IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


appo
Posted on: Aug 16 2015, 01:49 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 9-August 15
Member No.: 7,438


მას შემდეგ რაც ადამიანი ნატიფ სამყაროს მოშორდა და მატერიალური სხეულს მიეჯაჭვა, ადამიანის ჭკუამ შექმნა ღმერთის ისეთი სახე როგორიც წარმოიდგინა და შემდეგ სხვებს თავზე მოახვია worthy.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #112057 · Replies: 21 · Views: 22,618

appo
Posted on: Aug 15 2015, 11:44 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 9-August 15
Member No.: 7,438


მეც ვკითხულობდი ამ საკითხზე, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი რომ რაც იქ აღმოაჩინეს გერმანელებმა უცნობია და დღემდე ოფიციალურად არ გასაჯაროვებულა, ჩვენ გვაქვს მხოლოდ მკვლევარების მიერ მოპოვებული მასალები.

ამაზე მე სულ ეხლახანს წავიკითხე ერთერთი მკვლევარის წიგნში რომელიც ნაცისტების დაკარგულ ისტორიას იკვლევს. ნაცისტების ერთერთი ყველაზე საიდუმლო მიმართულება ამ ყინულოვანი კონტინენტის კვლევა და ათვისება იყო. მათ სჯეროდათ რომ უძველეს არიელებს -ანტარქტიდაზე იპოვიდნენ, ამიტომ გამალებით ეძებდენ აქ ნებისმიერ უძველეს ცივილიზაციების კვალს. როგორც წიგნის ავტორი აღგვიწერს ამ კონტინენტის გამიზნული კვლევებისთვის მსვლელობები ნაცისტებმა 1935 წელს დაიწყეს. პირველად ექსპედიციებში მათ აღდგომის კუნძულები აღმოაჩინეს, შემდეგ ჰქონდათ ვერსია რომ ეს მოაის ქანდაკებები თეთრმა რასამ დატოვა და ამ რასის კვალის ძიება ანტარქტიდაზე დაიწყეს. როდესაც ისინი კონტინენტის ერთერთ ნაპირს მიადგნენ იქ დაარსეს ერთერთი პირველი სადგური ეხლა ცნობილია სახელით "სან მარტინი" და ისევ განაგძეს გემებმა გზა. ამ სადგურიდან მათი მზვერავი თვითმფრნავები გამუდმებით მიფრინავდენ გამოსადეგი ადგილების დასაზვერად. მათ იპოვეს ოაზისი, რომელიც უბრალოდ ოაზისი არ იყო, როდესაც სურათები გაამჟღავნეს ჩანდა რაღაც ნაგებობების კვალი. შემდეგ როცა შეისწავლეს სურათები მიხვდნენ რომ ეს იყო პატარა ქალაქის რუინები შემორტყმული კლდეებით და მთებით. მათ გადაწყვიტეს წასულიყვნენ უკვე ორი თვითმფრინავით დასაჯდომად. ისინი ცენტრალურ გზაზე დაჯდნენ რომელიც ისეთი სიგანის იყო რომ პატარა ასაფრენ ზოლად გამოდგებოდა. ეს იყო მკდარი ქალაქი, შენობების ნანგრევები, სხვადასხვა საფანჯრე და საკარებე ადგილებით დარჩენილი, კიბის საფეხურები, შავი ობელისკები. მიწაზე სადაც ისინი იდგნენ ვერ ხვდებოდნენ ხელოვნურად დამუშავებული კლდე იყო თუ ქვის ბლოკები ერთმანეთთან იდეალურად მიბჯენილი. ქალაქში ჩანდა საფეხურებიანი ტაძარი აცტეკების პირამიდის მსგასი. ქალაქი შედგებოდა ქვის სახლებისგან, ზოგი განადგურებული იყო, ზოგი გადარჩენილი, კვარტლები მართკუთხა ფორმით იყო განლაგებული. ცენტრალური ქუჩა რომელიც ასაფრენ ზოლად გამოიყენეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა, ქუჩის ერთი ბოლო საფეხურებიან პირამიდის მსგავს ტაძრამდე მიდიოდა, ხოლო მეორე რაღაც დიდ შენობამდე რომელსაც სასახლე უწოდეს პირობითად. ტაძრის წინ მოედანზე იდგა გრძელი შავი ობელისკი, დაფარული ნახატებით და ნაწერებით. მეცნიერები იეროგლიფებს ელოდებოდნენ თუმცა აღმოჩნდა რაღაც გაურკვეველი ალფავიტი, გერმანელებმა რუნებს მიამსგასეს მაგრამ ვერაფერი გაუგეს. მოედნის კიდეებში იდგა ოთხი დიდი სკულპტურა გოლიათური ზომის. ტაძარს შესასვლელი ვერ უპოვეს. ცენტრალურ ქუჩის პერპედიკულარულად იყო მეორე ქუჩაც, როდესაც ამ ქუჩას გაუყვნენ ბოლომდე ის მიდიოდა პატარა გვირაბში, რომლის დასაწყისშიც იდგა ორი ქვის ობელისკი. ისინი შევიდენ გვირაბში სადაც ნახეს რომ პოლზე ორი ჩაღრმავებული კანაო მიუყვებოდა როგორც სარელსე ადგილი, კედლებს კი უცანური ორნამეტი მიუყვებოდა გადახლართული ხაზებისგან. გვირაბი გაუვალი იყო და გადაწყვიტეს გამოსაკვლევად შემდგომში დაბრუნებულიყვნენ. უძველესი ქალაქის დათარიღება ვერ შეძლეს. ამ ქალაქს გერმანელებმა პირობითად ეაროდრომი უწოდეს და გადადეს შემდგომი კვლევებისთვის ამ კლდოვან ხეობაში დაბრუნება.

ამ დროს გემებმა, რომლებიც კონტინენტის ნაპირებს მიუყვებოდნენ, მალე აღმოაჩინეს თბილი დინება, რომელიც ყინულების ქვეშიდან გამოდიოდა, ასევე ჩამქრალი ვულკანი რომლის შორიახლოსაც ეს დინება იყო. აქ იპოვეს მათ პირველად გიგანტური ყინულქვეშა გვირაბები რომლებითაც შიგნით შევიდნენ როდესაც უკვე წყალქვეშა გემებით იყვნენ მომზადებული. შიგნით იყო დიდი ტბები, ხოლო ამ ტბების ქვეშ მღვიმეების კიდევ ერთი საფეხური ცარიელა ადგილები სადაც დასახლება შეიძლებოდა, ფატიურად იდეალური ადგილი ბაზის ასაშენებლად. აქ გავიხსენებ იმ ბოლო აღმოჩენას რომელიც რუსებმა ეხლა ბოლო წლებში გააკეთეს, მათ აღმოაჩინეს ანტარქტიდაზე მიწისქვეშა ტბა და იმის ქვეშ კიდევ დინებით უკავშირდება იმის ქვედა კარსტულ მღვიმეებსო, სწორედ იგივინაირი სისტემები აღმოაჩინეს მაშინაც გერმანელებმა. სადაც დიდი ცარიელი ადგილები ნახეს იქ მომავალში განათავსეს გერმანელბმა თავიანთი ბაზები და მაგ ადგილს ვალჰალა დაარქვეს, თუმცა ჩემთვის საინტერესო სულ სხვა რამე იყო აქ. ერთერთ ასეთ მღვიმეში აქაც წააწყდნენ ადამიანურ კვალს, ერთერთი მღვიმის შესასვლელთან იდგა ორი ობელისკი ნაწერებით. აქ გადმოგზავნილი იქნენ ის მკვლევარები რომლებმაც მკვდარი ქალაქი უკვე აღმოაჩინეს და სპელეოლოგბთან ერთად ამ მღვიმეების კვლევას შეუდგნენ. ამ მღვიმეებში ბევრი ცარელა ადგილი აღმოაჩინეს და ნაყოფიერი მიწაც კი, მაგრამ არანაირი მცენარეულობა არ იყო მზის სინათლის არ არსებობის გამო. შემდეგ მოხდა უფრო საინტერესო, მღვიმეების ბოლოში იპოვეს შახტა, რომელიც ქვემოთ მიდიოდა, მის შესასვლელთან იდგა ქვის სტატუა - ოთხფეხა ფრთებიანი ცხოველის ლომის მსგვსი. ამ დღეებში მთელი ხალხი გრიპის ვირუსმა მოიცვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ შახტაში გაგზავნეს მკვლევარები, მაგრამ ისინი არ დაბრუნდენ, შემდეგ მეორე ჯგუფი გაგზავნეს რომლებმაც ისინი დახოცილები იპოვეს თუმცა მიზეზები ვერ დაადგინეს, მეორე ჯგუფის სიღრმეში გაგზავნის შემდეგ როდესაც ისინის დაიკარგნენ სულ 17 ადამიანი დაიკარგა ანუ დაიღუპა გაურკვეველი მიზეზით, ამის მერე შეწყვიტეს მაგ შახტის კვლევა.
ამ დროს უკვე დაიწყეს გერმანლებმა ამ ადგილის ზემოდან კვლევაც, იმავე დროს ქვედა მღვიმეებიდან ეძებდენ ამოსასვლელს ზემოთ. ამ მღვიმეების თავზე მათ იპოვე მსგავსი მიტოვებული ქალაქი როგორიც მანამდე აღმოაჩინეს, ოღონდ ეს უფრო მეტად იყო დაზიანებული და თოვლით დაფარული, ამიტომ ზემოდან შორი ხედიდან არაფერი არ ჩანდა. აქ შექმნეს მეორე პოლარული სადგური. ამ ქალაქშიც იპოვეს ერთი მსგავი გვირაბი კანაოებით და კედლის უზორებით, რომელიც უკავშირდებოდა მათ მიერ უკვე აღმოჩენილ ქვედა კარსტულ მღვიმეებს, ანუ ქვედა და ზედა ადგილები დაკავშირებული იყო ერთმანთთან.
ეს ექსპედიციები ზოგჯერ მიადგებოდა ისეთ ადგილებს სადაც ხდებოდა უცნაური მოვლენები და ამოუხსნელი ფაქტბი, სხვადასხვა გაურკვეველ მოვლენებთან ერთად კვდებოდენ ადამიანები და იკარგებოდენ თვითმფრინავები, თუმცა ნაცისტებს ეს არ აშინებდათ და სხვა ადგილას აგრძელებდენ ხოლმე კვლევებს, ასე აღმოაჩინეს მათ ზემოთ აღწერილი ადგილები სადაც შემდგოში თავიანთი ბაზები განათავსეს, რომლებიც ფუნქციონირებდა ნახევარი საუკუნის წინ, მაგ ადგილებს ახალი შვაბია უწოდეს. იქვე გააკეთეს დიდი მადნის კარიერი, რომლითაც ომის პერიოდში მარაგდებოდა გერმანია.
რაც შეეხება ადმირალ ბერდის ექსპედიციას, მათ დავალებული ჰქონდათ გერმანელების ბაზის პოვნა და განადგურება, თუმცა ნაცისტები მომზადებული დახვდენენ და ალყაში მოაქციეს ისინი, თავიანთი ტექნიკის დემონსტრაციით დააშინეს და საბოლოოდ უკან გაუშვეს მოლაპარაკებების წყალობით. ამერიკელებმა რა თქმა უნდა ამის შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაცია გაავრცელეს. ბერდი რამდენიმე წელი საგიჟეთშიც ჩასვეს რომ მისთვის ჟურნალისტებს აღარ დაეჯერებინათ.
ასევე ავტორი ეხება ჟაკ-ივ კუსტოს ისტორიასაც, ერთ დროს ის თანამშრომლობდა ფრანგულ დაზვერვასთან და დავალებული ჰქონდა ეპოვნა ანტარქტიდაზე გერმანული ბაზები. თუმცა კუსტომ ვიდრე ბაზების კვალს დაადგებოდა საინტერესო რამე იპოვე - ერთერთი დიდი მიწისქვეშა გვირაბი რომელიც ასევე შიგნით შედიაოდა სხვა კარსტულ მღვიმეებთან, იქ კი სიცარიელე და ტბა იყო, ეს დიდი აღმოჩენა იყო კუსტოსთვის და კარგად იკვლევდენ ამ ადგილს, ტბა იმდენად ამოუცნობი იყო რომ ეშინოდათ კიდევაც მისი, ერთ დღეს მან ნათება დაიწყო, რომელიც ვერავინ ვერ ახსნა რითი იყო გამოწვეული, ასევე ტბაში ქვემოდან დინება ამოდიოდა.
საინტერესო რაც იყო აქ ტბის ნაპირზე იდგა ორი ობელისკი, ერთი მათგანი კუსტომ უბრძანა რომ საფრანგეთში წაეღოთ, მაგრამ ვერანაირი იქ არსებული ტექიკით ვერ მოხსნეს იგი ადგილიდან და დაანებეს თავი. გვირაბების ქსელში კუსტოს ჯგუფმა იპოვა ერთერთი ისეთი გვირაბი რომელიც სიღრმში მიდოდა, მის წინ კი ფრთიანი ლომის მსგავსი ცხოველის ქვის სტატუა იდგა. პირველი ჯგუფის გაგზავნის შემდეგ რომელიც არ დაბრუნდა მეორე ჯგუფი გააგზავნეს, მათ ისინი მკვდები იპოვნეს და მათი გამოტანაც ვერ მოახერხეს ისე წამოვიდნენ უკან. ამ ექსპედიციიდან 5 ადამიანი დაიკარგა და დაიხოცა გაურკვევლად ამ გვირაბში, ამის გათვალისწინებით კუსტოს იქ აღარავინ გაუგზავნია.
XX საუკუნის მეორე ნახევარში ანტარქტიდის ოაზისის საკვლევად რუსებმაც მოიცალეს. მათი აღწერით აღმოჩენილი ოაზისი 4-5 ათას კვ.კმ.-ს შეადგენდა, ტბა ოაზისში ტემპერატურას ასტაბილურებდა და ათბობდა. ტბის შორი ახლოს იპოვეს ნაგებობები ბეტონისგან როგორც აღწერეს ზემოდან გადაღებილი შენიღბვის მიზნით. ადამიანური კვალი ყველგან იყო. მეორე დღეს რუსებმა გვირაბიც იპოვეს და იქ შესვლისას ეს უკანასკნელი აფეთქდა ჩამოინგრა და მოკვდა იქ 3 ადამიანი. მათ გადაწყვიტეს ექსპედიცია გადაეტანათ და რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუდნენ შეაიარაღებულები ტექნიკით, თუმცა აღარც ტბა დახვდათ, აღარც ოაზისი და ის ადგილიც საერთოდ ვეღარ იპოვეს, როგორც ჩანს ყინულმა და თოვლმა ყველაფერი გადაფარა.
შემდგომში რუსულმა დაზვერვამ შეიტყო ინფორმაცია კუსტოს ექსპედიციიდან და 1979 წელს ამ ადგილის გამოსაკვლევად გადმოგზავნილი იყო 3 გემი, მას შემდეგ რაც წყალქვეშა დინებები აღმოაჩინეს, წყალქვეშა ნავებით შევიდნენ კარსტულ მღვიმეებში და ადვილად იპოვეს ოდესღაც კუსტოს ექსპედიციის ადგილი. მათაც იპოვეს ის გვირაბი რომლიც სტატუასთან იწყებოდა და მის სირრმეში შეღწევა სცადეს. ისინი აღწერდნენ: ყველას უკვირდა კარგად დამუშავებული კედლები გვირაბში, თითქოს მათ დიდი ხანია ამუშავებდენ. მათ იპოვეს ფრანგული ექსპედიციის წევრების ჩონჩხები გვირაბში და გააგრძელეს გზა, ნახევარ კილომეტრში მათ ქვის ბლოკი დახვდათ ჩახერგილი გვირაბში. დინამიტით სცადეს აეფეთქებინათ ეს ქვა, თუმცა დინამიტმა ვერაფერი უყო მას, ისევე როგორ გვირაბის კედლებიდან ერთი ქვაც არ ჩმოვარდნილა აფეთქებისას. მოკლედ ჩათვალეს რომ ეს ქვის ბლოკი არაა და რაღაც გაურკვეველი მასალაა, რომლსაც ვერაფერს უზავენ და წამოვინენ უკან.
ყველა ეს ექსპედიციაები არ იქნა გასაჯაროებული და შეიძლება კიდევ იყო სხვებიც რომლებზეც ჩვენ არაფერი ვიცით. ერთი რამ ცნობილია რომ ანტარქტიდის ძეგლები ხალხისთვის ოფიციალურად ჯერ კიდევ აღმოუჩენელია.
  Forum: პარამეცნიერება · Post Preview: #112045 · Replies: 11 · Views: 19,914

appo
Posted on: Aug 13 2015, 12:04 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 9-August 15
Member No.: 7,438


tikoroma
კი, ნამდვილად ეგრეა ))

დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ საკუთარ სიზმრებზე შემიძლია ვთქვა რომ იქ სულ სხვანაირად ხდება მოვლენების აღქმა და განცდა, ანუ დავუშვათ რეალობაში როცა რაღაც გინდა ამისთვის მიზეზები გაქვს და იცი რატომ გინდა და ჭკუით ხელმძღვანელობ, იქ კიდევ უბრალოდ გინდა და მორჩა ანუ მთლიანად არსებით ფიქრობ და გრძნობ ყველაფერს, მოკლედ სულ სხვა სამყაროა, სულ სხვანაირად ხდება საუბარიც სიტყვების გარეშე, თითქოს ტელეპატიური აზრებით , რაღაც მაგდაგვარით..
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #112041 · Replies: 886 · Views: 393,672

appo
Posted on: Aug 9 2015, 05:58 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 9-August 15
Member No.: 7,438


ბოლო პერიოდში იშვიათად თუ მინახავს ფილმები, უფრო ფანტასტიკა , მისტიკა ...
  Forum: ვიდეოთეკა · Post Preview: #112029 · Replies: 1121 · Views: 408,889

appo
Posted on: Aug 9 2015, 02:38 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 9-August 15
Member No.: 7,438


tikoroma
ალბათ მართლა დაბრუნება იყო თუ გამოგდება სიზმრიდან, ოღონდ რა დავუშავე სიზმარს არ ვიცი biggrin.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #112028 · Replies: 886 · Views: 393,672

appo
Posted on: Aug 9 2015, 01:52 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 9-August 15
Member No.: 7,438


tikoroma
1-2ჯერ მქონდა ისეთი შემთხვევა რომ წევხარ ლოგინში თითქოს გღვიძავს , ყვირიხარ და შენი ხმა არ ისმის არსად, ვერც დგები biggrin.gif
თუმცა ერთხელ ბოლო წლებში მქონდა სხვანაირი შემთხვევა როცა სიზმრიდან რაღაცამ გამომაგდო ანუ ენერგიის ტალღამ ისეთი დამარტყა რომ იმ წამსვე გამეღვიძა თან ისე რომ კინაღამ გამოვვარდი ლოგინიდან biggrin.gif მაგ გაღვიძების დროს დავინახე როგორ გამოვიარე ფარდები რომლებიც ოთახში წინ ეკიდა ანუ ფარდები აფრიალდა როცა გამოვიარე იდეაში და არც კარი იყო ღია რომ იმას აეფრიალებინა და ოთახში შორს აირს ფარდები ლოგინიდან ისედაც ვერ მიწვდებოდა ლოგინამდე რომც ყოფილიყო ქარი, მოკლედ მაგ დღისით თითქმის მთელი დღე შოკში ვიყავი biggrin.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #112026 · Replies: 886 · Views: 393,672

appo
Posted on: Aug 9 2015, 01:40 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 9-August 15
Member No.: 7,438


სიზმრები ბევრი მინახავს მაგრამ არ ვიცი რომელია გაცნობიერებული და რომელი არა, ალბათ იშვიათად თუ არის ეგრე მოწყობილი სიზმარი როცა ხვდები რომ სიზმრში ხარ, როცა მეღვიძება მერე უკვე მავიწყდება და აღარ მახსოვს ყველა სიზმარი, ან ბოლო რამდენიმე მახსოვს მხოლოდ...
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #112024 · Replies: 1804 · Views: 513,768

appo
Posted on: Aug 9 2015, 01:20 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 9-August 15
Member No.: 7,438


კარგია რომ ეს ფორუმი არსებობს, როგორ უნდა გავიგო ვიყავი თუ არა ოდესმე ასტრალში ? თქვენ გისწავლიათ თუ არა ასტრალში გასვლა თქვენთვითონ ?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #112022 · Replies: 886 · Views: 393,672

appo
Posted on: Aug 9 2015, 01:11 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 9-August 15
Member No.: 7,438


ეს ძალიან კარგი თემაა, მაგრამ ვეძებ ანტარქტიდის თემას და თუ მიმასწავლით სად დევს მადლობელი ვიქნები ))
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #112021 · Replies: 293 · Views: 185,072


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 03:22 PM