IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ჯიდუ კრიშნამურტი
shotazi
post Jun 15 2012, 01:17 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვერ ვნახე ამ კაცზე თემა და თქვენის ნებართვით არსებობდეს კრიშნამურტის კუთხე ამ ფორუმზე.

უმეტეს თგვენგანს ეცოდინება და ვინც არ იცით ჯიდუ კრიშნამურტი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და მასწავლებელი.

რაც აუცილებლად უნდა ითქვას მასზე არის ის რომ ვერ იტანდა გურუებს, და თვლიდა რომ ყველა ადამიანს თვითონ უნდა ეპოვნა ჭეშმარიტება.

მას მიიჩნევდნენ მესიად, თოეოსოფიური საზოგადოება ფიქრობდა რომ ის იყო ჭურჭელი და მასში უნდა შესულიყო ახალი მესია და მსოფლიო მასწავლებელი. მას ადრეული ასაკიდანვე ყავდა უამრავი მიმდევარი და იყო მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც შემდეგ თავადვე დაშალა და უარყო იდეა, რომ ის იყო მომავალი მესია.

და როგორც თვითონ თქვა, მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანების განთავისუფლებას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jun 15 2012, 02:12 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თU არ ვცდები იყო ადრე რომელიღაც თემაში კრიშნამურტზე საუბარი, მაგრამ ცალკე თემა არაა. ნუ თU არის მოდერატორი გააერთიანებს,. შენ კიდევ მადლობა კაი თემაა და მატო გახსნით ნუ შემოიფარგლები, დადე ხომ,ე კრიშნამურტზე რაც გექნება საინტერეო smile.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
shotazi
post Jun 15 2012, 01:16 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მატო გახსნით ნუ შემოიფარგლები, დადე ხომ,ე კრიშნამურტზე რაც გექნება საინტერეო

ჰო მაგიტომ გავხსენი : )

ახლახანს დავიწყე მისი წიგნის თარგმანი და დავდებ ხოლმე რასაც ვთარგმნი.

Go to the top of the page
 
+Quote Post
shotazi
post Jun 15 2012, 01:23 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



განთავისუფლება შეცნობილისგან / Freedom From The Known


თავი 1

კაცობრიობა, მთელი თავისი არსებობის მანძილზე საკუთარი თავის მიღმა რაღაცას ეძებს, რაღაცას მატერიალური კეთილდღეობის მიღმა. ამას ჩვენ ვეძახით ჭეშმარიტებას, ან ღმერთს, ან რეალობას, დროის მიღმა მდგომარეობას. ვეძებთ იმას რაც შეუძლებელია დაირღვეს შემთხვევითი მოვლენის, აზრის ან ადამიანის კორუმპირებულობით.

ადამიანი ყოველთვის სვამდა კითხვას: რა ხდება ჩვენს თავს? აქვს კი ცხოვრებას საერთოდ რაიმე მნიშვნელობა? ის ხედავს უზარმაზარ დაბნეულობას ცხოვრებაში - სისასტიკეს, ამბოხს, დაუსრულებელ რელიგიურ, იდეოლოგიურ და ნაციონალურ დაყოფებს და დაუსრულებელი იმედგაცრუების განცდით, ის სვამს კითხვას: რა უნდა გავაკეთო? რა არის ის, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ? არის რაიმე ამ ყველაფრის მიღმა?

ადამიანი როდესაც ვერ პოულობს ამ უსახელო საგანას, რომელსაც ამავდროულად უამრავი სახელი აქვს და რომელსაც იგი ყოველთვის ეძებდა, მაშინ ის ახდენს რწმენის კულტივირებას. მხსნელის მიმართ რწმენის, იდეის მიმართ რწმენის, რწმენა კი აუცილებლად წარმოშობს ძალადობას.

ამ გამუდმებულ ბრძოლაში, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ, ვცდილობთ, რომ შევიმუშავოთ გარკვეული ქცევის წესები იმ საზოგადოებaსთან მიმართებით, რომელ საზოგადოებაშიც ჩვენ გავიზარდეთ, იქნება ეს კომუნისტური საზოგადოება, თუ ეგრედ წოდებული “თავისუფალი საზოგადოება”. ჩვენ ვიღებთ გარკვეულ ქცევის ნორმებს, ტრადიციების სახით - ქრისტიანული, მუსლიმური, ინდუისტური თუ რაიმე სხვა ფორმით. ჩვენ ვუყურებთ სხვებს, ვინც გვეტყვის რა არის სწორი საქციელი და რა - არასწორი, რა არის სწორი და არასწორი მოსაზრება და ამ ნიმუშების მიყოლით, ჩვენი ქცევა და ჩვენი აზროვნება ხდება მექანიკური, ჩვენი რეაქცია ავტომატური. ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენს თავში დავაკვირდეთ ამ მოვლენას.

საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას კვებავდნენ მასწავლებლები, ავტორიტეტები, წიგნები და წმინდანები. ჩვენ ვიკითხავდით, გვითხარით ყველაფერი ამაზე, თუ რა არის მთების, გორების, დედამიწის მიღმა? და შემდეგ ჩვენ ვკმაყოფილდებით მათ მიერ მოცემული განმარტებით, რაც ნიშნავს რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიტყვებით და ჩვენი ცხოვრება არის ზერელე და ცარიელი. ჩვან ვართ მეორადი ხალხი. ჩვენ ვცხოვრობთ ისე როგორც გვითხრეს, მიუხედავად იმისა რამ გვიბიძგა აქეთ, ჩვენმა მისწრაფებებმა, ჩვენმა ტენდენციებმა თუ ეს იძულებითი იყო შემთხვევითობისა და გარემოსგან. ჩვენ ვართ ყველა სახის გავნელის შედეგი და არაფერი ახალი არ არის ჩვენში. არაფერი, რაც ჩვენ საკუთრივ აღმოვაჩინეთ, არაფერი ორიგინალური, სუფთა და ნათელი.

ისტორიის მანძილზე სხვადასხვა რელიგიური ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ თუ ჩვენ შევასრულებდით გარკვეულ რიტუალებს, გავიმეორებდით გარკვეულ ლოცვებს და მანტრებს, მოვიქცეოდით გარკვეული ნიმუშის მიხედვით, ჩავახშობდით ჩვენს სურვილებს, გავაკონტროლებდით ჩვენს ფიქრებს, გავაიდეალებდით ჩვენს ვნებებს, შევზღუდავdით ჩვენს მადას და თავს შევიკავებდით სექსუალური ცხოვრებისაგან. ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ, გონების და სხეულის საკმარისად წამების შემდეგ, ვიპოვიდით რაიმეს ამ პატარა ცხოვრების მიღმა. და ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე მილიონობით ე.წ. რელიგიური ადამიანები აკეთებდნენ. ამას აკეთებდნენ განმარტოებით, უდაბნოში, გამოქვაბულებში ან მთებში წასვლით, ან სოფლიდან სოფლამდე ხეტიალით, მონასტრულ ცხოვრებაში ჩართვით. აძალებდნენ თავიანთ გონებას მოქცეულიყვნენ დადგენილი ნორმების მიხედვით. მაგრამ ნაწამები, დანაწევრებული გონება, გონება რომელიც ცდილობს, რომ გაეცქეს ყველანაირ შფოთვას და ღელვას, რომელმაც შეწყვიტა გარე სამყაროსთან კონტაქტი, მოდუნდა დისციპლინითა და მორჩილებით. ასეთი გონება, რაც არ უნდა შორს ეძებდეს, იპოვნის მხოლოდ მისი გამრუდების მიხედვით.

ადამიანი, მე ვფიქრობ სულ სხვაგვარად უნდა მიუდგეს საკითხს, იმისთათვის რომ აღმოვაჩინოთ სინამდვილეში არის თუ არა რაიმე ამ შემაშფოთებელი, კონკურენტული და საშიში არსებობის მიღმა. ტრადიციული მიდგომა არის შინაგანი პერიფერიებიდან დროის, პრაქტიკის და შეზღუდვების ხარჯზე ნელ-ნელა მისვლა შინაგან ყვავილამდე, შინაგან მშვენიერებამდე და სიყვარულამდე. მაგრამ რეალურად ამით ადამიანი ხდება მერკანტილური, ყალბი და შემოფარგლული. ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც დროის შემდეგ, ხვალ, შემდეგ ცხოვრებაში ის გააკეთებს ამას. მაგრამ, როდესაც საბოლოოდ ის მიდის ცენტრში ნახულობს, რომ იქ არაფერი არ არის, რადგან მის უგრძნობ და დაჩლუნგებულ გონებას აღარ შეუძლია აღქმა. ამ ყველაფრის შემხედვარე ადამიანი იკითხავს, ნუთუ არ არის სხვა საშუალება? რაც რა თქმა უნდა არის. ის იკითხავს, - ნუთუ არ შეიძლება ცენტრიდან აფეთქება?

სამყარო იღებს და მიყვება ტრადიციულ მიდგომებს. სხვების დაპირებული რეალობის ლოდინი, არის მთავარი მიზეზი ჩვენში არსებული არეულობის. ჩვენ მექანიკურად მივყვებით მას, ვინც გვპირდება კომფორტულ სულიერ ცხოვრებას. გასაოცარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ჩვენთაგანი ეწინააღმდეგება ტირანიას და დიქტატს, შინაგანად ჩვენ მაინც ვიღებთ ავტორიტეტს, ტირანიას. ასე ვიმრუდებთ და ვხლართავთ ჩვენს გონებას და ჩვენი ცხოვრების გზას. ჩვენ თუ მთლიანად ვუარყოფთ და არა ინტელექტუალურად, არამედ რეალურად ვუარყოფთ ყველა ეგრედ წოდებულ სასულიერო ავტორიტეტს, ყველა ცერემონიას, რიტუალს და დოგმას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავრჩებით მარტო და აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე კონფლიქტში ვართ საზოგადოებასთან, ჩვენ აღარ ვიქნებით პატივსაცემი ადამიანები. პატივსაცემ ადამიანს არ შეუძლია ახლო მივიდეს ამ უსასრულო, გაუზომელ რეალობასთან.

თქვენ ახლა დაიწყეთ აბსოლუტურად ტყუილი რამის უარყოფა, ანუ ტრადიციული მიდგომის უარყოფა. მაგრამ, თუ ეს უარყოფა არის რეაქცია, მაშინ თქვენ იქმნით კიდევ ერთ შაბლონს, რომელშიც თავს გაიბავთ. თუ თქვენ ეტყვით თქვენს თავს ინტელექტუალურ დონეზე, რომ ეს უარყოფა ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ არაფერს მოიმოქმედებთ, მაშინ თქვენ ვერ წახვალთ უფრო შორს. მაგრამ, თუ თქვენ უარყოფთ მას, რადგან დაინახავთ და მიხვდებით ტრადიციული მიდგომის ჩამოუყალიბებლობას და უაზრობას და თუ უარყოფთ მას მთელი თქვენი ჭკუითა და გონებით, არა შიშის გამო არამედ თავისუფალი აზროვნებით, მაშინ თქვენ შექმნით დიდ ღელვას თვენში და თქვენს გარშემო, მაგრამ თქვენ გადააბიჯებთ პატივცემული ადამიანობის მახიდან. შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენ მეტად უკვე აღარ ეძებთ. ეს არის პირველი რაც უნდა ისწავლოთ: არ ეძებოთ. როდესაც თქვენ ეძებთ, სინამდვილეში თქვენ მხოლოდ ათვალიერებთ.

კითხვას, არსებობს თუ არა ღმერთი ან ჭეშმარიტება, რეალობა ან რაც გინდათ ის ვუწოდოთ, ვერასდროს გავცემთ პასუხს წიგნების, მქადაგებლების, ფილოსოფოსების ან მხსნელების საშუალებით. ვერავინ და ვერაფერი შეძლებს უპასუხოს ამ კითხვას თქვენს გარდა და ამიტომაც თქვენ უნდა შეიცნოთ თქვენი თავი. განუვითარებლობა გამოწვეულია საკუთარი თავის ტოტალური შეუმეცნებით. და საკუთარი თავის შეცნობა არის სიბრძნის დასაწყისი.

და რას მოიაზრებთ თვენს თავში - ინდივიდუალს? მე ვფიქრობ არის განსხვავება ადამიანსა და ინდივიდს შორის. ინდივიდი ლოკალური ობიექტია, რომელიც ცხოვრობს კონკრეტულ ქვეყანაში, ეკუთვნის კონკრეტულ კულტურას, კონკრეტულ საზოგადოებას, კონკრეტულ რელიგიას. ადამიანი არ არის ლოკალური ობიექტი. ის ყველგან არის. ინდივიდი თუ ცხოვრების ვრცელი ველის მხოლოდ კონკრეტულ კუთხეში მოქმედებს, მაშინ მისი ქმედება სრულებით არ არის დაკავშირებული მთელთან. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მთელზე და არა ნაწილზე, რადგან მეტში არის ნაკლები, მაგრამ ნაკლებში ვერ იქნება მეტი. ინდივიდი ცოტათი განპირობებული, უბედური და იმედგაცრუებულია, კმაყოფილდება თავისი პატარა ღმერთებით და ტრადიციებით, მაშინ როდესაც ადამიანს აღელვებს მთელი კეთილდღეობა, მთელი ტანჯვა და მთელი დაბნეულობა ქვეყნიერებაზე.

ჩვენ ადამიანები ვართ ის რაც ვიყავით მილიონობით წელი: კოლოსალურად ხარბები, ეჭვიანები, აგრესიულები, შურიანები, შეშფოთებულები და სასოწარკვეთილები, იშვიათი სიყვარულისა და სიხარულის გამონათებებით. ჩვენ ვართ უცნაური შენარევი სიძულვილის, შიშის და სისუსტის. ჩვენ ვართ ძალადობაც და მშვიდობაც. მოხდა გარეგნული პროგრესი, გუთნიდან მოვედით რეაქტიულ თვითმფრინავამდე, მაგრამ ფსიქოლოგიურად ინდივიდი საერთოდ არ შეცვლილა, და საზოგადოების სტრუქტურას მთელს მსოფლიოში ქმნიდნენ ინდივიდები. გარეგანი სოციალური სტრუქტურა, არის შედეგი ჩვენი ადამიანური ურთიერთობების შინაგანი ფსიქოლოგიური სტრუქტურის. ინდივიდი კი არის შედეგი მთელი გამოცდილების, ცოდნის და ქცევის, რაც კი კაცობრიობას დაუგროვებია. ყოველი ჩვენთაგანი არის მთელი წარსულის საწყობი. კაცობრიობის ისტორია სრულად არის ჩაწერილი ჩვენში.

დააკვირდით თუ რა ხდება სინამდვილეში თქვენში და თქვენს გარშემო, სადაც თქვენ ცხოვრობთ, კონკურენტულ კულტურაში, რომელიც სავსეა წყურვილით ძალაუფლების, პოზიციის, პრესტიჟის, სახელის, წარმატების და ასე შემდეგ. დააკვირდით იმ მიღწევებს, რომლითაც ასე ამაყობთ. დააკვირდით მოქმედების არეალს, რომელსაც თქვენ ცხოვრებას ეძახით და რომელშიც ყველა ფორმის ურთიერთობა წარმოშობს კონფლიქტს, სიძულვილს, სისასტიკეს და დაუსრულებელ ომებს. ეს არეალი, ეს ცხოვრება არის ის, რაც ვიცით და რახან არ შეგვიძლია ამ უზარმაზარი არსებობის გაგება, ჩვენ ბუნებრივად გვეშინია მისი და ვეძებთ გასაქცევს მისგან ყველანაირი ხრიკებით. ჩვენს ასევე გვეშინია იმის რაც არ ვიცით, გვეშინია სიკვდილის, გვეშინია იმის, თუ რა იქნება ხვალის შემდეგ. ასე რომ ჩვენ გვეშინია იმის რაც ცნობილია და იმისაც რაც უცნობია. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, სადაც არ არის არანაირი იმედი და ამიტომ ყველა სახის ფილოსოფია, ყველა სახის თეოლოგიური კონცეფცია, არის მხოლოდ გაქცევა ნამდვილი რეალობისგან, იმისგან რაც არის სინამდვილეში.

ყველანაირი გარეგნული ცვლილება, რომელიც გამოიწვია ომებმა, რევოლუციებმა, რეფორმებმა, კანონებმა და იდეოლოგიებმა, არ გამოდგა იმისთვის, რომ შეცვლილიყო ადამიანის ბუნება და აქედან გამომდინარე საზოგადოება. ადამიანები ცხოვრობენ ამ საზარლად უშნო სამყაროში, და ჩნდება კითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ ჩვენ თავებს , - შესაძლებელია რომ აღარ არსებობდეს საზოგადოება, რომელიც არის დაფუძნებული კონკურენციაზე, სისასტიკეზე და შიშზე? არა როგორც რაიმე ინტელექტუალური კონცეფცია, არა როგორც იმედი, არამედ როგორც რეალური ფაქტი, რომ ახალმა, ნორჩმა და უმანკო გონებამ შექმნას სრულიად განსხვავებული სამყარო? მე ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველი ჩვენთაგანი გააცნობიერებს იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომ ჩვენ როგორც ინდივიდები, როგორც ადამიანები, მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, რომელი კულტურის ნაწილიც არ უნდა ვიყოთ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებლები მთლიანი მსოფლიოს მდგომარეობაზე.

ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებლები ყოველ ომზე, ჩვენი აგრესიულობის გამო, ჩვენი ნაციონალიზმის გამო, ჩვენი ეგოიზმის, ჩვენი ღმერთების, ჩვენი ცრურწმენების, ჩვენი იდეალების, და ყველაფერი იმის გამო რაც გვყოფს. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავაანალიზებთ, მაგრამ არა ინტელექტუალურად არამედ რეალურად, ისევე რეალურად როგორც ვამჩნევთ ჩვენს შიმშილს და ტკივილს, როდესაც ასეთ დონეზე გავაანალიზებთ იმას, რომ მე და თქვენ ვართ პასუხისმგებლები ყველა ამ არსებულ ქაოსზე, ყველა ამ ტანჯვაზე და უბედურებაზე რაც ხდება მსოფლიოში. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რადგან ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით ხელს ვუწყობთ ამ ყოველივეს და ვართ ნაწილი ამ საშინელი, დაყოფილი, მახინჯი, სასტიკი და ხარბი საზოგადოების. მხოლოდ მაშინ ვიმოქმედებთ, როცა ჩვენს პასუხისმგებლობას არსებულ სიტუაციაში ნამდვილად შევიგრძნობთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jun 15 2012, 06:47 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




დიდი ხანი აღარ დავრჩები ალბათ ფორუმზე მაგრამ მინდა გითხრა რო shotazi კაი საქმეს აკეთებ .


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jun 15 2012, 07:08 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მონაკვეთი წიგნიდან "გზა შინისაკენ":

http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...c=1409&st=0


შეხვედრა კრიშნამურტისთან



"იმავე საღამოს მე და ბჰკუ ვივეკანანდა მსოფლიოში განთქმული მწერლის და ორატორის - ჯიდუ კრიშნამურტის ლექციას დავესწარით. შევედით და მეორე რიგში დავჯექით. პანდალი მალე გაივსო ხალხით, და ჩვენს გვერდით სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი დაჯდა. მას ერქვა დილიპი. "გინდათ დოქტორ კრიშნამურტიზე მოგიყვეთ? - შემოგვთავაზა მან. - ის ჩემი მასწავლებელია".

"რა თქმა უნდა", - ვუპასუხეთ ჩვენ.

დილიპმა ფეხები გადააჯვარედინა, სკამიზ საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. კრიშნამურტი დაიბადა სამხრეთ ინდოეთში 1895 წელს. როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას ყურადღება მიაქცია ცნობილმა ნათელმხილველმა ჩარლზ ლედბიტერმა. ლედბიტერმა და ანნა ბეზანტმა, რომელიც იმ დროს თეოსოფიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, განაცხადეს, რომ ეს ბავშვი - "ჭურჭელია" სამყაროს იმავე მასწავლებლისა, რომელიც კაცობრიობას ქრისტეს მეშვეობით მიმართავდა. ანნა ბეზანტი დაეხმარა ყმაწვილს, რომ ინგლისში მიეღო განათლება და მთელს მსოფლიოში თან ატარებდა მას. ათასობით ადამიანმა მიიღო იგი როგორც ახალი მესია და მის გარშემო შექმნილ ვარსკვლავის ორდენში შედიოდნენ. ოცდაშვიდი წლის ასაკში კრიშნამურტიმ ოფიციალურად მიიღო გასხივოსნებული მასწავლებლის ტიტული. იმ დროისთვის მას უკვე სამოციათასზე მეტი ორდენის წევრი ეთაყვანებოდა.

დილიპი ჩვენსკენ გადმოიხარა: "მაგრამ 1929 წელს მან უარი თქვა მასწავლებლის მდგომარეობაზე, დაშალა თავისი რელიგიური მოძრაობა და..."
უეცრად ყველა წამოდგა და სცენაზე ახლადგამოჩენილ კრიშნამურტის მიესალმა. ეს იყო უზადოდ ჩაცმული სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, არა მაღალი და გამხდარი. მას ეცვა პიჯაკი ნერუს სტილში და ფართე შარვალი. სუფთად გაპარსულ სახეს მოხუცებულობის ნაოჭები უფარავდა, ხოლო ჭაღარა თმა მეცნიერს ამსგავსებდა. იგი ბრწყინვალე ინგლისურით მიესალმა შეკრებილებს. მისი თვალები ენთუზიაზმს და კეთილგანწყობას ასხივებდა.

მოკლედ, საკმაოდ მალე იგი გადავიდა რევოლუციურ მოწოდებებზე: "ინდოეთში მეტისმეტად ბევრი გურუა. ისინი გვკარნახობენ, რა ვაკეთოთ, რაზე ვიფიქროთ და რით დავკავდეთ. ისინი - დიქტატორები არიან." ხალხი სუნთქვაშეკრული უსმენდა მას. "ჭეშმარიტება - ეს ამოუცნობი ქვეყანაა, ხოლო იოგა, თავისი სუნთქვითი და გიმნასტიკური ვარჯიშებით - მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსომატური აკრობატიკაა. აშრამები და მონასტრები - საკონცენტრაციო ბანაკებია ჭკუისათვის." მან პაუზა გააკეთა და პირდაპირ მე შემომხედა: "და თუ თქვენ ჩამოგიყალიბდათ მედიტაციის რაღაც სისტემა, ეს უკვე მედიტაცია აღარაა, არამედ სრული უაზრობა და დროის ტყუილად ფლანგვაა."

კრიშნამურტიმ ასეთი იგავი მოყვა. ერთხელ ეშმაკი თავის მეგობართან ერთად სეირნობდა. მათ წინ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. უცებ ის დაიხარა და გზიდან რაღაც მბრწყინავი საგანი აიღო. მეგობარი მიბრუნდა ეშმაკისკენ და ჰკითხა, თუ რა იყო ეს. ეშმაკმა უპასუხა:

"მან ჭეშმარიტება იპოვა".
"ცუდადაა შენი საქმე!"
"სულაც არა, - მშვიდად უპასუხა ეშმაკმა. - მე დავეხმარები, რომ ამ ჭეშმარიტებას მოწესრიგებული სახე მისცეს."

იმისათვის, რომ ხაზი გაესვა თავისი მომდევნო აზრისთვის, კრიშნამურტიმ თვალები დახუჭა და სპეციალურად ნელა, თვითოეულ სიტყვაზე მახვილით გაიმეორა:
"ჩვენ საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილება. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ამდენი თავსმოხვეულია? ჩვენ წლობით ვმუშაობთ და უაზროდ, სიცარიელეში ვცხოვრობთ..."

იგი წინ დაიხარა: "ვერც ერთი ორგანიზაცია და ვერც ერთი რელიგია ვერ მოგვიტანენ გასხივოსნებას. თქვენ ვერ მოიპოვებთ მას ვერც რომელიმე დოგმით, ვერც მღვდელმსახურებით ან რიტუალებით, ვერც ფილოსოფიის შესწავლით და ვერც ფსიქოლოგიური პრაქტიკებით. გასხივოსნება საკუთარ ჭკუაში უნდა ვეძებოთ, დავაკვირდეთ რა მის მუშაობას. ეს მოდის ჭვრეტის მეშვეობით და არა ინტელექტუალური ანალიზით ან ლოგიკური ჭკუისმიერი მსჯელობებით."

მე შეძრული ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ლექცია ჩემს მეგობარ ბჰიკუ ვივეკანანდაზე. ის ხომ გურუ იყო მრავალი ათასი ბერისათვის, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ მკაფიო სტრუქტურით და განრიგით და მედიტაციასა და რიტუალებს სწავლობდნენ მისგან. მე დავიხარე მისკენ და ჩავჩურჩულე: "ბჰიკუ, ის უარყოფს ყველაფერს, რასაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. როგორი მოსასმენია ეს თქვენთვის?"

ბჰიკუს გაუკვირდა ჩემი კითხვა, ფართოდ გაახილა თვალები და თქვა: "ის ყველაფერს სწორად ამბობს!"

მე განცვიფრებულმა შევეკითხე: "და რას აპირებთ ამის შემდეგ ბჰიკუ?"

უცებ ის ძალიან სერიოზული გახდა: "მე კარგად უნდა გავიაზრო მოსმენილი".

შემდგომ დღეებში კრიშნამურტის კიდევ რამდენიმე ლექციას დავესწარით, რომლებზეც იგი გასაოცარი თავდაჯერებულების და რკინის ლოგიკის დემონსტრირებას ახდენდა. იგი სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ კიტხვას და გააბათილოს ნებისმიერი არგუმენტი, მაგრამ ამასთან ერთად პირად ურთიერთობაში რბილ, კეთილ და ჭკუამახვილობით გამორჩეულ პიროვნებად რჩებოდა. მე ჩავუფიქრდი მის სწავლებას. აღმოსავლეთის წმინდა წერილები სავსეა გასხივოსნებული წმინდანების მაგალითებით, რომლებიც თავისი რელიგიის მცნებებს და თავიანთი გურუების დარიგებებს შეუპოვრად მიჰყვებოდნენ. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკუგდება მხოლოდ იმის გამო, რომ კრიშნამურტიმ ასე თქვა? ამასთან ჩემში ცხარე გამოძახილი ჰპოვა მისმა აზრმა იმის შესახებ, რომ სულიერი ცხოვრებისთვის მიუღებელია ზედაპირული დამოკიდებულება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად. და თუკი ზედმეტად გავერთობით სულიერი ცხოვრების გარეგნული მხარით, შეიძლება მისი მთავარი მიზანი - გულის გაწმენდა - დაგვავიწყდეს.

მოგვიანებით, როცა ბჰკუსთან ერთად პიპალის ხის ჩრდილში ვიჯექი, ვკითხე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მომავალში.
"დიახ, რიჩარდ, - მიპასუხა მან. - მე დავბრუნდები ტაილანდში, ჩემს მონასტერში."

"მართლა? - გამიკვირდა მე - მე კი ვფიქრობდი, რომ კრიშნამურტის მიმდევარი გახდებოდით".

ბჰიკუმ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა, შემდეგ კი უეცრად თქვა:
"დიახ, მე მივყვები მისტერ კრიშნამურტის დარიგებებს, - მის ტუჩებზე ცელქური, ბავშვური ღიმილი ათამაშდა. - გინდა გითხრა, როგორ?"
"რა თქმა უნდა!"
"მე უარვყოფ იმ მასწავლებლის სწავლებას, რომელიც ყველა მასწავლებლის და მათი სწავლებების უარყოფას მოგვიწოდებს", - ღიმილით, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიპასუხა მან.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
shotazi
post Jun 18 2012, 05:14 PM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგრამ, რა შეუძლია ადამიანს გააკეთოს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მე და თქვენ, იმისათვის რომ შევქმნათ სრულიად განსხვავებული საზოგადოება? ჩვენ ჩვენს თავს ვუსვავთ ძალიან სერიოზულ კითხვას. საერთოდაც არის კი რაიმე ისეთი, რისი გაკეთებაც ღირს? რა შეგვიძლია გავაკეთოთ? - ხალხი ამას გვეუბნებოდა. ეგრედ წოდებული სულიერი ლიდერები, ვისაც წესით და რიგით უკეთესად უნდა ესმოდეთ ეს თემები, ვიდრე ჩვენ გვესმის, გვაჩვენებდნენ გზას და ისინი გვაქცევდნენ და გვხვევდნენ ახალ შაბლონებში, მაგრამ ამას შორს არ წაუყვანივართ. გამოცდილი და ნასწავლი ადამიანები გვიჩვენებდნენ გზას, მაგრამ ვერც მათ შეძლეს ჩვენი უფრო შორს წაყვანა. ჩვენ გვითხრეს რომ ყველა ბილიკი მიდის ჭეშმარიტებამდე. თქვენ გაქვთ თქვენი გზა როგორც ინდუსს, ვიღაც სხვას აქვს თავის გზა და ის ქრისტიანია და კიდევ სხვა მუსლიმია და ყველანი შეხვდებიან ერთიდაიგივე კარებთან, რომელსაც თუ კარგად დააკვირდებით, ცხადად დაინახავთ რომ არის აბსურდი. ჭეშმარიტებას არ აქვს გზა, და ეს არის ჭეშმარიტების მომხიბვლელობა, ის ცოცხალია. მკვდარ საგნამდე არსებობს გზა, რადგან ის სტატიკურია, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ჭეშმარიტება არის რაღაც ცოცხალი, მოძრავი, რომელსაც არ აქვს დასასვენებელი ადგილი, რომელიც არ არის არც ტაძრებში, არც მეჩეთებში, რომელთანაც ვერც რელიგია, ვერც მასწავლებელი, ვერც ფილოსოფოსი და საერთოდ ვერავინ ვერ მიგიყვანთ, მაშინ თქვენ ასევე დაინახავთ რომ ეს ცოცხალი მოვლენა არის ის, რაც თქვენ სინამდვილეში ხართ - თქვენი სიბრაზე, თქვენი სისასტიკე, თქვენი ძალადობა, თქვენი დეპრესია, თქვენი აგონია და თქვენი დარდი, ყველაფერი ის რაშიც ცხოვრობთ. ამ ყველაფრის გაცნობიერებაში არის ჭეშმარიტება და თქვენ შეგიძლიათ გააცნობიეროთ ეს ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისწავლით ამ საგნებზე დაკვირვებას თქვენს ცხოვრებაში. თქვენ არ შეგიძლიათ ხედვა იდეოლოგიის, ეკრანის, სიტყვების, იმედების და შიშების საშუალებით.

თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ თქვენ ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნებით. არ არსებობს მეგზური, არც მასწავლებელი და არც ავტორიტეტი. ხართ მხოლოდ თქვენ, თქვენი დამოკიდებულება სხვებისადმი და სამყაროსადმი, ამის გარდა არაფერი. როცა თქვენ ამას გააცნობიერებთ, ეს მოიტანს დიდ სასოწარკვეთილებას, საიდანაც წარმოიშობა ცინიზმი და სიმწარე, მაგრამ როდესაც დადგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ თქვენ და სხვა არავინ არის პასუხისმგებელი მსოფლიოზე და თქვენს თავზე, თქვენს გრძნობებზე, თქვენს ფიქრებზე და თქვენს საქციელებზე, მაშინ ყველანაირი საკუთარი თავის სიბრალური გაივლის. როგორც წესი ჩვენ ყველაფერს სხვებს ვაბრალებთ, რაც საკუთარი თავის სიბრალულის გამოხატულებაა.

მაშინ თუ შეგვიძლია მე და თქვენ, ყოველგვარი გარე ძალის ჩარევით, ყოველგვარი დაყოლიების გარეშე, სასჯელის შიშის გარეშე მოვახდინოთ რევოლუცია, ფსიქოლოგიური მუტაცია მთლიანად ჩვენს არსებაში. ისე, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ სასტიკები, მოძალადეები, მეტოქეები, შეშფოთებულები, შეშინებულები, გაუბედავები, ხარბები, მოშურნეები, აღარ გვქონდეს ეს და სხვა თვისებები, რომლებიც არიან მანიფესტაციები ჩვენი ბუნების, რომელიც აღმოცენებულია იმ უვარგისი საზოგადოებისგან, რომელშიც ჩვენ გვიწევს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გატარება.

მნიშვნელოვანია თავიდანვე გაიაზროთ, რომ მე არ ვახდენ რაიმე ფილოსოფიის ან თეოლოგიური კონცეფციის ფორმულირებას. ჩემი აზრით ყველანაირი იდეოლოგია უკიდურესად უაზრობაა. მნიშვნელოვანია არა ფილოსოფია, არამედ ის რომ დავაკვირდეთ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, შინაგანად და გარეგნულად. თქვენ თუ ძალიან ახლოდან დააკვირდებით იმას, რაც ხდება და მას განიხილავთ, თქვენ დაინახავთ, რომ ის დაფუძნებულია ინტელექტუალურ გაგებაზე და ინტელექტი არ მოიცავს არსებობის ყველა სფეროს. ის არის მხოლოდ ფრაგმენტი და რაც არ უნდა ჭკვიანურად იყოს ფრაგმენტი ერთმანეთთან მოთავსებული, რაც არ უნდა ძველი და ტრადიციული იყოს, მაინც დარჩება არსებობის პატარა ნაწილად მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ მოვრიგდეთ ცხოვრების მთლიან არსებობასთან. ჩვენ როდესაც ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება სამყაროში, ჩვენ ვიწყებთ იმის მიხვედრას, რომ არ არსებობს შინაგანი და გარეგანი პროცესები. არსებობს მხოლოდ ერთი პროცესი, ის არის მთლიანი მოძრაობა. შინაგანი მოძრაობა გამოხატავს თავს გარეგანში და გარეგანი მოქმედებს კვლავ შინაგანზე. მე ვფიქრობ, რომ საკმარისია შევძლოთ დანახვა. ჩვენ თუ შევძლებთ ვისწავლოთ საგნების დანახვა, მაშინ ყველაფერი გახდება ძალიან ნათელი. იმისთვის, რომ ჩვენ ვხედავდეთ, არ არის საჭირო ფილოსოფია, არც მასწავლებელი. არ არის საჭირო ვინმემ გითხრათ როგორ უნდა შეხედოთ, უბრალოდ შეხედეთ.

შეგიძლიათ ამის შემდეგ დაინახოთ მთელი სურათ? დაინახოთ არა ვერბალურად, არამედ რეალურად. შეგიძლიათ მარტივად, სპონტანურად მოახდინოთ თქვენი თავის ტრანსფორმაცია? ეს არის რეალური პრობლემა. არის კი შესაძლებელი ჩვენს ფსიქიკაში სრულყოფილი რევოლუციის მოხდენა?

მაინტერესებს როგორია თქვენი რეაქცია ასეთ კითხვაზე? თქვენ შეიძლება თქვათ - „მე არ მინდა ცვლილება“ და უმეტესად ადამიანები მართლაც არ არიან ცვლილებით დაინტერესებულნი. განსაკუთრებით ისინი, ვინც კარგად არიან სოციალურად და ეკონომიურად დაცულები, ან ისინი ვინც ეჭიდებიან დოგმატურ რწმენებს და შეხედულებებს და იღებენ საკუთარ თავს და საგნებს ისეთს, როგორიც არიან, ან ოდნავ შეცვლილი სახით. ასეთი ადამიანებით ჩვენ არ ვართ დაინტერესებული. თქვენ შეიძლება უპასუხოთ უფრო ოსტატურად, - „ეს ძალიან რთულია, ეს არ არის ჩემთვის“, ამ შემთხვევაში თქვენი უკვე დაბლოკეთ თქვენი თავი, თქვენ გადაიჭერით გზა შეცნობისკენ. ასე, რომ თქვენ უფრო შორს ვეღარ წახვალთ. კიდევ შეიძლება თქვათ, - „კი მე ვხედავ აუცილებლობას ჩემი ფუნდამენტალური შინაგანი ცვლილების, მაგრამ როგორ შევძლო ეს? გთხოვთ მაჩვენეთ გზა, დამეხმარეთ მიზნის მიღწევაში“. თუ თქვენ ამას იტყვით, მაშინ თქვენ არ ხართ დაინტერესებული შეცვლით. მაშინ თქვენ არ ხართ დაინტერესებული ფუნდამენტური რევოლუციით, თქვენ უბრალოდ ეძებთ მეთოდს, სისტებას, რომელიც მოგიტანთ ცვლილებას.

მე თუ ვიქნებოდი იმდენად სულელი, რომ თქვენთვის რაიმე სისტემა მომეცა და თქვენ კი, თუ იქნებოდით იმდენად სულელები, რომ მიყოლოდით ამ სისტემას, მაშინ თქვენ უბრალოდ მოახდენდით კოპირებას, იმიტაციას, იქნებოდით დამყოლები, მიმღებები და როდესაც თქვენ აკეთებთ ამას, ამ დროს თქვენ ქმნით თქვენში სხვა ავტორიტეტს და აქედან გამომდინარე წარმოიქმნება კონფლიქტი თქვენს და ამ ავტორიტეტს შორის. თქვენ გრძნობთ, რომ უნდა გააკეთოთ ასეთი და ასეთი რამ, იმიტომ, რომ ასე გითხრეს, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ არ შეგიძლიათ ამის კეთება. თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი მისწრაფებები, ტენდენციები და ზეგავლენები, რომლებიც მოდიან კონფლიქტში იმ სისტემასთან, რომელსაც თვლით რომ უნდა გაყვეთ და აქედან გამომდინარე იქმნება წინააღმდეგობა. ასე, რომ თქვენ ორმაგ ცხოვრებას იქმნით, სისტემის იდეოლოგიასა და თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობას შორის. იდეოლოგიასთან შესაბამისობაში მოსვლის მცდელობით, თქვენ ახშობთ საკუთარ თავს მაშინ, როდესაც სინამდვილეში რეალობა არის არა იდეოლოგია, არამედ ის რაც თქვენ ხართ. თქვენ თუ შეეცდებით საკუთარი თავის შესწავლას სხვის მიხედვით , მაშინ თქვენ ყოველთვის დარჩებით მეორად ადამიანად.

ადამიანი რომელიც ამბობს, - „მე მინდა შეცვლა, მითხარით როგორ გავაკეთო ეს“, ჩანს ძალიან სერიოზული, მაგრამ ის არ არის. მას სურს ავტორიტეტი, ვისგანაც იმედოვნებს წესრიგის დამყარებას საკუთარ თავში. მაგრამ მოიტანს კი როდისმე ავტორიტეტი შინაგან წესრიგს? სურვილის გარეშე თავსმოხვეული წესრიგი, ყოველთვის წარმოშობს უწესრიგობას. თქვენ შეიძლება დაინახოთ ეს ჭეშმარიტება ინტელექტუალურ დონეზე, მაგრამ შეგიძლიათ სინამდვილეში გამოიყენოთ ის ისე, რომ მეტად აღარ გჭირდებოდეთ არანაირი ავტორიტეტი? არც წიგნის ავტორიტეტი, არც მასწავლებლის, არც ცოლის ან ქმრის, არც მშობლის, არც მეგობრის და არც საზოგადოების? რადგანაც ჩვენ ყოველთვის ვფუნქციონირებდით გარკვეული შაბლონის მქონე ფორმულით, ეს ფორმულა იქცეოდა იდეოლოგიად და ავტორიტეტად. მაგრამ მომენტი, როდესაც შენ მართლა ხედავ რომ კითხვა, „როგორ შეიძლება შევიცვალო“, წარმოშობს ახალ ავტორიტეტს, მაშინ თქვენ გადალახავთ ავტორიტეტებს სამუდამოდ. მოდით კიდევ ერთხელ ნათლად ჩამოვაყალიბოთ: მე ვხედავ, რომ მე უნდა შევიცვალო სრულიად ჩემი არსებობის ფესვებიდან. მე აღარ შემიძლია ვიყო დამოკიდებული აღარანაირ ტრადიციებზე, რადგან ამ ტრადიციებმა მოიტანეს ეს კოლოსალური სიზარმაცე, მიმღებლობა და მორჩილება. მე არ შემიძლია ვუყურო სხვას დახმარების მოლოდინით, არც ერთ მასწავლებელს, არც ერთ ღმერთს, არც ერთ რწმენას, არც ერთ სისტემას და არც ერთ გარეგნულ გავლენას. მაშინ ადგილს რა იკავებს?

პირველ რიგში შეგიძლიათ უარყოთ ყველანაირი ავტორიტეტი? ეს თუ შეგიძლიათ, ნიშნავს რომ თქვენ მეტად აღარ გეშინიათ. მაშინ რა ხდება? თქვენ როდესაც უარყოფთ რაღაც ტყუილს, რასაც თქვენ ატარებდით თაობების მანძილზე, როდესაც მოიშორებთ ყველა სახის ტვირთს, რა მოხდება? თქვენ გაქვთ უფრო მეტი ენერგია, არა? თქვენ გაქვთ მეტი უნარი, მეტი სტიმული, მეტი ძალ-ღონე და სიცოცხლისუნარიანობა. ამას თუ ვერ გრძნობთ, მაშინ თქვენ არ მოგიშორებიათ ტვირთი, არ გადაგიგდიათ ავტორიტეტის მკვდარი უღელი.

ამ ტვირთს როდესაც მოიშრებთ და გექნებათ ეს ენრგია, რომელიც სრულიად თავისუფალია შიშისგან, შეცდომის დაშვების შიშისგან, სწორის და არასწორის გაკეთების შიშისგან, მაშინ არ არის ასეთი ენერგია თავად ცვლილება? ჩვენ ენერგიის უზარმაზარი მარაგი გვჭირდება და ჩვენ მას ვფლანგავთ შიშში. მაგრამ, როდესაც არის ენერგია, რომელიც მოდის ყველანაირი შიშის მოშორებისგან, თვითონ ეს ენერგია წარმოშობს რადიკალურ შინაგან რევოლუციას. თქვენ აღარაფრის გაკეთება აღარ გჭირდებათ ამისთვის.

ასე, რომ თქვენ დარჩებით საკუთარ თავთან და ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც სერიოზულად ფიქრობს ამ ყველაფერზე. თქვენ როცა დახმარებისთვის აღარავის და აღარაფერს მეტად აღარ შეჰყურებთ, მაშინ თქვენ უკვე ხართ თავისუფლები რომ აღმოაჩინოთ და როდესაც არის თავისუფლება, არის ენერგიაც, როდესაც არის თავისუფლება, მაშინ შეუძლებელია რაიმის არასწორად გაკეთება. თავისუფლება არის სრულიად განსხვავებული ამბოხისგან. როდესაც თავისუფალი ხარ, მაშინ სწორის და არასწორის კეთების მცნება აღარ არსებობს. შენ ხარ თავისუფალი და აქედან გამომდინარე შენ მოქმედებ. ამ დროს აღარ არის შიში და როდესაც გონება შიშის გარეშეა, მას შეუძლია უდიდესი სიყვარული და როდესაც არსებობს სიყვარული, მას შეუძლია აკეთოს ის რაც სურს.

მაშასადამე, ჩვენი თავის შესწავლა არის ის, რაც ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არა ჩემს მიხედვით ან ვინმე ანალიტიკოსის ან ფილოსოფოსის მიხედვით. რადგან, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს თავს სხვა ვინმეს მიხედვით, მაშინ ჩვენ ვსწავლობთ მათზე და არა ჩვენზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში.

როდესაც გავაანალიზებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია არ ვიყოთ დამოკიდებულები ავტორიტეტებზე და მათ გარეშეც შევძლებთ ტოტალურ რევოლუციას ჩვენი ფსიქიკის შინაგანი სტრუქტურის დონეზე, შემდეგ დგება მეტისმეტად დიდი სიძნელე, ჩვენი შინაგანი ავტორიტეტების უარყოფის. ჩვენი პატარა გამოცდილებების ავტორიტეტისა და დაგროვილი სხვადასხვა არჩევანის, ცოდნის, იდეის და იდეალის ავტორიტეტის უარყოფის დაბრკოლება. გუშინ თქვენ გქონდათ რაღაც გამოცდილება, რომელმაც გაკვეთილი მოგცათ და ეს გაკვეთილი თქვენთვის ხდება ახალი ავტორიტეტი. და ეს გუშინდელი ავტორიტეტი არის ისეთივე დამანგრეველი, როგორიც ათასწლეულების განმავლობაში არსებული ავტორიტეტი. იმისათვის, რომ ჩვენს თავზე გავიგოთ, ჩვვენ არ გვჭირდება არც გუშნდელი დღის ავტორიტეტი და არც ათასი წლის ავტორიტეტი, რადგან ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები, ყოველწამს ვმოძრაობთ, მივედინებით და არასდროს ვისვენებთ. ჩვენ როდესაც თავს ვუყურებთ საკუთარი გუშინდელი მკვდარი ავტორიტეტის საშუალებით, ჩვენ ვერ შევძლებთ ცოცხალი მოძრაობის შეცნობას, და ამ მოძრაობის მშვენიერების აღქმას.

თავისუფალი რომ იყო ყველა ავტორიტეტისგან, შენი საკუთარი იქნება ეს, თუ სხვისი, ნიშნავს რომ მოკვდეს ყველაფერი რაც იყო გუშინ, ისე რომ შენი გონება იყოს ყოველთვის ნორჩი, ახალგაზრდა, უმანკო, სავსე მხნეობით და ჟინით. ადამიანს სწავლა და დაკვირვება მხოლოდ ამ მდგომარეობაში შეუძლია. ამისთვის დიდი რაოდენობით სიფხიზლე და შეგნებაა საჭირო, ნამდვილი შეგნება იმისა, თუ რა ხდება თქვენს შიგნით, შესწორებისა და განსჯის გარეშე, რადგან იმ წამშივე, როდესაც თქვენ რაიმე შესწორება შეგაქვთ, სხვა ავტორიტეტი, ცენზორი იქმნება.

ასე რომ ახლა ჩვენ ერთად გამოვიკლვევთ ჩვენს თავებს. არა ისე რომ ერთ ადამიანი ხსნიდეს რაიმეს, სანამ თქვენი კითხულობთ. ეთანხმებოდეთ ან არ ეთანხმებოდეთ მას, როდესაც მიყვებით გვერდებზე მის სიტყვებს , არამედ ჩვენ ერთად უნდა ვიმოგზაუროთ და აღმოვაჩინოთ ყველაზე საიდუმლო კუთხეები ჩვენს გონებაში. იმისათვის რომ ასეთ მოგზაურობა შევძლოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მსუბუქად. დატვირთულები მოსაზრებებით, ცრურწმენებით და დასკვნებით, ყველაფერი ძველი შიგთავსით, რაც მოვაგროვეთ ორიათასი წლის და მეტის განმავლობაში, ამ ყველაფრით დატვირთულები ჩვენ ვერ შევძლებთ მოგზაურობას. დაივიწყეთ ყველაფერი რაც იცით თქვენს შესახებ, დაივიწყეთ ყველაფერი რაც ოდესმე გიფიქრიათ საკუთარ თავზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ ისე თითქოს არაფერი გვცოდნია.

წინა ღამეს ძლიერი წვიმა იყო, ახლა კი ცა მოწმენდილია. ახალი ნათელი დღეა. მოდით შევხვდეთ ამ ნათელ დღეს, თითქოს ის იყოს ერთადერთი დღე. მოდით დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა, უკან მოვიტოვოთ ყველანაირი ხსოვნა გუშინდელის და დავიწყოთ ჩვენი თავის შეცნობა პირველად.

პირველი თავის დასასრული
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi
post Jun 18 2012, 06:36 PM
Post #8


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(shotazi @ 18th June 2012 - 05:14 PM) *
ჩვვენ არ გვჭირდება არც გუშნდელი დღის ავტორიტეტი და არც ათასი წლის ავტორიტეტი, რადგან ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები, ყოველწამს ვმოძრაობთ, მივედინებით და არასდროს ვისვენებთ. ჩვენ როდესაც თავს ვუყურებთ საკუთარი გუშინდელი მკვდარი ავტორიტეტის საშუალებით, ჩვენ ვერ შევძლებთ ცოცხალი მოძრაობის შეცნობას, და ამ მოძრაობის მშვენიერების აღქმას.

იგივეს ვხვდებით კარლოსასთანაც:
У воина нет ни чести, ни достоинства, ни семьи, ни имени, ни родины. Есть только жизнь, которую нужно прожить. ოღონდ ამას კარგი გაგება უნდა;
ყველაფერი დანარჩენი ასე გამოიყურება:Воин должен прежде всего знать, что его действия бесполезны, но он должен выполнять их, как если бы он не знал об этом. Это то, что шаманы называют контролируемой глупостью.В таких условиях контролируемая глупость — единственное, что может связывать его с ближними.


--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
shotazi
post Jun 22 2012, 11:29 PM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



givi
QUOTE
В таких условиях контролируемая глупость — единственное, что может связывать его с ближними.

და მებრძოლს ყავს ახლობლები? იმ გაგებით რა გაგებითაც მაგ სიტყვას ზოგადად ვხმარობთ?

რაღაც ვერ ჩავწვდი ახლობლებთან მოჩვენებითი კავშირის ქონის იდეას, შეიძლება კონტექსტშია გასააზრებელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 23 2012, 12:12 AM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



shotazi
good.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest..
post Jun 23 2012, 12:47 AM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 636
Joined: 11-January 11
Member No.: 6,352

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



shotazi

good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi
post Jun 23 2012, 12:47 AM
Post #12


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(shotazi @ 22nd June 2012 - 11:29 PM) *
მოჩვენებითი კავშირი

საქმეც იმაშია, რომ ჩვეულებრივი ადამიანისგან(ობივატელი, ბიურგერი) განსხვავებით სულისთვის მებრძოლს არაფერი ეჩვენება,
მან თუ რაიმე იცის. ეს ზუსტად იცის, პრაგმატულად, და უტყუარად; ამიტომ:Обычный человек слишком озабочен тем, чтобы любить людей, и тем, чтобы его любили. Воин любит, и все. Он любит всех, кто ему нравится, и все, что ему по душе, но он использует свою контролируемую глупость, чтобы не беспокоиться об этом. Что полностью противоположно тому, чем занимается обычный человек. Любить людей или быть любимым ими — это еще далеко не все, что доступно человеку. მებრძოლისთვის მნიშვნელობას მოკლებულია -Сердиться на людей, ето означает считать их поступки чем-то важным. ის თვლის, რომ- Настоятельно необходимо избавляться от подобного ощущения, რადგან Поступки людей не могут быть настолько важными, чтобы отвести на задний план единственную,და
უ მ თ ა ვ რ ე ს ი--- жизненно важную альтернативу: наши неизменные встречи с бесконечностью


--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
shotazi
post Jun 30 2012, 03:26 PM
Post #13


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი 2

თქვენ თუ ჩათვლით, რომ თქვენი თავის შეცნობა აუცილებელია მხოლოდ იმიტომ, რომ მე ან ვინმე სხვამ გითხრათ ასე, მაშინ ვშიშობ ჩვენს შორის არანაირი ურთიერთობა არ გამოვა. მაგრამ, თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ საკუთარი თავის შეცნობა არის არსებითი, მაშინ ჩვენ სულ სხვანაირი დამოკიდებულება გვექნება ერთმანეთთან, მაშინ ჩვენ ერთად შევძლებთ აღმოჩენას, გულმოდგინე და გონივრული გამოკვლევით.

მე არ მოვითხოვ თქვენს რწმენას. მე არ ვაყენებ ჩემს თავს ავტორიტეტის ადგილას. მე თქვენ ვერაფერს გასწავლით, არანაირი ახალი ფილოსოფია, არანაირი ახალი სისტემა, არანაირი ახალი გზა რეალობამდე. არ არსებობს გზა რეალობამდე გარდა გზისა, რომელსაც მივყავართ ჭეშმარიტებამდე. ყველა სახის ავტორიტეტი, განსაკუთრებით ფიქრის და გაგების სფეროში, ყველაზე დამანგრეველი და ავი რამ არის. ლიდერები ანადგურებენ მიმდევრებს და მიმდევრები ანადგურებენ ლიდერებს. თქვენ უნდა იყოთ თქვენი თავის მასწავლებელიც და თქვენი თავის მოსწავლეც. თქვენ უნდა დააყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ ყველაფერი, რაც ადამიანმა მიიღო როგორც ღირებული და საჭირო.

თქვენ თავს ძალიან მარტოსულად გრძნობთ, როდესაც არავის არ მიყვებით. მაშინ იყავით მარტო. რატომ გეშინიათ მარტოყოფნის? იმიტომ, რომ თქვენ გიწევთ თქვენ თავთან პირისპირ დარჩენა და ამ დროს აღმოაჩენთ, რომ თქვენ ხართ ცარიელები, გაბეჩავებულები, სულელები, მახინჯები, დამნაშავეები, აფორიაქებულები - უმნიშნველო, უვარგისი მეორადი ადამიანები. თვალი გაუსწორეთ ფაქტებს. შეხედეთ და არ ცადოთ მისგან გაქცევა. იმ მომენტში, როდესაც თქვენ გაიქცევით დაიწყება შიში.

საკუთარი თავის გამოკვლევა არ ნიშნავს დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციას. ეს არ არის არაჯანსაღი პროცესი. ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი და იგივე ყოველდღიურ პრობლემებშია ჩათრეული, ისევე როგორც ჩვენ.ასე რომ ჩვენი თავის გამოკვლევით ჩვენ უკანასკნელი ნერვოზული ადამიანი არ გავხდებით, რადგან არ არის განსხვავება ინდივიდსა და კოლექტივს შორის. ეს არის რეალური ფაქტი. მე ჩემი თავის მიხედვით შევქმენი სამყარო. მოდით არ დავიკარგოთ მთელისა და ნაწილის ბრძოლაში.

მე ჩემი არსების მთელი სპეკტრი უნდა გავაცნობიერო, რომელიც არის როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოების ცნობიერება. მხოლოდ იმ დროს, როდესაც გონება მიდის ინდივიდისა და სოციალური ცნობიერების მიღმა, შეიძლება გავხდე მე ის სინათლე საკუთარი თავისთვის, რომელიც არასოდეს შეწყვეტს ნათებას.

საიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის გაგება? აი, აქ ვარ მე და როგორ უნდა შევისწავლო საკუთარი თავი, როგორ უნდა დავაკვირდე, როგორ დავინახო რა ხდება სინამდვილეში ჩემს შიგნით? მე მხოლოდ ურთიერთობებში შემიძლია საკუთარ თავზე დაკვირვება, რადგან მთელი ცხოვრება არის ურთიერთობა. კუთხეში ჯდომა და საკუთარ თავზე მედიტირება არ არის გამოსადეგი. მე არ შემიძლია ვარსებობდე ჩემით. მე ვარსებობ მხოლოდ ადამიანებთან, საგნებთან და იდეებთან ურთიერთობისას და როდესაც ვსწავლობ ჩემს ურთიერთობებს გარეგანი საგნებისადმი და ადამიანებისადმი, ისევე როგორც შინაგანისადმი, მაშინ ვიწყებ ჩემი თავის გაგებას. ყველა სხვა სახის გაგება არის აბსტრაქცია და მე არ შემიძლია შევისწავლო ჩემი თავი აბსტაქციაში. მე არ ვარ აბსტრაქტული. აქედან გამომდინარე მე უნდა შევისწავლო ჩემი თავი სინამდვილეში, ისეთი როგორიც ვარ და არა ისეთი როგორიც მინდა რომ ვიყო.

გაგება არ არის ინტელექტუალური პროცესი. საკუთარ თავზე ცოდნის დაგროვება და საკუთარი თავის სწავლა, ორი სხვადასხვა რამ არის, რადგან ის ცოდნა რომელსაც თქვენ აგროვებთ თქვენს შესახებ, არის ყოველთვის წარსულის და გონება, რომელიც დამძიმებულია წარსულით - არის მწუხარე გონება. საკუთარი თავის შესწავლა არ გავს არც ენის სწავლას, არც ტექნოლოგიის სწავლას. ცოდნა ყოველთვის წარსულისაა და რადგან ჩვენი უმეტესობა ცხოვრობს და კმაყოფილდება წარსულით, ცოდნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ამიტომაც არის რომ თაყვანვს ვცემთ სწავლულებს, ჭკვიანებს და მოხერხებულებს. მაგრამ თუ თქვენ ყოველთვის სწავლობთ, სწავლობთ ყოველ წუთს, სწავლბოთ ყურებით და მოსმენით, სწავლობთ დანახვით და კეთებით, მაშინ თქვენ აღმოაჩენთ, რომ სწავლა ეს წარსულის გარეშე მუდმივი მოძრაობაა .

თქვენ თუ იტყვით, რომ თანდათანობით შეისწავლით თქვენს თავს, დაამატებთ ცოდნას ნელ-ნელა, მაშინ თქვენ არ სწავლობთ თქვენს თავს ახლა, ისეთებს როგორებიც ხართ, არამედ შეძენილი ცოდნის საშალებით უცქერთ თქვენს თავს. სწავლა დიდ მგრძნობიარობას მოითხოვს და არ არსებობს მგრძნობიარობა იქ სადაც არის იდეა, რომელიც არის წარსულის და რომელიც დომინირებს აწმყოზე. ამ დროს გონება სწრაფი, მოქნილი და ფხიზელიარ არის . უმეტესი ჩვენგანი მგრძნობიარე ფიზიკურადაც კი არ არის. ჩვენ ვჭამთ ზედმეტს, სწორ კვებაზე ზრუნვით თავს არც კი ვიწუხებთ, ვეწევით და ვსვავთ იმდენს, რომ ჩვენი სხეულები სუქდება და ხდება უგრძნობი. ორგანიზმის ყურადღება მოდუნებული და დაჩლუნგებულია. როგორ შეიძლება გონება იყოს ფხიზელი, მგრძნობიარე და ნათელი, როდესაც ოგანიზმიც კი გაბეჩავებული და დამძიმებულია? ჩვენ შეიძლება მგრძნობიარეები ვართ გარკვეული საკითხების მიმართ, რომელიც პირადად ჩვენ გვეხება, მაგრამ სრულიად მგრძნობიარეები რომ გავხდეთ ცხოვრების ყველა ასპექტის მიმართ, საჭიროა, რომ არ იყოს დაყოფა ფსიქიკასა და ორგანიზმს შორის. ეს არის ერთი მთლიანი მოძრაობა.

რაიმე რომ გაიგოთ, თქვენ უნდა იცხოვროთ მისით, უნდა დააკვირდეთ მას, უნდა იცოდეთ მთელი მისი შიგთავსი, მისი ბუნება, მისი სტრუქტურა, მისი მოძრაობა. გიცდიათ ოდესმე თქვენ თავთან ერთად გეცხოვრათ? თუ გიცდიათ, მაშინ გეცოდინებათ, რომ თქვენ არ ხართ უძრავ მდგომარეობაში, თქვენ მუდამ ცოცხალი და ახალი ხართ. იმისთვის, რომ ცოცხალთან იცხოვროთ, თქვენი გონებაც ცოცხალი უნდა იყოს. ის კი ვერ იქნება ცოცხალი, თუ მას მოვამწყვდევთ მოსაზრებების, განაჩენების და ღირებულებების გალიაში.

იმისათვის, რომ დააკვირდეთ თქვენს საკუთარ გულსა და გონებას, თქვენს მთლიან არსებობას, თქვენ უნდა გქონდეთ თავისუფალი გონება და არა გონება, რომელიც ეთანხმება ან არ ეთანხმება, მხარს უჭერს რომელიმე არგუმენტს, დავობს უბრალო სიტყვებზე. გონება უნდა გაგებისკენ მიისწრაფოდეს, და ეს ძალიან რთული რამ არის, რადგან უმეტეს ჩვენთაგანს უნარი არ შესწევს, რომ დაინახოს, რომ მოისმინოს საკუთარი არსებობა, ისევე როგორც არ შეგვწევს უნარი მდინარის მშვენიერება დავინახოთ, ან ხეებს შორის ნიავის ქროლვას მოვუსმინოთ.

ჩვენ როდესაც რაიმეს ვკიცხავთ ან ვამართლებთ, ამ დროს ვერ ვხედავთ ნათლად და ვერც მაშინ, როდესაც ჩვენი გონება დაუსრულებლად ლაქლაქებს. ამ დროს ჩვენ ვერ ვაკვირდებით რეალობას, ჩვენ მხოლოდ ჩვენს მიერ შექმნილ საკუთარი თავის პროექციებს აღვიქვამთ. ყოველ ჩვენთაგანს აქვს გარკვეული სახე როგორადაც საკუთარ თავებს ვთვლით, ან როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ და ეს სახე, ეს საკუთარი თავის სურათი მთლიანად გვზღუდავს, რომ დავინახოთ, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.

უბრალოდ შეხედოთ რაიმეს ჩვენს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ არის, რადგან ჩვენი გონება არის ძალიან კომპლექსური, ჩვენ დავკარგეთ სიმარტივის თვისება. მე არ ვგულისხმობ უბრალოდ ჩაცმას ან უბრალო საკვებს, საცვლების ამარა სიარულს, ან რაიმე მსგავს მოუმწიფებელ ქმედებებს, რომელთაც წმინდანები ჩადიან, არამედ სიმარტივეს, რომელსაც შეუძლია პირდაპირ შეხედოს საგნებს შიშის გარეშე, რომლითაც შეგვიძლია ჩვენს თავებს შევხედოთ ისე, როგორიც სინამდვილეში ვართ, დამახინჯების გარეშე. ვაღიაროთ ჩვენი ტყუილი მაშინ როდესაც ვიტყუებით. არ დავფაროთ ის და არ გავიქცეთ მისგან.

აგრეთვე იმისათვის, რომ ჩვენი თავის გაგება შევძლოთ, ჩვენ დიდი რაოდენობით თავმდამბლობა გვჭირდება. თუკი იტყვით - „მე ვიცნობ ჩემს თავს“, თქვენ უკვე თქვენი თავის შესწავლა შეწყვიტეთ, ან თუ იტყვით - „არც არის არაფერი სასწავლი ჩემს შესახებ, რადგან მე უბრალოდ მოგონებების, იდეების, გამოცდილებების და ტრადიციების გროვა ვარ“, ამ შემთხვევაშიც შეწყვეტთ თქვენი თავის შესწავლას. რა მომენტშიც თქვენ რაიმეს მიაღწევთ, მაშინვე შეწყვეტთ უბრალოების და თავმდაბლობის თვისებას. თქვენ როდესაც გაქვთ დასკვნა, ან იწყებთ განხილვას ცოდნის მიხედვით, იქ თქვენ ამთავრებთ, რადგან ამ დროს თქვენ ყველაფერ ცოცხალს ძველი თვალსაზრისით განმარტავთ. მაშინ, როდესაც თქვენ თუ არ გაქვთ დასაყრდენი, თუ არ არსებობს რაიმე მიღწევა და დარწმუნებულობა, მაშინ თქვენ გაქვთ თავისუფლება რომ მიაღწიოთ. და თქვენ, როდესაც უყურებთ რაიმეს თავისუფლებით, მაშინ ის ყოველთვის ახალია. თავდაჯერებული ადამიანი არის მკვდარი ადამიანი.

როგორ შეიძლება დავინახოთ და ვისწავლოთ მაშინ, როდესაც ჩვენი გონება დაბადების მომენტიდან სიკვდილამდე მუდმივად კონკრეტული კულტურის ვიწრო შაბლონში ფორმირდება, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ „მე“. საუკუნეების მანძილზე ჩვენ განპირობებულნი ვიყავით ნაციონალობით, კლასებით, კასტებით, ტრადიციებით, რელიგიით, ენით, განათლებით, ლიტერატურით, ხელოვნებით, ადათ-წესებით, ყველა სახის პროპაგანდით, ეკონომიკური წნეხით, საკვებით რომელსაც ვჭამდით, კლიმატური პირობებით, ოჯახით, მეგობრებით, ჩვენი გამოცდილებებით. ყველა ზეგავლენით, რაც შეიძლება მოგაგონდეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველი რეაქცია ყოველი პრობლემისადმი განპირობებული, განსაზღვრული იყო და არის.

აცნობიერებთ, რომ თქვენ განპირობებული ხართ? ეს არის პირველი რაც უნდა თქვენს თავს კითხოთ. არა ის, თუ როგორ განთავისუფლდეთ განპირობებულობისგან. თქვენ შეიძლება ამისგან ვერასდროს განთავისუფლდეთ და თუ თქვენ იტყვით - „მე უნდა განვთავისუფლდე ამისგან“, თქვენ შეიძლება სხვა განპირობებულობის მახეში გაებათ. ანუ აცნობიერებთ თუ არა თქვენს განპირობებულობას, განსაზღვრულბას? ხვდებით თუ არა, რომ მაშინაც კი, როდესაც თქვენ უყურებთ ხეს და ამბობთ, - „ეს არის მუხის ხე“, ან - „ეს არის ბანანის ხე“. ამ ხის სახელი, რომელიც არის ბოტანიკური ცოდნა, ისე განაპირობებს თქვენს გონებას, რომ სიტყვა თქვენსა და ხის ნამდვილად ხედვას შორის დგება. იმისათვის რომ ხესთან კონტაქტი შეძლოთ, თქვენ უნდა შეეხოთ მას ხელით და სიტყვა თქვენ ამაში ვერ დაგეხმარებათ.

საიდან იცით რომ თქვენ განპირობებული ხართ? რა გეუბნებათ ამას? რა გეუბნებათ რომ მშიერი ხართ? არა როგორც თეორია, არამედ რა მიგვანიშნებს ნამდვილი შიმშილის ფაქტზე? აი ამდაგვარად, როგორ უნდა აღმოაჩინოთ ნამდვილი ფაქტი იმის შესახებ, რომ თქვენ განპირობებული ხართ? ხომ არ უნდა მოხდეს ეს რაიმე გამოწვევაზე, ან პრობლემაზე, თქვენს რეაქციაზე დაკვირვებით? თქვენ ყოველ გამოწვევას თქვენი განპირობებულობის მიხედვით პასუხობთ, რომელიც რა თქმა უნდა არაადეკვატურია და აქედან გამომდინარე თქვენი რეაქციაც ყოველთვის იქნება არაადეკვატური.

თქვენს განპირობებულობას როდესაც აანალიზებთ რასის, რელიგიის და კულტურის მიხედვით, არ გიჩნდებათ ისეთი გრძნობა თითქოს თქვენ პატიმარი ხართ? ავიღოთ მაგალითად მხოლოდ ერთი ფორმის განპირობება - ნაციონალიზმი. სერიოზულად, სრულად გავაანალიზოთ ეს ფენომენი და დაფიქრდით თქვენ გსიამოვნებთ ის, თუ ამბოხის გრძნობა გაქვთ მისდამი და თუ თქვენ ჯანყდებით მის წინააღმდეგ, ნუთუ არ გსურთ ყველა სხვა განპირობება დაამსხვრიოთ. თქვენ თუ კმაყოფილი ხართ თქვენი განპირობებით, რა თქმა უნდა მის წინააღმდეგ თქვენ არაფერს მოიმოქმედებთ. მაგრამ, თუ თქვენ არ ხართ მისით კმაყოფილი და მის არსებობას გააცნობიერებთ, მაშინ თქვენ ასევე გააცნობიერებთ, რომ მის გარეშე არასდროს არაფერი გაგიკეთებიათ! აქედან გამომდინარე თქვენ ყოველთვის ცხოვრობდით წარსულში with the dead.

თქვენ თქვენი განპირობებულობის დანახვას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როდესაც კონფლიქტი წარმოიქმნება შეუწყვეტელ სიამოვნებას, ან ტკივილისგან თავის არიდებაში. თქვენს გარშემო როდესაც ყველაფერი კარგად არის, თქვენს ცოლს უყვარხართ, თქვენც გიყვართ, გაქვთ მშვენიერი სახლი, ბავშვები და საკმარისი ფული, მაშინ თქვენ საერთოდაც ვერ აცნობიერებთ თქვენს განპირობებულობას. მაგრამ როდესაც არეულობაა, როდესაც თქვენი ცოლი ვინმე სხვას უყურებს, ან დაკარგეთ თქვენი ქონება, გემუქრებათ ომი ან რაიმე სხვა ტკივილი და არეულობა, მაშინ თქვენ ხვდებით რომ განპირობებული ხართ. როდესაც თქვენ იბრძვით რაიმე არეულობის წინააღმდეგ ან თავს იცავთ შინაგანი ან გარეგანი საფრთხისგან, მაშინ იცით რომ განპირობებული ხართ. და რადგანაც უმეტესი ჩვენგანი უმეტესწილად შეწუხებულია ზედაპირულად ან ღრმად, ზუსტად ეს შეწუხება მიგვანიშნებს რომ ჩვენ განპირობებულები ვართ. სადამდეც ცხოველს ეფერებიან იქამდე იქცევა ის თავაზიანად, მაგრამ რა წამსაც უარყოფენ მას, მაშინვე გამოავლენს თავისი ბუნების მთელ სისასტიკეს.

ჩვენ ვწუხვართ და ვღელავთ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკურ სიტუაციაზე, სისასტიკეზე და მწუხარებაზე რაც არის მსოფლიოში და ასევე ჩვენში, და ამ ყველაფრის შემხედვარე ჩვენ ვაანალიზებთ რა საშინლად და მჭიდროდ ვართ შეზღუდულები და განპირობებულები. და რა შეგვიძლია გავაკეთოთ? შევეგუოთ ამ არეულობას და ვიცხოვროთ ისე, როგორც უმეტესი ჩვენთაგანი აკეთებს? შევეგუოთ ასე ცხოვრებას, როგორც ზოგიერთი ეჩვევა წელის ტკივილით ცხოვრებას? დავყაროთ ფარ-ხმალი?

ყოველ ჩვენგანში ამ ყველაფრისადმი შეგუების ტენდენცია არის - მიჩვევისადმი და გარემოებებზე გადაბრალებისადმი. ვამბობთ, - “ოჰ, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა, მეც ნორმალური ვიქნებოდი“, - „მომეცით შესაძლებლობა და ჩემს თავს მე შევავსებ“, ან „მე გამსრისა ცხოვრების უსამართლობამ“ და ასე ყოველთვის ვიპოვით ვინმეს, რომ გადავაბრალოთ ჩვენი წარუმატებლობა, ეს გარემო, ეკონომიკური სიტუაცია თუ რაიმე სხვა უბედურება იქნება.

ამ არეულობასთან შეგუება ნიშნავს, რომ თქვენი გონება დაჩლუნგდა. ისევე, როგორც შეიძლება ისე მიეჩვიოთ მშვენიერებას თქვენს გარშემო, რომ მას ვეღარც ამჩნევდეთ. ამ დროს
ადამიანი ხდება გულგრილი, გულქვა და ინდიფერენტული, გონებაც უფრო მეტად და მეტად ჩლუნგდება. ჩვენ თუ არ ვეგუებით ამ მდგომარეობას, მაშინ ჩვენ ვცდილობთ გავექცეთ მას ნარკოტიკის საშალებით, რაიმე პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებით, ყვირილით, წერით, სალოცავებში და ეკლესიებში სიარულით, ან სულაც ფეხბურთის მატჩზე სიარულით, ან რაიმე სხვა ფორმის გასართობის მოძებნით.

რატომ ხდება ასე, რომ ჩვენ გავურბივართ ნამდვილ ფაქტებს? მაგალითად ავიღოთ სიკვდილი, ჩვენ ყველას გვეშინია ამის და ვიგონებთ ათასი სახის თეორიას, იმედებს, რწმენებს იმისათვის, რომ შევნიღბოთ სიკვდილის ფაქტი, მაგრამ ფაქტი კვლავ რჩება. ფაქტი რომ გავიგოთ, ჩვენ არ უნდა გავიქცეთ მისგან, არამედ უნდა მას შევხედოთ. ძალიან ბევრი ადამიანი სიცოცხლით ისევეა შეშინებული, როგორც სიკვდილით. ჩვენ გვეშინია ჩვენი ოჯახის გამო, ჩვენ გვეშინია საზოგადოებრივი აზრის, სამსახურის დაკარგვის, ჩვენი უსაფრთხოების და კიდევ ათასი რამის გამო გვეშინია. რეალობა არის ის, რომ ჩვენ გვეშინია, არა ის, რომ ჩვენ გვეშინია იმის ან ამის, არამედ - უბრალოდ გვეშინია. მაშინ რატომ არ შეგვიძლია პირისპირ დავდგეთ ამ ფაქტის წინაშე?

თქვენ შეგიძლიათ ფაქტებს პირდაპირ, მხოლოდ აწმყოში შეხედოთ და თუ თქვენ ამას აწმყოში არასდროს გააკეთებთ, რადგან ყოველთვის გაურბიხართ მას, მაშინ თქვენ მას ვერასდროს შეხედავთ. რადგანაც ჩვენ გვაქვს გასაქცევებისა მთელი ქსელი, ჩვენ გაქცევის ჩვევის მახეში გავებით.

სერიოზულად თუ შეხედავთ საკითხს, თქვენ არა მარტო გააცნობიერებთ თქვენს განპირობებულობას, თქვენ ასევე გააცნობიერებთ იმ საფრთხეს, რაც მას შედეგად მოაქვს, ამ განპირობებულობას რა სისასტიკისა და შუღლისკენ მივყავართ. მაშინ, რატომ არ იმოქმედებთ, როდესაც ხედავთ ამ საფრთხეს? სიზარმაცის გამო? სიზარმაცის, რომელიც არის ენერგიის ნაკლებობა? კი მაგრამ, სად არის ენერგიის ნაკლებობა, როდესაც თქვენ დაუყოვნებელი ფიზიკური საფრთხე გემუქრებათ? დავუშვათ გველი თქვენს ბილიკზე, ან უფსკრული, ან ცეცხლი. მაშინ რატომ არ მოქმედებთ, როდესაც თქვენ ხედავთ იმ საფრთხეს, რაც თქვენს განპირობებულობას მოაქვს? ნაციონალიზმის საფრთხეს თუ დაინახავთ თქვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვის, არ იმოქმედებთ?

პასუხი ის არის, რომ თქვენ ვერ ხედავთ. შეიძლება ინტელექტუალური ანალიზის საშუალებით თქვენ დაინახოთ რომ ნაციონალიზმს საკუთარი თავის განადგურებამდე მიყავხართ, მაგრამ აქ არ არის ემოციური მხარე. მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდებით, როდესაც პრობლემას ემოციურ დონეზე შეიგრძნობთ.

თქვენი განპირობებულობის საფრთხე, თუ მხოლოდ ინტელექტუალური ცნების დონეზე აღიქვით, მაშინ თქვენ არასდროს არაფერს მოიმოქმედებთ. როდესაც საფრთხეს ხედავთ, როგორც უბრალო იდეას, მაშინ იდეასა და მოქმედებას შორის კონფლიქტი წარმოიქმნება და ამ კონფლიქტს მიაქვს თქვენი ენერგია. მხოლოდ მაშინ იმოქმედებთ, როდესაც თქვენი განპირობებულობის საფრთხეს ისევე დაუყონებლივ აღიქვამთ, როგორც უფსკრულს თქვენს ცხვირ წინ. ასე რომ ხედვა არის მოქმედება.

უმეტესი ჩვენგანი ცხოვრებას უყურადღებოდ ატარებს, რეაგირებს დაუფიქრებლად, იმისდა მიხედვით თუ, რა გარემოში ვართ აღზრდილნი და ასეთი რეაქციები ქმნის მხოლოდ უფრო მეტ მონობას, უფრო მეტ განპირობებას, შეზღუდულობას. მაგრამ, რა წამსაც თქვენ დაუთმობთ მთელ თქვენს ყურადღებას თქვენს განპირობებულობას, დაინახავთ რომ თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ თქვენი წარსულისგან, რომ ის თავს ბუნებრივად განებებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 29 2015, 01:31 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ბედნიერება - რომელიც არ იცნობს სიმარტოვეს,
მხოლოდ უსაზღვრო რწმენას და განთავისუფლებას.
სიყვარული - რომელიც არაა პიროვნებებზე მიჯაჭვული,
არა შებოჭილი ტრადიცებით,
არაა შებოჭილი ცრურწმენით.
ბედნიერება -რომელიც არაა დამოკიდებული
სხვის სიტყვებზე
არც მღვდელზე,
არც სექტაზე,
იგი არ საჭიროებს სახელს,
არ განისაზღვრება კანონებით..."

უარყავი ტრადიციები, წესები, რელიგიები და ავტორიტეტები. მხოლოდ შინაგანი აქტით შეიძლება ჭეშმარიტების მიგნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 29 2015, 01:31 PM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როდესაც სიკვდილი მოდის გეუბნება, ~ხედავ, შენ არაფრის წაღება არ შეგიძლია თან, არაფრის, რასაც ასე აგროვებდი ცხოვრებაში, იქ არ არის სივრცე მაგისთვის, ხარ ტოტალურად მარტო~. აი რა ხდება როცა სიკვდილი მოდის. შენ ვერ დაგეხმარება ვერავინ...რას ნიშნავს თვითონ სიკვდილი - რაც არის განთავისუფლება იმ ყველაფრისგან რაც ადამიანს აქვს შექმნილი...იყო ტოტალურად თავისუფალი ყველაფრისგან რაც გაქვს და რაც მოგიგროვებია, არა მიბმა, არა ღმერთი, არა მომავალი და არა წარსული. თქვენ არ გესმით ეს რას ნიშნავს, ვერ ხადავთ მთელს ამ მშვენიერებას, ამ სიდიადეს, ამ საოცარ სიძლიერეს. იყო მკვდარი სიცოცხლეშივე - იცით ეს რას ნიშნავს? სიცოცხლის განმავლობაში ყოველ დღე უნდა კვდებოდე, ანუ არ მიეჯაჭვოთ... ამგვარად სიცოცხლე არის სიკვდილი. გაიგეთ? სიცოცხლე ნიშნავს იმ ყველაფრის უარყოფას ყოველდღიურად, რაზეც მიჯაჭვული ხარ, რასაც ეთაყვანები, რაზეც ფიქრობ და არ ფიქრობ, შენი ღმერთის, შენი ქვეყნის, ყველაფრის. შეგიძლიათ ამის გაკეთება? თითქოს მარტივი ფაქტია, მაგრამ უზარმაზარი შინაარსი აქვს...დრო, ფიქრი, შიში, მიბმა, და ყველაფერი სხვა რაც ადამიანს აქვს, ტოტალურად უარყოფილია, აი რას ნიშნავს სიკვდილი..." . . ....."რამდენადაც გვეშინია სიცოცხლის, იმდენად შეგვეშინდება სიკვდილის. ადამიანს, რომელსაც არ ეშინია სიცოცხლის, არ ეშინია იყოს სრულიად დაუცველი, რადგან ესმის, რომ შინაგანად, ფსიქოლოგიურად არ არსებობს არავითარი უსაფრთხოება. სადაც არ არის უსაფრთხოება, იქ არის უსასრულო მოძრაობა და სიკვდილი და სიცოცხლე ხდება ერთი. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კონფლიქტის გარეშე, სიყვარულითა და მშვენიერების განცდით, არ ეშინია სიკვდილის, რადგანაც სიცოცხლე ეს სიკვდილია."
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 29 2015, 01:33 PM
Post #16


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.youtube.com/watch?v=tsjCBpt49Ac...p;feature=share

***
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Nov 18 2016, 07:13 PM
Post #17


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრიშნამურტის წიგნიდან: „ცხოვრების პრობლემები“
მედიტაცია
სწორი მედიტაცია აუცივლებელია გონების გასაწმენდად, რადგან მისი დაცარიელების გარეშე შეუძლებელია განახლება.
ჩვეულებრივი უწყვეტობა _ ეს არის სტაგნაცია (შეფერხება). გონება იშლება (ბლაგვდება) მუდმივად ერთი და იგივეს გამეორებით. ცრუ გზაზე გამოყენებისას, გრძნობებისაგან რომელიც მას ხდის ბრიყვს და დაღლილს. გონების კონტროლი სრულებით არ არის აუცივლებელი, რაც აუცივლებელია ეს არის გამოვავლინოთ გონების ინტერესები.
გონება _ ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ძნა (შეკვრა). ხოლო მას რასაც ჩვენ ვუწოდებთ კონცენტრაციას, გონების დისციპლინას, ეს არის უბრალოდ ერთი ინტერესის გაძლიერება სხვების ხარჯზე.
დისციპლინა _ ეს არის წინააღმდეგობების კულტივირება (გაშენება), ხოლო სადაც არის წინააღმდეგობა, არ არის გაგება. კარგად დისციპლინირებული გონება _ ეს არის არათავისუფალი გონება, მხოლოდ თავისუფლებაში შეიძლება გაკეთდეს აღმოჩენა. აუცივლებელია ბუნებრივად, თავისუფლად გამოვავლინოთ ინდივიდის მოძრაობა, როგორ საფეხურზეც არ უნდა იყოს ის. თუმცა ასეთი ტიპის აღმოჩენები შესაძლოა იყოს საკმაოდ არასასიამოვნო, „მეს“ გამოვლინებები უნდა იყოს აღმოჩენები და გაგებები; დისციპლინა კი ახშობს სპონტანურობას, რომელიც საჭიროა ამ აღმოჩენებისათვის. დისციპლინა აზუსტებს გონებას, აფიქსირებს მას განსაზღვრულ ფორმაზე, გონება შეეწყობა მას რაზეც ის იყო გაწვრთნილი. მაგრამ რასაც ის შეეწყობა _ არარეალურია.
დისციპლინა _ ეს უბრალოდ დამამძიმებელი ფაქტორია, ამიტომ ის ვერასოდეს იქნება თვითგახსნის საშუალება. თვითდისციპლინის წყალობით გონებას შეუძლია მიემაგროს თავის მიზანს; მაგრამ ეს მიზანი არის „მეს“ პროექცია, ამიტომ ის არარეალურია. გონება ქმნის რეალობას თავის საკუთარ სახეში, დისციპლინა კი ამ სახეს აძლევს სიცოცხლისუნარიანობას. მხოლოდ გახსნაში შიძლება იყოს სიხარული _ გახსნა „მეს“ გზაზე მომენტიდან მომენტამდე. „მე“ როგორ საფეხურზეც არ უნდა მოვათავსოთ, ყოველთვის დარჩება გონების ქმნილებად. ყველაფერი რაზეც ის ფიქრობს მომდინარეობს გონებიდან. გონებას არ შეუძლია იფიქროს მასზე რაც მასში არ იმყოფება, მას არ შეუძლია იფიქროს უცნობზე. ნებისმიერ დონეზე „მე“ _ ეს არის ცნობილი. შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა დონის „მე“, რომლებსაც გონება ვერ ცნობს, რომლებიც იმყოფებიან ზედაპირზე, მაგრამ ყველა მათგანი ერთნაირად იმყოფებიან ცნობილის სფეროში. მოძრაობა „მე“ იხსნება ურთიერთობის პროცესში, და როდესაც ეს ურთიერთობა არ იმყოფება განსაზღვრულ შაბლონში, იქმნება თვითგახსნის საშუალება. ურთიერთობის შექმნა არის „მეს“ გამოვლინება, ხოლო იმისათვის, რომ გაგებულ იქნას ეს გამოვლინება, საჭიროა გაცნობიერებულობა, განუსაზღვრელი არჩევნით, რადგან არჩევანი წარმოადგენს ერთი ინტერესის მეორეზე უპირატესობას, ასეთი გაცნობიერებულობა არის „მეს“ გამოვლინების განცდა. ასეთ განცდაში არ არის არც განმცდელი არც განცდილი. ასეთი გზით სიარულის დროს გონება თავისუფლდება თავისი დაგროვებებისაგან; აღარ არსებობს „მე“ შემგროვებელი. შეძენა, მოგონებების შეგროვება ქმნის „მეს“. ჩემი „მე“ არ არის დაგროვებისაგან ცალკე მდგომი არსება. „მე“ გამოყოფს თავის თვისებებს როგორც დამკვირვებლი, რომელიც თვალყურს ადევნებს, აკონტროლებს თვითგადარჩენის მიზნით, რომ შეიქმნას მისთვის უწყვეტობა, ხანგრძლივობა არამუდმივობაში. პროცესის განცდა მის ერთიანიბაში გონებას ანთავისუფლებს გაორებისაგან. ამ შემთხვევაში ჩვენ განვიცდით და გვესმის გონების მთელი პროცესი. როგორც გახსნილს ისე დაფარულს, და არა ნაწყვეტებს, არა ცალკეული გამოვლინებებით, არამედ მთლიანობაში. მაშინ სიზმრებიც და ყოველდღიური მოქმედებებიც ყოველთვის იქნება გონების განმანთავისუფლებელი პროცესები. გონება უნდა იყოს სრულიად თავისუფალი იმისათვის, რომ აღიქვას; მაგრამ სურვილი გახდე თავისუფალი შეძენის მიზნით _ ეს არის ღრმა შინაგანი ჩარევა; ამის გაგება ასევე საჭიროა სრულად და არა ერთ რომელიმე დონეზე. გამოცდილების სურვილი სრულიად უნდა შეწყდეს: ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც განმცდელი არ იღებს საკვებს თავისი განცდებიდან ან მოგონებებიდან მათ შესახებ.
გონების გაწმენდა უნდა მოხდეს არა მხოლოდ მისი ზედა ფენებიდან, ასევე მისი დაფარული სიღრმეებიდანაც; და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეწყდა განსაზღვრის პროცესი ან გაგების შექმნა. ახალი განსაზღვებების და გაგებების შექმნა მხოლოდ აძლიერებს განმცდელს და ქმნის მისი ყოფის ხანგრძლივობას, აძლიერებს მისი მუდმივობის სურვილს, მისი გონების სპეციფიური განსაკუთრებულობანი. შეურყევლად უნდა იქნას გაგებული შეცნობის პროცესი, და აქედან გამომდინარე მისი გაგება. ჩვენ სახელს ვარქმევთ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობისათვის, არამედ იმისთვისაც რომ მივცეთ ხანგრძლივობა და ყოფა რომელიმე გამოცდილებას, იმისათვის რომ გავაცოცხლოთ და აღვადგინოთ მასთან დაკავშირებული შეგრძნებები. სახელის დარქმევის მსგავსი პროცესი შეწყვეტილ უნდა იქნას არა მხოლოდ გონების ზედა ფენებში, არამედ მის მთელ სტრუქტურაში. ეს რთული დავალებაა, მისი გაგება და შესრულება მარტივი არაა, რადგან მთელი ჩვენი ცნობიერება _ ეს არის დასახელებები და განსაზღვრებები, შემდეგ კი მისი დაგროვება და აღდგენა. სწორედ ეს პროცესი კვებავს და ალევს ძალას ილუზორულ ხასიათს, განმცდელს როგორც ცალკე არსებას, მიუხედავად გამოცდილებისა. ფიქრების გარეშე არ არსებობს ის ვინც ფიქრობს. და ფიქრობი რომლებიც ყოველთვის არამუდმივია, ქმნის იმ არსების ილუზიას ვინც ფიქრობს, ვინც ფიქრობს საკუთარ საკუთარ თავს აიზოლირებს, ამით კი ქმნის მუდმივობის შესახედაობას.
თავისუფლება არსებობს მაშინ, როდესაც მთელი ყოფიერება _ გარეგნული, ხილული და უხილავი _ გასუფთავებულია წარსულისაგან.
ნებისყოფა _ ესაა სურვილი, და თუ არსებობს ნებისყოფის რაღაც მოქმედება, როგორიც არ უნდა იყოს ძალისხმევა, რომ თავი გაისუფთავოს, თავისუფლება ვერ მოვა: გასუფთავება უნდა იყოს მთლიანი, მოიცვას მთელი არსება. როდესაც ცნობიერების ყველა სფერო წყნარდება, ხდება მდუმარე _მხოლოდ მაშინ არსებობს ის განუზომელი ნეტარება, რომელიც არ იმყოფება დროში, და რომელშიც იმყოფება შემოქმედების აღორძინება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Mar 24 2018, 09:01 PM
Post #18


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ადამიანს სადღაც 5 წელია ვუსმენ და მაინც ვერ გავიგე ბოლომდე, მაგრამ ფაქტია რომ ტყუილში ვერ დავიჭირე, მემგონი უმეტესი ლექცია წაკითხული მაქვს და ზოგი წიგნიც.
რატომ არ ყავს ამ ადმაიანს ბევრი სმენელი? რას ფიქრობთ ამ კაცზე?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 25 2018, 02:24 PM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრიშნამურტი კარგია მაგრამ ადამიანის არსი მისტიკა სიღრმისეული გაგება ინდ მიდგომა ოშო არის, ეფექტი მაგნეტიზმი, დაეგრევე შებმული ხარ
კი არის კრიშნამურტი საკმაოდ ცნობილი, მაგრამ ადამიანის გაგება ოშოს უფრო აქვს უფრო მრავალმხრივია, კარგად იცის ადამიანის მინუსები და სისტემა ტექნიკურად, პლიუს უამრავი ლიტერატურა რაც მას გაანალიზებული აქვს და მოყავს უამრავი მაგალითი სიღრმისეული ანალიზი,

აი მაგალითად ნებისმიერი რომ იძახის უბრალოდ დაჯექით და იმედიტირეთ არ იფიქროთ არ იფორიაქოთ და ა.შ მათ შორის კრიშნამურტი, ოშო ამბობს ეგრე არ გამოვა თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ ამას, ადამიანის ბუნება ვერ შეძლებს დაჯდეს და იმედიტიროს ისე როგორც კრიშნამურტი, ცხოვრების წესიდან და უამრავი სირვილიდან გამომდინარე რაც წლებია აგროვა, მათ ვერ შეაკავებ, და ასე ორ სიტყვაში ვერ ავხსენი მაგრამ,
გრძნობით პლანზე ის ინფორმაცია მიგიზიდავს რაც უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post May 2 2022, 02:02 PM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






Question:

A well-known author has written a great deal about the use of certain drugs which enable man to arrive at some visionary experience of union with the divine ground. Are those experiences helpful in finding that state of which you speak?

KRISHNAMURTI:

You can learn tricks or take drugs or get drunk, and you will have intense experiences of one kind or another, depressing or exciting. Obviously, the physiological condition does affect the psychological state of the mind, but drugs and practices of various kinds do not in any way bring about that state of which we are talking. All such things lead only to a variety, intensity, and diversity of experience—which we all want and hunger after because we are fed up with this world. We have had two world wars, with appalling misery and everlasting strife on every side, and our own minds are so petty, personal, limited. We want to escape from all this, either through psychology, philosophy, so-called religion, or through some exercise or drug—they are all on the same level.

The mind is seeking a sensation; you want to experience what you call reality or God, something immense, great, vital. You want to have visions, and if you take some kind of drug or are sufficiently conditioned in a certain religion, you will have visions. The man who is everlastingly thinking about Christ or Buddha or whatnot will sooner or later have experiences, and visions. But that is not truth; it has nothing whatever to do with reality. Those are all self-projections; they are the result of your demand for experience. Your own conditioning is projecting what you want to see.

To find out what is real, the mind must cease to demand any experience. So long as you are craving experience, you will have it, but it will not be real—real in the sense of the timeless, the immeasurable; it will not have the perfume of reality. It will all be an illusion, the product of a mind that is frustrated, that is seeking a thrill, an emotion, a feeling of vitality. That is why you follow leaders. They are always promising something new, a utopia, always sacrificing the present for the future, and you foolishly follow them because it is exciting. You have had that experience in this country, and you ought to know better than anyone else the miseries, the brutality of it all. Most of us demand the same kind of experience, the same kind of sensation, only at another level. That is why we take various drugs, or perform ceremonies, or practice some exercise that acts as a stimulant. These things all have significance in the sense that their use indicates that one is still craving experience; therefore, the mind is everlastingly agitated. And the mind that is agitated, that is craving experience, can never find out what is true. Truth is always new, totally unknown, and unknowable. The mind must come to it without any demand, without any knowledge, without any wish; it must be empty, completely naked. Then only truth may happen. But you cannot invite it.
J KRISHNAMURTI
Discover The Immeasurable



--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:08 AM