IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V  « < 8 9 10 11 >  
Reply to this topicStart new topic
> რეინკარნაცია
harry
post Sep 27 2013, 01:16 PM
Post #181


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 27-November 10
From: T
Member No.: 6,314

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(earth @ Mar 14 2013, 08:19 AM) *
ისე ყველა ინკარნაცია ყველასათვის ძველი ცოდვების გამოსწორებისათვისაა.



რაღაც ალოგიკურია... როგურ უნდა გამოვსწორო ჩემი შეცდომები თუ არ მახსოვს რა ჩავიდინე წინა ცხოვრებაში? ან რა აზრი აქვს საერთოდ რეიკარნაციას თუ ყოველ დაბადებაზე სრულიად განულებული იბადები და თავიდან იწყებ ცხოვრებას... ადამიანი თავისი ხასითით, საქციელით, გარეგნობით, ცხოვრებისაგან მიღებული გამოცდილებით გამოირჩევა და ყველა ინდივიდუალურია...... რა აზრი აქვს თავიდან დაბადებას თუ ეს ყველაფერი გაქრება და ახლიდან დაიწყებ ცხოვრებას... ახალი ნაცნობები, ხასიათი სხვა, გარეგნობა სხვა... ეს იგივეა რომ მოკვდე... სრულად გაქრა ის რაც შენ იყავი... შენი "ხასიათი"... შენი ყველაფერი ნულდება და ახლიდან იწყება ათვლა... ალბათ მიხვდით რისი თქმა მინდა... თუ მართლა არსებობს "უკვდავი სული" რომელიც, იბადება და იბადება, მაშინ წინა ცხოვრებაში "მე" კი არ ვიყავი ვიღაც სხვა იყენებდა ჩემს სულს.... და ასე "უსარულოდ"... ეხლა მე ვიყინებ, შემდეგში სხვა გამოიყენებს და ასე შემდეგ... ასე რომ შემდეგ ცხოვრებაში მე კი არ ვიქნები არამედ სრულიად სხვა ადმიანი... და იმ ადამიანს სრულიად არ ევალება ცემი შეცდომები გამოასწოროს.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 27 2013, 05:47 PM
Post #182


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვფიქრობ ყველაფერი არ ქრება, ვფიქრობ ხასიათი ყალიბდება ყოველ ინკარნაციაში, ვფიქრობ ქვეცნობიერი ცოდნა რჩება.
მაგ: როცა ამ ცხოვრებაში მუსიკოსი ხარ, შემდეგ ცხოვრებაში დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდება რომ ისწავლო მუსიკა, ნოტები, ყველაფერი ამ საკითხში უფრო ადვილი იქნება. მე ბევრი რამ ცხოვრებაში ისე ადვილად მისწავლია, ხან არ იცი საიდან, როგორ მოდის ესა თუ ის ნიჭი. არვიცი ნიჭი თუ საუკუნეების დაგროვილი გამოცდილება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Sep 27 2013, 06:21 PM
Post #183


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
როგურ უნდა გამოვსწორო ჩემი შეცდომები თუ არ მახსოვს რა ჩავიდინე წინა ცხოვრებაში?
არც არის საჭირო რომ გახსოვდეს... მომავალი ინკარნაცია ისე იგეგმება, რომ ავტომატურად ასწორებ წინა ცხოვრების შეცდომებს, ჩემი აზრით...
რომელ ქვეყანაში, როგორი სოც. სტატუსის მქონე ოჯახში დაიბადები და ა.შ. იგეგმება წინასწარ...
QUOTE
მაშინ წინა ცხოვრებაში "მე" კი არ ვიყავი ვიღაც სხვა იყენებდა ჩემს სულს....

პირიქით არის... სული იყენებდა სხვა სხეულს... მოკლედ, სხეულებს ვიცვლით პალტოებივით ინკარნაციიდან ინკარნაციაში... biggrin.gif

earth
QUOTE
მე ვფიქრობ ყველაფერი არ ქრება, ვფიქრობ ხასიათი ყალიბდება ყოველ ინკარნაციაში, ვფიქრობ ქვეცნობიერი ცოდნა რჩება.

ცოდნასთან/გამოცდილებასთან ერთად, ხასიათიც თითქოს მოგვყვეება წინა ინკარნაციიდან... აი ძალიან პატარა ბავშვებშიც უკვე გამოკვეთილია ხოლმე ხასიათის შტრიხები...


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Sep 27 2013, 07:59 PM
Post #184


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
QUOTE
პირიქით არის... სული იყენებდა სხვა სხეულს... მოკლედ, სხეულებს ვიცვლით პალტოებივით ინკარნაციიდან ინკარნაციაში...

ეგ კიიი...
მაგრამ ბევრი სულები საერთოდ არ ჯდება ჩემ ანალიზში
ერთი სული ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Sep 28 2013, 11:32 AM
Post #185


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium
უფრო კონკრეტულად..? smile.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Sep 28 2013, 08:25 PM
Post #186


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
სული თუ ის არის რაც მარადიული და უცვლელია ჩვენში, მისთვის რაღაც მატერიალური თვისებების და ნიჭების მიწერის აზრს ვერ ვხედავ. მაშინ ამ სულს კიდევ ცალკე სული ჭირდება ან სულის სულის სული... რამდენი შეიძლება ფრცქვნა ეს სული ხახვივით სანამ ნამდვილ მე-მდე მიხვალ? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Sep 28 2013, 09:29 PM
Post #187


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium
ეს თემა ახსნილია კარგად წიგნში: ,,2012 წელი საქართველოსთვის და სამყაროს აგებულება"... გირჩევ რომ გაეცნო, ძალიან მოგეწონება... smile.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Sep 28 2013, 10:12 PM
Post #188


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
ოკ
შენი აზრი უფრო მაინტერესებდა ისე biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 28 2013, 10:31 PM
Post #189


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium
ციტატა
რამდენი შეიძლება ფრცქვნა ეს სული ხახვივით სანამ ნამდვილ მე-მდე მიხვალ?
კაი კითხვაა
ციტატა
სული თუ ის არის რაც მარადიული და უცვლელია ჩვენში, მისთვის რაღაც მატერიალური თვისებების და ნიჭების მიწერის აზრს ვერ ვხედავ.
ვერც მე


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Sep 28 2013, 11:29 PM
Post #190


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
შენ წინა ცხოვრებებს არ ხედავ ხოლმე? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 28 2013, 11:41 PM
Post #191


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium
კი მინახავს. რა იყო?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
harry
post Sep 28 2013, 11:49 PM
Post #192


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 27-November 10
From: T
Member No.: 6,314

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(chemikerin @ Sep 27 2013, 06:21 PM) *
არც არის საჭირო რომ გახსოვდეს... მომავალი ინკარნაცია ისე იგეგმება, რომ ავტომატურად ასწორებ წინა ცხოვრების შეცდომებს, ჩემი აზრით...
რომელ ქვეყანაში, როგორი სოც. სტატუსის მქონე ოჯახში დაიბადები და ა.შ. იგეგმება წინასწარ...


აზრი? სადაა საწყისი? სადაც პირველი სული მატერიალურ სამყაროში განსხეულდა? სადაც ის უცოდველი და შეუცდომელი იყო... გამოდის რომ სული თავის უამრავ რეიკარნაიაში სულ იმისათვის მოდის რომ წინა ცხოვრების შეცდომები გამოასწოროს... მაგრამ დაუშვას ახალი.. შემდეგ ისევ გამოასწოროს... დაუშვას ახალიი... და ასე გრძელდება?! ამ ციკლში არანაირი პროგრესი, წინსვლა არაა... უბრალოდ ჩაკეტილი წრეა. სადაც ვერ ვხედავ ამ სულის არსებობის აზრს... მიზეზს თუ რისთვის არსებობს...

ციტატა
მომავალი ინკარნაცია ისე იგეგმება, რომ ავტომატურად ასწორებ წინა ცხოვრების შეცდომებს, ჩემი აზრით...


ვინ გეგმავს? სად იგეგმება? ანუ შენი ცხოვრება "წინასწარაა" დაგეგმილი და არანაირი აზრი არ ქვს შენს არჩევანს... შენ რაც გინდა აკეთო ეს უბრალოდ გეგმის ნაწილია და შენ აქ ამ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებიც გეგმის ნაწილია? რომ შემდეგ ცხოვრებაში ისევ ასწორო ვიღაცის დაგეგმილი "შენი ცხოვრება"... მაშინ სართოდ სისოცხლე ყველანაირ აზრს კარგავს... სული ერთი დიდი ავტომატური მექანიზმის ნაწილი ყოფილა რომელსაც ილუზიააქვს რომ ის ცოცხალია, სინამდვილეში უბრალოდ "რობოტი" ხარ, მექანიზმი რომელსაც ვიღაც მართავს...

კიდევ ერთი კითხვა და ჩემით გავალ... biggrin.gif

საიდან იბადებიან სულები? 1960 წელს ადამიანთა რიცხვი სულ რაღაც 3 მილიარდ აღწევდა... დღეს კი 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე... საიდან "გაჩნდა" ასე სწრაფად ზედმეტი 4 მილიარდი სული??? ან სად იყვნენ აქამდე?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 29 2013, 12:01 AM
Post #193


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



harry
harry
ციტატა
საიდან იბადებიან სულები? 1960 წელს ადამიანთა რიცხვი სულ რაღაც 3 მილიარდ აღწევდა... დღეს კი 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე... საიდან "გაჩნდა" ასე სწრაფად ზედმეტი 4 მილიარდი სული??? ან სად იყვნენ აქამდე?
ეს ყველაზე იოლია. უამრავი სამყარო არსებობს და ადგილი დროის გარეშე, სადაც იქნებოდნენ აქ მოსვლამდე.
ციტატა

მომავალი ინკარნაცია ისე იგეგმება, რომ ავტომატურად ასწორებ წინა ცხოვრების შეცდომებს, ჩემი აზრით...
ამის არც მე მჯერა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Sep 29 2013, 12:05 AM
Post #194


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Sep 28 2013, 11:41 PM) *
Plasmodium
კი მინახავს. რა იყო?

არაფერი თუ სული ერთია და არც არაფერი მიაქვს და არც მოაქვს ამ ქვეყნად საინტერესოა რა ახსენდებათ ხოლმე ასეთ დროს smile.gif

harry
QUOTE
საიდან "გაჩნდა" ასე სწრაფად ზედმეტი 4 მილიარდი სული???

ტუმბოჩკიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 29 2013, 12:10 AM
Post #195


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium
შესაძლოა გონება იგონებს და თავის წარმოსახვას აჩვენებს.biggrin.gif
და მეორე შემთხვევაში შეიძლება ახლა გონებაში არ დევს ცხადად წარსულის მეხსიერება, მაგრამ სადღაც ხოა ინფორმაციულ ველში, ხომ არ გაქრებოდა, ჰოდა იქედან იღებს ინფორმაცის.
მე არ ვიფქრობ რომ ადამიანური პიროვნება იგივე ვარ რაც ბოლო ცხოვრებაში ვიქნებოდი, ან რაიმე ადამიანური თვისება მაქვს გადმოყოლილი წარსულიდან.
რა კუთხითაც არ უნდა დავაკვირდე საკუთარ თავს და საკუთარ ბედს, აქვე, ამავე ცხოვრებაში ვპოულობ პასუხებს რატომ ვარ ასეთი ან რატომ დამემართა ასე...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Sep 29 2013, 12:18 AM
Post #196


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ხო რა თუ მაინცდამაინც ბევრჯერ გვინდა დაიბადოს და რაღაც აზრი მივცეთ ამ ყველაფერს უფრო სავარაუდოა რომ შემთხვევით მოხვდა აქ რაღაც შეცდომის წყალობით და ახლა ვეღარ გადის მოკვდება თუ არა ისევ თავიდან ჩნდება სადღაც ოღონდ დიდი ლოგიკა არ დევს ამ დაბადებებში და არც არაფერი დააქვს სხეულიდან სხეულში smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Sep 29 2013, 12:29 AM
Post #197


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ვინ გეგმავს? სად იგეგმება?
ბევრ რამეს ალბათ ჩვენ თვითონვე ვგეგმავთ, და არა მარტო ჩვენ, ზუსტად ვერ გეტყვი...

QUOTE
ანუ შენი ცხოვრება "წინასწარაა" დაგეგმილი და არანაირი აზრი არ ქვს შენს არჩევანს... შენ რაც გინდა აკეთო ეს უბრალოდ გეგმის ნაწილია და შენ აქ ამ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებიც გეგმის ნაწილია? რომ შემდეგ ცხოვრებაში ისევ ასწორო ვიღაცის დაგეგმილი "შენი ცხოვრება"... მაშინ სართოდ სისოცხლე ყველანაირ აზრს კარგავს... სული ერთი დიდი ავტომატური მექანიზმის ნაწილი ყოფილა რომელსაც ილუზიააქვს რომ ის ცოცხალია, სინამდვილეში უბრალოდ "რობოტი" ხარ, მექანიზმი რომელსაც ვიღაც მართავს...


არა, მთლად ეგრეც არა მგონია biggrin.gif
ანუ ხვდები ისეთ გარემოში სადაც ყველანაირი პირობა გაქვს, რომ წინა ცხოვრების შეცდომები გამოსწორო და საკუთარი თავი განავითარო... წავალთ თუ არა ამ გზით, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ანუ თავისუფალი ნება გვაქვს... მგონი...



ერთი სიტყვით, გამოცდილებას ვაგროვებთ...


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
harry
post Sep 29 2013, 06:26 AM
Post #198


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 27-November 10
From: T
Member No.: 6,314

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(tikoroma @ Sep 29 2013, 12:01 AM) *
ეს ყველაზე იოლია. უამრავი სამყარო არსებობს და ადგილი დროის გარეშე, სადაც იქნებოდნენ აქ მოსვლამდე.


უამრავი? biggrin.gif ადგილი დროის გარეშე... დროის გარეშე?! ეს სიტყყვები "დროის გარეშე" ნამდვილად უფრო მისტიურს, საიდუმლოებით მოცულს და ფილოსოფიურს ხდის ამყველაფერს... მაგრამ უაზრობაა...

კარგით დავუშვათ არსებობს ასეთი ადგილები "დროის გარეშე" რომელიც წარმოუდგენელია... ( მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, არ შეგვიძლია და არც გვევალება ამის წარმოდგენა... ჩვენი საწყალი რამდენიმე ნეირონიანი ტვინი ვერ ჩაწვდება და წარმოიდგენს ასეთ რამეებს.. არა?... biggrin.gif ეს ყველაზე პოპულარული ახსნაა... და ამით ყველაფერი მისტიურის და უაზრობის ახსნა შეიძლება დღეს დღეობით... თუმცა ჩემი აზრით ის რისი წარმოდგენა და ახსნა არ შეიძლება სრულად, არ არსებობს... მაგრამ ეს იმას არ ნიშნევს რომ რეიკარნაცია არ არსებობს, შეიძლება მომავალში ნათელი გახდეს ყველაფერი... მაგრამ ეჭვი მეპარება... ) ხო რას ვამბობდი, ესეიგი ამ სამყაროებში არიან სულები... ყველაზე ძალიან მაინტერესებს როგორია ეს სამყარო... სამგანზომილებიანი? რა რქმა უნდა არა... შეიძლება იყოს მეტი განზომილება? სჭირდებათ თუ არა სულებს არსებობისათვის სივრცე? ( დრო როგორც ჩანს არ სჭირდებათ ) ყავთ თუ არა სულებს წინამძღოლი? რომელიც მიუთითებს რომელი ვის სხეულით უნდა დაიბადოს? თუ უბრალოდ თვითონ ირჩევენ? გააჩნიათ თუ არა გრძნობები? თუ დაბედების მერე განიცდიან? რისგან შედგებიან? ( ვიღაცამ ადრე მითხრა სუფთა ენერგიისაგანო... მაგრამ ენერგიამ რომ იარსებოს დროც საჭიროა მისთვის და სივრცეც... ნებისმიერი სახის ენერგიისათვის... არის მეორე ვარიანტი, ინფორმაციისაგან... ინფორმაცია და ენერგია კი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია... ასე რომ ეს ინფორმაციაც დროის და სივრცის გარეშეც აზრს კარგავს... როგორ უნდა დაგროვდეს ან განვითარდეს ინფორმაცია დროის და სივრცის გარეშე? ) სული როდესაც იღუპება და ტოვებს სხეულს ახსენდება ყველა განვლილი ცხოვრება? შეიძლება თუ არა უცხო ცივილიზააციის წარმომადგენელის სული ადამიანის სახით დაიბადოს?... ან პირიქით?... და თუ შესაძლებელია, შეიძლება თუ არა გაგახსენდეს როგორი იყო შენი ცხოვრება სხვა პლანეტაზე?

კიდევ ერთი პარადოქსი... თუ სულები არსებობენ სამყაროში სადაც დრო არაა... მაშინ იმ "სამყაროდან", ამ სამყაროზს დროის ხაზზე სრული კონტროლი ექნებათ... შეიძლება თუ არა მომავალში დაბადებული სული შემდეგში წარსულში დაიბადოს? ანუ ჩემი სული შემდეგში ვიღაც ეგვიპტელი მონა იყოს? (აქ უკვე წასული ცხოვრების შეცდომების გამოსწორებას ვივიწყებთ ცოტა ხანს... smile.gif ) ან ერთიდა იგივე ადამიანდად რამდენჯერმე დაიბადოს? ( ამით შეიძლება დეჟავიუც კარგად აიხსნას)...


ციტატა
ანუ ხვდები ისეთ გარემოში სადაც ყველანაირი პირობა გაქვს, რომ წინა ცხოვრების შეცდომები გამოსწორო და საკუთარი თავი განავითარო...
რატომ უნდა ვასწორო წინა ცხოვრების შეცდომები ეხლა, აქ ამ დროს? მაშინ როდესაც სრულიად არ მახსოვს რა შეცდომები დავუშვი? ან რატომ უნდა დამეგეგმა ჩემი ცხოვრება ( წინა ცხოვრებაზე ვამბობ) ისე რომ შეცდომები დამეშვა, კიდე შემდეგში გამოსასწორებლად კიდევ ერთი ცხოვრება დამეგეგმა?!... ან განვითარება რაში სჭირდება სულს? რის მიღწევას ცდილობს? არის რამე "პრიზი" ბოლომდე განვითარებული სულისათვის? იქნებ უბრალოდ უნდა რომ თავი დააღწიოს ამ უაზრო "სიცოცხლის ჩაკეტილ წრეს" ? biggrin.gif

ციტატა
ერთი სიტყვით, გამოცდილებას ვაგროვებთ...


ვისთვის? რისთვის? რა აზრი აქვს ამ გამოვდილების შეგროვებას, თუ ყველა ცხოვრებაში თავიდან იწყებ ამ გამოცდილების შეგროვებას? ან რა გამოცდილება უნდა მოაგროვოს ასეთმა "ზებუნებრივმა" არსებამ ჩემი ცხოვრებისაგან ისეთი რაც უკვე განვლილი და ნანახი არ ექნება... ( სიტყვა არსება შეესაბამება სულს? )

ციტატა
საიდან "გაჩნდა" ასე სწრაფად ზედმეტი 4 მილიარდი სული???
ციტატა
ტუმბოჩკიდან


ჰოო?

ხოდა მაგ ტუმბოჩკის პატროსნ როგორმე გავაგებინოთ რომ ცოტა კარი მიხუროს თორე გაივსო ეს საწყალი პლანეტა...

უეჭველი იმ ჭორიკანა სულის ამბავია ყველაფერი... შევიდა "ასტრალურ ტუმბოჩკაში", თქვა დედამიწაზე კარგი პონტები ეძრობაო და დაიძრნენ სულებიც...

პს: ეს რა კარგი ფორუმი ვიპოვე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 29 2013, 12:57 PM
Post #199


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



harry
ამ ყველაფრის დამტკიცების გარეშეც უაზრობაა ცხოვრება. ჩემთვის ყოველშემთხვევაში. რეინკარნაციის და მისტიურობის დაჯერება აზრს ვერ მატებს ჩვენს არსებობას, მით უმეტეს უარყოფა smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Sep 29 2013, 08:39 PM
Post #200


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეინკარნაცია, რომ არსებობს რატომღაც არ მეპარება ეჭვი, მაგრამ ამ დედამიწაზე რატო გავიჭედე ეს არ მესმის! იმედია ეს ბოლო ჯერია!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

11 Pages V  « < 8 9 10 11 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 11:12 AM