IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> სექტები
kate
post Oct 13 2011, 05:50 PM
Post #41


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GIORGI LELUASHVILI
QUOTE(gamocxadeba @ 13th October 2011 - 07:49 AM) *
აბა მოციქულებმა რაღა გააკეთეს?

არც მოციქულებს არ შეუქმნიათ ქრისტიანობა, როგორც ორგანიზებული რელიგია. მოციქულები მხოლოდ ქრისტეს სწავლებას ავრცელებდნენ, და არა რელიგიას. კარგად გეცოდინება ადრეულ ქრისტიანობას, ქრისტეს ჯვარცმიდან 100 წლამდე, როცა ბოლო მოციქული იოანე გარდაიცვალა ანატოლიაში - მოციქულების ერა ქვია, ხოლო იქედან მოყოლებული ნიკეის პირველ კრებამდე 325 წელს - წინა-ნიკეური. ხოლო მეორე საუკენეში ირანიუს ლიონელი, რახან თვლიდა, რომ პეტრემ და პავლემ დაარსა პირველი ეკლესია რომში (მხოლოდ თვლიდა), ლინუსი აღიარა მეორე პაპად. ნიკეის კრებამდე ქრისტიანობა - როგორც ერთი ორგანიზებული რელიგია, არსად ჩანს, ალბათ დამერწმუნები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 13 2011, 06:50 PM
Post #42


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(kate @ Oct 13 2011, 05:50 PM) *
GIORGI LELUASHVILI

არც მოციქულებს არ შეუქმნიათ ქრისტიანობა, როგორც ორგანიზებული რელიგია. მოციქულები მხოლოდ ქრისტეს სწავლებას ავრცელებდნენ, და არა რელიგიას. კარგად გეცოდინება ადრეულ ქრისტიანობას, ქრისტეს ჯვარცმიდან 100 წლამდე, როცა ბოლო მოციქული იოანე გარდაიცვალა ანატოლიაში - მოციქულების ერა ქვია, ხოლო იქედან მოყოლებული ნიკეის პირველ კრებამდე 325 წელს - წინა-ნიკეური. ხოლო მეორე საუკენეში ირანიუს ლიონელი, რახან თვლიდა, რომ პეტრემ და პავლემ დაარსა პირველი ეკლესია რომში (მხოლოდ თვლიდა), ლინუსი აღიარა მეორე პაპად. ნიკეის კრებამდე ქრისტიანობა - როგორც ერთი ორგანიზებული რელიგია, არსად ჩანს, ალბათ დამერწმუნები.

იქ, სადაც რომელიმე ღმერთს ადიდებენ და სადაც აღესრულება რელიგიური რიტუალები, ასეთ სფეროს თავისთავად რელიგია ეწოდება.
ქრისტე რომ არ ყოფილიყო, არც რელიგია იარსებებდა(მხედველობაში მაქ ჭეშმარიტი რელიგია),აქედან გამომდინარე ქრისტე და ჭეშმარიტება ერთი და იგივეა, ვინაიდან თავად ქრისტეა ჭეშმარიტება.
ქრისტიანული რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ერთი ჭეშმარიტი ღმერთის არსებობის რწმენაზე და აქედან გამომდინარე – ჭეშმარიტ ეკლესიაზე.
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე რელიგია მისი თანამდევი მოვლენაა და დღემდე დედამიწის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოიცავს. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანისთვის რელიგია მაინც ნაკლებად გასაგებია. ამ, ერთი შეხედვით, უცნაური ფაქტის მიზეზი ის გარემოებაა, რომ რელიგიას, ჩვეულებისამებრ, აფასებენ გარეგნული ნიშნებით, იმით, თუ როგორ იყენებენ მას მისი მიმდევრები პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომაც, რელიგიას სხვადასხვაგვარად იგებენ, რის გამოც მის არსს გაიაზრებენ ან მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო ელემენტებით, ან მცდარად. ამას ვერც ერთი მსოფლიო რელიგია ვერ აცდა.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს საკითხი, თუ რა არის რელიგიის არსი, რა არის მასში განმსაზღვრელი და აუცილებელი და რა - არარსებითი.

რელიგიას აქვს ორი მხარე: გარეგანი, ანუ როგორია იგი გარეშე დამკვირვებლის თვალში და შინაგანი, ანუ ისეთი, როგორსაც ხედავს მას ამ რელიგიის სულიერი და ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად მცხოვრები მორწმუნე ადამიანი.

გარეგნულად რელიგია წარმოადგენს:

ფილოსოფიური თვალსაზრისით - მსოფლმხედველობას, რომელიც მოიცავს უამრავ კონკრეტულ სწავლებას (კანონებსა და დოგმატებს, ასევე ტრადიციასაც - რედ.), რომელთა გარეშე (ან თუნდაც ერთის გამოკლებით) იგი კარგავს საკუთარ თავს და წარმოშობს ცრურწმენებს, სექტებს, ჯადოქრობას, ოკულტიზმს, სატანიზმსა და მსგავს ფსევდორელიგიურ მოვლენებს: მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანში არსებობს რელიგიის ცალკეული ელემენტები, ისინი, სინამდვილეში, მისი გახლეჩის, დეგრადაციისა და გადაგვარების პროდუქტია.

საზოგადოებრივ-პრაქტიკული გამოხატულებით ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია მართვის განსაზღვრული სტრუქტურა (ეკლესია), თავის მიმდევართა ცხოვრებისა და ღვთისმსახურების წესებით.

შინაგანი თვალსაზრისით კი რელიგია განსაკუთრებული სულიერი ცხოვრებაა, რომელიც ადამიანს მისსავე სულში დაფარულ მარადიული ღვთაებრივი სილამაზის სამყაროს აღმოაჩენინებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 13 2011, 07:35 PM
Post #43


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GIORGI LELUASHVILI
აქ რელიგიის ფილოსოფიურ ასპექტზე საუბრობ, ზოგადად.
მე კი ქრისტიანობის, როგორც ერთი ორგანიზებული რელიგიის წარმოშობის ისტორიული ფაქტები მოვიყვანე smile.gif , ხოლო რაც შეეხება იმას, რომ
QUOTE(gamocxadeba @ 13th October 2011 - 10:50 AM) *
ქრისტე რომ არ ყოფილიყო, არც რელიგია იარსებებდა

ქრისტეს გარეშე ქრისტიანული რელიგია რომ არ ჩამოყალიბდებოდა, ამაში არავინ გედავება, მაგრამ საქმე ისაა, რამდენად ახლოსაა ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებასთან დღევანდელი ქრისტიანული რელიგია ზოგადად
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 13 2011, 09:12 PM
Post #44


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ციტატა(kate @ 13th October 2011 - 07:35 PM) *
საქმე ისაა, რამდენად ახლოსაა ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებასთან დღევანდელი ქრისტიანული რელიგია ზოგადად

რომელ ქრისტიანულ რელიგიას გულისხმობ?
ქრისტიანობას დღეს 30 000 სექტა ყავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 13 2011, 10:01 PM
Post #45


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GIORGI LELUASHVILI
ქრისტიანობას ზოგადად, როგორც რელიგიას, რომელიც, რა მიმართულებისაც არ უნდა იყოს, მასწავლის როგორ გავიგო და რა დავინახო ქრისტეს სწავლებაში, რომელიც "ამტკიცებს', რომელი სახარებაა ჩემთვის მისაღები, და რომლის წაკითხვა მკრეხელობაა, რომელიც მეუბნება, რომ მე ქრისტიანი, წესებს თუ დავიცავ სამოთხეში მოვხვდები, ხოლო ვინც არასდროს მონათლულა და ზიარება არ მიუღია - განწირულია, ჩემზე ბევრად უკეთესი პიროვნებაც რომ იყოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 13 2011, 10:11 PM
Post #46


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(kate @ Oct 13 2011, 10:01 PM) *
GIORGI LELUASHVILI
ქრისტიანობას ზოგადად, როგორც რელიგიას, რომელიც, რა მიმართულებისაც არ უნდა იყოს, მასწავლის როგორ გავიგო და რა დავინახო ქრისტეს სწავლებაში, რომელიც "ამტკიცებს', რომელი სახარებაა ჩემთვის მისაღები, და რომლის წაკითხვა მკრეხელობაა, რომელიც მეუბნება, რომ მე ქრისტიანი, წესებს თუ დავიცავ სამოთხეში მოვხვდები, ხოლო ვინც არასდროს მონათლულა და ზიარება არ მიუღია - განწირულია, ჩემზე ბევრად უკეთესი პიროვნებაც რომ იყოს.

ძალიან, ძალიან, ძალიან ცდები თუკი ფიქრობ, რომ მართლმადიდებლობა ასე ასწავლის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 13 2011, 10:18 PM
Post #47


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GIORGI LELUASHVILI
მართმადიდებლობა არ განგვიმარტავს სახარებას, ისე როგორც მიღებულია მართლმადიდებლურ ეკლესიაში?
მართმადიდებლობა გვაძლევს უფლებას ვიხელმძღვანელოთ ან საერთოდ წავიკითხოთ არაკანონიკური სახარებები?
მართმადიდებლური ეკლესიის მიხედვით შეიძლება თუ არა ცხონდეს მოუნათლავი და ზიარებამიუღებული?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Oct 13 2011, 10:20 PM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 13 2011, 10:11 PM) *
ძალიან, ძალიან, ძალიან ცდები თუკი ფიქრობ, რომ მართლმადიდებლობა ასე ასწავლის.

დღევანდელი ეკლესია ასწავლის, უფრო სწორედ ეკლესია არა, ეკლესია ქრისტემ ჯვარცმიდან მესამე დღეს ააგო და ის ეკლესია და დღევანდელი ყველა უფასო ტვალეტის გვერდზე გახსნილი საშემოსავლო ზავიდენიები სხვადასხვა რამეა. ხოდა დღეს ხალხი ამ უკანასკნელს არის დაწაფებული


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 13 2011, 10:34 PM
Post #49


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Lashapoli @ Oct 13 2011, 10:20 PM) *
დღევანდელი ეკლესია ასწავლის, უფრო სწორედ ეკლესია არა, ეკლესია ქრისტემ ჯვარცმიდან მესამე დღეს ააგო და ის ეკლესია და დღევანდელი ყველა უფასო ტვალეტის გვერდზე გახსნილი საშემოსავლო ზავიდენიები სხვადასხვა რამეა. ხოდა დღეს ხალხი ამ უკანასკნელს არის დაწაფებული

თუკი შესაბამისი ტერმინოლოგიით საუბარი არ შეგიძლია ეკლესიაზე, რა აზრი აქვს შენთან საუბარს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 13 2011, 10:37 PM
Post #50


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ციტატა(kate @ 13th October 2011 - 10:18 PM) *
მართმადიდებლობა არ განგვიმარტავს სახარებას, ისე როგორც მიღებულია მართლმადიდებლურ ეკლესიაში?

რაიმე არ მოგწონს მართლმადიდებლურად განმარტებულ სახარებებში?
ციტატა(kate @ 13th October 2011 - 10:18 PM) *
მართმადიდებლობა გვაძლევს უფლებას ვიხელმძღვანელოთ ან საერთოდ წავიკითხოთ არაკანონიკური სახარებები?

წაკითხვის უფლებას გაძლევს, ხოლო ხელმძღვანელობას - არა, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოდის ჭეშმარიტ ოთხ სახარებასთან.
ან უნდა მიყვე ბიბლიას ისე, როგორც არის მოცემული, ან მიყვე არაკანონიკურ წიგნებს.
ორივეს ერთად ვერ შეიგრძნობ, ვინაიდან ურთიერთსაწინააღმდეგოა.
ციტატა(kate @ 13th October 2011 - 10:18 PM) *
მართმადიდებლური ეკლესიის მიხედვით შეიძლება თუ არა ცხონდეს მოუნათლავი და ზიარებამიუღებული?

გააჩნია შემთხვევას.
ასე ზერელედ და ზოგადად ვერ ვიმსჯელებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 13 2011, 11:05 PM
Post #51


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GIORGI LELUASHVILI
QUOTE(gamocxadeba @ 13th October 2011 - 02:37 PM) *
რაიმე არ მოგწონს მართლმადიდებლურად განმარტებულ სახარებებში?

იმას არა აქვს მნიშვნელობა, რა მომწონს და რა არა, ჩემთვის ისაა მნიშვნელოვანი, როგორც ის მიხსნის ისე რომ უნდა გავიგო, და უფლება არ მაქვს ჩემი აზრი მქონდეს წაკითხულზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მწვალებელი ვარ.
QUOTE(gamocxadeba @ 13th October 2011 - 02:37 PM) *
ჭეშმარიტ ოთხ სახარებასთან.

ისინი, ვინც ეს სახარებები დააკანონა ჩემ და შენნარი მოკვდავები იყვნენ, და აგერ თითქმის 1700 წელია, კიდევ ისინი გვკარნახობენ რა არის ჭეშმარიტება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Oct 13 2011, 11:13 PM
Post #52


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ციტატა(kate @ 13th October 2011 - 11:05 PM) *
იმას არა აქვს მნიშვნელობა, რა მომწონს და რა არა, ჩემთვის ისაა მნიშვნელოვანი, როგორც ის მიხსნის ისე რომ უნდა გავიგო, და უფლება არ მაქვს ჩემი აზრი მქონდეს წაკითხულზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მწვალებელი ვარ.

შნი აზრი რომ გქონდეს, დარწმუნებული ხარ, რომ სწორად გაიგებ იქ ჩაწერილს?
დარწმუნებული ხარ, რომ შენეული გაგებით ცხონდები?

მართლმადიდებელ ეკლესიას ოც საუკუნოვანი ტრადიცია აქვს წმინდა წერილების განმარტებისა.
მათ განმარტავდა სულიწმინდით ცხებული ხალხი, რომლებსაც სულიწმინდა ღმერთი აძლევდა მითითებებს, თუ როგორ და რის საფუძველზე უნდა განემარტათ წმინდა წერილი.

ბიბლიას ერთი ძალიან საინტერესო დამახასიათებელი თვისება აქვს:
მასში ჩაწერილი მთლიანად აკინძულია ერთმანეთზე და სულ მცირე არასწორი აზრი და ყველაფერი იმ წამში ირღვევა.
ციტატა(kate @ 13th October 2011 - 11:05 PM) *
ისინი, ვინც ეს სახარებები დააკანონა ჩემ და შენნარი მოკვდავები იყვნენ, და აგერ თითქმის 1700 წელია, კიდევ ისინი გვკარნახობენ რა არის ჭეშმარიტება.

ჩვენნაირი მოკვდავები? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
გთხოვ გაეცანი მათ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა.

ღმერთსა ვთხოვ მთელი გულით, ამ განმმარტებლების მეასედი მომცეს მთელი სიცოცხლის მანძილზე და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდაsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Oct 13 2011, 11:36 PM
Post #53


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(gamocxadeba @ 13th October 2011 - 10:37 PM) *
მართმადიდებლური ეკლესიის მიხედვით შეიძლება თუ არა ცხონდეს მოუნათლავი და ზიარებამიუღებული?

გააჩნია შემთხვევას.
ასე ზერელედ და ზოგადად ვერ ვიმსჯელებთ.


შეგიძლია ამაზე უფრო კონკჯრეტულად თქვა რამე?

არიან სასულიერო პირები, რომლებიც თვლიან რომ მოუნათლავი ვერ შევა სასუფეველში.

შეგიძლია წარმოიდგინო რას ნიშნავს სამუდამო ტანჯვა? და როგორ ფიქრობ შეიძლება ღმერთმა დასაჯოს ასე მძიმედ ვინმე მხოლოდ იმის გამო რომ მოუნათლავი იყო?


--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Oct 13 2011, 11:39 PM
Post #54


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GIORGI LELUASHVILI

ისე, რეინკარნაციის იდეის გარეშე მსგავს თემაზე მსჯელობისას ყოველთვის ჩიხში შევა ადამიანი... rolleyes.gif


--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 14 2011, 12:14 AM
Post #55


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GIORGI LELUASHVILI
QUOTE(gamocxadeba @ 13th October 2011 - 03:13 PM) *
შნი აზრი რომ გქონდეს, დარწმუნებული ხარ, რომ სწორად გაიგებ იქ ჩაწერილს?
დარწმუნებული ხარ, რომ შენეული გაგებით ცხონდები?


QUOTE(gamocxadeba @ 13th October 2011 - 03:13 PM) *
ჩვენნაირი მოკვდავები

სწორი იქნება თუ არასწორი, პირდაპირ ქრისტეს სიტყვებზე ვიფიქრებ და იმის მიხედვით გამოვიტან დასკვნას, ქრისტე არსად არ ამბობს მარტო მათთვის ვქადაგებ, ვისაც მერე წმინდანებად შერაცხავს ეკლესია და განმარტებებს დაწერენ, დანარჩენებმა კი მათ მიხედვით გაიგეთ და იმსჯელეთო..
სხვისი განმარტებების მხოლოდ იმისთვის დაჯერება, რომ ვცხონდე, ყველაზე მეტ ურწმუნეობად ან ფანატიზმად მიმაჩნია.
და ნამდვილად ჩვენნარი მოკვდავები იყვნენ ყველანი, მხოლოდ იმის გამო რომ შემდგომში ეკლესიამ მათ სახელს წინ წმინდა მიუმატა, არ ცვლის მათ მოკვდავობას. და მხოლოდ მათი გემოვნებით და მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობით არჩეული ოთხი სახარებაღა შემოგვჩა კანონიკურად, სადაც უფრო მეტი ბიოგრაფიული ფაქტებია, ვიდრე მისი სწავლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 14 2011, 11:23 AM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათ ამ თემაში არ უნდა ვდებდე, მაგრამ სხვაგან არ ვიცი სად წავიღო smile.gif ცოტა მასალა რომ დამიგროვდება ცალკე თემას გავხსნი ალბათ...

კიდევ ერთი ეპიზოდი რადჰანათჰა სვამის წიგნიდან "გზა შინისაკენ", რომელიც დალაი-ლამასთან შეხვედრას ეხება:

რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ჩემი მზერა დალაი-ლამას შეხვდა. სათვალეებს მიღმა მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები მოჩანდა. მსხვილი თავი სუფთად გადაეპარსა, სახეზე გამომხატველი ნაკვთები ეტყობოდა, ხოლო ცხვირი დიდი და მომრგვალებული ჰქონდა. ლამას ბორდოსფერი სამოსა ეცვა, რომელზეც მკაფიო ყვითელი მოსაცმელი ჰქონდა მოხვეული. გადამდები ღიმილით გაეღიმა და ჩემსკენ გამოემართა. ხმამაღალი სიცილით ორივე ხელზე მომკიდა ხელები და მძლავრად ჩამომართვა. თან გულითადად მომესალმა: “თქვენ შორიდან ჩამოხვედით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!”

ჩვენ ერთმანეთის პირისპირ, სკამებზე დავჯექით. ბავშვური ცნობისმოყვარეობით გამომკითხა ჩემი ცხოვრების შესახებ ამერიკაში და იმის შესახებ, თუ რატომ გავხდი სადჰუ. გულწრფელი ინტერესით ისმენდა ჩემს მონაყოლს და არც ერთი სიტყვა არ ეპარებოდა. ყოველთვის, როდესაც ჩემს თხრობაში იუმორის თუნდაც ჩრდილი გაიელვებდა, ლამა ძალიან ცოცხლად რეაგირებდა, ხელისგულებს ერთმანეთზე ურტყამდა და სიცილისგან მთელი სხეული უთრთოდა. ასე გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი და მე ვკითხე ლამას მის ქვეშევრდომებზე ტიბეტში. მოწოლილი მოგონებები მოქუფრული ჩრდილივით დააწვა მის სახეს, თვალებში კი ცრემლებმა გაიბრწყინა. მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა: “როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემი სამშობლო თავისუფალი იყო. ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით, ერთიანი ქვეყანა ვიყავით, და ჩვენი რელიგიაც ყვაოდა.” დალაი-ლამა გაჩუმდა და ჩაიდნიდან ტიბეტური ჩაი დაასხა ჩემს ჭიქაში. შემდეგ ჩაიდანი დადგა და ღრმად ჩაფიქრებულმა დახარა თავი. ჩანდა, თითქოს აზრობრივი ხედვით ხედავდა, თუ როგორ იბრძვის მისი ხალხი ჰიმალაების მეორე მხარეს, ტიბეტში, და თანაუგრძნობდა მათ. შემდეგ კი ხმადაბლა წარმოთქვა: “ჩვენ უზარმაზარ ვალში ვართ ინდოეთთან, რომელმაც ათასობით ჩვენი დევნილი შეიფარა.”

“თანაგრძნობა სხვა ცოცხალი არსებების მიმართ, - დაიწყო მან ახსნა, - ყველა რელიგიის განუყოფელი თვისებაა. მზადყოფნა საკუთარი თავის სხვათა კეთილდღეობისათვის გასაწირად – ესაა ჭეშმარიტი დჰარმა.” ეს სიტყვები, დამტკიცებული მისივე მსხვერპლით, რაც თავისი ხალხისათვის გაიღო, ჩემს მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებდნენ. “მედიტაცია, წმინდა წერილების შესწავლა და თაყვანისცემის რიტუალები, - თქვა მან, - შინაგანად მაძლიერებენ და საშუალებას მაძლევენ, რომ სიკეთესა და ცოდნაში ვიცხოვრო.” მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. მისი პიროვნება მოკრძალებას და პატივისცემას აღძრავდა, მაგრამ მისმა გულწრფელმა სიკეთემ და ზრუნვამ მაიძულა, რომ დამევიწყებინა მოკრძალება და მოვპყრობოდი, როგორც ახლო მეგობარს. დალაი-ლამამ ღიმილით მომახვია კისერზე თეთრი აბრეშუმის მოსახვევი, მასზე ამოქარგული ტიბეტური მანტრებით. “ჩვენთან ასეა მიღებული – ვაჩუქოთ ეს საჩუქარი ჩვენს ძვირფას სტუმრებს”. მომეჩვენა, რომ არ ვიმსახურებდი მის მიერ ჩემთვის გაღებულ დროს და სიკეთეს, და მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე მის წინაშე.

დალაი-ლამასთან ურთიერთობის წყალობით უკეთ შევძელი გამეგო უანგარო მსახურების მნიშვნელობა. ლამა ამ სიკეთის ცოცხალი განსახიერება იყო: ის არა მხოლოდ ურყევად მისდევდა სულიერ პრინციპებს, ასევე ატარებდა თავისი ხალხისადმი მსახურების მძიმე ტვირთსაც, იმ ხალხისადმი, რომელიც ნაწილობრივ განდევნაში იყო, ნაწილობრივ კი სხვა ხალხის მიერ იჩაგრებოდა. დალაი-ლამა მამაცურად გადალახავდა ხოლმე წარმოუდგენელ სიძნელეებს და დაბრკოლებებს თავის ერთი შეხედვით უიმედო ბრძოლაში, მოთმინებით იტანდა განდევნას და მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ ყოფნას, და მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებდა თავისი ხალხის მსახურებას. მის მიერ ნაჩუქარი მოსახვევის მიღებასთან ერთად, მე მივიღე გაკვეთილი მისი თავდადებულობისა და მსახურებისა – ჭეშმარიტად ძვირფასი საჩუქარი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Oct 14 2011, 11:52 AM
Post #57


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

good.gif


--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Oct 14 2011, 05:23 PM
Post #58


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Qocho @ Oct 14 2011, 11:52 AM) *
Atman

good.gif



--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Oct 14 2011, 06:09 PM
Post #59


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქრისტიანებისთვის - მხოლოდ ბიბლიაა და ქრისტიანობა გაიყო რამოდენიმე სექტად.
მუსლიმანებისთვის-მხოლოდ ყურანია და მუსლიმანებში გაიყო რამოდენიმე სექტად.
სხვა რელიგიებში ნამდვილად არ ვიცი- შეიძლება -არის რამოდენიმე სექტად გაყოფილი.
ლუმინატებმა გაერთიანეთს - რომის პაპისა და მასონებიც ურთიერთობა ( აქ . არ ვიცი რამდენად მართალია ).
მე, მყავდა ერთ ერთი ტურისტი, მისი ნაამბობიდან ჩანს, რომ, თვითონ ათეისტია და მისი მშობლები ყავს ( ლუმინატის მიმდევარი არ ვიცი როგორ უწოდებენ.). ( ათეისტი ვარ, არ მჯერა ღმერთების არსებობა-ჩემი მშობლები და მშობლების მხრიდან ფანატიკური ლუმინატიკები არიან, მე, წინააღმდეგი ვიყავი და უარი ვთქვი ღმერთებზე-მშობლები ამ გაგონებაზე-დემონური მიწოდა - ხან ვინ მომიყვანა ხან ვინ - მე გავითამაშე ვითომ, ეშმაკი მყავდა შეპყრობილი, დავიღრიალესავით -ჩემ მშობლებმა დაიჯერეთ და ლოცვა აღვავლინა. მე გულში დავცინოდი და უგუნური მორწმუნეებად მოვნათლე.).
( მშობლებთან ერთად არ ვცხოვრობ და ცოლი მყავს შვილებიც- რელიგია მაღიზიანებს-არ მინდა ვინმემ კარებზე მოვიდეს -ბიბლიის ხელში ორივე გზა-მორმონი ან იეღოველი.-საშინლად სულელები და ზომბირები მეჩვენება. )
( მჯერა ევოლუციის სხვა არაფერი - ყველა რელიგია ადამიანის გონება ზომბირდება და სულელებად მოედინებიან - თავი ისე მოყავს ვითომ, ყველაფერი იციან... რელიგია სატანაზე მაცდურია . თუ არის ღმერთი დამისაბუთე და დავიჯერებ-ისინი ასე მეუბნებიან... სასწაული მხოლოდ მორწმუნეებს ენახვებაო- ჰმ-გამეცინა და ვუთხარი , სწორედ ზომბირებულებს ატყუებს და სასწაულები მოხდენა მეც შემიძლია- ფაქტი არ ააქვს და ეძებენ. )
ამ აზრის მიყვებოდა ტურისტი-მე, მას არ შევეწინააღმდეგე-ფაქტები მე არ მაქვს და რა უნდა ვუჩვენო?!



--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 14 2011, 06:38 PM
Post #60


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(gamocxadeba @ 13th October 2011 - 10:37 PM) *
წაკითხვის უფლებას გაძლევს, ხოლო ხელმძღვანელობას - არა, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოდის ჭეშმარიტ ოთხ სახარებასთან.
ან უნდა მიყვე ბიბლიას ისე, როგორც არის მოცემული, ან მიყვე არაკანონიკურ წიგნებს.
ორივეს ერთად ვერ შეიგრძნობ, ვინაიდან ურთიერთსაწინააღმდეგოა.


მიუხედავად იმნისა , რომ მართლმადიდებელი ვარ , არ მიმაჩნია, რომ არაკანონიკური წიგნები , კანონიკურ ოთხთავტან წინააღმდეგობაში მოდის, ჩემი აზრით უფრო ავსებს, ვიდრე ეწინააღმდეგება.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 23rd May 2024 - 05:50 AM