ფილიპ კ. დიკი |
ფილიპ კ. დიკი |
Mar 28 2020, 06:54 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფილიპ კინდრედ დიკი — ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი ნაშრომები მოიცავს ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავიათ მონოპოლისტ კორპორაციებს, ალტერნატიულ სამყაროებს, ავტორიტარულ მთავრობებს და ცნობიერების სახეცვლილ მდგომარეობას.
მე წავიკითხე "ოცნებობენ ანდროიდები ცხვრებზე" ვისაც ფანტასტიკა გიყვართ, ძალიან საინტერესო და დინამიური თხრობა აქვს. მაგრამ თემა სხვა წიგნის გამო გავხსენი. ესაა "ვალისი" ამჟამად ვკითხულობ, შეგახსენებთ საბა.ჯიზე უფასოდაა ხელმისაწვდომი ალბათ კიდევ ორი-სამი კვირა იქნება ასე. „ვალისი“ - ფილიპ დიკის მიერ სიცოცხლის მიწურულს დაწერილი ტრილოგიის პირველი წიგნია. ესაა ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი გაგიჟების პირას მყოფ ადამიანზე, რომელიც აცნობიერებს, რომ რეალობასთან კავშირს კარგავს. 1974 წლის მარტში ფილიპ კ. დიკს ღმერთი გამოეცხადა. იყო ეს ჭეშმარიტი თეოფანია თუ ნარკოტიკებით მოხარშული ტვინის მიერ შეთხზული ჰალუცინაცია? ამის გასარკვევად მწერალმა ფილოსოფიურ-თეოლოგიური ჩანაწერების კეთება დაიწყო. საღი გონების შესანარჩუნებლად ის თავისი მდომარეობის ამხსნელი თეორიების შემუშავებას იწყებს. მასთან ერთად წიგნის სხვა პერსონაჟებიც ცდილობენ გაერკვნენ, რა ხდება მათი მეგობრის თავს. თითოეული მათგანი თავისებურად სცემს პასუხს მთავარ კითხვაზე – რა არის რეალობა? მკითხველს კი სხვა რამ აქვს გასარკვევი: რა არის „ვალისი“ – სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის მიერ ნაწინასწარმეტყველები ინტერნეტის ერა, შიზოფრენიული გონის მიერ შეთხზული ფანტაზია, თუ დედამიწაზე კაცობრიობის დასახმარებლად ჩამოსული ღმერთის მიერ ნაკარნახევი წმინდა წერილი? ეს რეცენზიაა საბაზე. მე კი მოკლედ ვიტყვი, რომ ცოტა რთული თხრობაა, მაგრამ მაინც იკვეთება მთავარი მესიჯები პირველივე თავებში: მაგალითად: როგორ იმართება ჩვენი რეალობა, რა არის დრო, სივრცე. როგორ იცვლება და აღვიქვამთ მას. და რაც მთავარია, ეს არ ხდება ბუნებრივად და ავტომატურად, არსებობს ვიღაც, ვინც მართავს მას და ჩვენს ბედსაც. პ.ს. შემახსენეთ ფოტოებს როგორ ვტვირტავთ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th June 2024 - 01:45 PM |