IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართველები უცხოეთში
ირმა
post Nov 8 2008, 12:31 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უცხოეთში წასული ქართველები,– გიფიქრიათ მათზე?! როგორია თქვენი გრძნობა მათ მიმართ, პირველი რა მოგდით თვალში, როცა მათზე ფიქრობ?


უცხოეთში წასულო ქართველებო! მოყევით მითხარით, მომიყევით თქვენი გრძნობები. გრძნობთ ნოსტალგიას? რა სიღრმე შეიძლება ჰქონდეს ამ ნომტალგიას? გინდათ უკან დაბრუნება? როგორი საქართველო გინდათ? რა გენატრებათ ყველაზე მეტად? რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად, რაც ასე გენატრებათ. რა არის ეს ნათება ასე ძლიერი ძაფით რომ უკან გეძახის და გელოდება.

მოკლედ დაწერეთ რაც გინდათ, უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზეც და უცხოეთში გადახვეწილო ქართველებო smile.gif






--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Nov 10 2008, 11:16 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირმა @ Nov 8 2008, 01:31 AM) *
უცხოეთში წასული ქართველები,– გიფიქრიათ მათზე?! როგორია თქვენი გრძნობა მათ მიმართ, პირველი რა მოგდით თვალში, როცა მათზე ფიქრობ?
უცხოეთში წასულო ქართველებო! მოყევით მითხარით, მომიყევით თქვენი გრძნობები. გრძნობთ ნოსტალგიას? რა სიღრმე შეიძლება ჰქონდეს ამ ნომტალგიას? გინდათ უკან დაბრუნება? როგორი საქართველო გინდათ? რა გენატრებათ ყველაზე მეტად? რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად, რაც ასე გენატრებათ. რა არის ეს ნათება ასე ძლიერი ძაფით რომ უკან გეძახის და გელოდება.

მოკლედ დაწერეთ რაც გინდათ, უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზეც და უცხოეთში გადახვეწილო ქართველებო smile.gif



მე საქართველოში ვარ...ყველაზე დიდი ხნით სამშობლოდან 10 წლის წინ ვიყავი იტალიაში 3 თვით...

ეს 3 თვე მეყო იმისთვის, რომ გადამეფასებინა ჩემი დამოკიდებულება სამშობლოსადმი და მივხდი, რომ ძალიან, ძალიან ღრმა ფესვებით ვარ მასთან გადახლართული!!! ამიტომ ამის მერე საერთოდ გამიქრა ასეთი ფიქრიც კი, როგორიც აქედან გამგზავრებაა!! თუნდაც..
ვერც ლუვრით ვიქრთამები და ვერც -”იტალია მხატვრების ოცნებაა” ყველა ჩემი მეგობარის ოცნებაა ”ესა თუ ის შედევრი მაჩვენა და ოჰ, რას არ მივცემდი...” მე კიდევ სულაც არ მინდაა (ეჰ ამას, რომ ვეუბნები ვერ მიგებენ smile.gif )
მოკლედ ”დამასედი” ტიპი აღვმოჩნდი laugh.gif და ის გამოთქმა- ტამ ხარაშო გძე ნას ნეტუ” პირიქით მესმის! tongue.gif

სამოთხეში ვცხოვრობ და ცხოვრება მშვენიერია Laie_61.gif l_sunny.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 11 2008, 11:52 AM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო თემაა. მე ბევრჯერ მიფიქრია შევძლებ თუ არა სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. შეძლებიტ შევძლებ მაგრამ არანაირად არ მინდა. თუ წავედი სხვა ქვეყანაში წავალ ან ტურისტად ან მცირე პერიოდით. ძაან გამიკვირდა ზოგიერთი ჩემი ნაცნობი ომის პერიოდში საზღვარგარეთ გაქცევას რომ აპირებდა. ერთი ჩემი ახლობელის ოჯახი მართლა გადასახლდა შვეიცარიაში. პირადად მე თბილისი რომ დაებომბათ, სახლი დაენგრიათ მაინც არსად არ წავიდოდი. მერჩივნა ნანგრევებში მეცხოვრა ჩემს მიწაზე ვიდრე სადმე ევროპაში კომფორტში ლტოლვილის სტატუსით ....


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Nov 11 2008, 11:22 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საქართველო მართლაც არის სამოთხე, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ვერ შეედრება. ძალიან ძნელია მასთან განშორება, ნოსტალგია რჩება შენში, როგორც მოუშუშებელი ჭრილობა, რომელიც მუდამ გტკივა, ეს ტკივილი ძალიან ღრმაა და არანაირი მალამო მას არ შველის.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Nov 11 2008, 11:27 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰოო sad.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Nov 11 2008, 11:35 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და ყველაზე მეტად მოსანატრებელია ჩვენი ბუნება, ასეთი ბუნება არავის არ აქვს... მხოლოდ ერთი ნატვრა დამრჩა,– შენარჩუნებულ იქნას ეს სილამაზე, მეშინია არ დაიწყონ ჩვენთანაც ხე-ტყის უმოწყალო გაჩანაგება, მდინარეთა დაბინძურება სხვადასხვა ქარხნებითა და ფაბრიკებით, მეშინია ძალიან...
მინდა იყო მუდამ ლამაზი ჩემო საყვარელო საქართველო.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Nov 13 2008, 03:33 AM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბუნება ყველგან ლამაზია კაით რააა biggrin.gif
ნოსტალგია არ მაწუხებს. ყოველ წელს ჩამოვდივარ.
უბრალოდ ჩემი ახლობლები მენატრება. სხვა არაფერი .
ყოველი ჩამოსვლის შემდეგ განსხვავებას ვგრზნობ. ძალიან ბევრი რამ აქვს ადამიანებს შესაცვლელი მანდ, სასწავლი.
გული მტკივა ჩვენი ქვეყანა ცუდად რომ არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Nov 15 2008, 02:50 AM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბუნება კი ყველგან ლამაზია, განა შეიძლება ის არ იყოს ლამაზი? ის ხომ ყველაფერია, ჩვენი დედაა... უბრალოდ, მე ყველა ბუნებათა შორის საქართველოს ბუნება მომწონს, არ გაგიგიათ ძველი ქართული გამოთქმა:–„კაცია და გუნებაო“, მართლა რა ჭკვიანი წინაპარები გვყავდა, ორ სიტყვაში თქვეს, ის რგაც მე უნდა ვთქვა დავწერო ერთი გვერდი და შეიძლება კიდევ რაღაც გამომრჩეს, ხო„გრძელი სიტყვა, მოკლედ ითქმისო“, რა ვქნა ეს ეგოიზმი ჩემი ქვეყნისადმი ვერ დავძლიე,– ჯერ კიდევ მჯერა, რომ ყველაზე ლამაზია, ყველაზე საყვარელი ხალხი ჰყავს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ჩემი ხალხი ბედნიერად იცხოვრებს, რომ ამ ულამაზეს ბუნებას არ გააჩანაგებს და შეიყვარებს, რომ მართლა არსად არის ასეთი ლამაზი ცა, როგორც საქართველოში, რა ვქნა ასე ხედავენ ჩემი თვალები... თექვსმეტი წელიწადია თითქმის მას შემდეგ, როცა მას პირველად გავნშორდი, მაშინ მესამე თვეზე უკვე სიგიჟეები დამეწყო, ისე მენატრებოდა, ახლა? შევეგუე...შევეგუე, მაგრამ ის ძველი არ მავიწყდება და ახალს რომ ვუყურებ, მინდა რომ აღმოცენდეს! smile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 15 2008, 10:23 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბლანკა და ირმა
საინტერესოა როგორც ჩანს მაქედან საქართველო. ანუ სხვა ხალხთან ურთიერთობების შედარებით ქართული ხასიათის რა უარყოფითი თვისებები დაინახეტ უფრო ნათლად?


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Nov 16 2008, 10:22 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Nov 15 2008, 11:23 PM) *
ბლანკა და ირმა
საინტერესოა როგორც ჩანს მაქედან საქართველო. ანუ სხვა ხალხთან ურთიერთობების შედარებით ქართული ხასიათის რა უარყოფითი თვისებები დაინახეტ უფრო ნათლად?

როგორც ჩანს ყველა ადამიანს თავისი თველთახედვა აქვს და ერთის და ორის აზრი იქნებოდა ცოტა, ამიტომაც კარგი იქნებოდა ამ ფორუმზე შემომსვლელ ყველა უცხოეთში წასულს დაეწერა ამ შეკითხვაზე პასუხი.

აქაური ადგილობრივი მოსახლეობის თვალში საქართველო არის ქვეყანა რომელსაც ძალიან, ძალიან ბევრი პრობლემები აქვს... ბევრ ჟურნალისტს გაუკეთებია გადაცემა საქართველოს პრობლემების შესახებ,–ძველი თუ ახალი ომის შესახებ, აფხაზეთიდან დაწყებული,– ოსეთით დამთავრებული. ბევრი ჩემთვის არასასურველი აზრი მომისმენია საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებებისაგან, მაგრამ რას იზამ, ომმა იცის ბევრი ტყუილიც... მომწონს და ვეთანხმები აქაური ჟურნალისტების(უმრავლესობის) დასკვნას, რომ გამოაქვთ ჩვენს უბედობაზე, ამბობენ:–საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამოაო ასეთ ომის სიტუაციაში, კერძოდ სანავთობე გზები აინტერესებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასო, ეს და სხვა იწვევსო საომარ მდგომარეობას საქართველოშიო... ჩემს აზრს დავამატებდი, რომ ძალიან პატარები ვართ და თუ რაღაც არ მოვიფიქრეთ არ ვიცი როგორ დავაღწევთ თავს ორი დიდი ქვეყნის კლანჭებს(რუსეთი და ამერიკა)

რაც შეეხება ქართული ხასიათის ერთ-ერთი უარყოფითი თვისება ეს არის, მაგ: მოჰყავს მამას სახში ძმაკაცები და სვამს მათთან, საწყალი დედა კი ზის კუხნაში და დაუმთავრებლად მზარეულობს.(შედარებისთვის გეტყვით მე და ჩემს მეუღლესაც გვქონია წვეულებები სახლში, მაგრამ მე როგორც ოჯახის დიასახლისი ვიჯექი სუფრის თავში, არ არსებობს წვეულება დიასახლისის გარეშე) სად არის ქართველი ქალის კულტი? ცოტა აღმოსავლურ მუსლიმანურ წესებისკენ გვაქვს გადახვევები... ისტორიულად ვიცოდი, რომ საქართველოში ქალის კულტი იყო(ამან გამოიწვია სახელები: დედამიწა, დედაბოძი, დედაენა დასხვ.) ცოტა ხომ არ ვჩაგრით ქართველ ქალებს, ქართველო მამაკაცებო ჰაა?


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Nov 16 2008, 11:11 PM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა შენ გეტყობა რო დიდი ხანია საქართველოდან წახვედი, ქალებს რაც შეეხებათ ესეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია არარის.. პირიქით.. დღესდღეობით ყველა სფეროში ქალები ბევრად აქტიურები არიან ვიდრე ადრე... თუნდაც სიტყვაზე დისკოტეკებზე და ბარებში გასართობ ადგილებშიც კი ქალები უფრო ჩარბობენ მემგონი... კაცი სუფრაზე და ქალი კუხნაზე - ეს უკვე კაი ხანია არარის აქტუალური)))
პოლიტიკას რაც შეეხება ბედი და უბედობა ესეთი რამე არარსებობს... როგორც ადამიანი ისე ქვეყანა თითონ ქმნის მომავალს.. ქართველ ხალხს ყოველთვის ქონდა მიდრეკილება ომისკენ და ძალადობისკენ, მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია ან კარგია... ყველა არის ისე როგორც უნდა რო იყოს..

კლანჭებს რაც შეეხება, თუ ვინმე კლანჭები აქვს ეს რუსეთს იმიტომრომ მას კომუნიზმის მერე იმპერიული მიმართულება არ შეუცვლია და ამერიკას მიერ დაჩაგრული ქვეყანა შენ გაგიგია? ამერიკა რო არა ჩვენ იცი სად ვიქნებოდით ეხლა?? თუ საერთოდ ვიქნებოდით))) რაც კი რამე კაი ხდება ეს ამერიკის დამსახურებაა, რაც ჩვენ ამერიკიდან დახმარებას ვიღებთ რავიცი... მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რა კლანჭებზეა საერთოდ ლაპარაკი..)))

ბუნებას რაც შეეხება გეთანხმები საქართველოს ბუნება დიდი არაფრით არარის გამორჩეული... მე როგორც ვიცი რაც უფრო სამხრეთისკენ მივდივართ მით ბუნება უკეთესია.. ჩვენი ბუნება ალბატ რუსეთის ბუნებას ჯობია მარა თურქეთის ბუნება ჩვენსას ჯობია... ჩვენ ბუნებას სიმწვანე აკლია ცოტა))) აგვისტოში როცა აჭარაში მიდიხართ ტრასაზე რო გაიხედოთ სულ მოხრიოკებულია ყველაფერი, თუცა კაი ადგილებიც ბევრიa...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Nov 17 2008, 01:00 AM
Post #12


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Zet @ Nov 17 2008, 12:11 AM) *
ირმა შენ გეტყობა რო დიდი ხანია საქართველოდან წახვედი, ქალებს რაც შეეხებათ ესეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია არარის.. პირიქით.. დღესდღეობით ყველა სფეროში ქალები ბევრად აქტიურები არიან ვიდრე ადრე... თუნდაც სიტყვაზე დისკოტეკებზე და ბარებში გასართობ ადგილებშიც კი ქალები უფრო ჩარბობენ მემგონი... კაცი სუფრაზე და ქალი კუხნაზე - ეს უკვე კაი ხანია არარის აქტუალური)))

unsure.gif მართალი ხარ ზეტ, დიდი ხანია რაც წასული ვარ, მეტყობა აზრებზეც ეეეეეეჰ sad.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Nov 17 2008, 02:41 AM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




გაუფუჭა ხალხს მენტალიტეტი რუსეთთან ახლოს ყოფნამ.

უპასუხისმგებლობა - ეს ყველაზე დიდი მინუსია. ყველაფერი დანარჩენი ამაზეა აგებული
კანონისადმი უპატივცემლობა
გულუბრყვილობა
არათავისუფლება აზროვნების, გემოვნების, ადამიანის ზოგადად
ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ არ ქმნიან
არარსებობს ინდივიდი

აქედან გულუბრყვილოები ჩანან. თუ შეიძლება რომ დავყოთ ქვეყნები და მათი კულტურა ადამიანის განვითარების ეტაპების მიხედვით ქართველები ბავშვობიდან მოზარდობის ასაკში გარდამავალ ეტაპში ვიმყოფებით
არასერიოზული დამოკიდებულებაა ყველაფრისადმი. უმწიფარია ერი, მისი აზროვნება
...
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 17 2008, 04:49 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
რაც შეეხება ქართული ხასიათის ერთ-ერთი უარყოფითი თვისება ეს არის, მაგ: მოჰყავს მამას სახში ძმაკაცები და სვამს მათთან, საწყალი დედა კი ზის კუხნაში და დაუმთავრებლად მზარეულობს
QUOTE
ირმა შენ გეტყობა რო დიდი ხანია საქართველოდან წახვედი, ქალებს რაც შეეხებათ ესეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია არარის.. პირიქით.. დღესდღეობით ყველა სფეროში ქალები ბევრად აქტიურები არიან ვიდრე ადრე... თუნდაც სიტყვაზე დისკოტეკებზე და ბარებში გასართობ ადგილებშიც კი ქალები უფრო ჩარბობენ მემგონი... კაცი სუფრაზე და ქალი კუხნაზე - ეს უკვე კაი ხანია არარის აქტუალური)))

იცით რაშია საქმე, საზოგადოების პრადვინუტ ნაწილში რასაც ზეტი ამბობს, მართლა აღარ არის ქალისადმი ასეთი დამოკიდებულება და არც არასდროს იყო, მაგრამ მასაში ეს ძალიან ჩანს. სამწუხაროდ პატრიარქალური ეპოქა ჩვენში მასიურად არ დასრულებულა...თუმცა აი ავიღოთ ჩვენი ეზოთერიკები, ქალებს აქ მოწინავე პოზიციები უკავიათ - თეო, უმა, სონია და კატაბუა მაგარი აქტიურები და ეზოტერული წამოწყებების ავტორები არიან. ჩვენი დამრტყმელი ძალაა smile.gif))
QUOTE
უპასუხისმგებლობა - ეს ყველაზე დიდი მინუსია. ყველაფერი დანარჩენი ამაზეა აგებული
კანონისადმი უპატივცემლობა
გულუბრყვილობა
არათავისუფლება აზროვნების, გემოვნების, ადამიანის ზოგადად
ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ არ ქმნიან
არარსებობს ინდივიდი

მაგასა უცხოეთიდან დანახვა არ ჭირდება, აქედანაც ვხედავთ smile.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Nov 17 2008, 06:15 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'პრადვინუტი ნაწილი' ძალიან ცოტაა ამინდის შესაქმნელად. ეგეთი პრადვინუტი ნაწილი ავღანეთშიც არის. რა იცვლება ავღანეთისთვის?
ჩანს მასა და არა ერთეულები.

* * *
უცხოეთიდან ეს ყველაფერი უფრო ცუდად ჩანს. აქედან არ ჩანს დიდი განსხვავება პაკისტან საქართველოს შორის
ასე რომ უფრო გულსატკენია smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Nov 17 2008, 06:22 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგ მართალია sad.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 17 2008, 06:24 PM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



blanca
ეეჰ... შენნაირად მოაზროვნე ბევრი რომ იყოს საქართველოში ახლა განვითარებული ევროპული ქვეყანა ვიქნებოდით. თუ საიდუმლო არაა რომელ ქვეყანაში ხარ და აპირებ დაბრუნებას?


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Nov 17 2008, 08:52 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



smile.gif))


ობამალენდში ვარ biggrin.gif

'დაბრუნება მინდა' შეიცვალა 'ოდესმე დავბრუნდები-თ' .
სამწუხაროდ იმდენად გამიცრუვდა იმედი რომ ჯერჯერობით ჩამოსვლას არ ვაპირებ.
იმედი გამიცრუვდა იმიტომ რომ ბოლო ოთხი წელი მართლა რაღაც სასიკეთო დაეტყო ქვეყანას, რაც ერთი ხელის მოსმით დაინგრა. არ მინდა ვიპესიმისტო მაგრამ ასე მგონია რომ არასდროს დალაგდება ეს ქვეყანა. საქართველო კიარა მთელი მსოფლიო აირია sad.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Dec 3 2008, 01:36 AM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(blanca @ 17th November 2008 - 09:52 PM) *
საქართველო კიარა მთელი მსოფლიო აირია


yes.gif sad.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 31 2009, 02:40 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქართული ლავაში მომენატრა, იფ იფ ახლა მქონდეს biggrin.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:48 PM