IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ანუ რა არის ფული და რა გველ
Alpha
post Oct 30 2008, 03:03 AM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამჟამად მსოფლიოში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, მასზე არც ისე ბევრს საუბრობენ და ეს თემა რაღაცნაირად მეორეხარისხოვანია საოგადოებისათვის, ამას პირველ რიგში მას მედია უწობს ხელს. მაგრამ კაგრათ თუ დავაკვირდებით აქა იქ ჩნდება ძალზედ საინტერესო ინფორმაცია, კერძოთ კი მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების პროგნოზები, რომელიც არც ისე კარგათ ჟღერს:

"მსოფლიოს სავალუტო-ფინანსური სისტემა შევიდა ნგრევის კატასტროფულ ფაზაში"
"არაა საჭირო რომ იყო ბიოლოგი, რომ შეამჩნიო, რომ ბირჟები, სან-პაულოდან სეულამდე, ერთნაირ წინასაინფარქტო რითმში ძგერენ"
"ამ სისტემამ თავისი თავი ამოწურა. შესაძლებელია რომ მან ეს წლიც კი ვერ გადაიტანოს, იანვრისათვის ჩვენ გვექნება საბოლოოდ განადგურებული საერთაშორისო ფინანსური სისტემა"


მაგრამ რატომაა მსოფლიოს ეკონომიკა ასეთ დღეში?



გადავწყვიტე ეს თემა ამ საკითხს დავუთმო, თავიდან ცოტა ბევრი ტექსტის წაკითხვა მოგიწევთ და არ შეგეშინდეთ ), ბოლოში სულ ფილმებია, რომელსაც მე რეკომენდაციას ვუწევ რომ აუცილებლათ ნახოთ.



ამ შეკითხვას რომ პასუხი გავცეთ საკითხი სიღრმისეულად უდნა განვიხილოთ

1. კაპიტალისტური წყობის დესტრუქციულობა


ჯერ კიდევ მარქსმა თავის წიგნში "კაპიტალი", გაამხილა კპიტალისტური ფინანსური სისტემის მექანიზმები, მაგამ იმდენად დეტალურად აღწერა ყველაფერი რომ რიგით ადამიანს უკვე მე 10 გვერდის შემდეგ ეძინება, რომ არაფერი ვთქვათ III ტომის წაკითხვაზე. ხოლო თვითონ მარქსი კი კაპიტალისთმა ეკონომისტებმა "ანათემას' გადასცეს, რადგან მათ არ აწყობდათ თავისი მოხერხებული სისტემის დისკრედიტაცია.
და მაინც რა დაწერა ამდენი?

მოდით განვიხილოთ მარტივი ეკონომური მოდელი
ყველაფერი მაქსიმალურად გამარტივებულია, რომ ადვილად გასაგები იყოს.

დავუშვათ რომ იზოლირებულ ეკონომიკაში ბრუნვაშია 11 000 პ.ე. (დოლარი, ევრო, ფული მოკლედ).
დავუშვათ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს 1 ბიზნესმენი, და 100 ჩვეულებრივი ადამიანი.
ბიზნესმენს აქვს 10 000 პ.ე. თანხა დანარჩენი 1 000 პ.ე. თანაბრად არის განაწილებული ხალხზე, კაცზე 10 პ.ე.

ხოდა ეს ჩვენი ბიზნესმენი ხსნის ფაბრიკას, სადაც ასაქმებს ამ 100 ადამიანს.

ყოველი მუშაკი ერთ თვეში ამზადებს 1 ერთეულ საქონელს.
ამ საქმეში იგი იღებს ხელფასს 100 პ.ე.-ს თვეში.
გამოდის რომ პროდუქთის თვითღირებულება 100 პ.ე.-ა.

მაგრაბ ბიზნესმენი რისი ბიზნესმენია რომ ეს პროდუქტი თვითღირებულების ფასად გაყიდოს, მოგება ხომ ჭირდება,
ხოდა პროდუქტს ადებს ფასს: 110 პ.ე. თითო პროდუქტზე.

გამოდის რომ ერთ თვეში გამოშვებული იქნება 100 ერთეული პროდუქტი საერთო ღირებულებით 11 000 პ.ე. (თვითღირებულება + ბიზნესმენის შემოსავალი)
აგრეთვე, გაცემული იქნება 10 000 პ.ე. ხელფასი, 1000 პ.ე. ბიზნესმენი დაიტოვებს, როგორც შემოსავალს.

ეხლა მთავარი, პროდუქტის მყიდველები არიან თვითონ ეს მუშაკები (რადგან ჩვენ განვიხილავთ გამარტივებულ მოდელს, დახურული ეკონომიკის პირობებში).
მათ შეუძლიათ იყიდონ პროდუქტი მხოლოთ ხელფასით და თავისი პირადი შემონახული ფულით (გახსოვთ ის 10 პ.ე. რომელიც თითოეულ ადამიანს აქვს?). ბიზნესმენი აგრეთვე ყიდლობს ამ პროდუქტს რაღაც თანხაზე, დავუშვათ ეს იყოს 200 პ.ე. თვეში.

მაშინ, უკვე ეხლა შეგვიძლია ვიხილოთ, რომ გამოშვებული პროდუქტის საერთო ღირებულება მეტია მყიდველების საერთო ხელფასზე. ანუ თუ ხალხი პროდუქტის საყიდლათ მთელ თავის ფულს დახარჯავს, მათ შეეძლებათ რომ იყიდონ მხოლოთ 10 000 პ.ე. ღირებულების პროდუტი, კიდე 200 პ.ე. პროდუქტს ყიდულობს თვითონ ბიზნესმენი. 800 პ.ე. ღირებულების პროდუქტი ხდება გაუყიდავი!
ჩავთვალოთ რომ, ხალხმა თავისი პირადი ფული დახარჯა და 800 პ.ე. ღირებულების პროდუქტიც იყიდა, ამის შედეგად ხალხს ხელზე რჩება 200 პ.ე. (1000-800), ანუ 2 პ.ე. კაცზე.

ეს მიმოსვლის პირველი ციკლია, საიდანაც ჩანს, რომ ბიზნესმენი გამდიდრდა, ხოლო ხალხმა თავისი პირადი ფული თითქმის სულ დახარჯა, თუმა ჯერ-ჯერობით ყველა კმაყოფილია.

შემდეგ ციკში კვლავ იქნება გამოშვებული 11 000 პ.ე. ღირებულების პროდუქტი(100 ერთეული), თუმცა სიტუაცია შეიცვალა, იმ შემთხვევაშიც თუ მუშაკები პროდუქტის შესაძენათ მთელ თავის ხელფასს დახარჯაენ + მთელ თავის პირად ფულს, ისინი იყიდიან მხოლოდ 10 200 პ.ე. ღირებულების პროდუქტს(10 000-ხელფასი + 200 პირადი ფული). 200 პ.ე. ღირებულების პროდუქტს შეიძენს თვოთონ ბიზნესმენი, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, გაუყიდველი რჩება 600 პ.ე. ღირებულების პროდუქტი (11 000 - (10 200 + 200)).


ანუ 2 მიმოსვლის შემდეგ ჩვენ ვიღებთ შემდეგს:
1. ხალხს ფული საერთოდ აღარ დარჩა
2. ბიზნესმენი იღებს 400 პ.ე. შემოსავალს 1000 პ.ე.-ს ნაცვლად.
3. 600 პ.ე. ღირებულიების პროდუქტი არ გაიყიდა.
ანუ გამოშვებულ იქნება ზედმეტი რაოდენობის პროდუქტი, ეს უკვე არის გადაწრმოების კრიზისის(არ ვიცი ეს ტერმნი რამდენად სწორია) დასაწისი.

ბიზნესმენი, ამჩნევს რომ მოგება ნაკლები დარჩა და ცდილობს გამოსავალი იპოვოს ამ სიტუაციიდან. დღესდღეობით ამ სიტუაციიდან სტანდარტული გამოსავალი არის წარმოების შემცირება. ესე იგი ჩვენი ბიზნესმენი ამცირებს წარმოებას 10%-ით, ანუ ათავისუფლებს 10 ადამიანს, ანუ გადახდის ფონდის შემცირებით იგი ცდილობს რომ თავისი 1000 პ.ე. მოგება კვლავ ნახოს.

ესე იგი, მუშაკთა რაოდენობა შემცირებულია, ეხლა ბიზნესმენს ყავს 90 მუშაკი, რომელიც აწარმოებს პროდუქტის 90 ერთეულს. 10 მუშაკი დარჩა სამუშაოს(ხელფასის)
გარეშე და გაგდებულ იქნება ეკონომიკური მიმოქცევიდან.
გამოშვებული პროდუქტის საერთო ღირებულება ტოლია 9 900 პ.ე. -ის.
მუშაკების ჯამური ხელფასი ტოლია 9 000 პ.ე.-ის.
მუშაკებს არავითარი შემონახული ფული არ დარჩათ, ანუ მათ შეეძლებად მხოლოდ 9 000 პ.ე-ს რირებულების პროდუქტი იყიდონ. კიდე 200 პ.ე. ღირებულების პროდუქტს თვითონ ბიზნესმენი იყიდის, ანუ საერთო ჯამში რეალიზებულ იქნება 9 200 პ.ე. რირებულების პროდუქტი.

3 მიმოსვლის ციკლის შემდეგ ჩვენ ვიღებთ შემდეგს:

1. არავითარი პირადი ფული მუშაკებს არ დარჩათ, ხოლო 10 ადამიანი საერთოდ უმუშევარი დარჩა.
2. ბიზნესმენმა მიიღო მოგება 200 პ.ე. (დაგეგმილი 900 პ.ე.-ის ნაცვლად)
3. არ გაიყიდა 700 პ.ე. ღირებულების პროდუქტი. ანუ ქარხნის საწყობში დაგროვდა 1 300 პ.ე. ღირებულების მქონე რეალიზების გარეშე დარჩენილი პროდუქტი(700 + 600 წინა თვიდნ)

ბიზნესმენი შოკში ვადება, რადგან მისი მოგემა თითქმის გაუტოლდა დანახარჯებს, იგი კვლავ ცდილობს გამოასწოროს მდომარეობა, შემდეგი გამოსავალი: მუშაკების ხელფასების დაწევა.
მაშ ასე, ბიზნესმენი მუშაკებს ხელფასებს 10%-ით უკლებს, ამის მიზეზად კი ეკონომიკური კრიზისის დაწყებას აცხადებს.

ახლა 90 მუშაკი იღებს ხელფასს 90 პ.ე. ოდენობით, ჯამური ხელფასი უდრის 8 100 პ.ე.-ს. რენტაბელობის ნორმა იგივე დავტოვოთ, ბიზნესმენი კვლავ გეგმავს 10%-იან მოგებას ანუ 810 პ.ე.-ს. ამგვარად 1 ც პროდუქტის ფასი იქნება 99 პ.ე. . ანუ პრინციპში ბიზნესმენმა პროდუქტის ფასი დაწია იმ იმედით, რომ პროდუქტი გაიყიდება. გამოშვებული პროდუქტის ჯამური ღირებულება იქნება 8910 პ.ე. . მუშაკები იყიდიან თავისი ხელფასის რირებულების პროდუქტს, ანუ საერთო ჯამში 8 100 პ.ე. ღირებულების საქონელს, 150 პ.ე. ღირებულების პროდუქტს ყიდულობს თვითონ ბიზნესმენი, საერთო ჯამში გაიყიდება 8 250 პ.ე. ღირებულების პროდუქტი, 660 პ.ე. რირებულების პროდუქტი რჩება გაუყიდავი.


4 მიმოსვლის ციკლის შემდეგ ჩვენ ვიღებთ შემდეგს:
1. მუშაკების ხელფასმა დაიწია 90 პ.ე.-მდე.
2. ბიზნესმენი იღებს თავისი დანახარჯის ტოლ, 150 პ.ე.მოგებას, დაგეგმილი 810 პ.ე.-ს ნაცვლად
3. 660 პ.ე. ღირებულების საქონელი კვლავ რეალიზების გარეშე რჩება, ამას დამატებული წინა თვეების 1 300 პ.ე. და ვიღებთ, რომ საწყობში დევს 1960 პ.ე. რირებულების გაუყიდავი პროდუქტი.

ბიზნესმენი იმედგაცრუებულია, მის მიერ გამოყენებულმა ვრც ერთმა ხერხმა ვერ შეძლო სიტუაციის გამოსწორება. ბიზნესმენი ვერ იღებს იმ მოგებას რაც უნდა, საქონელი სულ უფრო ცუდად იყიდება. ბიზნესმენი იღებს გადაწყვეტილებას დახუროს ქარხანა, იგი იმედოვნებს რომ წარმოების გაჩერების შედეგად გაჩნდება საქონლის დეფიცითი, და მის საწყობზე დარჩენილი პროდუქტი გაიყიდება.
მაგრამ, მუშაკები რჩებიან ხელფასის გარეშე, და შესაბამისათ ვერაფერს ვერ ყიდულობენ.
წარმოიქმნება პარადოქსული სიტუაცია: მოსახლეობას ესაჭიროება პროდუქტი, ამ პროდუქტით გავსებულია საწყობები, მაგრამ არავის აქვს ფული რომ იყიდოს იგი.

სქემა გამარტივებულია, მაგრამ სწორედ ასე წარმოიქმნება გადაწარმოების კრიზისები, რომელიც ე.წ. "კლასიკური კაპიტალიზმის" პერიოდში მრავლად იყო.

ამ კრიზისის აზრი იმაშია რომ საქონელი არის ძალიან ბევრი, ხოლო ფული ეკონომიკაში არის ძალიან ცოტა. ანუ დეფიციტური ხდება არა პროდუქტი, არამედ ფული.


გამოსავალი

იმისათვის რომ კაპიტალისტურ სისტემას შეეძლოს არსებობა და ეკონომიკური წინსვლა, ნაპოვნი იქნა 2 სახის გამოსავალი:
1. საქონლის ექსპორტზე გატანა.ზემოთ მოყვანილ მაგალითში ჩვენ განვიხილეთ ჩაკეტილი ეკონომიკური სისტემა, მაგრამ ბიზნესმენს რომ შეეძლოს თავისი საქონლის, ვთქვათ, გვერდზე ალაქში გასაღება, მაშინ მისი ბინესი წინ წავიდოდა. ამ ხერხს XIX საუკუნის დასაწყისში "იმპერიალიზმი" ეწოდა. თუმცა ამ ხერხმა დიდი კონკურენცია გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე და ჯერ I და მერე II მსოფლიო ომით დამთავდა.

2. მეორე გამოსავალი უფრო დახვეწილია.
რადგან დეფიცითს წარმოადგენდა ფული და არა პროდუქტი, მაშინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ ეკონომიკაში მოეხდდინათ ფულის მასის ემისია. ანუ ჩართეს სტანოკი და დაბეჭდეს ფული. ფულის ბეჭვდვის ექსკლუზიური უფლება აქვს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, აშშ-ში ასეთ ბანკს "ცენტრალური სარეზერვო ბანკი" ეწოდება.
მაგრამ რამდენად სახელმწიფოა ეს ბანკი?


2. სიმართლე ცენტრალური ბანკის შესახებ
ამერიკის ცენტრალური ბანკის დებულებაში პირდაპირ წერია, ბანკი არის დამოუკიდებელი ორგამო, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ატარებს მონეტარულ პოლიტიკას. ანუ აშშ-ს ცენტრალური ბანკი, ეს არის დამოუკიდებელი კომერციული ორგანიზაცია.

ანუ წარმოიდგინეთ, დოლარი ამჟამად, არის საერთაშორისო ვალუტა, ხოლო ერთადერთი ბანკი, რომელსაც შეუძლია ბეჭდოს ეს დოლარები არის ვიღაც ტიპის ხელში. ფაქტიურად მთელი მსოფლიო მათ ხელშია, რადგან სახელმწიფო, ფინანსურ სისტემაზეა დამოკიდებული პირველ რიგში, ხოლო ფინანსური სისტემა ძალიან ადვილად შეიძლება მართო ფულის ესმისიის საშუალებით.

Дайте мне управлять деньгами страны и мне нет дела, кто и какие законы в ней издаёт» -Мейер Ротшильд

დიახ დიახ, როტშილდი. და აგრეთვე სხვა ფინანსური კლანები დგანან ამერიკის უკან, ამერიკა მხოლოდ ინსტრუმენტია მათ ხელში, რომლითაც ისინი თავის პოლიტიკას ატარებენ.

არ გჯერათ?
დოკუმენტური ფილმები, რომელშიც მოთხრობილია ამაზე:


The Money Masters (1996)

Битрейт: 820-840 кбит видео, 93 кбит аудио (VBR)
Экран: 720х480
Кодек: Xvid
Формат: .avi
Язык: Английский, но с русскими сабами
Длительность: 3ч 30мин
Размер: 1,37 Gb (общий, по 700Mb)
Off. Site: The Money Masters
QUOTE
Федеральный Резервный банк США - это на поверку частный банк! Придется в это поверить, если посмотрите этот фильм. Узнаете больше об институтах Центрального Банка в "развитых" странах, о том, КАК и ЗАЧЕМ они существуют, их цели и задачи, об изначальной порочности Кредитной Политики Банков и монетарных властей.
Авторы фильма рассматривают историю развития Всемирной Банковской Системы, делая акцент на американском ЦБ - Федерального Резерва (ФР), а также всю сумму последствий того, что контроль за выпуском денег повсеместно осуществляется Частными Центральными Банками. И хотя фильм сильно акцентирован на интересах американцев в данном вопросе, хотя он посвящен преимущественно рассмотрению ситуации вокруг ФР, посмотреть его, и попробовать понять, о чем говорят авторы, стОит любому, потому что прямо или косвенно - деньги и то, что происходит с ними, раньше или позднее начинает касаться и каждого из нас.
გადმოსაწერი ლინკი:
I ნაწილი: http://narod.ru/disk/346318000/The-Money.M...).1of2.avi.html
II ნაწილი: http://narod.ru/disk/347522000/The-Money.M...).2of2.avi.html

Zeitgeist (2007) III ნაწილი

გადმოსაწერი ლინკი:
http://file.info.ge/hdd3/movies3/Zeitgeist.avi

http://rutube.ru/tracks/380049.html?v=f0ca...e262dddb94fd249

3.ფული - არის ვალი

კერძოთ როგორ შედის ზედმეტი ფული ეკონომიკაში? ლოგიკა ძალიან მარტივია. საქმე იმაშია რომ ცენტრალური ბანკი სხვა კომერციულ ბანკებს აძლევს კრედიტებს. ანუ ვთქვათ ბანკმა გასცა 1000 $ 10%-ის სტავკით, გამოდის რომ მას უნდა დაუბრუნონ 1100 $, მაგრამ, თუ ფულის რაოდენობას ქვეყანაში აკონტროლებს სწორედ ის ბანკი რომელცამ კრედიტი გასცა, ანუ მთელი ფული მაქ საქვს, მაშინ ის 100$ საიდან უნდა გაჩითოს კომ. ბანკმა? შესაბამისად გამოდის, რომ ამ ვალის გადახდა შეუძლებელია, მეტიც ფული არის ვალი, იმიომ რომ რეალურიად იგი წარმოიქმნება, როგორც ცენტრალური ბანკის ვალი, იგი არაფრით არი არის უზრუნველოყოფილი.

უფრო დეტალურად ამ ფილმშია მოთხრობილი:
Деньги - пирамида долгов / Money As Debt (2006)


Год выпуска: 2006
Жанр: документальная анимация
Продолжительность: 47 мин
Перевод: Профессиональный (одноголосый)
Режиссер: Paul Grignon

QUOTE
Откуда берутся деньги?
Как банки создают деньги из ничего?
Что станет с деньгами, если выплатить все долги?
Почему невозможно выплатить долг с процентами?
Кто реально управляет экономикой?
На что уходят энергетические ресурсы?
Почему неизбежен крах долговой пирамиды?

Этот небольшой анимированный фильм разрушает привычные стереотипы касательно денег и в наглядной форме объясняет как сложились и действуют два принципа современного банкинга: частичный резерв и ссудный процент и почему они фактически являются узаконенной формой мошенничества.


გადმოსაწერი ლინკი:
http://narod.ru/disk/286502000/Money%20As%...viD400.avi.html

4.რა ვუყოთ ინფლაციას?
ხო მაგრამ, ბაზარე დიდი ფულის მასის შეყრა გამოიწვევს ფულის გაუფასურებას, ანუ ინფლაციას. შესაბამისად ტუ მართლა სწორია ის მექანზმები ამ დროისათვის ამერიკის ეკონომიკა დანგრეული უნდა იყოს და ფული კი გაუფასურებული. მაგრამ ეს ასე არ არის რატომ?

კვლავ მმართველმა ელიტამ მოიგონა ა სიტუაციიდან გამოძრობის უნიკალური ხერხი - გაუფასურებული ფულის სხვა ქვეყნებისათვის მიყიდვა.
როგორ? კვლავ ლოგიკა ძალიან მარტივია: ვთქვათ გვაქ 100 ნაღდი, ოქროთი უზრუნველყოფილი ფული და 100 კი ხელოვნურად დაბეჭდილი. იმისათვის რომ ინფლაცია ქვეყანას არ დაეტყოს, მივიდვართ და ამ 100 დაბეჭდილი ქაღალდით ვყიდულობთ იმ ქვეყნის რესურსებს, ან ფულს. თანამედროვე მსოფლიოში ეს ძალზედ მარტივია, რადგან დოლარი ყველას უნდა.
შესაბამისად ინფლაცია ყოველთვის სხვა ქვეყანაშია, ასეთ ქვეყნებს განვითარებადს ეძახიან.
კიდევ ერთი ხერხი, რაც სხვათაშორის 2-ე მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელა ამერიკამ(მარშალის გეგმა), გრანტის სახით ამ ქაღალდის რაიმე ქვეყნისათვის მიცემა, რა თქმა პროცენტებით. smile.gif

იმის დამამტკიცებელი ფაქტი, რომ ამერიკის გარეთ დოლარი ინფლაციურია შემდეგი რამ არის: ავტომობილი, რომელიც რუსეთში 50 000$ ღირს ამერიკაში3 0 000$-დ შეგიძლია შეიძინო smile.gif

ვრცლად:
Бе$ценный доллар (2008)


QUOTE
Создатели фильма задумали объяснить, почему внедрение доллара в национальную экономику других стран приводит, как правило, к катастрофическим последствиям для этих стран и к обогащению американцев.

На протяжении ста лет эксклюзивным правом на выпуск доллара обладает частная структура, владельцы которой - потомки банковских домов Ротшильда, Моргана, Варбурга и Рокфеллера. Тех самых, которые создали уникальный частный Центральный банк - Федеральную Резервную систему США.

Этот фильм о том, как группа очень умных людей заставила на себя работать почти весь остальной мир, и в том числе нас с вами...



გადმოსაწერი ლინკი:
http://narod.ru/disk/287013000/invaluable_...r.Xvid.avi.html




5. კრიზისი
საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ეს ვალების ბუშტები, რომელიც ამდენი ხანი იზრდებოდნენ გასკდნენ და გამოიწვიეს მსოფლიო მაშტაბის კრიზისი, რომელსაც ჩვენ ეხლა ვუყურებთ. ეს ნათელი გახდა ჯერ კიდევ 1 წლის წინ 2007 წლის ზაფხულში, როდესაც უძრავი ქონების ბარზის კრიზისი იყო.

31 июня 2007 г. (EIRNS) — В течение дня 30 июля Линдон Ларуш получил ряд сообщений, фиксирующих различные аспекты начавшегося крушения глобальной финансовой системы. Он сказал следующее: «Я не впечатлен тем, что происходит сегодня. Почему? Потому что это уже произошло. Система уже разрушена». Огромные долги, накопленные на балансах банков, не могут быть выплачены никогда. Глупцы в панике бегут к должникам за своими деньгами, но — лишь для того, чтобы выяснить, что денег там нет. И при этом еще находятся люди, которые возражают: «Но я не вижу этого! Докажите мне, что система уже рухнула!».

სტაიის ლინკი: http://www.larouchepub.com/russian/lar/a7315_crash.html

მერე სიტუაცია თითქოს მიწყნარდა, მაგრამ ა.წ. სექტემბერში ყელაფერი გაუარესდა, ამერიკის რამოდენიმე უმსხვილესი ბანკი გაკოტრდა, ხოლო საონდო ბირჟების ინდექსები მას შემდეგ სუ ქვევით და ქვევით მიდის.

«Мировая валютно-финансовая система вошла в катастрофическую фазу своего развала»
სტატიის ლინკი:http://www.zvezda.ru/geo/2008/10/01/larouche.htm

(ზედა ორი სტატია ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ ეკონომისტს, ლინდონ ლარუშს - ეს ადამიანი წლების მანძილზე აკიტიკებდა მსოფლიო ეკონომიკურ სისტემას და ამბობდა, რომ ეს სისტემა საბოლოოდ კრახმდე მიგვიყვანს, აგრეთვე ესაა ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში ღიათ საუბრობს იმ საბანკო ელიტაზე, რომლებიც ფარულად მსოფლიოს მართავენ,
მეტი მასალა:
მისი ჟურნალის მთავარი გვერდი, სადაც გამოქვეყნებულია ბევრი საინტერესო ინფორმაცია: http://www.larouchepub.com/russian/index.html
სტატიები: http://forum.kpe.ru/showthread.php?t=653
)



კრიზისის განვითარების პერსპექტივები
Эта система изжила себя. Она не переживет, может быть, даже этого года - ლინდონ ლარუში

სპეციალისტები კარგს არაფერს გვპირდებიან, იქნება უარესი.

ТЕОРИЯ КРИЗИСА (ХАЗИН М.Л. - совершенно секретно)
http://rutube.ru/tracks/1066795.html?v=a15...ba1dda218921a48

არაა გამორიცხული რომ დასავლეთმა კვლავ ნაცად ხერხს მიმართოს - ომი.

სხვა ლინკები:
Правда о Центральном Банке http://www.kpe.ru/press/mera/180/936/
Жертвы американской мечты http://www.vesti7.ru/news?id=12749
Моя Правда о причинах инфляции ( ამ თემის პირველი ნაწილის სორსი ) http://forum.kpe.ru/showthread.php?t=625
Мировой кризис:мировой экономический кризис - хроника и комментарии михаила хазина http://worldcrisis.ru/






უუფ გავედით ბოლოში smile.gif ხოო, ესაა ამ დროისათვის ჩემი ხედვა კრიზისზე, იმედია რომ მაინც ყველაფერი სიმართლე არაა, პროსტა ის მაფიქრებს რომ ძალიან რეალისტური და ლოგიკური ჩანს ეს ინფორმაცია და თან სხვადასხვა წყაროებიდანაა. თანაც ამ კრიზისზე მასზე წარმოქმნამდე კარგა ხნით ადრე ლაპარაკობდნენ... თუმცა ტუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის biggrin.gif

მდა..







--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Oct 30 2008, 06:34 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაიმე ალფა გაგვიგიჟდა sad.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Oct 30 2008, 06:36 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მდა ნეტა ვინმე თუ წაიკითავს beard.gif
მომენტ მეც დამეზარებოდა biggrin.gif


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Oct 30 2008, 06:45 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ო ბოჟე, ალფა რა დღეში ხარ)))


--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Oct 30 2008, 09:37 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაიხარეთ, ძალიან ბევრი ვიცინე hilarioustu8.gif
სიმართლეა, მეზარება ამ თემის წაკითხვა, იმიტომ რომ ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებს საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას ეს ბოლო წლებია. კაპიტალიზმი დიდად არ განსხვავდება მისი წინამორბედი ფეოდალიზმისა და მონათმფლობელობისაგან. საბოლოო ჯამში ყველა ერთად აღებული უბრალო ადამიანის ექსპლუატაციას ახდენს. კაპიტალიზმში დაბადებიდან ერთი ნომერი ხარ და სიკვდილიც კი ნომერთან არის დეკავშირებული, უბრალოდ ჩაგვრა ხდება უფრო კულტურულ ფორმებში. (ირმა! გაჩერდი პოლიტიკა არა!) „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთისა ღმერთს“ ეს გზა მირჩევია, მომბეზრდა პოლიტიკოსთა სიბინძურე. ეს ეკონომიკური კრიზისიც ვინ იცის რომელი დიდი „როტშილდისა“ თუ სხვათა ხრიკებია(ამ კრიზისით ვიღაც-ვიღაცეები მოგებული დარჩნენ). ხო, ალფა ისინი დგანან ყველას უკან, პოლიტიკოსებს ყველგან და ყველა ქვეყანაში ისინი ირჩევენ. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. საბერძნეთში ყოფილა შემთხვევა, რომ მთავრობას გამოუცია კანონი მხოლოდ ერთი ღამით, ვიღაც ძალიან მდიდრის რაღაც საქმის მოსაგვარებლად და მეორე დილით ისევ გაუუქმებია, რომ ვინმე სხვამ ვერ მოიხმაროს. მოკლედ მაინც ბევრი ვილაპარაკე.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Taa
post Oct 31 2008, 01:18 PM
Post #6


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 3-July 08
Member No.: 2,891

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საშინელებაა ეკონომიური კრიზისი
რაღაცნაირად დამთრგუნველად მოქმედებს
თითქოს სამომავლო გათვლებს ვერ აკეთებ sad.gif


--------------------
Taa & Ninja
http://tatushka55.wordpress.com/
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Oct 31 2008, 11:53 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Taa @ Oct 31 2008, 02:18 PM) *
საშინელებაა ეკონომიური კრიზისი
რაღაცნაირად დამთრგუნველად მოქმედებს
თითქოს სამომავლო გათვლებს ვერ აკეთებ sad.gif


ნუ გეშინია მდიდარი მოიგებს და მდიდარი წააგებს ამ კრიზისით, ჩვენ ვისაც არაფერი გვაქვს, არ გვეშინია ამ კრიზისისა, რა შეუძლიათ მეტი რომ წაგვართვან? წყალი თუ ჰაერი? hilarioustu8.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Nov 1 2008, 11:32 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა
QUOTE
სიმართლეა, მეზარება ამ თემის წაკითხვა, იმიტომ რომ ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებს საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას ეს ბოლო წლებია.

ხო იასნია, მეც ეგრე ვარ, პროსტა ხომ უნდა ვიცოდეთ რა ხდება.
მაგალითად ამ ინფორმაციის ფონზე რუსეთის გინება(რასაც ხალხის 90% აკეთებს) სისულელეა.. ეგენი დაჟე ერთადერთები არიან (ნუ ჩინეთთან ერთად, მარა ჩინეთს ჯერ კიდია) რომლებიც ამ ყველარის წინაამღდეგ არიან. ხოდა ისა.. პუტინ პამაგიიი biggrin.gif


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Nov 2 2008, 11:01 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Alpha @ Nov 2 2008, 12:32 AM) *
ირმა

ხო იასნია, მეც ეგრე ვარ, პროსტა ხომ უნდა ვიცოდეთ რა ხდება.
მაგალითად ამ ინფორმაციის ფონზე რუსეთის გინება(რასაც ხალხის 90% აკეთებს) სისულელეა.. ეგენი დაჟე ერთადერთები არიან (ნუ ჩინეთთან ერთად, მარა ჩინეთს ჯერ კიდია) რომლებიც ამ ყველარის წინაამღდეგ არიან. ხოდა ისა.. პუტინ პამაგიიი biggrin.gif


ვერ ჩამითრევ პოლიტიკაში! ახლა რაღას იტყვი? lol.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Nov 2 2008, 11:47 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უფ, ძაან კარგია. ვაფშე მე ჩამითრია პოლიტიკამ მემგონი და დროა თავის დაღწევაზე ვიფიქრო. wacko.gif


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Nov 3 2008, 10:50 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Alpha @ Nov 3 2008, 12:47 AM) *
უფ, ძაან კარგია. ვაფშე მე ჩამითრია პოლიტიკამ მემგონი და დროა თავის დაღწევაზე ვიფიქრო. wacko.gif


უუუჰ, მეშველა მგონი hilarioustu8.gif

Alpha ეს ვისი ცეკვაა?


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Nov 3 2008, 11:53 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესაა ქვემო ყაზეხათის ნაც. ცეკვა biggrin.gif
"ბორატი" რომ არის ფილმი მაქედანა ამოჭრილი. ფილმი არ მომწონს, მარა ეს ანიმაცია მაგარი პრიკოლია smile.gif


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Nov 7 2008, 03:38 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მემგონი ეკონომიკური კრიზისი ყველას ეხება ღარიბსაც მდიდარსაც.. იმ მომენტში შეიზლება ვერიგრძნო მარა სინამდვილეში მაგარი არაპერსპეკტიული რამეა..
და საერთოდ ეკონომიური კრიზი შეიძლება ერტი ადამიანის სიტყვამ გამოიწვიოს თუ ხალხმა დაიჯერა...
მაგალითად ავიღოთ ბანკი, რომელის საქმე ძალიან კარგად მიდის... და გავრცელდა ხმა რომ ეს ბანკი ვითომ შეიძლება გაკოტრდეს..
მაშინ ყველა გავარდება იქედან ფულის გამოსატანად, არცრერთ ბანკს ერდროულად არააქვს იმდენი ფული რომ ყველა დააკმაყოფილოს იმიტომრომ.. გასესხებული აქვს...)
და ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ და მომე ჩემი ფული უთხრად და იმ ბანკს არ შეუძლია მოვიდეს და ნასესხები ფული ანუ კრედიტი რომელიც ათი წლით გასესხე ეხლავე დამიბრუნე, მჭირდება... biggrin.gif
და მაშტაბები რო გავზარდოთ, ეკონომიური კრიზისი დამოკიდებულია ფასიან ქაღალდებზე.. ეს ფასიანი ქაღალდი ისევ ფასიან ქაღალდათ რჩება, მარა ვინმემ თქვა ან გავრცელდა იმფორმაცია რომ ფასიანი ქაღლდი შეიძლება გაუფასურდეს და ხალხმა დაიჯერა. სწორედ ეს იწვევს გაუფასურებას იმიტომრომ ყველა იწყებს ამ ფასიანი ქაღალდეის გაყიდვას.. და ხალხმა თუ თქვა რომ იცი რა გაუფასურება რის გაუფასურება და არ გაყიდა ქაღალდები მაშინ ის ქაღალდი არანაერად არ გაუფასურდება...
თავის დროზე მემგონი დოლარიც მაგიტო დაეცა, არადა ერთერთი მყარი ვალუტა იყო, და არანაერი პერსპექტივა არიყო მაგის გაუფასურების, ვიღაც ევროპის ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და ტელევიზიით თქვა რო შიძლება დოლარი დაეცესო ევროსთან მიმართებაშიო.. ხალხმა რათქმაუნდა დაიჯერა და დაიწყო დოლარების მოშორება და ამან გამოიწვია ინფლაცია...

და ინფლაცია ნიშნავს რომ შენ თუ გიდევს ათასი დოლარი უკვე ჩათვალე რო გიდევს დაუშვათ 700 დოლარი, ანუ დაკარგე სიტყვაზე 300 დოლარი...
და კრიზისის დროს შენ თუ ცხოვრობ ბინაში რომელიც ღირს 50 ათასი, ეხლა უკვე ღირს 30 ათასი.... ანუ შენ რაც გაგაჩნია ყველაფერი უფასურდება..
და იგივე მთელ მსოფლიოში რაღაც პატარა პროცენტით უფასურდება ყველაფერი... და ესარი დიდი ზარალი ყველასთვის...

მოკლედ მაგარი ვიბოდიალე არა? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Nov 7 2008, 10:58 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Zet @ Nov 7 2008, 04:38 PM) *
მოკლედ მაგარი ვიბოდიალე არა? biggrin.gif



გეთანხმები hilarioustu8.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Nov 8 2008, 09:25 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Zet @ Nov 7 2008, 04:38 PM) *
მოკლედ მაგარი ვიბოდიალე არა? biggrin.gif

არც ისე, კაკრაზ მაგ მეთოდით 1929 წელს მორგანების საბანკო ოჯახის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ბანკზე გაავრცელა ჭორი რომ კოტრდებაო. ხალხი მივარდა თAვისი ფულის გამოსატანად, ბანკს კი არ ეყო ფული რომ ყველა ანაბარი გაესტუმრებინა და გაოკტრდა smile.gif

ხო, ფილმები ქართულ სერვერზე ავტვირთე:

Бе$ценный доллар: http://info.ge/Genre.aspx?Id=6802
Money As Dept: http://info.ge/Genre.aspx?Id=6800
The Money Masters: http://info.ge/Genre.aspx?Id=6801


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Nov 10 2008, 10:52 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Alpha @ Nov 8 2008, 10:25 PM) *
არც ისე, კაკრაზ მაგ მეთოდით 1929 წელს მორგანების საბანკო ოჯახის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ბანკზე გაავრცელა ჭორი რომ კოტრდებაო. ხალხი მივარდა თAვისი ფულის გამოსატანად, ბანკს კი არ ეყო ფული რომ ყველა ანაბარი გაესტუმრებინა და გაოკტრდა smile.gif

ხო, ფილმები ქართულ სერვერზე ავტვირთე:

Бе$ценный доллар: http://info.ge/Genre.aspx?Id=6802
Money As Dept: http://info.ge/Genre.aspx?Id=6800
The Money Masters: http://info.ge/Genre.aspx?Id=6801

დიიდი მადლობა ალფა smile.gif გაწეული შრომისთვის! (ზეიტგეისტი ნანახი მაქვს და მომეწონა) ძალიან მინდა ამ ფილმების ნახვა
დაგიფასდეს wink.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Nov 16 2008, 11:32 AM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალფა ინფო.გე ზე რამდენი ხანი იქნება ატვირთული?


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 16 2008, 01:14 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს თემა გადასატანია ჯენერალიდან, თავისუფალში ჯობია. აქ ძაან ყვირის


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Nov 16 2008, 01:26 PM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემა ჩემი აზრით ძალიან სერიოზულია და ძირითადში იდოს!
მაგრამ აი ვიდეოთეკაში კარგი იქნება ამ ფილმებს გაუხსნა ალფა ახალი თემა! wink.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Nov 16 2008, 09:55 PM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ფული არც კეთდება და არც იკარგება. ერთი რაობიდან მეორეში გადადის"
არ მახსოვს ვინ თქვა

მოკლედ წყალივით არის. ადის ზემოთ მერე ისევ ჩამოდის და ასე ტრიალებს მუდამ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 09:15 PM