IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კრიშნა, ღმერთის უზენაესი პიროვნე
Atman
post Sep 17 2011, 09:48 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაში ვისაუბროთ მხოლოდ კრიშნაზე - ღმერთის უზენაეს პიროვნებაზე. ნაწილ-ნაწილ დავდებ ტექსტებს შრილა პრაბჰუპადას წიგნიდან "კრიშნა". ასევე შემოგთავაზებთ ფოტოებს, ვიდეო და აუდიო-მასალებს კრიშნაზე.

დავიწყოთ ანიმაციური ფილმით "პატარა კრიშნა" (3 ნაწილად):



Маленький Кришна - Любимец Вриндавана

http://rutube.ru/tracks/3793345.html?v=5a6...01d9bfb60491262

Маленький Кришна - Непобедимый Герой

http://rutube.ru/tracks/3937954.html?v=11d...dd882067e9fde9d

ქართული საიტიდან:
http://2fun.ge/index.php?m=4&&id=5188

Mаленький Кришна - Невероятные пoдвиги

http://rutube.ru/tracks/3732442.html?v=941...143ff5828500373




კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა!კრშნა! ჰე
კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! ჰე
კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! რაკშა მამ
კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! კრშნა! პაჰი მამ
რამა! რაგჰავა! რამა! რაგჰავა! რამა! რაგჰავა! რაკშა მამ
კრშნა! კეშავა! კრშნა! კეშავა! კრშნა! კეშავა! პაჰი მამ




წინასიტყვაობა

დასავლეთში, როგორც კი დაინახავენ წიგნს - "კრიშნა", მაშინვე დიდი ინტერესით კითხულობენ: "ვინ არის კრიშნა? კრიშნას გვერდზე მდგომი გოგონა ვინაა" და ა.შ.

დაუფიქრებლად შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ კრიშნა არის ღმრთეების უზენაესი პიროვნება. რატომ? იმიტომ, რომ იგი ზუსტად პასუხობს უზენაესი არსების, ღმრთეების აღწერილობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიშნა ღმრთეებაა, ვინაიდან ყოვლისმიმზიდველია. ყოვლისმიმზიდველობის პრინციპის გარეშე სიტყვა ღმრთეებას აზრი არა აქვს. მაგრამ როგორ შეიძლება ვინმე ყოვლისმიმზიდველი იყოს? უპირველეს ყოვლისა, თუკი ვინმე მდიდარია, დიდძალ ქონებას ფლობს, იგი ხალხს იზიდავს, ამასთანავე მიმზიდველია ძლიერი, სახელოვანი, გარეგნულად მეტად მომხიბვლელი, ბრძენი ან ისეთი პიროვნება, ვისაც არავითარი სიმდიდრისადმი მიჯაჭვულობა არ გააჩნია. ასე რომ, პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია დავსკვნათ, რომ მიმზიდველობის მიზეზევბს წარმოადგენს: 1. სიმდიდრე, 2. ძლევამოსილება, 3. დიდება, 4. სილამაზე, 5. სიბრძნე და 6. განდეგილობა. უნდა ვაღიაროთ, რომ ის, ვინც ყველა ამ სიმდიდრეს ერთდროულად და განუსაზღვრელად ფლობს, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას წარმოადგენს. ღმრთეების პიროვნების ეს დიადი მხარეები აღწერილია პარაშარა მუნის, დიადი ვედური ავტორიტეტის მიერ.

ჩვენ შევხვედრივართ უამრავ ძლიერ, ლამაზ, განათლებულ, სწავლულ პიროვნებას და უამრავ განდეგილის ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანს, რომელიც მატერიალურ საკუთრებას არ არის მიჯაჭვული. მაგრამ კაცობრიობის ისტორიაშI არ არსებულა კრიშნას მსგავსი, ერთსა და იმავე დროს უსაზღვროდ მდიდარი, სახელოვანი, ლამაზი, ბრძენი და განდეგილი პიროვნება. კრიშნა ისტორიული პიროვნებაა, რომელიც დედამიწას 5 000 წლის წინ მოევლინა. მან 125 წელი დაჰყო მიწაზე და ჩვეულებრივი ადამიანივით იქცეოდა, მაგრამ მისი საქმიანობები შეუდარებელი გახლდათ. კრიშნას ყოველ მოქმედებას, მისი გამოჩენის წამიდან გაუჩინარებამდე, მსოფლიოს ისტორიაში ვერაფერი შეედრება, ამიტომ ის, ვინც კი იცის, რას ვგულისხმობთ ღმრთეებაში, კრშნას ღმრთეების უზენაეს პიროვნებად აღიარებს. არავინ არის ღმრთეების სწორი და არავინ არის მასზე დიადი. ეს გახლავთ მნიშვნელობა გამოთქმისა "დიდ არს ღმერთი".

ქვეყნად არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვაგვარად ლაპარაკობენ ღმერთზე, მაგრამ ვედური ლიტერატურა და ყოველი ეპოქის დიადი აჩარიები, ღმერთის მეცნიერების მცოდნე უფლებამოსილი პიროვნებები, როგორებიც არიან შანკარა, რამანუჯა, მადჰავა, ვიშნუსვამი, უფალი ჩაიტანია და ყოველი მათი მიმდევარი მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ხაზით, ერთხმად აღიარებენ კრიშნას ღმერთის უზენაეს პიროვნებად. ხოლო რაც ჩვენ, ვედური ცივილიზაციის მიმდევრებს შეგვეხება, ჩვენ ვაღიარებთ ვედურ ისტორიას მთელი სამყაროსი, რომელიც სხვადასხვა პლანეტარულ სისტემებს მოიცავს. ამ სისტემებს ეწოდება სვარგალოკები, ანუ მაღალი პლანეტარული სისტემები, მარტიალოკები, ანუ შუამდებარე პლანეტარული სისტემები და პატალალოკები, ანუ დაბალი პლანეტარული სისტემები. თანამედროვე ისტორიკოსებს არ შეუძლიათ დედამიწაზე 5 000 წლის წინათ მომხდარი მოვლენების ისტორიული სიცხადით წარმოდგენა, ხოლო ანთროპოლოგები აცხადებენ, რომ 40 000 წლის წინ ამ პლანეტაზე ჰომო საპიენსი ჯერ არ არსებობდა, ვინაიდან იმ დროისათვის ევოლუციას კიდევ ვერ მიეღწია ამ სტადიისათვის. მაგრამ ვედური მატიანეები, პურანები და "მაჰაბჰარატა", მოგვითხრობს მილიონობითა და მილიარდობით წლების წინათ მომხდარ ამბებს.

მაგალითად, ამ ნაწარმოებებში მოთხრობილია მრავალი მილიონი წლის წინათ კრიშნას მოვლინებებთან და გაუჩინარებებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. "ბჰაგავად-გიტას" მეოთხე თავში კრიშნა უცხადებს არჯუნას, რომ ისიც და არჯუნც მრავალჯერ იყვნენ დაბადებულნი და რომ მას (კრიშნას) შესანიშნავად ახსოვს ყოველი დაბადება, არჯუნას კი - არა. ეს ეპიზოდი ნათლად გამოხატავს განსხვავებას კრიშნასა და არჯუნას ცოდნას შორის. შეიძლება, არჯუნა ძლევამოსილი მეომარი, კურუს დინასტიის წარჩინებული წევრი გახლდათ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იგი ხომ მაინც ჩვეულებრივი ადამიანი იყო; მაშინ როდესაც კრიშნა, ღმერთის უზენაესი პიროვნება, უსაზღვრო ცოდნის მფლობელია. უსაზღვრო ცოდნის გამო კი მისი მეხსიერებაც უსაზღვროა.

კრიშნას ცოდნა იმდენად სრულყოფილია, რომ მას მილიონობითა და მილიარდობით წლის წინათ მომხდარი ყველა შემთხვევა ახსოვს, ხოლო არჯუნას ცოდნა დროითა და სივრცით არის შეზღუდული, ვინაიდან იგი ჩვეულებრივი ადამიანია. მეოთხე თავში კრიშნა აცხადებს, რომ მას ახსოვს, თუ როგორ გადასცა რამდენიმე წლის წინ "ბჰაგავად-გიტას" მოძღვრება მზის ღმერთს - ვივასვანს.

დღეს ათეისტთა შორის მოდად იქცა სხვადასხვაგვარი მისტიკური პროცესების საშუალებით ღმერთად გახდომის მცდელობა. ჩვეულებრივ, ათეისტები ღმერთად აცხადებენ თავს თავიანთი ფანტაზიისა თუ მედიტაციური სიმარჯვის გამო. კრიშნა ასეთი ღმერთი არ არის. კრიშნა არ იქცევა ღმერთად არც მედიტაციის მისტიკური პროცესების გამოგონებით და არც მისტიკური იოგას ვარჯიშებით მკაცრი ეპითემიების შესრულებით. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი არასოდეს ხდება ღმერთი, ვინაიდან ყველა შემთხვევაში ღმრთეებაა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 17 2011, 01:40 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman l_book.gif
smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 17 2011, 03:10 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დედის ძმის, კამსას საპყრობილეში, სადაც მისი მშობლები იყვნენ დატუსაღებულნი, დედის სხეულიდან გამოსული კრიშნა ოთხხელიანი ვიშნუ-ნარაიანას სახით წარსდგა. შემდეგ კვლავ ბავშვად იქცა და სთხოვა მამამისს, რომ ნანდა მაჰარაჯასა და მისი ცოლის, იაშოდას სახლში წაეყვანა იგი. ჯერ კიდევ პატარა იყო, რომ უზარმაზარი დემონი ქალი პუტარა მის მოკვლას შეეცადა, მაგრამ როცა კრიშნამ ძუძუ მოწოვა, სიცოცხლეც გამოსწოვა მას. ესაა განსხვავება ნამდვილ ღმერთსა და მისტიკურ ქარხანაში შექმნილ ღმერთს შორის. კრიშნას არ ჰქონია მისტიკური იოგას პრაქტიკის შესაძლებლობა, თუმცა ყოველ ნაბიჯზე ავლენდა თავს ღმერთის უზენაეს პიროვნებად - ჩვილობიდან ბავშვობამდე, ბავშვობიდან სიჭაბუკემდე და ა.შ. ამ წიგნში - "კრიშნა" - მისი, როგორც ადამიანის, ყველა საქმიანობაა აღწერილი. თუმცა კრიშნა ადამიანის როლს თამაშობს, იგი ყოველთვის ღმერთის უზენაეს პიროვნებად რჩება.

რადგან კრიშნა ყოვლისმიმზიდველია, უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი ჩვენი სურვილი კრიშნასკენ უნდა მივმართოთ. "ბჰაგავად-გიტაში" ნათქვამია, რომ ინდივიდუალური პიროვნება სხეულის მფლობელი ანუ ბატონია, მაგრამ კრიშნა, რომელიც ყველას გულში მყოფ ზესულს წარმოადგენს, ყოველი ინდივიდუალური სხეულის უზენაესი მფლობელი და უზენაესი ბატონი გახლავთ. ამიტომ თუკი სიყვარულის ჩვენს მიდრეკილებებს მხოლოდ კრიშნასკენ მივმართავთ, მაშინ თავისთავად მიიღწევა სამყაროსეული სიყვარული, ერთობა და მშვიდობა. ხის ფესვების მორწყვისას თავისთავად ირწყვება ტოტები, შტოები, ფოთლები და ყვავილები; როდესაც პირის გზით კუჭს საჭმელს ვაძლევთ, სხეულის ყველა ნაწილი კმაყოფილდება.

უზენაესზე ყურადღების კონცენტრაციისა და მისადმი სიყვარულის მიძღვნს ხელოვნებას კრიშნას ცნობიერება ეწოდება. ჩვენ დავაარსეთ კრიშნას ცნობიერების მოძრაობა, რათა უბრალოდ სიყვარულის კრიშნასკენ მიმართვით ყველამ შეძლოს სხვათა სიყვარულის მიდრეკილების დაკმაყოფილება. მთელს მსოფლიოს მგზნებარედ სურს სხვათა სიყვარულის მიძინებული მიდრეკილების დაკმაყოფილება, მაგრამ სხვადასხვა გამოგონილი მეთოდებ, როგორიცაა სოციალიზმი, კომუნიზმი, ალტრუიზმი, ჰუმანიტარიზმი, ნაციონალიზმი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მსოფლიოში მშვიდობისა და აყვავებისთვის არის გამოგონილი, ამაოა და განწირული კრიშნას სიყვარულის მეცნიერებაში ჩვენი დიდი უმეცრების გამო. საერთოდ, ადამიანები ფიქრობენ, რომ ზნეობრივი პრინციპებისა და რელიგიური რიტუალების განმტკიცებით ბედნიერებას ეწევიან. სხვებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ბედნიერება ეკონომიკური განვითარებით მიიღწევა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ უბრალოდ გრძნობათა დაკმაყოფილება მოუტანთ ბედნიერებას. მაგრამ ჭეშმარიტი ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს მხოლოდ კრიშნას სიყვარული გააბედნიერებს.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 17 2011, 03:32 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრიშნას ადამიანის სიყვარულის მიდრეკილებების დაკმაყოფილება სრულყოფილად შეუძლია სხვადასხვა ურთიერთობებში, რომელსაც ტრანსცენდენტული ურთიერთობის გემო, ანუ რასები ეწოდება. ძირითადად თორმეტი სახის სასიყვარულო ურთიერთობა არსებობს. ადამიანს შეუძლია უყვარდეს კრიშნა როგორც უზენაესი უცნობი, უზენაესი ბატონი, უზენაესი მეგობარი, უზენაესი სატრფო. ეს არის ხუთი ძირითადი სასიყვარულო რასა. პიროვნებას არაპირდაპირ კიდევ შვიდ სხვადასხვა ურთიერთობაში შეუძლია კრიშნას სიყვარული, რომელიც თითქოს განსხვავდება ხუთი მთავარი ურთიერთობისგან. მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ ვინმე უბრალოდ კრიშნასკენ მიმართავს კრიშნას სიყვარულის მთვლემარე მიდრეკილებას, მას წარმატება ელის ცხოვრებაში. ეს მოგონილი არაა, ფაქტი გახლავთ, რომლის შეცნობა მისი პრაქტიკული განხორციელებით შეიძლება. ადამიანს შეუძლია უშუალოდ აღიქვას კრიშნას სიყვარულის გავლენა თავის ცხოვრებაზე.

"ბჰაგავად-გიტას" მეცხრე თავში კრიშნას ცნობიერების ამ მეცნიერებას ეწოდება ცოდნის მეფე, ყოველივე საკრალურის მეფე და ტრანსცენდენტული რეალიზაციის უმაღლესი მეცნიერება. მიუხედავად ამისა, ჩვენ უშუალოდ შეგვიძლია კრიშნას ცნობიერების მეცნიერების შედეგების გამოცდა, ვინაიდან მისი განხორციელება მეტად ადვილი და სასიამოვნოა. კრიშნას ცნობიერების ნებისმიერი წილით შესრულება სამარადისოდ აჩნდება ჩვენს ცხოვრებას, რამეთუ იგი არასოდეს იკარგება. უკვე რეალურად იქნა დამტკიცებული, რომ დასავლეთის ქვეყნების დღევანდელ დაბნეულ და სასოწარკვეთილ ახალგაზრდობას უშუალოდ შეუძლია გამოსცადოს, რა მოაქვს ჩვენი სიყვარულის მიდრეკილების მხოლოდ კრიშნასკენ მიმართვას.

ნათქვამია, რომ პიროვნება შეიძლება სიცოცხლეში მკაცრ ასკეზებს, ეპითიმიებსა და მსხვერპლშეწირვებს ასრულებდეს, მაგრამ თუკი კრიშნასადმი მთვლემარე სიყვარულს ვერ გამოიღვიძებს, მთელი მისი ეპითიმიები უსარგებლოდ უნდა ჩაითვალოს. მეორეს მხრივ, თუკი პიროვნებამ გაიღვიძა კრიშნასადმი მთვლემარე სიყვარული, რაღა აზრი აქვს უსარგებლო ასკეზებსა და ეპითიმიებს?

კრიშნას ცნობიერების მოძრაოა ამ ეპოქის დაცემულ სულთათვის უფალი ჩაიტანიას შეუდარებელი საჩუქარია. ეს მეტად მარტივი მეთოდი გახლავთ, რომელსაც უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე დასავლეთის ქვეყნებში რეალურად ანხორციელებენ და უეჭველია, რომ ამ მოძრაობას შეუძლია დააკმაყოფილოს კაცობრიობის მთვლემარე სწრაფვა სიყვარულისაკენ. წიგნი "კრიშნა" მორიგი ნაშრომია, რომელიც დაიწერა დასავლეთის სამყაროში კრიშნას ცნობიერების მოძრაობის დასახმარებლად. ეს ტრანსცენდენტული ნაწარმოები მდიდარი ილუსტრაციებით ორ ნაწილად გამოიცა. ხალხს დროისა და ენერგიის დასახარჯად ათასგვარი მხატვრული ლიტერატურის კითხვა უყვარს. ახლა კი ამ მიდრეკილების კრიშნასაკენ მიმართვა შეიძლება. ამის შედეგი იქნება სულის მარადიული კმაყოფილება, როგორც ცალკეული პიროვნების, ასევე მთელი კაცობრიობისთვისაც.

"ბჰაგავად-გიტაში" ნათქვამია, რომ კრიშნას ცნობიერების გზაზე გაწეულ მცირეოდენ მცდელობასაც კი უდიდესი საფრთხისგან ხსნა შეუძლია. ასი ათასობით მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც ხალხმა კრიშნას ცნობიერებაში მცირეოდენი წინსვლით ცხოვრების უდიდეს ხიფათს დააღწია თავი. ამიტომ ვთხოვთ ყველას ამ უდიადესი ტრანსცენდენტული ლიტერატურით სარგებლობის შესაძლებლობის გამოყენებას. ადამიანი ხვდება, რომ ყოველი გვერდის წაკითხვის შემდეგ მისთვის ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის, ფილოსოფიის, რელიგიის უდიადესი განძი გახდება საცნაური და საბოლოოდ, მხოლოდ ამ ერთი წიგნის, "კრიშნას" წაკითხვით, ღმერთის სიყვარული ნაყოფს გამოიღებს.

უდიდესი მადლობა შრიმან ჯორჯ ჰარისონს, რომელიც ახლა ჰარე კრიშნას გალობს. მან ამ ტომის გამოცემის ხარჯის დასაფარად გულუხვი შესაწირი გაიღო 19 000 დოლარის ოდენობით. დაე, კრიშნამ დაასაჩუქროს ეს მშვენიერი ყმაწვილი შემდგომი წინსვლით კრიშნას ცნობიერებაში.

და ბოლოს, ჩემი მარადიული ლოცვა-კურთხევა შრიმან შიამასუნდარა დასა ადჰიკარის, შრიმან ბრაჰმანანდა დასა ბრაჰმაჩარის, შრიმან ჰაიგრივა დასა ადჰიკარის, შრიმან სატსვარუპა დასა ადჰიკარის, შრიმატი დევაჰუტი დევის, შრიმატი ჯადურანი დასის, შრიმან მყრალიდჰარა დასა ბრაჰმაჩარის, შრიმან ბჰარადჰვრაჯა დასა ადჰიკარისა და შრიმან პრადიუმნა დასა ადჰიკარის და სხვ. იმ მრავალმხრივი გულმოდგინე შრომისთვის, რომლის წყალობითაც ეს წიგნი წარმატებით გამოიცა.

ჰარე კრიშნა!

ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი

26.02.1970 წელი


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 17 2011, 04:54 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 18 2011, 09:25 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





შესავალი

ვიდრე ამ წიგნის წერას შევუდგებოდე, უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, მოკრძალებული თაყვანისცემა მივაგო ჩემს სულიერ მოძღვარს, ომ ვიშნუპადა 108 შრი შრიმად ბჰაკრისიდდჰანტა სარასვატი გოსვამი მაჰარაჯა პრაბჰუპადას. შემდეგ, ნება მიბოძეთ, მოკრძალებულად ვცე თაყვანი წყალობის ოკეანეს, უფალ შრი კრიშნა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს. იგია ღმერთის უზენაესი პიროვნება, თავად კრიშნა, რომელიც ერთგული სამსახურის უმაღლესი პრინციპების გასავრცელებლად ერთგულის სახით მოევლინა. უფალმა ჩაიტანიამ ქადაგება დაიწყო ქვეყანა გაუდადეშადან (დასავლეთ ბენგალიიდან). და ვინაიდან მე მადჰავა-გაუდია-სამპრადაიას ვეკუთვნი, თავს მოვალედ ვთვლი თაყვანი ვცე ჩვენს მოწაფეობრივ თანმიმდევრობას. მადჰავა-გაუდია-სამპრადაია ცნობილია ასევე ბრაჰმა-სამპრადაიად, ვინაიდან მოწაფეობრივი თანმიმდევრობა თავდაპირველად ბრაჰმადან დაიწყო. ბრაჰმამ ბრძენ ნარადას ასწავლა, ნარადამ - ვიასადევას, ვიასადევამ კი - მადჰავა მუნის, ანუ მადჰავაჩარიას. მადჰავენდრა პური, მადჰავა-გაუდია-სამპრადაიას დამაარსებელი, მადჰავაჩარიას მოწაფეობრივ თანმიმდევრობას ეკუთვნოდა; მას მრავალი სახელოვანი მოსწავლე ჰყავდა როგორც სანნიასას (განდეგილის), ასევე მეოჯახის ცხოვრების წესში, ნიტიანანდა პრაბჰუს, ადვაიტა პრაბჰუსა და იშვარა პურის მსგავსნი. იშვარა პური თავად ჩაიტანია მაჰაპ[რაბჰუს სულიერი მოძღვარი გახლდათ. ასე რომ, მოწიწებით ვეთაყვანები იშვარა პურის, ნიტიანანდა პრაბჰუს, შრი ადვაიტა აჩარია პრაბჰუს, შრივასა პანდიტსა და შრი გადადჰარა პანდიტს. შემდეგ მოწიწებულ თაყვანს ვცემ სვარუპა დამოდარას, რომელიც პირად მდივნობას უწევდა უფალ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს; მოკრძალებული თაყვანისცემა მივაგოთ შრი ვასუდევა დატტასა და უფალ ჩაიტანიას მუდმივ თანაშემწეს, შრი გოვინდას, უფალ ჩაიტანიას განუყრელ მეგობარს, მუკუნდას, აგრეთვე მურარი გუპტას. მოკრძალებული თაყვანი ვცეთ ვრინდავანის ექვს გოსვამის: შრი რუპა გოსვამის, შრი სანატანა გოსვამის, შრი რაგჰუნათჰა ბჰატტა გოსვამის, შრი გოპალა ბჰატტა გოსვამის, შრი ჯივა გოსვამისა და შრი რაგჰუნათჰა დასა გოსვამის.

თავად კრიშნამ განმარტა "ბჰაგავად-გიტაში", რომ იგია ღმერთის უზენაესი პიროვნება. როდესაც ქვეყნად ირღვევა ადამიანის რელიგიური ცხოვრების მარეგულირებელი პრინციპები და არარელიგიურობა ბატონობს, იგი დედამიწაზე ევლინება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ დროს, როცა უფალი კრიშნა მოევლინა, ამ პლანეტაზე, ანუ ამ სამყაროში, დაგროვილი ცოდვილიანი მოქმედებების ტვირთის შემსუბუქება იყო საჭირო. მატერიალური სამყაროს საქმეებს უფალი მაჰა-ვიშნუ, კრიშნას სრული ნაწილი განაგებს.

როდესაც უფალი ჩამოდის, მისი ინკარნაცია ვიშნუსგან მომდინარეობს. მაჰა-ვიშნუ მატერიალური სამყაროს შექმნის თავდაპირველი მიზეზია და მისგან მომდინარეობს გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ. საერთოდ, მატერიალურ სამყაროში მოსული ყოველი ინკარნაცია კშიროდეკაშაიი ვიშნუსგან მომდინარე სრულ ექსპანსიას წარმოადგენს. ამიტომ ცოდვილიანი მოქმედებების ტვირთისგან დედამიწის შემსუბუქება არ ეხება ღმერთის უზენაეს პიროვნებას, თავად კრიშნას. მაგრამ კრიშნას მოვლინებისას ყველა ვიშნუს ექსპანსია მას უერთდება. კრიშნას სხვადასხვა ექსპანსიები, სახელდობრ, ნარაიანა, ოთხმაგი ექსპანსიები - ვასუდევა, სანკარშანა, პრადიუმნა და ანნირუდჰა, ისევე როგორც ნაწილობრივი სრული ექსპანსია მატსია, თევზის ინკარნაცია, სხვა იუგა ავატარები (ეპოქის ინკარნაციები) და მანვანტარა ავატარები, მანუს ინკარნაციები - ყველანი ერთიანდებიან და კრიშნას, ღმერთის უზენაესი პიროვნების სხეულთან ერთად მოდიან. კრიშნა სრული მთელია და მას ყოველთვის თან ახლავს ყველა სრული ექსპანსია და ინკარნაცია.

როცა კრიშნა მოევლინა, მას უფალი ვიშნუც ახლდა თან. სინამდვილეში, კრიშნა ევლინება, რათა აჩვენოს თავისი ვრინდავანის გართობები, მიიზიდოს იღბლიანი განპირობებული სულები და შინ, ღმრთეებასთან დააბრუნოს ისინი. დემონთა მოკვლა, რასაცკრიშნას ნაწილი ვიშნუ ასრულებდა, თან ახლდა მის საქმიანობებს ვრინდავანში.

"ბჰაგავად-გიტას" მერვე თაის მეოცე ლექსში დამტკიცებულია, რომ არსებობს სხვა, მარადიული ბუნება, სულიერი ზეცა, რომელიც ტრანსცენდენტულია (მიღმიერია) ამ გამოვლენილი და გამოუვლენელი ბუნების მიმართ. გამოვლენილი სამყაროს დანახვა შეიძლება უამრავი ვარსკვლავისა და პლანეტარული სისტემის სახით, როგორიცაა მზე და მთვარე, მაგრამ მათ მიღმა მდებარეობს გამოუვლენელი ნაწილი, რომლის მიღწევაც ამ სხეულში არავის შეუძლია. ამ გამოუვლენელი მატერიის მიღმა კი სულიერი სამეფოა. "ბჰაგავად-გიტა" ამ სამეფოს აღგვიწერს როგორც უმაღლესსა და მარადიულს. იგი არასოდეს ნადგურდება, მაგრამ ის ნაწილი, სულიერი ბუნება, უცვლელი რჩება.

ღმერთის უზენაესი პიროვნების, კრიშნას უმაღლესი სავანე "ბრაჰმა-სამჰიტაშიც" აღწერილია როგორც ჩინტამანის სავანე. უფალი კრიშნას ეს სამყოფელი, რომელიც გოლოკა ვრინდავანადაა ცნობილი, სავსეა ნატვრისთვალით ნაგები სასახლეებით. იქ ხეებს ნატვრის ხეები ჰქვია, ძროხებს კი - სურაბჰი. უფალს იქ ასობით და ათასობით ბედის ქალღმერთი ემსახურება. უფალს ჰქვია გოვინდა, თავდაპირველი უფალი, და იგია ყოველ მიზეზთა მიზეზი. უფალი იქ ფლეიტაზე უკრავს, თვალები ლოტოსის ფურცლებს მიუგავს და სხეული ლამაზი ღრუბლის ფერი აქვს. თავს ფარშევანგის ბუმბული უმშვენებს. მისი მიმზიდველობა ათასი კუპიდონის მშვენებას აღემატება. "ბჰაგავად-გიტაში" უფალი კრიშნა გაკვრით ყვება თავისი პირადი სავანის შესახებ, რომელიც უმაღლესი პლანეტაა სულიერ სამეფოში. მაგრამ "შრიმად-ბჰაგავატამშI" კრიშნა უშუალოდ გვეცხადება მთელი ატრიბუტებით და გვიჩვენებს თავის საქმიანობებს ვრინდავანში, შემდეგ მათჰურასა და დვარაკაში. ეს წიგნი თანმიმდევრულად აღწერს ყველა ამ საქმიანობას.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 18 2011, 10:00 AM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
მადლობა ამ ულამაზესი თემისათვის, ორი ანიმაცია უკვე ვნახე, ძალიან მომეწონა. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 18 2011, 10:03 AM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth

გაიხარე! smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 18 2011, 10:23 AM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოჯახს, რომელშიც კრიშნა მოევლინა, იადუს დინასტია ჰქვია. ეს დინასტია ეკუთვნის საგვარეულოს, რომელიც სომას, პლანეტა მთვარის ღმერთისგან მომდინარეობს. არსებობს კშატრიების ორი სამეფო ოჯახი. ერთი პლანეტა მთვარის მეფისგან მომდინარეობს, მეორე კი - პლანეტა მზის მეფისგან. ღმერთის უზენაესი პიროვნება, ჩვეულებრივ, კშატრიის ოჯახში მოდის, ვინაიდან რელიგიური პრინციპები, ანუ მართებული ცხოვრება უნდა დაამკვიდროს. ვედური სისტემის მიხედვით, კშატრიის ოჯახი ადამიანთა მოდგმის დამცველია. როდესაც ღმერთის უზენაესი პიროვნება უფალი რამაჩანდრას სახით მოევლინა, იგი რაგჰუ-ვამშად ცნობილ მზის ღმერთისგან წამოსულ ოჯახში იშვა; ხოლო უფალი კრიშნას სახით მოვლინება იადუ-ვამშას შტოში მოხდა. "შრიმად-ბჰაგავატამის" მეცხრე სიმღერის ოცდამეოთხე თავში მოცემულია იადუ-ვამშას მეფეთა გრძელი სია. ყოველი მათგანი დიადი, ძლევამოსილიმეფე იყო. კრიშნას მამას ერქვა ვასუდევა, ძე შურასენასი, იადუს დინასტიის ჩამომავლისა. სინამდვილეში ღმერთის უზენაესი პიროვნება მატერიალური სამყაროს არც ერთ დინასტიას არ ეკუთვნის, მაგრამ ოჯახი, რომელშიც ღმერთის უზენაესი პიროვნება ევლინება, მისი წყალობით ცნობილი ხდება. მაგალითად, სანდალის ხე ქვეყანა მალაიაში ხარობს. სანდალის ხეს მალაიას გარეშეც გააჩნია ფასეულობა, მაგრამ რამეთუ უმთავრესად რატომღაც მალაიაში ხარობს, მას მალაიას სანდალის ხე ეწოდება. ასევე კრიშნა, ღმერთის უზენაესი პიროვნება, ყველას ეკუთვნის, მაგრამ როგორც მზე ამოდის აღმოსავლეთიდან, თუმცა უამრავი სხვა მხრიდან შეეძლო ამოსვლა, თავისივე არჩევანით, უფალი გარკვეულ ოჯახში მოდის და ის ოჯახი სახელგანთქმული ხდება.

როდესაც კრიშნა ევლინება, მას ყველა თავისი სრული ექსპანსიაც ახლავს თან. კრიშნა ბალარამასთან (ბალადევასთან), თავის უფროს ძმასთან ერთად მოევლინა. ბალარამა სანკარშანას სათავე გახლავთ, რომელიც ოთხმაგ ექსპანსიას ეკუთვნის. ბალარამა კრიშნას სრული ექსპანსიაცაა. შევეცდებით ამ წიგნში წარმოვადგინოთ, როგორ მოევლინა კრიშნა იადუს დინასტიაში და როგორ გამოავლინა მან თავისი ტრანსცენდენტული თვისებები. ეს დიდი სიცხადით არის აღწერილი "შრიმად-ბჰაგავატამშI", კერძოდ, მეათე სიმღერაში, და ამ წიგნის საფუძVელიც "შრიმად-ბჰაგავატამი" იქნება.

უფლის გართობებს, ჩვეულებრივ, განთავისუფლებული სულები ისმენენ და ტკბებიან ამით. განპირობებულ სულებს უბრალო ადამიანების მატერიალური საქმიანობების შესახებ მოგონილი ისტორიების კითხვა აინტერესებთ. "შრიმად-ბჰაგავატამსა" და სხვა პურანებში ვხვდებით ამბებს, რომლებიც უფლის ტრანსცენდენტულ საქმიანობებს აღწერს. მაგრამ განპირობებული სულები მაინც ჩვეულებრივი თხზულებების შესწავლას ამჯობინებენ. მათ არ აინტერესებთ უფლის, კრიშნას გართობების შესწავლა. მიუხედავად ამისა, უფალი კრიშნას გართობების ამბები იმდენად მიმზიდველია, რომ ყველა კლასის ადამიანს ჰგვრის სიამოვნებას. ამ სამყაროში სამი კატეგორიის ხალხი არსებობს. ერთი კატეგორია განთავისუფლებულ სულებს მოიცავს, მეორე - მათ, ვინც განთავისუფლებას ცდილობს, მესამეში კი მატერიალისტები ერთიანდებიან. განთავისუფლებულია, ცდილობს განთავისუფლებას თუ უხეში მატერიალისტია, პიროვნება ნებისმიერ შემთხვევაშI საჭიროებს უფალი კრიშნას გართობების შესწავლას.

განთავისუფლებულ სულებს არ აინტერესებთ მატერიალისტური საქმიანობები. იმპერსონალისტური თეორია იმის შესახებ, რომ განთავისუფლების შემდეგ პიროვნება უმოქმედო ხდება და არაფრის მოსმენას არ საჭიროებს, მართებული არ არის. ცოცხალი არსება უმოქმედო ვერ იქნება. იგი განპირობებულ ან განთავისუფლებულ მდგომარეობაში მოქმედებს. მაგალითად, ავადმყოფიც მოქმედებს, მაგრამ ყოველი მისი მოქმედება ტკივილის მომტანია. როდესაც იგივე ადამიანი ავადმყოფობისგან განიკურნება, მაინც მოქმედებს, მაგრამ ჯანსაღ მდგომარეობაში მოქმედებას სიამოვნება მოაქვს. სწორედ ასევე, იმპერსონალისტებიც ცდილობენ დაავადებული მოქმედებებისგან განთავისუფლებას, მაგრამ მათ წარმოდგენა არ აქვთ ჯანმრთელ მდგომარეობაში შესრულებულ საქმიანობაზე. ჭეშმარიტად განთავისუფლებულნი და ცოდნით აღსავსენი კრიშნას საქმიანობების შესახებ მოსმენას იწყებენ. ამგვარი საქმიანობა წმინდა სულიერ მოქმედებას წარმოადგენს.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 18 2011, 10:56 AM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჭეშმარიტად განთავისუფლებული პიროვნებისათვის კრიშნას გართობების შესახებ მოსმენა ყველაზე მნიშვნელოვანია. განთავისუფლებულ მდგომარეობაში მყოფისთვის ეს უმაღლესი ნეტარების მომგვრელი საქმე გახლავთ. აგრეთვე, თუ პიროვნებები, რომლებიც განთავისუფლებას ცდილობენ, "ბჰაგავად-გიტასა" და "შრიმად-ბჰაგავატამის" მსგავს ამბებს ისმენენ, მათი განთავისუფლების გზა მეტად ნათელი ხდება. "ბჰაგავად-გიტა" "შრიმად-ბჰაგავატამის" შესწავლის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. "გიტას" შესწავლით ადამიანი ბოლომდე შეიმეცნებს უფალი კრიშნას მდგომარეობას და როდესაც კრიშნას ლოტოსის ტერფებთან ჰპოვებს ადგილს, კრიშნას ამბებს გაიგებს ისე, როგორც "შრიმად-ბჰაგავატამშია" აღწერილი. ამიტომ ეუბნებოდა უფალი ჩაიტანია თავის მიმდევრებს, რომ მათ მოვალეობას კრიშნა-კათჰას გავრცელება წარმოადგენს.

კრიშნა-კათჰა ნიშნავს მოთხრობებს კრიშნას შესახებ. არსებობს ორი სახის კრიშნა-კათჰა: კრიშნას მიერ და კრიშნას შესახებ გადმოცემული მოთხრობები. "ბჰაგავად-გიტა" არის მოთხრობა, ანუ ფილოსოფია, ანუ მეცნიერება ღმერთის შესახებ, გადმოცემული თავად კრიშნას მიერ. "შრიმად-ბჰაგავატამი" წარმოადგენს ამბავს კრიშნას საქმიანობებისა და ტრანსცენდენტული გართობების შესახებ. ორივე კრიშნა-კათჰაა. უფალმა ჩაიტანიამ მთელს მსოფლიოში ბრძანა კრიშნა-კათჰას გავრცელება, ვინაიდან თუკი განპირობებული სულები, რომლებიც მატერიალური არსებობის ტკივილებით იტანჯებიან, კრიშნა-კათჰას მიმართავენ, მათი განთავისუფლების გზა ხსნილი და ნათელი გახდება. ამ წიგნის გამოცემის მიზანი უმთავრესად ის გახლავთ, რომ დაარწმუნოს ხალხი კრიშნას, ანუ კრიშნა-კათჰას გაგების აუცილებლობაში, ვინაიდან ამ გზით ისინი მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლდებიან.

კრიშნა-კათჰა მეტად მიმზიდველი იქნება ყველაზე მატერიალისტური ხალხისთვისაც კი, ვინაიდან კრიშნას გართობები გოპებთან (მენახირე გოგონებთან) ზუსტად მოგვაგონებს მატერიალურ სამყაროში ახალგაზრდა გოგონებისა და ყმაწვილების სასიყვარულო ურთიერთობას. სინამდვილეში, სქესობრივი სურვილი, რომელსაც ადამიანთა საზოგადოებაში ვხვდებით, უჩვეულო არ გახლავთ, რადგან იგივე სქესობრივი სურვილი თავდაპირველ ღმერთის უზენაეს პიროვნებაში არსებობს. ტკბობის ენერგიას შრიმატი რადჰარანი ჰქვია. სასიყვარულო ლტოლვა სქესობრივი გრძნობების საფუძველზე ღმერთის უზენაესი პიროვნების პირვანდელი ასპექტია და ჩვენც, განპირობებულ სულებს, როგორც უზენაესის განუყოფელ ნაწილაკებს, იგივე გრძნობები გაგვაჩნია, მაგრამ მათ გაუკუღმართებული და წამიერი სახით განვიცდით. ამიტომ, როდესაც ისინი, ვინც მატერიალურ სამყაროში სქესობრივი ცხოვრებისკენ ილტვიან, ისმენენ გოპებთან კრიშნას გართობების შესახებ, ტრანსცენდენტულ სიამოვნებას განიცდიან. თუმცა გარეგნულად ეს ტკბობა მატერიალურს ჰგავს. აქედან მიღებული სიკეთე იქნება ის, რომ ისინი თანდათანობით სულიერ საფეხურამდე ამაღლდებიან. "ბჰაგავატამში" დადასტურებულია, რომ თუ ვინმე ავტორიტეტებისგან მორჩილებით ისმენს გოპებთან უფალი კრიშნას გართობების შესახებ, უფალთან ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურის დონეს მიაღწევს და მის გულში ავხორცობის მატერიალისტური სენი სრულიად გაქრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიალურ სექსუალურ ცხოვრებას ეს გადაწონის.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 18 2011, 11:24 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Прабхупада. Кришна - Бог

http://www.youtube.com/watch?v=0BDXgfWuVog...feature=related



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 18 2011, 11:34 AM
Post #12


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ წიგნის აუდიოვერსია (რუსულ ენაზე) შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან:

Источник Вечного Наслаждения

http://narod.ru/disk/18651580000/istocnik_vecnogo.rar.html

ეს კი 50 ისტორია კრიშნაზე:

50 Историй о Кришне

http://narod.ru/disk/1319712000/krishnastory50.rar.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 19 2011, 06:32 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრიშნა მიიზიდავს განთავისუფლებულ სულებს და პიროვნებებს, რომლებიც განთავისუფლებას ცდილობენ, ასევე უხეშ, განპირობებულ მატერიალისტებსაც. მაჰარაჯა პარიკშიტის სიტყვებით, რომელმაც კრიშნას შესახებ შუკადევა გოსვამისაგან მოისმინა, კრიშნა-კათჰა თანაბრად გამოადგება ყოველ ცოცხალ არსებას, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს იგი. ყველა უდიდესად შეაფასებს მას. მაგრამ მაჰარაჯა პარიკშიტი გვაფრთხილებდა იმის თაობაზეც, რომ შეიძლება კრიშნა კათჰამ ძლიერ არ მიიზიდოს ისინი, ვინც უბრალოდ ცხოველთა ხოცვითა და თვითმკვლელობით არიან დაკავებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს უსათუოდ მიიზიდავს ჩვეულებრივ პიროვნებებს, რომლებიც, მათი მდგომარეობის მიუხედავად, წმინდა წერილების მარეგულიერებელ მორალურ პრინციპებს მიჰყვებიან, და არა იმათ, ვინც სამარეს უთხრიან საკუთარ თავს. "შრიმად-ბჰაგავატამში" გამოყენებული შესაფერისი სიტყვაა პაშუგჰნა, რაც ცხოველების ან საკუთარი თავის მოკვლას ნიშნავს. არარეალიზებული პიროვნებები და ისინი, ვინც არ არიან სულიერი სრულქმნით დაინტერესებულნი, საკუთარ თავს უთხრიან სამარეს; ისინი თვითმკვლელები არიან. რაკი ადამიანის სიცოცხლის სახეობა განსაკუთრებით თვითრეალიზაციისთვის არის განსაზღვრული, საქმიანობების ამ მნიშვნელოვანი ნაწილის უარყოფით ადამიანი ცხოველივით ფუჭად ხარჯავს დროს. ასე რომ ის არის პაშუგჰნა. სიტყვის მეორე მნიშვნელობა ეხება მათ, ვინც მართლა ხოცავენ ცხოველებს - ცხოველთა მჭამელ პიროვნებებს (თვით ძაღლის მჭამელთაც), ვინაიდან ისინი ხოცავენ ცხოველებს მრავალგვარი გზით, მაგალითად ნადირობითა და სასაკლაოების გახსნით. ასეთ პიროვნებებს არ გაუჩნდებათ ინტერესი კრიშნა-კათჰას მიმართ.

მეფე პარიკშიტს განსაკუთრებით იტაცებდა კრიშნა-კათჰას მოსმენა, ვინაიდან იცოდა, რომ მისი წინაპრები - განსაკუთრებით კი ბაბუა, არჯუნა - ომში მხოლოდ კრიშნას წყალობით იმარჯვებდნენ. ეს მატერიალური სამყარო ჩვენც კურუკშეტრას ველად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამ ბრძოლის ველზე ყველა გაცხარებით იბრძვის არსებობისთვის. ყოველ ნაბიჯზე საფრთხეა მოსალოდნელი. მაჰარაჯა პარიკშიტის აზრით, კურუკშეტრას ველი საშიშI ცხოველებით სავსე უზარმაზარ ოკეანეს ჰგავდა. მის ბაბუა არჯუნას ბჰიშმას, დრონას, კარნასა და მრავალ სხვა დიად გმირთან მოუხდა ბრძოლა. ისინი ჩვეულებრივ მებრძოლებს არ ჰგავდნენ. ასეთი მებრძოლები შედარებულნი არიან ოკეანის ტიმინგილა თევზს. ტიმინგილა თევზს ადვილად შეუძლია დიდი ვეშაპის გადასანსვლა. სახელოვანი მეომრებისათვის სულაც არ წარმოადგენდა სირთულეს კურუკშეტრას ბრძოლის ველზე უამრავი არჯუნას შთანთქმა, მაგრამ უბრალოდ კრიშნას წყალობით არჯუნამ ყოველი მათგანი მოკლა. ისე, როგორც ადამიანს დაუბრკოლებლივ შეუძლია ხბოს ჩლიქის ზომის გუბურაზე გადასვლა, კრიშნას წყალობით, ასევე ადვილად გადაახტა არჯუნა კურუკშეტრას ბრძოლის ოკეანეს.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 19 2011, 06:50 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაჰარაჯა პარიკშიტი უამრავი სხვა მიზეზის გამოც დიდად აფასებდა კრიშნას საქმიანობებს. კრიშნამ არა მარტო მისი ბაბუა იხსნა, არამედ თვითონაც კრიშნას შემწეობით გადარჩა. კურუკშეტრას ბრძოლის ბოლოს კურუს დინასტიის ყოველი წევრი - როგორც დჰრიტარაშტრას მომხრე, ასევე პანდავების მხარეს მყოფი შვილები და შვილიშვილები - ბრძოლაში დაეცნენ. ხუთი ძმა პანდავის გარდა, ყველა კურუკშეტრას ბრძოლის ველზე მოკვდა. ამ დროს მაჰარაჯა პარიკშიტი დედის მუცელში იმყოფებოდა. მამამისი აბჰიმანიუც, არჯუნას შვილი, კურუკშეტრას ბრძოლის ველზე დაიღუპა. ამგვარად, მაჰარაჯკჯა პარიკშიტი მამის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. დედის მუცელში მყოფი ბავშვის მოსაკლავად აშვათჰამამ იარაღი ბრაჰმასტრა გამოუშვა. როდესაც მაჰარაჯა პარიკშიტის დედამ, უტტარამ, კრიშნას მიმართა, კრიშნამ მუცლის მოშლის საფრთხე დაინახა, ზესულის სახით შევიდა მის საშვილოსნოში და მაჰარაჯა პარიკშიტი გადაარჩინა. მაჰარაჯა პარიკშიტის მეორე სახელია ვიშნურატა, ვინაიდან იგი მუცელში ყოფნის დროს თავად უფალმა ვიშნუმ იხსნა.

ამდენად კრიშნასა და მისი საქმიანობების შესახებ მოსმენა უნდა აინტერესებდეს ყველას, ცხოვრების როგორი პირობებიც არ უნდა ჰქონდეს, რადგან იგი უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტება, ღმერთის უზენაესი პიროვნება გახლავთ. უფალი ყოვლისგამჭოლია, ცხოვრობს ყველას გულში და თავისი კოსმიური ფორმის სახითაც. და მაინც, როგორც "ბჰაგავად-გიტაშია აღწერილი, იგი ადამიანთა საზოგადოებაში თავისი ჭეშმარიტი სახით მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ ყველა თავის ტრანსცენდენტულ სავანეში, შინ, ღმრთეებასთან მიიწვიოს. კრიშნას გაგებას ყველა უნდა ესწრაფოდეს და ეს წიგნიც იმ მიზნითაა წარმოდგენილი, რომ ხალხმა გაიგოს კრიშნას შესახებ და სრულყოფილად გამოიყენოს ადამიანის სიცოცხლე.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 20 2011, 03:15 PM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"შრიმად-ბჰაგავატამის" მეცხრე სიმღერაში შრი ბალადევა აღწერილია, როგორც როჰინის, ვასუდევას ცოლის შვილი. ვასუდევას, კრიშნას მამას, თექვსმეტი ცოლი ჰყავდა და ერთ-ერთი მათგანი გახლდათ როჰინი, ბალარამას დედა. მაგრამ ბალარამასაც დევაკის შვილად აღწერენ; მაშ, ერთდროულად დევაკისა და როჰინის შვილი როგორ იქნებოდა? ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მაჰარაჯა პარიკშიტმა შუკადევა გოსვამის დაუსვა. თავის დროზე ამის პასუხსაც მოვისმენთ. რატომ მოხდა, რომ ვასუდევას შვილის სახით მოვლინების შემდეგ შრი კრიშნა დაუყოვნებლივ წაიყვანეს ნანდა მაჰარაჯასთან ვრინდავანში, გოკულაში? მას სურდა, გაეგო უფალი კრიშნას საქმიანობების შესახებაც მისი ვრინდავანში და მათჰურაში ყოფნისას. გარდა ამისა, განსაკუთრებით აინტერესებდა, თუ რატომ მოკლა კრიშნამ კამსა, თავისი დედის ძმა. კამსა, როგორც ბიძა, მეტად ახლო და მასზე უფროსი ნათესავი იყო. მაშ, როგორ მოკლა მან კამსა? პარიკშიტმა იკითხა ისიც, თუ რამდენი წელი დარჩა უფალი კრიშნა ადამიანთა საზოგადოებაში, რამდენ წელს მართავდა დვარაკას სამეფოს და რამდენი ცოლი შეირთო იქ. მეფე კშატრიას, როგორც წესი რამდენიმე ცოლი ჰყავდა; ამიტომ მაჰარაჯა პარიკშიტმა კრიშნას ცოლების რაოდენობის შესახებაც იკითხა. ამ წიგნს ძირითადად მაჰარაჯა პარიკშიტის მიერ დასმულ ამ და სხვა შეკითხვებზე შუკადევა გოსვამის პასუხები შეადგენს.

მაჰარაჯა პარიკშიტისა და შუკადევა გოსვამის მდგომარეობა უნიკალურია; მაჰარაჯა პარიკშიტი ის პიროვნება გახლავთ, ვისაც კრიშნას ტრანსცენდენტული გართობების შესახებ მოსმენა შეუძლია, შუკადევა გოსვამის კი მათი აღწერის უნარი შესწევს. თუკი ასეთ იღბლიან შეთანხმებას ექნება ადგილი, მაშინვე გამოვლინდება კრიშნა-კათჰა და ხალხს ამგვარი საუბრის საშუალებით უდიდესი მადლი მოეფინება.

შუკადევა გოსვამი მაშინ მოჰყვა ამ ამბავს, როდესაც მაჰარაჯა პარიკშიტი მზად იყო სხეულის დასატოვებლად, მარხულობდა რა განგის ნაპირზე. შუკადევა გოსვამის დასარწმუნებლად, რომ იგი კრიშნა-კათჰას მოსმენით არ დაიღლებოდა, მაჰარაჯა პარიკშიტმა გულწრფელად აღიარა: "შესაძლოა ჩვეულებრივი ხალხი ან მე შიმშილმა ან წყურვილმა შეგვაწუხოს, მაგრამ მოთხრობები კრიშნას შესახებ იმდენად შესანიშნავია, რომ ადამიანს შეუძლია დაუღალავად ისმინოს, ვინაიდან ამგვარ მოსმენას ტრანსცენდენტულ საფეხურამდე აჰყავს იგი." უნდა გვესმოდეს, რომ ძალზე ბედნიერია ის კაცი, ვინც მაჰარაჯა პარიკშიტის მსგავსად სერიოზულად უგდებს ყურს კრიშნა-კათჰას. იგი უდიდესი სიმტკიცით ისმენდა ამ მოთხრობებს, რამეთუ ყოველ წამს სიკვდილის მოლოდინში იყო. ყოველი ჩვენგანი ყოველ წამს უნდა ელოდეს სიკვდილს. ეს სიცოცხლე სამუდამოდ როდის გვეძლევა; აღსასრული ნებისმიერ დროს გველის. მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი ახალგაზრდაა თუ მოხუცი. მაშასადამე, სიკვდილის მოსვლამდე მთლიანად კრიშნას ცნობიერებაში უნდა ვიყოთ.

სიკვდილის პირას მდგომი მეფე პარიკშიტი შუკადევა გოსვამისგან ისმენდა "შრიმად-ბჰაგავატამს". შუკადევა გოსვამი დიდად ნასიამოვნები დარჩა, როდესაც მეფე პარიკშიტმა კრიშნას სესახებ მოსმენის უსაზღვრო სურვილი გამოხატა. შუკადევას სწორი არ ჰყავდა ბჰაგავატას მთხრობელთა შორის და იგი შეუდგა კრიშნას გართობების შესახებ მოყოლას, რაც კალის ამ ეპოქის ყოველგვარ უკეთურობას სპობს. შუკადევა გოსვამიმ მადლობა გადაუხადა მეფეს კრიშნას შესახებ მოსმენის დიდი სურვილის გამო და შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: "ძვირფასო მეფეო, მეტად გამჭრიახია შენი გონება, ვინაიდან ძლიერ გსურს კრიშნას გართობების შესახებ მოსმენა". მან ამცნო მაჰარაჯა პარიკშიტს, რომ კრიშნას გართობების შესახებ მოსმენა და გალობა იმდენად სასიკეთოა, რომ ეს პროცესი წმინდას ხდის მასში ჩაბმულ სამივე პიროვნებას: კრიშნას ტრანსცენდენტული ამბების მთხრობელს, მათ მსმენელსა და მას, ვინც ამის შესახებ კითხულობს. ეს გართობები სწორედ უფალი ვიშნუს ფეხის თითებიდან მომდინარე განგის წყალს ჰგავს: ისინი ასპეტაკებს სამ სამყაროს - ზედა, შუა და დაბალ პლანეტარულ სისტემებს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Sep 20 2011, 04:44 PM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Sep 18 2011, 11:34 AM) *
ამ წიგნის აუდიოვერსია (რუსულ ენაზე) შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან:

Источник Вечного Наслаждения

http://narod.ru/disk/18651580000/istocnik_vecnogo.rar.html

ეს კი 50 ისტორია კრიშნაზე:

50 Историй о Кришне

http://narod.ru/disk/1319712000/krishnastory50.rar.html


ჰინდუს წერილებ კითხულობს?


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 20 2011, 04:48 PM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი პირველი
უფალი კრიშნას მოვლინება



ოდესღაც სამყაროს მრავალი მეფის ჭარბი სამხედრო ძალა ამძიმებდა. სინამდვილეში, ეს მეფეები დემონები იყვნენ, მაგრამ თავს სამეფო წრის წარმომადგენლებად აჩვენებდნენ. მთელი სამყარო წუხდა იმ დროს და დემონ მეფეთა მიერ შექმნილი საფრთხის გამო დედამიწის განმგებელი ღვთაება, სახელად ბჰუმი, უფალ ბრაჰმასთან მივიდა. მან ძროხის სახე მიიღო, თვალცრემლიანი წარსდგა ბრაჰმას წინაშე და ნაღვლიანი მოთქვამდა უფლის თანაგრძნობის გასაღვიძებლად. ბჰუმიმ დედამიწის სავალალო მდგომარეობის შესახებ უამბო მას. ამის მოსმენამ დაამწუხრა უფალი ბრაჰმა და იგი მაშინვე გაეშურა რძის ოკეანისკენ, სადაც უფალი ვიშნუ ცხოვრობს. უფალ ბრაჰმას თან ახლდა ყველა ნახევარღმერთი უფალი შივას წინამძღოლობით, და ბჰუმიც მათ გაჰყვა. რძის ოკეანიესთან მისვლისთანავე უფალმა ბრაჰმამ დაიწყო უფალი ვიშნუს მოხმობა, რომელმაც ტახის ტრანსცენდენტული სახით მოვლენილმა ოდესღაც პლანეტა დედამიწა გადაარჩინა.

ვედურ მანტრებში მოცემულია განსაკუთრებული ლოცვა, რომელსაც პურუშა-სუკტა ეწოდება. როგორც წესი, ნახევარღმერთები ვიშნუს, ღმერთის უზენაეს პიროვნებას, პურუშა სუკტას გალობით სცემენ თაყვანს. ცნობილია, რომ პლანეტაზე მყუდროების დარღვევისთანავე ყოველი პლანეტის განმგებელ ღვთაებას შეუძლია მიმართოს სამყაროს უმაღლეს უფალს, ბრაჰმას, რომელსაც უნარი შესწევს, დაუკავშირდეს უზენაეს უფალ ვიშნუს, მაგრამ არა უშუალოდ, არამედ რძის ოკეანის ნაპირიდან. ამ სამყაროში არსებობს პლანეტა შვეტადვიპა და მასზე რძის ოკეანე მდებარეობს. სხვადასხვა ვედურ ნაწარმოებებში ნათქვამია, როგორც დედამიწაზე ვხვდებით მარილიანი წყლის ოკეანეს, ასევე, მრავალი სახის ოკეანე არსებობს სხვა პლანეტებზეც. ზოგან რძის ოკეანეა, ზოგან - ზეთის, ღვინისა და სხვ. ღმერთის უზენაესი პიროვნების, კშიროდეკაშაიი ვიშნუს დასაკმაყოფილებლად ნახევარღმერთები პურუშა-სუკტა ლოცვას წარმოთქვამენ. ვინაიდან იგი რძის ოკეანეზეა გაწოლილი, მას კშიროდეკაშაიი ვიშნუ ჰქვია. იგია ღმერთის უზენაესი პიროვნება, ამ სამყაროში ყოველი ინკარნაციის წყარო.

როდესაც ნახევარღმერთებმა ღმერთისადმი ლოცვა პურუშა-სუკტა აღავლინეს, პასუხი თითქოს არ მოესმათ. მაშინ უფალი ბრაჰმა მედიტაციას მიეცა და უფალი ვიშნუსგან ეპისტოლე მიიღო. შემდეგ ბრაჰმამ ეპისტოლე ნახევარღმერთებს გადასცა. ასეთია ვედური ცოდნის მიღების სისტემა. პირველი ვედური ცოდნა ბრაჰმამ გულში მიიღო ღმერთის უზენაესი პიროვნებისგან. "როგორც შრიმად-ბჰაგავატამის" დასაწყისშია ნათქვამი: ტენე ბრაჰმა ჰრდა - ვედების ტრანსცენდენტული ცოდნა უფალ ბრაჰმას გადაეცა გულში. აქაც, ამავე გზით, მხოლოდ ბრაჰმას შეეძლო უფალი ვიშნუს მიერ გადმოცემული ეპისტოლეს გაგება, რომელიც მან მაშინვე ნახევარღმერთებს აცნობა, რათა მათ დაუყოვნებლივ ემოქმედათ. ეპისტოლეში ნათქვამი იყო, რომ სულ მალე დედამიწას მოევლინებოდა ღმერთის უზენაესი პიროვნება თავისი უმაღლესი ძლევამოსილი ენერგიებით და ვიდრე იგი დემონთა განადგურებისა და ერთგულთა დამკვიდრების მისიის შესრულებისთვის პლანეტა დედამიწაზე იქნებოდა, ნახევარღმერთებიც მასთან დარჩებოდნენ დასახმარებლად. ყველანი დაუყოვნებლივ იადუს დინასტიის ოჯახში უნდა დაბადებულიყვნენ, სადაც გარკვეულ დროს უფალი მოევლინებოდა.

თავად ღმერთის უზენაესი პიროვნება, კრიშნა, მოევლინა ვასუდევას შვილად. მანამდე კი ყველა ნახევარღმერთი ცოლებთან ერთად სხვადასხვა ღვთისმოსავ ოჯახში მოევლინა, რათა უფლისათვის მისი მისიის შესრულებაში დახმარება გაეწიათ. აქ გამოყენებული სიტყვა ტატ-პრიიართჰამ სწორედ იმას ნიშნავს, რომ ნახევარღმერთები დედამიწაზე უფლის საამებლად უნდა გამოცხადებულიყვნენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნახევარღმერთია ნებისმიერი ცოცხალი არსება, რომელიც მხოლოდ უფლის სიამოვნებისათვის ცხოვრობს. ნახევარღმერთებს ისიც აუწყეს, რომ უფალი კრიშნას სრული ნაწილი, ანანტა, რომელსაც სამყარო თავისი მილიონობით თავით უკავია, აგრეთვე მოევლინება უფალი კრიშნას გამოცხადებამდე. მათ აცნობეს აგრეთვე, რომ უზენაესი უფლის ჩანაფიქრის შესასრულებლად მას განპირობებულ სულთა მომაჯადოებელი ვიშნუს გარეგანი ენერგიაც (მაიაც) მოჰყვება.

როდესაც უფალმა ბრაჰმამ, ყველა პრაჯაპატის, ანუ სამყაროს მოსახლეობის წინაპართა მამამ ნახევარღმერთებსა და ბჰუმის ყველაფერი ამცნო და ტკბილი სიტყვებით დაამშვიდა, იგი დაბრუნდა თავის სავანეში, უმაღლეს მატერიალურ პლანეტაზე, რომელსაც ბრაჰმალოკა ეწოდება.

იადუს დინასტიის წინამძღოლი, შურასენა, მართავდა ქვეყანა მათჰურას (მათჰურას მხარეს), აგრეთვე შურასენას სახელით ცნობილ მხარეს. მეფე შურასენას მმართველობის წყალობით მათჰურა იადუს მეფეთა სატახტო ქალაქად იქცა. ამის მიზეზი გახლდათ ისიც, რომ იადუს დინასტიის წევრები დიდი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ და იცოდნენ, რომ მათჰურა ის ადგილია, სადაც როგორც დვარაკაში, უფალი შრი კრიშნა მუდმივად ცხოვრობს.

ერთხელ ვასუდევა, შურასენას ვაჟი, დევაკიზე დაქორწინების შემდეგ ახლად შერთულ ცოლთან ერთად ეტლით შინ მიემგზავრებოდა. დევაკის მამას, დევაკას, ძალიან უყვარდა ქალიშვილი და დიდძალი მზითევი გაატანა მას. მან მისცა ოქროთი მორთული ასობით ეტი. ამ დროს კამსას, უგრასენას შვილს, თავისი დის, დევაკის საამებლად, ხელი მოეკიდა ვასუდევას ცხენის აღვირისთვის და მიუძღოდა მათ. ვედური ჩვეულების თანახმად, როდესაც ქალი თხოვდება, და და სიძე შინ ძმას მიჰყავს. ახლად გათხოვილმა ქალმა მამის ოჯახთან განშორება ძალიან რომ არ განიცადოს, ძმა აცილებს მას მამამთილის სახლამდე. დევაკის მიერ გატანებულ მზითევში შედიოდა: ოქროს გირლიანდებით მდიდრულად მორთული 400 სპილო, 15 000 მოკაზმული ცხენი და 1 800 ეტლი. ამასთანავე მისი ბრძანებით 200 ლამაზმანი უნდა გაჰყოლოდა მის ქალიშვილს. ქორწინების კშატრიული სისტემის მიხედვით, რომელიც ინდოეთში ჯერ კიდევ ძალაშია, როდესაც კშატრია ქორწინდება, პატარძლის რამდენიმე ახალგაზრდა მეგობარი (პატარძალთან ერთად) ნეფის სახლში გადადის. დედოფლის თანმხლებლებს მოახლეებს უწოდებდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ისინი მისი მეგობრები არიან...

ეტლით მიმავალ ნეფე-პატარძალს ამ ბედნიერი წუთის აღსანიშნავად სხვადასხვა მუსიკალური საკრავით მიაცილებდნენ. ისმოდა ნიჟარების, საყვირების, დოლებისა და დაფდაფების ხმა; საამო იყო მათ მიერ ერთდროულად გამოცემული ბგერები. პროცესია მეტად მხიარულად მიემართებოდა, კამსა (დევაკის ძმა) კი ეტლს მიუძღვებოდა, რომ უცებ ზეციდან კამსას გასაგონად საოცარი ხმა გაისმა: "რა სულელი ხარ, კამსა! შენი დისა და სიძის ეტლს მიუძღვები და არც კი იცი, რომ მისივე მერვე შვილის წერა უნდა გახდე."

კამსა გახლდათ უგრასენას შვილი ბჰოჯას დინასტიიდან. ნათქვამია, რომ ბჰოჯას დინასტიის მეფეთა შორის კამსა ყველაზე დემონური თვისებებით გამოირჩეოდა. ზეციდან წინასწარმეტყველების მოსმენისთანავე იგი თმაში წვდა დევაკის და ხმლით განგმირვა დაუპირა. კამსას საქციელმა გააკვირვა ვასუდევა და ბოროტი, ურცხვი ცოლისძმის დასამშვიდებლად დიდი გონიერებითა და სიმტკიცით შემდეგი სიტყვები წაროთქვა: "ჩემო ძვირფასო ცოლისძმაო კამსა, ბჰოჯას დინასტიაში შენ ყველაზე სახელოვანი მეფე ხარ და ხალხი გიცნობს როგორც უდიადეს მეომარსა და გულად მეფეს. ისე რამ აღგაშფოთა, რომ მზად ხარ მოკლა შენივე და, თანაც მისი ქორწილის ასეთ მნიშვნელოვან დროს? ასე რად გეშინია სიკვდილის? დაბადებას სიკვდილიც ახლავს. კვდომა დაბადების დღიდანვე იწყება. ვთქვათ, ოცდახუთი წლის ხარ; ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ოცდახუთი წელია კვდები. კვდები ყოველ წუთს, ყოველ წამს. მაშ, ასე რატომ უნდა გაშინებდეს სიკვდილი? ბოლოს და ბოლოს იგი გარდუვალია. შეიძლება დღეს მოკვდე, ან ასი წლის შემდეგ; სიკვდილს გვერდს ვერ აუვლი. რატომ უნდა გეშინოდეს? სინამდვილეში სიკვდილი არსებული სხეულის განადგურებას ნიშნავს. როგორც კი არსებული სხეული მოქმედებას წყვეტს და მატერიალური ბუნების ხუთ ელემენტს ერთვის, სხეული მყოფი ცოცხალი არსება ახლანდელი მოქმედებების მიხედვით ახალ სხეულს იღებს. ეს ჰგავს ქუჩაში მოსიარულე კაცს, რომელიც მხოლოდ მაშინ სწევს მეორე ფეხს, როდესაც რწმუნდება, რომ პირველი მყარად უდგას მიწაზე. ამგვარად, სხეულები ერთი-მეორეს მიყოლებით იცვლება და სულიც სხეულიდან სხეულში გადასახლდება. ნახე, რა ფრთხილად გადადიან მუხლუხოები ერთი ტოტიდან მეორეზე! სწორედ ასევე, ცოცხალი არსებაც იცვლის სხეულს, როდესაც მაღალი ძალაუფლების მქონე პირები მისი მომავალი სხეულის საკითხს გადაწყვეტენ. ვიდრე ცოცხალი არსება ამ მატერიალურ სამყაროში განპირობებულ მდგომარეობაში იმყოფება, ერთი-მეორეს მიყოლებით უნდა მიიღოს მატერიალური სხეულები. ბუნების კანონების თანახმად, მომავალი სხეული მას ამ სიცოცხლეში შესრულებული მოქმედებებისა და მათი შედეგების მიხედვით ეძლევა.

"ეს სხეული იმ სხეულებსა ჰგავს, სიზმარში რომ ვხედავთ ხშირად. ძილის დროს მრავალი სხეული წარმოგვესახება. გვინახავს ოქრო, მთაც გვინახავს, ასე რომ, ამ ორი ცნების შეერთებით სიზმარში შეიძლება ოქროს მთა ვიხილოთ. ზოგჯერ სიზმარში ვხედავთ, რომ მფრინავ სხეულს ვფლობთ და ამ დროს მთლიანად გვავიწყდება აწინდელი სხეული. ასევე იცვლება ეს სხეულებიც. სიზმარში შეიძლება უამრავ ახალ სხეულს შეხვდე, მაგრამ გამოღვიძებისთანავე ყველა გავიწყდება. სინამდვილეშI კი ეს მატერიალური სხეულები ჩვენი ჭკუის ქმედების ნაყოფია. მაგრამ ამჟამად წარსული სხეულები არ გვახსოვს.

"ცვალებადია ჭკუის ბუნება. ზოგჯერ რაღაცას ღებულობს და იმავეს მაშინათვე უარყოფს.. მიღება და უარყოფა წარმოადგენს ჭკუისთვის დამახასიათებელ ქმედებას გრძნობათა დაკმაყოფილების ხუთ ობიექტთან: ფორმასთან, გემოსთან, სუნთან, ბგერასთან და შეხების საგანთან კონტაქტში. სპეკულაციური გზით ჭკუა გრძნობათა დაკმაყოფილების ობიექტებს უკავშირდება და როგორც კი ცოცხალი არსება გარკვეული სახის სხეულს მოისურვებს, იგი ღებულობს მას. ასე რომ, სხეული მატერიალური ბუნების მიერაა ნაბოძები. ცოცხალი არსება იღებს სხეულს და კვლავ მატერიალუ სამყაროში ექცევა, რათა მოცემული სხეულის მიხედვით დატკბეს ან დაიტანჯოს. თუკი გარკვეული სახის სხეული არ გვექნება, ვერ დავტკბებით ან დავიტანჯებით წარსული ცხოვრებიდან გადმოყოლილი ფსიქოლოგიური მიდრეკილებების შესაბამისად. სინამდვილეში, კონკრეტული სახის სხეული სიკვდილის ჟამს ჭკუის მდგომარეობის მიხედვით გვეძლევა.

"მნათი პლანეტები - მზე, მთვარე და ვარსკვლავები ირეკლება სხვადასხვა სითხეებში, როგორებიცაა წყალი, ზეთი თუ ერბო. ანარეკლი სითხის მოძრაობის მიხედვით მოძრაობს. წყალზე მთვარის ანარეკლს ვხედავთ და წყლის მოძრაობის გამო გვეჩვენება, რომ მთვარეც მოძრაობს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. სწორედ ასევე, ჭკუის მონაგონის შედეგად ცოცხალი არსება სხვადასხვა სხეულებს იძენს, თუმცა სინამდვილეში ამგვარ სხეულებთან არაფერი აქვს საერთო. მაგრამ ილუზიის გამო, მაიას გავლენით მოჯადოებულს ჰგონია, რომ გარკვეული სახის სხეულს ეკუთვნის. ასეთია განპირობებული სიცოცხლე. დავუშვათ, ცოცხალი არსება უკვე ადამიანის სხეულშია. მისი წარმოდგენით, იგი ადამიანთა საზოგადოებას, გარკვეულ ქვეყანას ან გარკვეულ ადგილს ეკუთვნის. იგი ამგვარად განსაზღვრავს საკუთარ თავს და ტყუილუბრალოდ იმზადებს მეორე სხეულს, რომელიც სულ არ სჭირდება. სხვადასხვა სახის სხეულები ამგვარი სურვილებისა და ჭკუის მონაგონის შედეგად არსებობს. მატერიალური ბუნების დამფარავი გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ცოცხალი არსება ნებისმიერ მიღებულ სხეულში კმაყოფილებას განიცდის და დიდი სიამოვნებით ეგუება მას. ამიტომ, გევედრები, ნუ მიჰყვები შენი ჭკუისა და სხეულის კარნახს."

ასე ემუდარებოდა ვასუდევა კამსას, ბოროტად ნუ მოქცეოდა მის ახლადგაბედნიერებულ დას. ადამიანი არავის არ უნდა ექცეოდეს ბოროტად, რამეთუ ბოროტებაა მიზეზი შიშისა, როგორც ამქვეყნად, ასევე იმქვეყნადაც, როდესაც ადამიანი იამარაჯას (სიკვდილის შემდეგ დამსჯელი ღმერთის) წინაშე წარდგება. ვასუდევა დევაკის სახელით ემუდარებოდა კამსას, ეუბნებოდა, რომ იგი მისი უმცროსი ძმა იყო. და ამას იგი სთხოვდა სასიკეთო ჟამს, ქორწინების დროს. უმცროსი და და ძმა შვილებივით მფარველობას საჭიროებენ. "ვითარება იმდენად საფრთხილოა", არწმუნებდა ვასუდევა, "რომ მოკლა კიდეც იგი, შენივე ღირსებას შელახავ."

კეთილი დარიგებებითა და ფილოსოფიური მსჯელობებით ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან კამსას დემონებთან ჰქონდა საქმე. დემონებთან ურთიერთობის გამო იგი თვითონაც მუდამ დემონად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდ სამეფო ოჯახში გახლდათ დაბადებული. კეთილ დარიგებას დემონი არფრად აგდებს. იგი სწორედ მოურჯულებელ ქურდს ჰგავდა, რომელსაც შეიძლება ზნეობა ასწავლო, მაგრამ ეს მაინც უშედეგო აღმოჩნდება. ამასთანავე, ბუნებით დემონურს და ურწმუნოს გაუჭირდება კეთილ დარიგებათა მიღება, რაც არ უნდა ავტორიტეტული იყოს იგი. ამით განსხვავდება ნახევარღმერთი და დემონი. ვინც კეთილი დარიგებების მიღებასა და მათ თანახმად ცხოვრებას ცდილობს, ნახევარღმერთად იწოდება, ხოლო ვისაც არ შეუძლია ამგვარი კეთილი დარიგების მიღება, დემონი ჰქვია. კამსას დამშვიდება რომ ვერ შეძლო, ვასუდევა დაფიქრდა, როგორ დაეცვა თავისი ცოლი, დევაკი, მოახლოებული საფრთხისგან. გონიერი ადამიანი, შეძლებისდაგვარად, უნდა შეეცადოს ხიფათის თავიდან აცილებას. მაგრამ თუ მთელი გონივრული მოქმედების მიუხედავად ადამიანი მაინც ვერ არიდებს თავს საშიშროებას, მას ბრალი არაფერში მიუძღვის. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს თავისი მოვალეობის შესასრულებლად, მაგრამ თუ მცდელობა მარცხით მთავრდება, ეს მისი ბრალი აღარაა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 20 2011, 04:54 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vano kazbegi
QUOTE(davithet @ 20th September 2011 - 04:44 PM) *
ჰინდუს წერილებ კითხულობს?


ადაპტირებული პროზაული ვერსიაა შრიმად-ბჰაგავატამიდან (მეათე სიმღერა). თუ კონკრეტულად ბჰაგავატამი გინდა თავისი სანსკრიტული ტექსტით, თარგმანით და განმარტებებით, შეგიძლია აქედან გადმოწერო:

რუსულ ენაზე:

http://sulo-cana.narod.ru/

A.Ч. Бхактиведанта Свами Шрила Прабхупада
Литература в электронном виде
Шримад Бхагаватам 1-12 - 01 02 03 04 05 06 07 08 09 10 11 12

ინგლისურ ენაზე:
http://vedabase.com/en/sb/10


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Sep 20 2011, 05:02 PM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Sep 20 2011, 04:54 PM) *
vano kazbegi
ადაპტირებული პროზაული ვერსიაა შრიმად-ბჰაგავატამიდან (მეათე სიმღერა). თუ კონკრეტულად ბჰაგავატამი გინდა თავისი სანსკრიტული ტექსტით, თარგმანით და განმარტებებით, შეგიძლია აქედან გადმოწერო:

რუსულ ენაზე:

http://sulo-cana.narod.ru/

A.Ч. Бхактиведанта Свами Шрила Прабхупада
Литература в электронном виде
Шримад Бхагаватам 1-12 - 01 02 03 04 05 06 07 08 09 10 11 12

ინგლისურ ენაზე:
http://vedabase.com/en/sb/10

მთლიანად გადავიკითხე კრიშნას ისტორია და ა.შ.
უბრალოდ შენი მაინტერესებ- ჰინდუს ხელნაწერებ თუ კითხულობ?


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 20 2011, 05:09 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vano kazbegi
QUOTE(davithet @ 20th September 2011 - 05:02 PM) *
უბრალოდ შენი მაინტერესებ- ჰინდუს ხელნაწერებ თუ კითხულობ?


მე ვერ ვკითხულობ ვერც ჰინდუზე და ვერც სანსკრიტზე.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 05:54 PM