Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები _ "ცხოველური სუნთქვა"

Posted by: brevalo Oct 7 2018, 12:52 PM

"ცხოველური სუნთქვა" - სუნთქვა, რომელიც არ კონტროლდება ტვინით. რომლის დროსაც არ ვფიქრობთ: "აი ეხლა ცხვირით ჩავისუნთქავ, მკერდს მოვადუნებ რომ სუნთქვა დიაფრაგმაზე დაჯდეს" და ა.შ.

სუნთქვა მოგეხსენებათ რომ ბუნებრივი პროცესია. წესით ის არ უნდა კონტროლდებოდეს ტვინით. სწორ სუნთქვაზე ფიქრი არასწორი მიდგომაა. როდესაც ტვინი ჩუმდება სუნთქვა თავისით სწორდება. ცხოველური სუნთქვა ამიტომ დავარქვი, რომ ცხოველები სუნთქვაზე და მის რეგულირებაზე არ ფიქრობენ, მათი სუნთქვა სტიქიური და ბუნებრივია. ბუნებასთან შერწყმულია.

ბევრი პრაქტიკის შედეგად ცხოველური სუნთქვის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ზოგჯერ რაღაც გარემოებების გამო ეს სუნთქვა ირღვევა და ტვინი ისევ ერთვება სუნთქვის პროცესში. მედიტაციის გარდა არსებობს რამე პრაქტიკები, რომლებიც დაგვეხმარება ცხოველური სუნთქვის აღდგენაში?

ერთი პრაქტიკა ალბათ არის დინამიური მედიტაცია, როდესაც შამანური დოლის რითმიკას ჩართავ, თვალებს დახუჭავ და ქაოტურად მოძრაობ და სუნთქავ. სხეულს აძლევ სრულ თავისუფლებას. ეს ეხლარება ტვინის დისტანცირებას. სუნთქვაც ნელ-ნელა შესაბამისად ტვინის მარცუხებს შორდება და ბუნების მხარეს იხრება.

კიდევ რამე თუ იცით?


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)