Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ბიბლიოთეკა _ სინელნიკოვი

Posted by: Zet Feb 15 2007, 02:22 AM

ვის წაგიკითხავთ სინელნიკოვის რომელიმე წიგნი?

Posted by: iza Mar 7 2007, 08:08 PM

QUOTE(Zet @ Feb 15 2007, 02:22 AM) *
ვის წაგიკითხავთ სინელნიკოვის რომელიმე წიგნი?


sinelnikovis cignebis TAKVANISMCEMELI var, tumca "sheikvare sheini avadmkofoba" ubralod genialuria!
titoeuli gverdi ramodenjerme unda caikitxo, rom raime ar gamogrches!
tamamad shemidzlia vtqva, rom cignis kitxva rom davamtavre,sul sxva adamianad vigrzeni tavi! es cigni, sakutar sulshic chagaxedebs da gulshic... im kitxvebs dausvam sakutar tavs, aqamde azradac rom ar mogividoda, samkarosac sxva tvalebit shexedav da misi harmoniulobit aghfrtovandebi! mixvdebi, rom "boroteba" ase ubralod ar xdeba da arc usamartlob arsebobs sinamdvileshi. ertic da meorec sheni da chemi saqmeebis, azrebisa tu ideebis nakofia! rac xdeb achven vicvevt da ara vigaca mesame piri! xvdebi, rom sxvistvis raimes gadabralebas azri ara aqvs!
"eshmakma shemacdina"
"es imis cudma saqcielma dammarta! da a.sh. es tavis dasamshvideblad mognili azrebia, meti araferi. sheni sisustis gamjgavnbeis grcxvenia shensave tavtan da ra gasakviria, rom kvelaferi ise midis, rogorc daimsaxure! rac tavad ganapirobe!

Posted by: Zet Mar 7 2007, 09:17 PM

http://www.v-sinelnikov.com

Posted by: Antia Mar 7 2007, 10:12 PM

QUOTE(Zet @ Mar 7 2007, 09:17 PM) *
http://www.v-sinelnikov.com

სინელნიკოვი ძაან მაგარია! იმ მცირეთაგან, ვინც დადებითი აზროვნების მესვეურია დღეს ერთ-ერთი პირველ სინელნიკოვია, ნაღდად! B)
ოღონდ, ვერ მოვახერხე მისი ხერხებით ქვეცნობიერებასთან დაკავშირება. huh.gif თუ ვინმემ ეს მოახერხეთ, გთხოვთ გამიზიარეთ გამოცდილება!

Posted by: Zet Mar 20 2007, 12:58 AM

QUOTE(iza @ Mar 7 2007, 08:08 PM) *
sinelnikovis cignebis TAKVANISMCEMELI var, tumca "sheikvare sheini avadmkofoba" ubralod genialuria!
titoeuli gverdi ramodenjerme unda caikitxo, rom raime ar gamogrches!
tamamad shemidzlia vtqva, rom cignis kitxva rom davamtavre,sul sxva adamianad vigrzeni tavi! es cigni, sakutar sulshic chagaxedebs da gulshic... im kitxvebs dausvam sakutar tavs, aqamde azradac rom ar mogividoda, samkarosac sxva tvalebit shexedav da misi harmoniulobit aghfrtovandebi! mixvdebi, rom "boroteba" ase ubralod ar xdeba da arc usamartlob arsebobs sinamdvileshi. ertic da meorec sheni da chemi saqmeebis, azrebisa tu ideebis nakofia! rac xdeb achven vicvevt da ara vigaca mesame piri! xvdebi, rom sxvistvis raimes gadabralebas azri ara aqvs!


გეთანხმები, ჩემშიც ძალიან ბევრი რამე შეცვალა ამ წიგნმა !!!

ვისაც არ წაგიკითხიათ და გეზარებათ, გირჩევთ პირველი წიგნის მეოთხედი მაინც წაიკითხოთ და ეს უკვე საკმარისი იქნება რომ ბევრ რამეს მიხვდეთ...

Posted by: DANAIDA Apr 14 2007, 02:08 PM

კარგად არ ვიცნობ ამ ადამიანის მოღაწეობას, მაგრამ რაც წამიკითხავს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ეფექტური ვარჯიშია სულისა და ცნობიერებისთვის, პოულობ შენს თავში ისეთ შტრიხებს და აკეთებ ისეთ აღმოჩენებს, რომლებზეც არასოდეს არ გიფიქრია. smile.gif

Posted by: Idilia Aug 2 2007, 04:42 PM

ვის გსმენია ლუიზა ჰეისა და მისი აფირმაციების შესახებ?
შეიძლება ეს სხვა ტოპიკის თემაა, მაგრამ მაინც

Posted by: Idilia Aug 2 2007, 04:50 PM

www.luiza-hey@luiza-hey.info

გაეცანით, მგონი საინტერესო იქნება თქვენვის

Posted by: Idilia Aug 2 2007, 05:15 PM

http://www.uatur.com/html/interesno/loise_hai/index.html
http://www.koob.ru/hey/

akedan shegidzliat luiza heis cignebi gadmokachot

Posted by: old_man Aug 2 2007, 09:41 PM

QUOTE
ვის გსმენია ლუიზა ჰეისა და მისი აფირმაციების შესახებ?
შეიძლება ეს სხვა ტოპიკის თემაა, მაგრამ მაინც

რომ არ მოგატყუო ნაღდად არ მსმენია.
ახლა უბრალოდ ერთი რამე მინდა ვთქვა, ჩვენს ფორუმზე ახალი იუზერის პოსტს რომ დავინახავ თვალებს არ ვუჯერებ ხოლმე, უდაბნოს მირაჟი მგონია biggrin.gif
ეხ რა მაცინებს, რა! გადაშენების გზას ადგას ჩვენი ფორუმი...........

Posted by: TeO Aug 2 2007, 09:48 PM

QUOTE(Idilia @ Aug 2 2007, 05:42 PM) *
ვის გსმენია ლუიზა ჰეისა და მისი აფირმაციების შესახებ?
შეიძლება ეს სხვა ტოპიკის თემაა, მაგრამ მაინც


მე ვნახე, მაგრამ არ დამაინტერესა მაინცდამაინც unsure.gif

old_man - რა გადაშენება?????? shok.gif ნუ ხუმრობ ასე პესიმისტურად! kiss1.gif

Posted by: SUNDELIX Aug 4 2008, 04:22 AM

ეხლა ვარ მეოთხე წიგნზე

იმას ვიტყვი რო უბედნიერესი ვარ იმით დაწყებული რო ასე ადრეულ ასაკში (20 წლის ვიყავი) ხელში ჩამივარდა ეს განძი, ის რასაც მთელი ჩვენი წინაპრები სანთლით ეძებდნენ და ავად თუ კარგად შეიძლება ნაწილ ნაწილ პოულობდნენ... ჯერ მარტო პირველმა წიგნმა დამეხმარა შემეცვალა ჩემი ცხოვრება მთელი 360 გრადუსით! მე ჩემი გონიერი ასაკიდან სულიერ საზრდოს ვეძებდი, ოჯახი ქრისტიანი მყავს, მარა ძალიან აი ძალიან ბევრ რამეს არ ვეთანხმებოდი ბიბლიაში, სადაც ჩემში ლოგიკურად გაჩენილ ზღვა კითხვებზე პასუხს უბრალოდ ვერ ვპოულობდი... მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა რომ ეს ცხოვრება უფრო მეტი იყო, ადამიანი ცოდვილი არ იბადება, ადამიანი არ არის მსხვერპლი! ადამიანი უფრო მეტია, გაცილებით მეტი!!! მე ღმერთი აღმოვაჩინე! რომლის ნაწილი თითოეულ ჩვენთაგანშია! ეს გავიაზრე და მეტიც განვიცადე!

....

სინელნიკოვი და მისი წიგნები ამოუწურავი თემაა ჩემთვის - ეს არის მეტად ღრმა, ჯადოსნური და ულამაზესი თავგადასავალის მთელი სიმძაფრით დაწყება, იმ თავგადასავალისა - რასაც ცხოვრება ქვია! სადაც შენი თავის უფალი შენ თვითონ ხარ და ღმერთი კიდე შენი სურვილების შემსრულებელია!

თუ არ გაქვს წაკითხული ამაზე ღირებულ საჩუქარს ძნელად თუ გაუკეთებ შენ თავს!


Posted by: old_man Aug 6 2008, 11:22 AM

მეც ასეთი განწყობა მქონდა სინელნიკოვის "სილა ნამერენია" რომ წავიკითხე. ეს წიგნი მართლა შენი ცხოვრების მართვას და ბედნიერებას გასწავლის. მე საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებით უკვე შემიძლია ვთქვა რომ სინელნიკოვი 100% სიმართლეს წერს. სხვატა შორის ზუსტად იგივე პრინციპზეა საუბარი ფილმში "სეკრეტ" და ვადიმ ზელანდის წიგნებში

Posted by: SUNDELIX Aug 6 2008, 12:38 PM

ძალიან მიხარია რო აქ თანამოაზრეები ვნახე, ვინც ამ ცოდნამდე სხვა ჩემგან უცნობი გზით მივიდა - გაიხარე!

პ.ს. ვიდეოთეკას გადავხედე ბევრმა ფილმმა დამაინტერესა და ”საიდუმლო”საც ვნახავ აუცილებლად

Posted by: Emigranti Dec 27 2009, 11:52 PM

მას მერე რაც ერთმა ჩემმა ახლობელმა ძალიან მიქო ეს ავტორი, დამაინტერესა. მართალია უკვე შევუკვეთე მისი ერთი წიგნი, მაგრამ ჯერ არ მოსულა, არ წამიკითხავს და ფაქტიურად ჯერ ბევრი არაფერი ვიცი მისი მეთოდიკის შესახებ.

ვინმეს თუ გაქვთ წაკითხული გთხოვთ დატოვეთ თქვენი შთაბეჭდილებები, საინტერესო იქნება ასევე ციტატები (რომელიც თქვენ მოგეწონათ), რაში მდგომარეობს მისი მეთოდიკა და ა. შ. წინასწარ გიხდით მადლობას.

როგორც მე გავიგე მას დაწერილი აქვს შემდეგი წიგნები:

1. "Возлюби болезнь свою",
2. "Путь к богатству. Как стать и богатым, и счастливым",
3. "Практический курс доктора Синельникова. Как научиться любить себя"


Posted by: Emigranti Dec 28 2009, 05:14 PM

Shou შენ სინელნიკოვი წაკითხული გაქვს?

Posted by: Shou Dec 30 2009, 11:23 AM

Emigranti

არ მაქვს და სიმართლე გითხრა წარმოდგენა არ მაქვს რას წერს, ეხლა ვნახე, ისიც მხოლოდ ფოტოsmile.gif სიმპატიურია მაგრამ რას წერს და მითუმეტეს როგორ ვერ გავარკვიე, ელექტრონული წიგნები არ იყოsmile.gif მირჩევ წავიკითხო?

Posted by: ინა Dec 30 2009, 12:26 PM

QUOTE(old_man @ Aug 2 2007, 09:41 PM) *
რომ არ მოგატყუო ნაღდად არ მსმენია.
ახლა უბრალოდ ერთი რამე მინდა ვთქვა, ჩვენს ფორუმზე ახალი იუზერის პოსტს რომ დავინახავ თვალებს არ ვუჯერებ ხოლმე, უდაბნოს მირაჟი მგონია biggrin.gif
ეხ რა მაცინებს, რა! გადაშენების გზას ადგას ჩვენი ფორუმი...........

unsure.gif

Posted by: Shou Dec 30 2009, 02:48 PM

აუუუ, ეხლა ძალიან ბევრი ვიცინე, სინელნიკოვი ჩვენი ფორუმის წიგნების განყოფილებაში დევსblush.gif მე რამ დამაბრმავა ნეტავ wacko.gif

Posted by: Emigranti Dec 30 2009, 04:16 PM

QUOTE(Shou @ Dec 30 2009, 08:23 AM) *
მირჩევ წავიკითხო?
რა ვიცი, იქიდან გამომდინარე რაც მომიყვეს, ვიფიქრე, ეს წიგნი ალბათ შოუს დააინტერესებსთქო. huh.gif

Posted by: Shou Dec 30 2009, 04:44 PM

და რა მოგიყვეს? biggrin.gif

Posted by: Emigranti Dec 30 2009, 05:11 PM

QUOTE(Shou @ Dec 30 2009, 01:44 PM) *
და რა მოგიყვეს? biggrin.gif
ზუსტად აღარც მახსოვს, რადგან მე თვითონ არ მაქვს ჯერ წაკითხული... ნუ ეს სინელნიკოვი არისო პროფესიონალი ფსიქოლოგი და აღწერსო მეთოდებს როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს სხვადასხავ მოვლენებისადმი და პროცესებისადმი ცხოვრებაში იმისთვის, რომ მოგეცეს ჭეშმარიტი ბედნიერებაო. ნუ აი მაგალითად ფულთან მიმართებაში, რომ ვალების გაცემა არა სწორია და ჯობია აჩუქო, მაგრამ ცოტა, ვიდრე ასესხო ბევრი და ხსნის რატომ ა.შ.

ხალხნო ვისაც წაკითხული გაქვთ სინელნიკოვი შემეშველეთ, მეც სხვის მონაყოლს ვყვები. smile.gif

Posted by: Antia Dec 30 2009, 06:18 PM

მე მაქვს წაკითხული. ოღონდ, "დავნო ი ნეპრავდა" – ანუ, არც მახსოვს როდის. მაგრამ, მახსოვს, რომ მაგარია! გაგახარათ ღმერთმა, ხალხნო, რომ გამახსენეთ იგი, თან ისეთი რამეები შემატებია მის თხზულებანს, როგორიცაა "კაკ სტატ ბოგატიმ"-ო და "კაკ ნაუჩიცა ლუბიტ სებია"-ო – ძაან სერიოზულ ესპექტებს ეხება ბიჭი, ატყობთ? უნდა ვიშოვო.

გილოცავთ დამდეგს!

Posted by: Shou Jan 11 2010, 05:15 PM

წავიკითხე l_book.gif როგორც მწერალი დიდი ვერაფერი. აი, აზრები ნამდვილად ღირებულია. არ ახალია მაგრამ მარტივადაა გადმოცემული და პრაქტიკულად იოლად გამოყენებადი. რაღაცით დეირის კურსები მომაგონა, მართალია არ გამოვლია მაგრამ გადმოცემით რაც უთქვამთ მივამსგავსეsmile.gif მისი მეორე წიგნი წავიკითხე СИЛА НАМЕРЕНИЯ. მადლობა რჩევისათვის, დროული იყო: l_daisy:

Posted by: sky Jan 11 2010, 07:10 PM

სხვათაშორის 2-3- დღის წინ ვნახე სინელნიკოვის წიგნები რუსთაველზე, ლუსტრაველზე biggrin.gif

ხოდა რაღაც ასეთი biggrin.gif დამემართა, ავიღე , ცოტა ხანს ვუღი მოდი და წამოვედი მერე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Emigranti Jan 11 2010, 07:17 PM

QUOTE(Shou @ Jan 11 2010, 02:15 PM) *
მისი მეორე წიგნი წავიკითხე СИЛА НАМЕРЕНИЯ. მადლობა რჩევისათვის, დროული იყო: l_daisy:
არაფრის. მოხარული ვარ, თუ მასში შენთვის რაიმე ახალი და საინტერესო იპოვე. თუ ამის დრო და ხალისი გაგიჩნდება, ჩვენც მოგვიყევი, რომელი ფრაზები მოგეწონა. wink.gif

Posted by: 2pachenessy Dec 9 2013, 01:05 AM

ძაან მაინტერესებს სად შეიძლება სინელნიკოვის წიგნების შეძენა ქართულად რო იყოს?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)