IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ვივეკანანდა, სვამი ვივეკანანდა
ანანდა...
post Nov 18 2011, 02:15 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვივეკანანდა თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას ასობით მილიონი ინდოელი ბავშვობიდან იცნობს, როგორც `ერის მამას~. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე, არამედ ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე საერთოდ. 1893 წელს ჩიკაგოში, `რელიგიათა პარლამენტის~ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით ამერიკა შემოიარა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ `ორატორს ღმერთის უფლებებით~. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა~ _ წერდა რაბინდრანათ თაგორი.


სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ

. . .თქვენს თანამედროვე შეხედულებებთან. ადამიანი ბუნების ტყვეა და სამარადჟამოდ ტყვედ დარჩება. ჩვენ ამას კარმას ვუწოდებთ. კარმა კანონია და იგი ყველგან მოქმედებს. ყველაფერი კარმითაა ზღვარდებული. `არ არსებობს გამოსავალი?~ `არა! დარჩით მონებად წლიდან წლამდე. იყავით კარგი მონები. სიტყვებზე ზემოქმედებით ჩვენ მოგიხერხებთ, რომ თქვენზე ყველაფერმა კარგად იმოქმედოს და არა ცუდად... თუ, რა თქმაუნდა კარგად გადაგვიხდით.~ ასეთი იყო მიმამსაკას იდეალი. საუკუნეებია, რაც ეს იდეალები პოპულარობას ინარჩუნებს. ადამიანთა ფართო მასები მოაზროვნე არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ცდილობენ იაზროვნონ, მასები უამრავ ცრურწმენათა საშინელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. დასუსტდებიან თუ არა, დარტყმაც არ აყოვნებს და მათი სიმტკიცე ათას
ნაწილად იმსხრევა. მათი ამოქმედება მხოლოდ ტკბობის სურვილს და საცდურს ძალუძს. საკუთარ თავთან თანხმობით მოქმედებამათ არასოდეს ძალუძთ. სულ მუდამ შეშინებულები, დაშინებულები და თავზარდაცემულნი უნდა იყვნენ და სამუდამოდ თქვენი მონები იქნებიან. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა გადახდის და მორჩილებაში ყოფნისა. სხვა ყველაფერს
ქურუმი გააკეთებს. ”

. . . დღეს მე ოდნავ შევიცვალე მსოფლმხედველობა, რადგან ერთი მეტად საინტერესო რამ აღმოვაჩინე. დავუშვათ, რაიმეს ფიქრობთ, მაგრამ არ გინდათ, რომ ფიქრობდეთ. ცდილობთ, სხვა რამეზე იფიქროთ და ამგვარად ამ თქვენს აზრს მთლიანად ახშობთ. რა არის ეს აზრი? მე ვნახე, რომ მან თხუთმეტ წუთში მან კვლავ იჩინა თავი. იგი დაბრუნდა და შემარყია. ის ძლიერი იყო და ისე მძლავრად და საშინლად ამოხეთქა, რომ ვიფიქრე, აქ ვიღაც შეშლილია-მეთქი. ყველაფერი რომ დამთავრდა, მივხვდი _ მოხდა მხოლოდ ის, რომ წინა შთაბეჭდილება იქნა ჩახშობილი. ჩემი საკუთარი უარყოფითი შთაბეჭდილებაა ის, რაც უნდა ამოწურულიყო. `ბუნება თავის გზას იპოვის. რას შეიძლება მიაღწიო ჩახშობით?~ _ ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ წინააღმდეგობის გაწევა ამაო იყო. შეიძლება თქვენში ერთდროულად ასი ათასი სურვილი ეცილებოდეს ერთმანეთს. თქვენ შეიძლება ისინი ჩაახშოთ, მაგრამ ჩახერგილი წყარო გზას მაინც იპოვის და დაინახავთ, რომ ყველაფერი ისევ თქვენშია. მაგრამ იმედი არის. თუ საკმაოდ ძლიერი ხართ, შეგიძლიათ თქვენი ცნობიერება ერთდროულად ოც ნაწილად დაჰყოთ. როდესაც ფსიქიკას იცვლით, გონი იზრდება. ასე ამბობენ იოგები. ერთი ვნებიდან მეორე ამოიზრდება, პირველი კი კვდება. გაბრაზებას სიხარული ცვლის ხოლმე, ბრაზი კი წამსვე ქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზისგან თქვენ სხვა მდგომარეობა წარმოქმენით. ეს მდგომარეობები სულ მუდამ ერთმანეთს ენაცვლება. სამუდამო ბედნიერება ან უბედურება ბავშვური ოცნებაა. უპანიშადები მიგვითითებს, რომ ადამიანის მიზანი არც უბედურებაა და არც ბედნიერება, არამედ იმის მართვა, რისგანაც ისინი წარმოიქმნება. ჩვენ, ასე ვთქვათ, საფუძველშივე უნდა ვმართოთ სიტუაცია. კიდევ ერთი უთანხმოება იმაში მდგომარეობს, რომ უპანიშადები გმობს რიტუალს, განსკუთრებით იმას, ცხოველების კვლას რომ მოითხოვს. ყველაფერ ამას ის უაზრობად აცხადებს. ძველ ფილოსოფოსთა ერთი სკოლა ამბობს, რომ თუკი ამას შედეგი მოჰყვება, გარკვეულ დროს ცხოველის მოკვლა დასაშვებია. შეგიძლიათ მათ შეედავოთ და უთხრათ, `კი მაგრამ ცხოველისთვის სიცოცხლის წართმევა ხომ ცოდვაა. თქვენ ამისთვის ტანჯვა მოგელით,~ მაგრამ ამაზე გიპასუხებენ, რომ ეს სისულელეა. რა იცით თქვენ, რა არის კარგი ან ცუდი? რა, გონება გკარნახობთ? რა სისულელეებს როშავთ! თქვენ თქვენს გონებას წმინდა წერილის (ანუ ვედების ) წინააღმდეგ გამხედრებთ. თუკი გონება ერთ რამეს გეუბნებათ, ვედებში კი სხვა რამე წერია, შეაჩერეთ გონება და დაუჯერეთ ვედებს. თუკი ამბობთ: `არა, ჩემი ცნობიერება სხვა რამეს მეუბნება,~ არაფერი გამოვა. რა წამსაც იჯერებთ, რომ რომელიმე წიგნი მარადისი სიტყვაა და წმინდაა, იმ წამსვე კარგავთ კითხვის დასმის უფლებას. . .
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 18 2011, 04:00 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვა ძალიაინ მაგარია, დადე კიდე თუ არის ლექციები


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 18 2011, 06:37 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli

მადლობა მე, რომ ეს თემა გაიხსნა biggrin.gif



ვივეკანანდა


მაგრამ სამწუხაროა ასეთი ადამიანების ბიოგრაფიები და ლექციები რომ სადღაც ფორუმებზე გაბნეული. მაქსიმუმ ბლოგზე ყვადეს ერთგან ვინმეს ნახსენები, არ გინდა წიგნი გამოცდე ანანდა ? ჩვენ დროში არაა ეს რთული, უფრო მეტიც აუცილებელიცაა. ერთად იქნება თავმოყრილი ყველაფერი.


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Nov 18 2011, 07:11 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო თემაა


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Internet Cоnt...
post Nov 19 2011, 10:29 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 56
Joined: 9-November 11
Member No.: 6,613

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვივეკანანდა ერთადერთი ინდოელი ფილოსოფოსია რომელიც აზროვნებდა! სხვა ყველანი სკნუტუები არია ჩემს თვალში

Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 20 2011, 09:41 AM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფანატიკოსებს არ შეუძლიათ რაიმეს შექმნა, რადგან თავიანთი ენერგიის სამ მეოთხედს ფუჭად კარგავენ. ჭეშმარიტი ქმნადობა შეუძლიათ მშვიდ, გაწონასწორებულ, პრაქტიკულ ადამიანებს.

სვამი ვივეკანანდა


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 20 2011, 09:49 AM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რამაკრიშნას და ვივეკანანდას მიმდევრებმა ემბლემად აირჩიეს გედი, რომელიც იდუმალ „მე“-ს განასახიერებს. ვივეკანანდა არ აღიარებდა საერო ცხოვრებიდან და საზრუნავიდან განდგომას. პირიქით, ხაზგასმით აღნიშნავდა სხვისთვის ზრუნვის მარადიულ ღირებულებას და წერდა: „ყველაფერზე პასუხისმგებლობა იტვირთეთ და გახსოვდეთ, რომ საკუთარ ბედს თავად ქმნით“.
კარმა იოგიდან: „თუკი ვისწავლით საკუთარი გონების ფლობას, ეს სამყარო ჩვენთვის ისეთი გახდება, როგორსაც ოპტიმისტები ხედავენ“. ჯნიანა-იოგა: „თუ გაავებული ვარ, მთელი სამყარო სიავითაა სავსე“, „სიცოცხლის უმაღლესი დანიშნულებაა ემსახურო ყოველივე ცოცხალს“.

ვივეკანანდას შეფასებით, დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელი მიისრაფვის, რომ ყველაფერი გარეგნულად იყოს სუფთა (და მართლაც, ევროპულ ქვეყნებში მიღებულია განსაკუთრებით სუფთა ეზოები კოტეჯების წინ) და შემდეგ შინაგანად, სულში. აღმოსავლური ცივილიზაცია კი პირიქით – ყველაზე მაღლა შინაგან სიწმინდეს აყენებს. როგორც ვივეკანანდა ვარაუდობდა, შედარებით შორეულ მომავალში კაცობრიობა შეძლებს შეათავსოს დასავლური მეცნიერება და აღმოსავლური სულიერება, რაც მას განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანს.


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 21 2011, 11:02 AM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექცია მეორე

წაკითხული სან ფრანცისკოში, 1900 წლის 28 მაისს

გიტა მცირეოდენ შესავალს მოითხოვს. მოქმედება კურუკშეტრას ველზე ხდება. ერთი და იგივე რასის ორი განშტოება ხუთი ათასი წლის
წინ ერთმანეთს ინდოეთის იმპერიას ეცილებოდა. პანდაველებს ჰქონდათ უფლება, მაგრამ კაურავებს ჰქონდათ ძალა. პანდაველები ხუთი ძმანი იყვნენ და ტყეში ცხოვრობდნენ. კრიშნა პანდაველთა მეგობარი გახლდათ. კაურავები მათთვის ნემსის წვერის ოდენა მიწის მიცემასაც კი არ აპირებდნენ. პირველი სცენა ბრძოლის ველზე იშლება. ორივე მხარე მის წინ თავის ნათესავებსა და მეგობრებს ხედავს – ერთ მხარეს ერთი ძმა დამდგარა, მეორე მხარეს – მეორე. ერთ მხარეს ბაბუა დგას, მეორე მხარეს _ შვილიშვილი.

. . . როდესაც არჯუნა მტრის ბანაკში საკუთარ მეგობრებსა და ნათესავებს გაარჩევს და გააცნობიერებს, რომ შეიძლება მათი დახოცვა მოუხდეს, გული რეჩხს უყოფს და ბრძოლაზე უარს ამბობს. ასე იწყება გიტა .

ყოველი ჩვენგანისთვის ამსოფლიური სიცოცხლე გამუდმებული ბრძოლაა. . . . ბევრჯერ ხდება, რომ საკუთარი სისუსტე და სილაჩრე მიმტევებლობად და განდეგილობად გვინდა მოვნათლოთ. მათხოვრის განდეგილობის ფასი კაპიკია. ფასი იმას აქვს, როცა თავს ის იკავებს, ვისაც დარტყმა შეუძლია; როცა ის ამბობს უარს, ვისაც აქვს. ყველამ ვიცით, რა ხშირად გვითქვამს ბრძოლაზე უარი სიზარმაცისა და შიშის გამო და ვცდილვართ, საკუთარი თავისთვის შთაგვეგონებინა, რომ ვაჟკაცურად მოვიქეცით.

გიტა ამ მეტად მნიშვნელოვანი სტროფით იწყება: `ფეხზე წამოდექ, უფლისწულო! მოიშორე ეგ სულმდაბლობა, ეგ სისუსტე! წამოდექი და
იბრძოლე!~ შემდეგ არჯუნა კრიშნასთან შეკამათებას ცდილობს და მაღალმორალურ აზრებს ახვავებს – რომ წინააღმდეგობის გაუწევლობა სჯობს გაწევას და ა.შ. ცდილობს თავი გაიმართლოს, მაგრამ კრიშნას გაცურება შეუძლებელია. ის უზენაესი პიროვნება, ანუ ღმერთია და ყველაფერს ხედავს. ამ შემთხვევაში მიზეზი სისუსტეა. არჯუნა თავის ნათესავებს ხედავს და მათზე ხელის აწევა არ ძალუძს. . . .
არჯუნას გულში მეტისმეტი მგრძნობიარობა და მოვალეობა ერთმანეთს ებრძვის. რაც უფრო ვგავართ ცხოველებს, მით უფრო მეტად ვართ ჩაფლული ემოციურობის ჭაობში. ჩვენ ამას სიყვარულს ვუწოდებთ? მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოჯადოებაა. ცხოველებივით ემოციების ტყვეობაში ვიმყოფებით. ძროხას შეუძლია თავი გაწიროს თავისი პირმშოსთვის. ეს ყველა ცხოველს ძალუძს, მაგრამ ამით რა? პატარა ჩიტის ბრმა ემოციებს სრულყოფილებისკენ არ მივყავართ.

. . . ადამიანის მიზანი მარადიული ცნობიერების მიღწევაა! იქ ემოციებს, სენტიმენტალურობას და სხვა ისეთ რამეს, რაც გრძნობების4 საკუთრებაა, არაფერი ესაქმება. იქ მხოლოდ პირველმიზეზის წმინდა გონის ნათელია. იქ ადამიანი სულად გარდაიქმნება. ახლა კი არჯუნა ზედმეტი ემოციურობის ტყვეობაშია. იგი არ არის ის, რაც უნდა იყოს – განგების მარადი ნათლით მოქმედი, საკუთარი თავის მფლობი, გასხივოსნებული ბრძენი. ცხოველის ან ბავშვის მსგავსად ის გულს აჰყოლია, თავს ასულელებინებს მას, გონებას კარგავს და ცდილობს თავისი სისუსტე `სიყვარულით~ და სხვა ლამაზი სიტყვებით შენიღბოს.

კრიშნა ყველაფერს ხედავს. არჯუნა ასე თუ ისე ნასწავლი კაცივით ლაპარაკობს და უამრავ არგუმენტს იშველიებს, თუმცა ამავე დროს სისულელეს როშავს. `ბრძენი არ წუხს არც ცოცხლებზე და არც მკვდრებზე,~ მოუჭრის მას კრიშნა: `ვერც შენ და ვერც მე ვერ მოვკვდებით. არ ყოფილა ისეთი დრო, როცა ჩვენ არ ვარსებობდით. ასეთი დრო არც არასოდეს დადგება. როგორც ამ ცხოვრებაში გაივლის ადამიანი ჯერ ბავშვობას, შემდეგ კი ახალგაზრდობას და სიბერეს, ისე სიკვდილის შემდეგ ის უბრალოდ სხვაგვარ სხეულში გადადის. რისთვის უნდა წუხდეს ბრძენი? რამ შვა ის ემოციურობა, ასე რომ დაუმონებიხარ? მხოლოდ გრძნობებმა. `სიცოცხლის ყველა თვისება გრძნობების შეხებით ჩნდება. სითბო და სიცივე, სიამოვნება 4 ფიზიკური აღქმის ხუთი საშუალება: მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა და გემოს შეგრძნება. და ტკივილი ჩნდება და ისევ ქრება ხოლმე.~ ახლა რომ უბედურია ადამიანი, ცოტა ხანში თავს ბედნიერად გრძნობს. ფაქტიურად მას არ ძალუძს სულის ბუნება განიცადოს. . . .

`არსებობა ვერასდროს იქნება არარსებობა და ვერც არარსებული იარსებებს ოდესმე. . . . ამიტომ იცოდე, რომ იმას, რაც მთელ სამყაროს ავსებს, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. იგი უცვლელია. არ არსებობს არაფერი, რასაც ძალუძს შეცვალოს შეუცვლელი და თუმცა სხეული იბადება და კვდება, მას, ვინც მასში ცხოვრობს, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული.~ თუკი ეს იცი, წამოდექი და იბრძოლე! არც ერთი ნაბიჯი უკან! აი, რა არის დედააზრი. . . . რაც არ უნდა შეგემთხვეს, იბრძოლე. ქვეყანაც რომ დაიქცეს, მთელი მსოფლიოც რომ ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდეს, მაინც იბრძოლე! სიკვდილი მხოლოდ სამოსის გამოცვლას ნიშნავს. რას კარგავ? ამიტომ იბრძოლე! ლაჩრობით ვის რა მოუგია. . . . უკან დახევით უბედურებას ვერ აიცილებ. ყველა ღმერთს ერთად რომ მოუხმო, უბედურება მაინც არ აგცდება. ინდოეთის მასები სამოც მილიონ ღმერთს ევედრებიან, მაგრამ მაინც იხოცებიან. სად არიან ის ღმერთები? . . . ღმერთები მაშინ მოდიან საშველად, როცა მიზანს აღწევ. მაშ რა აზრი აქვს სიკვდილთან დამალობანას თამაშს? . . . ეს ქედის მოხრა ცრურწმენების წინაშე, საკუთარი სურვილებისთვის თავის მიყიდვა შენ არ შეგშვენის სულო ჩემო.

შენ დაბადების და სიკვდილის მიღმა ხარ, მარადისი. და რადგან უკვდავი სული ხარ, არ შეგშვენის მონობა. . . . აღსდექ! გაიღვიძე! წამოდექი და იბრძოლე! მოკვდი, თუ საჭიროა. ვერავინ გიშველის. თვითონ ხარ მთელი სამყარო და ვინ უნდა გიშველოს? `მიუწყვდომელია არსება ადამიანის გრძნობებისთვის დაბადებამდე და სიკვდილის შემდეგ. მხოლოდ ამათ შორის არის იგი ხილული. მითხარ, რაა სადარდებელი? ხოლო თუ ფიქრობ, რომ ამ კაცის კვლა ცოდვაა, შენი საკუთარი კასტის პოზიციიდან შეხედე ამ ყველაფერს.

რატომ უნდა ვიყვირო, თუ მიბწკენენ? . . . ნახეთ, როგორი მონობაა. არ შეგრცხვათ? ჩვენ ხომ რელიგიური ადამიანები ვართ! ფილოსოფოსები! ბრძენები! ღმერთმა დაგვლოცოს!.. რანი ვართ სინამდვილეში? ჭკუას გადამცდარი მოსიარულე ჯოჯოხეთები – აი რა ვართ.
არ ძალგვიძს ხორცზე ფიქრს მოვეშვათ. მიწას ვართ მიჯაჭვული. . . . ჩვენი აზრები ჩვენი საფლავებია. სხეულს რომ ვტოვებთ, ეს აზრები
უზარმაზარი ძალით გვიჭერს. ვის შეუძლია იშრომოს სრულიად მიუჯაჭველად? აი ნამდვილი კითხვა. ასეთი კაცი წარმატებაშიც და მარცხშიც ერთნაირია და მთელი მისი ცხოვრების საქმეც რომ ერთ წამში გაცამტვერდეს, გული ერთხელაც არ შეუტოკდება. `ასეთია ბრძენი, რომელიც მუდამ შრომისთვის შრომობს და შედეგზე არ ზრუნავს. ამ გზით აღწევს ის თავს დაბადებისა და სიკვდილის ტკივილს და თავისუფლდება.~ შემდეგ ის ხედავს, რომ მიჯაჭვულობა მხოლოდ მოლანდებაა, რომ სული ვერასოდეს იქნება მიჯაჭვული და წერილებსა და მოძღვრებებს მიღმა გადის. რას უნდა ელოდეს წიგნებსა და ფოლიანტებში ჩაფლული, თავგზააბნეული გონება? ერთი წიგნი ერთს ამბობს, მეორე კი სულ სხვას... რომელ წიგნს აირჩევ?

დარჩი მარტო! დაინახე საკუთარი სულის მშვენიერება და ის, რომ უნდა იშრომო. ასე შეიძენ მტკიცე ნებისყოფას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 21 2011, 12:05 PM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლა კი არჯუნა ზედმეტი ემოციურობის ტყვეობაშია. იგი არ არის ის, რაც უნდა იყოს – განგების მარადი ნათლით მოქმედი, საკუთარი თავის მფლობი, გასხივოსნებული ბრძენი. ცხოველის ან ბავშვის მსგავსად ის გულს აჰყოლია, თავს ასულელებინებს მას, გონებას კარგავს და ცდილობს თავისი სისუსტე `სიყვარულით~ და სხვა ლამაზი სიტყვებით შენიღბოს.

kos.gif


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 22 2011, 12:38 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



. . . ზოგჯერ ადამიანები დიდ ხანს მარხულობენ. . . . ყველაზე დიდმა ნაძირალამაც რომ ოცი დღე იმარხულოს, უფრო კეთილშობილი გახდება. კრიშნას აზრით ყველაფერი ეს სისულელეა. მისი თქმით გრძნობები მხოლოდ დროებით დაიხევენ უკან, მაგრამ შემდეგ მაინც იჩენენ თავს და ოცმაგი ძალით დააცხრებიან მას, ვინც თავს იგვემს. . . .

მაშ რა უნდა ვქნათ? – ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ, არავითარი ასკეტიზმი. შრომა უნდა განვაგრძოთ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს,
რომ მიჯაჭვულნი არა ვართ. ვისაც არასოდეს უსწავლია და განუხორციელებია მიუჯაჭველობის საიდუმლო, იმ ადამიანის ნება ვერასოდეს იქნება მტკიცე. თვალს რომ ვახელ, თუკი რამეა ჩემს გარშემო, უნდა დავინახო. ვერაფერს ვიზამ, გონება გრძნობებს მისდევს. ახლა გრძნობებმა უნდა შეწყვიტონ ბუნებაზე რეაგირება. სადაც გრძნობებს მიჯაჭვული ქვეყნიერებისთვის ღამეა, სწორედ იქ ფხიზლობს
თავის მფლობი ადამიანი. სწორედ ისაა მისთვის დღე. . . . ხოლო სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს.
- სად ღვიძავს ქვეყნიერებას?
– გრძნობებში.

ადამიანებს სურთ ჭამონ, სვან და შვილები გააჩინონ, მაგრამ შემდეგ ძაღლური სიკვდილით კვდებიან. . . . გრძნობებისთვის
მათ ყოველთვის ღვიძავთ. მათი რელიგიაც კი ამას ემსახურება. ისინი იმ ღმერთს იგონებენ, რომელიც უფრო მეტი ქალის და ფულის შოვნაში, მეტი შვილის ყოლაში დაეხმარება და არა იმ ღმერთს, რომელიც მათ უფრო ღვთის მსგავსს გახდის! `სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს. მაგრამ სადაც უმეცრები იძინებენ, იქ ბრძენი ფხიზლობს~ _ ნათლის საუფლოში, სადაც ადამიანი თავს ჩიტად, ცხოველად ან სხეულად კი არ მიიჩნევს, არამედ უსასრულო და უკვდავ, მარადიულ სულად. სწორედ აქ, სადაც უმეცრებს სძინავთ, სადაც მათ არც დრო ჰყოფნით და არც გაგების უნარი შესწევთ, ღვიძავს ბრძენს. აქ არის მისთვის დღის
სინათლე.

`ამქვეყნად ყველა მდინარე მუდამჟამს ოკეანეში ჩაედინება, მაგრამ ის, დიდი და დიდებული, მუდამ უცვლელი რჩება. ასევე მოაქვთ ბრძენთან აღქმის ორგანოებს შეგრძნებები; და მაინც მისმა გულმა, მსგავსად ოკეანისა, არ იცის, რაა შიში და შფოთვა.~ დაე უბედურება მილიონობით მდინარედ მოედინებოდეს, ბედნიერება კი მხოლოდ ასობით შენაკადად! მე არც უბედურების
მონა ვარ და არც ბედნიერების!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Nov 23 2011, 12:32 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანანდა @ Nov 22 2011, 01:38 PM) *
. . . ზოგჯერ ადამიანები დიდ ხანს მარხულობენ. . . . ყველაზე დიდმა ნაძირალამაც რომ ოცი დღე იმარხულოს, უფრო კეთილშობილი გახდება. კრიშნას აზრით ყველაფერი ეს სისულელეა. მისი თქმით გრძნობები მხოლოდ დროებით დაიხევენ უკან, მაგრამ შემდეგ მაინც იჩენენ თავს და ოცმაგი ძალით დააცხრებიან მას, ვინც თავს იგვემს. . . .

მაშ რა უნდა ვქნათ? – ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ, არავითარი ასკეტიზმი. შრომა უნდა განვაგრძოთ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს,
რომ მიჯაჭვულნი არა ვართ. ვისაც არასოდეს უსწავლია და განუხორციელებია მიუჯაჭველობის საიდუმლო, იმ ადამიანის ნება ვერასოდეს იქნება მტკიცე. თვალს რომ ვახელ, თუკი რამეა ჩემს გარშემო, უნდა დავინახო. ვერაფერს ვიზამ, გონება გრძნობებს მისდევს. ახლა გრძნობებმა უნდა შეწყვიტონ ბუნებაზე რეაგირება. სადაც გრძნობებს მიჯაჭვული ქვეყნიერებისთვის ღამეა, სწორედ იქ ფხიზლობს
თავის მფლობი ადამიანი. სწორედ ისაა მისთვის დღე. . . . ხოლო სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს.
- სად ღვიძავს ქვეყნიერებას?
– გრძნობებში.

ადამიანებს სურთ ჭამონ, სვან და შვილები გააჩინონ, მაგრამ შემდეგ ძაღლური სიკვდილით კვდებიან. . . . გრძნობებისთვის
მათ ყოველთვის ღვიძავთ. მათი რელიგიაც კი ამას ემსახურება. ისინი იმ ღმერთს იგონებენ, რომელიც უფრო მეტი ქალის და ფულის შოვნაში, მეტი შვილის ყოლაში დაეხმარება და არა იმ ღმერთს, რომელიც მათ უფრო ღვთის მსგავსს გახდის! `სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს. მაგრამ სადაც უმეცრები იძინებენ, იქ ბრძენი ფხიზლობს~ _ ნათლის საუფლოში, სადაც ადამიანი თავს ჩიტად, ცხოველად ან სხეულად კი არ მიიჩნევს, არამედ უსასრულო და უკვდავ, მარადიულ სულად. სწორედ აქ, სადაც უმეცრებს სძინავთ, სადაც მათ არც დრო ჰყოფნით და არც გაგების უნარი შესწევთ, ღვიძავს ბრძენს. აქ არის მისთვის დღის
სინათლე.

`ამქვეყნად ყველა მდინარე მუდამჟამს ოკეანეში ჩაედინება, მაგრამ ის, დიდი და დიდებული, მუდამ უცვლელი რჩება. ასევე მოაქვთ ბრძენთან აღქმის ორგანოებს შეგრძნებები; და მაინც მისმა გულმა, მსგავსად ოკეანისა, არ იცის, რაა შიში და შფოთვა.~ დაე უბედურება მილიონობით მდინარედ მოედინებოდეს, ბედნიერება კი მხოლოდ ასობით შენაკადად! მე არც უბედურების
მონა ვარ და არც ბედნიერების!

მადლობა ამის დადებისთვის და სამწუხაროა რო აქამდე არ ვიცოდი ამ პირონების შესახებ..


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Nov 23 2011, 01:12 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
ძალიან საინტერესოა, ცოტა ვიცოდი ვივეკანანდაზე და უფრო მეტი გავიგე აქ. smile.gif

ეს სიტყვებიც ამ კაცს ეკუთვნის: ''ერთადერთი ბოროტება ამ სამყაროში ის აზრები და ის სიტყვებია, რომლებიც ადამიანს საკუთარის ურწმუნოების შეგრძნებას უნერგავენ''...


--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 23 2011, 02:43 PM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მადლობა ამის დადებისთვის და სამწუხაროა რო აქამდე არ ვიცოდი ამ პირონების შესახებ..


smile.gif

ანანდა

იქნებ http://ka.wikipedia.org/ შეგევსო ანანდა? რა იცი ვინ გადააწყდეს, ყველა ხომ ვერ მოხვდება ამ ფორუმზე და იქნებ ვის როგორ აინტერესებს.


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 24 2011, 12:11 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სვამი ვივეკანანდა 1863 წელს დაიბადა ბენგალიაში, შეძლებული იურისტის ოჯახში. მამამისი ბრაჰმანების უმაღლესი კასტის შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მანაც იურიდიული განათლება მიიღო მამის კვალს არ გაჰყოლია. თავიდან ვივეკანანდა დაინტერესდა დასავლური და ინდური ფილოსოფიით, მაგრამ შემდეგ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – შეხვდა რანი რასმანის, რომელიც ისტორიაში რამაკრიშნას სახელით შევიდა. ეს ადამიანი გამოირჩეოდა ორიგინალური აზროვნებით, შესანიშნავად ფლობდა იოგას და ჰიპნოზს, ცნობილი იყო სიწმინდითა და განდეგილობით. 1890-იანი წლების დასაწყისში, რამაკრიშნას გარდაცვალების შემდეგ, ვივეკანანდამ ფეხით იმოგზაურა მთელ ინდოეთში, რასაც სამი წელი მოანდომა.

. . .. რამაკრიშნა ყოველთვის დაწვრილებით გამოკითხავდა ხოლმე მოსწავლეებს ყველაფერს, რაც კი მათ გადახდებოდათ თავს იმ დღეს – იმისათვის, რომ შეეტყო, გარე სამყაროში როგორ იქცეოდნენ ისინი. მან ბრაჰმანანდას კითხვა დაუსვა: "აბა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?" მოსწავლემ ყველაფერი დაუფარავად უამბო. რამაკრიშნა გაბრაზდა. მან იყვირა: "როგორ! გურუს შეურაცხყოფას აყენებდნენ და შენ ამას წყნარად ისმენდი? ღირსეული პასუხი უნდა გაგეცა. შენისთანებს აშრამში არაფერი ესაქმებათ".

იქ ახლოს ვივეკანანდა იჯდა და ბრაჰმანანდას ნაამბობიც მოისმინა და მასწავლებლის მძვინვარე საყვედურიც. მომდევნო დღეს ვივეკანანდას ჯერი იყო კალკუტაში წასვლისა. ბორანზე ასვლისას იგი მაშინვე თანამგზავრებს მიაშტერდა სახეზე. იმ კაცმა, რომელიც მანმადე რამაკრიშნაზე უპატივცემულოდ ლაპარაკობდა, თქვა: "აი კიდევ ერთი მათგანი, საზოგადოების პარაზიტებიდან. ესინი იმ უცოდინარ ქურუმ-ბრაჰმანს ეთაყვანებიან. როგორ გაასულელეს ეს ახალგაზრდები!" ვივეკანანდა ამ კაცს მიუახლოვდა და მარჯვენა ხელი მოუღერა. მან თქვა: "თუ ჩვენს მასწავლებელზე კიდევ ერთხელ იტყვი ცუდს, მდინარეში ჩაგაგდებ, ასე რომ თავს გაუფრთხილდი!" მებორნეს შეეშინდა; მან მგზავრს ურჩია გაჩუმებულიყო, და ყურში ჩასჩურჩულა: "დამიჯერე, ეს ბიჭი იზამს იმას, რაც თქვა. და ჩვენ ყველას უსიამოვნება მოგველის".

საღამოს ვივეკანანდა მასწავლებელთან გამოიძახეს. რამაკრიშნამ ჰკითხა: "როგორ ჩაიარა დღემ?" ძლიერ აღელვებულმა ვივეკანანდამ მასწავლებელს ბორანზე მომხდარ შემთხვევაზე უამბო. "როგორ! – წამოიძახა რამაკრიშნამ, - ნარინჯისფერ ტანსაცმელს ატარებ, მაგრამ იქცევი არა როგორც სანიასინი. როგორ გაბედე მრისხანებისთვის ნება მიგეცა? შენისთანებს აშრამში არაფერი ესაქმებათ!" ვივეკანანდა გურუს ფეხებში ჩაუვარდა და თქვა: "მასწავლებელო! შენ ხომ გუშინ ბრაჰმანანდას უსაყვედურე, რომ მან პასუხი არ გასცა იმ კაცს? რატომ მიბრაზდები, მე ხომ ერთგული მოსწავლის ვალი შევასრულე! გთხოვ, ამიხსენი". რამაკრიშნამ მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა: "ჩემო კარგო, გუშინდელი რჩევა კარგია მხოლოდ ისეთებისთვის, როგორიცაა ბრაჰმანანდა – მორიდებულებისა და გაუბედავებისთვის. მას მართებს უფრო გაბედული გახდეს. შენ კი ისედაც დიდი ტემპერამენტი გაქვს, სიმშვიდე და თავშეკავებულობა უნდა ისწავლო. ყოველი გურუს ვალია მოსწავლეებს ისეთი რჩევა მისცეს, რომელიც მათს ხასიათსა და შესაძლებლობებს მიესადაგება. მე სულაც არ ვარ გაბრაზებული არც შენზე, არც ბრაჰმანანდაზე".
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 25 2011, 11:50 AM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მცოდნეც რომ იყოთ, ნუ მოუშლით უმეცარს ბავშვურ რწმენას, არამედ დაეშვით მის დონემდე და თანდათანობით აამაღლეთ იგი. ეს მეტად საყურადღებო აზრია. ინდოეთში მან სრულყოფილებას მიაღწია. ამიტომაა, ხშირად ტაძრებში ხატების წინაშე დამხობილ დიდ ფილოსოფოსებს რომ ვხვდებით. ეს პირფერობა არ არის.

შემდეგ კრიშნა ამბობს: `ისინიც კი, ვინც სხვა ღვთაებას ეთაყვანება, სინამდვილეში მე მომაგებს თაყვანს.~ როგორ ფიქრობთ, გაბრაზდება ღმერთი, სხვა სახელი რომ უწოდოთ? ასე რომ იყოს, ის ღმერთიც არ იქნებოდა! რატომ არ გესმით, რომ ღმერთი ის არის, რაც ადამიანის გულშია – თუნდაც ქვას სცემდეს თაყვანს! რა არის გაუგებარი?!

ყველაფერს უფრო ნათლად მაშინ დავინახავთ, როცა იმ აზრისგან გავთავისუფლდებით, რომ რელიგიის აზრი დოქტრინებშია. რელიგიის ერთ-ერთი გაგება იმას ეფუძნება, რომ მთელი სამყარო იმიტომ გაჩნდა, რომ ადამმა ვაშლი შეჭამა და რომ გამოსავალი არ არსებობს, თუ იესო ქრისტეს, ერთი კონკრეტული კაცის სიკვდილს არ ვირწმუნებთ! მაგრამ ინდოეთში რელიგიის სულ სხვა გაგებაა. იქ რელიგია განხორციელებას ნიშნავს და სხვა არაფერს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რითი მიუახლოვდება მიზანს, ოთხცხენიანი ეტლით, ელექტრო მანქანით თუ მიწაზე ხოხვით. მიზანი იგივე რჩება.

ქრისტიანები იმაზე ფიქრობენ, როგორ გაექცნენ საშინელი ღმერთის რისხვას, ჰინდუთა საფიქრალი კი ისაა, როგორ გახდნენ ისინი, რაც სინამდვილეში არიან, როგორ დაიბრუნონ დაკარგული თავისთავადობა. გაცნობიერებული გაქვთ, რომ სული ხართ? როდესაც ამბობთ, `ვაცნობიერებ,~ რას გულისხმობთ, ამ ხორცის ნაჭერს, სხეული რომ ეწოდება თუ სულს – უსასრულოს, მარად კურთხეულს, უკვდავს და ნათელს? შეიძლება უდიდესი ფილოსოფოსი იყოთ, მაგრამ თუკი ფიქრობთ, რომ სხეული ხართ, მაშინ თქვენ არაფრით ჯობიხართ იმ ჭიას, თქვენს ფერხთით რომ დახოხავს. გამართლება არ გაქვთ! მით უარესი თქვენთვის, თუ ყველანაირ ფილოსოფიას იცნობთ და მაინც ფიქრობთ, რომ სხეული ხართ! მუცელღმერთები, აი, რა ხართ სინამდვილეში! და ამას უწოდებთ რელიგიას? რელიგია სულის სულად გაცნობიერებაა. რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? სრულიად საპირისპიროს – სულს ვაცნობიერებთ, როგორც მატერიას. უკვდავი ღმერთისგან ჩვენ სიკვდილი და მატერია გამოვჩორკნეთ, უსიცოცხლო, ჩლუნგი მატერიისგან კი – სული. . . . თუ ბრაჰმანს თავდაყირა ან ცალ ფეხზე დგომით, ან სულაც ხუთი ათასი ღმერთის თაყვანისცემით შეიცნობთ, ღმერთმა შეგარგოთ! . . . როგორც გნებავთ, ისე შეიცანით! არავის აქვს უფლება, დაგძრახოთ. ამიტომ, ამბობს კრიშნა, თქვენი მეთოდი უკეთესიც რომ იყოს, მაინც არ გაქვთ იმის თქმის უფლება, რომ ვინმეს გზა ცუდია. მნიშვნელობა არ აქვს, რაოდენ საშინელია იგი.

ისევ და ისევ, უნდა გავიგოთ, რომ რელიგია ზრდაა და არა სულელური სიტყვების რახარუხი. ორი ათასი წლის წინ ადამიანმა ღმერთი იხილა.
მოსემ იხილა ღმერთი ცეცხლმოკიდებულ ბუჩქში. პირადად თქვენ გიშველათ მოსეს საქციელმა? ვინც არ უნდა იხილოს ღმერთი, ეს თქვენ ვერაფრით გიშველით, გარდა იმისა, რომ შეიძლება შთაგაგონოთ და იგივე საქციელისკენ გიბიძგოთ. ესაა ძველთაძველი მაგალითების მთელი ღირსება, სხვა არაფერი. ეს მხოლოდ გზის მაჩვენებელი ნიშნებია. ერთი ადამიანის ჭამა მეორეს ვერ დაანაყრებს. ერთმა რომ ღმერთი იხილოს, მეორეს ეს ვერ უშველის. თქვენ თვითონ უნდა ნახოთ ღმერთი. რა აზრი აქვს ხალხის კამათს ღმერთის ბუნების შესახებ – `სამი თავი აქვს ერთ ტანზე თუ ექვსი თავი სამ ტანზე~... გინახავთ ღმერთი? – არა. . . . მათ არც კი სჯერათ, რომ ოდესმე ნახავენ მას. რა სულელები ვართ მოკვდავნი! ნამდვილი შეშლილები!

ინდოეთში ტრადიციად ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ თუ ღმერთი არსებობს, ის შენი ან ჩემი ღმერთი უნდა იყოს. ვის ეკუთვნის მზე? თქვენ
ამბობთ, რომ ბიძია სემი ყველას ბიძიაა. თუ ღმერთი არსებობს, მისი ნახვაც უნდა შეგეძლოთ. თუ არა და არ არსებულა. ყველას ჰგონია, რომ მისი მეთოდი საუკეთესოა. ძალიან კარგი! ოღონდ გახსოვდეთ, რომ თქვენი მეთოდი თქვენთვისაა საუკეთესო. საჭმელი, რომელსაც ერთი ადამიანი ვერ ინელებს, სხვისთვის შეიძლება სულ ადვილი მოსანელებელი იყოს. იმის გამო, რომ თქვენი მეთოდი თქვენთვის კარგია, ნუ გეგონებათ, რომ ის ყველას გამოადგება. რომ ჯეკის პალტო ჯონსაც და მერისაც მოერგება. ყველა გაუნათლებელი, უკულტურო და აზროვნებას მიუჩვეველი კაცი და ქალი ამ ერთ სწორ პალტოში გამოაწყვეს!

თქვენ თვითონ იაზროვნეთ! გახდით ათეისტები, მატერიალისტები! ასე უფრო აჯობებს. გაავარჯიშეთ გონება! . . . რა უფლება გაქვთ თქვათ, რომ ვინმეს მეთოდი არასწორია? ის შეიძლება თქვენთვის იყოს არასწორი. ანუ თუ სხვის მეთოდს გადაიღებთ, დაიღუპებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სხვაც დაიღუპება. ამიტომ, ამბობს კრიშნა, თუ ცოდნა გაქვთ და სხვის არასრულფასოვნებას ამჩნევთ, ნუ გაკიცხავთ. თუ შეგიძლიათ, დაეშვით მის დონემდე და დაეხმარეთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Nov 25 2011, 12:05 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ისე ამ კაცის ძეგლიც დავდგათ რა მოხდება ალიევის ახლომახლო


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Nov 25 2011, 12:07 PM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(haeri @ 25th November 2011 - 11:50 AM) *
თქვენ თვითონ იაზროვნეთ! გახდით ათეისტები, მატერიალისტები! ასე უფრო აჯობებს.


კი ჯობია.... .მზა ღმერთს ყველაფერი ჯობია


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
visama vritti...
post Nov 26 2011, 08:53 AM
Post #18


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 129
Joined: 24-October 11
Member No.: 6,592

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
რა კარგი თემაა smile.gif

რამაკრიშნასთასან თავმოყრილი იყო 20-მდე მოსწავლე, რომელნიც თავიანთ ბოლო ინკარნაციაას გადიოდნენ უდიდესი მასწავლებლის ახლოს. აღსანიშნავია, რომ მისი მოსწავლეები, ერთმანეთისგან განხვავებული იყვნენ, ერთი "ბჰაკტი" იყო, მეორე "ჯნანა" და მათ მასწავლებელი თავიანთ გზაზე აყენებდა, რაც რამაკრიშნას გენიალურობას უსვამს ხაზს. რამაკრიშნას მისიის უდიდესი ნაწილი ვივეკანადას სწავლება - გასხივოსნება იყო.

რამაკრიშნასთან სწავლებას მას ნირვიკალპა სამადჰი გაეხსნა (აბსოლიტური შერწყმა) - ვივეკანადა ემუდარებოდა მასწავლებელს მიეცა მისთვის გასაღები მუდამ ამ მდგომარეობაში გადასვლის. რამაკრიშნას უართან ერთად მოსწავლემ საყვედურიც მიიღო, რომ ჯერ ადრე იყო, რომ ის ამ მდგომარეობას მიიღებდა მაშინვე, როცა ამოწურავდა თავისივე მისიას.

ვივეკანადა კი ამერიკაში გაემგზავრა... ერთ-ერთი ამერიკელი მოგვიანებით წერს, თუ როგორ გადაარჩინა გარდაუვალ სიკვდილს სხივმა, ეს სხივი სწორედ ვივეკანადა იყო, რომელიც ლექციაზე მიდიოდა. გადარჩენილმა ვივეკანადას სთხოვა, რომ მიიღო იგი მოსწავლედ - ვივეკანადამ კი უთხრა: "შენი მასწავლებელი გახდება ის, ვინც თასს გაჩუქებს" წლების მერე ამერიკაში ჩავა აბსოლიტურად სხვა სკოლის კრია იოგი - სვამი პარამახამსა იოგანანდა.


--------------------
ვეფხისტყაოსანი...ქართული ბიბლია, ქართული ბჰაგავატ-გიტაა.

იმისათვის, რომ განვმტკიცდეთ ჭვრეტაში, ყველგან მსუფევ ღმერთის ჭვრეტაში, არ არის საჭირო განსაკუთრებული ადგილი, განსაკუთრებული დრო. არ არსებობს გაგება წმინდა ადგილი ან განსაკუთრებული დრო, როდესაც საქმე გვაქვს ჭვრეტასთან. ის ადგილი, სადაც გონი ტკბება ღმერთზე ფიქრით, არის წმინდა ადგილი! და ის დრო როდესაც გონი ამითაა დაკავებული, არის წმინდა დრო!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 28 2011, 11:33 AM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(visama vritti pranayama @ Nov 26 2011, 08:53 AM) *
ანანდა
რა კარგი თემაა smile.gif

რამაკრიშნასთასან თავმოყრილი იყო 20-მდე მოსწავლე, რომელნიც თავიანთ ბოლო ინკარნაციაას გადიოდნენ უდიდესი მასწავლებლის ახლოს. აღსანიშნავია, რომ მისი მოსწავლეები, ერთმანეთისგან განხვავებული იყვნენ, ერთი "ბჰაკტი" იყო, მეორე "ჯნანა" და მათ მასწავლებელი თავიანთ გზაზე აყენებდა, რაც რამაკრიშნას გენიალურობას უსვამს ხაზს. რამაკრიშნას მისიის უდიდესი ნაწილი ვივეკანადას სწავლება - გასხივოსნება იყო.

რამაკრიშნასთან სწავლებას მას ნირვიკალპა სამადჰი გაეხსნა (აბსოლიტური შერწყმა) - ვივეკანადა ემუდარებოდა მასწავლებელს მიეცა მისთვის გასაღები მუდამ ამ მდგომარეობაში გადასვლის. რამაკრიშნას უართან ერთად მოსწავლემ საყვედურიც მიიღო, რომ ჯერ ადრე იყო, რომ ის ამ მდგომარეობას მიიღებდა მაშინვე, როცა ამოწურავდა თავისივე მისიას.

ვივეკანადა კი ამერიკაში გაემგზავრა... ერთ-ერთი ამერიკელი მოგვიანებით წერს, თუ როგორ გადაარჩინა გარდაუვალ სიკვდილს სხივმა, ეს სხივი სწორედ ვივეკანადა იყო, რომელიც ლექციაზე მიდიოდა. გადარჩენილმა ვივეკანადას სთხოვა, რომ მიიღო იგი მოსწავლედ - ვივეკანადამ კი უთხრა: "შენი მასწავლებელი გახდება ის, ვინც თასს გაჩუქებს" წლების მერე ამერიკაში ჩავა აბსოლიტურად სხვა სკოლის კრია იოგი - სვამი პარამახამსა იოგანანდა.


რამაკრიშნას შესახებ საინტერსოდ უწერია რომენ როლანს წიგნში - ”Жизнь Рамакришны”
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 29 2011, 11:58 AM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე შემიძლია ხუთ საათში ხუთი გოდორი ცოდნა ჩავუდო ადამიასნ თავში, მაგრამ ამით რა გამოვა?
– ცოტა უფრო უარესი გახდება, ვიდრე იყო.
საიდან ჩნდება საქმის ტყვეობა? იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი საქმით სულს ვბოჭავთ. ჰინდური სისტემის მიხედვით ორი სინამდვილე არსებობს: ბუნება და სული, ანუ ატმანი . სიტყვა ბუნება მხოლოდ ამ გარეგან სამყაროს კი არ გულისხმობს, არამედ ჩვენს სხეულს, გონებას, ნებას და იმასაც კი, რასაც ჩვენ `მე~-ს ვუწოდებთ. ყოველივე ამის მიღმაა უსასრულო სიცოცხლე და სულის ნათელი – სული, ატმანი . . . . ამ ფილოსოფიის მიხედვით სული ბუნებისგან სრულიად განცალკევებულია. ის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. . . . ის გონებასთანაც კი არასოდეს არასოდეს გაუიგივებიათ.
. . .
თავისთავად ცხადია, რომ გონებას მუდმივად კვებავს საჭმელი, რომელსაც ვჭამთ. ეს მატერიაა. სული საჭმელთან ყოველგვარ კავშირზე მაღლა დგას. მისთვის სულ ერთია, ჭამთ თუ არა, ფიქრობთ თუ არა, . . . ესეც სულერთია. ის უსასრულო ნათელია. მისი სინათლე მუდამ ერთი და იგივეა. სინათლეს რომ ლურჯი ან მწვანე მინა ააფაროთ, ამით მას არაფერი მოუვა. მისი ფერი უცვლელი დარჩება. ეს ჩვენი გონება ცვლის და სხვადასხვაფრად აფერადებს სინამდვილეს. რა წამსაც სული სხეულს ტოვებს, ყველაფერი ნამსხვრევებად იქცევა.
ბუნებაში ერთადერთი რეალობა სულია. თავად რეალობა – სულის ნათელი – სხეულის და გონების მეშვეობით დადის, ლაპარაკობს და მოქმედებს.

ენერგიაა, სული და სულის ნათელია ის, რაც სხვადასხვა გზით მატერიად ხორციელდება. . . . სულია ყველაფრის _ ყოველი ჩვენი ფიქრისა
და ფიზიკური მოქმედების მიზეზი; და თუმცა თვითონ სიკეთისა თუ ბოროტების, სიამოვნებისა თუ ტკივილის, სიცხისა თუ სიცივის _ ბუნების
ყველგვარი ორმაგობის მიღმაა, ყველაფერს ის ჰფენს ნათელს.
`

არსებობს ზოგადი იდეები, რომელიც შეიძლება კაცობრიობას უქადაგოთ, ნამდვილ მასწავლებელს კი თქვენს ნაცვლად თქვენივე ბუნების ამოცნობა უნდა შეეძლოს. შეიძლება თქვენ თვითონ არ იცნობდეთ საკუთარ ბუნებას. ისიც შესაძლებელია, რომ თქვენი ბუნება სულაც არ იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გგონიათ. შეიძლება ის თქვენ ჯერ არ გქონდეთ გაცნობიერებული.

მასწავლებელი ის ადამიანია, ვინც ვალდებულია, იცოდეს. . . . ერთი გამოხედვით უნდა მიხვდეს, ვინ ხართ და თქვენს გზაზე უნდა დაგაყენოთ. ჩვენ ხელის ცეცებით დავდივართ, ხან რას მოვსინჯავთ, ხან რას. ათას რამეს ვაკეთებთ, მაგრამ წინსვლა არა და არ ჩანს, სანამ დრო არ დადგება და ჩვენთვის ბუნებრივ ნაკადში არ მოვხვდებით და მას არ გავყვებით. ნიშანი იმისა, რომ ჩვენს დინებაში მოვხვდით, ის არის, რომ იქ აღმოვჩნდებით თუ არა, ტივტივს ვიწყებთ. ძიება მთავრდება. ჯერ საკუთარი ბილიკი უნდა ვიპოვოთ, შემდეგ კი აღარ დავთმოთ იგი და სხვა ბილიკზე გადასვლას საკუთარ გზაზე სიკვდილი ვარჩიოთ.

ამის ნაცვლად ჩვენ რელიგიას ვირჩევთ, დოგმებით ვიხუნძლებით, ადამიანის მიზანს ვღალატობთ და ისე ვექცევით ადამიანებს, თითქოს ყველას ერთი ბუნება ჰქონდეს. არ არსებობს ორი ადამიანი, ერთნაირი გონება ან სხეული რომ ჰქონდეს. . . . ორ ადამიანს ერთი რელიგია ვერ ექნება. . . . თუ გინდათ, რელიგიურები იყოთ, ნუ შეაბიჯებთ ნურც ერთი ორგანიზებული რელიგიის კარიბჭეში. ისინი ასჯერ მეტ ბოროტებას ჩადიან, ვიდრე სიკეთეს, რადგან თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას უღობავენ გზას!
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:54 AM