებოს დროც საჭიროა მისთვის და სივრცეც... ნებისმიერი სახის ენერგიისათვის... არის მეორე ვარიანტი, ინფორმაციისაგან... ინფორმაცია და ენერგია კი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია... ასე რომ ეს ინფორმაციაც დროის და სივრცის გარეშეც აზრს კარგავს... როგორ უნდა დაგროვდეს ან განვითარდეს ინფორმაცია დროის და სივრცის გარეშე? ) სული როდესაც იღუპება და ტოვებს სხეულს ახსენდება ყველა განვლილი ცხოვრება? შეიძლება თუ არა უცხო ცივილიზააციის წარმომადგენელის სული ადამიანის სახით დაიბადოს?... ან პირიქით?... და თუ შესაძლებელია, შეიძლება თუ არა გაგახსენდეს როგორი იყო შენი ცხოვრება სხვა პლანეტაზე?

კიდევ ერთი პარადოქსი... თუ სულები არსებობენ სამყაროში სადაც დრო არაა... მაშინ იმ "სამყაროდან", ამ სამყაროზს დროის ხაზზე სრული კონტროლი ექნებათ... შეიძლება თუ არა მომავალში დაბადებული სული შემდეგში წარსულში დაიბადოს? ანუ ჩემი სული შემდეგში ვიღაც ეგვიპტელი მონა იყოს? (აქ უკვე წასული ცხოვრების შეცდომების გამოსწორებას ვივიწყებთ ცოტა ხანს... smile.gif ) ან ერთიდა იგივე ადამიანდად რამდენჯერმე დაიბადოს? ( ამით შეიძლება დეჟავიუც კარგად აიხსნას)...


ციტატა
ანუ ხვდები ისეთ გარემოში სადაც ყველანაირი პირობა გაქვს, რომ წინა ცხოვრების შეცდომები გამოსწორო და საკუთარი თავი განავითარო...
რატომ უნდა ვასწორო წინა ცხოვრების შეცდომები ეხლა, აქ ამ დროს? მაშინ როდესაც სრულიად არ მახსოვს რა შეცდომები დავუშვი? ან რატომ უნდა დამეგეგმა ჩემი ცხოვრება ( წინა ცხოვრებაზე ვამბობ) ისე რომ შეცდომები დამეშვა, კიდე შემდეგში გამოსასწორებლად კიდევ ერთი ცხოვრება დამეგეგმა?!... ან განვითარება რაში სჭირდება სულს? რის მიღწევას ცდილობს? არის რამე "პრიზი" ბოლომდე განვითარებული სულისათვის? იქნებ უბრალოდ უნდა რომ თავი დააღწიოს ამ უაზრო "სიცოცხლის ჩაკეტილ წრეს" ? biggrin.gif

ციტატა
ერთი სიტყვით, გამოცდილებას ვაგროვებთ...


ვისთვის? რისთვის? რა აზრი აქვს ამ გამოვდილების შეგროვებას, თუ ყველა ცხოვრებაში თავიდან იწყებ ამ გამოცდილების შეგროვებას? ან რა გამოცდილება უნდა მოაგროვოს ასეთმა "ზებუნებრივმა" არსებამ ჩემი ცხოვრებისაგან ისეთი რაც უკვე განვლილი და ნანახი არ ექნება... ( სიტყვა არსება შეესაბამება სულს? )

ციტატა
საიდან "გაჩნდა" ასე სწრაფად ზედმეტი 4 მილიარდი სული???
ციტატა
ტუმბოჩკიდან


ჰოო?

ხოდა მაგ ტუმბოჩკის პატროსნ როგორმე გავაგებინოთ რომ ცოტა კარი მიხუროს თორე გაივსო ეს საწყალი პლანეტა...

უეჭველი იმ ჭორიკანა სულის ამბავია ყველაფერი... შევიდა "ასტრალურ ტუმბოჩკაში", თქვა დედამიწაზე კარგი პონტები ეძრობაო და დაიძრნენ სულებიც...

პს: ეს რა კარგი ფორუმი ვიპოვე...

Posted by: tikoroma Sep 29 2013, 12:57 PM

harry
ამ ყველაფრის დამტკიცების გარეშეც უაზრობაა ცხოვრება. ჩემთვის ყოველშემთხვევაში. რეინკარნაციის და მისტიურობის დაჯერება აზრს ვერ მატებს ჩვენს არსებობას, მით უმეტეს უარყოფა smile.gif

Posted by: td......... Sep 29 2013, 08:39 PM

რეინკარნაცია, რომ არსებობს რატომღაც არ მეპარება ეჭვი, მაგრამ ამ დედამიწაზე რატო გავიჭედე ეს არ მესმის! იმედია ეს ბოლო ჯერია!

Posted by: Lacrimosa Sep 29 2013, 10:56 PM

QUOTE
კარგით დავუშვათ არსებობს ასეთი ადგილები "დროის გარეშე" რომელიც წარმოუდგენელია...
იქიდან გამომდინარე, რომ ,,სული'' მარადიულია, მას დრო არ ეხება. შორიდან უყურებს დროის სვლას. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოსმოსში ,,ბევრი დროა''. თუმცა, ის არ უხვევს იმ ,,კანონს'', რომელიც მას აქვს – კოსმოსი(წესრიგი). წესრიგი არარსებულია არეულობის გარეშე. ორივე ერთად მოქმედებს და ქმნის ერთ სრულყოფილს(მასში კიდე ბევრი რამ იღებს მონაწილეობას, რის ჩამოთვლასაც არ/ვერ დავიწყებ). ეს არ არის წარმოუდგენელი.

QUOTE
მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, არ შეგვიძლია და არც გვევალება ამის წარმოდგენა.


მართალია, წარმოდგენაში შეზღუდვა გვაქვს, მაგრამ რისი წარმოდგენაც შეგვიძლია იმის განხორციელებაც შეგვიძლია ,,რეალურად''(ეს ,,რეალურად'' დაახლოებით ამგვარი რამეა: ზემოქმედება ადამიანის ხასიათის შეცვლა ჩვენი ქმედებიდან გამომდინარე. იმ ადამიანის, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ის გვიცქერის საიდანღაც(მართალია არ არის კარგი შედარება, მაგრამ შესაძებელია პარალელის გავლება)).

ის თუ რა გვევალება, ჩვენზეა და ჩვენზე იყო დამოკიდებული. ეს ეხება კონკრეტულ სიტუაციას (შეგვიძლია თქვათ ხვალინდელი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი, წამი, რაც სულისთვის ერთ ცხოვრებად შეგვიძლია ჩავთვალოთ). ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენი მოვალეობა, მაგრამ დაახლოებით მაინც ყოველთვის ვხვდებით(ნუ, ცხოვრებაზე დაკვირვებული ადამიანი მაინც ხვდება), თუ ,,რა გვინდა იმ გარემოში, რომელშიც ვართ''. როცა მივხვდებით გაცნობიერებულად(ეს მოხდება მაშინ როცა ქვეცნობიერს სრულყოფილად დავუკავშირდებით, ანუ აფსოლუტურად გაქრება ცნობიერი და გახდება ერთი – არაცნობიერი) თუ რა გვინდა აქ, მაშინ ,,დავიფერფლებით'' ერთ წამში, წუთში, საათში – რაც უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული).

ტვინი – ეს ერთერთი იმათგანია ზუსტად, რომლის დანიშნულების ,,წარმოდგენაც'' ვერ გვიხერხდება.

QUOTE
ჩემი აზრით ის რისი წარმოდგენა და ახსნა არ შეიძლება სრულად, არ არსებობს...


კარგია როცა საკუთარი აზრი გაგაჩნია ადამიანს. 1. თუ დავუშვებთ, რომ რაც წარმოდგენაში გვაქვს რეალობაა, ამით ყველაფერი ახსნილი იქნება ამ დონეზე(წარმოდგენებს გააჩნია). ყველაფრის ახსნა შეიძლება, რაც კი ადამიანს ტვინსი ,,უმოძრავებს''.. ,,არარსებულიც'' კი უკვე ,,არსებულია''.
... ...

........ . . .

Posted by: Lacrimosa Sep 29 2013, 10:56 PM

QUOTE
სული როდესაც იღუპება და ტოვებს სხეულს ახსენდება ყველა განვლილი ცხოვრება?
სხეული მაშინ ამთავრებს თავის მისიას, როცა მასში მყოფი სული გადაწყვეტს(ეს გადაწყვეტა არ არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ,,ხოლმე'')

განვლილი ცხოვრება მაშინ გახსენდება როცა მზად ხარ და ამის საჭიროებაა.

QUOTE
შეიძლება თუ არა უცხო ცივილიზააციის წარმომადგენელის სული ადამიანის სახით დაიბადოს?


ბევრი წინააღმდეგობა არსებობს აქ მოხვედრისთვის(გააჩნია ვისთვის. უცხოპლანეტელი ზოგადია).

QUOTE
შეიძლება თუ არა გაგახსენდეს როგორი იყო შენი ცხოვრება სხვა პლანეტაზე?
რომ გითხრან, მომიყევი შენი გუშინდელი დღეო, როგორ გემახსოვრება? შეძლებ რო დეტალებში მოუყვე ყვეალაფერი? – ამისთვის უნიკალური და კარგად გავარჯიშებული გონებაა საჭირო(რაც სხვა რამეებსაც მოიცავს). ასევეა შესაძლებელი ,,წინა ცხოვრების'' გახსენება. ამისთვის ,,უნიკალური და კარგად გავარჯიშებული" სულია საჭირო.

QUOTE
რატომ უნდა ვასწორო წინა ცხოვრების შეცდომები ეხლა, აქ ამ დროს? მაშინ როდესაც სრულიად არ მახსოვს რა შეცდომები დავუშვი?


როგორც ასეთი, ამ ყველაფერს შენ წყვეტ, მაგრამ როცა გინდა დაიბადები ეგრე არ არის. ყველა ერთმანეთზე მაგიტომაც ვართ გადაბმული(რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებიც არსებობს, უამრავი). იქნებ, შენ გგონია რომ არ იცი? და იქნებ ეს მაგიტომ ხდება რომ არ კმარა შენი რწმენა? ანუ ძალა არ გაქვს გადაწიო ,,ფარდა''.

QUOTE
განვითარება რაში სჭირდება სულს?
ინტერესის გარეშე მაგ აზრს ვერ ჩასწვდები და პასუხსაც ვერ მიიღებ. გადახედე ფორუმს. დიახ დიახ... გა–და–ხე–დე.

QUOTE
პრიზი


პრიზია ზუსტად შენი ახლანდელი ცხოვრება. გაუფრთხილდი კარგად.

QUOTE
რა აზრი აქვს ამ გამოვდილების შეგროვებას, თუ ყველა ცხოვრებაში თავიდან იწყებ ამ გამოცდილების შეგროვებას?
ამ გამოცდილებების უკაცრავად. გამოცდილება.... გამო–ცდი–ლე–ბა.... ცდი ცდი ცდი... ლებს ლებს ლებს... ,, გამო... გამო, გეუბნები მე – შენ ! ''

QUOTE
არსება


''არის და იქნება''



გამოტოვებულები და ის ყველაფერი, რაც მე ახლა ზემოთ დავწერე, კარგად იცი. ყველაფერზე გაქვს პასუხი. ,,კარგია როცა იცი და არ ამჟღავნებ''.

მე ვლაპარაკობ ზოგადად. არანაირი დაკონკრეტებული და ფაქტობრივი მსჯელობა.

Posted by: Anima Gemella Sep 29 2013, 11:16 PM

რეინკარნაცია, კარმა და ეგ ყველაფერი მაგრად მომბეზრდა.... აი მაგრად smile.gif

Posted by: harry Sep 30 2013, 03:24 AM

ციტატა

სხეული მაშინ ამთავრებს თავის მისიას, როცა მასში მყოფი სული გადაწყვეტს(ეს გადაწყვეტა არ არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ,,ხოლმე'')
ციტატა
როცა მივხვდებით გაცნობიერებულად(ეს მოხდება მაშინ როცა ქვეცნობიერს სრულყოფილად დავუკავშირდებით, ანუ აფსოლუტურად გაქრება ცნობიერი და გახდება ერთი – არაცნობიერი)


რას წარმოადგენს "მე" ამ შემთხვევაში? სული "ჩემგან" დამოუკიდებლად აზროვნებს და იღებს გადაწყვეტილებებს? როდესაც ვამბობთ "მე" იგულისხმე თუ არა მასში ჩემი სულიც? და საერთოდ სწორია თუ არა გამოთქმა "ჩემი სული" ?

გამოდის რომ ადამიანის, პიროვნებას ორ ნაწილად ვყოფთ. ცნობიერად და ქვეცნობიერად... აქედან სული სახლობს ქვეცნობიერში ხოლე "მე" ვარ ცნობიერი რომელსაც არ შეუძლია ზღვარი გაარღვიოს და შეიცნოს ქვეცნობიერი... მაშინ იბადება კითხვა ვარ თუ არა "მე" (ცნობიერი ნაწილი) ცოცხალი? არა ჩერმი ქვეცნობიერი ნაწილი, რომელშიც "ვიღაც" სული ცხოვრობს და როცა "გაუსწორდება" მაშინ მომიღებს ბოლოს და დატოვებს ჩემს სხეულს... არამედ "მე ცნობიერი" ვარ თუ არა ცოცხალი?...

ციტატა
იქიდან გამომდინარე, რომ ,,სული'' მარადიულია, მას დრო არ ეხება. შორიდან უყურებს დროის სვლას. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოსმოსში ,,ბევრი დროა''. თუმცა, ის არ უხვევს იმ ,,კანონს'', რომელიც მას აქვს – კოსმოსი(წესრიგი). წესრიგი არარსებულია არეულობის გარეშე. ორივე ერთად მოქმედებს და ქმნის ერთ სრულყოფილს(მასში კიდე ბევრი რამ იღებს მონაწილეობას, რის ჩამოთვლასაც არ/ვერ დავიწყებ). ეს არ არის წარმოუდგენელი.
და საიდან დაასკვენი რომ სული მარადიულია? მარადიული და უკვდავი არაფერი არ არსებობს სამყაროში... ყველაფერი დროზეა დამოკიდებული... თვითონ დროც კი არაა მარადიული, მასაც გააჩნია საწყისი წერტილი და აუცილებლად ექნება დასასრულიც...

ციტატა
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოსმოსში ,,ბევრი დროა''


ის რომ გრავიტაცია მოქმედებს დროის სვლაზე და ცვლის დროის მიმდინარეობას კოსმოსის სხვადასხვა ნაწილში არ ნიშნავს იმას რომ კოსმოსში "ბევრი დროა"... დრო ერთია უბრალოდ მის რაღაც ნაწილში შეიძლება მოხდეს მისი მიმდინარეობის შენელება ან აჩქარება... მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს უკვე ცალკე დამოუკიდებელი დროის ნაკადია... (მე არაფერს ვამტკიცებ უბრალოდ ეს ჩემი აზრია)

ციტატა
განვლილი ცხოვრება მაშინ გახსენდება როცა მზად ხარ და ამის საჭიროებაა.
რისთვის ხარ მზად? ო უკაცრავად... რისთვის უნდა იყოს სული მზად? ან რა საჭიროება უნდა იყოს ? და სერთოდ მოდით პირდაპირ ვიტყვი... რა ში სჭირდებათ სულებს მთელი ეს უსუსური, დადგმული სპექტაკლი დედამიწაზე, რომელსაც"სიცოცხლეს" ვეძახით?

ციტატა
პრიზია ზუსტად შენი ახლანდელი ცხოვრება. გაუფრთხილდი კარგად.


სულისათვის ყოველი ახალი ცხოვრება "პრიზია"? biggrin.gif იქნებ სპეციალურად უშვებენ შეცდომებს რომ შემდეგში გამოსასწორებლად თავიდან დაიბადონ და რაც შეიძლება მეტი "პრიზები" აგროვონ?

ისე მე სრულიად სხვა რაღაც ვიკითხე... ( ო არ გეგონოს რომ ამ სიტყვება არ მომხიბლეს "პრიზია ზუსტად შენი ახლანდელი ცხოვრება. გაუფრთხილდი კარგად." ნამდვილად ფეისბუქის სტატუსზე დასაწერი, ფილოსოფიური ანდაზასავით ჟღეს... )

რათქმაუნდა გავუფრთხილდები... მე შენგან განსხვავებით არ მჯერა რომ კიდევ დავიბადები ამ უსუსურ პლანეტაზე... და არ ვაპირებ ჩემი ( დიახ სრულიად ჩემი ) სიცოცხლე ფუჭად გავხარჯო... იმედით რომ "მე" (რომელიც სრლიად არ ვარ "მე" ) მარადიულია...

Posted by: harry Sep 30 2013, 03:33 AM

ციტატა
ინტერესის გარეშე მაგ აზრს ვერ ჩასწვდები და პასუხსაც ვერ მიიღებ. გადახედე ფორუმს.
კაი გადავხედავ...

ციტატა
დიახ დიახ... გა–და–ხე–დე.


გადავხედავ მეთქი.. გა-და-ვხე-დავ...

გ-ა-დ-ა-ვ-ხ-ე-დ-ა-ვ... ახლა გასაგებია? (კაი გავატარეთ)


ციტატა
ამ გამოცდილებების უკაცრავად. გამოცდილება.... გამო–ცდი–ლე–ბა.... ცდი ცდი ცდი... ლებს ლებს ლებს... ,, გამო... გამო, გეუბნები მე – შენ ! ''
ციტატა
გამო–ცდი–ლე–ბა.... ცდი ცდი ცდი... ლებს ლებს ლებს... ,, გამო... გამო, გეუბნები მე – შენ !


კაია... მომწონს...

სრულიად მართალი ხარ ამ შემთხევაში... (ალბათblink.gif)

ციტატა
იქნებ, შენ გგონია რომ არ იცი? და იქნებ ეს მაგიტომ ხდება რომ არ კმარა შენი რწმენა? ანუ ძალა არ გაქვს გადაწიო ,,ფარდა''.
შენ თუ ქაქვს გაწეული "ფარდა" ? (არ გეგონოს რომ ეს ის ბანალური შემთხვევაა როდესაც კითხვაზე პასუხი არ გაქვს და იგივე კითხვას უკან უტრიალებ... არა... მართლა მაინტერესებს... არის თუ არა ასეთი რამ შესაძლებელი... გაიხსენო შენი წინა ცხოვრება... თუნდაჩ სულ მცირე ნაწილი. და დარწმუნებული იყო რომ ეს სწორედ შენი წინა ცხოვრების მოგონებაა და არა სიზმარი ან ჰალუცინაცია... )

ციტატა
ბევრი წინააღმდეგობა არსებობს აქ მოხვედრისთვის(გააჩნია ვისთვის. უცხოპლანეტელი ზოგადია).


გააჩნია ვისთვის? უცხოპლანეტელი ზოგადია?

გინდა თქვა რომ შენ შეგიძლია ჩამომითვალო სხვა ცივილიზაციების რასები, სახელები, კულტურა და კოსმოსში მათი პლანეტის ადგილმდებარეობები? თუ ამას ჩემგან მოელი? მე პირადად არ მქონია შეხება უცხოპლანეტელებთან... biggrin.gif (ერთს კი ვიცნობ საეჭვოს... მაგრამ ვფიქრობ მიუხედავად გარეგნობისა მაინც დედამიწაზეა დაბადებული)

Posted by: litasi Oct 2 2013, 08:18 PM

samkaro da ra tqma unda sicocxle crebrunvas da ciklurobas eqvemdebareba,sesabamisad reinkarnaciaze, rogorc sicocxlis crebrunvis formazd, seizleba seriozuli dafiqreba :-)

Posted by: litasi Oct 2 2013, 08:21 PM

inglisuri fonti ar seimcniot, isedac zlivs semovagcie mobilit :-D

Posted by: Anima Gemella Oct 3 2013, 11:10 AM

რეინკარნაციის ჯაჭვისგან უნდა განთავისუფლდე მერე, არსებობს არსებობს.. როდემდე. მე ვიცი რომ არც კარმა და არც რეინკარნაციაა არაა საჭირო,
იმ პლანეტაზე მინდა სადაც ეს ვისწავლე smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)