ღმერთი თალმუდის მიხედვით, ანუ კაბალისტების "სიბრძ |
ღმერთი თალმუდის მიხედვით, ანუ კაბალისტების "სიბრძ |
May 10 2011, 06:14 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 12 Joined: 10-May 11 Member No.: 6,465 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელმა და ქალდეური ფილოსოფიის მიმდევარმა ფარისეველებმა თალმუდში წარმოადგინეს მოძღვრება დამდაბლებული, სასაცილო და უცნაური ღმერთის შესახებ.
კლასიკური მითების ღმერთების მსგავსად, რომლებიც ყოველთვის რაღაცას ფაციფუცობენ, თალმუდის მიხედვით, იაჰვე მთელი დღე–ღამის განმავლობაში დაკავებულია ფრიად აუცილებელი საქმეებით: აბაოდ ზარას თალმუდის თანახმად, დღეს გააჩნია თორმეტი საათი. პირველი სამი საათის განმავლობაში ღმერთი ზის და სწავლობს კანონს (თორას); შემდეგი სამი საათის განმავლობაში იგი განსჯის მსოფლიოს. როდესაც ხედავს, რომ მსოფლიო იმსახურებს განადგურებას, იგი დგება სამსჯავროს ტახტიდან და ჯდება მოწყალების ტახტზე. მესამე სამი საათის განმავლობაში იგი კვებავს მთელ მსოფლიოს. 9 საათიანი შრომის შემდეგ იგი, კმაყოფილი ჯდება, ეძახის გიგანტურ თევზების მეფე – ლებიაფანს და მასთან ერთად თამაშობს. იგი ღამეც არ არის უქმად: იგი ჯერ შეისწავლის თალმუდს ანგელოზებთან ერთად, მათთან საუბარში მონაწილეობას იღებს ბოროტი სულების მეფე – ასმოდეი, შემდეგ ღმერთი ცეკვავს ევასთან, ეხმარება მას ჩაცმაში და უვარცხნის თმებს. მაგრამ იერუსალიმის ტაძრის განადგურების შემდეგ ღმერთი აღარ თამაშობს ლებიაფანთან და აღარ ერთობა ევასთან, არამედ იგი დამწუხრებულია თავისი ცოდვის (იერუსალიმის ტაძრის განადგურების დაშვება) გამო. ეს ცოდვა ისე მძიმედ აწევს მის სინდისს, რომ თალმუდის თანახმად, ღმერთი ზის ღამის სამი საათის განმავლობაში, ლომივით ბდღვინავს და იძახის: „ვაი მე, მე დავუშვი ჩემი სახლის განადგურება. ცემი ტაძრის დაწვა და ჩემი შვილების ტყვეობაში წაყვანა“. მას დასამშვიდებლად უგალობენ სადიდებელ ჰიმნებს, მაგრამ იგი არ იღებს ნუგეშისცემას, ამ მწუხარებამ და დარდმა იგი ისე დააპატარავა, რომ თუკი ადრე ავსებდა მთელ სამყაროს, ახლა იკავებს მიწის ოთხ წყრთას. იგი ტირის მისი ცრემლები გრუხუნით ეცემიან ციდან და იწვევენ მიწისძვრებს. სასოწარკვეთისაგან იაჰვე ლომივით ღრიალებს. სავსებით გასაგებია, რომ ასეთი სახით გამოხატული ღმერთი მცირედ თუ იყო შთამბეჭდავი ხალხისათვის, ამიტომ თალმუდი მას აღწერს საყვედურებით ავსებულს. მთვარეც კი მას საყვედურობს იმის გამო, რომ ღმერთმა იგი შექმნა მზეზე პატარა და ღმერთიც მორჩილად აღიარებს თავის დაუდევრობას. ამასთანავე, ღმერთი ქარაფშუტულ და მოუფიქრებელ ფიცებს დებს. იმისათვის რომ იგი მათგან განთავისუფლდეს, არსებობს ძლიერი ანგელოზი სახელად მი, რომელიც ყოველთვის იმყოფება ცისა და დედამიწის შუა, მას მოაქვს ღვთისათვის განთავისუფლება მის მიერ დაუფიქრებლად აღებულ ვალდებულებებისაგან, მაგრამ ხდება ისე, რომ ეს ანგელოზი არ აღმოჩნდება თავის პოსტზე და მაშინ ღმერთი ვარდება დიდ გასაჭირში; ასე, ერთხელ ისრაელის ბრძენმა გაიგონა მისი ძახილი: „ვაი მე! ვინ განმანთავისუფლებს მე ჩემი ფიცისაგან?“ ბრძენი გაიქცა – მოეთხრო ეს თავისი ამხანაგი რაბინებისათვის, რომლებმაც მას სახედარი უწოდეს იმის გულისათვის, რომ მან თავად არ გაანთავისუფლა ღმერთი ფიცისაგან, რისი უფლებაც ნებისმიერ რაბინს აქვს. თალმუდი იაჰვეს მიაწერს ყველა ცოდვას რაც დედამიწაზე ხდება“ „ეს მან:, ამბობენ რაბინთა მწერლები „მისცა ადამიანებს გარყვნილი ნატურა“, აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია უსაყვედუროს ადამიანებს ცოდვებში ჩავარდნა; მხოლოდ ღმერთია დამნაშავე მათ შეცოდებებში. თალმუდისტთა აზრით, ღმერთი იაჰვე წარმართთა მსგავსად სავსეა ვნებებით. ბარახოტის ტრაქტატი ამტკიცებს, რომ იაჰვე მხისხანებს და ამ დროს იგი არავის არ ინდობს, მრისხანების გარდა იაჰვე ხარობს, იცინის, ტირის. (სამყაროს შექმნისას) იაჰვე იხედებოდა თორაში და ისე ქმნიდა სამყაროს. ფარისეველთა შეხედულებით, ამ გამოგონილ სასაცილო, დამდაბლებულ „ღმერთს“ ებრაელებისათვის უნდა დაევიწყებინა ბიბლიის ჭეშმარიტი ღმერთი და დამდგარიყო მის ადგილზე. პ.ს სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. |
|
|
Jun 26 2011, 06:59 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველაფერი სასაცილო ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოა ხოლმე, ვიდრე რაღაც სერიოზულობები axilevs |
|
|
Jul 28 2011, 03:38 PM
Post
#3
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
axilevs
იგი, კმაყოფილი ჯდება, ეძახის გიგანტურ თევზების მეფე – ლებიაფანს და მასთან ერთად თამაშობს. იგი ღამეც არ არის უქმად: იგი ჯერ შეისწავლის თალმუდს ანგელოზებთან ერთად, მათთან საუბარში მონაწილეობას იღებს ბოროტი სულების მეფე – ასმოდეი, შემდეგ ღმერთი ცეკვავს ევასთან, ეხმარება მას ჩაცმაში და უვარცხნის თმებს. მაგრამ იერუსალიმის ტაძრის განადგურების შემდეგ ღმერთი აღარ თამაშობს ლებიაფანთან და აღარ ერთობა ევასთან |
|
|
Aug 10 2011, 09:59 AM
Post
#4
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 19 Joined: 3-August 11 Member No.: 6,535 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორც ჩანს ეს თემა ამ სათაურით არ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი. ამისი მიზეზი ჩემი აზრით ის არის, რომ იგი აშკარად პროვოცირებულია. აი, პროვოკაციის მიზანი კი...
|
|
|
Aug 11 2011, 04:36 AM
Post
#5
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თემურ
როგორც ჩანს ეს თემა ამ სათაურით არ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი. ამისი მიზეზი ჩემი აზრით ის არის, რომ იგი აშკარად პროვოცირებულია. აი, პროვოკაციის მიზანი კი... ნუ ალბათ მიხვდით ბატონო თემურ რომ ამ პიროვნებამ აშკარად პირდაპირი მნიშვნელობით მიიღო თალმუდში აღწერილი ამბები რომლებიც სინამდვილეში სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესებს გამოხატავენ, თან გამოგონილი ამბებითაც შეულამაზებია, გასაკვირი ფაქტიურად არც არის როდესაც ადამიანს კაბალისტური ტერმინოლოგია არ ესმის, იმისთვის შემოქმედი მართლად ურჩხულ ლებიაფანთან და დემონ ასმოდეისთან მოთამაშე არსების დონეზე დადის. ამასწინათაც მქონდა ერთ ასეთ "ბრძენთან" საუბარი რომელიც "ზოჰარის მწვალებლობას" ამტკიცებდა და იძახდა რომ "სამაელს ევასთან სექსი ქონია" შედეგად გაჩენილა კაენი, რომელსაც შუბლზე რქა ამოსვლია და ლამექს იმიტომ მოუკლავს რომ მარტორქისაგან ვერ გაურჩევია, სტივენ სპილსბერგიღა გვაკლია და ახალ ფანტასტიკასაც გადავიღებთ პ.ს თანაფორუმელების საყურადღებოდ: კაბალისტურ ტექსტებში ალეგორიულად არის აღწერილი სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესები, მაგალითად როდესაც კაბალისტი წერს სიტყვას "ხე" ეს ბებიის ბოსტანში დარგულ ხეს კი არა სულიერ სამყაროში მომხდარ მოვლენას გამოხატავს, ასევეა რქაც, გველიც, ნაყოფიც და ასე შემდეგ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნენ ამ ბმულებს სადაც ახსნილია სინამდვილეში რას აღნიშნავს თორაში, თალმუდში და ზოჰარში მეტაფორულად აღწერილი ამბები. http://www.kabbalah.info/rus/content/view/.../52648&main ამ ბმულზე მოცემულია 31 ონლაინ ლექცია ვიდეორგოლების სახით ზოჰარის განმარტებებით. http://www.kabbalah.info/rus/content/view/.../72733&main ამ ბმულზე კი თორის განმარტებებთან ერთად უამრავ საინტერესო საკითხზე მიიღებთ პასუხებს. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 03:18 PM |