IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> იესო ქრისტე, ყველაფერი რაც ვიცით თუ არ
ano
post Jul 21 2015, 09:51 PM
Post #161


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იესოსი მარტო კი არ მწამს, მჯერა ვენდობი, გამოვცადე და დავრწმუნდი მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში და მნიშვნელობაში რამდენადაც მე შევძელი, ოღონდ წინ უსწრებდა ჩემი შეცდომები, განსაცდელი, ტანჯვა, შედეგი ჩემი ამპარტავნების ქედმაღლობის, სიხისტის,
გამოვცადე და ვიცი რომ მაქვს თვისებები უამრავი არასასურველი და დასაძლევი,

იესო ჩემთვის უდიდესი მასწავლებელი, დიდი თანამგრძნობი, მეგობარი, გზა....

ისევ მოვიყვან ციტატებს სახარებიდან

5 ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
8 ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
15 როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს.
16 დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.
17 ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად
18 რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
19 ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.
20 რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

ძალიან ბევრი მაგალითები მოყავს ცათა სასუფეველის შესახებ, რომ როგორღაც გაგვაგებიოს, ათასნაირად ცდილობს, რომ სიტყვებით ახსნას
rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 7 2016, 03:48 PM
Post #162


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს თემა შობის დღეებში გავხსენი და ახლაც მომინდა იესოზე რამე დამეწერა,
ისევ ციტატებს სახარებიდან

იოანეს სახარება. თავი 1
32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“.
33. მიუგეს მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?“
34. მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.
35. მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ; ძე რჩება საუკუნოდ.
36. თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
37. ვიცი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38. მე იმას ვლაპარაკობ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ“.
39. მიუგეს და უთხრეს მას: „ჩვენი მამა აბრაამია!“ უთხრა მათ იესომ: „თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით.
40. ახლა კი ჩემს მოკვლას ეძებთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41. თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ“. უთხრეს მას: „ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ ერთი მამა გვყავს - ღმერთი“.
42. უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ მე გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43. რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
44. თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
45. ხოლო, რაკი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არა გწამთ ჩემი.
46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
47. ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ“.

მოკლედ რომ ავხსნა იესო იყო მესია, მხსნელი, მაგრამ ის იმ ადამიანების ხსნას ცდილობდა რომლებიც ფიქრობდნენ რომ ისედაც თავისუფლები და ღვთის შვილები იყვნენ,
პირველი ნაბიჯი რაც არის ადამიანი უნდა მიხვდეს რომ ის არ არის თავისუფალი, მაგრამ თუ აქ ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს და კარგი ბუნაგიც მოიწყო არც იფიქრებს რომ რამისგან უნდა განთავისუფლდეს,
თუ ცხოვრება გიწყობს ათას პრობლემას და რაღაც გაწუხებს მადლობელიც უნდა იყო რომ გიბიძგებს განვითარებისაკენ, რომ დაფიქრდე ამ ზღვარს იქეთ რა ხდება? თუკი სტანდარტული აზროვნებიდან ან ყოველდღიური რუტინიდან ამოგაგდებს ხოლმე..
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jan 21 2016, 09:21 PM
Post #163


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(*ANO* @ 7th January 2016 - 03:48 PM) *
მოკლედ რომ ავხსნა იესო იყო მესია, მხსნელი, მაგრამ ის იმ ადამიანების ხსნას ცდილობდა რომლებიც ფიქრობდნენ რომ ისედაც თავისუფლები და ღვთის შვილები იყვნენ,
პირველი ნაბიჯი რაც არის ადამიანი უნდა მიხვდეს რომ ის არ არის თავისუფალი, მაგრამ თუ აქ ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს და კარგი ბუნაგიც მოიწყო არც იფიქრებს რომ რამისგან უნდა განთავისუფლდეს

მე გადავაფასე ქრისტე, არ ვიცი ვინ/რა ფენომენი იყო. უბრალოდ ბევრი იგავი და აქცენტები რასაც სვავს, ჩემი აზრით ათიანში არტყავს, მაგრამ როგორ უნდა გათავისუფლდეს დაპროგრამებული ადამიანი, რომელსაც გონია რომ ყველაფერი იცის და ღმერთიც იპოვა, ეკლესიის სახით? ფაქტიურად თვითონ მოიქცია თავი ციხეში და ყველაზე ცუდი ის არის ვერც ხვდება, აქ ან მაგრად უნდა შეანჯღრიოს ცხოვრებამ(და ეს კარგი იქნება, იმიტომ რომ გამოფხიზლდება, ან შანსი მაინც მიეცემა გამოფხიზლების) ან არადა მოკვდება ამ ილუზიებში. თავისუფლება ცხოვრებაშივეა ჩემი აზრით, აქაც შეიძლება მაგრამ მზა რეცეპტი არ არსებობს, არავისგან, თვითონ უნდა იბრძოლოს ადამიანმა ყველაფრის და მიუხედავად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 18 2020, 12:58 PM
Post #164


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იესოს ლოცვა გეთსიმანიაში ჯვარზე წამებანდე (ლუკას სახ. თავი 22:41-46)
... მუხლი მოიყარა და ლოცულობდა.
ამბობდა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს“.
ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა.
ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესად ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა.
ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები.
უთხრა მათ: „რას გძინავთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში“.

ესეც მელ გიბსონის ფილმიდან გეთსიმანიის ლოცვის შესახებ საინტერესოა ილუმინატების ვერსიაც

Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 08:12 PM