IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ფილოსოფია
Smith
post Jun 2 2009, 05:19 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილოსოფია არაა რწმენა, არც ურწმუნოება – ფილოსოფია ცოდნაა.
ფილოსოფოსმა რაც იცის, იცის უეჭველად და რაც არ იცის, იცის რომ არ იცის.
ანუ არცოდნის შემთხვევაში ფილოსოფოსმა იცის თავისი არცოდნის შესახებ.
ამიტომაა ფილოსოფია ცოდნა, მაგრამ ვინაიდან არცოდნის ცოდნა არცოდნის აღიარებას წარმოადგნეს, ამიტომაა ფილოსოფია ასევე სიბრძნის სიყვარული, ანუ სწრაფვა ცოდნისაკენ. ფილოსოფოსი არის ადამიანი რომელიც არცოდნის ცოდნიდან იწყებს.
ცნობილი გამოთქმა: „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“, წარმოადგენს არა ფილოსოფიის არსს, არა ფილოსოფიის დასკვნას, არამედ ფილოსოფიის დასაწყისს.
ვინც აღმოაჩენს თავის არცოდნას და შემდეგ ან რწმენაში, ან ურწმუნოებაში გადავარდება, არაა ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. მორწმუნე და ურწმუნოც ფილოსოფოსობს, მაგრამ ამ ფილოსოფოსობით ერთი რწმენაში, მეორე კი ურწმუნოებაში მტკიცდება.
ფილოსოფოსია ის, ვინც არცოდნის ცოდნიდან, შემდგომ ახალ ცოდნას მიაგნებს, შემდეგ კიდევ ახალს და ა.შ., ანუ სულ უფრო მეტ და მეტ უეჭველ ცოდნას ეუფლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 2 2009, 05:24 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა არის ცოდნა?

ცოდნის მთავარი მახასიათებელი არის აბსოლუტური მარტივი სიცხადე და შესაბამისად ურყევი ეჭვშეუტანლობა მასში. მაშინ როდესაც რწმენა შეიძლება შესუსტდეს ან გაძლიერდეს, ან კიდევ უარესი, დაკარგოს კიდეც ადამიანმა, ცოდნას ეს არ ემუქრება.
მაგალითად, ასეთია ადამიანის მიერ იმის ცოდნა, რომ ის არსებობს. აბა სცადეთ და ვინმე დააჯერეთ, რომ ის არ არის. აი რაც შეეხება რწმენას, მაგალითად სულის უკვდავობისა ან ღმერთის არსებობისა, ეს რწმენა შეიძლება დაკარგოს ან შეიძინოს ადამიანმა.

სულიერების სფეროში ცოდნა ნიშნავს ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან განსხვავების უნარს.

ადამიანებში არსებობს ცოდნის ორი დონე: პირველი – ცხადი და უშუალოდ მოცემული, როდესაც ადამიანი მეყსეულად, მარტივად და ნათლად განარჩევს ჭეშმარიტსა და კეთილს, ცრუსა და ბოროტისაგან. ასეთი ცოდნა იშვიათია და ფილოსოფიაში პერცეპციის სახელითაა ცნობილი. პერცეპციის მქონე ადამიანებში ეს უნარი ასევე სხვადასხვა დონისაა. მეორე – როდესაც ადამიანს შინაგანი გრძნობა კარნახობს ზოჯერ მაშინვე, ზოგჯერ მოგვიანებით, თუ რასთანა აქვს საქმე, ჭეშმარიტსა და კეთილთან, თუ ცრუსა და ბოროტთან. ამას სინდისი ეწოდება და ასევე სხვადასხვა დონის არსებობს ადამიანის სულიერების მიხედვით.

შესაბამისად, უცოდინარობა მდგომარეობს ზემოთ ნახსენები უნარის, ჭეშმარიტისა და კეთილის, ცრუსა და ბოროტისაგან გარჩევის არ ქონაში.

ზემოთ ნათქვამი რელიგიურად ასე გამოითქმის:
ჭეშმარიტი და კეთილი ღმერთია; ცრუ და ბოროტი ეშმაკი. შესაბამისად, ცოდნა გამოდის ღმერთისა და ღვთიურის, ეშმაკისა და ეშმაკისეულისაგან განსხვავების უნარს.

მოკლედ:
ცოდნა სიკეთისა და ბოროტების ცოდნაა.
მცოდნემ იცის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება.
უცოდინარმა არც ერთი იცის და არც მეორე.

ზემოთ ნათქვამი ზოგს მოეჩვენება მცდარად შემდეგი მიზეზით.
ბიბლიიდან ვიცით რომ ადამის ცოდვათდაცემის მიზეზი იყო ნაყოფის ჭამა ხიდან კეთილის და ბოროტის შეცნობისა. და რომ ამის შემდეგ „აჰა, გახდა ადამი ... შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა“(ძველი აღთქმა.დაბადება.თავი მესამე.22). გამოდის, იფიქრებს ზოგი, სიკეთის და ბოროტის ცოდნა ღუპავს. დიახ, ღუპავს, მაგრამ მაშინ როდესაც ადამიანი თავისი ჭკუით ანსხვავებს სიკეთეს და ბოროტებას და არა ღმერთის მიხედვით. ადამმა თავიდან ჭეშმარიტად იცოდა სიკეთისა და ბოროტის გარჩევა, ვინაიდან ამას ღმერთის მიხედვით (ღმერთიდან) აკეთებდა, ხოლო ცოდვათდაცემის შემდეგ საკუთარი ჭკუით მოინდომა და ეშმაკისეულ ხიბლში ჩავარდა. ასე რომ, ცოდვათდაცემამდე ადამის ცოდნა იყო ჭეშმარიტი (ღვთიური) და ცოდვათდაცემის შემდეგ გახდა ცრუ (ეშმაკისეული).
* * *
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 2 2009, 05:27 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბევრს ჰგონია რომ ფილოსოფია მხოლოდ თაროებზე შემოდებულ წიგნებში და ფილოსოფოსთა თავებშია. ეს არათუ ესე არაა, უფრო მეტიც – ფილოსოფია არის ყველგან და ყველაფერში.
ყოველ ეპოქას მთლიანად განსაზღვრავს და აყალიბებს ამ ეპოქაში გაბატონებული ფილოსოფია.
ფილოსოფია აისახება ადამიანის ცხოვრების ყოველ მსხვილმანში თუ წვრილმანში, სახელმწიფოს უზოგადეს და კონკრეტულ კანონებში, მორალში, ყველა ხელოვნებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 2 2009, 05:28 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რატომ არ არის ფილოსოფოსი მორწმუნე? და რატომ არ არის მორწმუნე თუ ურწმუნო ფილოსოფოსი?
პასუხი:
მე (ფილოსოფოსმა) არ ვიცი რა არის სიკვდილის შემდეგ და ამიტომ არაფერს ვამბობ ამაზე. ეს ნიშნავს რომ რაც არ ვიცი, ვიცი რომ არ ვიცი. და რახან არ ვიცი არც არაფერს ვამბობ ამაზე.
მორწმუნემაც არ იცის და ათეისტმაც არ იცის რა არის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ერთს სწამს რომ არის რაღაცა და მეორეს სწამს რომ არაფერი არაა.

ცხოვრებაში საკუთარ თავზე მრავალწლიანი დაკვირვებისა და მუშაობის შედეგად მე ვიცი რომ უზნეო ცხოვრება აუბედურებს ადამიანს (იგულისხმება შინაგანი განცდა ბედნიერება–უბედურების და არა მატერიალური კეთილდღეობა) უკვე აქ, ამ ცხოვრებაში და ზნეობრივი კი აძლევს სიმშვიდეს და ნეტარებას. ამიტომ ყოველგვარი იმქვეყნიური სამოთხის დაპირება (რწმენა) თუ მოლოდინი (იმედი) არ მჭირდება ზნეობრივი ცხოვრების სტიმულისათვის.

მორწმუნემ თუ ათეისტმა ეს არ იცის. ერთს სწამს რომ ზნეობრივი ცხოვრება სამოთხეს დაუმკვიდრებს და ამიტომაა ასეთი, მეორე კი თუ ზნეობრივია, მხოლოდ იმიტომ რომ კანონი ან საზოგადოებრივი მორალი აკავებს. თუ რომ მორწმუნე ან ათეისტი შეიმეცნებს იმას, რაც ზემოთ ვთქვი, ანუ ნათლად აღმოაჩენს რომ უზნეობა აუბედურებს და ზნეობრიობა აბედნიერებს, მაშინ იგი უკვე გახდება მცოდნე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 2 2009, 05:33 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილოსოფოსები ყველა ეპოქაში ყოველთვის ყველაზე ცოტანი იყვნენ, მაგრამ ისინი განსაზღვრავდნენ ეპოქის სულს.
რაც უფრო ფილოსოფიურია ეპოქა, მით უფრო ბევრს უტოვებს იგი როგორც თანადროულ, ისე მომავალ საზოგადოებას. ასეთი ეპოქები იყო ელინური და აღორძინების ეპოქები. რაც უფრო კვდება ფილოსოფია საზოგადოებაში, მით უფერული ხდება ცხოვრება – ასეთი იყო მთელი რიგი საუკუუნეები, რომელთაც თითქმის არაფერი დაგვიტოვეს.
თვლის რა რომ არ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ფილოსოფოსი ყოველთვის სიფრთხილით და პატივისცემით ეკიდება ყველას და ყველაფერს, არის ყურადღებიანი ყველას და ყველანაირი აზრის მიმართ, საკუთარ აზრებს სიფრთხილით და გულმოდგინედ აყალიბებს, არავის არ შეურაცხყოფს და ვერც მას შეურაცხყოფს ვერავინ, რამეთუ იგი თავის აზრებს და შეხედულებებს არ აკერპებს, არც ვინმე ადამიანს თუ საკუთარ თავს.
ფილოსოფოსი არავის ებრძვის, არავის არ აწვება, ყოველთვის ცდილობს მხოლოდ გააგებინოს და აუხსნას და თუ არ გამოსდის, მშვიდობიანად გაეცალოს.
ფილოსოფოსობა არაა ადვილი საქმე. იგი მუდმივ მუშაობას მოითხოვს როგორც საკუთარ გონებაზე, ასევე გულზე. მუდმივ თვითშემეცნებას და მუდმივ სრულქმნას.
ფილოსოფოსი არ ეძებს ამ ქვეყნად ბედნიერებას, იმიტომ რომ იცის რომ მოკვდავია, და არ ელოდება საიქიო ცხონებას, იმიტომ რომ არ იცის არის თუ არა იქით რამე.
ფილოსოფოსი ცხოვრობს დღევანდელი დღით და არ აშენებს ოცნების კოშკებს მომავალში.
იცის რა თუ რა არის ცხოვრება და ადამიანი, იგი თავისუფალია ილუზიებისაგან და კმაყოფილდება რეალობით.
მას უყვარს სიცოცხლე, მაგრამ არ გიჟდება მასზე. მან იცის რომ არყოფნა მუდამ მის გვერდითაა სათუთად აფასებს ყოველ მშვიდ და უშფოთველ წუთს თავის ცხოვრებაში. ნათლად ხედავს რა ადამიანის ცხოვრების სიმოკლეს, საბოლოო უსუსურობას და ტანჯულ ყოფას, თანაუგრძნობს ყველას განურჩევლად და არავინ არ სძულს, არამედ შეეწევა ყველას ყველაფერში რამდენადაც კი ეს შეუძლია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 2 2009, 05:35 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილოსოფოსი შემეცნებაში არავის არაფერს არ უჯერებს, გარდა საკუთარი თავისა. ის ეკითხება თავის თავს – ვინ ვარ მე? როგორი ვარ? რატომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ? შეიძლება რამე შევცვალო? და თუ კი, მაშინ როგორ?
ფილოსოფოსი შემეცნებას აწარმოებს საკუთარი თავიდან. ის არ კითხულობს ვინ არის და როგორია ივანე თუ ვალიკო. ის ცდილობს გაერკვეს თავის თავში და აქედან გაიგოს ყველა და ყველაფერი. ფილოსოფიური შემეცნების გზაა თვითშემეცნება. შეიცან თავი შენი – აი ფილოსოფოსის კრედო და მანათობელი ვარსკვლავი.
საკუთარ თავში აღმოაჩენს ფილოსოფოსი მზესაც, მთვარესაც, ვარსკვლავებს, მიწას. საკუთარ თავში აღმოაჩენს იგი შიშს, სიძულვილს, უმეცრებას, სიმშვიდეს, სინათლეს და სიყვარულს. საკუთარ თავში აღმოაჩენს მთელ კოსმოსს. ასე იმეცნებს იგი ყველას და ყველაფერს – საკუთარ თავში.

* * *
გარე სამყარო, სხვა ადამიანები ფილოსოფოსისთვის სარკეა, სადაც ის ხედავს თავის თავს.
შესაბამისად ყველასთან და ყველაფერთან მას აქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორც საკუთარ თავთან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 2 2009, 05:45 PM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილოსოფია არის ყოველივეს საფუძველი, ყოველივე ფილოსოფიაა და ყოველში ფილოსოფიაა.
ფილოსოფოსი არის რეალობის უშუალო შემმეცნებელი.
ყოველივე სხვა რეალობას იმეცნებს იგავის მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 2 2009, 06:12 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილოსოფია არ არის სიბრძნის სიყვარული, როგორც ჩვეულებრივ ჰგონიათ.
ფილოსოფია არის ფილეო და სოფია, ანუ სიყვარული და სიბრძნე, ანუ სიყვარულის სიბრძნე.
ფილოსოფია იწყება ცოდნით (სიბრძნით) და თავის დასრულებას ნახულობს სიყვარულში.
ანუ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი არის სიბრძნის და სიყვარულის მფლობელი.

უმაღლესი ფილოსოფოსი არის ღმერთი. და არა უბრალოდ არის, არამედ ღმერთი იგივე ფილოსოფიაა (ღვთაებრივი სიყვარული და ღვთაებრივი სიბრძნეა).


Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 2 2009, 06:13 PM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილოსოფია არის ნამდვილი ეზოთერიული ცოდნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 2 2009, 06:55 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს იყო უზოგადესი აზრები ფილოსოფიაზე.
ფილოსოფიის უფრო კონკრეტულად გაცნობის მსურველებმა(!) დასვით კითხვები და გიპასუხებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jun 3 2009, 05:42 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოდ ჩამოაყალიბე, ამომწურავად. ფილოსოფიაზე კონკრეტული რა უნდა გკითხო?! ჩემთვის აზროვნების განსაკუთრებული უნარია, რაღაც ტაძარია სადაც განწმენდილი უნდა შეხვიდე და ცხოვრებისეული ამაოება გარეთ დატოვო (რაღაც ხატოვნად გამომივიდაsmile.gif) იქ კი ცეცხლში და წყალში გაიარო, ახლიდან იშვა, საკუთარი თავი შექმნა. ყოველდღიურობას არ უყვარს ფილოსოფოსები, ერიდებიან, არ აწყობთ, აშინებთ, აღიზიანებთ. თუ ვინმე გეუბნება გეყო ფილოსოფოსობაო, იგულისხმება, რომ ეს რაღაც ცუდია, მავნე ჩვევა, ვთქვათ სიგარეტის მოწევასავით რომელსაც უნდა შეეშვა სანამ დროაsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Jun 3 2009, 07:17 PM
Post #12


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(John @ 2nd June 2009 - 07:12 PM) *
ფილოსოფია არ არის სიბრძნის სიყვარული, როგორც ჩვეულებრივ ჰგონიათ.
ფილოსოფია არის ფილეო და სოფია, ანუ სიყვარული და სიბრძნე, ანუ სიყვარულის სიბრძნე.

???

ფილოლოგია ? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Jun 4 2009, 12:51 AM
Post #13


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Shou @ 3rd June 2009 - 06:42 PM) *
საინტერესოდ ჩამოაყალიბე, ამომწურავად. ფილოსოფიაზე

გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია... მაგრამ ამომწურაობაზე რა მოგახსენო.
ჩემი აზრით, კი ყველაფერზე იყო საუბარი, ფილოსოფიის გარდა. ბოდიშს კი ვიხდი ასეთი კატეგორიულობისთვის, მაგრამ ისევ ფილოსოფიის სიყვარულის და ფორუმის ღირსების გამო.

ვისაც მართლა აინტერესებს ფილოსოფიაზე, აქ იპოვის:
სიბრძნის სიყვარული, გაკვეთლები ფილოსოფიაში:
http://tbiliso.ge/index.php?showtopic=1324

Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Jun 4 2009, 11:31 AM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შენ თუ თეორიული განმარტებები გჭირდება ფილოსოფიაზე მაშინ ნამდვილად არ იყო ამომწურავი და თუ კონკრეტული ადამიანის მიმართება ამ საკითხისადმი (თავისი, საკუთარი, ნაგრძნობი) მაშინ მგონია, რომ არასწორია ნაშრომი არ დაუფასო. ”არაფილოსოფიური” მიდგომაა საკითხისადმიsmile.gif ეს იგივეა ძეგლებს უფრო ვაფასებდეთ ვიდრე ცოცხალ ადამიანებს ჩვენს გვერდით l_daisy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 4 2009, 11:33 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Shou
+1


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 4 2009, 01:42 PM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით!

ვაგრძელებთ ფილოსოფიასა და ფილოსოფოსზე საუბრებს.
ზემოთ ვთქვით, რომ ფილოსოფოსი არ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ფლობს ჭეშმარიტებას.
ფილოსოფომა იცის რა არის ჭეშმარიტება, ხოლო არ ფლობს აბსოლუტურს იმიტომ, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება უსასრულოა და მისი შემეცნება მარადისობაში მიმდინარეობს. აბსოლუტური ჭეშმარიტების ამ მარადიულ შემეცნებაში ფილოსოფოსი ჰპოვებს ცხოვრების მარადიულ საზრისს და ნეტარებას.


ფილოსოფიის საგანი.

ფილოსოფიის საგანი თვით ტერმინშია მოცემული. ფილოსოფიის საგანია სიყვარული და სიბრძნე. ამათგან სიყვარული საფუძველია, სიბრძნე კი მისგან გამომდინარეობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 4 2009, 01:44 PM
Post #17


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილოსოფიის მეთოდი.

ფილოსოფიის მეთოდია თვითშემეცნება. შეიცან თავი შენი – აი ფილოსოფოსის დევიზი.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 4 2009, 01:53 PM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილოსოფიის დასაწყისი.

ფილოსოფია და ფილოსოფოსობა იწყება არცოდნის ცოდნიდან.
„მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“ წარმოადგენს ფილოსოფიის დასაწყისს და პირველ ცხად და უეჭველ ცოდნას.
როდესაც თვალნათლივ მიხვდები, რომ არაფერი იცი, მაშინ ხდები ფილოსოფოსი.
რენე დეკარტის ფილოსოფიის დასაწყისის ფორმულა: „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, შინაარსით იგივეა, რაც სოკრატეს „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“, რამეთუ დეკარტის გამონათქვამის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ: „ერთადერთი რამ რაც მე ვიცი, არის ის რომ მე ვარსებობ“.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 4 2009, 02:00 PM
Post #19


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილოსოფიის გზა.

ეს ის ვიწრო გზაა, რომელზედაც იესო ქრისტე მიუთითებს:
„შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე.
ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას“. მათეს სახარება.
თავი მეშვიდე. 13–14).
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post Jun 4 2009, 02:07 PM
Post #20


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილოსოფიის “დასასრული“.

ფილოსოფიას ერთის მხრივ აქვს დასასრული ჭეშმარიტების შემეცნების სახით და მეორის მხრივ არა აქვს, ვინაიდან ჭეშმარიტება უსასრულოა.
ჭეშმარიტებასთან მარადიულ უფრო და უფრო აღმატებულ ზიარებაშია ფილოსოფიის “დასასრული“.
ეს პროცესი წარმოადგენს იმ სამოთხის ნეტარებას, რომელსაც რელიგია ქადაგებს.
ანუ სიყვარულის განცდის მარად აღმატებულ ნეტარებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 17th May 2024 - 06:28 PM