IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> "დევი-მაჰათმიას" შესახებ, შაკტისტური ტექსტის მოკლე
ტანტრა...
post Apr 26 2018, 09:11 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 26-April 18
From: თბილისი
Member No.: 7,741

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთ-ერთი ინდური ლეგენდა შაკტისტური წიგნიდან "დევი მაჰათმია" მოგვითხრობს რომ შორეულ წარსულში, დემონებმა მადჰუმ და კაიტაბჰამ გადაწყვიტეს უფალი ბრაჰმას მოკვლა, მაგრამ გამოჩნდა ქალღმერთი მაჰაკალი-მაჰამაია, რომელმაც დახოცა ისინი და იხსნა ბრაჰმა. შემდეგ დემონმა მაჰიშასურამ მიიღო დიდი ძალა და ეგონა რომ ვერცერთი არსება მას ვერ დაამარცხებდა, მაგრამ მას დაავიწყდა ქალი, რის შედეგადაც გამოჩნდა ქალღმერთი მაჰალაკშმი, რომელმაც მოკლა მაჰიშა, შემუსრა მისი არმია და იხსნა ღმერთები და სამი სამყარო. არის კიდევ ერთი ლეგენდა; დემონებმა შუმბჰამ და ნიშუმბჰამ დაიპყრეს სამი სამყარო და ხსნა არ ჩანდა, მაგრამ გამოჩნდა ქალღმერთი მაჰასარასვატი, რომელმაც შემუსრა დემონები და იხსნა სამყაროები. მაჰასარასვატის შუბლიდან იშვნენ კალიკა და ჩანდიკა, შემდეგ იშვნენ სხვა მრისხანე ქალღმერთებიც: ბრაჰმანი, მაჰეშვარი, ვაიშნავი, აინდრი, ვარაჰი, ნარასიმჰი და შივადუტი და ამ "მატრიკებმა" ანუ დიადმა დედებმა შემუსრეს შუმბჰას და ნიშუმბჰას დემონური ურდოები და დაუბრუნეს ნახევარღმერთებს თავიანთი სამეფო, გაანთავისუფლეს დედამიწა და ასურები ქვესკნელში ჩაყარეს. უფრო მარტივი ვერსიით კი პარვატი იქცა კალიკად და შემუსრა ასურები. შუმბჰა და ნიშუმბჰა ფიქრობდნენ რომ ქალი მათ ვერაფერს დაუშავებს, მაგრამ მწარედ შეცდნენ, ღმერთების და ნახევარღმერთების სხეულებიდან გამოვიდნენ მატრიკები და დემონებს ღვთაებრივი რისხვა თავს დაატეხეს. ეს ლეგენდები გვეუბნებიან იმას რომ გასაჭირის ჟამს დედაღმერთი იღებს მრისხანე ბნელ ფორმას და ანადგურებს უმეცრებს და ბოროტმოქმედებს. მხოლოდ მრისხანე ქალღმერთებს აქვთ ბოროტი სულების დამარცხების უნარი. ასევე უნდა ითქვას, რომ შივა-რუდრა და კალიკა არიან ღვთაებები, რომლებიც ფლობენ ორმაგ ბუნებას და აერთიანებენ ღვთაებრივ და დემონურ საწყისებს. ამიტომაცაა რომ რუდრას და კალის ამალა ძირითადად დემონებისგან შედგება. პრობლემა ისაა რომ უმეცრებს ისინი ეზიზღებათ და მიიჩნევენ მახინჯ და ბოროტ ძალებად. ცხადია ეს უვიცობის რეზულტატია და სხვა არაფერი. ასევე უნდა ვთქვათ რომ კალი ესაა ღვთაება, რომელიც მართავს სიკვდილს და დროს. კალი ესაა თავად სიკვდილი და დრო, უბრალოდ ეს მისი ბუნება უმეცრებს საერთოდ არ ესმით და ლანძღავენ დედაღმერთს.ერთ-ერთი ინდური ლეგენდა შაკტისტური წიგნიდან "დევი მაჰათმია" მოგვითხრობს რომ შორეულ წარსულში, დემონებმა მადჰუმ და კაიტაბჰამ გადაწყვიტეს უფალი ბრაჰმას მოკვლა, მაგრამ გამოჩნდა ქალღმერთი მაჰაკალი-მაჰამაია, რომელმაც დახოცა ისინი და იხსნა ბრაჰმა. შემდეგ დემონმა მაჰიშასურამ მიიღო დიდი ძალა და ეგონა რომ ვერცერთი არსება მას ვერ დაამარცხებდა, მაგრამ მას დაავიწყდა ქალი, რის შედეგადაც გამოჩნდა ქალღმერთი მაჰალაკშმი, რომელმაც მოკლა მაჰიშა, შემუსრა მისი არმია და იხსნა ღმერთები და სამი სამყარო. არის კიდევ ერთი ლეგენდა; დემონებმა შუმბჰამ და ნიშუმბჰამ დაიპყრეს სამი სამყარო და ხსნა არ ჩანდა, მაგრამ გამოჩნდა ქალღმერთი მაჰასარასვატი, რომელმაც შემუსრა დემონები და იხსნა სამყაროები. მაჰასარასვატის შუბლიდან იშვნენ კალიკა და ჩანდიკა, შემდეგ იშვნენ სხვა მრისხანე ქალღმერთებიც: ბრაჰმანი, მაჰეშვარი, ვაიშნავი, აინდრი, ვარაჰი, ნარასიმჰი და შივადუტი და ამ "მატრიკებმა" ანუ დიადმა დედებმა შემუსრეს შუმბჰას და ნიშუმბჰას დემონური ურდოები და დაუბრუნეს ნახევარღმერთებს თავიანთი სამეფო, გაანთავისუფლეს დედამიწა და ასურები ქვესკნელში ჩაყარეს. უფრო მარტივი ვერსიით კი პარვატი იქცა კალიკად და შემუსრა ასურები. შუმბჰა და ნიშუმბჰა ფიქრობდნენ რომ ქალი მათ ვერაფერს დაუშავებს, მაგრამ მწარედ შეცდნენ, ღმერთების და ნახევარღმერთების სხეულებიდან გამოვიდნენ მატრიკები და დემონებს ღვთაებრივი რისხვა თავს დაატეხეს. ეს ლეგენდები გვეუბნებიან იმას რომ გასაჭირის ჟამს დედაღმერთი იღებს მრისხანე ბნელ ფორმას და ანადგურებს უმეცრებს და ბოროტმოქმედებს. მხოლოდ მრისხანე ქალღმერთებს აქვთ ბოროტი სულების დამარცხების უნარი. ასევე უნდა ითქვას, რომ შივა-რუდრა და კალიკა არიან ღვთაებები, რომლებიც ფლობენ ორმაგ ბუნებას და აერთიანებენ ღვთაებრივ და დემონურ საწყისებს. ამიტომაცაა რომ რუდრას და კალის ამალა ძირითადად დემონებისგან შედგება. პრობლემა ისაა რომ უმეცრებს ისინი ეზიზღებათ და მიიჩნევენ მახინჯ და ბოროტ ძალებად. ცხადია ეს უვიცობის რეზულტატია და სხვა არაფერი. ასევე უნდა ვთქვათ რომ კალი ესაა ღვთაება, რომელიც მართავს სიკვდილს და დროს. კალი ესაა თავად სიკვდილი და დრო, უბრალოდ ეს მისი ბუნება უმეცრებს საერთოდ არ ესმით და ლანძღავენ დედაღმერთს.

Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:35 PM