IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მარადიული ნეტარების ძიებაში, ღმერთთან ურთიერთობის ხუთ
Atman
post Oct 31 2010, 01:58 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქ წარმოგიდგენთ დასკვნით ნაწილს ჯონ ფეივორსის წიგნიდან "სულიერი მეომარი" ( http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...ic=1093&hl= ) (პირველი ტომი)

ეს თემა ცალკე იმიტომ გავხსენი, რომ ამ მოკლე მონაკვეთში საკმაოდ მარტივად და გასაგებადაა ახსნილი ის უმაღლესი ჭეშმარიტება, რომელსაც თითქმის ყველა რელიგია და ტრადიცია ასე თუ ისე გვეუბნება.

განვიხილოთ და ვიმსჯელოთ: რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ყველაფერი, რამდენად ახლოსაა თქვენს რწმენასთან და თქვენეულ სიმართლესთან? და ვინ რომელ გზაში ან ურთიერთობის სახეში ხედავს საკუთარ თავს?



მარადიული ნეტარების ძიებაში

ყველა წმინდა წერილი სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში ხაზს უსვამს ღმერთთან ურთიერთობის დამყარების აუცილებლობას. საუბედუროდ, ადამიანებმა ცოტა იციან თავისი სიყვარულის ობიექტზე – იმაზე, თუ რა აწყობს და რა არ აწყობს მას, მის საქმეებზე, მის სასუფეველზე – და იმაზე, თუ როგორ დაამყაროს კავშირი მასთან (ღმერთთან). ჩვენ ფართო ინფორმაციას ვფლობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაღაც ნაწილს წარმოგიდგენთ განსახილველად. ყურადღებით მოისმინეთ – ის, რასაც ახლა გაიგებთ, თქვენს ცნობიერებაში ყველაზე საჭირო მომენტში ამოტივტივდება.

ოთხი უნივერსალური გზა

როგორ მივდივართ უმაღლეს მიზნამდე? რომელი გზა დაგვაბრუნებს უკან, სახლში? დავიწყოთ იმით, რომ ყველა გზა წარმოადგენს ერთ-ერთს ამ ოთხი ფილოსოფიური კატეგორიიდან: მატერიალიზმი, ვოიდიზმი (“ვოიდ” – ცარიელი, თავისუფალი (ინგლ)), იმპერსონალიზმი და პერსონალიზმი. როცა ვცდილობთ გავიგოთ, რა არის მატერიალური სამყარო, რა იმყოფება მის მიღმა, რა არის სულიერი სამყარო, საჭიროა წარმოდგენა გვქონდეს ამ ოთხ მიმართულებაზე.

მატერიალიზმის ფილოსოფია თავისი საფუძვლით ათეისტური ფილოსოფიაა. მატერიალიზმი ამტკიცებს, რომ ადამიანი – მეტი არაფერია, ვიდრე ფიზიკური არსება, ხოლო სული არ არსებობს. ადამიანის პიროვნება და ცნობიერება მისი საცხოვრებელი გარემოთი განისაზღვრება. ცხოვრება განიხილება, როგორც უბრალოდ კვების, ძილის, შთამომავლობის გაგრძელების და დაცვის პროცესები, თანახმად ჩარლზ დარვინისა, როგორც გარემოსადმი უფრო მეტად შეგუებულების გადარჩენის პროცესი. ეს ფილოსოფია უხეშ ეგოიზმს ანვითარებს, ის დაფუძნებულია ექსპლუატაციაზე და მანიპულაციაზე, და არა ბუნებასთან ჰარმონიაზე. მატერიალისტურ ფილოსოფიას მომხრეები ჰყავს მჩაგვრელების კლასში, რომლებიც ცდილობენ მის მთელს მსოფლიოში გავრცელებას.

ვოიდიზმის ფილოსოფიის თანახმად, მატერიალური საქმიანობა – უბედურების წყაროა, მატერიალურ ურთიერთობებს ტკივილი მოაქვთ, ხოლო მატერიალურ მისწრაფებებს კი სტრესამდე, იმედგაცრუებამდე და დეპრესიამდე მივყავართ. ეს წარმოდგენა მჭიდროდაა დაკავშირებული ბუდისტური ფილოსოფიის წარმოდგენასთან, რომელშიც ადამიანის პირადი მიზანი ნირვანას მიღწევაა, ანუ თავისუფლება ეგოსგან, თავისუფლება მატერიალურ სამყაროზე კონცენტრირებისგან და თავისუფლება გრძნობების აგზნებისგან. ეს ფილოსოფია გვეუბნება, თუ რა არ არის რეალობა, მაგრამ დუმს იმაზე, თუ რა არის იგი.

იმპერსონალიზმს მივყავართ მატერიალური სფეროდან და კოსმიურ ცნობიერებას, ანუ სამადჰის გვაზიარებს. სამადჰის მიღწევისას ადამიანები მთელი სამყაროს უნივერსალურობას და ღმერთთან გარკვეულ ერთიანობას გრძნობენ, იმ თვალსაზრისით, რომ ღმერთად შეიგრძნობენ თავს. მთავარი მიზანი – ღმერთის ენერგიასთან და მის ნათებასთან შერწყმაა. იმპერსონალიზმის ფილოსოფია ცდილობს მოიცვას ყველა ძირითადი მატერიალური ელემენტი, მაგრამ ის ღვთაებრიობის მხოლოდ ერთ მხარეს ხსნის და ამიტომ არასრულყოფილია. ის გვიჩვენებს ჩვენს ერთიანობას ღმერთთან, მაგრამ იგნორირებას უკეთებს იმას, თუ რითი განვსხვავდებით ღმერთისგან, ეს კი ძალიან არსებითია. სწორედ ამ განსხვავებას ვგრძნობთ, და ესაა ფუნდამენტალური საფუძველი სულიერი განვითარებისთვის. თუ ჩვენ განვსხვავდებით ღმერთისგან, მაშინ შეგვიძლია განვივითაროთ მისდამი მსახურების სწრაფვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისდამი სასიყვარულო სამსახური შეუძლებელი ხდება.

პერსონალიზმის ფილოსოფია აღიარებს, რომ მატერიალიზმს ტკივილი მოაქვს, რომ პიროვნება ამ სიძნელეებზე მაღლა უნდა დადგეს, და განთავისუფლდეს გრძნობითი შთაბეჭდილებებისგან. პერსონალიზმი საკუთარ თავში მოიცავს მატერიალიზმის, ვოიდიზმის და იმპერსონალიზმის ზოგიერთ ასპექტს, მაგრამ უფრო შორს მიდის, და აღიარებს, რომ არამატერიალური საქმიანობაც არსებობს.

განვიხილოთ ასეთი ანალოგია. ადამიანს ღრმული გაუჩნდა კბილში, რომელიც საშინელ ტკივილს აყენებს. საჭმლის სუნის შესუნთქვაც არ შეუძლია ისე, რომ კბილი არ ასტკივდეს. მატერიალიზმი მტკივან კბილს ჰგავს – ის ტკივილს და ტანჯვას იწვევს. ადამიანი ცდილობს გონებრივად ამაღლდეს ტკივილზე და ამავდროულად რაიმე გამაყუჩებელს ღებულობს; ამის გამო ტკივილი დროებით წყდება. ეს ვოიდიზმის საფეხურია; თუმცა ადამიანი თავისუფლდება ტკივილისგან, მაგრამ მის მდგომარეობას შეგვიძლია საუკეთესო შემთხვევაში ნეიტრალური ვუწოდოთ. როცა ადამიანი საჭმლის სუნით ტკბება, იგი იმყოფება დონეზე, რომელიც შეგვიძლია იმპერსონალიზმის დონეს შევადაროთ. როცა ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, მიდის კბილის ექიმთან და კბილს მკურნალობს, მას უკვე შეუძლია არა მხოლოდ სუნი იგრძნოს, არამედ შეჭამოს კიდეც საჭმელი და დატკბეს მისი გემოთი. ეს საფეხური პერსონალიზმის ანალოგიურია. ტანჯვის ყველაზე ღრმა საფუძველის მოცილება შესაძლებლობას აძლევს მას, რომ უშუალო ურთიერთობაში შევიდეს საჭმელთან. ხანდახან, აღმოვჩნდებით რა არაკეთილსასურველ სიტუაციაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოზიტიური ნეგატიურის მოცილებას ნიშნავს. თუმცაღა ნეგატიური მატერიალური სიტუაციის მოცილება – ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი სტადია – ესაა პოზიტიური სულიერი საქმიანობის ძებნაა მატერიალური საქმიანობის ჩასანაცვლებლად.

პერსონალიზმი იმპერსონალიზმის წინააღმდეგ

პერსონალიზმის კონცეფციები ავტომატურად მოიცავენ იმპერსონალიზმის წარმოდგენებს და აღემატებიან მას. უზენაეს ღმერთს, როგორც აბსოლუტურს, შეუძლია ერთდროულად არსებობდეს როგორც პიროვნული, ისევე უპიროვნო ფორმით. არსებობს ღვთაებრივი ენერგიების სამი ძირითადი კატეგორია:

1. გარეგანი ენერგია, რომელიც მატერიალურ სამყაროს მოიცავს;
2. მოსაზღვრე ენერგია, რომელიც ცოცხალ არსებებს წარმოშობს;
3. შინაგანი ენერგია, რომელიც სულიერ სამყაროს მოიცავს.


ჩვენი განპირობებულობის გამო მიდრეკილნი ვართ, რომ სულიერება განვიხილოთ, როგორც მატერიალურის საპირისპირო. ჩვენთვის მატერიალურობა ნიშნავს ფორმების არსებობას, ამგვარად სულიერი უფორმოს უნდა ნიშნავდეს. მატერიალურობა საქმიანობას ნიშნავს, ამგვარად სულიერება საქმიანობის არ არსებობას უნდა ნიშნავდეს. იმისათვის, რომ სულიერი სამყაროს საქმიანობების ჭეშმარიტ გაგებამდე მივიდეთ, უარი უნდა ვთქვათ ამ ცრუ წარმოდგენებზე. კოსმიური ცნობიერების მდგომარეობაში ყოფნის მრავალი და მრავალი ცხოვრების შემდეგ – სიყვარულის და ერთგულების მეშვეობით – შეგვიძლია გადავლახოთ ღმერთის იმპერსონალური გაგება. მაშინ ჩვენ, საბოლოოდ მივიღებთ შესაძლებლობას კონტაქტში შევიდეთ სულიერი სამყაროს საოცარ საქმიანობებში (თამაშებში).

სულიერი სამყარო ჩვენი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოა. უდიდესი მასწავლებლები გამუდმებით საუბრობენ არსებობის ფორმაზე, რომელიც ჩვენი აღქმის უნარს აღემატება. ისინი ცდილობენ, რომ საშუალება მოგვცენ ყველაზე ძვირფასი მდგომარეობის შეგრძნებისა, რომელიც ოდესღაც დავკარგეთ. იმ მრავალი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც სული ერთი სამყოფელიდან მეორეში, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადიოდა, მას არაცნობიერად სწყუროდა სულიერ სამყაროში დაბრუნება.

როდესაც ჩვენ წარმოვთქვამთ ლოცვას: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა! წმინდა იყავნ სახელი შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა!”, - ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მატერიალური სამყარო სულიერი სამყაროს ანარეკლია. მატერიალური სამყარო სინამდვილეში რეალობის დამახინჯებული ანარეკლია. აქ ჩვენ მრავალ ადამიანთან ვურთიერთობთ, მაგრამ ეს ურთიერთობა შეზღუდული და მტკივნეულია, და საბოოო ჯამში იმედგაცრუებამდე მივყავართ. სულიერ სამყაროში ღმერთთან ჩვენი ურთიერთობები და ჩვენი საქმიანობა მუდამ სიახლითაა სავსე. იქ ყოველი წამი – ეს უმაღლესი ნეტარების წამია.

სულიერი სამყარო ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება – ბრაჰმაჯიოტი, რომელსაც ხანდახან აღწერენ როგორც ნათებას, გამოსხივებას, და სულიერი პლანეტები, რომლებზეც ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებები და მისი ერთგულები იმყოფებიან. ღმერთი იქ თავისი პიროვნული ასპექტით იმყოფება. ზოგიერთი თქვენგანი ჯერ კიდევ ისწრაფვის ღმერთის უპიროვნო ნათების, ბრაჰმაჯიოტისთან შერწყმისკენ. ეს სურვილი მატერიალური დაბინძურების შედეგად ჩნდება და დამახასიათებელია უმაღლესი ცნობიერების განვითარების პირველი ეტაპისთვის. კოსმოსთან ერთიანობის შეგრძნება გვათრობს და ისეთ ნეტარებას გვანიჭებს, რომ ადამიანს გამოაქვს მცდარი დასკვნა, თითქოს ამაზე ამაღლებული არაფერი არსებობს. ეს ჩვენი პირველი მთავარი შეცდომაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცდილებას უდიდეს სიხარულამდე მივყავართ, ის მაინც შეზღუდულია. კოსმიურ ცნობიერებაზე მაღლა ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის შესაძლებლობა დგას.

იმპერსონალიზმის სკოლები ხშირად იყენებენ ტერმინს “განთავისუფლება” – განთავისუფლება მატერიალური სამყაროსგან ღმერთთან ერთიანობის მოსაპოვებლად ან იმისთვისაც კი, რომ ღმერთი გავხდეთ. და ისევ, ჩვენი მიზანი განთავისუფლებაზე მაღლა უნდა იდგეს. ჩვენ შეგვიძლია მრავალ და მრავალჯერ განვთავისუფლდეთ, იქამდე, სანამ შესაძლებლობას მივიღებთ, რომ მართლა შევიდეთ ღვთის სასუფეველში. იმისათვის, რომ განთავისუფლების იდეაზე მაღლა ავიდეთ, ჩვენ მრავალი ცხოვრება უნდა გავიაროთ და უამრავი მსხვერპლი გავიღოთ ასკეტიზმის, რელიგიურობის და სხვადასხვა სულიერი ძიებების სახით.

არსებობს განვითარების შუალედური ეტაპი, რომელზედაც შესაძლებლობა გვეძლევა კავშირი დავამყაროთ ღმერთის იმ ინდივიდუალურ ფორმასთან, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება. ღმერთის ეს ასპექტი ცნობილია, როგორც პარამატმა. ეს უფრო მაღალი ერთიანობაა, იმ თვალსაზრისით, რომ იგი უფრო ლოკალურ და პიროვნულ ხასიათს ატარებს. ეს ცნობიერების ისეთი მდგომარეობაა, რომელსაც უდიდესი იოგები იოგური პრაქტიკების გზით აღწევენ. შემდეგ შეგვიძლია უფრო წინ წავიწიოთ – სულიერ სამყაროში უზენაეს ღმერთთან საბოლოო კავშირს მივაღწიოთ.

თუკი მტკვივანი კბილის ანალოგიეს დავუბრუნდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ადამიანი გამუდმებით გრძნობს საჭმლის სუნს, ადრე თუ გვიან მისი მთავარი მიზანი ამ საჭმლის შეჭმა ხდება. მაშინ ეს ადამიანი ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებს იმისთვის, რომ მიიღოს ეს საკვები და დატკბეს მისით. მსგავსად ამისა იმპერსონალისტები თანდათან მივლენ პერსონალიზმამდე. მაშინ ჩნდება კითხვა: ავირჩიოთ გრძნობითი სიამოვნებების რთული და ხანგრძლივი გზა თუ მოკლე და პირდაპირი გზით ვიაროთ, მივენდოთ რა უფლის ნებას? მეორე გზა მარადიულ ნეტარებას გვპირდება.

ღმერთთან ურთიერთობის ხუთი სახე

როგორც უკვე ითქვა, სულიერი სამყარო თამაშებითაა აღსავსე, რომლებიც ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობაზეა კონცენტრირებული. არსებობა ნიშნავს საქმიანობას და ურთიერთქმედებას. ასეთი საქმიანობის და ურთიერთქმედების საბოლოო გამოხატულება სიყვარულია, სიყვარული კი თავის თავში მსახურებას მოიცავს. სიყვარული არ ნიშნავს უბრალოდ ვინმეს შეცნობას, მისი უმაღლესი მიზანი კი ხსნა და განთავისუფლება არ არის. ვიმეორებ: სიყვარული მსახურებაა. ყველანაირი საქმიანობა სულიერ სამყაროში ღმერთის მსახურებაზეა დამყარებული. უძველესი წმინდა წერილები ამბობენ, რომ ღმერთთან, როგორც მამასთან ურთიერთობის ფორმის გარდა არის მასთან ურთიერთობის სხვა ფორმებიც. ვედებში დაწვრილებითაა აღწერილი ღმერთის სასუფეველში არსებული საქმიანობები და ნათქვამია ურთიერთობის ხუთ სახეზე, ანუ ხუთ რასაზე, რომლებიც შეიძლება ღმერთთან გვქონდეს.

გამოვიყენოთ ანალოგია ინვალიდზე, რომელიც საწოლზეა მიჯაჭვული. ინვალიდის ურთიერთობა საწოლთან, რომელზეც წევს, პირველი – ნეიტრალური რასის მაგალითად გამოგვადგება. ეს პასიური მსახურების ურთიერთობაა – საწოლი პასიურად ემსახურება ინვალიდს და ამ დროს ნეიტრალური რჩება. მოდის მსახური და საჭმელი მოაქვს ინვალიდისთვის. ეს მსახური მეორე რასაში მსახურებს, რომლის დროსაც ორ მხარეს შორის არსებობს რაღაც ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ფორმალურ დონეზე. შემდეგ ავადმყოფს მეგობარი მოინახულებს. ეს მესამე რასაა – მეგობრული ურთიერთობა, რომელიც მეტ სითბოს და ურთიერთობას გულისხმობს. შემდეგ ამ ადამიანის დედა მოდის და მშობლის ურთიერთობას წარმოადგენს, რომლებიც მეგობრულისგან განსხვავებით უფრო ინტიმურ გრძნობებს მოიცავს. საბოლოოდ სახლში ინვალიდის მეუღლე ბრუნდება და ცოლ-ქმრული სიყვარულის რასაში ემსახურება მას. ნეიტრალიტეტიდან ცოლ-ქმრულ ურთიერთობამდე იზრდება ინტიმურობა გამცემსა და მიმღებს შორის.

კიდევ ერთი ანალოგია – ანალოგია მოსამართლეზე. ადამიანების უმეტესობა მოსამართლისადმი შიშითა და მოკრძალებითაა განწყობილი. კოლეგა მეგობარს ხედავს მასში. ისინი ერთმანეთისადმი გარკვეულ სიყვარულს და პატივისცემას გრძნობენ, რომლებიც მეგობრული ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი. სახლში დაბრუნებისას მოსამართლე ქმრად და მამად იქცევა. ის ეხმარება ცოლს ჭურჭლის რეცხვაში და სიამოვნებით ეთამაშება თავის შვილიშვილებს. სიყვარულს ფორმალურობის საზღვრებიდან გამოჰყავს ურთიერთობები. სიყვარული ამარცხებს ეგოიზმს, შეყვარებულებს შორის მჭიდრო პიროვნული ურთიერთობა მყარდება, ყოველი მათგანი უანგაროდ უძღვნის საკუთარ თავს მეორეს.

სულიერი სამყარო – ინტიმურობის, ღრმა ნდობისა და უანგარობის სამყაროა. როცა სულიერ სამყაროში დავბრუნდებით, ჩვენ გვექნება ურთიერთობები, რომლებიც მსგავსია ამ სამყაროს ურთიერთობებისა, მაგრამ არა ადამიანებთან, არამედ ღმერთთან. მატერიალურ სამყაროში ვნება გვამოძრავებს, რომელიც გვაიძულებს ვიმოქმედოთ და სიხარბეს იწვევს ჩვენში. სულიერ სამყაროში, იმის შედეგად, რომ უზენაეს უფალთან ვურთიერთობთ, საქმიანობებისადმი მხოლოდ სიყვარული გვიბიძგებს, უდიდესი უპირობო სიყვარული, იმდენად ძლევამოსილი, რომ ჩვენ ვითქვიფებით მასში და ბოლომდე ვაცნობიერებთ საკუთარ თავს, როგორც სუფთა სულიერ ნაპერწკალს.

დიდი სასიყვარულო ურთიერთობა დედას, მამასა და შვილს შორის, რომლებსაც ხშირად ვხედავთ დედამიწაზე, შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ სულიერი სამყარო არსებობს. მატერიალური ურთიერთობები სულიერის ანარეკლია. სულიერ სამყაროში ჩვენ შეგვიძლია ღმერთს მოვეპყროთ როგორც ჩვენს მეგობარს, ან ჩვენს შვილს. ჩვენ ასევე შეგვიძლია ღმერთთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა გვქონდეს. ყველა ეს ურთიერთობა შესაძლებელია. ყოველი ჩვენგანი გარკვეული ურთიერთობისადმია მიდრეკილი, და, სახლში დაბრუნების შემდეგ შეგვიძლია სრულად გამოვავლინოთ ჩვენი თავი. ღმერთთან პირადი ურთიერთობა გამაოგნებელ და თითქმის წარმოუდგენელ ექსტატიურ შეგრძნებებს იწვევს, რომელიც იმის მიხედვით იზრდება, თუ როგორ ვემსახურებით ღმერთს და მის მარადიულ თანამგზავრებს. რაც უფრო მეტად ვემსახურებით ღმერთს, მით უფრო მეტად გვემსახურება ის ჩვენ დ ახელს გვიწყობს, რომ კიდევ უფრო მეტი ერთგულებით და სიყვარულით ვემსახუროთ. ასე გრძელდება ურთიერთობები, რომლებიც ნეტარებითაა აღსავსე. ეს ძალიან კონფიდენციალური და საკრალური ინფორმაციაა. მათ, ვინც არაა მიდრეკილი სულიერი ცხოვრებისადმი, ამ მაღალი ურთიერთობების აღწერა მინიმალური სახით ეძლევა. როდესაც ადამიანის სურვილი - შეიცნოს უმაღლესი ჭერშმარიტება – იზრდება, მას უფრო ფართე ცოდნა ეხსნება.

მსახურება – ეს უმაღლესი ექსტაზია. მსახურებამ შეიძლება იმ წერტილს მიაღწიოს, როდესაც ადამიანი ექსტაზის მდგომარეობაში შედის. ეს სასიყვარულო ურთიერთობის მაღალ სტადიაზე მოდის. ნეტარების შეგრძნება სულიერ სამყაროში იმდენად მაღალია, რომ საუბარი სიმღერას ემსგავსება, სიარული კი – ცეკვას. ყველა საგანი სულიერ სამყაროში ცოცხალია და ინდივიდუალური. იქ არიან ხეები, რომლებსაც ყოველი თქვენი სურვილის ასრულება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, თქვენი სურვილების მიზანი – ღმერთისთვის სიამოვნების მინიჭებაა; თქვენი სურვილები არა მხოლოდ თქვენია, არამედ მისიცაა. და ეს კიდევ უფრო მეტ სიამოვებას განიჭებთ. სულიერ სამყაროში არ არსებობს არც სიკვდილი, არც ავადმყოფობა, არც სიბერე. ყველაფერი ეს – ჩვენი შეზღუდული და ტანჯვით აღსავსე სამყაროს ნაწილია.

ჩვენ შეგვიძლია მრავალჯერ და მრავალჯერ მოვხვდეთ ზეციურ (სამოთხისეულ) პლანეტებზე და ათასობით წლები დავტკბეთ იქ ცხოვრებით, და მაინც, საბოლოოდ, მაინც მიწიერ სამყაროში მოგვიწევს დაბრუნება. ჩვენ შეგვიძლია ასჯერ და ათასჯერ მივაღწიოთ განთავისუფლებას, მაგრამ სანამ შურისგან არ განვთავისუფლდებით და სულიერი სამყაროს წარმოგზავნილებისგან არ მივიღებთ დახმარებას, შემდგომი პროგრესი შეუძლებელი იქნება. მისი მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით. თუმცა, შესაძლებელია ვფლობდეთ გარკვეულ თვისებებს და გვქონდეს საკმარისად ძლიერი სურვილი, რათა მოვიზიდოთ დამხმარე, რომელიც ღმერთის ჭეშმარიტ სასუფეველში წარგვიძღვება.

ღმერთის მიერ ტრანსცენდენტული სამყაროდან წარმოგზავნილ სულთან კონტაქტი – საკმაოდ იშვიათი მოვლენაა უბრალოდ იმიტომ, რომ სულები სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან მატერიალურ ცხოვრებაში. საჭიროა სათნოების და მადლის უზარმაზარი მარაგი, რომლებიც წინა ცხოვრებებში დავაგროვეთ, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს დაბადებისა და სიკვდილის წრის გაწყვეტისა. რა ხდება სინამდვილეში, როდესაც ადამიანი სულიერი სამყაროს წარმომადგენელს ან ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს ხვდება? ყველაზე კეთილსასურველ შემთხვევაში ის ღებულობს იმის გაგების შესაძლებლობას, თუ როგორ მოვუღოთ ბოლო მატერიალურ არსებობას და შევუერთდეთ სულიერ სამყაროს. ჩვენ დიდი მზადყოფნით უნდა ვისმინოთ ღმერთის ასეთი ძლევამოსილი წარმომადგენლის დარიგებები და უნდა მივყვეთ ამ დარიგებებს.

პირადული ურთიერთობის გზა

ჩვენი სასიკეთო სურვილები იმას იზიდავს ჩვენსკენ, რაც ჩვენი ზრდისთვისაა აუცილებელი. ყველაფერი, რასაც განვიცდით, ჩვენს სურვილებზეა დამოკიდებული, ჩვენი სურვილები კი ჩვენს კავშირებზე და ვიბრაციებზეა დამოკიდებული, რომლებიც გარს გვახვევია და ჩვენში აღწევენ. თუ ჩვენს გარშემო ისეთი ადამიანები და ისეთი საქმიანობის სახეებია, რომლებსაც მაღალი ვიბრაცია აქვთ, ჩვენზე ბუნებრივად აისახება მათი გავლენა. ეს ეფექტი შეიძლება სხვადასხვა იყოს იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდი შური დაგვრჩა გულში ღმერთის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია პირადად ვიურთიერთოთ ღმერთთან ამ მატერიალურ სამყაროშიც კი. როცა ეს გამოცდილება მოდის, ფიზიკურ სხეულს არ შეუძლია საჭიროებისამებრ მისი შეთავსება. არსებობს ექსტაზის მთელი მეცნიერება, რომელსაც ღმერთის სიყვარულის განმცდელი ადამიანი გრძნობს. მაგალითად, არსებობს მომენტები, როდესაც ადამიანი წყვეტს იმ ყველაფრის გაცნობიერებას, რაც გარშემო ხდება და ისეთ სიხარულს და ბედნიერებას გრძნობს სიყვარულის წყაროსთან შეხებისას, რომ მისი სხეულის ნაწილები არაადეკვატურ მოძრაობებს აკეთებენ.

ადამიანი, რომელიც წარსულის, აწმყოს, მომავლის და სხვა განზომილებების გაცნობიერებას იწყებს, სხვებს არ ანდობს ამ გამოცდილებას და საიდუმლოდ ინახავს მას. ეს შეგრძნებები მუდმივ, ძალიან ძლიერ ეიფორიას ჰგავს, მაგრამ მათი სხვებისთვის გაზიარება ძნელია. უნივერსალურ ენერგიასთან კონტაქტის გამოცდილებაც კი ფერმკრთალდება სულიერ სამყაროსთან კონტაქტის გამოცდილებასთან შედარებით. კოსმიური ცნობიერება – ეს ტკივილია სულიერ სამყაროში ტრანსცენდენტულ საქმიანობასთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ კოსმიური ცნობიერებისადმი სწრაფვა – ეს იგივეა, რომ შუშის ნამსხვრევები ვეძებოთ ალმასით სავსე საბადოში.

ახლა ასეთი განცდები ძალიან უჩვეულოდ გვეჩვენება. ეს იმიტომ, რომ ისინი მართლაც უჩვეულოა ჩვენი სამყაროსთვის, რადგანაც სხვა სამყაროებიდან მოდიან. შეიძლება ყველაფერი ეს ძალიან უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბევრი ხდაინახავს ჭეშმარიტების სინათლეს და იცნობს მას. ჩვენი არსების გარკვეულმა ნაწილმა ინტუიტიურად იცის ეს ჭეშმარიტება, და ახლა, როდესაც თქვენ ისმენთ მას, ის გამოხმაურებას ჰპოვებს თქვენში. თქვენგან მათმა, ვინც აბსოლუტთან შერწყმის კონცეფციას იცნობს და ვისშიც უსიამოვნებას იწვევდა მისი საბოლოო მიზანი – ინდივიდუალობის დაკარგვა, - ახლა იციან, თუ რატომ ხდებოდა ეს. ეს კონცეფცია არაბუნებრივია. ჩვენ ყველანი ვფლობთ ინდივიდუალობას, რომელიც ღვთაებრივ ბუნებას მოიცავს, და ამიტომ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს ინდივიდუალობა და სრულყოფილ მდგომარეობამდე მივიყვანოთ იგი.

სხვადასხვა ტრადიციის ძალიან წინ წასულ სულიერ პრაქტიკებში ჩვენ ვპოულობთ მინიშნებებს ღმერთთან პირად ურთიერთობაზე. მაგალითად არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა „ქრისტეს სასძლო“. ზოგიერთი ძალიან წინ წასული მუსულმანი ან სუფი გაცდნენ რიტუალების ფარგლებს და უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთის პიროვნებასთან. ძველი ქრისტიანი მისტიკოსები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ ესმოდათ ღმერთის ხმა, და ეს არ იყო მათი წარმოსახვის ნაყოფი. მათ არ ჰქონდათ წინააღმდეგობა იმასთან, რომ ბუნებრივნი ყოფილიყვნენ. რა შეიძლება იყოს უფრო ბუნებრივი, ვიდრე მამასთან ურთიერთობაა? ჩვენი მთელი ამ მსჯელობის მიზანია – დაგეხმაროთ, უფრო სრულად გააცნობიეროთ, რომ არის ყოფიერების გაცილებით უფრო მაღალი დონეები, რომლებისადმიც შეიძლება ვისწრაფვოდეთ. დღეს ჩვენ დავთესეთ მარცვლები, რომლებიც ოდესმე აღმოცენდებიან და დაგეხმარებიან მიძინებული ცნობიერების გამოღვიძებაში.

კითხვები და პასუხები:

კითხვა: თქვენ სხვადასხვა წმინდა წერილებს ეყრდნობით, ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე წერილები იცვლებოდა და ყალბდებოდა. როგორ უნდა გავაანალიზოთ, რა არის მათში სიმართლე და რა არ არის?

პასუხი: ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულ პროცესში წმინდა წერილების დამახინჯების და გადაკეთების ტენდენცია შეიმჩნევა. ეს კარგადაა შესამჩნევი იმ წერილებზე, რომლებსაც რამდენიმე ვერსია აქვთ და რომლებიც რამდენიმე ინტერპრეტაციას გამოხატავენ, მაგალითად ბიბლიაში. მიუხედავად იმისა, რომ არსი იგივე რჩება, ტექსტებში არის განსხვავებები. ყველა წერილი შეიძლება შევაფასოთ და გავიგოთ სხვადასხვა დონეზე. საჭიროა გასაღები, რომელიც დაგვეხმარება ამა თუ იმ წმინდა ტექსტის სიღრმეში შესაღწევად. იმისათვის, რომ წერილის ჭეშმარიტება დავადგინოთ, მისი შემოწმება სამი პუნქტით უნდა მოვახდინოთ, რომელთაგან ცალკე ვერც ერთი ვერ გამოდგება საკმარისად საიმედო მტკიცებულებად. აი ეს პუნქტები:

1) რამდენად ავტორიტეტულია წმინდა წერილი;
2) ძველი და თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც ამ წერილების კანონების თანახმად ცხოვრობდნენ (წმინდანები);
3) სულიერი მოძღვარი, ანუ გურუ.


ჭეშმარიტად სულიერ პროცესში ყველა ეს სამი ელემენტი წონასწორობაში უნდა იყოს. წერილები, რომლებიც არ ეთანხმება წმინდანთა და უდიდეს სულიერ მოძღვართა სწავლებას, - ყალბია ან დამახინჯებულია. წმინდანი, რომლის ქცევაც არ ეთანხმება წერილების და სულიერი მოძღვრების სწავლებას, - ცრუ წმინდანია, ყოველ შემთხვევაში მისი საქმიანობის ნაწილი ყალბია. სულიერი მოძღვარი, რომლის ქცევაც არ პასუხობს წმინდანობის და წმინდა წერილების სტანდარტებს, - ყალბი სულიერი მოძღვარია. როცა წმინდა წერილი ეთანხმება ჭეშმარიტი წმინდანების და სულიერი მოძღვრების ტრადიციებს და საქმეებს, როცა წმინდანი წერილების კანონებით ცხოვრობს, ხოლო სულიერი მოძღვარი ტრანსცენდენტული საქმიანობითაა დაკავებული, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ წერილების, წმინდანებისა და სულიერი მოძღვრების ჭეშმარიტებაში. თუ ამ პუნქტებიდან ერთი მაინცაა ამოვარდნილი, ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ რამესთან რაც საუკეთესო შემთხვევაშI შეიძLება ფუნქციონალური აღმოჩნდეს, მაგრამ უეჭველი არაა, რომ აბსოლუტურ ბუნებას ატარებს.

ზოგიერთი მოძღვარი ამბობს, რომ წიგნების კითხვა არაა საჭირო. ისინი ასე უბრალოდ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ შემოწმების ეშინიათ. არსებობენ ასევე „წმინდანები“, რომლებიც ამბობენ, რომ არაა აუცილებელი უძველესი ტრადიციების მიყოლა, ან ამტკიცებენ, რომ სულიერი პრაქტიკა მოძღვრის გარეშეც შეიძლება, რადგანაც უნდათ, რომ მხოლოდ მათი იდეები აღიარონ. ესენი ცრუ წმინდანები არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წმინდა წერილებს მიყვნენ, მაგრამ მათ აბნევს ის, რაც ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივია. მათ შეიძLება ისევ და ისევ იკითხონ წმინდა წერილები და საბოლოოდ შეცდომაშI შედიან, ან არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ მათ. აი რატომაა, რომ წმინდა წერილების დამატებად ცოცხალი წმინდანები გვყავს, რომლებიც ტრადიციებს მისდევენ, და გვყავს სულიერი მოძღვრები, წინასწარმეტყველები, რომლებიც მოწაფეობრივ ჯაჭვს ქმნიან. თუ ვხედავთ, რომ ყველაფერი ეს ეთანხმება ერთმანეთს, ჩვენ ვიცით, რომ საქმე გვაქვს ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთან, ჭეშმარიტ წმინდანთან და შეშმარიტ წმინდა წერილთან. ამგვარად, თუმცა წერილები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ცვლილებებს განიცდიდნენ, მათი პირვანდელი არსი უცვლელი რჩება, და ის შეიძლება ამოვიცნოთ.

კითხვა: მე საკუთარი ჭეშმარიტი „მეს“ ძიებით ვარ დაკავებული, საკუთარი ინდივიდუალური არსის ძიებით, რომელიც ღმერთისგან მომდინარეობს. შეგიძლიათ მირჩიოთ, როგორ ვიპოვო ხელმძღვანელი, რომელიც დამეხმარებოდა ჩემი ჭეშმარიტი „მეს“ შეცნობაში?

პასუხი: ეს ძალიან მარტივია. ხანდახან ჩვენ ვჩერდებით განვითარებაში, ვცდილობთ რა ვიპოვოთ რაც შეიძლება საუკეთესო სულიერი მოძღვარი. ეს ძალიან ზედაპირული მიდგომაა. ამის ნაცვლად, საკუთარი ძალისხმევა იმაზე უნდა მივმართოთ, რომ უფრო სერიოზულად მოვეპყროთ საკუთარ ცხოვრებას. როცა სერიოზულად მოვეპყრობით საკუთარ ცხოვრებას, ღმერთი სწორედ იმ მასწავლებელს გამოგვიგზავნის, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადასვლაშI დაგვეხმარება. არაა საჭირო გარეგნული ვითარებების გამო ზედმეტად ნერვიულობა. უფრო სერიოზულად მოეპყარით საკუთარ ცნობიერებასთან მუშაობის პროცესს. მთელი გულით ითხოვეთ, და ეს ბუნებრივად, ავტომატურად მოიზიდავს თქვენთან მოძღვარს, რომელიც თქვენს სულიერ ცხოვრებას მიმართულებას მისცემს და თქვენი დონის შესაბამისად დაგეხმარებათ. არსებობს მრავალი სულიერი მოძღვარი, რომლებიც სხვადასხვა თვისებებს ფლობენ და პასუხისმგებლობის სხვადასხვა დონეს ატარებენ – მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანთა ძალიან მრავალფეროვანი ტიპი არსებობს, რომლებსაც ასევე განსხვავებულად უნდა დავეხმაროთ. ასეა მოწყობილი ღმერთის მიერ.

კითხვა: ცნობიერების ამაღლება, რომელზეც თქვენ საუბრობდით, როგორც ჩანს სულ უფრო და უფრო რეალობად იქცევა იმის შესაბამისად, თუ რამდენად იწმინდება დედამიწა ცოდვილი ელემენტებისაგან. კიდევ რამდენი დრო დაგვჭირდება განწმენდისათვის და როგორი გახდება დედამიწა, როცა ეს პროცესი დასრულდება?

პასუხი: ეს უკვე თითქმის დასრულდა. სულები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ამჟამად სახლობენ, უკვე მივიდნენ იქამდე, რომ ამ გლობალური გეგმის ნაწილნი გახდნენ. ბევრი მოვიდა სხვა სამყაროებიდან და სხვა პლანეტებიდან სწორედ ამ დროს იმისათვის, რომ დაგვეხმარონ ცვლილებების დროს, რომლებიც მალე გველოდება. მომავლის აღწერა საკმაოდ ძნელია, იმიტომ, რომ ის აწმყოში წყდება – ცნობიერების ცვლილების გზით. მე მესმის, რომ ყველაფერი ეს შეიძლება ბურუსით მოცული გვეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიოში უკვე აღარ იქნება ისეთი ქაოსი და სეპარატიზმი ნაციონალურ, რასობრივ და ტომებრივ საფუძველზე, როგორიც ახლაა, რადგანაც მრავალი მათგანი დაბალი ცნობიერების შედეგია. როცა ცნობიერების ამაღლება მოხდება, ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება მაღალ სამყაროებთან კონატქისათვის. ეს დაგვეხმარება, რომ მრავალი პრობლემა გადავჭრათ, რომლებსაც დღეს ვაწყდებით. ჩვენ ისევ ჰარმონიაში ვიცხოვრებთ ჩვენს „უფროს ძმებთან და დებთან“ – ანგელოზებთან და ნახევარღმერთებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან დაგვეხმარონ. რესურსების გამოცლა და უკმარისობა, რომელიც ნეგატიური კარმის და ცოდვილი საქმიანობის შედეგია, წარსულს ჩაბარდება.

თუ ჩვენ ავამაღლებთ ჩვენი ცნობიერების დონეს, მთელი პლანეტა უფრო მაღალ საფეხურზე გადავა. მთავარია, ადამიანები ღებულობენ შანსს გაიგონ: ისინი ფლობენ ყველა თვისებას, აუცილებელს იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა ატარონ მომავალზე. როცა ადამიანები აცნობიერებენ თავის უფლებამოსილებას, ბევრს, რომელსაც ადრე ეძინა ან თვლემდა, საშუალება ეძლევა, რომ ისევ გამოიღვიძონ ცხოვრებისთვის. ჩვეულებრივ ჩვენი შესაძლებლობების ძალიან მცირე ნაწილს ვიყენებთ, სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ცნობიერება ასე დუნედ მუშაობს. ჩვენ ყველა ფსიქიკურ შესაძლებლობას ვფლობთ მომავალი მსოფლიოს წესრიგის ვითარებაში აქტიური არსებობისთვის. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ დონეს, რომლის დროსაც ტელეპატია ჩვეულებრივი და ყოველდღიური მოვლენა გახდება. იმისათვის, რომ ამ დონეს მივაღწიოთ, საჭიროა უბრალოდ ჰარმონიაში ვიყოთ ბუნებრივ კანონებთან. მაშინ შევძლებთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის, რაც ღმერთმა გვიბოძა. დადგება საოცარი დრო, და ახლა ჩვენ მისი მოსვლისთვის ვემზადებით.

დასკვნა

არსებები, რომლებიც დედამიწის სიღრმეში ცხოვრობენ და იწვევენ მიწისძვრებს, ვულკანურ ამოფრქვევებს; დემონები, რომლებიც ყურში ჩაგვჩურჩულებენ და ცოდვილ აზრებს შთაგვაგონებენ; სხვა პლანეტებიდან და განზომილებებიდან მოსული არსებები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მანიპულირებას ახდენენ; ფსიქიკაზე ზემოქმედება, როგორც ყოველდღიური რეალობა და ქვეცნობიერში შთაგონება, როგორც ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილი... როგორც ჩანს ძალიან ბნელი და სავალალო ცხოვრება მოვიწყვეთ ამ პლანეტაზე. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ზემოთჩამოთვლილი მაგალითები – ძალიან უჩვეულო მოვლენებია და როგორც წესი ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გვხვდება. მაგრამ ასეა ეს? და რა შეიძლება იყოს უფრო არანორმალური, ვიდრე დედა, თავის ქალას რომ უჩეჩქვავს თავის ხუთი წლის ბავშვს? ან სხვა დედა, რომელიც ღვედებით აბამს ბავშვებს მანქანაში და შემდეგ წყალში ძირავს მათ? თხუთმეტი წლის მოზარდები, რომლებიც თანატოლს ყელს ჭრიან რაიმე ველურ სექტანტურ რიტუალში? ლიდერები, რომლებიც მოკლულ იქნენ იმის გამო, რომ მშვიდობისთვის იღწვოდნენ? მოქალაქეები, რომლებიც მასიურ მკვლელობებს ანხორციელებენ ეთნიკური წმენდის სახელით? სამწუხაროდ ასეთია ჩვენი რეალობა, როგორ არანორმალურადაც არ უნდა გვეჩვენოს იგი. რა უნდა ვქნათ? არსებობს რამდენიმე ვარიანტი. შეიძლება ან ნეგატიურს შევუერთდეთ, ან დეპრესიაში ჩავიძიროთ, რასაც როგორც წესი თვითმკვლელობამდე, ალკოჰოლიზმამდე ან ნარკოტიკებამდე მივყავართ, შეიძლება ნეიტრალური პოზიცია დავიკავოთ და განვერიდოთ სამყაროს. ასევე შეგვიძლია გონებადაკარგულ მასებს შევუერთდეთ, რომლებსაც დაშინების და მოხერხებული მანიპულაციების მეთოდებით მართავენ.

მაგრამ არსებობს სხვა გზაც – სულიერი მეომრის გზა. ეს რთული გზაა. იგი გამბედაობას, სიმტკიცეს, დისციპლინას, ღრმა თანაგრძნობას და უპირობო სიყვარულს მოითხოვს. იგი საჭიროებს იმის გაგებას, რომ ეს სამყარო – უკანასკნელი თავი არაა ჩვენს ცხოვრებაში. სულიერი მეომარი უბედურებებს და სირთულეებს აწყდება, მაგრამ გადალახავს მათ, ისე რომ არ კარგავს სულიერ წონასწორობას და ჭკუის პოზიტიურ წყობას, აცნობიერებს რა, რომ უბედურებები განგვწმენდენ, წინაღობები კი გვაიძულებენ, რომ უფრო მაღლა ხტომა სწრაფად სირბილი და მეტი მცდელობა ვისწავლოთ. თავად ოქროც კი, ეს ყველაზე ძვირფასი მეტალი, თავის ღირებულებას ცეცხლში გამოწრთობისას იძენს, ხოლო ალმასი, ეს ყველაზე ძვირფასი ქვა, უზარმაზარი წნევის და ტემპერატურის ქვეშ ფორმირდება. სულიერი მეომრები მარტონი არ არიან ამ სამყაროში – ისინი თავიანთ გულებში უზენაეს უფალს ატარებენ. ანგელოზები მიმართულებას აძლევენ მათ და იცავენ, ხოლო სულიერი სამყაროს მცხოვრებნი როგორც გმირებს ელოდებიან მათ სახლისაკენ მიმავალ გზაზე, ტრანსცენდენტულ სამყაროში. გინდათ ამ ტრანსცენდენტული არმიის რიგები შეავსოთ? თუ კი, მაშინ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ და არჩევანი გააკეთოთ. როცა ბოროტების ძალები იმისთვის იბრძვიან, რომ ჩვენს ცხოვრებაში დამკვიდრდნენ, არსებობს მხოლოდ ორი მხარე – სულიერად განათლებულების მხარე და მატერიალური არსებობით დათრგუნულების მხარე. ჩემო ძვირფასებო, დრო არ უნდა დაკარგოთ. თქვენს ამჟამინდელ აზრებს და ქმედებებს უკვე მიყავხართ ან ერთ, ან მეორე ბანაკში.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Nov 3 2010, 08:09 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს თემა ჩავარდა? sad.gif



მოდი პატარა გამოკითხვასავით ჩავატაროთ:

როგორ ფიქრობთ, აქვს ღმერთს პიროვნული ფორმა (ფორმები)? და თუ აქვს მისი პიროვნული ფორმა უფრო აღმატებულია თუ უპიროვნო?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 3 2010, 11:25 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 3rd November 2010 - 08:09 PM) *
როგორ ფიქრობთ, აქვს ღმერთს პიროვნული ფორმა (ფორმები)? და თუ აქვს მისი პიროვნული ფორმა უფრო აღმატებულია თუ უპიროვნო?

ჩემი აღქმით, ღმერთს აქვს პიროვნული და უპიროვნო ფორმებიც. ჩემთვის ღმერთი არის ენერგია რომელიც დაყოფილია უამრავ ელემენტად, რომელიც ყველგან და ყველაფერშია. ანუ მე იმპერსონალიზმს ვემხრობი, მაგრამ იგნორირებას არ ვუკეთებ იმას, თუ რით განსხვავდებით ღმერთისგან. )) ადამიანიც ღმერთია, მოსული მატერიალურ სამყაროში, ოღონდ შეზღუდული აღქმით. მატერიალურ სამყაროში ადამიანის არსებობა არის ღმერთის მოგზაურობა, ექსპერიმენტი, რომლის ბოლო ისევ პირველ საწყისთან დაბრუნებაა. ანუ იმ მტავარ ენერგიასთან, საიდანაც მოხდა დაყოფა.
ალბათ ღმერთის უპიროვნო ფორმა უფრო აღმატებულია, რადგან პიროვნულ ფორმებს თვითონვე მოიცავს. ნუ უპიროვნო ფორმაში აქ არ ვგულისხმობ მაგ. ჰაერს, ვგულისხმობ იმ უპიროვნო პირველსაწყისს, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Nov 4 2010, 06:16 AM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 4th November 2010 - 12:25 AM) *
ალბათ ღმერთის უპიროვნო ფორმა უფრო აღმატებულია, რადგან პიროვნულ ფორმებს თვითონვე მოიცავს. ნუ უპიროვნო ფორმაში აქ არ ვგულისხმობ მაგ. ჰაერს, ვგულისხმობ იმ უპიროვნო პირველსაწყისს, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.


გასაგებია. მაშინ ამაზე რას იტყვი? აქ კრიშნა ნათლად ამბობს, რომ საბოლოოდ იმპერსონალისტებიც პერსონალიზმამდე მიდიან. ამ მონაკვეთის გარდა კრიშნა ბევრგან ამბობს, რომ მისი უპიროვნო ფორმა პიროვნულისგან გამომდინარეობს (და არა პირიქით). არჩევანი თავისუფალი აქვს ყველას, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბჰაგავად-გიტაში ასე წერია.

1. არჯუნამ იკითხა: ვინ ითვლება უფრო სრულყოფილად, ის, ვინც ყოველთვის ჯეროვანი ერთგულებით გემსახურება, თუ ის, ვინც თაყვანს სცემს გამოუვლენელს – უპიროვნო ბრაჰმანს?

განმარტება: კრშნამ უკვე აღწერა პიროვნული, უპიროვნო და კოსმოსური ასპექტები და დაახასიათა ერთგულთა და იოგთა ყოველი კლასი. როგორც წესი, ტრანსცენდენტალისტები ორ ჯგუფად იყოფიან: იმპერსონალისტებად და პერსონალისტებად. პერსონალისტი ერთგული ბოლომდე უზენაესი უფლის სამსახურით არის დაკავებული. იმპერსონალისტიც დაკავებულია, მაგრამ არა უშუალოდ კრშნას სამსახურით, არამედ უპიროვნო ბრაჰმანზე – გამოუვლენელზე მედიტაციით.

ამ თავიდან ვგებულობთ, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის სხვადასხვა გზებს შორის უმაღლესია ბჰაკტი-იოგა, ანუ ერთგული სამსახური. თუკი ცოცხალ არსებას სურს ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან რაიმე კავშირი, ერთგულად უნდა ემსახუროს მას. მათ, ვინც ერთგული სამსახურით უშუალოდ სცემენ თაყვანს უზენაეს უფალს, პერსონალისტები ჰქვიათ.

მათ, ვინც მედიტაციას ეწევიან უპიროვნო ბრაჰმანზე, იმპერსონალისტები ეწოდებათ. ამ შემთხვევაში არჯუნა კითხულობს იმის შესახებ, რომელი მათგანი იმყოფება უკეთეს მდგომარეობაში. აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობისთვის სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ ამ თავში კრშნა გვიჩვენებს, რომ უმაღლესი გზაა ბჰაკტი-იოგა, ანუ მისი ერთგული სამსახური. ეს ღმრთეებასთან ურთიერთობის პირდაპირი და უიოლესი საშუალებაა.

ბჰაგავად-გიტას მეორე თავში უზენაესმა უფალმა განმარტა, რომ ცოცხალი არსება მატერიალური სხეული არ არის; იგი სულიერი ნაპერწკალია. აბსოლუტური ჭეშმარიტება კი სულიერი მთელია. მეშვიდე თავში კრშნამ ცოცხალ არსებას უმაღლესი მთელის განუყოფელი ნაწილაკი უწოდა და ყურადღების მთელისადმი მიპყრობა ურჩია. მეორე თავშიც ნათქვამი იყო, რომ ის, ვინც სხეულის დატოვებისას კრშნაზე ფიქრობს, უმალ სულიერ ზეცაზე, კრშნას სავანეში გადაინაცვლებს. მეექვსე თავის ბოლოს კი უფალმა გარკვევით განაცხადა, რომ იოგთა შორის ყველაზე სრულქმნილად ითვლება პიროვნება, რომელიც შინაგანად მუდამ კრშნაზე ფიქრობს. ამრიგად, ყოველი თავის დასკვნა იმაშI მდგომარეობს, რომ ცოცხალი არსება კრშნას პიროვნულ ფორმაზე უნდა იყოს მიჯაჭვული, ვინაიდან ეს წარმოადგენს უმაღლეს სულიერ რეალიზაციას.

მიუხედავად ამისა, მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც არ არიან მიჯაჭვულნი კრშნას პიროვნულ ფორმაზე. ისინი იმდენად გულგრილნი არიან, რომ ბჰაგავად-გიტას კომენტარების მომზადებისასაც კი ცდილობენ სხვები კრშნას ჩამოაცილონ და მთელი ერთგულება უპიროვნო ბრაჰმაჯიოტიზე გადაიტანონ. მათ ურჩევნიათ მედიტაცია აბსოლუტური ჭეშმარიტების უპიროვნო ფორმაზე, რომელსაც გრძნობები ვერ სწვდება და გამოუვლენელია.

ასე რომ, არსებობს ტრანსცენდენტალისტთა ორი კლასი. ახლა არჯუნა ცდილობს იმ საკითხის გადაწყვეტას, თუ რომელი გზაა უფრო ადვილი და რომელი კლასია უფრო სრულყოფილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ნათელს ხდის საკუთარ მდგომარეობას, ვინაიდან მიჯაჭვულია კრშნას პიროვნულ ფორმაზე და არა უპიროვნო ბრაჰმანზე. მას სურს იმის გაგება, უსაფრთხოა მისი მდგომარეობა თუ არა. როგორც მატერიალურ სამყაროში, ასევე უზენაესი უფლის სულიერ სამყაროშიც ძალიან ძნელია უპიროვნო გამოვლინებაზე მედიტაცია. სინამდვილეში აბსოლუტური ჭეშმარიტების უპიროვნო ნიშან-თვისების სრულყოფილად შეცნობა შეუძლებელია, ამიტომ არჯუნას სურს თქვას: “რა აზრი აქვს დროის ასეთ კარგვას?” მეთერთმეტე თავში არჯუნა დარწმუნდა, რომ უმჯობესია კრშნას პიროვნულ ფორმაზე მიჯაჭვულობა, ვინაიდან ამგვარად ერთდროულად დანარჩენი ფორმების შეცნობა შეეძლო და მის კრშნას სიყვარულს არაფერი შეუშლიდა ხელს. არჯუნას მიერ დასმული ამ მნიშვნელოვანი კითხვის შედეგად ნათელი გახდება განსხვავება აბსოლუტური ჭეშმარიტების უპიროვნო და პიროვნულ კონცეფციებს შორის.

2. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ვისი ჭკუაც ჩემი პიროვნული ფორმისადმია მოპყრობილი და ყოველთვის დიდი და ტრანსცენდენტული რწმენით მცემს თაყვანს, მას ყველაზე სრულყოფილად ვაღიარებ.

განმარტება: არჯუნას კითხვის პასუხად კრშნა გარკვევით ამბობს, რომ ის, ვინც მის პიროვნულ ფორმაზეა მიმართული და რწმენითა და ერთგულებით სცემს თაყვანს, ყველაზე სრულყოფილად ითვლება იოგაში. მისთვის, ვინც ამგვარად იმყოფება კრშნას ცნობიერებაში, არ არსებობს არავითარი მატერიალური საქმიანობა, ვინაიდან ყველფერს კრშნასთვის აკეთებს. წმინდა ერთგული მუდამ დაკავებულია. ხან გალობს, ხან ისმენს, ხან კითხულობს წიგნებს კრშნას შესახებ. ხან პრასადს ამზადებს, ხან ბაზარში მიდის რათა კრშნასთვის რამე იყიდოს, ხან ტაძარს წმენდს, ხან ჭურჭელს რეცხავს _ რასაც არ უნდა აკეთებდეს, კრშნასთვის საქმიანობის გარდა სხვასხვა რამეზე წამის დაკარგვის უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს. ასეთი მოქმედება სრულ სამადჰიში სრულდება.


3-4. მაგრამ ისინი, ვინც ბოლომდე თაყვანს სცემენ გამოუვლენელს, გრძნობათა აღქმის მიღმა მყოფს, ყოვლისგამჭოლს, წარმოუდგენელს, უცვლელს, ურყევსა და უძრავს – აბსოლუტური ჭეშმარიტების იმპერსონალურ კონცეფციას – იმით, რომ მართავენ სხვადასხვა გრძნობებს და თანაბრად არიან განწყობილნი ყველასადმი და ყველას სასიკეთოდ მოქმედებენ, საბოლოოდ მაინც ჩემთან მოდიან.

განმარტება: ისინი, ვინც უშუალოდ თაყვანს არ სცემენ უზენაეს ღმრთეებას, კრშნას, მაგრამ ცდილობენ იგივე მიზანი არაპირდაპირი გზით მიაღწიონ, ასევე აღწევენ ამ მიზანს, შრი კრშნას. “მრავალი დაბადების შემდეგ ადამიანი სრულ ცოდნას შეიძენს, უფალ კრშნას მიენდობა. თუკი ადამიანი ამ ლექსსი ნახსენები გზით მიმართავს ღმრთEებას, უნდა მართოს გრძნობები, ყველას ემსახუროს და იმოქმედოს ყოველი არსების სასიკეთოდ. აქედან დასკვნა, რომ ცოცხალმა არსებამ უფალ კრშნას უნდა მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ სრულყოფილ შემეცნებას ვერ მიაღწევს. ხშირად ცოცხალი არსება დიდ ეპითიმიებს გადის სანამ მთლიანად მიენდობა უფალს.

ინდივიდუალურ სულში მყოფი ზესულის აღქმისთვის საჭიროა მხედველობის, სმენის, გემოვნებისა და სხვა გრძნობათა მოქმედებების შეწყვეტა. მაშინ ცოცხალი არსება ხვდება, რომ უზენაესი სული ყველაფერში იმყოფება. ამის შეცნობის შემდეგ იგი არც ერთ ცოცხალ არსებას არ მტრობს _ ვერ ხედავს განსხვავებას ადამიანსა და ცხოველს შორის, ვინაიდან ხედავს სულს და არა გარეგან სამოსელს. მაგრამ იმპერსონალისტური შემეცნების ეს გზა უბრალო ადამიანისთვის ძალიან ძნელია.

5. ძალიან უჭირთ წინსვლა იმათ, ვისი ჭკუაც უზენაესის გამოუვლენელ, იმპერსონალურ ნიშან-თვისებაზეა მიპყრობილი. ხორცშესხმულთათვის ყოველთვის ძნელია ამ წვრთნაში წინსვლა.

განმარტება: ტრანსცენდენტალისტებს, რომლებიც უზენაესი უფლის წარმოუდგენელი, გამოუვლენელი იმპერსონალისტური ნიშან-თვისებების გზას ადგანან, ჯნანა-იოგები ეწოდებათ. მათ კი, ვინც სრულ კრშნას ცნობიერებაში იმყოფებიან და ერთგულად ემსახურებიან უფალს, ჰქიათ ბჰაკტი-იოგები. აქ უკვე გარკვევით არის ნაჩვენები განსხვავება ჯნანა-იოგასა და ბჰაკტი-იოგას შორის. მართალია ჯნანა-იოგას საბოლოოდ იმავე მიზნამდე მიჰყავს ცოცხალი არსება, იგი მეტად რთულია, მაშინ როდესაც ბჰაკტი იოგას გზა, ღმრთეების უზენაესი პიროვნების უშუალო სამსახური, უფრო იოლი და ბუნებრივია ხორცშესხმული სულისათვის. ინდივიდუალური სული უხსოვარი დროიდან არის ხორცშესხმული. მას თეორიულადაც კი ძალიან უჭირს იმის გაგება, რომ იგი სხეული არ არის. ამიტომ ბჰაკტი-იოგი თაყვანს სცემს კრშნას ღვთაებას, ვინაიდან მის ჭკუაში გამჯდარია გარკვეული სხეულისეული შეხედულება, რომელიც შეიძლება ამგვარად იქნას გამოყენებული. ხადია ღმრთეების უზენაესი პიროვნების იმ სახის თაყვანისცემა, რომლითაც ტაძAრში იმყოფება, კერპთაყვანისმცემლობა არ არის. ვედურ ლიტერატურაში დადასტურებულია, რომ თაყვანისცემა შეიძლება იყოს საგუნა და ნირგუნა, ანუ თაყვანისცემა უზენაესისა, რომელიც ფლობს ან არ ფლობს თვისებებს. ტაძარში ღვთაების თაყვანისცემა საგუნა თაყვანისცემაა, ვინაიდან უფალი მატერიალური თვისებებით არის წარმოდგენილი, როგორიცაა ქვა, ხე, თუ ზეთის საღებავი, სინამდვილეში მისი ფორმა მატერიალური არ არის. ასეთია უზენაესი უფლის აბსოლუტური ბუნება.

შეიძლება მოვიყვანოთ უხეში მაგალითი. ქუჩაში დადგმულია საფოსტო ყუთები და ტუკი მათში წერილებს ჩავაგდებთ, დაუბრკოლებლად მიაღწევენ დანიშნულების ადგილს. მაგრამ თუკი სადმე ძველ ან თვითნაკეთ ყუთს მივაგნებთ, რომელიც საფოსტო განყოფილების ნებართვის გარეშე დგას, ეს ყუთი იგივე დანიშნულებას ვერ შეასრულებს. სწორედ ასევე, ღვთაება, რომელსაც არჩა-ვიგრაჰა ეწოდება, ღმერტის უფლებამოსილი განსახიერებაა. ეს არჩა-ვიგრაჰა არის უზენაესი უფლის ინკარნაცია. უფალი ამ სახით ღებულობს სამსახურს. იგი ყოვლისშემძლე, ყოვლადძლიერია, ამიტომ როდესაც არჩა-ვიგრაჰას სახიტ ევლინება, ღებულობს ერთგულთა სამსახურს, რათა ეს სამსახური განპირობებულ ცხოვრებაში მყოფი ადამიანისათვის მისაწვდომი გახადოს.

ამდენად, ერთგულს შეუძლია სწრაფად და პირდაპირ მიუახლოვდეს უზენაესს, მაგრამ სულიერი შემეცნების იმპერსონალისტურ გზაზე მდგომისთვის ეს გზა რთულია. ვედური ლიტერატურიდან, როგორიცაა უპანიშადები, მათ უნდა შეისწავლონ, უზენაესის გამოუვლენელი განსახიერებები, ენა, გაიგონ გრძნობები,რომლებიც აღქმას არ ექვემდებარება და ყოველი ეს პროცესი განახორციელონ. უბრალოდ ადამიანისთვის ეს ძალიან ძნელია. კრშნას ცნობიერებაში მყოფი ადამიანი, რომელი ერთგული სამსახურითაა დაკავებული, ადვილად შეიცნობს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას უბრალოდ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის წინამძღოლობით, უბრალოდ იმით, რომ წესების თანახმად სცემს ღვთაებას თაყვანს, უბრალოდ იმით, რომ უფლის დიდებას ისმენს და უბრალოდ იმით, რომ მიირთმევს უფლისადმი შეთავაზებულ საჭმლის ნარჩენებს. ეჭვგარეშეა, რომ იმპერსონალისტები ტყუილად ადგანან რთულ გზას, რაც იმით არის საშიში, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ვერ შეიცნონ აბსოლუტური ჭეშმარიტება. მაგრამ პერსონალისტი, რაიმე საშიშროების უსიამოვნებისა თუ სირთულის გარეშე. უშუალოდ მიმართავს უზენაეს პიროვნებას. შრიმად-ბჰაგავატამში მსგავს ადგილს ვხვდებით, სადაც ნათქვამია, რომ თუკი ცოცხალი არსება საბოლოოდ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას უნდა მიენდოს (მინდობის ამ გზას ბჰაკტი ჰქვია), მაგრამ ნაცვლად ამისა გზას იმიტ ირთულებს, რომ ცდილობს გაიგოს რა არის ბრაჰმანი და რა არ არის ბრაჰმანი და ასე მთელ ცხოვრებას კარგავს, შEდეგად მხოლოდ უსიამოვნება შეხვდება. ამიტომ აქ გვირჩევენ არ დავადგეთ თვითრეალიზაციის ამ რთულ გზას. ვინაიდან დარწმუნებით არ შეიძლება ითქვას, როგორი იქნება საბოლოო შედეგი.

ცოცხალი არსება მუდამ ინდივიდუალური სულია და თუკი სულიერ მთელთან შერწყმა სურს, შეიძლება შEიცნოს თავისი თავდაპირველი ბუნების მარადისობის და ცოდნის ასპექტები, მაგრამ ნეტარების ნაწილი შეუცნობელი დარჩება. რომელიმე ერთგულის წყალობით ასეთმა ტრანსცენდენტალისტმა, რომელიც უაღრესად განათლებული ჯნანა-იოგას პროცესში, შეიძლება ბჰაკტი-იოგას ანუ ერთგული სამსახურის საფეხურს მიაღწიოს. ამ დროსაც დასაშვებია სირთულეები იმპერსონალიზმის ხანგრძლივი პრაქტიკის გამო, ვინაიდან მას არ შეუძლია ამ იდეის თავიდან მოშორება. ამიტომ გამოუვლენელთან დაკავშირებით ხორცშესხმული სული მუდამ სირთულეებს აწყდება, როგორც პრაქტიკის ასევე რეალიზაციის დროსაც. ყოველ ცოცხალ სულს ნაწილობრივი დამოუკიდებლობა აქვს და დანამდვილებით უნდა იცოდეს, რომ ამ გამოუვლენელის რეალიზაცია საკუთარი სულიერი ნეტარი არსების ბუნებას ეწინააღმდეგება. იგი არ უნდა გაჰყვეს ამ პროცესს. საუკეთესო გზა ყოველი ინდივიდუალური ცოცხალი არსებისთვის კრშნას ცნობიერებაა, რომელსაც სრული ერთგული მსახურება მოჰყვება. ერთგული სამსახურის უგულვებელყოფის სურვილი სახიფათოა, რადგან ადამიანი შეიძლება ათეიზმს მიუბრუნდეს, ამიტომ არასოდეს, განსაკუთრებით კი ამ ეპოქაში, არ შეიძლება ვინმეს მოვუწოდოთ, რომ მთEლი ყურადღEბა მიაპყროს გამოუვლენელს, წარმოუდგენელს, რომელსაც გრძნობები ვერ სწვდება. ეს გარემოება უკვე ნახსენები იყო ამ ლექსში. უფალი კრშნა არ გვირჩევს ამას.

6-7. მაგრამ ისინი, ვინც თაყვანს მცემენ მე, მთელ საქმიანობებს მე მიძღვნიან, განუხრელად თავდადებულნი არიან ჩემთვის, ერთგულად მემსახურებიან, ყოველთვის ჩემზე არიან დაუნჯებულნი და ჭკუა ჩემსკენ აქვთ მოპყრობილი, ო პრთჰას შვილო, ისინი მალე ამომყავს დაბადებისა და სიკვდილის ოკეანიდან.

განმარტება: აქ გარკვევით არის ნათქვამი, რომ ერთგულები მეტად იღბლიანები არიან, ვინაიდან უფალს ძალიან მალე ამოჰყავს ისინი მატერიალური არსებობიდან. წმინდა ერთგული მსახურებისას ცოცხალი არსება ხვდება, რომ ღმერთი დიადია, ინდივიდუალური სული კი მას ემორჩილება. მისი ვალი უფლის სამსახურია და თუკი უარს იტყვის ამაზე, იძულებული იქნება მაიას ემსახუროს.

როგორც უკვე ვთქვით, უზენაესი უფლის შეცნობა მხოლოდ ერთგული სამსახურით შეიძლება. ამიტომ საჭიროა მთლიანად მივენდოთ მას. ჭკუა მთლიანად კრშნას უნდა მივაპყროთ, რათა მივაღწიოთ მას. უნდა ვიშრომოთ მხოლოდ კრშნასთვის. მნიშვნელობა არა აქვს, რა სახის სამუშაოს შევასრულებთ, მთავარია კრშნასთვის ვიმუშაოთ. ასეთია ერთგული სამსახურის პირობა. ერთგულს არაფრის მიღწევა არ სურს, გარდა იმისა, რომ სიამოვნება მოჰგვაროს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას. მისი ცხოვრების დანიშნულებაა სიამოვნება მოჰგვაროს კრშნას და შეუძლია ყველაფერი გასწიროს კრშნას დასაკმაყოფილებლად, ისევე როგორც არჯუნამ გასწირა ყველაფერი კურუკშეტრას ბრძოლისას. ეს მეტად ადვილი პროცესია. ადამიანს შეუძლია მთელი მონდომებით შეასრულოს თავისი საქმიანობა და ამავე დროს იგალობოს ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე გარე / ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. ასეთი ტრანსცენდენტული გალობის შედეგად ერთგულს ღმრთეების პიროვნება იზიდავს.

აქ უზენაესი უფალი ამგვარად დასაქმებულ ერთგულს პირდება, რომ აუცილებლად გამოიხსნის მატერიალური არსებობის ოკეანიდან. მათ, ვინც წარმატებით ასრულებენ იოგას, ამ პროცესის საშუალებით, საკუთარი სურვილით შეუძLიათ სული ნებისმიერ პლანეტაზე გადაანაცვლონ. სხვებიც ათასგვარი ხელსაყრელი პირობებით სარგებლობენ, მაგრამ რაც შეეხება ერთგულს, აქ გარკვევით არის ნათქვამი, რომ თავად უფალს მიჰყავს იგი. სულიერ ზეცაზე გადასანაცვლებლად ერთგულს საკმარისი გამოცდილების ლოდინი არ სჭირდება. ვარაჰა პურანაში ვხვდებით ამ ლექსს:

ნაიამი პარამამ სთჰანამ არჩირ-ადი-გატიმ ვინა
გარუდა-სკანდჰამ აროპია იათჰეჩჩჰამ ანივარიტაჰ

ეს ლექსი გვეუბნება, რომ ერთგულს არ ესაჭიროება აშტანგა-იოგას შესრულება, რათა სულიერ პლანეტებზე გადაინაცვლოს. ამაზე თავად უზენაესი უფალია პასუხისმგებელი. აქ იგი გარკვევით აცხადებს, რომ ერთგულს თვითონ გაანთავისუფლებს. ბავშვზე მთლიანად მისი მშობლები ზრუნავენ; ასე რომ, იგი საიმედოდაა დაცული. სწორედ ასევე, ერთგულს არ სჭირდება იოგას პრაქტიკის შესრულებით სხვა პლანეტებზე გადანაცვლების ცდა. პირიქით, თავისი უდიდესი წყალობით, უზენაესი უფალი, რომელიც მის მატარებელ ფრინველ გარუდაზე ზის, მოდის და უმალვე ათავისუფლებს ერთგულს მატერიალური არსებობისგან. ოკეანეში ჩავარდნილი ადამიანი ბევრსაც რომ ეცადოს და შესანიშნავი მოცურავეც რომ იყოს, ვერ იხსნის თავს. მაგრამ თუკი ვიღაც მოვა და ამოიყვანს წყლიდან, ადვილად გადარჩება. სწორედ ასევე, უფალსაც ამოჰყავს ერთგული ამ მატერიალური არსებობიდან. ჩვენ უბრალოდ კრშნას ცნობიერების იოლი პროცესი უნდა შევასრულოთ და მთლიანად ერთგული სამსახურით დავკავდეთ. ნებისმიერმა გონიერმა ადამიანმა ყველა სხვა გზას ერთგული სამსახური უნდა არჩიოს. ნარაიანიიაში ეს ასეა დადასტურებული:

ია ვაი სადჰანა-სამპატტიჰ პურუშართჰა-ჩატუშტაიე
ტაია ვინა ტად აპნოტი ნარო ნარაიანაშრაიაჰ

ამ ლექსის შინაარსი ის არის, რომ არაა საჭირო კარმიული საქმიანობების შესრულება ან სპეკულაციური მსჯელობების საშუალებით ცოდნის დაგროვება. უზენაესი პიროვნების ერთგული აღწევს ყველაფერ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია სხვა იოგური პროცესებით, მსჯელობით, რიტუალებით, მსხვერპლშეწირვებით, ქველმოქმედებით და ა.შ. ასეთია ერთგული სამსახურის განსაკუთრებული მადლი.

უბრალოდ კრშნას წმინდა სახელების გალობით - ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე გარე / ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე – უფლის ერთგულს შეუძლია ადვილად და ბედნიერად მიაღწიოს უმაღლესი დანიშნულების ადგილს, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია რელიგიის ნებისმიერი სხვა გზით.

მეთვრამეტე თავში მოცემულია ბჰაგავად-გიტას დასკვნა:

სარვა-დჰარმან პარიტიაჯია
მამ ეკამ შარანამ ვრაჯა
აჰამ ტვამ სარვა-პაპებჰიო
მოკშაიშიამი მა შუჩაჰ

ცოცხალმა არსება, უნდა მიატოვოს თვითრეალიზაციის ყველა სხვა გზა და უბრალოდ ერთგულად ემსახუროს უფალს, კრშნას ცნობიერებაში. ამით სიცოცხლეში უმაღლეს სრულქმნას მიაღწევს. მას არ სჭირდება წარსული ცხოვრების ცოდვით საქმიანობებზე ფიქრი, ვინაიდან უზენაესი უფალი ბოლომდე ზრუნავს მასზე. ამიტომ ამაოდ არავინ უნდა სცადოს სულიერ შემეცნებაში საკუთარი თავის განთავისუფლება. დაე ყველამ უმაღლეს ყოვლისშემძლე ღმრთეებას, კრშნას შეაფაროს თავი. ასეთია სიცოცხლის უმაღლესი სრულქმნა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 31 2011, 10:43 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოცხალმა არსება, უნდა მიატოვოს თვითრეალიზაციის ყველა სხვა გზა და უბრალოდ ერთგულად ემსახუროს უფალს, კრშნას ცნობიერებაში. ამით სიცოცხლეში უმაღლეს სრულქმნას მიაღწევს. მას არ სჭირდება წარსული ცხოვრების ცოდვით საქმიანობებზე ფიქრი, ვინაიდან უზენაესი უფალი ბოლომდე ზრუნავს მასზე. ამიტომ ამაოდ არავინ უნდა სცადოს სულიერ შემეცნებაში საკუთარი თავის განთავისუფლება. დაე ყველამ უმაღლეს ყოვლისშემძლე ღმრთეებას, კრშნას შეაფაროს თავი. ასეთია სიცოცხლის უმაღლესი სრულქმნა.

ძნელია შეკამათება. მორწმუნის ცხოვრება სწორედ ასე წარმომიდგენია. ბედნიერია ვინც უფლის მსახურებით იღებს ნეტარებას. ჩემს თავსაც ამას ვუსურვებ...






--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post May 1 2011, 03:38 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Atman @ Nov 3 2010, 09:09 PM) *
როგორ ფიქრობთ, აქვს ღმერთს პიროვნული ფორმა (ფორმები)? და თუ აქვს მისი პიროვნული ფორმა უფრო აღმატებულია თუ უპიროვნო?


რთულია ზუსტად თქმა ასეა ან ისეა. ალბათ ორივეა, მაგრამ მაინც ძალიან შეუცნობადია ჩემთვის.
თან ვთვლი რომ სულიერ გზაზე ეს გადამწყვეტი არ არის. თუ ადამიანი ღმერთისკენ მიისწრაფის, ხომ შეიძლება ზუსტი წრმოდგენა არ ქონდეს ღმერთზე. ფაქტია ორივე იდეას საკმაოდ სერიოზული ''არგუმენტები'' აქვს (ძნელი სათქმელია რამდენად შესაძლებელია არგუმენტებით ამაში ჩაწვდომა).

ეზოთერული ლიტერატურიდან ძირითადად იმპერსონალისტებს გავეცანი, პირველ რიგში კრიშნამურტის გამოვყოფ. არამგონია იმით რამე აკლდებოდეს პიროვნულ ღმერთს რომ არ ახსენებს, ან პირიქით რომ ახსენოს ამით რაიმე შეიცვლება მის მსოფლმხედველობაში და უფრო არარეალურად გამოჩნდება.

ციტატა(Atman @ Oct 31 2010, 02:58 PM) *
პერსონალიზმის კონცეფციები ავტომატურად მოიცავენ იმპერსონალიზმის წარმოდგენებს და აღემატებიან მას. უზენაეს ღმერთს, როგორც აბსოლუტურს, შეუძლია ერთდროულად არსებობდეს როგორც პიროვნული, ისევე უპიროვნო ფორმით.


Atman

შეგიძლია ძალიან მოკლედ გვითხრა რა იგულისხმება პერსონალურში?
ანუ არის ღმერთი დამოუკიდებელი სული, დამოუკიდებელი არსებით, და ამავე დროს იგი მთელშია და მთელი მასშია? ხომ?

ასეთ შემთხვევაშიც მაინც მგონია რომ სულიერ გზაზე ეს მთავარი არ არის.


--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 2 2011, 05:11 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Qocho
QUOTE(Qocho @ 1st May 2011 - 03:38 PM) *
შეგიძლია ძალიან მოკლედ გვითხრა რა იგულისხმება პერსონალურში?


პერსონალური ნიშნავს იმას, რომ ღმერთი პიროვნებაა და აქვს თავისი ხასიათი (გააჩნია ღმერთის რომელი პიროვნული ფორმა იქნება, ყველას განსხვავებული ხასიათები აქვთ), რაღაც მოსწონს და რაღაც არ მოსწონს, აქვს პიროვნული თვისებები და ა.შ.

ხოლო რაც შეეხება მის იმპერსონალურ ასპექტს - ანუ ყოვლისმომცველ ბრაჰმანს - ეს მისი მეორადი ასპექტია.

QUOTE(Qocho @ 1st May 2011 - 03:38 PM) *
ანუ არის ღმერთი დამოუკიდებელი სული, დამოუკიდებელი არსებით, და ამავე დროს იგი მთელშია და მთელი მასშია? ხომ?


მეტაფორულად რომ ვთქვათ ღმერთი არის ოკეანე, რომელსაც წვეთის ფორმა აქვს. თუმცა ამ მეტაფორით რა თქმა უნდა ვერ გადმოვცემ მის არსს.

QUOTE(Qocho @ 1st May 2011 - 03:38 PM) *
ასეთ შემთხვევაშიც მაინც მგონია რომ სულიერ გზაზე ეს მთავარი არ არის.


გააჩნია რა მიზანი გაქვს სულიერ გზაზე, ანუ საბოლოო მიზანს: თუ ღმერთის სიყვარული და მსახურება გინდა, მაშინ დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო თუ საკუთარ თავზე გაქვს მთავარი აქცენტი და თვითსრულყოფილება გინდა, მაშინ პიროვნული ღმერთის მიღება ძნელია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post May 2 2011, 05:21 PM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 2nd May 2011 - 05:11 PM) *
თუ საკუთარ თავზე გაქვს მთავარი აქცენტი და თვითსრულყოფილება გინდა, მაშინ პიროვნული ღმერთის მიღება ძნელია.



და თუ საკუთარი თავი გინდა რო გაქრეს ? biggrin.gif ..მაგალითად ბუდიზმში







--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 2 2011, 05:24 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 2nd May 2011 - 05:21 PM) *
და თუ საკუთარი თავი გინდა რო გაქრეს ? ..მაგალითად ბუდიზმში


ეგ სურვილიც ახდენადია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post May 2 2011, 05:31 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 2nd May 2011 - 05:24 PM) *
ეგ სურვილიც ახდენადია.


ეხლა პახმელიაზე ვარ მერე დაგელაპარაკები ბიჭო....... ( biggrin.gif )


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post May 2 2011, 08:43 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




მე მგონია რო შენ რასაც პერსონალურს ეძახი ის უბრალოდ ტვინისთვის (ეგო) ადვილი განსამარტია ..ანუ ლოგიკურად მიყვება რააა.....

აი ეტყვი ტიპს რო არის ღმერთი რომელიც ხან კაი ხასიათზეა ხან ცუდზე შენნაირია უბრალოდ ის არის ღმერთი ანუ ყველაფერი მისია და ყველაფერშია და შენ უბრალოდ უნდა ემსახურო და ამ მსახურებით მასთან მოხვდები და კარგათ იქნები (აქაც ჩვეულებრივი ქვეცნობიერი სამოთხის თემა მიდის როგორც მართმადიდებლებში )

თან მას მსახურებაც ესმის რას ნიშნავს მის ეგო ტვინს კიდე ლოგიკა ძალიან უყვარს და ....... აშ

აი შენ რასაც იმპერსონალურს ეძახი იქ .... მან ტვინი უნდა გადადოს გვერდზე და გადავიდეს გრძნობით აღქმაზე როგორც ბავშვები
(იესოს თემა ) ......ეს მას აბნევს და ძაბავს დაბნევა და დაძაბვა კიდე არავის არ უყვარს ,ეგოს ყოველთვის უნდა პროგნოზირებადი მომავალი

აბა წარმოიდგინე იგივე ტიპი დგას და უსმენს ბუდას Diamond Sutra ს
და უდგება ლოგიკით..... biggrin.gif lol.gif

მე თავი მაგარი ტიპი მეგონა რო გრძნობით არსის აღება შემიძლია , ხოდა დიდის ამბით გადავშალე ბუდას Diamond Sutra
სადაც ბუდა ელაპარაკება ბოდისატვას......... პირველად ჩავთვალე რომ ბუდამ ფრანც კაფკა შვებულებაში გაუშვათქო ........ lol.gif
დამხვდა რაღაც აჯაბსანდალი სიტყვების.......იმ დღის მერე მივხვდი რო ერთი ჩვეულებრივი ტვინი ვარ

მეორედ სხვა ბუდას განმარტებებს მოვუსმინე ამ სუტრაზე და დავქლიავდი უბრალო ფრაზაში მაგალითად როგორიცაა Subhūti მისმინე
არაა ის რასაც კითხულობ არის ერთი ცარიელი გრძნობა რომელიც ან უნდა განიცადო და შეგცვალოს ან უნდა გადააგდო და დაივიწყო.
შენი ლოგიკით და ტვინით და თუ გინდა გონებით ამას ვერ მიეკარები

ვისაც კასტანედა აქვს წაკითხული და ახსოვს რას ნიშნავს ტანალი და ნაგვალი მიხვდება უფრო ადვილად რას ვიძახი
როდესაც დონ ხუანი უხსნიდა კარლოს რომ ყველა სიტყვა ყველა მოქმედება არის ტანალი
ხოლო ნაგვალზე ვერაფერს ვერ იტყვი და ვერც მიუახლოვდები შენ უბრალოდ შეგიძლია მიიყვანო შენი ტანალი ისეთ მდგომარეობაში რო დაგემართოს ნაგვალი...თავი ამოყო ნაგვალში

ანუ დაახლოებით როგორც რეალური მედიტაცია შენ ვერაფერს ვერ იზამ, შენ როცა აღარ იქნები იქნება ღმერთი .











--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 2 2011, 09:29 PM
Post #12


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Qocho

აი ზემოთა პოსტი ყურადღებით წაიკითხე. ამას ეწოდება "იმპერსონალური აბდაუბდა". smile.gif

რაღაცეებში მართალია, მაგრამ ძირითადად აქაც გავლენაა (იმპერსონალისტების), ჩემს შემთხვევაში კი პერსონალისტების გავლენაა.

არჩევანია გასაკეთებელი უბრალოდ, თორემ ყველა შემთხვევაში გავლენის ქვეშ ვართ. ანუ ორივე რეალობა რეალურია, ისევ და ისევ ჩვენ არჩევანზე საქმე. პიროვნებად დარჩენა და პიროვნულ ღმერთთან ურთიერთობა გსურს (რა თქმა უნდა არა მატერიალურ დონეზე და არა ჭკუისმიერი ლოგიკით, როგორც Existence ამბობს). smile.gif

Existence -ს ეს ყველაფერი თავში ვერ მოუვიდოდა, კონკრეტული წიგნები რომ არ წაეკითხა... იკითხა, იკითხა და ბოლოს მოისვრის წიგნებს... biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post May 2 2011, 10:27 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 2nd May 2011 - 09:29 PM) *
Existence -ს ეს ყველაფერი თავში ვერ მოუვიდოდა, კონკრეტული წიგნები რომ არ წაეკითხა... იკითხა, იკითხა და ბოლოს მოისვრის წიგნებს...



კი ბუდას მოვკლავ ალბათ როდესმე

ღმერთის წყალობით...... > biggrin.gif


შენ მაჰავირასთვის უნდა მოგესმინა (ჯაინების ღმერთი biggrin.gif ) მე მოგენატრებოდი.....
ერთ დასმულ კითხვაზე 7 პასუხს ცემდა და ყველა ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა ...არსი რო აეღო იმ ერთ რჩეულს გრძნობით რომელიც ფორმების მიღმა იდგა

აუუუუ ეხლა რო ყოფილიყო ეგ ტიპი დარწმუნებულივარ რას გაჭორავდნეეენ
ფუუუუუ....აზრს ვერ აყალიბებს ,ეს გაუნათლებელი.................... biggrin.gif
ან ძენ ბუდისტებს ხო საერთოდ .....ჰუმან რაით ვოჩის ორგანიზაციას დააყენებდნენ ............... lol.gif


შენ რასაც იმპერსონალიზმს ეძხი იქ თუ აბდა უბდა არ დაგხვდა დაგხვდება სისტემა და სისტემა შეილება მხოლოდ სულ სულ სულ პირველი საფეხური იყოს ...ისევე როგორც ნებისმიერი ტექნიკა რომელიც მხოლოდ რუქაა და მეტი არაფერი
კი ისე არის ხალხი რომლებიც ტექნიკაზეც ლოცულობენ ....თან ბევრი არი, ბევრი ბეეევრიიიი................. wink.gif








--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 3 2011, 05:49 AM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 2nd May 2011 - 10:27 PM) *
შენ მაჰავირასთვის უნდა მოგესმინა (ჯაინების ღმერთი ) მე მოგენატრებოდი.....


შენ ჩემთვის არ მოგისმენია როცა მეც მაგ განწყობაზე ვიყავი... biggrin.gif

QUOTE(Existence @ 2nd May 2011 - 10:27 PM) *
შენ რასაც იმპერსონალიზმს ეძხი იქ თუ აბდა უბდა არ დაგხვდა დაგხვდება სისტემა და სისტემა შეილება მხოლოდ სულ სულ სულ პირველი საფეხური იყოს ...ისევე როგორც ნებისმიერი ტექნიკა რომელიც მხოლოდ რუქაა და მეტი არაფერი
კი ისე არის ხალხი რომლებიც ტექნიკაზეც ლოცულობენ ....თან ბევრი არი, ბევრი ბეეევრიიიი...


ამას სხვებისგან იმეორებ, შენ ნაკლებად გაქვს გამოცდილი სისტემაც და ტექნიკაც (ამ ცხოვრებაში), თან ტექნიკასაც გააჩნია... სხვათა შორის ძენ ბუდიზმიც ტექნიკას იყენებს ჭკუის გამოსართავად. საბოლოო მიზანშია განსხვავება და ეგაა მხოლოდ...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post May 3 2011, 08:47 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 3rd May 2011 - 05:49 AM) *
ამას სხვებისგან იმეორებ, შენ ნაკლებად გაქვს გამოცდილი სისტემაც და ტექნიკაც



შენ რა იცი ჰაააა ? იცი საერთოდ რა ცხოვრებით ვცხოვროობ ?

არ დამისვა დიაგნოზიიიიი.......

QUOTE(atman @ 3rd May 2011 - 05:49 AM) *
ძენ ბუდიზმიც ტექნიკას იყენებს ჭკუის გამოსართავად


კარგი რა ატმან

რა დავწერე კიდე გადახედე აბა .....



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 3 2011, 08:57 AM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence

QUOTE(Existence @ 3rd May 2011 - 08:47 AM) *
რა დავწერე კიდე გადახედე აბა .....


ჰოდა პერსონალიზმშიც ასეა: ტექნიკა თავიდანაა და მერე უკვე უშუალოდ ხდება პიროვნული ღმერთის აღქმა (ისევე როგორც უპიროვნო ბრაჰმანის აღქმა იმპერსონალიზმში).

და შენ საერთოდ რატომ მელაპარაკები ვერ ვხვდები: თან ამბობ რომ სიტყვები სისულელეა, და თან მიხსნი რაღაცეებს smile.gif

QUOTE(Existence @ 3rd May 2011 - 08:47 AM) *
შენ რა იცი ჰაააა ? იცი საერთოდ რა ცხოვრებით ვცხოვროობ ?


ინტუიცია... biggrin.gif

შენი ცხოვრების წესი არ ვიცი, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი რომ პიროვნულ ღმერთთან ურთიერთდამოკიდებულება ან არ, ან თითქმის არ დაგიწყია. შენ კი არა მეც ეგრე ვარ, ოღონდ ახლა უკვე ვხვდები ამას ადრინდელისგან განსხვავებით biggrin.gif წინ გადადგმული ნაბიჯია მაინც...


Выбирая игру, вы выбираете правила.
И вот что Я скажу тебе. Очень часто вы допускаете ошибку. Вы путаете игры, в которые
играете. Выбрав одну игру, вы пытаетесь применить законы другой и очень сильно
разочаровываетесь.

Если вы избрали данную реальность, не ищите в ней Бога из другой. Не пытайтесь проводить
синтез, ибо некоторые законы совпадают, а некоторые – нет. Если, например, ты живешь по
законам реальности, которая называется «Бог – это Все, Что Существует», не надейся
встретить Меня из реальности «Бог – это мальчик-пастушок».

Ты можешь выбрать ту реальность, тот аспект Меня, какой пожелаешь. Ты можешь даже
выбрать, что Меня не существует. Это тоже одна из моих реальностей.
Но каждый из аспектов Меня имеет свои черты, свой характер и живет по своим
неповторимым законам.

ასე რომ ნუ ჩავერევით ერთმანეთის რეალობებში. ვისაც აინტერესებს ვპასუხობ, შენ კი შენი გზა გაქვს და ვინც შენ გკითხავს იმას უპასუხე შენი რეალობიდან გამომდინარე...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post May 3 2011, 09:29 AM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

არ გინდა ეხლა ეს красноречивы ჩახუჭუჭებები რააა ...... please.


QUOTE(atman @ 3rd May 2011 - 08:57 AM) *
თან ამბობ რომ სიტყვები სისულელეა, და თან მიხსნი რაღაცეებს


კი სიტყვების რახა რუხის გარდა თუ ვერაფერს ვერ იღებ...... სისულელეა

შენ ძალიან ხარ განპირობებული და ორგანიზებული ყოველშემთხვევაში იმდენად რომ იგრძნობა


QUOTE(atman @ 3rd May 2011 - 08:57 AM) *
პიროვნულ ღმერთთან ურთიერთდამოკიდებულება ან არ, ან თითქმის არ დაგიწყია.


ჩემთვის პიროვნული ღმერთია მთელი სამყარო და ეხლა ის რო ღმერთი არ წარმომიდგენია როგროც ადამიანი მარა ყოვლისშემძლე
მაპატია მარა ესეთი აღქმა მე ძალიან მემაიტური და თან ვერაგიც მგონია იმიტომ რომ ბრაჰმანება თავის დროზე ძალიან კარგად იცოდნენ რომ თუ მასას არ შესთავაზებ ადვილად აღსაქმელ ღმერთს იმას ვერც აკონტროლებ მერე....
დიდი თემაა და ეხლა მეზარება წერა .........



QUOTE(atman @ 3rd May 2011 - 08:57 AM) *
ისევე როგორც უპიროვნო ბრაჰმანის აღქმა იმპერსონალიზმში).



ეს არაა შენ რასაც იმპერსონალიზმს ეძხი იმის მთავარი ''მიზანი''

ბრაჰმანი პოზიტიური ტერმინია და პოზიტიური experiance- ი

თუ იმპერსონალიზმის მიზანი გაინტერესებს გადახედე ბუდას 2 სუტრას ალმასის და გულის და მერე
მიხვდები (თუ გაიგე იქდან რამე... lol.gif ) რო ცდებოდი


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 3 2011, 06:27 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 3rd May 2011 - 09:29 AM) *
შენ ძალიან ხარ განპირობებული და ორგანიზებული ყოველშემთხვევაში იმდენად რომ იგრძნობა


განპირობებული ნამდვილად ვარ და ორგანიზებულობაზე მოდი აბა ჩემს ახლობლებს ჰკითხე თუ ვარ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

QUOTE(Existence @ 3rd May 2011 - 09:29 AM) *
თუ იმპერსონალიზმის მიზანი გაინტერესებს გადახედე ბუდას 2 სუტრას ალმასის და გულის და მერე
მიხვდები (თუ გაიგე იქდან რამე... ) რო ცდებოდი


ბუდაზე მერე მელაპარაკე, როცა ბუდას სწავლებას რეალურად მიჰყვები (თუნდაც მხოლოდ ახიმსას თვალსაზრისით).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post May 3 2011, 06:42 PM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 3rd May 2011 - 06:27 PM) *
ბუდაზე მერე მელაპარაკე, როცა ბუდას სწავლებას რეალურად მიჰყვები (თუნდაც მხოლოდ ახიმსას თვალსაზრისით).


huh.gif რა იცი რას მივყვები და რას არა ტო შენ რა მართლა ...მართმადიდებელ მშობელთა კავშირივით მელაპარაკები
მიდი აბა ჯვარი მანახეო რო ყვიროდნენ ......... lol.gif

მაცივარს გადავუღო სურათი ? თუ კიდე უფრო შორს წავიდე ჩემს ველურ ფანტაზიებში....

ატმან იცი რას გეტყვი ნელ ნელა ბერდები და რაც უფრო ასაკისკენ მიდიხარ სულ უფრო გინდა სტაბილურობის შეგრძნება
პირველ რიგში რახან მორწმუნე ხარ იდეოლოგიური კუთხით
ამიტომ სანამ კიდე ციცნცხალი ხარ აჯანყდი თორე მერე შენთან ლაპარაკს საერთოდ აზრი აღარ ექნება
აი დარწმუნებულივარ 5 7 წლის მერე რო მოგწერო რამე საწინააღმდეგო შენი აღქმის ცალი ყურითაც არ მომისმენ


აი აბა გულწრფელად მითხარი მე რაც არ უნდა გაგრძნობინო ხო შანსი არ არის რო შენ ორგანიზებულ კრიშნაიტიზმს თავი დაანებო ჰაა?
biggrin.gif










--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 3 2011, 06:55 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 3rd May 2011 - 06:42 PM) *
მაცივარს გადავუღო სურათი ? თუ კიდე უფრო შორს წავიდე ჩემს ველურ ფანტაზიებში...


ახიმსაში მარტო მაცივარი არ იგულისხმება smile.gif

QUOTE(Existence @ 3rd May 2011 - 06:42 PM) *
ატმან იცი რას გეტყვი ნელ ნელა ბერდები და რაც უფრო ასაკისკენ მიდიხარ სულ უფრო გინდა სტაბილურობის შეგრძნება
პირველ რიგში რახან მორწმუნე ხარ იდეოლოგიური კუთხით
ამიტომ სანამ კიდე ციცნცხალი ხარ აჯანყდი თორე მერე შენთან ლაპარაკს საერთოდ აზრი აღარ ექნება
აი დარწმუნებულივარ 5 7 წლის მერე რო მოგწერო რამე საწინააღმდეგო შენი აღქმის ცალი ყურითაც არ მომისმენ


მარტო ვირტუალურად რომ გაქვს ჩემთან (და სხვებთანაც) ურთიერთობა იმიტომაც გგონია დალაგებული სიტყვები "ბებრული" biggrin.gif

QUOTE(Existence @ 3rd May 2011 - 06:42 PM) *
აი აბა გულწრფელად მითხარი მე რაც არ უნდა გაგრძნობინო ხო შანსი არ არის რო შენ ორგანიზებულ კრიშნაიტიზმს თავი დაანებო ჰაა?


რა უნდა მაგრძნობინო? სატორი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 11:32 PM