IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> „ანასტასიას“ ქართული თარგმანი
ირმა
post Jan 18 2011, 09:24 AM
Post #41


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



I AM
QUOTE(I AM @ 17th January 2011 - 11:26 PM) *
იყო ანასტასიასი ლოცვაზე და ღმერტზე

მოკლედ ეს წიგნი ვერადა ვერ მოვიცალე, რომ წამეკითხა. ხომ არ დადებთ ლოცვას საინტერესოა...


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Jan 21 2011, 08:48 PM
Post #42


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა

სამწუხაროდ არ შემიძლია, საჯარო ბიბლიოთეკაში წავიკითხე და.... smile.gif

ლოცვაზე ამბობს რომ მთავარია ვიგრძნოთ ის სიტყვები, რომელსაც წარმოვთქვავთ და არა უბრალოდ, მოვალეობის მიზნით წავიკითხოთ. ანასტასია ამბობს რომ უფალმა ადამიანი შექმნა თავის მსგავსად, მიცა ყველაფერი რაც შეეძლო, ყველანაირი შესაძლებლობა ჩადო მასში და იმის მაგივრად რომ უფალს მუდმივად მადლს ვწირავდეთ ადამიანები იქეტ ვთხოვთ ლოცვისას რაღაცეების მოცემას, ასეთი მიდგომა არასწორია ლოცვისას, რასც სამწუხაროდ ქრისტიანულ მრევლში ხშირად ვხვდებით. ჩვენ უფლისგან გვაქვს ბოძებული ყველაფერი, რაც გვჭირდება, უბრალოდ ჩვენი უმეცრების გამო ვერ ვხედავთ ყოველივე ბოძებულს. უფალს გამუდმებით მადლობას უნდა ვწირავდეთ, მიუხედავად იმისა თუ რა მდგომარეობაში ვართ, ან რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ადამიანი უნდა გადაეჩვიოს მათხოვრობას და მიეჩვიოს მადლიერების გამოხატვას უფლისადმი....


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 22 2011, 01:28 PM
Post #43


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,095
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(I AM @ 21st January 2011 - 08:48 PM) *
ადამიანი უნდა გადაეჩვიოს მათხოვრობას და მიეჩვიოს მადლიერების გამოხატვას უფლისადმი....

მაგარია good.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Antia
post Jan 26 2011, 03:08 PM
Post #44


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(I AM @ Jan 21 2011, 08:48 PM) *
ირმა
ჩვენ უფლისგან გვაქვს ბოძებული ყველაფერი, რაც გვჭირდება


ამის დამტკიცებაა ძნელი – ამაშია საქმე. ძნელია დაამტკიცო, რომ პირველყოფილ (დღეს მტაცებლად წოდებულ) მგელს და სხვა კლანჭებ–ეშვებიან ცხოველს ეს ეშვები და კლანჭები ადამიანის დასაცავად ებოძა, და რომ სულ თავიდან საფრთხე მოსალოდნელი იყო მხოლოდ კოსმოსიდან – დედამიწაზე არ არსებობდა მაშინ აგრესია – არავინ და არაფერი არაფერს არ კლავდა და არ ჭამდა. თუმცა ბიბლიაში კი წერია, რომ თავიდან ყველა – ცხოველიც და ადამიანიც – იკვებებოდა მხოლოდ მცენარეული საკვებით, მაგრამ, ეშვების და კლანჭების ახსნა–განმარტება არ არის.
ანუ, მე ისევ იმ აზრს ვემხრობი, რომ ვისაც უნდა სწამდეს, რომ უფალ მამას ჩვენთვის იმ თავიდანვე არ დაუშურებია აბსოლუტურად არაფერი (პირადი დაცვის ჩათვლით), ის ადვილად იწამებს ამას. ვისაც არა – იმას ამას ძნელად თუ დაუმტკიცებ, მით უმეტეს, რომ მეცნიერება იმ დონემდე ჯერ არ განვიტარებულა, ჭეშმარიტი ისტორიული სინამდვილე რომ დაადგინოს.
ჰო, უფალს აქვს მხოლოდ ერთი პირობა – შენს გარემოში მოეპყრე ყველაფერს სიყვარულით – და შენ გექნება ყველაფერი რაც ნამდვილად გჭირდება არჰეინად ყოფნისათვის (ტანსაცმელი არ ითვლება, თუმცა, ითვლება მისი მასალა – აი, კიდევ ერთი გარემოება, რომლის დამტკიცება ჭირს – როგორ შეუძლია ადამიანს მთელი წელი ტიტლიკანა იაროსო?)


--------------------
Только в молчаньи познаешь Слово,
Только во тьме познаешь Свет,
И умирая, увидишь Ястреба, порящего в Вышине!
(Урсула К Ле-Гуин "Маг Земноморья")
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Feb 25 2011, 08:54 PM
Post #45


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეგობარმა მკითხა ქართულ თარგმანებზე, და ხომ არ იცით სად იყიდება? წინასწარ მადლობა smile.gif


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 26 2011, 04:12 PM
Post #46


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და სულ რამდენი წიგნია ქართულად ნათარგმნიიი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Feb 27 2011, 06:16 PM
Post #47


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.h...%83%98%E1%83%A0

ამ ლინკზე 4 და 5-ზე სრული ტექსტებია მგონი პირველი და მეორე თავის


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Feb 27 2011, 07:54 PM
Post #48


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



I AM მადლობა დახმარებისთვის!
მოკლედ, ეს სამი ელექტრონული ვერსია ვნახე ჯერჯერობით..

I (ანთია-ს თარგმანი) - http://www.anastasia.ge/forum/uploads/anastasia_1.pdf
II - http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00.../MZA_TS2_2..pdf
III - http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...69/MZA_TS_3.pdf


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 27 2011, 09:36 PM
Post #49


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მზეონა
I AM

მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 28 2011, 12:34 PM
Post #50


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,095
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემგანაც დიდი მადლობა ქართული ტექსტებისათვის
მზეონა
I AM


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Joy ZAZA
post Apr 22 2011, 12:48 PM
Post #51


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 4-December 10
From: 41.65208,41.638725
Member No.: 6,322

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სულ 3 წიგნია ხო? რაღაც მეოთხეზეც იყო საუბარი


--------------------
Finish it! ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫........
Dead Reckoning ♫♪♪♪♫.....
Requiem For A Tower♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫...
Requiem For A Tower - Escala ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫..
*http://www.youtube.com/watch?v=bhMz7x1ZaGM ♫ ♪ ♫ ♪ . . .
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest..
post Jun 21 2011, 04:00 PM
Post #52


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 636
Joined: 11-January 11
Member No.: 6,352

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ვიდეოში ლაზარევი საუბრობს მეგრეს წიგნებზე,ანასტასიაზე,და ეკო სოფლის იდეაზე, არც ისე მოხიბლული ჩანს smile.gif მეგრეს წიგნები უფრო დიდი ტირაჯით იყიდებაო ვიდრე ჩემიო biggrin.gif
http://vipof.com/2167-skazki-o-rae.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Dec 30 2011, 07:07 PM
Post #53


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სად იყიდება ხომ არ იცით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Woodland
post Feb 26 2012, 09:53 AM
Post #54


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 361
Joined: 11-November 10
Member No.: 6,306

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა ლინკებისძთვის. smile.gif გადმოვწერე სამივე და დავიწყებ კითხვას
Go to the top of the page
 
+Quote Post
temo
post Mar 5 2013, 02:53 PM
Post #55


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-February 13
Member No.: 7,020

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



4 წიგნის ქართულად ნათარგმის ლინკი დადეთ რა თუ იცით rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
eblatave bebi...
post Mar 9 2013, 09:33 PM
Post #56


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 7-March 13
Member No.: 7,038

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
„ანასტასიას“ ქართული თარგმანი

„ანასტასიას“ ქართული თარგმანი ძალიან დაბალი დონისაა, ძალიან...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 29 2015, 03:50 PM
Post #57


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 854
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ფორუმზე დიდი ინტერესით განიხილავდნენ ანასტასიას, ვიფიქრე რამ გადარია ეს ხალხი ერთი მეც წავიკითხავ თქო, წიგნის სახელმა ვერ დამაინტერესა რაღაც რომანი მეგონა, თურმე ეს არის ყველაფრის კრებული რაც მაინტერესებს მარტივი ენით ადამიანურად...
მოკლედ დავიწყე გაცნობა ახლახანს დაახლოებით ასე 10 დღეში მოვუსმინე აუდიო წიგნებს მეშვიდე თავამდე არის აუდიო ვერსიები

ვისაც აინტერესებს ონლაინ მოსმენა არის მე 7 თავამდე http://www.audioknigi-online.com/anastasia-2.html
აქედან გადმოწერაა შესაძლებელი მე 7 თავამდე http://soznanie.info/megre_audio.html

დანარჩენის წაკითხვა მომიწევს ახლა მერვე თავი გადმოვიწერე ინტერნეტიდან და თან თარგმნაც მივაყოლე I თავის, თქვენც გაგიზიარებთ

ვლადიმირ მეგრე
ახალი ცივილიზაცია
წიგნი 8. ნაწილი 1.
განთიადის გრძნობები
ანასტასიას ჯერ კიდევ ეძინა, ციმბირის უკიდეგანო ტაიგას თავზე ცა ნათდებოდა, ამჯერად პირველმა მე გავიღვიძე, მაგრამ ჩუმად წოლა გავაგრძელე ჩემს საძილე ტომარაზე, ვტკბებოდი მისი გარინდული ლამაზი სახით და ფიგურის რბილი გადასვლებით.
თანდათან დილის შუქი მატულობდა, კარგია რომ ამჯერად საძინებელი მან ღია ცის ქვეშ გამართა, ალბათ იცოდა რომ თბილი და წყნარი ღამე იქნებოდა. ლამაზად გამოიყურებოდა თავის თხელ მუხლებამდე კაბაში, რომელიც მე მას მოვუტანე მკითხველისაგან საჩუქრად, შესაძლოა მან ეს ჩემთვის ჩაიცვა, ისე კი შეეძლო შიშველსაც დაეძინა.
რაც უფრო ცივა ტყეში მით მეტი მშრალი ბალახის დაფენა შეიძლება _ თივაში ხომ ზამთარშიც არ შეგცივდება, უბრალო ადამიანსაც კი, თივაში წოლა ჩაუცმელსაც არ შეგცივდება. მე მომისინჯავს, მაგრამ ამჯერად საძილე ტომარაში ვიწექი, ვიწექი და ვუყურებდი მძინარე ანასტასიას თან წარმოვიდგინე ეს სიუჟეტი მხატვრულ ფილმში.
განთიადის სიჩუმეს ზოგჯერ თუ დაარღვევდა კედარის ხეების წვეროების შრიალი. მანამდე არასოდეს მინახავს მძინარე ანასტასია ყოველთვის ის იღვიძებდა პირველი ამჯერად კი...
მე ჩავფიქრდი და დავიწყე ჩემთვის :
„შენ ისევ მშვენიერი ხარ, მალე 10 წელი გახდება მას შემდეგ რაც გაგიცანი, მე რა თქმა უნდა დავბერდი ამ დროის განმავლობაში, შენ კი თითქმის არ შეცვლილხარ, მხოლოდ ერთი ჭაღარა შემოგრევია ალბათ ამ დროს რაღაც უჩვეულო შეგემთხვა
თუ ჩავთვლით იმ მასშტაბურ კამპანიას რომელიც გაიმართა შენი იდეების საწინააღმდეგოდ, რომლებიც გამოითქვა პრესაში და ჩინოვნიკების მიერ, რარაც ხდება ბნელების ბანაკში, ისინი ჩემს ჩაძირვას ცდილობენ, შენ კი სიამოვნებით მოგწვდებოდნენ, თუმცა ეტყობა მოკლე ხელები აქვთ... მხოლოდ ჭაღარა ზოლი გამოგერია, მაგრამ ეს არ აფუჭებს შენს სილამაზეს, იცი? ახლა მოდაშია სხვადასხვა ფერით თმების ტონირება, შენ კი სალონში მისვლაც არ დაგჭირდა..
შენ წევხარ შენს სამყაროში, ხოლო ჩვენს სამყაროში ძალიან მნიშვნელოვაბი ამბები ხდება, მას მკვლევარები „ინფორმაციულ რევოლუციას“ უწოდებენ. შესაძლოა შენი წყალობით ჩვენმა ტექნოგენურმა სამყარომ დაიწყოს ტავისი საგვარეულო მამულების შექმნა, დაამუშაონ მიწა, მიიღეს მათ მთელი სულით ეს შენი სტილი, ლამაზი მომავლის, ქვეყნის სახე, და შესაძლოა მთელი მსოფლიოწყობა, მათ გაიგეს და ტავად ქმნიან ლამაზ მომავალს.
და მეც ვცდილობ გავიგო როგორაც შემიძლია, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავიგე. წიგნების წერა მასწავლე, შვილი გამიჩინე, ცნობილი გამხადე, ჩემი ქალიშვილის პატივისცემა დამიბრუნე, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი რაღაც სხვაა, რაღაც რაც ღრმად იმყოფება. იცი?არასოდეს მისაუბრია შენთან დამოკიდებულების შესახებ და საერთოდ ცხოვრებაში არცერთი ქალისათვის არ მითქვამს: მე შენ მიყვარხარ.
არ მითქვამს არა იმიტომ რომ უგრძნობი ვარ, არამედ იმიტომ რომ ეს სიტყვები უაზრობად მეჩვენება, თუ ადამიან უყვარს ადამიანი, მაშინ ამ სიყვარულს გამოხატავს მოქმედებაში და ურთიერთობაში, მოქმედება ხომ მთავარი სიტყვაა.“
...ანასტასია ოდნავ შეინძრა, ღრმად ჩაისუნთქა მაგრამ არ გაუღვიძია, და მე გავაგრძელე ისევ:
„მე არასოდეს მისაუბრია შენთან სიყვარულის შესახებ. მაგრამ შენ რომ ციდან ვარსკვლავის მოწყვეტა გეთხოვა, ყველაზე მაღალ ხეზე ავიდოდი და იქედან შევეცდებოდი მის მოწყვედას , თუ დავეცემოოდი ისევ ავიდოდი კენწეროზე და ისევ ავხტებოდი მის დასაჭერად...
შენ არ გითხოვია ვარსკვლავი, შენ მხოლოდ წიგნის დაწერა მთხოვე და მე მათ ვწერ, ყოველთვის კარგად არ გამომდის, ზოგჯერ ძირს ვეცემი, მაგრამ მე მათი წერა ჯერ არ დამისრულებია, ბოლო წიგნი ჯერ არ დამიწერია შევეცდები რომ მოგეწონოს.“
ანასტასიას წამწამები შეირხა, ლოყები შეუფერადდა და გაახილა თვალები, ალერსით შემომხედა, ღმერთო რა სითბოს ასხივებს ყოველთვის მისი თვალები, განსაკუთრებით როდესც ასე ახლოსაა.
ის ჩუმად მიყურებდა მისი თვალები ბრწყინავდა.
_დილა მშვიდობისა ანასტასია! შენ ალბათ პირველად გეძინა ასე დიდხანს, ადრე ყოველთვის შენ იღვიძებდი ადრე.
_ და შენ დილა მშვიდობისა, ვლადიმირ, ჩუმად მითხრა, მე კიდევ ცოტათი მეძინება
_ ესეიგი ვერ გამოიძინე?
_ძალიან კარგად გამოვიძინე მაგრამ განთიადის სიზმარი ისეთი მშვენიერი იყო..
_როგორი სიზმარი იყო? რის შესახებ?
_ დამესიზმრა როგორ მესაუბრებოდი, მაღალ ხეზე და ვარსკვლავზე, ძირს დაცემაზე და ისევ ზემოთ ასვლის მისწრაფებაზე. თითქოს სიტყვა სიყვარულიც იყო ნახსენები.
_სიზმრებში ყოველთვის გაუგებრობებია, რა კავშირი უნდა ჰქონდეს ხეს სიყვარულთან?
_კავშირი ყველაფერთან შეიძლება იყოს და დიდი აზრიც. აქ გრძნობებია მთავარი, და არა სიტყვები, გამთენიას ჩემთან გრძნობა მოვიდა უჩვეულო, წავალ მასთან მივესალმები და ჩავეხუტები მას.
_ ვის მას?
_მშვენიერ დღეს, რომელმაც ლამაზი საჩუქარი მომიტანა.
ანასტასია ნელა ადგა, წინ წავიდა, და როგორც ყოველთვის დილაობით თავისებურ განტვირთვას, გაშალა ხელები და შემდეგ მაღლა, ცოტახანს ზემოთ იყურა და დატრიალდა. შემდეგ გაიქცა და გააკეთა ტავისი დაუჯერებელი ნახტომი (სალტო).
ისევ დატრიალდა, მე კი ვფიქრობდი „ხედავ, უკვე გოგო აღრაა რა ჩქარა, ლამაზად და ენერგიულად მოძრაობს, როგორც ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე, და როგორ იგრძნო რას ვფიქრობდი როდესაც ეძინა? იქნებ ტყუილად არ გავუმხილე?“
და ვიყვირე:
_ანასტასია შენ უბრალოდ სიზმარი არ გინახავს
ის უცებ გაჩერდა, უცებ აღმოჩნდა გვერდით, უცებ დაჯდა ბალახზე და მხიარულად თქვა:
_ არა უბრალოდ სიზმარი? სასწრაფოდ დაწვრილებით მითხარი.
_იცი, მე ვფიქრობდი იმ ხეზე და ვარსკვლავზე.
_სად არის მითხარი ასეთი სიტყვები? და რა ბადებს ასეთ სიტყვებს?
_ბადებს გრძნობები შესაძლოა?
ჩვენი საუბარი დაარღვია ანასტასიას ბაბუის ყვირილმა
ანასტასია! ანასტასია, სასწრაფოდ გამაგონე
ანასტასია წამოდგა...

ვინც ჯერ არ გაცნობიხართ არ იფიქროთ რომ ეს წიგნი არის რომანი. ანასტასია განიხილავს სამყაროს მოწყობას, მის ურთიერთქმედებას ადამიანზე, ფიქრების ძალას, თუ რა პრინციპით და როგორ მოქმედებს ის, ბუნებასთან ადამიანის კავშირის აუცილებლობას, რათა მიხვდეს იმ საიდუმლოს რაც დამალულია და შეუძლია საკუთარ თავში მოძებნოს.
ხოლო სამყარო რომელიც მივიყვანეთ დეგრადაციამდე როგორიც არის დღეს შეიძლება შევცვალოთ თავად ნელნელა უკეთესობისაკენ, და ამისთვის მას აქვს კონკრეტული ქმედითი გეგმა, რითაც შესაძლებელია კატასტროფის თავიდან აცილება, ყოველ შემთხვევაში მას ჯერავს და მე ჩემი ფიქრებით არ მინდა ხელი შევუშალო, ნუ ფიქრს თავს ვერ დავუშლი და აქ არ დავწერ მაინც ხელისშემშლელ კრიტიკულ ჯერ ჩამოუყალიბებელ აზრებს ამ თემაზე, მერე ვნახოთ იქნებ გავაანალიზო მეტად...

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 30 2015, 12:36 PM
Post #58


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 854
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯვება რადიაციაზე
_ ვალოდიამ ისევ რაიმე უჩვეულო მოიმოქმედა?_ ჰკითხა ჩვენთან მორბენილ ბაბუას ანასტასიამ (ვალოდია ანასტასიას და ვლადიმირ მეგრეს შვილი)
და ბაბუამ მხოლოდ მცირედ შემომხედა მომესალმა „გამარჯობა ვლადიმირ“, შემდეგ განმარტა:
_ის ტბის ნაპირასაა. მან ქვა ამოიღო ტბის ფსკერიდან, ეხლა დგას და ხელში უჭირავს ეჭვი მაქვს რომ ის ხელს წვავს, მაგრამ ის მას ხელს არ უშვებს, მე კი არ ვიცი რა ვურჩიო.
შემდეგ ბაბუა მომიბრუნდა და მკაცრად მითხრა:
_შენი შვილი იქ არის, შენ მამა ხარ.. რას უდგეხარ?
კარგად ვერც გავიგე რა ხდებოდა გავიქეცი ტბასთან. გვერდით მორბოდა ბაბუა და განმარტავდა:
_ეს ქვა რადიოაქტიურია. ის დიდი არ არის მაგრამ მასში დიდი ენერგიაა, ეს ენერგია რადიაციას ჰგავს.
საიდან აღმოჩნდა ტბის ფსკერზე?
_დიდი ხანია იქ არის. მამაჩემმაც კი იცოდა იმ ქვის შესახებ, მაგრამ იქამდე ჩაყვინთვა ვერავინ შეძლო.
_ვალოდიამ როგორ ჩაყვინთა, როგორ გაიგო?
_მე ვავარჯიშებდი სიღრმეში ჩაყვინთვაზე
_რატომ?
_შემიჩნდა, სულ ამას მეხვეწებოდა. თქვენ ხომ არ აღზრდით ბავშვს, ყველაფერი მოხუცების გასაკეტებელია.
ვინ უთხრა მას ქვის შესახებ?
_ვინ ეტყოდა ჩემს გარდა? მე ვუთხარი.
_რატომ?
_მას აინტერესებდა რა არ აძლევს საშუალებას წყალს ზამთარში, რომ გაიყინოს.
როდესაც მივირბინეთ ტბასთან, მე შევხედე ჩემს შვილს, რომელიც ნაპირზე იდგა, თმები და სამოსი სველი ჰქონდა, მაგრამ წყლის წვეთები ჩამოსული იყო უკვე ანუ დიდი ხანია დგას ვიფიქრე.
ჩემი შვილი ვალოდია, დგას წინ გამოწეული მომუჭული ხელებით, და კონცენტრირებულად უყურებს მას. ცხადია ხელში სწორედ ის ქვა უჭირავს, მხოლოდ 2 ნაბიჯი გადავდგი შვილისაკენ. მან სწრაფად შემოაბრუნა თავი ჩემსკენ და თქვა:
_არ მომიახლოვდე მამა.
და როდესაც გავჩერდი დაამატა.
_(Здравия) შენი ფიქრები. მაგრამ მხოლოდ მოშორებით დადექი, უკეთესი იქნება, თუ შენ და ბაბუა მიწაზე დაწვებით უკეთესი იქნება_მაშინ მე შევძლებ მშვიდად კონცენტრირებას.
ბაბუა იმ წამსვე დაწვა მიწაზე, და მეც არ ვიცი რატო მეც მის გვერდით დავწექი, ცოტახანს ჩუმად ვუყურებდით, შემდეგ თავში მომივიდა უბრალო აზრი და ვუთხარი.
_ვალოდია უბრალოდ გადააგდე ეგ მოშორებით.
_სად მოშორებით? შემოუბრუნებლად მკითხა
_ბალახებში.
_არ შეიძლება ბალახებში, იქ შეიძლება ბევრი დაიღუპოს, ვგრძნობ ჯერ მისი გადაგდება არ შეიძლება.
_და რას აპირებ ასე უნდა იდგე 1 დღე, 2 დღე? მერე? კვირა? თვე?
_ვფიქრობ როგორ მოვიქცე მამა, მოდი გავჩუმდეთ, დაე ფიქრმა მოძებნოს გამოსავალი, ნუ გავაფანტვიებთ ყურადღებას.
მე და ბაბუა ჩუმად ვიწექით და ვუყურებდით, უცებ შევხდე, რომ მდინარის საპირისპირო ნაპირიდან ძალიან ნელა მოცემული სიტუაციისათვის მოდის ანასტასია, ვალოდიამდე არ მისული 5 მეტრში ის დაჯდა ტბის ნაპირას, ფეხები წყალში ჩაყო და რამოდენიმე ხანს ასე იჯდა, შემდეგ წყნარად ჰკითხა შვილს.
_გწვავს ხელებს შვილო?
_კი დედა
_რაზე ფიქრობდი როდესაც ქვა ამოიღე და ახლა რაზე ფიქრობ?
_ქვიდან გამოდის ენერგია. მაგრამ ადამიანისგანაც გამოდის ენერგია, ხოლო ადამიანის ენერგია ყოველთვის უფრო ძლიერია, ეს ქვა მთელი ძალით მიჭირავს რომ ვძლიო მის ენერგიას და შიგნით შევიყვანო, მინდა ვაჩვენო რომ ადამიანი ნებისმიერ რადიაციაზე ბევრად უფრო ძლიერია.
_და შენი ენერგიის უპირატესობის ჩვენება გამოგდის?
_კი მაგრამ ის სულ უფრო ცხელდება და ცოტა მწვავს ხელებს
_რატომ არ აგდებ?
_ვგრძნობ რომ ამის გაკეთება არ შეიძლება
_რატომ?
_ის... აფეთქდება დედა, როგორც კი თითებს ავუშვებ აფეთქდება. ძლიერი აფეთქება იქნება.
_მართალია, აფეთქდება. ქვიდან გამოდის მასში დაგროვილი ენერგია, შენი ენერგიით მისი დინება შიგნით მიმართე, ფიქრით ბირთვი შექმენი ქვაში სადაც გროვდება შენი და ქვის ენერგია, მას არ შეუძლია მუდმივი დინება, ენერგია ქვის ბირთვშია და ხელს გწვავს
_მე ამას მივხვდი და ამიტომ ვერ ვუშვებ ხელს.
გარეგნულად ანასტასია სრულიად მშვიდი ჩანდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მისი გონება უჩვეულოდ მობილიზებული იყო, ალბათ მისი ფიქრები ისე სწრაფად მუშაობს როგორც არასოდეს, ის ადგა და მშვიდად თქვა:
_ესეიგი გაიგე, თუ უცებ გაშლი ხელს ქვა აფეთქდება?
_კი დედა.
_მაშ საჭიროა მისი თანდათან გაშლა.
_როგორ?
_ნელნელა თავდაპირველად ასწიე დიდი და საჩვენებელი თითები, ასე გამოაჩენ ქვის ნაწილს და იქვე ფიქრით წარმოიდგენ, მისგან როგორ გამოდის სხივით შენს მიერ შეყვანილი ენერგია და შენს ენერგიას მისი ენერგიაც გამოყვება, მხოლოდ ფრთხილად იყავი, სხივი მხოლოდ ზემოთ უნდა ადიოდეს.
ვალოდიამ, მობილიზებულად ნელა მოადუნა დიდი და საჩვენებელი თითები, მზიანი დილა იყო მაგრამ, ქვიდან გამომავალი სხივი მაინც ჩანდა, ამ დროს გადამფრენი ჩიტი უცებ კვამლის ღრუბლად გადაიქცა, თითქოს აფეთქდა, რამოდენიმე ხანში გამომავალი სხივი ნაკლებ შესამჩნევი იყო.

(ანასტასიას, მის შვილს და ბაბუას შეუძლიათ ფიქრებით რეალობების შექმნა, ანასტასია ამტკიცებს რომ მით უფრო სწრაფად შეძლებს ადამიანი ფიქრის რეალიზებას რაც უფრო სუფთაა სულიერი ზრახვები, ყველა ადამიანი იმ გარემოში ცხოვრობს რაც შექმნა თავისი ფიქრებით და დღევანდელი მსოფლიო არის ერთად აღებული ადამიანთა ფიქრების შედეგი, ყველა ფიქრი ინახება სხვა განზომილებაში და გარკვეულ დროს ხორციელდება, მან იცის რომ თუ იმ ფიქრების რეალიზება არ შეჩერდა რომლებიც ელოდებიან რეალიზებას მოხდება პლანეტარული კატასტროფა, ის ცდილობს თავისი ფიქრების იმ დონეზე აჩქარებას რომ დაასწროს მოსალოდნელ კატასტროფას, და როგორც ვლადიმირს ანასტასიას ბაბუამ განუმარტა მან უკვე მოასწრო თავისი ფიქრის რეალიზება, და სივრცეში განთავსება, მის იდეებს კი ბნელი ძალების წარმომადგენლებიც არ ეწინააღმდეგება, რადგან სისტემა რომელიც მათ შექმნეს თავადაც ვეღარ აკონტროლებენ, სისტემა თავისით აგრძელებს მოქმედებას და შესაძლოა დაბრკოლებები სწორედ მან შექნნას. რაც შეეხება ანასტასიას დიდ ბაბუას მან დატოვა თავისი სხეული და გადაინაცვლა ანასტასიას ცნობიერებაში რადგან მას აქვს საკმარისი ტევადობა, შეუძლია ინფორმაციის შეკუმშვა გრძნობებად, ბაბუას კი არ შეეძლო რადგან მისი მეხსიერება ვერ დაიტევდა ის უბრალოდ ფიქრობს, აანალიზებს მსჯელობს და იხსენებს, ანასტასიას კი გრძნობით შეუძლია დიდძალი ინფორმაციის მიღება, "გახსენება"და გამოყენება წმინდა ზრახვებში)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 7 2015, 12:19 AM
Post #59


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 854
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს გამახსენდა რომ სტალინი ციმბირის ტყეში მოხვდა საიდანაც წესით ცოცხალი ვერ უნდა გამოსულიყო, მაგრამ რაღაც სასწაული მოხდა, ცოცხალიც გადარჩა და დიდი იმპერიის მმართველიც გახდა, უბრალოდ ვვარაუდობ იმავე ფენომენს ხომ არ შეხვდა რასაც მეგრე?
თუ ვნახე ის სტატია დავდებ..
ანუ გურჯიევის იდეის საწინააღმდეგოდ გამოდგა სტალინი რაღაც ძალის დახმარებით, გურჯიევი კი მოისაზრება ჰიტლერის იდეოლოგად, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია,
მე პირადად მომწონს გურჯიევი და ვერ ვხვდები რატომ მოხდა დაპირისპირება?
ახლაც გრძელდება ის ომი ჯერ არ დასრულებულა, 90 იან წლებში შეიქმნა ევროპა, საერთო ვალუტა ევრო, და იმავე 90 იანებში დაინგრა საბჭოთა კავშირი, გაუფასურდა ფული, გავიხსენოთ რა რთული პერიოდი იყო, ანუ მათი დარტყმა არის ფულის გაუფასურებაზე,
ახლა ჩამოაგდეს შიდა კონფლიქტი და ერთდროს მოძმე რესპუბლიკები გავხდით რუსეთის მტრები, რუსეთმაც არ დაგვაკლო და გააღვივა კონფლიქტი, წამოეგო მაგრად, ჩვენ საქართველო მის მერე ცუდ დღეში ვართ, ეს არის დამოუკიდებლობის ფასად.
მაგრამ ის რეჟიმი იყო ძალადობაზე დაფუძნებული ზედმეტად კონტროლიორი, მაგრამ კარგ დღეში მის მერე ნამდვილად რომ არ ვართ?

ახლა ანასტასიას დავუბრუნდები, მან თქვა რომ კონფლიქტები აქვთ იმათ ვისაც აქვს ურთიერთსაწინააღმდეგო იდეები რელიგიაში, რათა მოხდეს მათი კონტროლი, ესენია ქრისტიანები, მუსულმანები,
სწორედ ამოტომ დიდი რომის იმპერია რომლებიც ფიქრობდნენ რომ 1 რელიგიით ქრისტიანობით გაერთიანდებოდნენ და გაძლიერდებოდნენ დაიშალა. და კიდვ სხვა ფაქტებიც მოყვა რომლებიც შეეხებოდა ებრაელების დაპროგრამებას 40 წლიანი ხეტიალის განმავლობაში, და მათი შემოსავლის 10 პროცენტი იმ დროიდან დღემდე ერიცხებათ ლევიტებს, დღეისათვის ისინი თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყნიის საფინანსო სისტემას აკონტროლებენ, და თვითონ ლევიტები ებრაელები არც არიანო, ისინი წინადაცვეთასაც არ იკეთებენ.

რაღაც პოლიტიკურ ჭრილში ვცდილობ დავადგინო რა ხდება. huh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 16 2015, 04:30 PM
Post #60


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 854
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაგრძელებ წიგნის თარგმანს

ვალოდიამ, მობილიზებულად ნელა მოადუნა დიდი და საჩვენებელი თითები, მზიანი დილა იყო მაგრამ, ქვიდან გამომავალი სხივი მაინც ჩანდა, ამ დროს გადამფრენი ჩიტი უცებ კვამლის ღრუბლად გადაიქცა, თითქოს აფეთქდა, რამოდენიმე ხანში გამომავალი სხივი ნაკლებ შესამჩნევი იყო
_ოი დაგიჯექით აქ,_თქვა ანასტასიამ, წავალ საუზმეს გავაკეთებ სანამ აქ ერთობით.
წავიდა ისევე ნელა, მივიდა წყალთან და პირი ჩამოიბანა, როგორც ჩანს გარეგნული სიმშვიდის მიღმა ის მალავდა წარმოუდგენელ დაძაბულობას, რომ არ შეეშინებია შვილი და ხელი არ შეეშალა მოქმედებაში.
_საიდან იცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი დედა?
_როგორ თუ საიდან უნდა ცოდნოდა ვალოდია? უთხრა მიწიდან წამომდგარმა გამხიარულებულმა ბაბუამ. _ფიზიკაში დედაშენი ფრიადოსანი იყო, და გაიცინა
_ანასტასიამ ჩვენსკენ გამოიხედა გაიცინა და გვითხრა:
_მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ შვილო, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის უნდა ეძიო და იპოვო გადაწყვეტილება.
როდესაც სხივი გახდა თითქმის უხილავი ვალოდიამ ნელა გაშალა თითები, მის ხელზზე იდო პატარა ქვა, შემდეგ ისევ მომუჭა ხელი გაიქცა და სამოსით ჩახტა ტბაში. ის 3 წუთი არ ჩანდა და როდესაც გამოჩნდა გამუცურა ნაპირისაკენ
_ეს მე ვასწავლე ჰაერის ეკონომიურად გამოყენება_თქვა ბაბუამ.
ვალოდია ამოვიდა წყალს იფერთხავდა და მოვიდა ჩვენთან, მე ვერ მოვითმინე და ვთქვი:
_იცი რა არის რადიაცია შვილო? რომ გცოდნოდა იმ ქვას არ ამოიტანდი, ნუთუ არ გყოფნის აქაური საქმიანობა?
_ვიცი რადიაციის შესახებ მამა. ბაბუამ მომიყვა თუ როგორი კატასტროფები ხდება თქვენთან ატომურ ელექტროსადგურებზე, როგორი შეიარაღებები გაქვთ და რა პრობლემებიცაა ატომურ ნარჩენებთან დაკავშირებით
_და ეს ქვა რა შუაშია ამ ყველაფერთან
_აი სწორედ რომ რა შუაშია ჩაერთო ბაბუა. _შენ აქ აღზარდე ცოტა ვლადიმირ. მე კი ცოტახანს დავისვენებ, თორემ ამ ბოლო დროს ბევრი მოთხოვნები აქვს ჩემს მიმართ შენს შვილს.
ბაბუა წავიდა და დავრჩით მარტო მე და ჩემი შვილი.
ჩემი შვილი იდგა ჩემს წინ სველ სამოსში, ის აშკარად გულგატეხილი იყო იმით, რომ ყველა გვანერვიულა, მე აღარ მსურდა მასთან სიმკაცრე, უბრალოდ ჩუმად ვიდექი და არ ვიცოდი რა მეთქვა, ვალოდიამ პირველმა დაილაპარაკა:
(მოკლედ მათ შემდეგ ისაუბრეს ატომური სადგურების და საერთოდ ატომური ნარჩენების საშიშროებაზე, ვალოდიამ კი ამ პრობლემის მოგვარების თავისი ვერსია წაარმოთქვა, რადგან აუციებლად მიაჩნია მათი გაუვნებელყოფა ადრე თუ გვიან ამ პრობლემის გადაუჭრელობამ შესაძლოა ეს ცივილიზაცია გაანადგუროს....)
შემდეგ მე გადავწყვიტე სცვა თემაზე საუბარი
_ესეიგი შენ სულ აანალიზებ სხვადასხვა პრობლემებს ვალოდია, და რაიმე მოვალეობა თუ გაქვს? რაიმე სამუშაო რაც გევალება?
_სამუშაო?..დავალება?... მე ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მინდა. სამუშაო? რა იგულისხმება სიტყვა „სამუშაოში“ მამა?
_ნუ სამუშაოა_როდესაც შენ აკეთებ რაიმე საქმეს და მასში გიხდიან ფულს. ან აკეთებ საქმეს რასაც სარგებელი მოაქვს. აი მე მაგალითად შენს ასაკში მშობლებმა დამავალეს კურდღლების მოვლა, მე ვუვლიდი მომქონდა ბალახები, ვაჭმევდი, გალიას ვუწმინდავდი, კურდღლებს კი მოჰქონდა შემოსავალი ჩვენი ოჯახისთვის..
ვალოდიამ მომისმინა და უცებ აღფრთოვანებულმა თქვა.
_მამა მე ახლა მოგიყვები 1 დავალების შესახებ რომელიც მე მოვუძებნე ჩემს თავს, ეს ძალიან სასიხარულო მოვალეობაა, ოღონდ შენ განსაზღვრე სამუშაო ეწოდება თუ არა მას.
_მომიყევი.
_მაშინ წამოდი ერთ ადგილს გაჩვენებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th January 2020 - 01:39 PM