სასწაული, შეძლებისდაგვარად შინაარს |
სასწაული, შეძლებისდაგვარად შინაარს |
May 28 2015, 09:04 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ვეცდები ჩამოვაყალიბო ჩემი დამოკიდებულება და მერე სიამოვნებით მოვისმენ ყველას აზრს და მათ შეხედულებას, მინდა რომ გულწრფელი იყოს ყველა შეძლებისდაგვარად.
თემას დავიწყებ გამოთქმით რომ სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს არამედ ჩვენს ტვინს. როდესაც სიზმარში ხარ და ამას ვერ აცნობიერებ შენ იმავე ფიზიკურ კანონებს ემორჩილება როგორც რეალობაშია, არ შეგიძლია ფრენა, სხვა ადამიანის მართვა და ა.შ. მაგრამ საკმარისია მივხვდე რომ ვარ სიზმარში ეგრევე ვიწყებ "ბატონობას" უცებ დავფრინავ, ვაგრძელებ სიზმრის სასიამოვნო ნაწილს, ვმართავ ადამიანებს, ნივთებს ვაჩენ არსაიდან და ა.შ. იქნებ რეალობის მართვაც ზუსტად ასეა შესაძლებელი, ხომ გაგიგიათ როცა ამბობენ ცხოვრება ილუზიააო, ხოდა თუ ჩაწვდი ამ ფენომენს იქნებ იგივე კანონები მუშაობს აქაც? ახლა თვითონ მცნება სასწაულზე მინდა ვთქვა, რომ დაანახო 2 წლის ბავშვს შენ მიერ გაკეთებული სასწაული ეს ხომ სულ ერთია მისთვის, რეაქცია არ ექნება, მაგალითად რძე რომ ღვინოდ გადააქციო, არც კი გაუკვირდება. ანუ ჩვენი ცნობიერება "ეჩვევა" ყოველდღიურ მოვლენებს და ეს "ჩვეულებრივი" ხდება. მაგალითად მზის ამოსვლა, ჩემი აზრით უდიდესი სასწაულია, ყოველ დილას რა ძალით ამოდის და რა ძალა დგას ამის უკან? რატომ ხდება რომ მილიარდობით გალაკტიკაში არცერთი ვარსკვლავი არ წამოვა დედამიწისკენ და არ გაგვაქრობს სამუდამოდ? სასწაულია თვითონ ადამიანის შიგნით განცდები, სიყვარული რომელთანაც სიტყვა უბრალოდ გამოუსადეგარია, ცდილობ ახსნა მაგრამ ეს ახლოსაც ვერ მივა იმასთან რასაც გრძნობ. ანუ მინდა ვთქვა რომ სასწაულები ყოველდღე ხდება და თუ ეს კარგად გააცნობიერა ადამიანმა არ არსებობს გაუკეთებელი მისთვის. მხოლოდ იწამე და მთის გადადგომას შეძლებო როგორც იესომ გვითხრა, აქვე ნეტარი ავგუსტინეს ფრაზა მხოლოდ გიყვარდეს და გააკეთებ რასაც ისეურვებ. ჩემი აზრით აქ ეჭვის ნატამალი არ უნდა გქონდეს, მაგრამ როცა ბავშობიდან სხვანაირად აღიქვავ სამყაროს ძნელია აზრი შეიცვალო თან უეჭველად. რას ფიქრობთ რა არის სასწაული? სიყვარული არის სასწაული? იქნებ გასაღები ჩვენშია? შემთხვევითი არ მგონია იესოს მიერ ნათქვამი სიტყვები ადამიანთან განკურნების წინ, რომ იწამე და ახდებაო. ან მეორენაირად რომ ვთქვათ, როგორც იწამებ ისე ახდებაო. რას ფიქრობთ მეგობრებო? იესო ეუბნება მოციქულს, დაიჯერე და გაივლიო |
|
|
May 28 2015, 09:10 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
May 28 2015, 09:50 PM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,130 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რონდა მპერნის რომელიღაც წიგნში ეწერა, რომ ადამიანს შეუძლია იცოცხლოს გაცილებით მეტი, მაგრამ ინფორმაცა, რომელიც უკვე ფესვგადგმულია ჩვენში, რომ ვცოცხლობთ დაახლოებით რამდენსაც ვცოცხლობთ ქმნის ჩვენს სიცოცხლის ასაკს უფრო ცოტას.
მე ვფიქრობ, რომ მართლაც ილუზიაა ჩვენი ცხოვრება, რადგან მართლაც შეგვიძლია სასწაულები, შევცვალოთ ბევრი რამ ჩვენს ირგვლივ, ვმართოთ ყველა და ყველაფერი. |
|
|
May 28 2015, 10:17 PM
Post
#4
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ვფიქრობ, რომ მართლაც ილუზიაა ჩვენი ცხოვრება, რადგან მართლაც შეგვიძლია სასწაულები, შევცვალოთ ბევრი რამ ჩვენს ირგვლივ, ვმართოთ ყველა და ყველაფერი. გეთანხმები. ამის დანახვა უკვე დიდი ნაბიჯია. ეს ფილმი ბევრ რამეს ხსნის ვნახავ მოგვიანებით, მადლობა |
|
|
May 28 2015, 10:37 PM
Post
#5
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ichi
თემას დავიწყებ გამოთქმით რომ სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს არამედ ჩვენს ტვინს. - თეორიულად ეს ძალიან კარგი ვერსიაა. თანაც ასეთი ფაქტები მართლაც ხდება: მაგ. ჩვენი იუზერი ვანო ყაზბეგი ყვებოდა, რომ თბილისში ბავშვი გავიდა კედელში და მოხვდა მე-18 საუკუნის საქართველოში, მერე დაბრუნდა უკან. რამდენჯერმე შეძლო ამ კედელში გასვლა. ახლა ამას თუ დაიჯერებ, შანსი გაქვს ოდესმე შენც შეძლო სასწაულების მოხდენა მე მეურჩება ტვინი როდესაც სიზმარში ხარ და ამას ვერ აცნობიერებ შენ იმავე ფიზიკურ კანონებს ემორჩილება როგორც რეალობაშია, არ შეგიძლია ფრენა, სხვა ადამიანის მართვა და ა.შ. მაგრამ საკმარისია მივხვდე რომ ვარ სიზმარში ეგრევე ვიწყებ "ბატონობას" უცებ დავფრინავ, ვაგრძელებ სიზმრის სასიამოვნო ნაწილს, ვმართავ ადამიანებს, ნივთებს ვაჩენ არსაიდან და ა.შ. იქნებ რეალობის მართვაც ზუსტად ასეა შესაძლებელი, ხომ გაგიგიათ როცა ამბობენ ცხოვრება ილუზიააო, ხოდა თუ ჩაწვდი ამ ფენომენს იქნებ იგივე კანონები მუშაობს აქაც? -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 28 2015, 10:40 PM
Post
#6
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სასწაული არის ის რაც ვიცით ბუნების კანონები, იმის დამანგრეველი ხილული არგუმენტი, რაც ფიზიკას ეწინააღმდეგება,
როდესაც არის დიდი რწმენა 100 % იანი ქმნი სასწაულს, მაგრამ ასეთ რწმენას რა ბადებს არ ვიცი ჯერჯერობით როგორც გწამს ისე ხდება. არის კოლექტიური აზროვნებაც. ახლა გამახსენდა ვიდეო მაქვს რაღაც ნაყურები: როდესაც კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა გემით რო მიდიოდა ადგილობრივმა ინდიელებმა კარგახანს გემი ვერ დაინახეს შამანმა იგრძნო და შეხედა შემდეგ ყველას ეუბნებოდა შეხედეთ გემი მოდისო და რომ დააკვირდნენ შემდეგ შეხედეს შამანს დაუჯერეს თითქოს თვალები აეხილათ როგორც ფილმში განმარტეს რადგან მათ ადრე არასოდეს ენახათ გემი მათ არ ჰქონდათ შესაბამისი პროგრამა და ვერ აღიქვეს, მიუხედაავად იმისა რომ გემი ნამდვილად მატერიალური იყო. |
|
|
May 29 2015, 12:10 AM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,130 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
QUOTE ახლა გამახსენდა ვიდეო მაქვს რაღაც ნაყურები: როდესაც კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა გემით რო მიდიოდა ადგილობრივმა ინდიელებმა კარგახანს გემი ვერ დაინახეს შამანმა იგრძნო და შეხედა შემდეგ ყველას ეუბნებოდა შეხედეთ გემი მოდისო და რომ დააკვირდნენ შემდეგ შეხედეს შამანს დაუჯერეს თითქოს თვალები აეხილათ როგორც ფილმში განმარტეს რადგან მათ ადრე არასოდეს ენახათ გემი მათ არ ჰქონდათ შესაბამისი პროგრამა და ვერ აღიქვეს, მიუხედაავად იმისა რომ გემი ნამდვილად მატერიალური იყო. ეს ფენტეზის სტილის ფილმი იქნება ალბათ, რადგან არ გამიგია ამ მოვლენაზე. ისე მჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს. |
|
|
May 29 2015, 12:26 AM
Post
#8
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 73 Joined: 28-May 13 Member No.: 7,103 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მიმაჩნია რომ ყველაფერი მატერიალურია და მეცნიერულად ახსნაა შესაძლებელი უბრალოდ ახლა შესაბამის განვითარებამდე არ ვიმყოფებით რომ ეს ყველაფერი ავხსნათ
მე მჯერა განზომილებების ჭიის ხვრელების სულის ასტრალური სხეულის და ბევრი რამის რომლებიც ბევრისათვის საკრალურს წარმოადგენს ჩემთვის კი მატერიალურია ადამიანი რომელიც ვერ დაიცავს დიეტას ვერ ივარჯიშებს ვერ წაიკითხავს წიგნს ვერ აჯობებს თავის თავს არამგონია მან რაიმეს მიაღწიოს სხეულიდან გავიდეს სიზმრები მართოს სული დაინახოს წყალზე გაიაროს და ბევრი სხვა შენს თავს უნდა ფლობდე (სხეულისფლობინგსტარტ) |
|
|
May 29 2015, 11:47 AM
Post
#9
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მჯერა რომ აიხსნება ყველაფერი ფიზიკის იმ კანონებით, რომელიც ჩვენ არ ვიცით ჯერ
კიდევ იმის მჯერა, რომ დედამიწას აქვს თავისი კანონები (ეგრეგორი), რომელშიც ვეხვევით აქ მოსვლისას, მათი გავლენის ქვეშ ვართ. გურჯიევი და სხვებიც საუბრობდნენ ამ კანონებზე, მათგან გათავისუფლება შესაძლებელია, თუ აღმოაჩენ და გაიაზრებ. სამწუხაროდ ადამიანები მიდრეკილები ვართ სისტემებისკენ, მოგვწონს დალაგებული სისტემა, რაც ლოგიკურად გვეჩვენება და სტაბილურობის განცდას გვაძლევს. ყველაფერი გასაგებია - წყალი თხევადია და შიგ უნდა ჩავიძიროთ ყველა ვარიანტში, ჰაერში ფრენა არ შეგვიძლია, რადგან მიზიდულობის ძალა დაბლა გვექაჩება. ამ დროს გამოდის ვიღაც და წყალზე დასეირნობს, ან ჰაერში იწევა, ან მატერიის სიმყარეს იკიდებს და კედლებში გადის და ჩვენი ტვინი აღშფოთებულია - ეს რა უმსგავსობაა რატომ ირღვევა წესები -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 29 2015, 01:35 PM
Post
#10
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
კიდევ იმის მჯერა, რომ დედამიწას აქვს თავისი კანონები (ეგრეგორი), რომელშიც ვეხვევით აქ მოსვლისას, მათი გავლენის ქვეშ ვართ. გურჯიევი და სხვებიც საუბრობდნენ ამ კანონებზე, მათგან გათავისუფლება შესაძლებელია, თუ აღმოაჩენ და გაიაზრებ. ემანაციებს ეძახდა გურჯიევი თუ არ ვცდები მაგ ძალებს, ვეთანხმები იმასაც და შენც, ორი აზრი არაა რომ მოქმედებს და თავისი "აურა" "ემანაცია" აქვს. რატომ ირღვევა წესები მემგონი ამ წესებს ჩვენ ვქმნით მატერიაში. იესო ამის მთავარ იარაღს რწმენას უწოდებს. zviiigo მეცნიერულად ახსნაა შესაძლებელი დაინტერესებული ვიყავი უსასრულობის ფენომენით და იუთუბზე მოვუსმინე რუსი გამოჩენილი მეცნიერის აზრი ამასთანდ აკავშირებით, საბოლოოდ თქვა რომ მეცნიერებამ არ იცის ეს ფენომენი, წარმოდგენაც ისევე როგორც დრო. ყველაფერს რომ თავი დაანებო განცდებს და "კანონებს" რომელიც ეზოთერულია, სიტყვით როგორ გამოსცემ ან წიგნში როგორ დაწერ? თუ არ შეხვედი მდგომარეობაში სხვანაირად გამორიცხულია, იესო რატომ ესაუბრება იგავებით და არა კონკრეტული ზუსტი სიტყვებით? იმიტომ რომ იგავი გაძლევს თავისუფლებას განავრცო დედაზრი შენს თავში, ანუ იმუშაო თვითონ, სხვანაირად ჭეშმარიტებას ვერ დაბადებ. საერთოდ რას იკვლევს მეცნიერება? იმას რაც არსებობს დედაბუნებაში თავისთავად. მაგიტომაც ქვია აღმოჩენა, ამიტომ იგივე კიბოს წამალი ცხვირწინ გვიდევს, უბრალოდ დანახვაა საჭირო ჩემი აზრით. ნიუტონმა რაც აღმოაჩინა ის იდო დედა ბუნებაში, ანუ ეს კანონები ემორჩილება რაღაც საზრისს, საწყისი აქვთ გონიერი. |
|
|
May 29 2015, 06:33 PM
Post
#11
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 73 Joined: 28-May 13 Member No.: 7,103 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma ემანაციებს ეძახდა გურჯიევი თუ არ ვცდები მაგ ძალებს, ვეთანხმები იმასაც და შენც, ორი აზრი არაა რომ მოქმედებს და თავისი "აურა" "ემანაცია" აქვს. მემგონი ამ წესებს ჩვენ ვქმნით მატერიაში. იესო ამის მთავარ იარაღს რწმენას უწოდებს. zviiigo დაინტერესებული ვიყავი უსასრულობის ფენომენით და იუთუბზე მოვუსმინე რუსი გამოჩენილი მეცნიერის აზრი ამასთანდ აკავშირებით, საბოლოოდ თქვა რომ მეცნიერებამ არ იცის ეს ფენომენი, წარმოდგენაც ისევე როგორც დრო. ყველაფერს რომ თავი დაანებო განცდებს და "კანონებს" რომელიც ეზოთერულია, სიტყვით როგორ გამოსცემ ან წიგნში როგორ დაწერ? თუ არ შეხვედი მდგომარეობაში სხვანაირად გამორიცხულია, იესო რატომ ესაუბრება იგავებით და არა კონკრეტული ზუსტი სიტყვებით? იმიტომ რომ იგავი გაძლევს თავისუფლებას განავრცო დედაზრი შენს თავში, ანუ იმუშაო თვითონ, სხვანაირად ჭეშმარიტებას ვერ დაბადებ. საერთოდ რას იკვლევს მეცნიერება? იმას რაც არსებობს დედაბუნებაში თავისთავად. მაგიტომაც ქვია აღმოჩენა, ამიტომ იგივე კიბოს წამალი ცხვირწინ გვიდევს, უბრალოდ დანახვაა საჭირო ჩემი აზრით. ნიუტონმა რაც აღმოაჩინა ის იდო დედა ბუნებაში, ანუ ეს კანონები ემორჩილება რაღაც საზრისს, საწყისი აქვთ გონიერი. ეგრევე 200 კილოგრამიან შტანგას მიადგე ან შენთვის გაუგებარ უძნელეს განტოლებას მივარდე ვერაფერს გახდები სანამ ნელნელა არ მიხვალ მაგ უსასრულობამდე როდესაც სხეულიდან გომოსვლასა და სულზე ჩემი ფეხები იციან ძალიან ბევრი ეჭვი აწუხებთ არსებობს არ არსებობს ჩორტიუზნაეტ რა უსასრულება კაცო განცდებს როგორ გადმოვცემ და დავარქმევ შესაბამის სახელს და დავამკვიდრებ ამას რომ ასეთ განცდას ჰქვია ასეთი ასეთ მდგომარეობისას განცდილ ამას ჰქვია ესადა ეს |
|
|
May 29 2015, 06:39 PM
Post
#12
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აუ, არ ვიცი გონებით მიიღწევა თუ მადლი გადმოდის რამე, მაგრამ მჯერა რომ ზოგი ადამიანისთვის გახსნილია ზესივრცეები და შესაძლებლობები. და თუ ეს ასე არ არის, გავებუტები მთელ სამყაროს
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 29 2015, 07:13 PM
Post
#13
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთხელ მივედი იმ დასკვნამდე რო
ყველაფერი რაც ხდება სასწაულია დარომ ლოგიკურად არაფერი ხდება მაგალითად, ძალიან დავფიქრდი იმაზე თუ როგორ დავდივარ რანაირად ვმოძრაობ.... ფეხებს როგორ ვადგამ, ნაბიჯებს როგორ ვდგამ.... ხელებს როგორ ვამოძრავებ.... ან რატო ვსუნთქავ.... ხო შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს ჩემი სუნთქვა... და ვთქვი რო ამას ვერანაირი ლოგიკა ვერ ახსნის ეს სასწაულია რომელიც არ ვიცი როგორ ხდება და ფაქტია რო მე ჩემი ძალისხმევით არ ვსუნთქავ |
|
|
May 29 2015, 07:15 PM
Post
#14
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს მანქანაა - სხეულმა იცის თავისი საქმე
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 29 2015, 07:25 PM
Post
#15
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მთელი ცხოვრება სასწაულია როცა გაცნობიერებას იწყებ, ყოველ დღე ახალი და ახალი სასწაულები ხდება როცა სიყვარულს იწყებ და ესე სიყვარულს არა ვინმესი, არამედ ყველას გუში რომ პოტენციალია იმის გამოვლენას, ეგ ენერგია სასწაულებს ახდენს, ჯადოქრობას ახდენს უპირობო სიყავრული ყოველთვის. ნეტავ ვინმეს ეგრე ვუყვარდე, მეც სასწაული დამემართებოდა.. აი უპირობოდ რომ გზავნი გულიდან ენერგიას ეგ ყველაფერს ქმნის, ჯანრთელობის განკურნებიდან დაწყებული, ამ რეალობაში მოვლენების განვიტარებით დამტავრებული.
-------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
May 29 2015, 07:26 PM
Post
#16
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano ეს ფენტეზის სტილის ფილმი იქნება ალბათ, რადგან არ გამიგია ამ მოვლენაზე. ისე მჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს. მოვიძიე ინფორმაცია მოკლედ აღმოჩნდა რომ ლაიტმანის ვიდეოში მაქვს ნანახი, კაბალითაც დაინტერესებული ვარ მისი ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი ეგ დამმახსოვრებია და ახლა ამომიტივტივდა გონებაში რატომ ვერ შეძლეს ინდიელებმა კოლუმბის გემის დანახვა? |
|
|
May 29 2015, 08:20 PM
Post
#17
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანნა
სიყვარულს არა ვინმესი, არამედ ყველას ბევრი წყარო მიუთითებს ყველას სიყვარულზე როგორც საკუთარი თავის, მაგრამ როგორ? რა უნდა გააცნობიეროს ადამიანმა რომ ვიღაც "მურთაზა" შეიყვაროს? ამას ვერ ვხვდები. არადა იესო ამბობს ყველაზე მნიშვნელოვან 2 მცნებაში. გიყვარდეს მოყვასი როგორც თავი შენიო, რას ფიქრობთ? mata მაგალითად, ძალიან დავფიქრდი იმაზე თუ როგორ დავდივარ რანაირად ვმოძრაობ.... ფეხებს როგორ ვადგამ, ნაბიჯებს როგორ ვდგამ.... ხელებს როგორ ვამოძრავებ.... ან რატო ვსუნთქავ.... ხო შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს ჩემი სუნთქვა... და ვთქვი რო ამას ვერანაირი ლოგიკა ვერ ახსნის ეს სასწაულია რომელიც არ ვიცი როგორ ხდება და ფაქტია რო მე ჩემი ძალისხმევით არ ვსუნთქავ საინტერესოა, თან რამდენი რამისგან შევდგებით და როგორ მუშაობენ დამოუკიდებლად ასე კარგად? რას ფიქრობ ხილულ სასწაულზე? აი რომ გაფრინდე, ან ნივთები ამოძრაო? რა არის აქ წარმოუდგენელი? zviiigo განცდებს როგორ გადმოვცემ და დავარქმევ შესაბამის სახელს და დავამკვიდრებ ამას რომ ასეთ განცდას ჰქვია ასეთი ასეთ მდგომარეობისას განცდილ ამას ჰქვია ესადა ეს სიტყვები რომ სუსტია და ხშირად შეცდომაში შევყავართ ეს ცხადია, ისედაც ყველაფრის გადაცემა რომ შეიძლებოდეს სიტყვით მაშინ ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდებოდა. ზოგი რამ უნდა გამოცადოს ადამიანმა და ვერ თქვას, ძალიან ლამაზია. |
|
|
May 29 2015, 08:58 PM
Post
#18
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ციტატა საინტერესოა, თან რამდენი რამისგან შევდგებით და როგორ მუშაობენ დამოუკიდებლად ასე კარგად? რას ფიქრობ ხილულ სასწაულზე? აი რომ გაფრინდე, ან ნივთები ამოძრაო? რა არის აქ წარმოუდგენელი? ეხლა ხო წავიკითხე ეს კითხვები და დამთავრებული არ მქონდა კითხვა რო სიცილი დამეწყო... არ ვიცი რაზე |
|
|
May 29 2015, 09:40 PM
Post
#19
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეხლა ხო წავიკითხე ეს კითხვები და დამთავრებული არ მქონდა კითხვა რო სიცილი დამეწყო ალბათ გაფრენაზე. იცი რას ვფიქრობ? რაღაცეები რაც გვასწავლეს უნდა დავივიწყოთ და თავიდან ვისწავლოთ, ამჯერად სწორედ, მაგალითად ის რომ რაღაცეები არ შეგვიძლია. ყველაფერიც შეგვიძლია, წარმოუდგენელიც და შეუძლებელიც. |
|
|
May 29 2015, 10:26 PM
Post
#20
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყოველთვის მაინტერესებდა ცხოველები რატო არ იცინიან
ძაღლი, კატა.... მარტო ადამიანები ვიცინით მარა ეხლა წარმოვიდგინე ძაღლმა რო სიცილი დაიწყოს.... ალბათ ძაან შემეშინდებოდა... მარა ერთხელ ჩემი ძაღლის სახის მიმიკაზე დავაფიქსირე ზუსტად ისეთი რამ.... რაც მე როცა სიცილის შეკავების დროს... აი სანამ საცილი დაგეწყება 1 წამით ადრე რო დააფქსირებ რო უნდა გაიცინო და იკავებ... მაგ დროს სახეზე გაქ რაღაცნაირი მიმიკა... თითქოს არაფერი არავისთვის არაფერი მერე როცა ჩემი ძაღლი მოკვდა.... გამახსენდა, რო ზუსტად ეგ მიმიკა (სიცილის შეკავება დაწყებამდე, ისერო ვერავინ შეამჩნევს რო გაგეცინა...) მის სახეზე ხშირად დამიფიქსირებია.... რაღაცნაირად გადაქონდა, გადაყავდა სიცილი სხვა რამეში |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th April 2024 - 12:52 PM |