IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


vision_seaker
Posted on: Sep 8 2016, 08:58 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(tikoroma @ Sep 1 2016, 02:03 PM) *
მუშა ნეირონების რაოდენობაზე იყო სტატია ამ ფორუმზე და იქ ეწერა რომ მცდარი შეხედულებაა, თითქოს ტვინის ნაწილი მუშაობდეს მარტო

რათქმაუნდა მცდარი შეხედულებაა რომ ტვინის ნაწილი მუშაობს. ადამინი ტვინს 100%ს იყენებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ მე სხვა რამეზე მაქვს საუბარი. ამ 100%და 93-97% აუტოპილოტზე მუშაობს ანუ გაუცნობიერებელ (ქვეცნობიერ დონეზე) მაგალითად ადამინაები რომლებსაც შეუძლია გაცნობიერებულად აკონტროლ ჰიპოფიზის რაღაც ნაწილი აქვთ ტელეპატიის უნარი და შეუძლიათ ენდოკრინული სისტემა ასევე რაღაც დონემდე ცნობიერად აკონტროლონ, მოკლედ 100%ით გამოყენება ნიშნავს იმას, რომ აცნობიერებდე ტვინში თითოეული და ყოველი ნეირონი როგორ გადასცემს ერთმანეთს სიგნალს და რა ფუნქციას ასრულებს ეს სიგნალი ანუ გრძნობდე ტვინს და სხეულს ატომურ და დაჟე ქვანტური ნაწილაკების დონემდე. (რაც თეორიულად შესაძლებელია). ეს არის მთელი მუღამი. ამას ჩალიჩობენ მთელი ცხოვრება ბერები და შაოლინები და ა.შ იწყება ორგანული დონიდან ყველაფერი და ჩადიხარ მერე სიღრმეებში.
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #120866 · Replies: 354 · Views: 543,472

vision_seaker
Posted on: Aug 7 2016, 06:04 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(Kurame @ Aug 6 2016, 04:35 PM) *
ესეიგი ადამიანს შეუძლია საკუთარი სამყაროს შექმნა? თუ სიზმარი არის არსებული , თუ შუძლია ადამიანს მთლიანად დაუქვემდებაროს იგი საკუთარ ცნობიერს , ესეიგი ის იმას გააკეტებს რასაც კი წარმოისახავს.


თეორიულად შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს თუ შეძლებს რო საკუთარი ტვინის ყველა ნეირონი ერთად აამუშავს(100%ით აკონტროლოს) მოცემულ დროსა და მომენტში, დაშალოს საკუთარი სხეული ატომებად და თავიდან ააწყოს....
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #120694 · Replies: 354 · Views: 543,472

vision_seaker
Posted on: Aug 4 2016, 08:45 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(Kurame @ Aug 4 2016, 11:10 AM) *
ნუ გამუდმებით მაწუხებს აზრი იმის შესახებ , რამდენად შეიძლება სიზმრის ვიზუალიზაცია და რეალობად ჩამოყალიბება , ანუ მთლიანად პიროვნებისთვის დაქვემდებარება.
ვიცი ცოტა სულელურად ჟღერს , ცოტა კი არა ძალიანაც :დ მაგრამ თუ არსებობს მაგის შანსი , რომ ეგ გამოვიდეს , ამ პრაქტიკას სიცოცხლეს მივუძღვნიდი . :დ
მგონი ხვდებით რაზედაც მივანიშნებ . JC_cupidgirl.gif


მოკლე პასუხი, შესაძლებელია. დიდი პრაქტიკა და წლები ჭირდება.
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #120692 · Replies: 354 · Views: 543,472

vision_seaker
Posted on: Aug 3 2016, 11:36 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(რეალისტი @ Aug 23 2015, 06:58 PM) *
ძვირფასებო! რა თქმა ინდა გონება ვერ დაინახავს ღმერთს. 2000 წელზე მეტია გატუტუცებენ და გაშტერებენ. რაც არ არის იმას როგორ დაინახავთ ან შეიგრძნობთ.

სამყარომ შექმნა ადამიანი, დააჯილდოვა გონებით და გაამრავლა დედამიწაზე. უმრავლესობამ იუკადრისა ჯილდო, შექმნა ღმერთი და გააღმერთა სამყარო”

გნებავთ ჩაუფიქრდით, გნებავთ გაიღიმეთ. თუ ღრმად ჩაუფიქრდებით ქვეცნობიერი გიკარნახებთ გამოიყენოთ ჯილდო, ან უარი თქვათ და შეუერთდეთ უმრავლესობას.

გააჩნია რას დაარქმევ ღმერთს ჩემს გაგებაში ღმერთი არის უსასრულობა, უფრო დიდი ვიდრე სამყარო და ვიდრე მულტისამყარო და ა.შ უნდა ეცადო მის შეცნობას და არა თაყვანისცემას.

ადამიანს იქ "ერხევა" როცა ღმერთს ჩარჩოებში აქცევს, უნდა ისწრაფვო წინ და უსასრულობისკენ, რომ შეიცნო მისი პატარა ნაწილაკი მაინც. ეს არის ჩემთვის ღმერთის იდეა. ჩემი აზრით სამყარო შეიცნობს საკუთარ თავს მისი ქმნილებების თვალებით. ევოლუციის მიზანია შექმნას იდეალური არსება რომელის ცნობიერება დაიტევს მთლიან სამყაროს, ჩვენ ვართ საფეხური ამ არსებისკენ შეიძლება ითქვას ღმერთისკენ.

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #120690 · Replies: 21 · Views: 22,625

vision_seaker
Posted on: Aug 3 2016, 11:15 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(ichi @ Aug 3 2016, 11:34 PM) *
vision_seaker
შემიძლია ვთქვა რომ ეგრე ვხედავ მეც მაგ სიტყვას, დამთხვევა არ არსებობს. უსასრულო წრფის ნაცვლად ვხედავთ მის პატარა მონაკვეთს.
ზოგადად კი ადამიანების მეტყველებას რომ ვაკვირდები, ვხვდები რამდენი "სისულელეა' ჩადებული რაც რეალურად გაბრმავებს. თუნდაც სიტყვა დამთხვევა და სხვა უამრავი.
კიდევ არსებობს გამოთქმა-ადამიანებმა რომ იცხოვრონ სიტყვები უნდა მოკვდნენ მე ეს მესმის როგორც სიტყვა არასოდეს არ არის თვითონ საგანი ან მოვლენა.
მაგალითად სიტყვა ხე არ არის რეალური ხე, კრიშნამურტი საუბრობს ამაზე საკმაოდ კარგად და თავიდან ვერაფრით გავიგე, რომ დავაკვირდი აბსოლუტურად ეგრეა.
მარილის გემოს ვერ აუხსნი ადამიანს ვისაც მარილი არ აქვს გასინჯული რა სიტყვებიც არ უნდა იხმარო, ასეა ბევრი ეზოთერული მოვლენები ჩვენს სტრუქტურაში.
ქაოსი-კანონზომიერია, ხო მეც ასე ვხედავ, საერთოდ ყველაფერი, დაჟე რამე უბედურება რომ დაგემართოს ეგეც კანონზომიერი.
რაც სამყაროში ხდება ასე უნდა მოხდეს და სხვანაირად შეუძლებელია, თუ ტერორისტმა აიფეთქა თავი და მოკლა 12 ადამიანი, ესეიგი ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ამ ბოლო დროს ასეთ რამეებზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა სულ რამოდენიმე ადამიანთან ვსაუბრობ ასეთ თემებზე იმიტომ რომ მგონია სხვები არაადეკვატურად ჩამთვლიან და აზრსაც ვერ ვხედავ მათთან საუბრის, მგონია რომ დიდი უმრავლესობა უბრალოდ მოსიარულე ზომბია, რა პროგრამასაც დაუწერ-მიყვება და კითხვებიც არ უჩნდება.

არსებობს უბრალოდ ყურება და საგნის არსის ხედვა. ეგრეთწოდებული ტრანსცენდენტალური ხედვა. სამყაროში ჩვენ ვერ ვხედავთ- არსს ვხედავთ მხოლოდ გარეკანს. სიტყვა,.. ფიქრი,.. ასოციაციური აზროვნება,... ეს ყველაფერი გარემოს ინტერპრეტაციაა და სუბიექტური რეალობა რომელიც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური და დამახინჯებულია მოცემული ინფორმაციიდან გამომდიანრე. თუ გინდა რომ არასაჭირო ინფორმაციისგან განთავისუფლდე გარემოსა და საკუთარ თავზე , არსებობს სტალკინგის ხელოვნება(მეომრის გზა).
მოძღვრება რომელიც გასწავლის როგორ უნდა გაინთავისუფლო ცნობიერება, საკუთარ თავზე მუდმივი დაკვირვებით, უაზრო, ინსტიქური ქცევების, დამოკიდებულებებისა და სისუტეების გამოვლენით.(რათქმაუნდა აბსტრაქტული რაღაც არ არის ეს სტალკინგი კონკრეტული პრაქტიკული ვარჯიშები არსებობს)
შედეგი: ჩვენში არსებული ამოუწურავი ენერგიის (რომელიც შებოჭილია) გამონთავისუფლება. და "შეკრების წერტილზე" კონტროლის მოპოვება. შეკრების წერტილი სტალკინგის ერთ-ერთი ტერმინია და თუ ვინმეს დააინტერესბს თვითონ სტალკინგი ეზოთერიკის განუყოფელი ნაწილია და ცალკე განყოფილება უნდა ქონდეს, თუ გახსნის მოდერატორი
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #120689 · Replies: 21 · Views: 22,625

vision_seaker
Posted on: Aug 3 2016, 09:27 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(ანნა @ Dec 14 2014, 09:54 AM) *
რად უნდა მოსაწევები ან დალალევები ადამიანებს არ მესმის )))))) იმედიტირე და გადახვალ ^^ თან მედიტაცია ბუნებრივ მდგაომრეობას გიბრუნებს რაც უფრო მეტჯერ შედიხარ, ნაკლები კონცეტრირება გჭირდება, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაიტან ყველგან ყოფნაში და მოსაწევი მიჯაჭვულობას იწვევს და თუ არ მოწიე ვერ მიიღებ შედეგს. მედიტაცია კი ბუნებრივია და ცხოვრებას აღქმას ამარტივებს.. ერთხელაც სულ მედიტაცია გახდება ცხოვრება და სულ კაიფი :დდდ

აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა გაქვს ფსიქოდელიკებზე. მარიხუანა ძალიან მსუბუქი ფსიქოდელეკია. არანაირ მიჯაჭვულობას არ იწვევს საკკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები და საერთოდ არც ერთი ფსიკოდელიკი არ იწვევს აბსტინენციას. ფსიქოდლიკებს (მესკალინი, ფსილოციბინი), კაიფის ნაცვლად თუ სწორად გამოიყენებ ძალიან დიდი ძალის მომცემია და ცნობიერების მაღალ დონეზე ასვლის შესაძლებლობაა...
მედიტაცია შემეცნების მხოლოდ ერთ-ერთი პრაქტიკული მეთოდია. ძირეულმა ამერიკელებმა არ იცოდნენ რა იყო მედიტაცია მაგრამ ზუსტად ამ "მოსაწევებით და დასალევებით" სასწაულებს ახდენდნენ. მთავარია რა მიზნით გამოიყნებ. თუ გაიფიქრე რო სოკოს შევჭამ და ვიკაიფებო კაკრას მანდ დაგერხევა როგორც უმრავლესობას მოსდის ))
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #120686 · Replies: 27 · Views: 35,019

vision_seaker
Posted on: Aug 3 2016, 06:22 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(Kurame @ Aug 3 2016, 02:40 PM) *
სიზმარში შეგვიძლია ფრენა , კედლებში გასვლა :დ ნუ ფანტაზიების გაცოცხლება . მაგრამ მე მაინტერესებს , არის თუ არა სიზმარი არსებული სამყარო , ანუ ნამდვილი. ნამდვლიში მაინცდამაინც მატერიას არ ვგულისხმობ. ანუ სიზმარი თუ შეიძლება იქცეს კონკრეტული ცნობიერის დამოუკიდებელ სამყაროდ. მგონი სიტყვები სწორად შევარჩიე კითხვის დასმისას .

სიზმარი-არა. სიზმარხილვა-კი. ეზოთერიკული ცოდნით სიზმარხილვის მეშვეობით ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს სხვა, (მატერიალურ, არამატერიალურ, ენერგეტიკულ, სამყაროებში და მათი რიცხვი უსასრულოა). ჩემი გაგებით სიზმარი არის ჩვენი ქვეცნობიერის პროექციები. გრძნობების აზრების ფიქრების მოგონებების მატერიალიზაცია საგნებად მოვლენებად და არსებებად). სიზმარი არის დინამიური და ვერასდროს იქცევა კონკრეტული ცნობიერის სამყაროდ თუნდაც იმიტომ რომ სიზმარში ვთქვათ ოთახში, როცა გაიხედები მარჯვნიდან მარცხნივ და შემდეგ უკან აუცილებლად სხვა სიტუაცია დაგხვება და შეიძლება საერთო აღარც იყო ოთახში. მაგრამ არის სიზმარხილვა სიზმრის შემდეგი ლეველი რომლის მეშვეობითაც ქმნი სტატიკურ მუდმივ სამყაროს (ჩემი ინტერპრეტაციით ზრდი კონცენტრაციის უნარს იქამდე სანამ ყველაფერს დეტალებში და უცვლელად არ დაინახავ. ჩვეულებრივ პირობებში ანუ ღვიძილის დროს ფაქტიურად ფოტოგრაფიული მახსოვორბა გიყალიბებდა მაგ პრაქტიკით. ) და დაჟე სხვა არსებულ სამყაროებში მოგზაურობაა შესაძლებელი(ეგრეთწოდებული არაორგანული არსებების მეშვეობით). მაგისთვის არის სპეციალური პრაქტიკები რომლიც უნდა შეასრულო სიზმარხილვისას . რაც დავწერე ეს არის "სიზმარხილვის პირველი კარი" სულ არის 14. შვიდი ძირათია რომლის მიღწევა დიდი შრომის და წლების შემდეგ მიღწევადია. მე-14 კარი არის შივას და ქრისტეს და ბუდას ლეველი...(ალბათ) ამათთან შედარებით დაჟე ბუდა სუსტი იყო ბევრად.
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #120685 · Replies: 354 · Views: 543,472

vision_seaker
Posted on: Aug 2 2016, 11:58 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(ichi @ Aug 2 2016, 09:34 PM) *
შენი მსჯელობა ზოგადად გასაგებია და ვეთანხმები, რა მაგის პასუხია და, აი ზემოთა ციტატაზე პსუხად რომ გკითხო რას ნიშნავს დამთხვევა?
მე გავედი გარეთ და შევხვდი 4 წლის უნახავ ნაცნობს, ეს დამთხვევაა თუ კანონზომიერება?
საერთოდ რას ნიშნავს დამთხვევა შენთვის?
დაგირეკეს და სამსახურს გთავაზობენ, სოკო ჭამე და არ მოიწამლე, ტაფა გაცხელდა და მჭადი დაიწვა და ა.შ.
რას ეძახიან ადამიანები სიტყვა დამთხვევას?

დამთხვევას ადამიანი ეძახის ყველანაირ მოვლენას რომელშიც არის ძალიან ბევრი დეტალი და რომლის კალკულაცია ცნობიერი ლოგიკით შეუძლებელია, რაც მთავარია ის იწვევს ემოციას და ეგ კიდევ უფრო ართულებს საქმეს, ყოველშემთხვევაში რიგითი ადამინისთვის. საფუძველი ის არის რომ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო და შიგნით ხდება ურთიერთკავშირშია. დაწყებული სუბატომური დონიდან დამთავრებული მთლიანად სამყარომდე. იგივეა ზუსტად ქაოსზეც .(დამთხვევა და ქაოსი პრინციპულად ერთიდაიგივე ტერმინებია) ჩვენთვის გაუგაებარ არეულ მოვლენას ვუწედებთ ქაოსს იმიტომ რომ, ვერ ხედავ იმ პირველად და კომპლექსურ ურთიერთქმედებებს რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის გონებესთვის გაუზრებელ და ურთულესად გამოსავლენ დონეზე. ასე რომ ყველაფერი რაც ხდება კანონზომიერია. თუ მეცოდინება სამყაროში როგორ ურთიერთდამოკიდებულებაშია და რას იწვევს ერთი ნაწილაკის მოქმედება მეორეზე. გეტყვი როგორ გაჩნდა სამყარო და როგორ დასრულდება ყველაფერი. ეგ პრინციპი უდევს თუნდაც წინასწარმეტყველებას. რაც მეტს ხედავ და შეიმეცნებ - მეტს ითვალისწინებ, (რატომ შეხვდი იმ 4 წლის უნახავ ნაცნობს იმიტომ რომ ის ადგა ამა და ამ წუთზე ამდენი ხანი იხეხავდა კბილებს ქუჩაში ქარი იყო და ნელა მოძრაობდა და კიდევ ტრილიონი დეტალი რომელსაც ვერ გამოთვლი) მით უფრო ზუსტად განსაზღვრავ როგორ განვითარდება მოვლენა მომავალში.
ეს არის დაინახო ყველაფერი დეტალებში ჰორიზონტალური ევოლუცია (მეცნიერება) და მეორე დაინახო ყველაფერი მთლიანობაში ვერტიკალური ევოლუცია (რელიგია). უნდა მოხდეს ამ ორის შერწყმა და დაიბადება იდეალური მოძღვრება.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #120681 · Replies: 21 · Views: 22,625

vision_seaker
Posted on: Aug 2 2016, 11:44 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(ichi @ Aug 2 2016, 09:34 PM) *
შენი მსჯელობა ზოგადად გასაგებია და ვეთანხმები, რა მაგის პასუხია და, აი ზემოთა ციტატაზე პსუხად რომ გკითხო რას ნიშნავს დამთხვევა?
მე გავედი გარეთ და შევხვდი 4 წლის უნახავ ნაცნობს, ეს დამთხვევაა თუ კანონზომიერება?
საერთოდ რას ნიშნავს დამთხვევა შენთვის?
დაგირეკეს და სამსახურს გთავაზობენ, სოკო ჭამე და არ მოიწამლე, ტაფა გაცხელდა და მჭადი დაიწვა და ა.შ.
რას ეძახიან ადამიანები სიტყვა დამთხვევას?

დამთხვევას ადამიანი ეძახის ყველანაირ მოვლენას რომელშიც არის ძალიან ბევრი დეტალი და რომლის კალკულაცია ცნობიერი ლოგიკით შეუძლებელია, რაც მთავარია ის იწვევს ემოციას და ეგ კიდევ უფრო ართულებს საქმეს, ყოველშემთხვევაში რიგითი ადამინისთვის. საფუძველი ის არის რომ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო და შიგნით ხდება ურთიერთკავშირშია. დაწყებული სუბატომური დონიდან დამთავრებული მთლიანად სამყარომდე. იგივეა ზუსტად ქაოსზეც .(დამთხვევა და ქაოსი პრინციპულად ერთიდაიგივე ტერმინებია) ჩვენთვის გაუგაებარ არეულ მოვლენას ვუწედებთ ქაოსს იმიტომ რომ, ვერ ხედავ იმ პირველად და კომპლექსურ ურთიერთქმედებებს რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის გონებესთვის გაუზრებელ და ურთულესად გამოსავლენ დონეზე. ასე რომ ყველაფერი რაც ხდება კანონზომიერია. თუ მეცოდინება სამყაროში როგორ ურთიერთდამოკიდებულებაშია და რას იწვევს ერთი ნაწილაკის მოქმედება მეორეზე. გეტყვი როგორ გაჩნდა სამყარო და როგორ დასრულდება ყველაფერი. ეგ პრინციპი უდევს თუნდაც წინასწარმეტყველებას. რაც მეტს ხედავ და შეიმეცნებ და მეტს ითვალისწინებ, მით უფრო ზუსტად გამოთვლი როგორ განვითარდება მოვლენა მომავალში.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #120680 · Replies: 21 · Views: 22,625

vision_seaker
Posted on: Aug 2 2016, 01:30 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(Kurame @ Aug 2 2016, 12:58 PM) *
ყვეაზე მეტად მაინტერესებს სიზმარი მხოლოდ ილუზიაა? . თუ არსებობს , ან რა საერთო აქვს ასტრალთან.?
ძალიან მაინტერესებს ეს სფერო . სიზმრების დღიურს ვაწარმოებ და ძალიან ხშირად სიზმარში , ვითომ სიზმარი ვნახე ვიღვიძებ და ვაპირებ ამ სიზმრის ჩაწერას და როცა ვაანალიზებ რომ ეს სიზმარია მაშინვე მეღვიძება. შენარჩუნებას ვერ ვახერხებ. რამოდენიმე დღის წინ რაღაც სიზმარი ვნახე , ჩვეოლებრივი ადამიანივით აღვიქვავდი გარემოს, ვხვდებოდი , რომ ძლიში ვიყავი მაგარმ მე ვერაფერს ვაკეთებდი, ანუ ჩემდა დამოუკიდებლად მიმდინარეობდა ყველაფერი. მე უბრალოდ აღვიქვავდი მოვლენებს რაც ხდებოდა.


მაგას ინგლისურად vivid dreams ქვია. ანუ შენი ცნობიერება ნახევრად ჩართულ მდგომარეობაშია. მთელი სიცხადით რო გაგეაზრებინა რომ სიმარში იყავი უკვე კონტროლსაც მოიპოვებდი. როცაა აანალიზებ რომ სიზმარში ხარ თუ გინდა რომ არ გაგეღვიძოს, არ უნდა გახდე ემოციური(აღფრთოვანდე , შეგეშინდეს) უბრალოდ ცნობისმოყვარე თვალით მოავლე ყურადღება გარშემო რაც ხდება. ზედმეტი ემოცია კონცენტრაციას გაკარგვინებს და გეღვიძება. ყოველთვის რამე ათვლის წერტილი გქონდეს (ნებისმიერი საგანი) როცა ხვდები რო კონცენტრაციას კარგავ, გეღვიძება ან უბრალო სიზმარში გადადიხარ ამ საგანაზე გადაიტანე ყურადღება.

ასტრალთან სიზმრებს დიდი კავშირი აქვს "ჩერეზ" სიზმარხილვა გადიხარ ასტრალზე
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #120675 · Replies: 354 · Views: 543,472

vision_seaker
Posted on: Jul 30 2016, 12:57 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(ichi @ Aug 15 2015, 03:20 PM) *
აბსტრაქტულად რომ არ ვიმსჯელო, კონკრეტულად ჩემზე დავწერ.
მე ვარ ჩემი გამოცდილებები(სიხარული, ტკივილი, იმედგაცრუება და ა.შ.) + ჩემი ცოდნა. მთავარი ისაა რომ ფიქრს ქმნის ჩემს მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა ნებისმიერმა ადამიანმა იცის ზღვაში წვეთი(სოკრატე-მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი) ანუ ფიქრი ყოველთვის არის შეზღუდული(ჩარჩოში). მაგალითად ვიღაცა არის ფსიქოლოგი და მაგ კუთხით უყურებს ყველაფერს, ვიღაცა დაიბადა ღრმა რელიგიურ ოჯახში და ყველაფერში იესოს ხედავს.
ახლა მინდა გადავიდე მთავარზე.
ავიღოთ კაცობრიობა და მისი ცნობიერება(გლობალურად შევხედოთ). რამ დაყო დედამიწა ქვეყნებად და ზონებად, რის გამო ერთმანეთს ვხოცავთ? პასუხია ფიქრმა(ანუ იმან რისგანაც შედგებოდა იმ ადამიანის ცოდნა და გამოცდილება). ვინ შექმნა იარაღი? პასუხია ფიქრმა. ვინ დაიწყო 2 მსოფლიო უსასტიკესი ომები? ფიქრმა. ჩვენი მთავარი მტერი აშკარად ეს შეზღუდული ფიქრია, ეს ფაქტია, მაგრამ სანამ ვიღაც ვერ ხედავს ამ ფაქტს მანამდე აგრძელებს აბსურდს. ქრისტიანობის სახელით რამდენი ადამიანი დახოცა ფიქრმა? სხვა რელიგიების სახელითაც, წარმოიდგინე შეიძება ათასობით ადამიანი მოკლა და ვერ მიხვდე რომ ეს შენი ფიქრის ნაყოფია და ქრისტეს სწავლებასთან არაფერი საერთო არ აქვს. რატომ დაყო ღმერთი ადამიანმა ამდენ რელიგიად? ამდენ რიტუალად? არ გეჩვენებათ სისულელედ და საბავშო ბაღად ეს ყველაფერი? ჩვენი ფიქრით ღმერთს ვსვავთ ჩარჩოებში და ვამბობთ აი ეს გაუხარდება, აი ეს არ გაუხარდება, ოთხშაბათი პარასკევი უნდა ვიმარხულო და აი არ ვიცი, ძალიან სულელურად ვიქცევით მემგონი. ამ მდგომარეობიდან ნამდვილი სიყვარული და ყველაფრის ისე დანახვა როგორც შექმნილია მემგონი შეუძლებელია. ჩემი აზრით გაცილებით მარტივი და ბუნებრივია ყველაფერი. დაინახე ყველაფერი ისე როგორც შექმნილია, ნუ უყურებ წინაპირობით, ნუ განსჯი, ნუ ადარებ, ნუ აფასებ, უბრალოდ დაინახე ჭეშმარიტება, სიტყვები გადადე გვერძე და მიხვდი რომ ყველაფერი ერთიანია, მანდ აღარც შური აღარც ბრძოლა არ იქნება საჭირო, დაინახე რომ ჩინელი არაფრით განსხვავდება შენგან, იგივე შენ ხარ. ღმერთი კი ყველამ თავის თავში უნდა იპოვოს, გარეთ ვერ იპოვი.


სულელურად არ ვიქცევით. ყველაფერი კანონზომიერია ის რაც ხდება უნდა ხდებოდეს. ადამიანი ცნობიერების განვითარების ჯერ კიდევ დაბალ ეტაპზე იმყოფება. რასაც წერ ეგ არის ევოლუციის მაღალი საფეხური, რომლისთვისაც კაცობრიობას ტოტალურად ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ გზაზე უკვე დგას.
ყველაფერი იწყება პატარით და შემდეგ იზრდება. მშვიდობა და სიყვარული არ იქნება მანამ სანამ ადამიანი თავისი მტაცებლური ბუნებისგან არ გათავისუფლდება, სანამ არ ისწავლის საკუთარი სხეულის ემოციების ენერგეტიკული/მეტაბოლური პროცესების მართვას. მაგისთვის უნდა ხედავდე და შეიცნობდე და შემდეგ აკონტროლებდე არა უბრალოდ უყურებდე და ცნობიერად განსჯიდე. შენ ცივილიზაციისგან დღსედღეობით შეუძლებელს მოითხოვ (მსგავსნი მხოლოდ ერთეულები არსებობენ). რაც შეეხება რელიგიებს ვინც დაინახა ღმერთი როგორც აბსტრაქტული უსასრულობა ადამიანის ენაზე როგორც შეეძლო განმარტა და იმ მომენტში მაინც ყველა ვარიანტში ჩარჩოებში მაქცევდა. , ისეოს კი არ უნდა სცე თაყვანი და ბუდას არმედ გაიზრო და შეიცნო მათი მოძღვრება. საბოლოო ჯამში ყველა რელიგიის აზრი საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობაა. ბუდიზმი, მართლმადიდებლობა, ინდუიზმი, ისლამი, დაჟე რასაც სატანიზმის ეძახიან ძალით მართლმადიდებლები (ეზოთერიკა, შამანიზმი). ყველაფრის აზრი საბოლოო ჯამში ერთი და იგივეა. პრაქტიკული მეთოდებია განსხვავებული და მეტი არაფერი. ეგ არ ესმოდა ძველ ადამიანს. და მეორე მომენტია ის რომე ევოლუცია მოითხოვს კონკურენციას, კონკურენცია შობს ძალადობას, ომს. სისტემა სადაც არ იქნება ძალადობა ომი და შეზღუდული აზროვნება ეგ არის ევოლუციის პიკი.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #120666 · Replies: 21 · Views: 22,625

vision_seaker
Posted on: Jul 30 2016, 12:13 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


ასკეტიზმი ინდულგირებაა თუ ნებისმიერ ცნობიერ ლოგიკაზე დაფუძნებით ეწევი მაგ პრაქტიკას . მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული თუ გამოიმუშავებ სურვილის ძალას რომლის მეშვეობითაც ანუ მთელი არსებით მიიღებ ამ გადაწყვეტილებას. ანუ მარტივად რო გითხრა ნუ ფიქრობ ჯერ დაყუდებაზე თუ არ ხარ ქვეცნობიერის ელემენტარულ გაცნობიერებამდე მისული.
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #120663 · Replies: 18 · Views: 23,293

vision_seaker
Posted on: Jul 29 2016, 11:48 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


QUOTE(TeO @ Oct 25 2007, 09:37 AM) *
სიზმრების მართვა მაგარი იდეაა! smile.gif

მე ძალიან მინდა ვმართო ჩემი სიზმრები და ალბათ, პირველ რიგში -სადაც მინდა იქ ვიმოგზაურო.. და მერე უკვე სხვადასხვა საუკუნებში და შეიძლება სხვა პლანეტებზეც გავქაჩო, მაგრამ ეს ჯერ ოცნების დონეზე!;)))
აბა, რამდენი ხანი უნდა ვუყურო ”ნაგავ” სიზმრებს, სადაც შენ ვაფშე ვერაფერს ვერ აკეთებ და თუ გაგიმართლა ხანდახან ძაან მაგარ სიზმარსაც ნახავ! არ ჯობია თავიდანვე ნახო ის რაც გინდა?

ისე ანასტასიაში ხომ გამართულად წერია, თუ როგორ შეგიძლია აკონტროლო შენი ”სიზმრები” და უხილავი მე-ს საშუალებით იმოგზაურო, ან გააკეთო რაც კი მოგესურვება! მართალია ეს, რომ შეძლო, იქ მოცემული სავარჯიშოს უნდა გააკეთო, მაგრამ თუ ნამდვულად მოისურვე- ძნელი არაფერიაsmile.gif))!


სიზმარხილვის შვიდი საფეხური არსებობს სიზმრების მართვა ეგ დაწყებითი პირველი-მეორე საფეხურია . სავარჯიშო პირველი საფეხურისთვის: პირდაპირი მეთოდი1) შეეცადე მიხვდე ფხიზელი მდგომარეობიდან ძილში და შემდეგ უკვე სიზმარში გადასვლის მომენტს (უნდა გაანალიზო ეგრეთწოდებული ძილის პარალიზი საკუთარი გამოცდილებიდან პირველად მაგარი მძაფრი და უსიამოვნო შეგრძნებაა მაგრამ მერე შეეჩვევი), ეს რთულია დიდ ენერგიას კონცენტრაციას და შინაგანი დიალოგის გამორთვას საჭიროებს , შედარებით უფრო ადვილია სიზმარში შეხედო რაიმე საგანს, ან საკუთარ ხელებს და მიხვდე რომ სიზმარში ხარ. ყველაზე ეფექტურია დაიძინო 4-5 საათი გეძინოს გამოიღვიძო 30წთ-1სთ შემდეგ ისევ დაიძინო (მაგ მეთოდით რემ ძილის გააქტიურება ხდება ანუ ძილისი იმ ფაზის როცა ადამიანი სიზმრებს ხედავს) პირველი რამე რაც მხედველობის არეში მოექცევა აიღე როგორც ათვლის წერტილი-უყურებ მანამ სანამ ეს საგანი ფიზიკური თვისებების შეცვლას არ შეწყვეტს(სიზმარში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება) და შემდეგ ხანმოკლე მზერა მოავლე სხვა 2-3 საგანს, შემდეგ ისევ დაუბრუნდი ათვლის წერტილს ეცადე მუდმივობა შეინარჩუნო. საბოლოოდ უნდა მოახერხო ისე რო შენი მხედველობის არეში ყველაფერს უცვლელი ხასიათი ქონდეს.
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #120662 · Replies: 354 · Views: 543,472

vision_seaker
Posted on: Jul 29 2016, 07:57 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 14
Joined: 29-July 16
Member No.: 7,549


მოკლედ სიზმრადხილვით ნაგუალიზმით ვარ დაინტერესებული და რაღაც უმნიშვნელო შედეგები მაქვს ჯერ მხოლოდ. აბსოლუტური სერიოზულობით- ვისაც წაგიკითხავთ კარლოს კასტანედას წიგნები გეცოდინებათ ამ მოკავაშირეების მნიშვნელობა. თუ არის შესაძლებლობა თბილისი მათი შოვნა?
პმ...
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #120661 · Replies: 0 · Views: 4,907


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 01:47 AM