თავმდაბლობა და თვითმარქვიობა |
თავმდაბლობა და თვითმარქვიობა |
Nov 30 2019, 02:15 AM
Post
#21
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი ხანი ველოდე მაგრამ ამ საბაზისო შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე აქ :/ არა და საბაზისოა
|
|
|
Nov 30 2019, 05:39 PM
Post
#22
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,156 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ჩემს პირად დაკვირვებას გეტყვით, როგორც კი ცოტა რაღაცა შემეშლება, ვგრძნობ რომ რაღაცას ვკარგავ. ყოყოჩობა, როგორც კი შემეშლება, მაშინვე ვთოკავ ჩემს თავს, რადგან ძალიან მალე ვიღებ უარყოფით შედეგს. ეს უბრალო დაკვირვება, რაც ჩემს ცხოვრებაში მქონია და მაქვს. როცა რამეს დიდს შევიძენ, მეშინია არ გამოვხატო ეს რაღაც თავაწეულ სტილში, არვიცი როგორ აღვწერო ეს მდგომარეობა. ვცდილობ ჩქარა დავღუნო თავი, მადლობა ვთქვა და თავმდაბლურად, მადლიერების გრძნობით, ვიყო. რადგან ეს დიდი, როცა მოგეცემა, მაშინ გიხარრია და თითქოს დაფრინავ სიხარულით და იქ უცებ რაღაც ხდება, რაღაც გაგრძნობინებს, რომ დაწყნარდე, სხვანაირი სახით გამოხატო ეს გრძნობა. თავმდაბლურმადლიერების გრძნობით.
არვიცი თუ გასაგებად გამომივიდა ნაწერი, მაგრამ ეს სულ, მთელი ცხოვრება დამდევს, არ მაცლის გადავიდე სხვა სახის მდგომარეობაში. არ მინდა დავკარგო ის რაც მაქვს, ეს მატერიალურია თუ სხვა რაღაც, ყოველთვის ვიჭერ ჩემს თავს და ასე ყველაფერი კარგადაა. |
|
|
Dec 2 2019, 10:33 AM
Post
#23
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 88 Joined: 16-July 16 Member No.: 7,542 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რატომ არის რომ ყველა ავტორიტეტული სწავლება მოუწოდებს მიმდევრებს თავმდაბლობისკენ და უკრძალავს ან ამბობს რომ თვითმარქვიობა არასწორია? ვინ ვართ რეალურად და ვინ გვინდა რომ ვიყოთ? რას ნიშნავს იყო ეზოთერიკი? რას ნიშნავს იყო მაგი? რას ნიშნავს იყო უკულტისტი? რას ნიშნავს იყო ასტროლოგი? რეალურად ვართ ის რასაც საკუთარ თავს ვუწოდებთ და ვცოვრობთ იმ ცხოვრებია რიტმით რაც ამ "წოდებას" სჭირდება? "სამაზვანეცებზეც" ვისუაბროთ, კონკრეტულ მაგალითებსაც ნუ მოვერიდებით თორე გადავივსეთ შარლატანებით და ეგაა. ალბათ ყველა იმიტომ მოუწოდებს თავმდაბლობისკენ რომ საკუთარი თავი იმაზე მეტად არ წარმოვაჩინოთ "სფეროებში" ვიდრე ვართ , შეგვეძლოს ჩვენი ძალების რეალური შეფასება და არ შევიდეთ ტყუილში არც საკუთარ თავთან და არც სხვასთან, შემდეგ უკვე რეალურად ვიფიქრებთ რომ იმაზე მეტი ვართ ვიდრე რეალურად და საკუთარი თავიც დაგვეკარგება ... ტყუილში შესვლა კიდევ გამოიწვევს უნებლიე თვითმარქვიობას , ან თუნდაც უბრალოდ მოგვეწონება ეგოს მთლიანად გამოტანა გარეთ და გარემოზე შთაბეჭდილებების მოხდენას დავიწყებთ ან რაიმე არ ვიცი |
|
|
Dec 4 2019, 03:36 PM
Post
#24
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 342 Joined: 25-May 12 Member No.: 6,810 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლოგიკურად მიზეზი შეიძლება იყოს ისიც რომ როცა ადამიანი ამპარტავანია და თავი სხვებზე მეტი გონია ეს შემაფერხებელი ფაქტორი ხდება მისი განვითარებისთვის მარტო ეზოთერიკაში კიარა ნებისმიერ სფეროში,თითქოს ერთ მდგომარეობაში იყინება,თავმდაბლობა პირიქით საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასებაში გეხმარება.მაგრამ მაინც მგონია რო მანდაც ზღვარი უნდა იყოს დაცული,ბოლომდე არ ვეთანხმები მაგ ავტორიტეტულ სწავლებებს და მგონია რო საერთოდ არაა ზედმეტი თავმდაბლობა ადამიანისთვის კარგი ,უფრო ობიექტური შეფასება უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის და სხვებისაც
|
|
|
Feb 14 2021, 07:35 PM
Post
#25
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 3 Joined: 14-February 21 Member No.: 7,991 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თავმდაბლობა პირადად ჩემთვის საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების საშუალებას გვაძლევს და მადლიერების გრძნობას ბადებს. აქვეა მეორე უკიდურესობა როდესაც თავმდაბლობა ( თავმდაბლობის არასწორი აღქმა) გადადის მსხვერპლის როლში და დაბალ თვისებას ბადებს. რაც შეეხება თვითმაქვიობას და ამპარტავნებას როცა ადამიანს გადაჭარბებული თვითშეფასება აქვს პირველ რიგში ვერ აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს მეორე შემთხვევაში ექცევა ილუზიებში აზიანებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს და არც თუ იშვიათად გარშემომყოფებსაც.
|
|
|
Feb 15 2021, 07:07 PM
Post
#26
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დედამიწა არის სულებისთვის თვისებების დახვეწის და გამომუშავების სკოლა, ამ თვისებების დახვეწა ხდება იმისთვის რომ სულმა შეძლოს მაღალ სიმკვრივეებში არსებობა, ერთერთი პრობლემატური თვისება არის სწორედ თავში ავარდნის თვისება. როდესაც ადამიანი აღწევს წარმატებას მას თავში უვარდება და ის იწყებს შეცდომების კასკადის დაშვებას იმ შეცდომების რომელსაც რომელსაც ადრე ჩვეულებრივ რეჯიმში არ დაუშვებდა. იგივეა მაღალი სიხშირეების სამყაროებზეც, ხვდება თუ არა სული მაღალ სიმკვრივეებში შეცდომების დაშვების შანსი ძალიან მატულობს. მაღალი სიკვრივეების სამყაროები შეცდომებს არ პატიობენ და სული ისევ ვარდება დაბალ სმიკვრივეებში რასაც რელიგიებში დაცემულ ანგელოზებს უწოდებენ.
ამ თვისებების გარდა არის კიდე ბევრი თვისებები როგორც შური, წყენა, უმადურობა და ასეშემდეგ. თუმცა ალბათ აქედან ყველაზე მეტად ძნელი თვისების გამომუშავება სწორედ თავდაბლობაა. ბევრი წარმატებული სული ეტყობა ამ მახე ებმევა, წარმატებას აღწევს თუ არა კარგავს თავს. და ამიტომ სულმა აქ დედამიწაზე იმდენად უნდა დაიტრენინგოს თავი რომ რაც არუნდა წარმატებას მიაღწიოს თავში არ აუვარდეს. თუმცა ეს ყველაფერი არარის მემგონი პირდაპირ კავშრიშიარც ოკულტიზმთან და არც სხვა ხელობებთან. -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th September 2024 - 04:19 AM |