მინდა ეს თემა დაკარგულ ფორუმელებს მივუძღვნა,მართალია ამ ფორუმზე დიდი ხანი არაა რაცავარ მარა უკვე ყველანი სემიყვარდით
]ხოდა დაწერეთ ვინ სად არის სად დაიკარგნენ.აი მაგალიტად სოი სად არის რას აკეთებს ვინ იცის?
გააჩნია ვინ გაინტერესებს მე ოკეანის გადაღმა ვარ. სწავლის და სამსახურის გამო ვერ ვახერხებ ხშირად
matashi
შენ ფორუმის ყველა საიდუმლო არ იცი.. უზენაესი რო ცათვლის რო მზად ხარ, გაიხსნება შენთვის ეგ დაფარული ცოდნა
გავთხოვდები და მეც დავიკარგები
ხო სოი გათხოვდა იმ რუს ბიჭს გაყვა ცოლად რო ხვდებოდა?
დეჯავიუ მაქვს თუ ეს თემა უკვე არსებობდა
არ დაკარგულა სოი. სახლში ლაგდება და რომ დავლაგდები, გამოვჩნდები ისევო.. ინტერნეტი არ აქვს და ვერც შემოდის ყველა ძალიან მიყვარხართ-ო. ანუ არ დაკარგულა.
მე ანანდა მენატრება. საოცარი ენერგეტიკის ფორუმელი იყო და მისი თარგმანებიც და პოსტებიც ძალიან ავსებდა აქაურობას
ki, ki asea vinc ki gatxovda tu daojaxda (tu jandaba ravici rogorc edzaxit.. yvela daikarga irma shemorcha erti. blanca xo gaxsovt?.vitom gatxovda?!..vin gaaubedura neta?
Internet Contraband...
ირმა ისევ აქაა?არცერთს არ ვიცნობ მარა მაგ ადამიანმა მემგონი ბევრი იცის.
chemi gadareuli anima mundi menatreba.. kidev alfa sadaa?
ხო მართლა ანიმა სად დაიკარგა დავურეკ ერთი
მეც დიდი ხანია რაც დავიკარგე, მალე ისევ შემოგემატებით.
კეთილი მოკითხვა ყველას.
რუსლან კაცური კაცი ))
bako
გივი როგორ დაიკარგა, თავისი გამორჩეული თემებით.
aba, givis dakargva iqneboda?!
acxonos ufalma
atmani da lashapoli sad arian?
ruslan
tikoroma
ruslan
უჰუ
არ გიცნობთ არცერთს მაგრამ შევამჩნიე, რომ ანიმა არ აქტიურობს ფორუმზე. ხომ დაბრუნდება?
kate-თან გაქვთ კონტაქტი?
მართლაც, ქეთისი არავინ არაფერი იცის? ((
DღEს მეც ვფიქრობდი ქეთიზე, ნეტა რ. Mოუვიდა?
სად იკარგებიან ჩვენი ფორუმელები კი არა,–სად დაიკარგა მთელი ფორუმი?
მე მუშაობას ვიწყებ
მაინც არ დავიკარგები ისეთი სამუშაო მაქვს
მე ჩავრჩი ამ სიმკვრივეში
მეოთხეში წასულებს მესიჯი: წაგვიყვანეთ ჩვენც თორემ უკან დაგაბრუნებთ ყველას!!!
აი ასე
წაგვიყვანეთ თორემ მე-3 სიმკვრივეს გავაფუჭებთ
და მეორე სიმკვრივიდან მოგიწევთ სულების წაყვანა
Lashapoli
ეზოთერული ფორუმი რომლის წევრებიც იკარგებიან - შეიძლება თავისუფლად ჩაითვალოს წარმატებულ ეზოთერულ ფორუმად..
ხუმრობა იქით იყოს და ხშირად მენატრებით ხოლმე და როცა მახსენდებ მიხერხდება - ძალიან მსიამოვნებს აქ შემოსლვა
მე დავბრუნდი
გოგა
პერიოდულად სულვიხედები აქ, მიყვარს ესფორუმი ფაქტია
Simulated
გამიხარდა, რომ ისევ შემოხვედი
მიყვარს ეს ფორუმი, ამ გადმოსახედიდან ბევრი მომცა. რაღაცნაირად ჩამოვშორდი ყველაფერს, მატერიალურ სამყაროში ავიხლართე ძაან ხოდა კი აისახა ჩემს აქ ყოფნაზეც, აღარც შემოვდიოდი. ხართ ძველები? არის ცოცხალი ფორუმი?
იგივე ტკბილი, აქტიური და თბილი ფორმით აღარ ფუნქციონირებს. სოციალური ქსელები უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა ნაწილისთვის. თუმცა მაინც ვიხედებით და თვალს ვადევნებთ.
რაც არ უნდა მატერიაში ჩაეფლოთ, ამ ფორუმის არსებობა ყოველთვის გაგახსენებთ, რომ "რაღაც არსებობს" )
რა თქმა უნდა, ვინც აქ ხართ რაღაც არსებობს-ზე შორს ხართ, არ დაკარგეთ ბალანსი არც აქ არც იქ. ამაში ვრწმუნდები როცა ზოგიერთ თქვენგანს გხვდებით და ეს მახარებს
მთავარია მატერიაში გადმოიტანოთ ის ცოდნა, რაც აქ მიიღეთ
old_man მიხარია შენი ხილვა ))
მე მეჩვენება თუ ბოლო წლებში ეზოთერიკის ინტერესმა იკლო ? ადრე მახსოვს ჩვენი ფორუმის გარდა, სხვა ქვეყნის სივრცეებშიც, სხვადასხვა ფორუმები ფუქნციონირებდა განხილვა მიდიოდა ბევრ რაღაცას ვკითხულობდი (რუსულენოვან თუ ინგლისურ ენოვან რესურსებზე) დღეს ვერაფერს ვეღარ ვაგნებ, ძველი ვებსაიტებიც მკვდარია.
გასხივოსნებულებო და სამდჰის მდგომარეობა გამოცდილებო როგორ ხართ )) ფორუმელების შეკრებაზე ხო არ გვეფიქრა ახლო მომავალში?
Simulated
ვფიქრობ პირიქით, თუმცა სხვა კუთხით გადავიდა ინტერესი, რომელიც ეზოთერულ ადამიანებს ნაკლებად დააინტერესებთ, პოპულისტური ინფორმაციები და მიმდინარეობები გახდა ტრენდული. მეორეს მხრივ მიხვდა ბევრი რომ მთლად საჯაროდ გამოტანა და საუბარი არ იყო სწორი შეიკეტნენ, დაჯგუფდნენ.
jarmen
მართლაც არაა ხალხი მზად ამ საკითხებზე საუბრისათვის. შეცდომაა ამ ყველაფერზე გახსნილად ლაპარაკი. გავიხსენოთ, რომ უამრავი დიდი მასწავლებელი პირდაპირ არ ლაპარაკობდა, „რადგან ირიბად ნათქვამი, უფრო პირდაპირ სჭრისო“(მგონი ასეა დიდოსტატის მარჯვენაში ნათქვამი). ქრისტე როცა იგავებით ლაპარაკობდა იცოდა რომ ეს იყო ერთი გზა, რითაც ხალხთან შეიძლებოდა ლაპარაკი.
ჩვენ ამ ფორუმზე შეიძლება ისეთს არაფერს ვამბობთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებისათვისაც ეს ყველაფერი ძნელი გასაგებია და უფრო უარესი ისაა, რომ არასწორად ესმით კიდეც.
მეორე მოვლენა, რაც ასე ძლიერად მოქმედებს ჩვენზე, ყველაზე, ესაა ინტერნეტ სივრცე, რომელმაც გადაგვყლაპა და ცის ფერი აღარ გვახსოვს როგორია. ამიტომაც სერიოზულ თემებზე საუბრის მაგივრად, რაღაც დაუსრულებელი ვიდეოების ყურება გვირჩევია. დრო კი გარბის. გვეჩვენება, რომ დრო აჩქარდა, მალე გადის. მაგრამ სინამდვილეში ინტერნეტ სივრცე აღარ გვიშვებს. ჩაფლულები ვართ და თვალს ვერ ვწყვეტთ ჩვენს მობილურებს(უმეტეს შემთხვევაში და კომპებს).
earth
არადა როგორ მეანატრებით რომ იცოდეთ, მენატრება ის ძველი დროც და ფორუმელებიც. დღე არ გავა არ მოგიკითხოთ, რა კარგი იყო ფორუმის აქტიური პერიოდი?! აზრი დაკარგა მეთქი არ ვიტყვი, მაგრამ აშკარად ფეისბუქმა გაიტყუა ფორუმელები
elli
მადლობელი ვარ, რომ ის ლამაზი პერიოდი აქ ვიყავი და ის ლამაზი დღეები აქ ვწერდი და თქვენთან ვსაუბრობდი.
ერთი პერიიოდი ძალიან აქტიურად ვცდილობდი აღმედგინა ეს ყველაფერი.
ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერი თავისი გზით მიდის. სინანულის გრძნობით არაფერი გამოვიდა და არ გამოვა.
ის ენერგია, რაც აქ წარმოიქმნა მაშინ არ დაკარგულა. ის ჩვენშია, ყველაშია და ანთია ლამაზ კოცონად.
ქეთი წერდა, რომ ჩვენი ჯგუფი კიდევ შევხვედრივართ ინკარნაციებში. მჯერა რომ ასეა.
იყავი იმედით, იყავი სიხარულით, იყავი ბედნიერი გრძნობით და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს.
სიხარულსა და სიყვარულს სიყვარული და სიხარული მოჰყვება
ფორუმი იყო შეკრრბის ადგილი სადაც საღამოობით აქტიური საუბრები მიდიოდა, ფორუმელები ისევ აქ არიან, შეკრების ადგილები გამრავალფეროვნდა უბრალოდ. იყოს ფეისბუქი არ ვარ წინააღმდეგი საერთო ჩატის გაკეთების.
ცოტა სათქმელი შემომელია
მენატრებით კი
ვაჰ შემოვედი და ვეღარ გავდივარ
ისე ჩემს თემებში ცოტა აქტიურობაა ხოლმე
მარტო ვპოსტავ მარტო ვუკრავ მარტო ვცეკვავ
მომწერეთ ხოლმე, მიხარია
იმდენი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ ,ეხლა მივხვდი მართლა ძალიან მომნატრებიხართ
tikoroma
earth
გეთანხმები, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ალბათ, ქეთიც თავისთავად მართალი იყო. ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა, ბევრი ფიქრი გააღვიძა და ბევრი ილუზოაც აშალა....
ბოდიში ოფისთვის აქ ხართ და ბარემ აქვე დავწერ. მეგობრებო გეცოდინებათ www.gaia.com როგორციქნა ვიყიდე ერთი თვე და შევიხედე რახდება, გადასარევი ვიდეო ბიბლიოთეკა აქვთ. ისეთი ამ ქვეყანას და ყველას პრინციპში ჩვენ როარ გვაწყენდა, პირიქით ))) ვიფიქრე რაღაც ფილმებს გადმოვწერ და სუბტიტრებს გავაქართულებთქო ყველასთვის ხელმისაწვდომი რო იყოს, მაგრამ დრო არმაქვს ამ მომენტისთვის. თუ დაინტერესდებით თქვენც იქნებ რაღაც მოგვეფიქრებინა .
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)