IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >

merlinm
Posted on: Oct 29 2014, 08:32 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(old_man @ Oct 27 2014, 10:42 PM) *
ყველას აქვს პოტენციალში ფსიქიკური ძალების განვითარების შესაძლებლობა... უბრალოდ ზოგს მეტად აქვს გამოკვეთილი ზოგს ნაკლებად. მისი განვითარება ჩვენს ცხოვრებას მხოლოდ მრავალფეროვანს გახდის და სამყაროს სხვა თვალით დაგვანახებს. გააჩნია მას როგორ გამოვიყენებთ. უფლის ნება არაფერ შუაშია, ღმერთისგან ჩვენ იმაზე მეტი დამოუკიდებლობა გვაქვს მონიჭებული ვიდრე გვგონია. თუმცა ვიღაც-ვიღაცეები ვისაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ სულ ჩაგვჩიჩინებენ რომ ასე არაა. ამ სფეროში თანამედროვე ადამიანი მუხლებზე დაღოღავს ჯერ და აღუს იძახის, მაგრამ ადგება როცა იქნება


ადგომას, როგორც მინიმუმ, იმის გაცნობიერება უნდა, რომ ახლა დაღოღავს... ამ ეტაპზე, კაცობრიობის მასშტაბში, ეს ყველაზე რთულია smile.gif

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #108036 · Replies: 289 · Views: 1,908,545

merlinm
Posted on: Oct 18 2014, 11:37 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


უბრალოდ აზრები...

1. მკურნალობასა და თვითმკურნალობას შორის ძალიან დიდი სხვაობაა - პირველი ბევრად უფრო რთულია, პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს მოითხოვს

2. თუნდაც არანაირ ეზოთერულ/მაგიურ/ბიოენერგეტიკულ უნარებს არ ფლობდეთ, შეეცადეთ მინიმუმ ერთი საათი მაინც გაუნძრევლად იწვეთ და აზრის კონცენტრაცია სხეულის მტკივნეულ/დაზიანებულ/დაავადებულ უბანზე მოახდინოთ. შედეგი რბილად რომ ვთქვათ, გაგაოცებთ. შეკითხვა: "რამდენად რეალურია ადამიანის შინაგანი შესაძლებლობები?", თავისთავად გაქრება.

წარმატებები smile.gif
  Forum: მხატვრული ფილმები · Post Preview: #108006 · Replies: 19 · Views: 24,018

merlinm
Posted on: Feb 20 2014, 01:13 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(ano @ Feb 15 2014, 05:13 PM) *
საინტერესოა გადავხედე

ადამიანს თავი როგორ უნდა შეაყვაროვო მაგას, ქალები საცდელ კურდღელებად წარმოვიდგინე laugh.gif


კაცებზეც იგივე წარმატებით მოქმედებს, გენდერულ დისკრიმინაციას ეზოთერიკაში ადგილი არ უნდა ქონდეს smile.gif
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #106611 · Replies: 5 · Views: 12,476

merlinm
Posted on: Feb 14 2014, 11:29 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


მოგესალმებით!

რამოდენიმე დღის წინ შეიქმნა merlinm-ის გვერდი, იგი განკუთვნილია მათთვის, ვინც პრაქტიკული ეზოთერული დისციპლინებით (იოგა, მაგია, ბიოენერგეტიკა, პარაფსიქოლოგია, გაცნობიერებული სიზმრები, ასტრალი) არის დაინტერესებული.

ამ რესურსზე შეგიძლიათ იპოვოთ სასარგებლო და მოქმედი პრაქტიკები, საკუთარი წინსვლისა და განვითარებისათვის ეზოთერიკაში.

წარმატებები
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #106524 · Replies: 5 · Views: 12,476

merlinm
Posted on: Feb 12 2014, 11:17 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(earth @ Jan 19 2014, 09:36 AM) *
namaste

მეც გეტყოდი რომ კი...


ან ის ადამიანი, კარგად ფლობდა ფსიქო-ენერგო სუგესტიის მეთოდებს wink.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #106484 · Replies: 872 · Views: 318,350

merlinm
Posted on: Jan 7 2012, 06:10 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


Atman, რაიმე რომ დატოვო, ჯერ ამ რაიმეს უნდა მიეკუთვნებოდე... ლოგიკით ეგრეა...

თუ არ ვცდები, შენ მთხოვე, ინკოგნიტოდ, ისე რომ სხვებს არ გაეგოთ, მომეცა შენთვის პრაქტიკუმის წაკითხვის უფლება. ამდენად, შენ პრაქტიკუმის სრულუფლებიანი წევრი არასდროს ყოფილხარ, პრაქტიკუმში ერთი პოსტიც კი არ დაგიწერია და ამდენად მის დატოვებაზე საუბარი, ცოტა უცნაურად მეჩვენება.

ერთი რამეა ჩემთვის გასაგები და ძალიან გამიხარდება, შენც თუ შენს თავში შეძლებ ამის გაგებას. რატომ ითხოვე პრაქტიკუმის კითხვის უფლება ინკოგნიტოდ, ხოლო მასზე უარი საჯაროდ განაცხადე? თანაც ამ თემის ასეთ ნიშანდობლივ მომენტში smile.gif გისურვებ მუდამ მხოლოდ საკუთარი მისწრაფებებით გემოქმედოს და საკუთარი აზრებით გეცხოვროს smile.gif

შენც ყოველგვარ სიკეთეს გისურვებ. პრივატულად ერთხელ უკვე გითხარი, შენში იგრძნობა ისეთი რამ, რასაც ხალხის დიდი ნაწილი სამწუხაროდ მოკლებულია - სულიერი მოწიფულობისაკენ სწრაფვა. შენი წარმატება მუდამ გამიხარდება.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #64034 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Jan 7 2012, 11:18 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


Hel Loki, PM ნახე
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #63955 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Jan 7 2012, 11:17 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(Wilhelm @ Jan 4 2012, 10:08 PM) *
Τρισμέγιστος
ახლახანს მივაქციე მაგას ყურადღება. smile.gif

მართლაც საინტერესოა რატომ არ სცემს თქვენს კითხვებს პასუხს.

ნამდვილად დასაფიქრებელია.


წაიკითხეთ განმარტებით ლექსიკონში სიტყვა "დემაგოგიის" განმარტება და მიხვდებით, რატომაც smile.gif


ნიშანდობლივი და აღსანიშნავია, მხოლოდ ერთი რამ: მეც, ისევე როგორც ყველა შეგნებული ეზოთერიკოსი, მხოლოდ ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ვახდენ და არანაირად არა მაქვს პრეტენზია, რომ მხოლოდ ჩემი აზრი და ცოდნაა ჭეშმარიტება უმაღლეს ინსტანციაში. მე ვაკეთებ ჩემსას და ამასთანავე ვუშვებ და ვაცნობიერებ, რომ პარარელურად არსებობს ალტერნატიული აზრები, შეხედულებები, სწავლებები რომელთაც ისეთივე უფლება აქვთ არსებობაზე, როგორც ჩემს აზრებს/შეხედულებებს/სწავლებას. ეს ფაქტი არ იწვევს ჩემში გაღიზიანებასა და პროტესტის გრძნობას, მაშინ როდესაც ამ თემაში მონაწილე ზოგიერთ ფორუმელს, რატომღაც მხოლოდ საკუთარი მოსაზრება/ცოდნა/სისტემა მიაჩნია უმაღლეს და ერთადერთ ჭეშმარიტებად და მძაფრი მოთხოვნილება აქვს სხვა ყველაფერი გააკრიტიკოს, ტალახში ამოსვაროს, დააკნინოს... როგორც რუსები იტყვიან, ჩტოზ, უსპეხოვ ვამ ვ ვაშიხ ნაჩინანიახ! smile.gif

გითმობთ ამ თემას, რამდენსაც მოისურვებთ, შეგიძლიათ იმდენი მაკრიტიკოთ, იმედია ჰოსტინგის რესურსი გაგიძლებთ smile.gif მე მხოლოდ, იმ ზომით შეგეცილებით ამ თემის გამოყენებაში, რა ზომითაც ეს საჭირო იქნება, პრაქტიკანტობის მსურველთათვის პასუხის გასაცემად.

პოსკრიპტუმის მაგიერ, თავს უფლებას მივცემ ჩემივე ციტატა მოვიყვანო:

QUOTE(merlinm @ Dec 23 2011, 07:38 PM) *
ყველა სფეროში და განსაკუთრებით კი ეზოთერიკაში, ერთეულები მართლა აკეთებენ... დანარჩენი მასა კი იმაში ხარჯავს საკუთარ სიცოცხლეს, რომ ან იმ ერთეულების ნამოქმედარზე საუბარში ატარებს დროს, ანაც ეძებს საკუთარი უმოქმედობისა და სიზარმაცის გასამართლებელ მიზეზებს...

ჩვენი ყოფის უდავო უპირატესობა იმაშია, რომ არჩევნის გაკეთება შეგვიძლია... თუმცა ესეც ერთეულების ხვედრია... ასე რომ, არჩევანი თქვენზეა


წარმატებები! smile.gif
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #63953 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Jan 6 2012, 08:05 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(Hel Loki @ Jan 4 2012, 02:51 PM) *
უფუფ ქრისტიანობაზე პრეტენცია კი არა smile.gif იმ დამახინჯებული ფორმების წინააღმდეგიც ვარ რაც კი ეხლა სუფევს და გამოიყენება.



Thumbs up!

ამის შემდეგ რაცა თქვი პასუხისმგებლობაზე და არჩევანზე - ორჯერ thumbs up!
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #63857 · Replies: 237 · Views: 155,787

merlinm
Posted on: Dec 9 2011, 08:30 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


soi, Jumper

დამატებულები ხართ.

ჯერ-ჯერობით ძალიან წინ არა ვართ წასული და შეიძლება დაეწიოთ.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #60378 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Dec 4 2011, 08:08 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(Simulated @ Dec 3 2011, 01:48 AM) *
დავაგვიანე?


დამატებული ხარ
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #60121 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 30 2011, 10:09 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(Jumper @ Nov 29 2011, 01:22 AM) *
=) gasagebia , magram me qartulad ver vcer da mjera rom Adminma mapatiebs (Zet ver vcer ra vqna ) =))
Ubralod me maintereseb vistan gqondat urtiertoba Xakeros-chgupidan!
Ya dumau 4to vse starie u4astniki poimut menya, I etot praktikum o4en zainteesoval menenya, no est koe kakie niuansi kotorie ya xotelbi uto4nit`, I poetomu predlojil vstre4u, ni4ego li4nogo =)) u menya do six por est` kontakt s rebyatami I s temi kto pisal knigu I pomogal v proekte Andreya Reutova ( Xakeri snovidenya) kotorie vpriamuy obshalis s Masyanei I koe kem ewe eto ne dlya obshego obozrenia, est` paru ludei s Gruzii kotorie prinyali u4astie v proekte Stalkinga ( ya pro knigu) ( zapisi iz foruma) I mne interesna svyaz mejdu etip proektom I vami ( est` li ona???)


რახან, როგორც თქვენ ამბობთ, გაქვთ მათთან კონტაქტი, თქვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ბევრად უმჯობესი იქნება თუ რეუტოვს კითხავთ ჩემს შესახებ, ვიდრე პირიქით... ამ გზით, თქვენთვის ინფორმაციის ობიექტურობის ხარისხი, ბევრად მაღალი იქნება.

წარმატებები.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #59894 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 27 2011, 06:29 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(Jumper @ Nov 25 2011, 04:59 PM) *
merlin privet davai uvidemsya , tam obovsem i pogovorim! 4to skajew? s uvajeniem>> Jumper_In_Dreams


1. თუ არ შეწუხდებით, პატივი ეცით ფორუმის ენას - ქართულ ფორუმზე, ქართულია საურთიერთობო ენა.
2. ყურადღებით გისმენთ, გნებავთ აქ თემაში, გნებავთ PM-ში. შეხვედრის საჭიროებას ჯერ ვერ ვხედავ
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #59659 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 23 2011, 11:15 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(jashinist @ Nov 23 2011, 02:07 PM) *
მერლინ პმ_ში მოგწერე უკვე მარა არ მიმიღია პასუხი. ამიტომ აქაც დავწერ მეც მინდა მაგ პრაქტიკუმში მონაწილეობის მიღება.



წესით უკვე უნდა ჩარიცხული იყო პრაქტიკანტების სიაში.

დასაწყისისთვის ყველას ვიღებთ, ვინც სურვილს გამოთქვამს
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #59212 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 23 2011, 01:39 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


მადლობა ზეტს!!!

შეიქმნა ფორუმის განყოფილება: პრაქტიკუმი

ვისაც, ამ განყოფილებაში შესვლა შეუძლია, დაშვებულია პრაქტიკუმზე, ანუ პრაქტიკანტია. შესაბამისად, პრაქთიკანტებო, შებრძანდით პრაქტიკუმში, იქ მცირე დავალება გელოდებათ.

თუკი, ვინმე არ არი დაშვებული პრაქტიკუმზე და უნდა... ან დაშვებულია და არ უნდა, შემეხმიანეთ მხოლოდ PM-ით.

წარმატებები!
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #59097 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 22 2011, 10:43 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(mamu_ka @ Nov 22 2011, 10:15 PM) *
სადაა აბა? huh.gif



ზეტის გადმოცემით, ტექნიკურ პრობლემებს წააწყდა.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #59008 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 21 2011, 01:16 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


2 all!

Zet-ის განმარტებით, ხვალ ჩვენი "პლაცდარმი" გვექნება.

დღევანდელი სიტუაციით, პრაქტიკუმზე დაშვებულნი არიან:

1. shendaukar
2. cerBerus
3. tikoroma
4. old_man
5. mamu_ka
6. ანა
7. Zet
8. HERMES555
9. natuka
10. Lashapoli
11. earth
12. td


თუკი ვინმემ გამოთქვა სურვილი და სიიდან გამომრჩა (ან პირიქით) შემეხმიანეთ PM-ით.

2 პრაქტიკანტები!

პირველი დავალება, რომელიც ღიად შეიძლება გამოქვეყნდეს: ბახი, თოლია ლივინგსტონი, ვისაც არ წაგიკითხავთ წაიკითხეთ, ვისაც წაკითხული გაქვთ - გადაიკითხეთ.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #58859 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 20 2011, 02:50 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


2 ALL!

1. როგორც კი ზეტი გამოძებნის დროს და შექმნის ჩვენთვის ფორუმის განყოფილებას, პრაქტიკუმი დაიწყება

2. თუ კონკრეტულად რა შეისწავლება პრაქტიკუმის პირველ ანუ ბაზისურ კურსზე, ერთხელ უკვე დეტალურად აღვწერე ამ თემაში. ვინც ჯერ კიდე ვერ მიაგნო ამ ინფოს, გაძლევთ პირდაპირ ბმულს პოსტზე: merlinm Nov 15 2011, 02:00 AM განასაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მუქი შრიფტით გამოყოფილი ტექსტის ნაწილს

3. არავითარი "თუ დაიწყებ უნდა დაამთავრო" და ასე შემდეგ. დედამიწაზე ადამიანი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე. პრაქტიკანტად ჩარიცხვა და პრაქტიკუმის დაწყება, ისევე როგორც მისი ნებისმიერ დროს მიტოვება, არ წარმოქმნის არანაირ ვალდებულებებს ჩემს, ან სხვა სულიერი თუ უსულო არსებების მიმართ.

4. ხალიავა არ იქნება, მაგის იმედი არ გქონდეთ. ვისაც ეყოფა თვითშეგნება, მოტივაცია და უნარი იმუშავოს საკუთარ თავზე მინიმუმ დღეში ერთი საათი მაინც, მიაღწევს კარგ შედეგებს. დანარჩენები მხოლოდ მოიფხანენ გულს და გაცვეთენ კლავიატურას - უშრომელი შედეგი არ არსებობს.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #58785 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 19 2011, 06:15 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


ბატონო mamu_ka, სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში, ნდობაზე უფრო ყურადღების და წაკითხულის სწორად გაგების დეფიციტი შეიგრძნობა.

მე ვწერდი:

QUOTE(merlinm @ Nov 19 2011, 01:36 PM) *
ყველა პრაქტიკანტობის კანდიდატმა, სასურველია PM-ით გადმომიგზავნოთ თქვენი ასაკი, ფოტო და თავისუფალი სახით, მოკლედ აღწეროთ თუ რა გამოცდილება გაქვთ ამ მომენტისათვის ეზოთერიკაში.


თუ ქართულის ცოდნა არ მღალატობს, სასურველი არ ნიშნავს სავალდებულოს...
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #58709 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 19 2011, 01:36 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


Vox populi, vox dei... ამიტომ, დავიწყოთ.

Zet, დანარჩენი შენზეა.

როგორც შევთანხმდით, ცალკე განყოფილება მჭირდება, მოდერის უფლებებით, სადაც მხოლოდ პრაქტიკანტებს ექნებად დოსტუპი. ანუ, არაპრაქტიკანტი ფორუმელებისათვის,იქ განთავსებული ინფა მიუწვდომელი უნდა იყოს.

ყველა პრაქტიკანტობის კანდიდატმა, სასურველია PM-ით გადმომიგზავნოთ თქვენი ასაკი, ფოტო და თავისუფალი სახით, მოკლედ აღწეროთ თუ რა გამოცდილება გაქვთ ამ მომენტისათვის ეზოთერიკაში.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #58681 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 19 2011, 10:33 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599




დრო ჭირდება. საკუთარ თავზე მუშაობისა და შრომის გარეშე არაფერი გამოვა
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #58665 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 19 2011, 10:32 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


[quote name='tikoroma' date='Nov 18 2011, 11:31 PM' post='58635']
merlinm
პმ-ზე მიპასუხე რა, თუ დრო არ ჭირდება მეც შემოგიერთდებით


დრო ჭირდება. საკუთარ თავზე მუშაობისა და შრომის გარეშე არაფერი გამოვა
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #58664 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 18 2011, 03:48 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


QUOTE(tikoroma @ Nov 16 2011, 08:22 PM) *
ონ-ლაინ პრაქტიკუმი - ვერ გავიგე, ვიდეო დაიდება თუ როგორ მოხდება?


ვიდეო ნაკლებად.

პრაქტიკანტებს ეძლევათ ინფორმაცია და ვარჯიშები შესასრულებლად. კვირაში ერთხელ წერენ რაპორტს, საკუთარი მდგომარეობის, წარმატებებისა თუ წარუმატებლობის შესახებ. სვამენ ვარჯიში პროცესში წარმოქმნილ შეკითხვებს. პრაქტიკუმის წამყვანი აანალიზებს ამ ინფოს, აძლევს რეკომენდაციებს, შემდგომ დავალებებს და ა.შ.


  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #58579 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 16 2011, 02:28 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


მე, ყოველთვის ეზოთერიკულ პრაქტიკას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, ვიდრე მის ისტორიას, მაგრამ როცა რაიმე საქმეს იწყებ, მიმსი ისტორიის მთლიანად უგულვებელყოფა მიზანშეუწონელია.

ამდენად, მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი, კავკასიური იოგის შესახებ.

დასაწყისისათვის, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ, თვით ტერმინზე "კავკასიური". ჩვენთვის, ანუ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ხალხისათვის, ამ ტერმინს სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე დანარჩენი მსოფლიოსათვის. ჩვენ, გასაგები მიზეზების გამო, ამ ტერმინს აღვიქვამთ, როგორც რაიმეს დაკავშირებულს კავკასიასთან, ანუ ჩვენს რეგიონთან. თუმცა, დანარჩენი მსოფლიოსათვის, ტერმინი კავკასიური ეს არის რაიმე დაკავშირებული თეთრ რასასთან, რადგანაც მთელს მსოფლიოში თეთრი რასის ოფიციალური სახელწოდებაა, კავკასიური რასა. ეს მეცნიერული, დადასტურებული ფაქტია. თუკი ვინმეს გიმუშავიათ უცხოეთში ან უცხოურ კომპანიებთან და შეგივსიათ რაიმე ოფიციალური ფორმულარი, სადაც რასაა მისათითებელი, მიაქცევდით ალბათ ყურადღებას, გრაფას "Caucasian Race"

ამდენად, საბოლოოდ ჯერ კიდე არ არი დადასტურებული, რა იგულისხმა კოლონა ვალევსკიმ, ტერმინში "კავკასიური იოგა". იოგა კავკასიის რეგიონიდან თუ თეთრი რასის, ანუ იგივე კავკასიური რასის იოგა. არსებობს როგორც პირველი, ასევე მეორე ვერსიის როგორც დამადასტურებელი, ასევე საწინააღმდეგო არგუმენტები, თუმცა მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. პრინციპში, ეს არც არის გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ მოსახსენიებლად ღირდა...

ისე, მე როგორც ქართველი, უპირატესობას რა თქმა უნდა პირველ ვერსიას ვანიჭებ smile.gif

ბევრად უფრო საინტერესოა, კავკასიური იოგის საწყისები, მისი წარმომავლობა, ანუ ისტორია იმის შესახებ, თუ ვინ მიცა კაცობრიობას ეს ცოდნა. ამ ასპექტში, კავკასიური იოგა, ორგანულად ჯდება მთელი ეზოთერიკის ისტორიულ კანვაში.

არსებობს მოსაზრება, რომ მთელი ეზოთერული ცოდნა, რომელიც თანამდეროვე კაცობრიობას გააჩნია, მიღებული აქვს ჩვენს ცივილიზაცია არიული რასისაგან. ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთ ამ რასას გერმანელებთან, ეს ჰიტლერის პროპაგანდისტული სვლა იყო, გაეიგივებინა არიული რასა გერმანელებთან.

როგორც ტრადიციული ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი, არიელები იყვნენ იმ ისტორიული პერიოდისათვის ზედმეტად განვითარებული ხალხების ერთობა, რომელთა დანამდვილებით დედამიწაზე გამოჩენას და შემდეგ გაქრობასაც ვერ ხსნიან.

ცნობილია, რომ არიელებმა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაიარეს მთელი ევრაზია და დაიპყრეს აბსოლუტურად ყველა ხალხი, ვინც კი გზაზე შეხვდათ. მაგრამ, ჩვეულებრივი დამპყრობლებისაგან განსხვავებით, ისინი არ ანადგურებდნენ დამარცხებულ ერებს, არ ერჩოდნენ მათ კულტურასა და რელიგიურ შეხედულებებს, არ ახვევდნენ თავს საკუთარი ცხოვრების წესს. პირიქით, აძლევდნენ ცოდნას, თანაც ამ კონკრეტული ხალხის გეოგრაფიული პირობების, ტრადიციების, რელიგიური შეხედულებების და ა.შ. გათვალისწინებითა და შენარჩუნებით. პრიმიტიულად რომ ვთვათ, ისინი მოევლინენ კაცობრიობას როგორც გამოცდილი მშობლები, ჯერ კიდე ჩამოუყალიბებელი, განუვითარებელი და ველური ბავშვების ბრბოს. ჯერ კარგად მიტყიპეს ეს ბავშვები, რომ ჭკუაზე მოეყვანათ, მერე კი მთელი მონდომებითა და პასუხისმგებლობით შეუდგნენ მათ აღზრდა-განათლებას smile.gif ამდენად, არიულმა რასამ კაცობრიობას მიცა ეზოთერული ცოდნა.

თანამედროვე დედამიწაზე არსებულ დამწერლობებს შორის, არიულთან ყველაზე ახლოს დგას სანსკრიტი, იმდენად ახლოს, რომ შეიძლება თითქმის არიელების დამწერლობად მივიჩნიოთ. ცნობილია ისიც, რომ თანამედროვე პირობებში, ყველაზე მეტად ეზოთერული ცოდნა აღმოსავლეთ აზიაშია შემონახული, კერძოდ ინდოეთი, ტიბეტი, ჩინეთი, იაპონია. ეს ორი ფაქტიც ორგანულად ჯდება, არიული რასის ზემოტ ნახსენებ ისტორიაში. ჯერ ერთი, როგორც უკვე აღინიშნა, ისინი მოძრაობდნენ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ყველაზე დიდხანს სწორედ აღმოსავლეთ აზიაში დაყვნენ, როგორც ასე ვთქვათ მარშრუტის საბოლოო წერტილში. მეორეც, არიელების გაქრობის შემდეგ, როგორც ცნობილია კაცობრიობის ისტორია გაგრძელდა და დროთა განმავლობაში წარმოიქმნა 3 უმთავრესი რელიგია: ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. ამ სამიდან, მხოლოდ ბუდიზმი აღმოჩნდა ტოლერანტული ეზოთერიკისადმი და მეტიც, შეიძლება ითქვას ბუდიზმი გარკვეულწილად შეერწყა-შეეხმატკბილა ეზოთერულ ცოდნას და თავის თავში მიიღო იგი. მაშინ როდესაც დანარჩენმა ორმა რელიგიამ, ქრისტიანობამ და ისლამმა ცეცხლით და მახვილით დაიწყეს ყველა იმ შეხედულების, სწავლებისა და სისტემის განადგურება, რომლებიც ოდნავ მაინც განსხვავდებოდნენ ამ ორი რელიგიისაგან. (საკმარისია გაიხსენოთ ინკვიზიცია, Молот ведьм და ა.შ.)

ყოველივე ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ აღმოსავლეთ აზიაში, ბუდიზმის გავრცელების პირობებში, ყველაზე მეტად შემოინახა ეზოთერული ცოდნა. მაშინ როცა ევროპასა დ შუა აზიაში, ქრისტიანობამ და ისლამმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს იგი. შესაბამისად, ამ ორ რეგიონში, ეზოთერული ცოდნა ან საიდუმლო ორდენებსა და დახურულ სკოლებში ინახებოდა, ანაც გეოგრაფიულად მიუდგომელ და მიუწვდომელ ადგილებში შემორჩა. ერთ-ერთ ასეთი ადგილია კავკასიის მთიანეთი. ყველასათვის ცნობილია, რომ მაგალითად სვანეთში, მიუხედავად მათი გაქრისტიანებისა, დღემდე შემორჩენილია წარმართული რიტუალები (ლამარიობა, გვარის მფარველი გველის არსბობა და ასე შემდეგ). ცნობილია ისიც, რომ კავკასიელ მთიელ ხალხთა საბოლოო დამორჩილება და "თავის ჭკუაზე მოყვანა" ვერც ერთმა მმართველმა ვერ მოახერხა, თვით სტალინმაც კი. ამდენად, ამ რეგიონის გეოგრაფიული ჩაკეტილობა და მიუდგომლობა, ქმნიდა ყველა პირობას, რომ შემონახულიყო, არიელების მიერ გადმოცემული უძველესი ეზოთერული ცოდნა და გადარჩენილიყო ეს ცოდნა ქრისტიანობის, კომუნისტების და სხვათა და სხვათა დევნისაგან.

შემდეგ პოსტში, ვისაუბრებთ კავკასიური იოგის ძირითად პრინციპებზე, მის ფილოსოფიაზე და მათ განსხვავებაზე ინდური იოგის ფილოსოფიისაგან.

  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #58293 · Replies: 162 · Views: 109,732

merlinm
Posted on: Nov 15 2011, 10:13 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 120
Joined: 28-October 11
Member No.: 6,599


15-მდე მაინც უნდა შევგროვდეთ, რომ ჯგუფი შეიქმნას და პრაქტიკუმი ოფიციალურად გაიხსნას
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #58249 · Replies: 162 · Views: 109,732

2 Pages V   1 2 >

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 01:59 AM