IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> პარტნიორთან სირთულეები
brevalo
post Mar 13 2019, 06:43 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არსებობს ასეთი რამ, როდესაც პარტნიორ გოგოსთან (შეყვარებულთან) ურთიერთობისას ენერგია გერთმევა? გოგო ძალიან კარგი ადამიანია, შენს მიმართ არაფერი ცუდი არ უდევს თავში, პირიქით, ძალიან დადებითი ფიქრებით არის შენს მიმართ, მაგრამ შეხვედრისას ან ელემენტარულად ფიზიკური შეხების დროსაც კი გრძნობ რომ ნერვები გეშლება, თითქოს ენერგიას გაცლის. მეორე დღეს ძალგამოცლილი ხარ და კონცენტრაციაც ძალიან შესუსტებული გაქვს. საკმარისია 2-3 დღე არ ნახი და გრძნობ რომ ძალები აღიდგინე და ისევ მხნედ ხარ. არადა გინდა ამ გოგოსთან, უბრალოდ ხდება ესეთი ამოუცნობი ფენომენი, რომ შეხვედრისას ენერგიას გართმევს...


თქვენი რჩევები მაინტერესებს მეგობრებო smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 13 2019, 07:15 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
თავად ყურადღების აქტი, არის ენერგიის გაცლა. შეგიძლია ყურადღება გაამახვილო იმაზე, თუ როგორ გაქცევს ის ყურადღებას, ამ დროს დადებითი ემოციით გაივსები. საერთოდ ყველა ქალი, ყველა კაცს, ენერგიას ართმევს თუნდაც სექსის აქტისას. კაცი ყველაზე მეტ ენერგიას ხარჯავს ეაკულაციის დროს. კიდე ვერთი და ყველაზე მთავარი მე ვყოფილვარ ანალოგიურ მდგომარეობაში და ბოლოს მივხვდი. ამ ეტაპზე, შენთვის ნეგატიური ემიცოები, ქვეცნობიერად მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამოდენიმე. ბევრი არ არის. უნდა გააცნობიერო. მე გავაცნობიერე, უბრალოდ აქ არ დავწერ რა დეტალი იყო. ძალიან წვრილმანი დეტალი იყო. საერთოდ წვრილმანებშია მსხვილმანი პრობლემები დამალული, ამიტომ თუ გააცნობიერებ, ქრება. ყველაფერს შველის გახსნა. სინათლეზე გამოტანა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 13 2019, 07:18 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შეიძლეა შენ გახსნილი ხარ და გინდა რომ იმასთან ისაუბრო ამ თემაზე და ფიქრობ რომ ეწყინება და ამას ატარებ გულში. მოკლედ ყველაფერი შეიძლება ამიტომ გააცნობიერე. ამოიტანე ცნობიერეში. უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. აბსოლუტურრად არაფერი. აბსოლუტურად ყველაფერს აქვს მიზეზი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 13 2019, 07:18 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შეიძლეა შენ გახსნილი ხარ და გინდა რომ იმასთან ისაუბრო ამ თემაზე და ფიქრობ რომ ეწყინება და ამას ატარებ გულში. მოკლედ ყველაფერი შეიძლება ამიტომ გააცნობიერე. ამოიტანე ცნობიერეში. უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. აბსოლუტურრად არაფერი. აბსოლუტურად ყველაფერს აქვს მიზეზი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 13 2019, 07:19 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანუ მე რასაც გთავაზობ, ეს პრობლემის მოგვარება არ არის. ეს არის პრობლემის პოვნა. მას ვერ მოაგვარებ თუ არ იპოვნე ჯერ. თან ზუსტად უნდა იპოვნო და დამიჯერე, რომ იმენა ზუსტად კონკრეტული პრობლემა არსებობს ახლა ქვეცნობიერეში. შენი საქმეა, რომ ცნობიერში ამიტანო, ანუ გაანცობიერო.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Mar 13 2019, 08:46 PM
Post #6


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny


კი, მართალი ხარ. გაცნობიერებაა ყველაფერი და რა თქმა უნდა გავაცნობიერე ძირითადი მიზეზი. თუმცა ვერ ვხვდები რატომ არის ეს მიზეზი. მიზეზი ძირითადად სექსუალური შეუთავსებლობაა. როდესაც ადამიანი გიყვარს რატომ უნდა გქონდეს ეთერულ დონეზეც განზიდულობა ვერ ვხვდები...
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 13 2019, 09:22 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
შეყვარებულს, რომლის ცოლად მოყვანასაც ვაპირებდი და რომელთანაც 1 წელზე მეტ ხანს მქონდა ურთიერთობა, დავშორდი სექსუალური შეუთავსებლობის გამო, არადა მიყვარდა. ძალიან ცუდია, მაგრამ ასე მოხდა. ამას ვერაფერს უზამ. დაშორდი ახლავე, სანამ ადვილია, დრო რომ გადის, მერე მტკივნეული ხდება და ძალიან განვიცადე მე ეს. იმედია რამოდენიმე თვეა სულ. თუ იმაზე თანახმა ხარ, რომ ეგ გოგო გიყვარდეს და პარალელურად სხვა სექსუალური პარტნიორი გყავდეს, მაშინ არ დაშორდო. მე მაგალითად არ მინდოდა მასე. მე მინდოდა, ერთი ქალი, რომელიც სხვისკენ არ გამახედებდა. ამიტომ გვიან, მაგრამ დავშორდი. ჩემი შეცდომი იყო დაგვიანება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 13 2019, 09:22 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე იმ ადამიანთან მიმდოდა მეგობრობა, მაგრამ მან არ ისურვა და მესმის მისი. საერთოდ დამბლოკა. ახლაც პატივს ვცემ, მაგრამ მას ყველანაირად დაბლოკილი ვყავარ.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 13 2019, 09:24 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიყვარული სხვა არის და სექსი სხვა. როცა გიყვარს, შენ გიყვარს არსება და არა სექსის პროცესი. მაგრამ როცა არსება გიყვარს და მასთან სექსიც მოგწონს, ეს საუკეთესო ვარიანტია, არ უნდა დააყოვნო ეგრევე უნდა მოიყვანო ცოლად.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Mar 13 2019, 09:37 PM
Post #10


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

უკვე 2 წელია ერთად ვართ biggrin.gif

1 წელია რაც ძალიან გართულდა ურთიერთობა. მეც მაგას ვფიქრობ რომ საჭიროა დაშორება, მაგრამ მაინც ვეძებ ყველანაირ ხერხს ურთიერთობის გადასარჩენად. თვითონ კი ამას ვერ ხვდება რომ სექსში და სხეულებში ვერ ვეწყობით. ერთხელ ვუთხარი ენერგიას მაცლი თქო და ძალიან ეწყინა. ნუ სასიამოვნო არაა ამას რომ გეუბნებიან, მაგრამ ამ დროს მემგონი სჯობს პრაგმატული ქმედება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 13 2019, 11:05 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ 13th March 2019 - 09:37 PM) *
ერთხელ ვუთხარი ენერგიას მაცლი თქო და ძალიან ეწყინა.

ნუ ეს რეაქცია გასაგებია ხომ?! სექსუალურობა, გარეგნობაზე რომ იყოს დამოკიდებული, პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებდა გოგო და გახდებოდა სექსუალური, მაგრამ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. შეიძლება ძალიან ლამაზი გოგოს მიმართ (და არა ერთხელ ყოფილა ასე) არ მქონდეს ლტოლვა, მაგრამ ასე ვთქვათ ამ გოგოსავით ლამაზი შეიძლება არ იყოს, მაგრამ იმის მიმართ მქონდეს ლტოლვა. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. პრობლემა გცოდნია. მე სხვა გზა ვერ ვნახე და დავშორდი. არც მის მერე მიპოვნია რაიმე სხვა გზა. ამიტომ სხვა თუ გირჩევს სხვა რამეს, მე სხვა რამე არ ვიცი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Mar 13 2019, 11:06 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საერთოდ, იყავი მართალი. აუხსენი, თუ ვერ გაგიგო, მაშინ თავი დაანებე. ეგ შენი ბრალი არ არის რაც გჭირს. რომ შეგძლებოდა 2 წელია დაძლევდი. იცოდე, დროთა განმავლობაში კი არ შენელდება, გამძაფრდება. აუხსენი და თხოვე მოგისმინოს. იყავი გულწრფელი. თუ ვერ გაგიგო, მაშინ მაგ პიროვნებას შენი არ ესმით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ ერთად.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Mar 13 2019, 11:21 PM
Post #13


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny


მეც მასე ვფიქრობ. არის მეორე გამოსავალი რომ ისე მოვიქცე რომ თვითონ აღარ ჰქონდეს სურვილი ურთიერთობის და თვითონ გადადგას დაშორების ნაბიჯი. (ანუ ხელოვნურად კი არ მოვიქცე, პირიქით, რაც არ მესიამოვნება გამოვხატო ჩემი უსიამოვნება ან პირდაპირ ვუთხრა ყოველგვარი მორიდების გარეშე)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 14 2019, 12:10 AM
Post #14


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაქსიმალურად გაიაზრე და მშვიდად აუხსენი რა მომენტში ან რა არ მოგწონს,
თუმცა ადამიანის შეცვლა არც ისე იოლია, სასურველია გიყვარდეს ისეთი როგორიც არის,
თუმცა თუ არის რაღაც აუტანელი თვისება იქნებ ნელნელა გამოასწოროს,
ბევრი წყვილია ვინც დაშორებაზე ფიქრობს მაგრამ აკავებს ოჯახი, გარემოცვა, შვილები,

როცა ვინმეზე დაქორწინდები მერე იმდენი დრო საკუთარი თავისთვის აღარ გრჩება, და გასცემ და გასცემ,
გასცემ დროს, ფულს, ნერვებს, ემოციებს, ყველაფერს... და მაგის მეათედი თუ დაგიბრუნდა უკან კაია
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Mar 14 2019, 03:08 AM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 788
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo

მე მგონია რომ ენერგიას ვერ წაგვართმევს ვერავინ, რაც არ უნდა ენერგოვამპირი ან რამე ეგეთი იყოს, თუ ჩვენ ქვეცნობიერად არ მივეცით თანხმობა..
შემთხვევით გადამეტებულ ყურადღებას ხო არ ანიჭებ ურთიერთობებს? ანუ ძალიან მნიშველოვანი ადგილი ხო არ უჭირავს გონებაში?

QUOTE
არის მეორე გამოსავალი რომ ისე მოვიქცე რომ თვითონ აღარ ჰქონდეს სურვილი ურთიერთობის და თვითონ გადადგას დაშორების ნაბიჯი. (ანუ ხელოვნურად კი არ მოვიქცე, პირიქით, რაც არ მესიამოვნება გამოვხატო ჩემი უსიამოვნება)

იქნებ სწორედ მაგიტომ გერთმევა ენერგია რომ არ ხარ ბუნებრივი.. როცა რაღაც არ მოგწონს უნდა გამოხატო. მეც ეგრე ვარ ხოლმე.. მინდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, რაც რა თქმა უნდა არასდროს არ არის.. და ბოლოს მაინც მოგიწევს უკმაყოფილების გამოხატვა..
თუ გინდა დაშორება, დაშორდი.. იმას კი არ დაელოდო როდის მოეშლება ნერვები და თვითონ დაგშორდება..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Mar 25 2019, 09:47 PM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართალია, ადამიანი, როგორც ერთი მთლიანობა, ისე გვევლინება, მაგრამ იგი ძალიან ბევრი მესაგან, ჭრილისგან შედგება.
ზოგი იმდენად სკრუპულოზურია, ვერც სახელს დაარქვევ, ვერც აღქმის მხრივ შენიშნავ.
ძალზე იშვიათია, როდესაც ორ ადამიანს შორის, თითოეული ჭრილის კორელაცია დგება და ძირითადად, სწორედ ეს არის პრობლემა.
ინტიმური ჭრილი, სხვა ჭრილების მსგავსად, მკვეთრად ეგზისტენციალურია, იმდენად რომ მის მოდიფიცირებას ვერ მოახდენ.
შესაძლებელია, ამ მხრივ, ფიზიკურ დონეზე თუკი არსებობს პრობლემა, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საბოლოოდ, აღმოფხვრად, მაგრამ თუ არის, ასე რომ ვთქვათ, გემოვნებათა შორის სხვაობა, საერთო კონსესუსამდე, რაც არ უნდა რესურსი გაწიოთ, ვერ დაგხვალთ. ეს არის თავისთავად მოცემული – მაშასადამე, ან დგება თანხვედრა, ან არა და სამწუხაროდ, აქ სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
ასე რომ, რაც შენ ხელთ არის ახლა, უნდა გაარკვიო, იქნებ და, ეს შეუსაბამობა ფიზიკურობიდან წარმოიშვება, რაც აგრეთვე, არცთუ ისე მწირი შემთხვევაა ხოლმე. და თუკი, მართლაც, ფიზიკურია მხოლოდ და გემოვნების მხრივ, არ გაქვთ ფუნდამენტალური სხვაობა, მაშ, დიდი ალბათობით, მოგვარებადია. რა, როგორ, რანაირად, თუ ამრიგად დადგინილი იქნა და თუკი სურვილი გექნა ამის, შეგიძლია, PM მომმართო და რამდენიმე მითითებას მოგცემ. თუ გემოვნების მხრივ, სხვაობას აქვს ადგილი, ჩემი პირადი რჩევა იქნება, რაც შეიძლება, ადრე დაასრულეთ ურთიერთობა, რადგან, საბოლოო ჯამში, ჰარმონია თქვენ შორის მაინც ვერ შედგება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Mar 27 2019, 10:37 PM
Post #17


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(brevalo @ Mar 13 2019, 06:43 PM) *
არსებობს ასეთი რამ, როდესაც პარტნიორ გოგოსთან (შეყვარებულთან) ურთიერთობისას ენერგია გერთმევა? გოგო ძალიან კარგი ადამიანია, შენს მიმართ არაფერი ცუდი არ უდევს თავში, პირიქით, ძალიან დადებითი ფიქრებით არის შენს მიმართ, მაგრამ შეხვედრისას ან ელემენტარულად ფიზიკური შეხების დროსაც კი გრძნობ რომ ნერვები გეშლება, თითქოს ენერგიას გაცლის. მეორე დღეს ძალგამოცლილი ხარ და კონცენტრაციაც ძალიან შესუსტებული გაქვს. საკმარისია 2-3 დღე არ ნახი და გრძნობ რომ ძალები აღიდგინე და ისევ მხნედ ხარ. არადა გინდა ამ გოგოსთან, უბრალოდ ხდება ესეთი ამოუცნობი ფენომენი, რომ შეხვედრისას ენერგიას გართმევს...
თქვენი რჩევები მაინტერესებს მეგობრებო smile.gif

ვაა კაი თემაა,

რამოდენიმეჯერ მქონია მსგავსი სიტუაცია, ენერგიას რომ გაცლის,
მაგრამ თავშიც წესრიგი ქონდათ და ყველგან,

მაგრამ როგორც კი მარტო ვრჩებოდი რაღაც არანორმალურ ენერგიის შევსებას ვგრძნობდი
მაგის მერე დავფიქრდი ენერგიულ თავსებადობებზე (ხანგრძლივი ურთიერთოებისთვის აუცილებელია ერთ სიხშირეზე ვიბრირება)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Apr 3 2019, 02:39 AM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,948
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(brevalo @ 13th March 2019 - 06:43 PM) *
არსებობს ასეთი რამ, როდესაც პარტნიორ გოგოსთან (შეყვარებულთან) ურთიერთობისას ენერგია გერთმევა? გოგო ძალიან კარგი ადამიანია, შენს მიმართ არაფერი ცუდი არ უდევს თავში, პირიქით, ძალიან დადებითი ფიქრებით არის შენს მიმართ, მაგრამ შეხვედრისას ან ელემენტარულად ფიზიკური შეხების დროსაც კი გრძნობ რომ ნერვები გეშლება, თითქოს ენერგიას გაცლის. მეორე დღეს ძალგამოცლილი ხარ და კონცენტრაციაც ძალიან შესუსტებული გაქვს. საკმარისია 2-3 დღე არ ნახი და გრძნობ რომ ძალები აღიდგინე და ისევ მხნედ ხარ. არადა გინდა ამ გოგოსთან, უბრალოდ ხდება ესეთი ამოუცნობი ფენომენი, რომ შეხვედრისას ენერგიას გართმევს...


თქვენი რჩევები მაინტერესებს მეგობრებო


მე მქონია ეს პრობლემა არაერთხელ და არა ორჯერ )) და კიდე ძალიან ბევრს რაც გამიგია. უბრალოდ რომ ნახულობ ადამიანს მეორე დღეს მკვდარი რომ ხარ და მერე ნელნელა რომ იღდგენ ენერგიას. არადა ის ადამიანი ძალიან დადებითი რომ არის მაგრამ მაინც რომ ხდება ეგეთი რამე...
ეს იმიტომ ხდება რომ შენ კონცენტრირებული ხარ იმ ადამიანზე და ის ადამიანი კონცენტრირებულია თავისთავზე. როცა მოინახულებ სულ შენ თავზე იყავი კონცენტრირებული და არა იმაზე, ეს არის გამოსავალი.
შენ რომ იმაზე ხარ კონცენტრირებული ის ავტომატურად ხდება თავისთავზე კონცენტრირებული. და შენ რომ შეიცვლები ისიც გადაეწყობა...
ცადე და თუ არ გამოგივიდა დაწერე და აგიხსნი უფრო დეტალურად.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 21 2019, 08:49 PM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს, მერე გვიანი რო არ იყოს
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 10th November 2024 - 11:50 PM