Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პარამეცნიერება _ mchxibavi

Posted by: Iron Butterfly Dec 20 2007, 07:03 PM

რა აზრის ხართ საერთოდ მჩხიბავებზე და მათ საქმიანობაზე?

გიმჩხიბავიათ თუ არა?

მოგწონთ თუ არა მჩხიბავოსნები?

გწამთ თუ არა, რომ ისინი სულიერად მშვიდი ადამიანები არიან.

და ბოლოს, დაწერეთ მჩხიბველობასთან დაკავშირებული პატარა ისტორია, კურიოზი ან მოგონება

Posted by: Perl Dec 20 2007, 08:57 PM

რას ნიშნავს მჩხიბავი არ ვიცი, მკითხავის ვარიანტია?

Posted by: Iron Butterfly Dec 20 2007, 11:00 PM

ხო მკითხავია biggrin.gif

Posted by: Alpha Dec 22 2007, 07:03 PM

აგრეთვე საინტერესო იქნება მოვისნინოთ:

მჩხიბავების როლი ისტორიაში
მჩხიბავები და პოსტ-მოდერნისტული ერა
მჩხიბავები როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული
biggrin.gif

სტატისტიკა არ მაქ მაგრამ მგონია რომ მკითხავების 80% მატყუარაა ohmy.gif

Posted by: Zet Dec 22 2007, 11:49 PM

მე გიმკითხავებთ თუ გინდათ, ეხლახანს ვისწავლე. smile.gif

Posted by: Uma Dec 22 2007, 11:54 PM

QUOTE(Alpha @ Dec 22 2007, 07:03 PM) *
აგრეთვე საინტერესო იქნება მოვისნინოთ:

მჩხიბავების როლი ისტორიაში
მჩხიბავები და პოსტ-მოდერნისტული ერა
მჩხიბავები როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული
biggrin.gif

სტატისტიკა არ მაქ მაგრამ მგონია რომ მკითხავების 80% მატყუარაა ohmy.gif

Just_Cuz_01.gif

Posted by: Uma Dec 22 2007, 11:56 PM

QUOTE(Zet @ Dec 22 2007, 11:49 PM) *
მე გიმკითხავებთ თუ გინდათ, ეხლახანს ვისწავლე. smile.gif

აი მკითხავიც გაგვეჩითა სასტავშიsmile.gif სტავკა რამდენი გაქვს?

Posted by: Zet Dec 23 2007, 12:01 AM

QUOTE(Uma @ Dec 22 2007, 11:56 PM) *
აი მკითხავიც გაგვეჩითა სასტავში smile.gif სტავკა რამდენი გაქვს?


რაარი, შენ ამ ბოლო დროს სულ სტავკებზე ლაპარაკობ (((smile.gif)))

Posted by: Zet Dec 23 2007, 12:02 AM

მე იქით ვუხდი ფულს ვისაც ვუმკითხავებ smile.gif )

Posted by: Uma Dec 23 2007, 12:02 AM

რა ვქნა დრომ მოიტანაsmile.gif))

Posted by: Uma Dec 23 2007, 12:03 AM

მართლააა, მაშინ მე 1 ლი ვარ რიგშიsmile.gif ყავაზე მკითხაობ?smile.gif

Posted by: Zet Dec 23 2007, 12:07 AM

კი ყავაზე ვიცი ჯერ biggrin.gif

Posted by: Uma Dec 23 2007, 12:57 AM

ეეეჰ ყველაზე ძლიერი ვანგა იყო რა და ნოსტრადამუსზეც ამბობენ კიდევ არ იყოო ცუდიsmile.gif). ნათელმხილველობა ცოტა ფაქიზი პროცესია, არამგონია, რომ მკითხავს ყოველ მომსვლელზე ეხსნება "პირდაპირი კანალი" და ყველაფერს ხედავს. თან თვითონ პიროვნებაც უნდა იყოს განვითარებული. აქაურ მკითხავებს, რომ შეხედავ ძალიან ცუდი შეგრძნებები გრჩება მაგ მხვრივ, ნარაბოტანი ტექნოლოგიები აქვთ თუ იმაზე რა ილაპარაკონ, ცოტათი ფსიქოლოგებიც არიან და ინფორმაციას კლიენტებისგან ღებულობენ და გაბოლებენ...და საერთოდ ზეტის არ იყოს, ამაში ფულის აღება არ შეიძლება, ტაკ ჩტო მე ზეტის უფრო მჯერა)))

Posted by: Zet Dec 23 2007, 11:22 AM

QUOTE(Uma @ Dec 23 2007, 12:57 AM) *
ნოსტრადამუსზეც ამბობენ კიდევ არ იყოო ცუდი smile.gif ).


მე როგორც ვიცი ნოსტრადამუსი დამგეგმავი იყო ))

Posted by: Zet Dec 23 2007, 11:25 AM

QUOTE(Uma @ Dec 23 2007, 12:57 AM) *
და საერთოდ ზეტის არ იყოს, ამაში ფულის აღება არ შეიძლება, ტაკ ჩტო მე ზეტის უფრო მჯერა)))


კი მოდი გიმკითხავებ და ლარს გადაგიხდი.. ეს იმაში რომ, რამე რო შემეშალოს ცხოვრებას დაგიგნგრევ და ეს ლარი ვაზმიშენია იქნება biggrin.gif

Posted by: Uma Dec 24 2007, 12:18 PM

ასე იაფად აფასებ ჩემ ცხოვრებას)))

Posted by: Uma Dec 24 2007, 12:21 PM

QUOTE(Zet @ Dec 23 2007, 11:22 AM) *
მე როგორც ვიცი ნოსტრადამუსი დამგეგმავი იყო ))

ქურუმი იყოო (ეგ ანასტასიაში წერია, ხო?), თუმცა გარკვეული ნიჭი მაინც ქონდაsmile.gif)

Posted by: Alpha Dec 25 2007, 03:42 PM

აგერ ვ ტემუ:

http://imedinews.ge/ge/droeba/2007-12-23/391

smile.gif

Posted by: Uma Dec 25 2007, 11:07 PM

კარგი იყო))) მაყვალა ნათელმხილველთან მინდაააააააააააააა)))))))))))) არა ნარგიზა უფრო მაგარიაააააა, ქვის სროლის ხანა მოვიდაო, კოსმოსის არჩევანი შალვა ნათელაშვილიაა))))) რა გვეშველებააააsad.gif((

Posted by: old_man Dec 26 2007, 12:18 PM

დიდოსტატის მარჯვენაში ხშირად იხმარება ეგ სიტყვა. ნამდვილი ძველი ქართული სიტყვაა

Posted by: TeO Dec 26 2007, 03:36 PM

QUOTE(Alpha @ Dec 25 2007, 03:42 PM) *
აგერ ვ ტემუ:

http://imedinews.ge/ge/droeba/2007-12-23/391

smile.gif

საინტესეო იმფორმაციაა,..არ მქონდა ნანახი...სათქმელიც არაფერი მაქვს! unsure.gif
ერთია იმ "მკითხავებს" ერთმანეთისგან განსხვავებული მომავალი ეჩვენებათ!– ეტყობა სხვადასხვა მომავლის რეალობებში აქვთ დოსტუპი! hilarioustu8.gif

Posted by: Uma Feb 13 2008, 01:50 AM

ნახეთ რა საიტს წავაწყდი ინტერნეტში http://www.ikaextrasens.com
მოკლედ ეს ირაკლი არის მკურნალი, წინასწარმეტყველი, ხილვებია აქვს და ესაუბრება სულებს, თან სტიგმატები გამოსდის, იკლევს კარმას, აურას და რაც მთავარია საიტზე წერია,რომ ილია II-მ კურთხევა მისცა...

Posted by: Mirabella Feb 28 2008, 12:39 PM

ციტატა(Uma @ Feb 13 2008, 01:50 AM) *
ნახეთ რა საიტს წავაწყდი ინტერნეტში http://www.ikaextrasens.com
მოკლედ ეს ირაკლი არის მკურნალი, წინასწარმეტყველი, ხილვებია აქვს და ესაუბრება სულებს, თან სტიგმატები გამოსდის, იკლევს კარმას, აურას და რაც მთავარია საიტზე წერია,რომ ილია II-მ კურთხევა მისცა...


ეეეჰ, პატრიარქმა ყველაფერი რომ იცოდეს მაგაზე კურთხევას კი არა ანათემას გადასცემდა.....

Posted by: Tvalebi Apr 1 2008, 01:47 AM

შეიძლება გაგეცინოთ კიდეც მარა მე მეგულება ერთი მჩხიბავი რომელიც დაახლოებით 60-70% ზუსტად მეუბნება
და თვეში ერთხელ მივდივარ ხოლმე smile.gif

Posted by: old_man Apr 1 2008, 09:54 AM

თუ შეიძლება გვითხარი მაგ მჩხიბავის კოორდინატები. ეგეთ ხალხს ვეძებთ სწორედ rolleyes.gif

Posted by: TeO Apr 1 2008, 09:57 AM

ვეძებთ არა რაა- შენ ეძებ და მე არ მაინტერესებს! ოკ wink.gif

Posted by: Tvalebi Apr 1 2008, 03:14 PM

ციტატა(old_man @ Apr 1 2008, 09:54 AM) *
თუ შეიძლება გვითხარი მაგ მჩხიბავის კოორდინატები. ეგეთ ხალხს ვეძებთ სწორედ rolleyes.gif


ოკ smile.gif
აგერ კოორდინატები 690899 აზა ქვია

Posted by: old_man Apr 2 2008, 10:12 AM

გმადლობ.
თუ შეიძლება დააზუსტე როგორი მეთოდით მუშაობ, მიღებები როდის აქვს, რამდენს იღებს და ეგეთი რაღაცეები.

Posted by: Tvalebi Apr 2 2008, 12:05 PM

old_man

უკეთესი იქნებოდა თუ დაურეკავდი...
და რაც მე ჩემ თავზე გამოცადე იყო კარტი, სანთელი და ვიზუალური კონტაქტი

Posted by: TeO Apr 4 2008, 05:30 PM

QUOTE(Tvalebi @ Apr 1 2008, 03:14 PM) *
ოკ smile.gif

სორი, მე ოლდ მენს ვეუბნებოდი და არა შენ ( ყველას სახელით ნუ ამბობს, ოკ? wink.gif)

Posted by: old_man Apr 4 2008, 05:47 PM

QUOTE
და რაც მე ჩემ თავზე გამოცადე იყო კარტი, სანთელი და ვიზუალური კონტაქტი

ხოო მე და რამდენიმე ფორუმელსაც გვაქვს ეგეთი მეთოდით გამოცდილი, მაგრამ ძაან უკმაყოფილო დავრჩით. 99% ის ინფორმაცია გაავრცო, რაც ჩვენგან მოისმინა და რაც მთავარია, არასწორად გაავრცო smile.gif მაგრამ ძებნას მაინც განვაგრძობთ და იქნებ ვიპოვოთ ნამდვილი მჩხიბავი. იმედს არ ვკარგავთ smile.gif)

Posted by: Tvalebi Apr 5 2008, 12:43 AM

TeO
პრობლემა არაა wink.gif

old_man

როგორც ბოლო პოსტიდან მივხვდი უხეშად რომ ვთვათ თავიდანვე გადაგიშლიათ ყველა კარტი smile.gif
და მე რო მივედი არც არაფერი არ მითქვამს აქეთ ვალაპარაკე და მისივე ნალაპაკებზე კითხვებს ვუსვამდი და ვავრცობინებდი wink.gif
ან არაფერი არ უნდა უთხრა ან ძაან მწირი ინფორმაცია უნდა მისცე რაზე ჯაჭვს ვერ ააწყობს wink.gif

Posted by: Uma Apr 5 2008, 02:30 AM

როცა ადამიანი ღებულობს ინფორმაციას მომავალზე ის ძალაუნებრივად ცვლის თავის მომავალს, იმიტომ რომ დამოკიდებული ხდება ამ ინფორმაციაზე, ნაკლებ ენერგიას დახარჯავს ამ მომავლის მისაღწევად და სწორ ემოციებს ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ ზუსტი პროგნოზები არც ისე სასარგებლოა ადამიანისთვის და ნამდვილი მკითხავი არასდროს არ გეტყვის სიმართლეს ბოლომდე (შეიძლება არ იყო ამ ეტაპზე მზად იმისთვის, რომ სიმართლე გაიგო).

Posted by: Tvalebi Apr 5 2008, 02:40 AM

ციტატა(Uma @ Apr 5 2008, 02:30 AM) *
როცა ადამიანი ღებულობს ინფორმაციას მომავალზე ის ძალაუნებრივად ცვლის თავის მომავალს, იმიტომ რომ დამოკიდებული ხდება ამ ინფორმაციაზე, ნაკლებ ენერგიას დახარჯავს ამ მომავლის მისაღწევად და სწორ ემოციებს ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ ზუსტი პროგნოზები არც ისე სასარგებლოა ადამიანისთვის და ნამდვილი მკითხავი არასდროს არ გეტყვის სიმართლეს ბოლომდე (შეიძლება არ იყო ამ ეტაპზე მზად იმისთვის, რომ სიმართლე გაიგო).

ნაწილობრივ გეთანხმები მაგრამ...
არის გსრემოებები რისი წინასწარ ცოდნაც მოგცემს საშუალებას ან აიროდო ისინი ან სხვანაირად წარმართო
მე პირადად პერიოდულად მივმართავ ასეთ მეთოდს, თან თუ გავითვალისწინებთ ერთ ანდაზას "Кто информирован тот вааружон" (თუ არ ვცდებია ასეა)

Posted by: Uma Apr 6 2008, 10:10 PM

პრინციპში ჩვენ მკითხავებთან არაა საშიში მისვლა, იმიტომ რომ ძირითადში გაბოლებენ. მიხვალ და დაიწყებენ, ციფრი 1 გამოგივიდა (თუ ყავაა) 1 კვირაში, 1 თვეში ან 1 წელისადში)) რაღას სუფრაზე გაიჩითები, ვიღაცას გაიცნობ ან მნიშვნელოვანი საუბარი გექნება. თუ ახალგაზრდა გოგო ხარ, ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის, ეგრევე სიყვარულზე იწყება ბაზარი ვიღაცა შორიდან გიყურებს უნდა მოგიახლოვდეს და ვერ ბედავს და რაღაც ამდაგვარი, 100 ვარიანტს შემოგთავაზევს და ეხლა თუ მთლად მახინჯი არახარ 1ს მაინც გაარტყამს და ერთ რამეს თუ გაარტყამს მერე ფიქრობ,რომ ყველაფერი რაც ილაპარალა სიმართლეა ))
აი შენ პერიოდულად რომ დადიხარ, შენზე უკვე ბევრი ინფორმაცია აქვს დაგროვებული, შენი ძირითადი პრობლემები იცის და ყოველ მოსვლაზე ანვითარებს თემას. თუმცა შეიძლება შენ შემთხვევაში ვცდები, მაგრამ ძირითადში ასეა.

Posted by: Tvalebi Apr 6 2008, 11:20 PM

Uma

ნაწილობრივ მართალი ხარ, მარა რო დაგაბოლოს ცოტა მაინც ფსქოლოგიაში ერკვეოდეს და არც მე წავიკოჭლებ მაგ საკითხში smile.gif
მარა მამენტ რაღაც ისეთ ნიუანსებს არტყამს/იტყვის რაც პროსტა ვერ ეცოდინება

Posted by: Katabua May 2 2008, 08:18 PM

მჩხიბავი კი არ მკითხაობდა მარტო, რაღაცეებს აკეთებდაა ნახშირითა, დანითააა, უუუუ!.. ბუა მოდის!
ანუუ მაგას შეეძლო.. არც მეტი, არც ნაკლები კარმის შეცვლა laugh.gif

Posted by: old_man Nov 11 2008, 12:46 PM

ამ საკიტხებს ნაწილობრივ შევეხეთ თემაში : ”ბედი გამეხსნა” მაგრამ მინდა აქ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ და შევაჯამოთ ეს საკიტხები.
დიდი კამათი მიდის იმის შესახებ არის თუ არა ჩვენი ცხოვრება განსაზღვრული. ზოგი ამტკიცებს რომ არის, ზოგი ამტკიცებს რომ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და მხოლოდ იგი ქმნის ტავის ბედს. რეალურად სიმართლე ამ ორს შორის დევს, ანუ: დაწერულია ჩვენი ცხოვრების უამრავი ალტერნატივა, მაგრამ თავისუფალი ნება სწორედ აქ ჩანს - ადამიანი თვითონ ირჩევს ამ ალტერნატივებიდან ერთ-ერთს.
როგორც წესი, არსებობს ერთი მთავარი ალტერნატივების ჯგუფი (ანუ თუ სული გაუმკლავდება ცხოვრებაში დაგებულ კარმულ ხაფანგებს აირჩევს ამ სწორ გზებს და შეასრულებს ტავის მისია და წინ წაიწევს განვითარების გზაზე) და სხვა მცდარი ალტერნატივები.
თუმცა აუცილებელი არ არის რომ ეს ალტერნატივები აუცილებლად შავი და თეთრი იყოს. ეს ალტერნატივები იკვეთება როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. წარმოდიგინეთ ჩვეულებრივი ხე, რომელსაც რაღაც სიმაღლეზე უამრავი ტოტი ეზრდება... ამ ტოტებს ტავის მხრივ სხვა პატარა ტოტები და იმათ კიდევ უფრო პატარა და წვრილი ტოტუნები smile.gif აი ეს ხე არის ადამიანის ცხოვრება და ტოტტები კი მისი ცხოვრების ალტერნატივები. სქელი ტოტებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რომელიც ადამიანის ცხოვრებაში სულ რამდენიმეა და მის ცხოვრებას კარდინალურად ცვლის, პატარა ტოტები უმნიშვნელო გადაწყვეტილებებია, რომლებიც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია და ცხოვრებას უმნიშვნელოდ ცვლის. მე პირადად ყველაზე დიდი ალტერნატივის ცვლილება მქონდა ჯერჯერობით მხოლოდ ერთხე 19 წლის ასაკში (ოღონდ არ მკითხოთ რა smile.gif )
მაიკლ ნიუტონსაც საკმაოდ კარგად აქვს ახსნილი ეს ალტერნატივები, მათ შორის ტავისუფალი ნების და ბედისწერის ფენომენი. მისი ერთ-ერთი დაჰიპნოზებული პაციენტი იხსენებს თავის წინა ცხოვრებას, სადაც კარგად ჩანს ეს ყველაფერი. ამერიკაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ერთ-ერთ ფერმაში ცხოვრობს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცხოვრობს მშვიდად, ჰყავს საცოლე და ემზადება ქორწილისთვის. მიდის ამ სოფელში ამერიკელი ოფიცერი, ჰოდა ეჩალიჩება ამ ბიჭს. ეუბნება რომ ერთი დღის საქმეს დაავალებს, ცხენით წერილი უნდა წაიღოს რომელიღაც სამხედრო ნაწილში და მერე ეგრევე დაბრუნდება. ამ ბიჭს არ უნდა, ეშინია, მაგრამ ბოლოს დაითანხმებს, ფულს შეპირდება და მიდის ამ დავალების შესასრულებლად. მოკლედ გზაში კლავენ ამ ბიჭს ნიტო ჩრდილოელები თუ სამხრეთელები.... მისი დანაღვლიანებული სული იმ სამყაროში რომ ბრუნდება, იქ საყვედურობენ - რატომ მოხვედი ასე მალე აქ (ანუ რატომ აირჩიე ეს არასწორი ალერნატივაო) შენ ხომ ის გოგო უნდა მოგეყვანა ცოლადო....
მოკლედ მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. სასურველია ტქვენი საკუტარი ცხოვრებიდან მაგალითებიც მოიყვანოთ smile.gif

Posted by: moonbayer Oct 21 2009, 10:36 AM

QUOTE(old_man @ 11th November 2008 - 01:46 PM) *
მაიკლ ნიუტონსაც საკმაოდ კარგად აქვს ახსნილი ეს ალტერნატივები, მათ შორის ტავისუფალი ნების და ბედისწერის ფენომენი. მისი ერთ-ერთი დაჰიპნოზებული პაციენტი იხსენებს თავის წინა ცხოვრებას, სადაც კარგად ჩანს ეს ყველაფერი. ამერიკაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ერთ-ერთ ფერმაში ცხოვრობს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცხოვრობს მშვიდად, ჰყავს საცოლე და ემზადება ქორწილისთვის. მიდის ამ სოფელში ამერიკელი ოფიცერი, ჰოდა ეჩალიჩება ამ ბიჭს. ეუბნება რომ ერთი დღის საქმეს დაავალებს, ცხენით წერილი უნდა წაიღოს რომელიღაც სამხედრო ნაწილში და მერე ეგრევე დაბრუნდება. ამ ბიჭს არ უნდა, ეშინია, მაგრამ ბოლოს დაითანხმებს, ფულს შეპირდება და მიდის ამ დავალების შესასრულებლად. მოკლედ გზაში კლავენ ამ ბიჭს ნიტო ჩრდილოელები თუ სამხრეთელები.... მისი დანაღვლიანებული სული იმ სამყაროში რომ ბრუნდება, იქ საყვედურობენ - რატომ მოხვედი ასე მალე აქ (ანუ რატომ აირჩიე ეს არასწორი ალერნატივაო) შენ ხომ ის გოგო უნდა მოგეყვანა ცოლადო....

რა მაგარია smile.gif

Posted by: miss Nov 30 2009, 07:27 PM

QUOTE(Iron Butterfly @ Dec 20 2007, 07:03 PM) *
რა აზრის ხართ საერთოდ მჩხიბავებზე და მათ საქმიანობაზე?

გიმჩხიბავიათ თუ არა?

მოგწონთ თუ არა მჩხიბავოსნები?

გწამთ თუ არა, რომ ისინი სულიერად მშვიდი ადამიანები არიან.



მჩხიბავები საშინელ სამსჯავროზე ისე გასამართლდებიან როგორც კაცის მკვლელები skull.gif რა სისაძაგლეებს არ აკეთებენ ფულის გულისთვის threaten.gif

Posted by: Kaspar Hausser Dec 21 2009, 10:39 PM

ციტატა(Uma @ 6th April 2008 - 11:10 PM) *
პრინციპში ჩვენ მკითხავებთან არაა საშიში მისვლა, იმიტომ რომ ძირითადში გაბოლებენ. მიხვალ და დაიწყებენ, ციფრი 1 გამოგივიდა (თუ ყავაა) 1 კვირაში, 1 თვეში ან 1 წელისადში)) რაღას სუფრაზე გაიჩითები, ვიღაცას გაიცნობ ან მნიშვნელოვანი საუბარი გექნება. თუ ახალგაზრდა გოგო ხარ, ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის, ეგრევე სიყვარულზე იწყება ბაზარი ვიღაცა შორიდან გიყურებს უნდა მოგიახლოვდეს და ვერ ბედავს და რაღაც ამდაგვარი, 100 ვარიანტს შემოგთავაზევს და ეხლა თუ მთლად მახინჯი არახარ 1ს მაინც გაარტყამს და ერთ რამეს თუ გაარტყამს მერე ფიქრობ,რომ ყველაფერი რაც ილაპარალა სიმართლეა ))


Agree.. smile.gif smile.gif

რაც შეეხებათ სერიოზულ მჩხიბავებს. ფლობს ეგ ხალხი სერიოზულ ძალას.. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ძალას არა, ენერგიის (განსაკუთრებით უარყოფითი) გაცვლა-გამოცვლის საკითხი კოსმოსთან კარგად აქვთ მოწესრიგებული...

Posted by: ximsoo Feb 24 2011, 11:21 PM

QUOTE(Uma @ 13th February 2008 - 02:50 AM) *
საიტზე წერია,რომ ილია II-მ კურთხევა მისცა..

ოოო კაი რა რა სისულელეა.ამის არ მჯერა და ილიას ჭორებს ნუ უგონებეეეენ.მჩხიბავები არა იიის,ეშმაკები არიან რააა

Posted by: ximsoo Feb 24 2011, 11:30 PM

[quote name='Tvalebi' date='1st April 2008 - 02:47 AM' post=5286]
შეიძლება გაგეცინოთ კიდეც მარა მე მეგულება ერთი მჩხიბავი რომელიც დაახლოებით 60-70% ზუსტად მეუბნება
და თვეში ერთხელ მივდივარ ხოლმე
[/quote ერტი ამბავიგამახსენდა,მჩხიბავებზ
ეე არაა,მაგრამ ენერგიებტან არის დაკვშირებული.ერტ ბერთან ბუდისტი მივიდა და უთხრა შენგან დიდი ენერგია მოდისო,ხოლო ბერმა მიუგო:მე კი ვიცი საიდან მოდის ეს ენერგია,მაგრამ შენ თუ იციო.ანუ ენერგიის და ძალის მოცემა ეშმაკსაც შეუძლია.აპოკალიფსში წერია,რომ ანტიქრისტე გამეფდება ეშმაკის ძალით და მისი დახმარებით აღასრულებს სასწაულებს,მაგრამ ეს 'სასიკეთო' სასწაულები მერე ისევ დააკნინებს ადამიანს სულიერად და ფიზიკურად

Posted by: td......... Feb 26 2011, 11:25 AM

http://www.youtube.com/watch?v=eJUSQ58FQ54&feature=player_embedded

smile.gif

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 14 2013, 03:51 AM

1. edgari.
2. chemi ubneli karena da aza
arian sauketeso mchxibavebi. tyvias-tyviashi ajenen.

Posted by: nu damblokavt daginebulia Mar 14 2013, 03:57 AM

QUOTE
1. edgari

Po-shi da Dega-shi ar ageriot! es sul sxva edgaria...marneuleli.

Posted by: giorgi.milani Mar 14 2013, 11:05 PM

Zet

რამე რო იყოს

- ფეხბურთი
დრო: 15.03.13
საათი: 00:05
თამაში: ლაციო - შტუტგარტი

რა ანგარიშით მორჩება ვერ გამიგებ? biggrin.gif

Posted by: jarmen Mar 15 2013, 10:45 PM

QUOTE(giorgi.milani @ Mar 14 2013, 11:05 PM) *
Zet

რამე რო იყოს

- ფეხბურთი
დრო: 15.03.13
საათი: 00:05
თამაში: ლაციო - შტუტგარტი

რა ანგარიშით მორჩება ვერ გამიგებ? biggrin.gif


ლაციოს 1 წამოვა





დიდოსტატის მარჯვენაში წერია რო ფარსმან სპასრსი მჩხიბავი და მხარშველი იყო ზნაჩიტ მჩხიბავი ნარკამანი ყოფილა

ჩემი აზრით "მჩხიბავები" ჩვეულებრივი ადამიანები არიან რომლებსაც კარგი ინტუიცია აქვთ და თან ადამიანის ფსიქოლოგიაც კარგად იციან...

Posted by: annavertinskaia Jun 24 2013, 05:40 PM

QUOTE(nu damblokavt daginebulia @ Mar 14 2013, 03:57 AM) *
Po-shi da Dega-shi ar ageriot! es sul sxva edgaria...marneuleli.

laugh.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)