IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ბიო-რობოტი
Atman
post Nov 13 2010, 10:57 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც ვიცით ყველანი ბიორობოტებად ვიბადებით. გვაქვს თანდაყოლილი სქემები და პროგრამები, რომლებსაც თანდათან ახალი პროგრამები ემატება. ეს თემა ძალიან ცნობილია უკვე, მაგრამ გაცნობიერებულად და არაპროგრამულად მოქმედების რეალური გამოცდილება ძალიან ცოტას აქვს. ამაზე საუბრობდა ყველა დაწყებული უდიდესი წმინდანებიდან დამთავრებული თეორეტიკოსი "პროგრამისტებით". ხშირად რაც გაცნობიერებული მოქმედება გვგონია, შენიღბული და გაცილებით უფრო ნატიფი პროგრამაა.

როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ მოვიშოროთ ეს პროგრამები, რას ნიშნავს ნების თავისუფლება და ხომ არ გადავდივართ ერთი სახის მონობიდან მეორეზე, როდესაც რაღაც დოგმას ამბოხს ვუცხადებთ და რასაც "გვინდა" იმას ვაკეთებთ? ან პირიქით, პროგრამის მსხვერპლნი ხომ არ ვხდებით, როცა რაღაცაშI ვზღუდავთ თავს? რას ნიშნავს გაცნობიერებული, ცოცხალი ქმედება?

ნებისმიერი განზრახვა, მოტივაცია ანუ სანკალპა (სანსკრიტზე), არის ის ფორმულა (თესლის მარცვალი), რომელსაც ქვეცნობიერში ვდებთ და მის აღმოცენებას ველოდებით (თავის საქმეს ყოველთვის აკეთებს თუ სწორად და სწორ ნიადაგზე ჩავრგეთ ეს თესლი). გამოდის რომ ჭკუა კომპიუტერული მექანიზმია და მას სქემების და პროგრამების გარეშე არსებობა არ შეუძლია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ან ჩვენ ჩავთესოთ ახალი პროგრამები, ან უკვე ჩათესილს დავემორჩილოთ. ცხადია ჩვენ ჭკუა არ ვართ და რეალურად მხოლოდ მაშინ ვცოცხლდებით, როცა ამას ვაცნობიერებთ, მაგრამ მაინც ბიორობოტებად განვაგრძობთ არსებობას, იმიტომ რომ ასეთია ჭკუის ბუნება.

ვის როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ ვართ და როგორ განვთავისუფლდეთ ჭკუის მატრიცისგან? როგორ მოვიქცეთ ისე, რომ თავად ვმართოთ ჭკუის მანქანა და მან ვეღარ გვმართოს? და რა არის ის მიმართულება, სადაც უნდა მივმართოთ ეს მანქანა?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 9th June 2024 - 11:44 PM