IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი
I AM
post Dec 26 2010, 08:47 PM
Post #21


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცხოვრების მიზანი
ცხოვრება ძვირფასია, ცხოვრება ღვთაებრივია – ეს ღმერთის საჩუქარია.
შეგიძლიათ ღმერთი შეიგრძნოთ თქვენში? უფალი თქვენს გულში იმყოფება და იგი თქვენთვის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს ღვთაებრიობასთან და მარადისობასთან.
როდესაც ამ ქვეყნის უბედურებანი და მღელვარებანი გჯაბნიან, ჩაიხედეთ თქვენ თავში და ყოველ დღე რაღაც დრო ყოვლისშემძლეს თანდასწრებაში გაატარეთ. ელაპარაკეთ მას, გიყვარდეთ იგი, თაყვანი ეცით და ეცადეთ მასთან ერთიანი გახდეთ. და მაშინ თქვენი უბედურებები შეწყვეტს არსებობას.
ცხოვრებაში ადამიანი მხედველობიდან კარგავს ღმერთს და იშვიათად ჩერდება, რომ დაფიქრდეს ცხოვრების მიზანზე. მაგრამ თუ ღმერთთან დაამყარებთ კონტაქტს, თქვენი ცხოვრება ცვლილებას დაიწყებს. ღვთაებრივი ძალის უსაზღვრო წყარო არსებობს ყოველთვის და ყველასთვის.
ბევრი თქვენგანი ჩერდება, რომ ჩაიხედოს თავის თავში? სამწუხაროდ, უმრავლესობა ხელის ცეცებით მიდის სიბნელეში, იმ გზებით, რომლებსაც არა აქვს ბოლო და არსაით მიჰყავს.
ჩაიხედეთ თქვენს თავში, და იცხოვრეთ ჰარმონიაში ყოვლისშემძლე ღმერთთან, რათა იპოვოთ სიმშვიდე, ბედნიერება და განხორციელება. შეიცნო შენი ღვთაებრიობა და იპოვო უკან, ღმერთთან დასაბრუნებელი გზა – ამაშია ცხოვრების მიზანი.



--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 27 2010, 12:00 AM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



I AM
QUOTE(I AM @ 26th December 2010 - 09:47 PM) *
ცხოვრების მიზანი
ცხოვრება ძვირფასია, ცხოვრება ღვთაებრივია – ეს ღმერთის საჩუქარია.
შეგიძლიათ ღმერთი შეიგრძნოთ თქვენში? უფალი თქვენს გულში იმყოფება და იგი თქვენთვის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს ღვთაებრიობასთან და მარადისობასთან.
როდესაც ამ ქვეყნის უბედურებანი და მღელვარებანი გჯაბნიან, ჩაიხედეთ თქვენ თავში და ყოველ დღე რაღაც დრო ყოვლისშემძლეს თანდასწრებაში გაატარეთ. ელაპარაკეთ მას, გიყვარდეთ იგი, თაყვანი ეცით და ეცადეთ მასთან ერთიანი გახდეთ. და მაშინ თქვენი უბედურებები შეწყვეტს არსებობას.
ცხოვრებაში ადამიანი მხედველობიდან კარგავს ღმერთს და იშვიათად ჩერდება, რომ დაფიქრდეს ცხოვრების მიზანზე. მაგრამ თუ ღმერთთან დაამყარებთ კონტაქტს, თქვენი ცხოვრება ცვლილებას დაიწყებს. ღვთაებრივი ძალის უსაზღვრო წყარო არსებობს ყოველთვის და ყველასთვის.
ბევრი თქვენგანი ჩერდება, რომ ჩაიხედოს თავის თავში? სამწუხაროდ, უმრავლესობა ხელის ცეცებით მიდის სიბნელეში, იმ გზებით, რომლებსაც არა აქვს ბოლო და არსაით მიჰყავს.
ჩაიხედეთ თქვენს თავში, და იცხოვრეთ ჰარმონიაში ყოვლისშემძლე ღმერთთან, რათა იპოვოთ სიმშვიდე, ბედნიერება და განხორციელება. შეიცნო შენი ღვთაებრიობა და იპოვო უკან, ღმერთთან დასაბრუნებელი გზა – ამაშია ცხოვრების მიზანი.

რა ახლოსაა ეს სიტყვები ჩემთან. არაფერი ახალი არ არის ჩემთვის, თითქოს ეს სიტყვები მთლიანად ჩემია, ამიტომაც ვეთანხმები 100 %–ით.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Dec 27 2010, 10:40 PM
Post #23


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა

საი ბაბა მართლაც გენიალური ადამიანია, მაგრამ ხალხი საუბედუროდ იმ არარსებულ ბინძურ ჭორებს აქცევს ყურადღებას, რომელსაც მის შესახებ შეგნებულად ავრცელებენ რათა დააკნინონ მისი პიროვნება, ვინაიდან მისი მოძღვრების გაცნობის შემდგომ იცვლება ადამიანის ფასეულობანი, აზრს კარგავს მატერიალური, ეგოისტური ცხოვრება, ზოგიერთებს კი ეს არ აწყობთ რადგან რაც მეტი ადამიანია უმეცრებაში და ღორული (მომხმარებლური) სურვილებით ცხოვრობს, მით ადვილია მათი მართვა , კიდევ უფო დიდი უბედურება ისაა რომ ადამიანები ისე მიეჩვივნენ ასეტ ცხოვრებას, რო თუ ეტყვი შენ ადამიანი ხარ, ღვთის ხატი და არ გცხვენია ასე რო ცხოვრობო? მოსმენის ნაცვლად ღრუტუნს დაგიწყებენ, აი ესაა ადამიანთა ტრაგიზმი სამწუხაროდ.....არადა დროა გაიღვიძოს ადამიანთა ცნობიერებამ


მარადისობა
მარადისობა არსებობს ახლა და იყო ყოველთვის; ეს ღმერთის ქმნილებაა. მთელი მარადისობა ღმერთის ხელში იმყოფება, რომელმაც ყველაფერი იცის. წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი ეს აქ და ახლაა. მთელი დრო ახლაა; ახლა ყოველთვისაა.
ღმერთი სამყაროს მარადიული შემოქმედია, დედა და მამაა. ადამიანი ბავშვია, მაგრამ სინამდვილეში ყველა ერთიანია.
ადამიანს შეუძლია მარადისობაზე ილაპარაკოს, მაგრამ მარადისობა სხვა დონეზეა, შეზღუდული გონების აღქმის საზღვრებს მიღმა. მარადისობა უსასრულოა. მარადისობა და უსასრულობა ღმერთის საიდუმლოს ნაწილია, საიდუმლოსი, რომელიც ყოველთვის არსებობს.
ადამიანს შეუძლია ღმერთი ეძებოს; მას შეუძლია ღმერთის თანდასწრება გამოსცადოს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს იგი შეიგნებს, რომ ღმერთი მის საკუთარ გულში იმყოფება. ეს არის პირველი გამოღვიძება, და აქედან წარმოიშვება ღმერთთან უფრო მეტი დაახლოების შესაძლებლობა იმისათვის. რომ შესაძლებელი გახდეს აღუწერელი სიყვარულის განცდა, რომელიც გულიდან მოდის.
როდესაც ადამიანი სხეულთან აიგივებს თავს, იგი მთლიანად დაკარგულია. მხოლოდ გამოღვიძებისას პოულობს იგი თავის თავში ჭეშმარიტ "მე"-ს, სულს, ღვთაებრივ ნაპერწკალს, ღვთაების უკვდავ წვეთს. და მაშინ ამ ქვეყნის მღელვარებანი დნობას იწყებს, იმიტომ რომ ისინი ის არ არის, რადაც გვეჩვენება. ეს უბრალოდ ლივლივია ცხოვრების ზღვის ზედაპირზე.
ადამიანის ღმერთთან დაახლოებასა და მასთან მთლიან ჰარმონიაში ცხოვრების დაწყებასთან ერთად, იგი სულ უფრო მეტად იგნებს დროისაგან დამოუკიდებელი ქმნილების ბუნებას. იგი იწყებს ღვთაებრივი სიყვარულის განცდას, რომელიც ღმერთისგან მოდის, და სინათლეს, რომელიც ყველგან იმყოფება; იგი იგნებს ღმერთს თავის თავში, ღმერთს მის გარეთ, ღვთაებრივ ძალას, რომელიც აბსოლუტურია და ტოტალურია. და მაშინ ადამიანს ესმის, რომ იგი მთლიანის ნაწილია, ღვთაებრივი ქმნილებაა და ნაწილია მარადისობისა, რომელიც არის ღმერთი.


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Simulated
post Dec 28 2010, 09:05 PM
Post #24


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 716
Joined: 4-October 09
Member No.: 6,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Dec 22 2010, 11:57 AM) *
ნაღდი რეალიზაცია თუ გაინტერესებთ ამ კაცს მოუსმინეთ. ესეც იმპერსონალისტია თითქოს, მაგრამ რაღაცა უფრო მეტს ვგრძნობ მასში smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=WtIL_a0z0O0...feature=related

ყოველ შემთხვევაში "დიშოვი ტრიუკებს" ნამდვილად არ ატარებს.
პ.ს. ვფიქრობ საი ბაბას მართლა აქვს მისტიკური ძალები, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგის სიბრძნეს კიდევ "აშტავაკრა გიტა" მირჩევნია იმპერსონალიზმის თვალსაზრისით, შანკარაჩარიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

ძალიან ბევრ რამეში დაემთხვა ჩემი და ამ გიორგის აზრები. ესე ფაქტიურად არც არავის დავმთხვევივარ : ))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 28 2010, 09:07 PM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Simulated
QUOTE(Simulated @ 28th December 2010 - 10:05 PM) *
ძალიან ბევრ რამეში დაემთხვა ჩემი და ამ გიორგის აზრები. ესე ფაქტიურად არც არავის დავმთხვევივარ : ))


Laie_61.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Dec 29 2010, 01:04 PM
Post #26


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიყვარული
სიყვარული განმკურნავი ძალაა, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენს დროში. სხვაგვარად როგორ შეიძლება ერთობისა და ჰარმონიის აღდგენა თქვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში?

სიყვარული ღვთაებრივი ნექტარია, რომელიც მუდამ არსებობს, მაგრამ მრავალი ადამიანის მიერ იგნორირებულია. და მაინც სიყვარული ერთადერთი წამალია, რომელიც შეახორცებს ჭრილობებს უთანხმოების დროს, როდესაც ასე მცირეა ჰარმონია.

სიყვარული ინტელექტიდან არ წარმოიშვება. ეს არის სულიერი ენერგია, რომელიც გულიდან მოედინება. გული თავისთავად არხის მსგავსია, რომელშიც ღვთაებრივ სიყვარულს შეუძლია გაიაროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც გული გახსნილია. ჩვენს დროში ეს არხი ხშირად დაბრკოლებულია ნეგატიური აზრებით, რომლებიც, როგორც წესი, ადამიანს ღმერთისგან აცალკევებს.

ადამიანმა თავისი საკუთარი გზით სვლა გადაწყვიტა. ამაში მას დაეხმარნენ მთელი ეს ნეგატიური ძალები: ეგოიზმი, ხელისუფლების ძიება, ეჭვიანობა და ყოველგვარი სურვილები. ამ გზას შეუძლია მხოლოდ უდაბნოში მიიყვანოს იგი, სადაც არავითარი ჭეშმარიტი ღირებულებები არ არის. ეს არის ცხოვრება ილუზიაში.

დადგა ცვლილებების დრო; დრო ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დადგომისა. სცადეთ წარმოიდგინოთ ქვეყანა ან მთელი მსოფლიო, სადაც სიყვარული ყოველი აზრისა და მოქმედების მმართველი ძალაა. ამაში გამოიხატება ღვთაებრივი გეგმა.

დღეს, როდესაც თქვენ აქ შეიკრიბეთ, დაფიქრდით შესაძლებლობაზე ამ წამოწყების კატალიზატორი გახდეთ, მსოფლიოს ამ ცვლილებებისა – ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დადგომისა. დაივიწყეთ წარსული და გულისყური მოკრიბეთ შესაძლებლობაზე გახდეთ ერთ-ერთი იმ ღვთაებრივ სულთაგანი, რომელნიც დაეხმარებიან მსოფლიოს შეცვლაში და იმ ტანჯვისგან გათავისუფლებაში, რომლის მოწმენიც დღეს თქვენ ხართ. გაერთიანდით ღმერთის სიყვარულში. ყოველი წარსული ღმერთს ჩაბარეთ და ახალი გზით იარეთ, ღვთაებრივი გზით, რომელიც ღმერთთან დაგაბრუნებთ.


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 29 2010, 05:38 PM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



I AM
მადლობა, სიამოვნებით ვკითხულობ პოსტებს))))


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Dec 30 2010, 01:39 PM
Post #28


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიმშვიდე გონების მდგომარეობაა. როდესაც გონება დაწყნარებულია, კარი ღიაა იმისათვის, რომ უმაღლეს "მე"-ზე, ღმერთზე ავეწყოთ ჩვენში.

აწარმოეთ მედიტაცია ამ აზრებზე და ეცადეთ ამ შინაგან სიმშვიდეს მიაღწიოთ, რათა შეძლოთ ღვთაებრივი ენერგია და სიყვარული გამოასხივოთ, რომლებიც თქვენთანაა ყოველთვის, ცდაშია რომ გამჟღავნდეს და გაწმინდოს სამყარო თქვენ ირგვლივ.

იცხოვრეთ ჰარმონიაში ღვთაებრივი ენერგიით, სიყვარულისა და სინათლის ამ წყაროთი, რომელიც არსია თქვენი ყოფიერებისა. უყურეთ, როგორ ჩაგივლით გვერდით წუთისოფელი, მაგრამ ნუ მიებმებით მას და ნუ აგაცდენთ გზას რაიმე სურვილი, - მხოლოდ ღმერთთან ერთიანობა გსურდეთ.


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Jan 9 2011, 02:28 PM
Post #29


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნებისმიერი განათლების ფასი ნულის ტოლია, თუკი ეს განათლება არ გვასწავლის ჭეშმარიტებას, მართლქმედებას, სიყვარულს და სიმშვიდეს. მათ გარეშე ჩვენი მოღვაწეობა უშედეგოა, რა მაღალი თანამდებობაც არ უნდა გვქონდეს დაკავებული. მარადიული დჰარმა – სანატანა დჰარმა – ამ ოთხ ბურჯზეა დამყარებული.

განათლებაში ორი ასპექტია. პირველი დაკავშირებულია გარეშე, საერო განათლებასთან, რომელიც წიგნური ცოდნის დაუფლებაში გამოიხატება და გრძნობათა ორგანოების დახმარებითაა მიღებული. იგი არ შეიძლება სიბრძნედ იწოდებოდეს. საერო განათლება გამცურავ ღრუბელს ჰგავს. იგი მოდის და მიდის. მარადიულ პრინციპს შიდა რეალობა წარმოადგენს. თანამედროვე განათლება სურვილების წარმოშობას უწყობს ხელს, ეს კი დაბადებათა რიგს იწვევს. სურვილების კონტროლი კი მხოლოდ შინაგანი ღირსებების დახმარებით შეიძლება.

განათლების მეორე ასპექტი ცნობილია როგორც "ედუქარე" (ლათ. სიტყვა) და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს (ჭეშმარიტება, მართლქმედება, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობა) განეკუთვნება. სიტყვა "ედუქარე"ნიშნავს იმის ამოღებას, რაც შიგნით იმყოფება. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები ყოველ ადამიანშია დაფარული. შეუძლებელია მათი გარედან მიღება, ისინი შიგნიდან უნდა ამოვიღოთ. მაგრამ ადამიანმა დაივიწყა მასში დაფარული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და უნარი არ აქვს გამოავლინოს ისინი. "ედუქარე" ნიშნავს მათ გახსნას. გახსნა ნიშნავს მოქმედებაში მათ დანერგვას.
"ედუქარე" გვჩუქნის უკვდავებას, მდგომარეობას, როდესაც უკვე აღარ იქნება ახალი განხორციელებები.


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Jan 10 2011, 12:44 PM
Post #30


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://rutube.ru/tracks/1177634.html?v=f9c...4193ec8df4cf7b4


http://kivicom.net/news/2008-08-04-982 ფილმები საი ბაბაზე


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Jan 21 2011, 10:31 PM
Post #31


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანი აღჭურვილია პანჩა პრანათი, სასიცოცხლო სუნთქვის ხუთი სახით; ესაა: პრანა, აპანა, ვიანა, უდანა და სამანა. ესენი ადამიანში დაფარული ღვთაებრივი ძალებია. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები სხვა არა არის რა, თუ არა სასიცოცხლო სუნთქვის ამ ხუთი სახის გამოვლინება. მაგრამ ადამიანი ისე ხარჯავს თავის განხორციელებას ადამიანურ სხეულში, რომ არ აცნობიერებს ამ უფაქიზეს პრინციპებს.

განათლების მიზანია არა მხოლოდ ზსღ-ის განვითარება, არამედ ღვთაებრიობის მიღწევაც. განათლება ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი, და არა არსებობისთვის. არ აცნობიერებენ რა ამ ჭეშმარიტებას, ადამიანები ფულის შოვნის შესაძლებლობების გულისთვის მრავალ ხაფანგში ებმებიან.

ზსღ არის ღირებულებები, რომლებიც ყველა რასის, სარწმუნოების, ქვეყნის ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ ჰქვია მათ ზოგადსაკაცობრიო.

ადამიანური ღირებულებები განეკუთვნება ღვთაებრივს, და არა წუთისოფლისას. მთელი სამყარო ღმერთის ფორმაა. ბუნება ღვთის ნების გამჟღავნებაა. როდესაც სამყაროს ეგოიზმის პოზიციებიდან ვუყურებთ, იგი დამახინჯებულად გამოიყურება. როდესაც იგი ატმური (სულიერი) მხედველობით აღიქმება, ჩვენ შეგვიძლია სწორად დავინახოთ იგი. ამიტომ ადამიანური თვისებები ცარიელი სიტყვები არ არის. არ უნდა ვუყუროთ მათ ეგოს საბურვლის გამჭოლ, ჩვენ უნდა ატმის გამჭოლ "გავატაროთ" ისინი.
სვამი ზსღ-ს ხსნის როგორც მანტრას WATCH

Word (სიტყვა) – სატია, გვახსენებს საკუთარ სიტყვებზე
დაკვირვების სადჰანას (სულიერ პრაქტიკას).
Action (მოქმედება) – დჰარმა, გვახსენებს მოქმედებებზე
დაკვირვების სადჰანას.
Thougths (აზრები) – შანტი. T მიანიშნებს აზრებზე
დაკვირვების სადჰანაზე.
Character (ხასიათი) – პრემა. იგი გვასწავლის საკუთარ
ხასიათზე დაკვირვებას.
Heart (გული) – აჰიმსა.H გვასწავლის გულზე, მასში
წარმოქმნილ გრძნობებზე დაკვირვებას.


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post Apr 23 2011, 12:26 AM
Post #32


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(td......... @ Dec 18 2010, 09:40 PM) *
ვიდეოები და ჭორები არ ვიცი, ჩემი ბიცოლა დ აბიზაშვილი ხშირად სტუმრობდნენ მისლექციებს ინდოეთსი და საოცარი სიყვარულით საუბრობენ ამ ადამიანზე.. ფაქტი ერთია, ცემი ბიზაშვილი 33 წელი ეპილეფსიით იტანჯებოდა, დაბადებიდან ჰქონდა, მშობიარობის ტრავმის გამო.. ეხლა ჯანმრთელია, ცოლიც ყავს და შვილიც.. როგორც თვიტონ ამბობს, საი ბაბას დახმარებით შეაძლო დაეძლია ეს ნაკლი...


დიდი მადლობა ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის td. მაინც უშუალო ინფორმაციაა, თუმცა პირადად მე ისედაც მჯერა და გრძნობა ყოველთვის მკარნახობს როცა ღმერთის ენერგიაზე და მაღალ პიროვნებაზეა საუბარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post Apr 24 2011, 01:10 PM
Post #33


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს დილით შრი სათია საი ბაბა გარდაიცვალა http://www.thehindu.com/news/national/article1763680.ece
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 25 2011, 11:20 AM
Post #34


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე კი I AM-ს პასუხი ვერა და ვერ ვაღირსე... ამასობაში კი ეს კაცი წავიდა კიდევაც...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Apr 29 2011, 10:39 AM
Post #35


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საი ბაბას დაკრძალვაზე ნახევარი მილიონი ადამიანი მივიდა



http://indoeti.blogspot.com/2011/04/blog-post_27.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post Apr 29 2011, 12:53 PM
Post #36


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თბილისში ალბათ არ ყოფილა ხომ საი ბაბას პრაქტიკული ჯგუფი? თუ იყო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Apr 29 2011, 06:38 PM
Post #37


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საი ბაბას წასვლა ამ ქვეყნიდან მართლაც დიდი დანაკლისია მთელი მსოფლიოსთვის, ვინც ახლოს იცნობს მის მოძღვრებას ალბათ დამეთანხმება...

საი ბაბა იყო 20-ე საუკუნუის ერთ-ერთი უდიდესი გურუ, ადამიანი რომელიც ცდილობდა ქრისტეს მიერ მოტანილი სიბრძნე თანამედროვე ახსნით მიეტანა ადამიანთა გონებაში და გულებში და გაეღვიძებინა მათი შეგნება, რათა ადამიანები ჩაწვდომოდნენ საკუთარ თავს, შეეცნოთ საკუთარი თავი


საი ბაბამ იწინასწარმეტყველა რომ 96 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა და როდესაც 85 წლისა წავიდა, ამან სხვადასხვა სახის მითქმამოთქმა გამოიწვია, უბრალოდ შეგახსენებთ რომ ძველი ინდური მთვარის კალენდარის მიხედვით საი ბაბა მართლაც 96 წლის იყო, მისი თქმით ის კვლავ მოვა უკვე თავისი მესამე ინკარნაციით, რომლითაც დაასრულებს თავის მისიას, სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ საიმ 24 აპრილს, აღდგომა დღეს დატოვა დედამიწა


ბლოგი საი ბაბაზე: http://saibaba.ge/


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Apr 29 2011, 07:03 PM
Post #38


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




I AM კაცურად მართლა 96 წლის რო გარდაცვლილიყო ეგ ინდური მთვარის კალენდარი ხო არავის გაახსენდებოდა ჰა ?

ამას იცი რატ ვწერ ეს წინასწარ მეტყველობები და რაღაც საოცრებებზე გამოკიდებები მაგარი ძიშოვია რა სულიერებაში.......

სულიერებაში ჩემი აზრით ერთადერთი ფასეულია ადამიანმა გამოაღვიძოს ღვთიური ან სიტყვით ან მდუმარებით
დანარჩენი როგორც გაუტამა სიდჰართა იტყოდა არის The Shadow of the Shadow








--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Apr 29 2011, 07:11 PM
Post #39


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence

ოოოო.., ეგ "ძიშოვი" წინასწარმეტყველებებია რაცაა..., wink.gif


ერთი ბერძენი ფილოსოფოსი ამბობდა: "ადამიანი ნუთუ ქვისგანაა გამოკვეთილი? ნუთუ იმისათვის რომ მისგან რაიმე ნაპერწკალი გამოკვესო (რამე შეაგნებინო) აუცილებლად რაიმე მყარი უნდა ჩასცხო თავში?"

ხოდა ამ მყარი საგნის როლს ხშირად წინასწარმეტყველებები ასრულებს wink.gif


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Apr 30 2011, 03:28 PM
Post #40


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საი ბაბას გამონათქვამები:

ღმერთის შესაცნობად ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიგოს იმის ბუნება, რაც დროს არ ექვემდებარება. დრო შთანთქავს სხეულს. ღმერთი შთანთქავს დროს. ამის თაობაზე ვედები ამბობენ: "დრო უძლურია იმის წინაშე, ვინც დროის მბრძანებელში ჰპოვა თავშესაფარი" ადამიანის სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება დროზე არ არის დამოკიდებული. მათ საფუძველში ადამიანის მოქმედებები ძევს. დროს არ გააჩნია ნათესავები და მეგობრები. დრო არავის ემორჩილება. ყველა დროის ქვეშევრდომს წარმოადგენს. შესაბამისად, ღმერთი, დროის მბრძანებელი, რომ მოიპოვოთ, აუცილებელია მისი მოთხოვნილებები შეასრულოთ. მხოლოდ ასეთ ადამიანებს უყურებს ღმერთი სიყვარულით.

ადამიანს, რომელსაც გააჩნია ფიზიკური სხეული, გრძნობები და გონება, არ შეუძლია გრძნობებისაგან სრულიად თავისუფალი იყოს ამ ვეყნად. მაშ როგორ უნდა გახდეს ის ანაპექშა (მოლოდინისგან თავისუფალი)? როდესაც ის მოქმედებებს ასრულებს და თავს მომქმედად თვლის, მისი ქცევები ბორკილებად იქცევა, მას რომ ბოჭავს. მოქმედებებს, რომლებიც ღმერთისთვის მსხვერპლშეწირვის სულისკვეთებით არის შესრულებული, არ მიჰყავს ადამიანი დამონებამდე. ისინი ანაპექშა (უანგარო მოქმედებები) ხდება. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ყოველი მოქმედება ხორციელდება ადამიანში მყოფი ღვთაებრივი პრინციპის მეშვეობით ადამიანის როგორც ინსტრუმენტის გამოყენებით. სანამ ადამიანი თავს მოღვაწედ და შედეგებით დამტკბარად თვლის, იგი ვერ შეძლებს გათავისუფლდეს თავის საქციელთა შედეგებისგან. თუ ადამიანი მიწის გარკვეულ ნაკვეთს თავისად თვლის, მასზე მოყვანილი მოსავალი მას ეკუთვნის. ბჰაგავად გიტა გვასწავლის, რომ როდესაც მოქმედებები სრულდება როგორც ღმერთისთვის მსხვერპლის შეწირვა, ისინი "არადაინტერესებული" მოქმედებები ხდება. ადამიანი იმისთვის იბადება, რომ თავისი ვალდებულებები ასრულოს, და არა იმისთვის, რომ ძალაუფლებით დატკბეს ან თავისი უფლებები დაიცვას. როდესაც ვალდებულებები შესრულებულია, უფლებები თავისთავად მოდის. დღეს ადამიანები თავის "უფლებებისთვის" იბრძვიან და ვალდებულებები ავიწყდებათ. ამგვარად, ვალდებულებების შესრულება პირველ ადგილზე დგას. სწორედ ვალის შესრულების წყალობით აღწევს ადამიანი ღმერთს.


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 07:57 PM