IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> <ცეკვის მაგია>, მოცეკვავე განმსჭვალავს ყ
nandarani
post Mar 25 2014, 08:09 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.........................<<<ცეკვის მაგია>>>.............................

***ინდოეთში ცეკვა მაგიის უძველესი ფორმაა. მოცეკვავე განმსჭვალავს ყოფიერებას და მოიპოვებს ზეადამიანურ ძალებს. ცეკვაში იცვლება მისი პიროვნება. ისე როგორც იოგა, ცეკვაც იწვევს ტრანსს, ექსტაზს, კონტროლის გამოცდილებას ადამიანის შინაგანი არსის გახსნით, და საბოლოოდ ხდება ღვთაებასთან ზიარება, მასში დანთქმა.
აი ამ მიზეზით ცეკვა ინდოეთში ვითარდებოდა მკაცრი ასკეზების და სუნთქვითი პრაქტიკების ფონზე. როდესაც ხდებოდა მთლიანად ჩაღრმავება საკუთარ თავში. ცეკვა, ეს შემოქმედებითი აქტია. ის გარშემო სხვა სივრცეს ქმნის და მოცეკვავეში უხმობს სხვა ახლა ინდივიდუალურობას. ცეკვა შეიძლება იქცეს კოსმოგონიურად, თუკი ის ადამიანში

,,ბჰარატანატიამის'' სტილის ძირეული ნიშნები

დღეს თითქმის ყველა ქართველს უყვარს ქართული ცეკვა, და საერთოდ საქართველო ცეკვის სამეფოს ჰგავს, სადაც ცეკვის სული ზეიმობს.
ეს მიანიშნებს ერის უდიდეს სულიერ ნიჭზე და სიხარულის იშვიათ განცდაზე.
როდესაც ნინო რამიშვილი ცეკვა ,,ჯეირანს'' ქმნიდა, მან ამ ცეკვაში გამოიყენა ზოგიერთი ინდური ცეკვის ილეთები, მუდრებით და საიდუმლო ჟესტებით.
და..რა მოხდა? ცეკვა ჯეირანი გამოვიდა ცეცხლოვანი ცეკვა, და დღემდე ყველას ხიბლავს საკუთარი სიუცხოვით...
არადა არანაირი სიუცხოვე მასში არ დევს, ეს არის ადამიანის ბუნებისთვის საოცრად ახლობელი და მშობლიური ცეკვის მაგია...
მე ვფიქრობ რომ ქართული ცეკვის სულთან ახლოს მყოფია ინდური ცეკვის სული.. ეს ორი სული ერთმანეთის გარეშე აღარ უნდა იყოს...
დროა საქართველოში გამოიღვიძოს ადამიანის დაფარულმა ღვთაებრივმა სიხარულმა...დროა ცნობიერებამ დაიბრუნოს თავდაპირველი მეუფება სხეულზე და ცეკვის სამეფოზე..

<<ცეკვა ეს არის ჭეშმარიტად ბუნებრივ მოთხოვნილებათა რეზულტატი, ცეკვა არის მეფე სილამაზის,.
ცეკვა განდიდებულია, როგორც მადლის და წყალობათა დამტარებელი და მეუფე.>>
//ბჰარატა მუნი//

ინდოეთის ნებისმიერი კლასიკური საცეკვაო სტილის, და მეტიც უძველესი ხელოვნების უმთავრეს ნიშანს წარმოადგენს სიკეთის, მადლის, წყალობის მოტანა. ეს არის როგორც ჰიპოკრატეს ფიცი ექიმისთვის, ანდა რელიგიის წმინდა მსახურისთვის აღთქმა.
სწორედ ასევე წყალობის და სიკეთის მოტანის პრინციპი აუცილებლად უნდა იქცეს ძირეულ და ხასიათის ყველაზე ძლიერ თვისებად ცეკვის შემსწავლელისთვის და პრაქტიკოსისთვის. რამეთუ სწორედ ამ მოკრძალებულ, მოწყალე და მორჩილ თვისებას უსვამს ხაზს მოცეკვავის პირველი მოქმედება--პრანამი. ამ პრანამით, ანუ თაყვანის გარეგნული ფორმით იწყებს მოცეკვავე ცეკვის დაუფლებასაც და სცენაზე გამოსვლასაც.
და მხოლოდ ღრმა მნიშვნელობის მინიჭებით და საკუთარი ხელების მისტიკურ მოძრაობათა საიდუმლოში ჩაღრმავებით შეძლებს დაეუფლოს ცეკვის თავდაპირველ მაგიურ ასპექტებს. რადგანაც მხოლოდ ასე თუ გაეხსნება მოცეკვავეს ის, რასაც გარეგნული ატრიბუტებისკენ მსწრაფი ადამიანები ვერ ხედავენ.

კლასიკური ცეკვა სხეულს იყენებს როგორც საშუალებას და ინსტრუმენტს, რისი საშუალებითაც ჭკუას ძალუძს გახდეს შემოქმედი.
თუმცა კი სხეულიც და ჭკუაც ემორჩილებიან ერთ პრინციპს და კანონს.

უძველეს ტრაქტატ ,,ნატიაშასტრაში'' ავტორი(ბჰარატა) დაწვრილებით აღწერს სცენის ბუნებას და სტრუქტურას, ასევე შემსრულებლის თვისებებს. სხეულის ყოველი პოზა უნდა იყოს სწორი გეომეტრიულად ზუსტი, და ყოველი აზრი, რომელიც მოცეკვავის ჭკუისგან იბადება, უნდა ფლობდეს განსაზღვრულ აზრს და მიზანს. რადგანაც ამ ყველაფრისგან იქმნება ძლიერი შემოქმედებითი და ინფორმაციული ველი, და ეს პირველ რიგში ზემოქმედებს და ვიბრირებს მოცეკვავეზე, ხოლო შემდეგ მისი საშუალებით გარშემო არსებულ ატმოსფეროს განმსჭვალავს.

(პირველი ნაწილის დასასრული.)

(გაგრძელება--მეორე ნაწილი)

ცეკვის მომენტში მოცეკვავის აზრების ერთ-ერთი ანარეკლი არის მისი საკუთარი სახე-ასპექტის ნაწილი, სახელწოდებით ,,აბჰინაია''. სანსკრიტულიდან თარგმანი-მიმიკა, თეატრალური წარმოდგენა. ეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენ ხელების საშუალებით ვქმნით, ვქმნით სახის საშუალებით(ემოციები), აგრეთვე გრიმის, ტანისამოსის, დეკორაციების ჩვენი შინაგანი განწყობილების დახმარებით. ნათქვამია, რომ ,,აბჰინაია'' ცეკვას ხდის გრძნობიერად დასანახს, ხოლო მანამდე გრძნობიერება მხოლოდ სუფთა ფსიქოლოგიურია.
ინდური კლასიკური ცეკვა მოიცავს მოძრაობის განსაკუთრებულ ხელოვნებას. მსგავსად გველის მოძრაობისა, რომელიც გადაადგილდება პლასტიკურად, მოღვენთილად, დაღვრილად, მაგრამ მუდამ უცაბედი, წამიერი ფიქსაციით იკავებს პოზიციას: არ არსებობს არცერთი უზუსტო ანდა წაბორძიკებული მოძრაობა, ამ ცეკვის ხასიათისგან დამოუკიდებლად, ნელი იქნება მანამდე მოძრაობა თუ სწრაფი.
თქვენ თითქოსდა კინოლენტას უყურებთ: ყოველი კადრია პოზა, პოზებს შორის გადასვლები ზუსტი და ჰარმონიულია.
ესეც იოგას ფორმაა. ის იყენებს თქვენი სხეულის ყოველ ნაწილს, ფიზიკური და გონისმიერი დაძაბულობის შემცირებით. და გაიმედებსთ რომ ყოველი თქვენი სტრუქტურა(მენთალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური) აწყობილია ზუსტად.
ცეკვას შეუძლია როგორც დახმარება, ასევე ზიანის მოყენება: ეს არის პრაქტიკა, რომელსაც გააჩნია განსაზღვრული წესები და კანონები. და პრაქტიკოსი არ უნდა იშურებდეს დროს და ძალას მის შესასწავლად. დისციპლინირებული ხდება ჭკუა. რის შემდეგაც ჭკუის კონტროლით კონტროლდება სხეულიც.
,,ბჰარატანატიამი'', როგორც სხვა რომელიმე ცეკვის ფორმა, იყენებს ადამიანის სხეულს როგორც კომუნიკაციის საშუალებას შემოქმედებითი ბუნების გამოსახატავად. ეს არის საუკეთესეო საშუალება საკუთარი თავის დაფასებისა, როგორც წმინდა ინსტრუმენტისა, რომელსც ძალუძს მიაღწიოს ადამიანის უმაღლეს მიზანს.

(მეორე ნაწილის დასასრული.)

(გაგრძელება-- მესამე ნაწილი)

ამ სტატიაში აშკარად იკვეთება ერთი სიმართლე- ინდური კლასიკური ცეკვები არ უნდა შეასრულოს ათეისტმა და ფსიქოლოგიურად დამძიმებულმა, ნეგატიურმა, სულიერად განუვითარებელმა ადამიანმა. ეს ცეკვები იმდენად საფრთხილო და სათუთად შესასწავლია, რომ ჭეშმარიტი ცეკვის გურუს(მოძღვრის) კურთხევის და მეთვალყურეობის გარეშე ნეგატიურ რეაქციას მოუტანს შემსწავლელს და გარესამყაროს.
სწორედ ამიტომ არის, რომ თვითნებურად ინდური კლასიკური ცეკვების დაუფლებამ დაამახინჯა, და თავდაპირველი წმინდა არსი დააკარგვინა ცეკვას. დღეს ხდება გურუსგან დამოუკიდებლად რაღაც ელემენტების გამოყენება ინდური ცეკვიდან, ხდება შერეული ცეკვების შექმნა ამქვეყნიური ემოციებით შეპყრობილი ადამიანების მიერ, და იქმნება აბსოლიტურად არაცნობიერი და ღვთაებრივ არსს მოკლებული საცეკვაო სტილი, რაც რათქმაუნდა უფრო მეტად აძლიერებს და აღვივებს ადამიანის ცნობიერების დაბალი შრეების ვიბრაციებს. ცნობიერება დაყავს წარმავალ, მდაბიო, ვულგარულ ემოციებამდე და ჭკუას აჯაჭვებს მოკვდავ სამყაროზე. რაც თავდაპირველად ჩადებული იყო ცეკვის არსში, დღეს მივიწყებულია და დაბინდული.

ინდური კლასიკური ცეკვების ერთერთ მეტნაკლებად მნიშვნელოვან ნიშანს წარმოადგენს ,,ჰასტა მუდრები''(ხელების ჟესტები).
მათი დახმარებით ვითარდება და ევოლუციას განიცდის ცეკვა. ეს თავისმხრივ ალფავიტია. და ის ვინც ამ ალფავიტს იყენებს, ძალუძს ფორმირება გაუკეთოს სიტყვას და წინადადებას. ასევე ნათლად დაკვირვებულად გამოხატოს ნებისმიერი იდეა და ემოცია. მუდრები გვეხმარებიან ცეკვის აზრის, ანდა თემის ინტერპრეტირება გავაკეთოთ სახის გამომეტყველების დახმარებით-მუკჰა აბჰინაია. ამიტომაც მუდრები ამ მხრივ ცეკვის ესტეთიკურ სილამაზეს ამაღლებენ. ზუსტად და სწორად არჩეული ხელის ჟესტები უკეთესს ხდიან შესრულების გამოხატვას და გამოკვეთავენ საუბრის ცეკვისეულ მანერას. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული ხედვაა.
სწორად და ზუსტად არჩეული და შესრულებული მუდრები ადამიანის და გარემო ატმოსფეროს ენერგოსტრუქტურაზე მოქმედებენ.
ცეკვის პრაქტიკა მიმდინარეობს საფეხურებრივი სისტემით და ემორჩილება პრინციპს ,,მარტივიდან რთულამდე'', ,,ნელიდან სწრაფამდე''. ყოველი მარტივი ქმნის რთულს, ნელი ბადებს ჩქარს, მაგრამ საბოლოო ჯამში აღწვეს ერთ მდგომარეობას, მსგავსად ფრინველისა, რომელიც სიჩქარის აკრეფისას ზეცისკენ საბოლოოდ შლის ფრთებს და იწყებს ლივლივს, ანუ სარგებლობს იმ პირობებით, რასაც მიაღწია. საკუთარი პრაქტიკის ასეთი ხედვა იფარავს შემსრულებელს დაბრკოლებისგან და იძლევა გამოკვეთილ და განსაზრღვრულ მიზანს.
კლასიკური ცეკვების ფსიქოლოგიური საფუძველი მითებზე და ლეგენდებზე ამოიზარდა. მაგრამ ეს არაა მხოლოდ უბრალო წარმოსახვა განსაზღვრული სიუჟეტის და ისტორიის, ეს თვითგამოხატვის სამუშაო პროცესია საკუთარ მე-ზე, ეს არის საკუთარი შიანაგანი დონის ამაღლება, და გარშემო მყოფი სამყაროს პოზიტიური გამოვლინების შენარჩუნება. ჩვენ ისევ ვუბრუნდებით კანონის და პრინციპის უპირველეს ნომერს ერთს, დასაბამიდან აღწერილს და გამოვლენილს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესრულება ემსგავსება პათოსს და ატარებს ნეგატივს. ამ შემთხვევაში ხდება ცნობიერების დაბალი ნაწილის აღძვრა, რაც ქმნის დეგრადაციას და დაცემას.
კლასიკური ცეკვა გამოყოფს სამ ძირეულ კატეგორიას. ,,ნრიტტა''-აბსტრაქტული ცეკვა, რაც შედგება დრამატულ შინაარსს მოკლებულ მოძრაობისგან და პოზებისგან. ,,ნრიტია''--ცეკვა რომელიც კავშირშია განწყობასთან(გრძნობა) და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან. და ბოლოს ,,ნატია''--ნიშნავს იმას, რაც გააჩნია, ეკუთვნის სიუჟეტს. ეს მთლიანი დრამატული სპექტაკლია, რომლის შემადგენლობაშია როგორც ნრიტტა, ასევე ნრიტია.
ცეკვის მეუფე არის შივა ნატარაჯა--ცნობილია როგორც მაჰადევა(დიადი უფალი), სამყაროს შექმნის, შენარჩუნების და განადგურების სიმბოლურად გამომხატველი.
მისი მურტის(ფიგურის) გარშემომყოფი ცეცხლის წრე გამოხატავს კოსმოსს. ერთ თავის მარჯვენა ხელში ნატარაჯას უკავია დოლი, რაც ცხოვრების რიტმული ბუნების ხმას განასახიერებს სიმბოლურად. მეორე მარჯვენა ხელი მომართულია წინ ხელისგულით-გამოხატავს მფარველობას და წყალობას მათზე, ვინც მას ეთაყვანება. მის სხეულზე და ხელებზე შემოხვეული გველები გვეუბნება მის მიერ ამ ცხოვრებისეულ ძალებზე ბატონობას. ახალი მთვარე- გრძნობათა კონტროლის და მართვის უნარზე მიუთითებს. ერთი მარცხენა ხელით უკავია ცეცხლი- განადგურების სიმბოლო, მეორე ხელი მიუთითებს აწეულ ფეხზე, რაც ამტკიცებს საკუთარ თავზე(ეგოზე) გამარჯვებას. ჯუჯაზე(ბოროტების დემონზე) მდგარი მარჯვენა ფეხი გვატყობინებს ადამიანთა ჭკუის ღრმა უგუნურებას, და შივა ამ ფორმის სახით სამყაროს ასხივოსნებს წმინდა ცოდნის ნათელით.
შივა ნატარაჯა, ეს არის მისტიკური მოცეკვავე, ანანდა ტანდავას(ნეტარების ცეკვა) შემსრულებელი.
მის სხეულზე ვლინდება მუსიკის კონცეფცია. რაც ფორმულირდება მის ბუნებრივი გრაციის(მოძრაობის), განუყოფელ ნაწილად.
და ეს მოძრაობა იმდენად ერთიანი და განუყოფელია, როგორც ტანდავა(მამაკაცური) და ლასია(ქალური).

(( მესამე ნაწილის დასასრული.))

(გაგრძელება-- მეოთხე ნაწილი)

ადიდებთით უფალსა გალობითა, წინწილითა, დაფდაფითა, ცეკვითა, როკვითა.... აი ასე ადიდებდა დავით წინასწარმეტყველი თავის უფალს ფსალმუნებში(150).
საოცარია და მიზეზი იმისა თუ რატომ გახდა მავნებელი უფლის ცეკვით განდიდება, დღეს ძალიან ცოტა თუ კითხულობს ქრისტიანულ სამყაროში..
დიახ, რათქმაუნდა მავნებელი გახდებოდა სპონტანური, და თავისნებაზე მიშვებულ-აცეკვებული ჭუჭყიანი სამშვინველი გარემოსთვის..რადგანაც..
რადგანაც ქრისტიანულ სამყაროში დიდი ხნის წინ იყო დაკარგული ცოდნა ნამდვილი, წმინდა, ღვთაებრივი ცეკვის შესახებ...
სულიწმინდის უმარავი ნიჭებიდან, ერთი უმთავრესი ნიჭია ღვთაებრივი ცეკვა, უფლის სუნთქვით, რომელიც უანგაროდ მოცეკვავე სულს აზიარებს მარადიულ სულთან... პირველწყაროსთან...
და ისევ და ისევ იმ უნაკლო, სულიერი სამყაროდან მოკვდავთათვის გამხელილ სულიწმინდის ნიჭზე მინდა ვისაუბრო,
რომელსაც მოცეკვავისთვის და მაყურებლისთვის პირველ რიგში გულის ჩაკრის გაწმენდა მოაქვს.
...ზესულის სუნთქვა მატერიალურ სამყაროში შემოჭრილი, გარდაიქმნება მელოდიად, მუსიკად, წმინდა ლოგოსად, და ღვთაებრივი ცეკვის მაგიად..
იქმნება ზეციური სამყაროები, ქრისტიანულად რომ ვთქვათ ანგელოსთა საუფლო, სადაც უფლის ექსპანსიების წინ ღვთაებრივი სულები ასრულებენ განუმეორებელ ცეკვას და სიმღერებს. ესენი არიან ძირითადად მდედრობითი სქესის ულამაზესი არსებები, აპსარები და განდჰარვები.
ხოლო ზოგიერთები აქ, დედამიწაზე რეინკარნირდებიან განსაკუთრებული მისიით, რომ მოკვდავთ გადასცენ ცეკვის და სიმღერის საიდუმლო.
ერთერთი ასეთი ზეციური აპსარა --ურვაში, ერთერთი აპსარებიდან, რომელიც როგორც ამბობენ დედამიწაზე დაიბადა განსაკუთრებული მიზნით და ადამიანებს გადასცა ცეკვისა და მუსიკის შესახებ ღვთაებრივი ცოდნა.
პირველი პრაქტიკოსები ამ ცეკვების იყვნენ დევადასები, ტაძრის მოცეკვავეები. რადგანაც საუკუნეების მანძილზე მათი ცეკვა ღმერთისადმი იყო მიძღვნილი, ამიტომაც იქცა სატაძრო მსახურების განუყოფელ ნაწილად.
***ინდოეთში ცეკვა მაგიის უძველესი ფორმაა. მოცეკვავე განმსჭვალავს ყოფიერებას და მოიპოვებს ზეადამიანურ ძალებს. ცეკვაში იცვლება მისი პიროვნება. ისე როგორც იოგა, ცეკვაც იწვევს ტრანსს, ექსტაზს, კონტროლის გამოცდილებას ადამიანის შინაგანი არსის გახსნით, და საბოლოოდ ხდება ღვთაებასთან ზიარება, მასში დანთქმა.
აი ამ მიზეზით ცეკვა ინდოეთში ვითარდებოდა მკაცრი ასკეზების და სუნთქვითი პრაქტიკების ფონზე. როდესაც ხდებოდა მთლიანად ჩაღრმავება საკუთარ თავში. ცეკვა, ეს შემოქმედებითი აქტია. ის გარშემო სხვა სივრცეს ქმნის და მოცეკვავეში უხმობს სხვა ახლა ინდივიდუალურობას. ცეკვა შეიძლება იქცეს კოსმოგონიურად, თუკი ის ადამიანში აღვიძებს მიძინებულ ევოლუციურ ენერგიას.
და როგორც ვთქვით ცეკვის მამამთავარი და ცეკვის ამ სამყაროში შემომტანი არის უფალი შივა, და უფალი კრიშნა. უფალი შივა არის უფალი კრიშნას მამაკაცური ასპექტის განსახიერება, და მისი ცეკვაც განსაკუთრებით გამოკვეთს აბსოლუტის მამაკაცურ ბუნებას. ხოლო უფალი კრიშნას მიერ ფლეიტით შესრულებული ცეკვა უკვე სხვა რამეა, მასში აბსოლუტის ორივე ბუნება ზეიმობს. ამ თემას მოგვიანებით შევეხებით. ახლა ისევ უფალი შივას შესახებ. ეს ხელოვნება მან თავის ცოლს პარვატის გადასცა, ხოლო ღმერთების შემდეგ კი უბრალო მოკვდავებმაც დაიწყეს ცეკვა.
როგორც ვთქვით ინდოეთის ერთ ერთი უძველესი ცეკვებიდან ითვლება ბჰარატანატიამი, რომლის სამშობლოც არის შტატი ტამილ ნადუ. ამ ცეკვის პირველი შემსრულებლები იყვნენ სატაძრო მოცეკვავეები-დევადასები. დევადასი სანსკრიტიდან თარგმანი ნიშნავს ,,უფლის სარძლოს''. თუკი მშობლები რაიმე მიზეზით ვერ ახერხებდენ ქალიშვილის გათხოებას, მას აბარებდენ ტაძარში, და უმეტეს შემთხვევაში ეს ითვლებოდა მსხვერპლშეწირვად. გამოყოფენ დევადასების რამდენიმე კატეგორიას. ნათლობის და ხელდასხმის რიტუალის და ვალდებულებათა მიხედვით, რომელიც ტაძარში აღესრულებოდა, ტრადიციულად დევადასები იქნა დაყოფილი შვიდ კატეგორიად.
დატტა--ის ვინ გადაწყვიტა საკუთარი თავი მიუძღვნას ტაძარს.
ვიკრიტა--ისინი ვინც მიყიდილნი იქნენ ტაძარში.
ბჰრიტუია--ის ვინც ტაძარს შეეწირა აღთქმის მიხედვით.
ბჰაკტა--ის ვინც ცეკვავდა უფლისადმი წმინდა ერთგულებით(ბჰაკტით)
ჰრიტა--ისინი ვინც გაღარიბდენ და გადაცემულ იქნენ ტაძარს.
ალანკარა--კურტიზანები, ტრადიციული ინდუისტური ნიშნით, ტაძარში ჩატარებული ,,რაჯა'' ცერემონიის დროს მოპოვებულნი.
გოპიკა--ისინი ვინც იყვნენ მოცეკვავენი ოჯახური ტრადიციით.
აქედან მხოლოდ ბჰაკტი აღწევდა უზენაესთან აბსოლირურად ზიარებას.
,,ბჰაგავატა პურანაში'' ნათქვამია შემდეგი: <<ბჰაკტები, რომლებიც შეუწყვეტლივ ემსახურებიან უფლის ლოტოსის ტერფებს, ძალიან ადვილად ჩეხავენ კარმულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სურვილების უხეშ ჯაჭვებს. მუდამ ჩემზე იფიქრე, გახდი ჩემი ერთგული(ბჰაკტი), დაემხე მიწაზე სახით ჩემს წინაშე და თაყვანი მეცი მე. ბოლომდე ჩემზე ფიქრით დაუნჯებული, შენ უცილობლად მოაღწევ ჩემამდე.>>
,,ბჰაგავატა-პურანაში'' აღწერილია უფლის სხვადასხვა ავატარების ისტორიები მატერიალურ სამყაროში, ასევე დიდი ცოდნა ფილოსოფიის, მეტაფიზიკის და კოსმოგონიის. ის ხსნის ისტორიული განვითარების პანორამას, მოუწოდებს თვითშეცნობის და განთავისუფლების გზას. რამდენიმე ბოლო ათასწლეულის მანძილზე ,,ბჰაგავატა-პურანა'' ითვლება ერთერთ ძირეულ წმინდა ტექსტად კრიშნაიზმის სხვადასხვა შტოში. ის აქ განიმარტება მეოთხე ელემენტად თეისტური ვედანტის მთავარფუძისეული ხორცისშემსხმელი კანონისა. შედგება ,,უპანიშადების'', ,,ვედანტა სუტრის'' და ,,ბჰაგავად-გიტისგან''. თვით ,,ბჰაგავატა- პურანას'' თანახმად, მასში თავმოყრიალია მთელი ვედების უმთავრესი არსი.
....იმისათვის რომ გოგონას მიეღო <<მოცეკვავე დევადასის>> სტატუსი, უნდა გაევლო ოთხი მთავარი ცერემონია, რომელთაგან ერთ ერთი იყო რიტუალური დაქორწინება ღვთაებაზე. (გაიხსენეთ ქრისტიანული სამყაროს მიერ მონაზვნად აღკვეცის რიტუალი, ქალების შემთხვევაში. ქალი აღთქმას დებს რომ სიკვდილამდე იქნება იესო ქრისტეს უმწიკვლო მეუღლე. ანუ ხდება მარადიული სასძლო ძე ღმერთის).
საქორწინო რიტუალის დროს ღმერთს შეცვლიდა ხოლმე ღმერთის სიმბოლოები(ხმალი, დისკო, სამკაპი, და ასე შემდეგ), რომელიც სარძლოს ეკავა ხელში მანამდე, სანამ მღვდელმსახური ჩაიკითხავდა წმინდა მანტრებს-ლოცვებს. გოგონა ცხადდებოდა უზენაესის მეუღლედ, რის შემდეგაც მას კისერზე კიდებდენ ყელსაბამს- ქორწინების სიმბოლოს: ერთი ან ორი ნაზი ოქროს ფირფიტით ყვითელ ზონარზე(რაც ქორწინების ცერემონიის დასასრულს უკეთდებოდა). ამის გარდა კიდევ იყო რაღაც რიტუალები, მაგალითად შუბლზე უკეთებდენ წითელ ნიშანს-წარბებს შორის, თმებში აყრიდენ კეფაზე წითელ ფხვნილს. როგორც კი კეთილშობილი მეუღლის სტატუსს შეიძენდა დევადასი, პარალელურად იღებდა უდიდეს ცოდნას, რაც უბრალო ქალებისთვის არ იყო გამხელილი. მას გადაეცემოდა საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა სანსკრიტზე, ტამილურზე და ტელუგუზე. აგრეთვე ფილოსოფია, მუსიკა და ცეკვები.
სწორედაც დევადასები იყვნენ ინდური კლასიკური მუსიკის და ცეკვების წმინდა და ნამდვილი სახით შემანარჩუნებლები და დამცველები. სწავლებასთან ერთად დევადასებს მოეთხოებოდათ ტაძრის ყველანაირი სისუფთავე, სამზადისები სალოცავი რიტუალებისთვის და ყოველ რელიგიურ ცერემონიებში მონაწილეობა.

(გაგრძელება იქნება)

https://www.facebook.com/pages/%E1%83%A0%E1...92953633?ref=hl
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Mar 30 2014, 12:00 AM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



nandarani

ძალიან საინტერესოა. კითხვა გამიჩნდა: ინდური ცეკვით, როგორც ვიცი შეიძლება ამბავი გადმოსცე, ვთქვათ რამაიანა იცეკვო და ამით რამაიანა მოყვე. ძალიან ზოგადად ვიცი ამის შესახებ, ინდურ ტრადიციაში, ცეკვა ყოველთვის რაიმეს "ყვება"? ამბავი ესაა სხეულის ენა + მუსიკა?


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
nandarani
post Apr 3 2014, 07:15 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიახ, ნამდვილად ასე არის.
უამრავი უძველესი წმინდა წერილებიდან ღმერთის ავატარებთა ცხოვრება და გმირობები ცეკვის მაგიური სტილით გადმოიცემოდა.
ახლა მე-5 ნაწილიც დავდე. შეგიძლიათ გაეცნოთ. ხოლო ძველი სტატიის ქვემოთ არის მითითებული ლინკი ფბ-ზე ჩემს მიერ გაკეთებული გვერდის:-- რუკმინი ვიჯაიაკუმარი. ამასაც გაეცანით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Apr 4 2014, 08:14 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(nandarani @ Apr 3 2014, 08:15 PM) *
დიახ, ნამდვილად ასე არის.
უამრავი უძველესი წმინდა წერილებიდან ღმერთის ავატარებთა ცხოვრება და გმირობები ცეკვის მაგიური სტილით გადმოიცემოდა.
ახლა მე-5 ნაწილიც დავდე. შეგიძლიათ გაეცნოთ. ხოლო ძველი სტატიის ქვემოთ არის მითითებული ლინკი ფბ-ზე ჩემს მიერ გაკეთებული გვერდის:-- რუკმინი ვიჯაიაკუმარი. ამასაც გაეცანით.


გმადლობთ, ნანდარანი smile.gif მივადევნებ თვალს!


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 08:19 PM