IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> წმინდა მამათა გამონათქვამები, იქნებ გამოგვადგეს ყოველდ
GIORGI LELUAS...
post Oct 16 2011, 01:55 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;

მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;

მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;

მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;

მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;

მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;

მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;

მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;

და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.




- რად გამიუცხოვდი, ადამიანო?

- რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას?

- რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა?

- მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან!

- მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი!

- მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ!

- მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე!

- მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე!

- მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე!

- სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ!

- დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე!

- დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე!

- თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე!

- მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე!

- შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე;

- შენ დააშავე და მე დამსაჯეს;

- შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე;

- სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი;

- ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

- ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

- ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს?

- სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ?

- ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია?

- ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?

- რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა?

- რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს;

- ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა.

- სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე?

- ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა?

- სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს?

- დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული?

- იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე.

- სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.

- ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის?

- დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა?

- მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა?

- სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა?

- მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა?

- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს.

- მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა.

- სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა.

- ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი.

- გზას ეძიებ? მე ვარ გზა.

- წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი.

- რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა?

- თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული?

- იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია.

- „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
GIORGI LELUASHVILI   წმინდა მამათა გამონათქვამები   Oct 16 2011, 01:55 PM
GIORGI LELUASHVILI   მე ვარ ნათელი, თქვე...   Oct 16 2011, 02:03 PM
GIORGI LELUASHVILI   სანუგეშო - "ეს ჩემ...   Oct 16 2011, 07:51 PM
Lashapoli   ქრისტე უდიდესი სიყ...   Oct 16 2011, 11:17 PM
vano kazbegi   ვისაც ბიბლია- არ აა...   Oct 17 2011, 10:56 AM
LAIRA   vano kazbegi ურწმუნო მამა...   Oct 17 2011, 11:03 AM
GIORGI LELUASHVILI   Lashapoli ეხლა შენ რასაც ...   Oct 17 2011, 04:16 PM
Lashapoli   Lashapoli ნუ პროფესორობ ...   Oct 17 2011, 10:53 PM
td.........   თუ ურწმუნო მამაო ც...   Oct 17 2011, 09:38 PM
old_man   საოცარი ისტორია იყ...   Oct 17 2011, 09:48 PM
LAIRA   საოცარი ისტორია იყ...   Oct 17 2011, 11:10 PM
Qocho   წრფელი სინანულის ც...   Oct 17 2011, 09:48 PM
td.........   old_man ეტყობა ჯერ რამო...   Oct 17 2011, 09:52 PM
Lashapoli   GIORGI LELUASHVILI ხოდა სხვა დ...   Oct 17 2011, 10:55 PM
old_man   GIORGI LELUASHVILI პატარა ბიჭ...   Oct 17 2011, 11:08 PM
GIORGI LELUASHVILI   old_man კი არ ვდევნით ა...   Oct 17 2011, 11:53 PM
Lashapoli   old_man მაგ მოძღვრის ნა...   Oct 18 2011, 12:05 AM
GIORGI LELUASHVILI   Lashapoli ყველაფერი კარ...   Oct 18 2011, 12:02 AM
old_man   GIORGI LELUASHVILI ოჰო ცინიზმ...   Oct 18 2011, 12:03 AM
GIORGI LELUASHVILI   old_man ოჰო ცინიზმიც გყ...   Oct 18 2011, 12:04 AM
old_man   GIORGI LELUASHVILI მეტის თქმა ...   Oct 18 2011, 12:10 AM
GIORGI LELUASHVILI   Lashapoli ანუ ღმერთის უა...   Oct 18 2011, 12:19 AM
Lashapoli   Lashapoli როგოც პავლე მო...   Oct 18 2011, 01:05 AM
GIORGI LELUASHVILI   სხვა თემებში რაც მ...   Oct 18 2011, 12:21 AM
old_man   მაგ მოძღვრის ნათქვ...   Oct 18 2011, 12:31 AM
old_man   და კიდევ მაინტერეს...   Oct 18 2011, 12:37 AM
Barmalei   - დედაჩემი და სომხი...   Oct 18 2011, 05:12 AM
GIORGI LELUASHVILI   old_man ჩემის უწიგნურო...   Oct 18 2011, 08:41 AM
GIORGI LELUASHVILI   old_man და კიდევ მაინტე...   Oct 18 2011, 08:44 AM
vano kazbegi   [quote name='GIORGI LELUASHVILI' date=...   Oct 18 2011, 09:25 PM
old_man   GIORGI LELUASHVILI მაგ ვიდეოშ...   Oct 18 2011, 10:13 AM
old_man   და კიდე ერთი საკით...   Oct 18 2011, 10:34 AM
Lashapoli   და კიდე ერთი საკით...   Oct 18 2011, 09:36 PM
tikoroma   გამონათქვამებიო დ...   Oct 18 2011, 04:12 PM
GIORGI LELUASHVILI   old_man მდაააა... ესაა შე...   Oct 18 2011, 08:22 PM
LAIRA   რომელი წმინდა მამა...   Oct 18 2011, 08:49 PM
GIORGI LELUASHVILI   LAIRA რომელი წმინდა მ...   Oct 18 2011, 09:39 PM
Lashapoli   LAIRA რა დარწმუნებულ...   Oct 18 2011, 10:14 PM
LAIRA   LAIRA რა დარწმუნებულ...   Oct 19 2011, 09:57 AM
GIORGI LELUASHVILI   Lashapoli შენ დარწმუნებ...   Oct 18 2011, 10:17 PM
Lashapoli   Lashapoli პოსტებიდან ჩა...   Oct 19 2011, 02:23 AM
old_man   შემთხვევით ფორუ...   Oct 18 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   old_man შემთხვევით ფორ...   Oct 19 2011, 08:37 AM
GIORGI LELUASHVILI   Lashapoli ანუ შენ თვლი, რ...   Oct 19 2011, 08:40 AM
Lashapoli   Lashapoli ადამიანი შეძლ...   Oct 19 2011, 05:54 PM
GIORGI LELUASHVILI   LAIRA წმინდანი და წმი...   Oct 19 2011, 05:13 PM
LAIRA   LAIRA მერე? შენ დაწერე...   Oct 19 2011, 06:04 PM
GIORGI LELUASHVILI   Lashapoli ანუ მეც მაგას გ...   Oct 19 2011, 06:09 PM
LAIRA   Lashapoli ადამანი წმინდ...   Oct 19 2011, 06:12 PM
Lashapoli   Lashapoli ადამანი წმინდ...   Oct 19 2011, 06:58 PM
GIORGI LELUASHVILI   LAIRA ეს მართლმადიდებ...   Oct 19 2011, 06:17 PM
LAIRA   LAIRA ცინიზმი რაღა შუ...   Oct 19 2011, 06:24 PM
GIORGI LELUASHVILI   LAIRA შენ რა ვერ გაიგე?...   Oct 19 2011, 06:26 PM
LAIRA   LAIRA მე კი არა, შენ ვე...   Oct 19 2011, 06:41 PM
GIORGI LELUASHVILI   LAIRA აჯაფსანდალია კი...   Oct 19 2011, 08:52 PM
Lashapoli   LAIRA ჰო კაი, მაგარი ხ...   Oct 19 2011, 10:45 PM
LAIRA   LAIRA ჰო კაი, მაგარი ხ...   Oct 19 2011, 10:57 PM
GIORGI LELUASHVILI   [center]წმ. ანტონი დიდი [...   Oct 19 2011, 10:28 PM
GIORGI LELUASHVILI   Lashapoli მაინტერესებდა...   Oct 19 2011, 10:50 PM
vano kazbegi   წმინდანი ის ადამია...   Oct 20 2011, 12:07 AM
GIORGI LELUASHVILI   წრის რადიუსები უკა...   Oct 20 2011, 08:43 AM
GIORGI LELUASHVILI   თავშეკავება, ურისხ...   Oct 20 2011, 11:32 PM
GIORGI LELUASHVILI   მხოლოდ ღმერთი არსე...   Oct 21 2011, 10:05 PM
nibiru3013   არ მომწონს თქვენი ...   Oct 25 2011, 09:55 AM
Adolf   არც მე არ მომწონს...   Oct 25 2011, 03:03 PM
LAIRA   დაიმდაბლე შენი ამპ...   Oct 25 2011, 03:06 PM
nibiru3013   Adolf ხოდა მეც ეგ დავწ...   Oct 25 2011, 06:11 PM
tikoroma   Adolf ხოდა საქმეც მაგ...   Oct 25 2011, 07:37 PM
nibiru3013   ეხ "ჩაქნეულიხელი...   Oct 26 2011, 12:04 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 07:26 PM