IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> სტივენ დენარდეს შემთხვევა, უცხოპლანეტელები "იარგ"
ანანდა...
post Mar 31 2011, 01:19 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





სტივენ დენარდე, ცნობილი ჰოლანდიელი ბიზნესმენი, სრულიად შემთხვევით გახდა კონტაქტიორი. ერთხელ როდესაც იგი თავისი კუთვნილი იახტით მოგზაურობდა.. .. წყალში მოცურავე დიდი მუქი ფერის საგანი შეამჩნია. თავიდან მას ეს სხვა ჩაძირული იახტა ეგონა . . თუმცა მისდა გასაოცრად ეს "იახტა" ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ლითონის კორპუსი აღმოჩნდა. . .

გაგრძელება იქნება(როგორც შევძლებ)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 1 2011, 12:29 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კონტაქტი პლანეტა „იარგიდან“ მოსულებთან

http://www.bibliotecapleyades.net/vida_ali...alien_iarga.htm

წინათქმა


ამ შემთხვევის შესახებ მე მაშინ შევიტყვე, როდესაც ევროპაში ვმოგზაურობდი. იქვე გადავწყვიტე ახლოს გამეცნო ის პიროვნება, ვისზეც ქვემოთ მოყვანილ წიგნში იქნება საუბარი. ეს პიროვნება ევროპულ ბიზნეს წრეებში საკმაოდ ცნობილი ადამიანი აღმოჩნდა. მას არასოდეს არ ჰქონია მცდელობა, რომელიმე ლიტერატურულ წრეში ემუშავა, ან ოდესმე წიგნი დაეწერა, მისთვის ეს სფერო, მხოლოდ რეპუტაციის შელახვად თუ გამოდგებოდა. . .

. . . თავდაპირველი ხელნაწერი მას უკვე გაკეთებული ჰქონდა , თუმცა გამოქვეყნებას არც აპირებდა, რადგან უცხოპლანეტელების შესახებ საუბარიც, კი მის წრეში არასერიოზული თემად, ან ფანტასტიკის სფეროში მოღვაწე მწერლების პრეროგატივად თუ ჩაითვლებოდა. ხელნაწერი, წიგნად, მხოლოდ იმ პირობით იქცეოდა, თუ მისი სახელი და მომხდარიდან კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, შეიცვლებოდა. მისი აზრით, ეს აუცილებელი იყო, რათა მკითხველი ვერ მიმხვდარყო, თუ ვისთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე.

სტივენ დენარდე „ ეს მისი ფსევდონიმია, რომელიც –შეგვიძლია გადავთარგმნოთ როგორც– „სტივენი, პლანეტა დედამიწიდან“

წიგნის ავტორის დანახვისას გაოგნებული დავრჩი, იგი სიმაღლით მეტრი და ოთხმოცდათხუთმეტი სანტიმეტრი აღმოჩნდა წონა კი ას კგ–მდე. სტივენი ოფიციალურად იცვამს, კონტაქტის დროს ტაქტიანია, დახვეწილი მანერები აქვს, სიტყვაძუნწია, ლაპარაკისას პირდაპირ თვალებში გიცქერს, მასთან ურთიერთობისას ყველას დადებითი და ღირსეული ადამიანის შთაბეჭდილება რჩება. იგი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ჰააგაში, ქალაქგარეთ დიდ ფეშენებლურ სახლში, ეს საკმაოდ ძვირიანი სახლია ალბათ სადღაც სამასი ათას დოლარამდე ეღირება.

. . . სტივენი ამ მოვლენამდე, საერთოდ არ იყო დაინტერესებული „ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით“, არც ჟურნალში და არც სადმე სხვაგან არ უკითხია ამ თემაზე რაიმე მასალები. „მფრინავი თეფშების ახლაც არ სჯერა. თუმცა ის რასაც აქ წაიკითხავთ ყველაფერი სინამდვილეა და სპეციალურად არის გადამოწმებული.. .

უენდელ სტივენსი










. . .იმ ღამეს ჩემი ოჯახთან ერთად იახტით ვიყავი გასული ზღვაში, არც თუ ისე ღრმად შევცურე, გემბანზე ვიჯექი, ყავას შევექცეოდი და თან ღამის ცას გავყურებდი.

..დრო მალე გავიდა. გადავწყვიტე უკან შემომებრუნებინა იახტა და შინისაკენ გზას დავდგომოდი. მოტორი ჩავრთე და ხომალდი დავძარი, მაგრამ საქმე ისე არ წავიდა როგორც მე მინდოდა.

ჩემს წინ ზღვაში, უცნობმა მოცურავე საგანმა პროჟექტორივით გაანათა. გადავწყვიტე სასწრაფოდ შემეჩერებინა მოძრაობა და ძრავი გამოვრთე, მაგრამ ინერციით მაინც მივიწევდი წინ, . .ცოტაც და რაღაც დიდსა და მაგარზე შევჯექი, მოტორის ხმაური მინელდა ....

ვინ არის მანდ! დავიძახე მე, პასუხი არ იყო. დაძახილზე ჩემი მეუღლე ამოვიდა გემბანზე, მის უკან შიშისგან გაფართოებული ბავშვების თვალებიც გამოჩნდა, რა მოხდა სტივენ? იკითხა მან აკანკალებული ხმით.
–ვერ გამიგია . .რაშია საქმე
– ნახე წყალში რაღაც დაცურავს , მიმითითა მან.

ეს „რაღაც“, გადმობრუნებული იახტის ძირს წააგავდა. ისევ ინათა. არის მან ვინმე!
გავიმეორე მე და წყალს დაკვირვებით ჩავხედე. ჩემგან ათიოდე მეტრში უცნობის სხეული ტივტივებდა. სასწრაფოდ რამე უნდა ვიღონო გამიელვა იმწამსვე გონებაში. სთადარიგო ნავი ჩავუშვი, გადავხტი წყალში და სავარაუდოდ ჩაძირული იახტის მიმართულებით გავცურე. ხელი რაღაც მყარსა და ცივზე მომიხვდა, ძალა მოვიკრიბე და ზედ ავედი, ჩემს მიერ ჩაშვებული ნავის ტროსი მოვქაჩე და ჩემსკენ გამოვაცურე.

დაღუპული, თუ დამხრჩვალი მეზღვაურის სხეულისკენ გავიწიე, ტანზე მივწვდი და რის ვაი ვაგლახით ნავში გადავიტანე. როცა ამას მოვრჩი და ოდნავ სული მოვითქვი მაშინვე შეშფოთებამ ამიტანა. ნეტა რა იახტაა ჩაძირული, ან ეს ვისი გვამია? ფანარი ჩავრთე და გვამს ზედ დავანათე. უცნობს მეტალისფერი აკვალანგის კოსტიუმი ეცვა, სახე ვერ გავარჩიე, რადგან თავზე დიდი შლემი ეხურა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 6 2011, 12:19 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერ ვიფიქრე, რომ ეს იყო ასტრონავტი, მაგრამ რას უნდა აკეთებდნენ ისინი აქ დასავლეთის ზღვაში? ჩავრთე ძრავა და დავიწყე გადაადგილება ნავისკენ. მაგრამ რა ვუყო ამ საიდუმლო ტვირთს? რატომ ჩავერთო ამ ყველაფრში? ჩემი მღელვარება იზრდებოდა.

სინათლის გაელვებამ თითქოს, მიმანიშნა, რომ მე უნდა განვაგრძო მოქმედება, - მაგრამ რატომ? მე საბოლოოდ მივუახლოვდი იახტას, მისი ძრავა გამორთული დამხვდა. ყველაფერი წესრიგში იყო გემბანიდან ცოლის და ჩემი უფროსი ქალიშვილის ხმა ისმოდა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი მოწესრიგებულია.

მოულოდნელად, განათდა, დავინახე რომ რაღაც მუქი, სწრაფად გამოცურდა ჩემი მიმართულებით.

ეს იმ სხეულის მსგავსი იყო რომელიც მე ნავზე ავიყვანე იგივე ტიპის ტანსაცმელი და ლითონის გამჭვირვალე ჩაფხუტით. მე ინსტინქტურად ხელი ნიჩბისაკენ გავიწოდე რომ ამით მომეხერხებინა საკუთარი თავის დაცვა.

მოცურავემ ხელით მეგობრული ჟესტი მაჩვენა, მალე მისპირისპირ აღმოვჩნდი.გველნაკბენივით შევხტი, სუნთქვა შემეკრა, ეს რაღაც კოშმარი იყო. საშინელი, განცდა დამეუფლა. ეს არსება არ იყო კაცი!

ჩემს წინ ჰუმანოიდი აღმოჩნდა, რომელსაც დიდი სახე, და დიდი წაგრძელებული თვალები ჰქონდა. მე ვიდექი და ჩუმად ვუცქერდი. სიმაღლით ჩემზე უფრო დიდი იყო.
.
მაგრამ რისი მეშინია? ვერ ვხსნიდი ამას. ეს რომ გორილა ყოფილიყო, მაშინ მე მისგან თავს ნიჩბით.დავიცავდი . . .ამ არსების გამოჩენამ ჩემი შიში გადაზარდა პანიკაში და ვიფიქრე სანამ დროა უნდა მოვუსვა აქედან,!

ვეცი ნავს, შემოვატრიალე და იახტაზე გადავედი. სასწრაფოდ გავეცლები ამ ადგილს! გავიფიქრე ჩემთვის, ძრავა ჩავრთე, მაგრამ იახტა ადგილიდან არ დაიძრა. დავინახე თუ როგორ მივიდა უცნობი არსება ჩემს ნავთან და როგორ გადაიტანა გვამი წყალში, ეს იყო და ეს. ისევ ჩამობნელდა. .

სიტუაცია ბორტზე იყო გასაკვირად მშვიდობიანი, რადგან ჩემებს არ ჰქონდად წარმოდგენა თუ რა მოხდა. ყველა კმაყოფილი იყო ჩემით. უფროსმა ქალიშვილმა თქვა, რომ სავარაუდოდ აქ წყალქვეშა ნავის არსებობა წარმოუდგენელი იყო. ცოლმა შემომხედა, მის მზერაში ვიგრძენი რომ იგი რაღაცას მიხვდა, ასეთი აღელვებული, მე იგი არასოდეს მინახავს ადრე. მან ვისკი დამისხა, და იმ საბაბით, რომ ბავშვბის ძილის დრო იყო კაიუტა დატოვა. ალკოჰოლის გარკვეულწილად დამაწყნარა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 6 2011, 02:03 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 7 2011, 01:57 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთადერთი გამოსავალი იყო მთელი ოჯახით პლასტიკური ნავში გადავსულიყავით და ნიჩბები მოგვესვა. ამ შემთხვევაში ადგილი საკმარისი არ იქნებოდა ყველასთვის. ეს საკმაოდ გაბედული გეგმა იყო. ნავამდე მხოლოდ ათი მეტრი იყო. გადავწყვიტე მესამედ გადავმხტარიყავი წყალში, მაგრამ ჩემი გეგმა ჩაიფუშა დავინახე რა, თუ როგორ მოუახლოვდა იახტას წყალქვეშა ნავი. ამ ნავს ლუქი ჰქონდა რომელიც ნელა გაიღო და იქიდან ორი მსგავსად ჩაცმული ფიგურა გადმოვიდა. ისინი ერთხანს ისინი უძრავად იდგნენ პლატფორმაზე, ერთ–ერთმა ხელი ასწია მისალმების ნიშნად და ნელა დაიწყო მოძრაობა ჩემი მიმართულებით.
.
უცნაური და აბსურდული, დრამატული სცენა გათამაშადა: დასავლეთის ზღვაში მიწიერი კაცი შეხვდა უცხო არსებებს. მალე ეს არსებები ჩემს წინ იდგნენ. მათი სიმაღლე დაახლოებით 1,5 მეტრი იყო - ისინი ფიზიკურად ადამიანებს ჰგავდნენ მაგრამ ფეხები უფრო მოკლე, ჰქონდათ ვიდრე ჩვენ, ტანზე კომბენიზონი ეცვათ, რომელიც გლუვი მეტალისფერი იყო, ფეხზე ლასტები ჰქონდათ მხრები კი მასიური და ძლიერი. ხელზე ეცვათ მოქნილი რეზინის ხელთათმანები, განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ფართო, ოქროს სარტყელი რომლის გარშემო ორნამენტები მოჩანდა, მარჯვენა მხარეს ჩამოკიდებული ჰქონდათ, რაღაც იარაღი, მათი ეს უნიფორმა უცნაურ შთაბეჭდილებას სტოვებდა .

ჰუმანოიდების დანახვაზე იგრძნობოდა მათი ფიზიკური ძალა და სწრაფი გადაადგილების უნარი, ჩაფხუტები გაუმჭირვალე იყო და მათი სახეების გაცრჩევა ვერ შევძელი.
ჰუმანოიდებმა სიჩუმე დაარღვიეს:
- გესმით ინგლისური?
–?
- გესმით ინგლისური? გამიმეორეს
- დიახ.
- გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ეკიპაჟის წევრის გადარჩენისთვის.
- დიახ ... რა თქმა უნდა. თქვენ ვინ ხარ?
- ჩვენ სხვა მზის სისტემიდან ვართ მოსულნი.
" ღმერთო ჩემო" - ვფიქრობდი. სიტუაცია იმდენად უჩვეულო იყო, რომ მე არ ვიცოდი რა მეთქვა.
- თქვენი ნავი დაზიანებულია?
- ალბათ არა, მე ვფიქრობ, არა.
- თქვენ გამორთეთ შუქი?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- იახტა თქვენ გეკუთვნით?
- დიახ.
- ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ჩვენი ეკიპაჟის წევრის სახელით.
- შეგიძლიათ მითხრათ აქ როდის ჩამოხვედით?
- გარკვეული პერიოდია რაც დედამიწას ვსტუმრობთ.
- რატომ არ ჩნდებით ღიად? რატომ არ გსურთ, რომ ღიად შემოხვიდეთ ჩვენთან კონტაქტში?
- იმიტომ, რომ თქვენ არ იცით, ცხოვრების კანონები! ჩვენ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ვართ ვიდრე თქვენი ცივილიზაცია.
- მე არ მესმის.
- არსებობს კიდევ ბევრი რამ, რაც თქვენი პლანეტის ხალხს არ ესმის.
–მაინტერესებს რა იცით ჩვენს შესახებ?
- თქვენ კარგად გიცნობთ?
- მე მჯერა, რომ თქვენ არ იქნებით ჩვენზე ცუდი წარმოდგენის
- თქვენ საკმაოდ კარგი პერსპექტივა გაქვთ.
- ჩვენ შორის რამდენად დიდი სხვაობაა?
- უბრალოდ ჩვენ უფრო განვითარებული ვართ.


აზრის.

ადგილი სადაც კონტაქტი შედგა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 11 2011, 01:55 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



– თქვენ ხომ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტაში
– ეს ბუნების კანონების დარღვევა იქნებოდა.
გაკვირვებისგან მხრები ავიჩეჩე, თუმცა სიტუაცია ისე აღარ მაშინებდა , ამ ამბავს შევეჩვიე, ეს ხომ უიშვიათესი მოვლენა იყო,
–ჩვენ გადავწყვიტეთ დახმარებისთვის დაგაჯილდოვოთ, ეს ძვირფასი ლითონის ზოდია, რომელსაც თქვენ გადმოგცემთ, ნუ გეშინიათ გამოგვართვით. იგი სტერილიზებულია. ეს ინერტული მეტალია რომელიც თქვენს ფოლადზე გაცილებით მტკიცეა და მსუბუქი, მას ზეგამტარული თვისებები აქვს, ამ მეტალს ლღობის ტემპერატურაც ძალზე მაღალი აქვს მას ჩვენი საფრენი აპარატების კორპუსების დასამზადებლად ვიყენებთ.
–მადლობა თქვენი საჩუქრისთვის მაგრამ უნდა გითხრათ რომ ის ზედმეტია.
–გვესმის თქვენი, ეს მასალა მხოლოდ ზემაღალი ტექნოლოგიებისთვის გამოიყენება. მაგრამ მისი დანიშნულება ის იქნება რომ ამით თქვენ შეგეძლებათ დაამტკიცოთ ჩვენი არსებობა. ხელთ გექნებათ ფაქტი იმისა, რომ დედამიწას სტუმრობენ მაღალგანვითარებული ცივილიზაციები. თუმცა თქვენთვის ძნელი გასაგებია ის თუ რატომ შეიძლება არ შემოდიოდნენ არამიწიერი ცივილიზაციები თქვენთან ღია კონტაქტში.
–დიახ ეს ვერ გამიგია
–თქვენ არ გაგაჩნიათ ის უმაღლესი ეთიკა და პრინციპები რასაც უნდა ფლობდეს ცივილიზაცია თუ მას აქვს პრეტენზია კოსმოსურ საძმოში გაერთიანებისა.
ისევ ავიჩეჩე მხრები. არასოდეს გამეგო მსგავს ერთიანობასა და კოსმიურ საძმოზე. გავღიზიანდი მათი უცერემონიო ტონით.
–ალბათ ჩვენი სიბრიყვე თქვენ გაღიზიანებთ. .
–უფროსებს არ სძულთ ბავშვები იმის გამო რომ ისინი ჯერ პატარები არიან.
თუმცა არის ის რაც თქვენში აუტანელია.
–რა არის.
–ამის ახსნა თქვენში არსებულ რასებს, ზანგს ან ჩინელს კითხეთ.
საუბარი ისე არ მიდიოდა როგორც მე მსურდა, ვშიშობდი რომ ისინი შეწყვეტდნენ ჩემთან კონტაქტს და წავიდოდნენ.
–შეიძლება სხვა თემაზე გკითხოთ , რადგან ასე არ მინდა გაგიშვათ, და ისიც რომ ამის შანსი მე აღარ მექნება.
–მართალია თქვენი თაობისთვის ეს ბოლო შანსია.
–ჩემი კითხვები მინდა შენადნობის თვისებებზე მსჯელობა გასცდეს
–ეს უფრო კარგი იქნება თქვენთვის.
–მსურს გავიგო როგორ მოაღწიეთ ჩვენამდე, და რას წარმოადგენს თქვენი ხომალდი.
–უნდა გითხრათ რომ ეს კითხვა ზედმეტია და ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს. კოსმიური პრინციპები კრძალავს დაბალგანვითარებულ ცივილიზაციებს მიეწოდოს ტექნოლოგიების შესახებ იმ ხასიათის ინფორმაცია რაც მათ დათრგუნვას და დისკრიმინაციას გამოიწვევს, ეს აკრძალულია. უნდა მიხვდეთ რომ თქვენს მიერ შექმნილი ტექნოლოგიები ის საშიში იარღებია რამაც შეიძლება ხალხის განადგურება გამოიწვიოს, და კიდევ, ახალი ტექნოლოგიები ამცირებს მანძილს თქვენს მატერიალურ აღჭურვილობასა და სოციალურ მდგომარეობას შორის, ასეთი ძვირი სათამაშოების შექმნის დრო არ უნდა გქონდეთ, მაშინ როცა თქვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილსა და სიღარიბეში ცხოვრობს.
ამ სიტყვებმა ხასიათი წამიხდინა, რადგან ხელიდან გამისხლტა ინფორმაცია რომელსაც ჩემი გონება ითხოვდა.
–მაშინ როდის შეიძლება ამ სახის ინფორმციიის მიღება?
–თქვენი‘“კოსმიური იზოლაცია“ შეწყდება მაშინ როცა დედამიწის ცივილიზაცია მიაღწევს თავისი განვითარების ე.წ. კულტურულ მინიმუმს“ ამას ჩვენ ვუწოდებთ „საზოგადოებრივ სტაბილურობას“.
–თუ ასეა ჩვენი კონტაქტი რას მივაწეროთ?
–ამ კონტაქტის მიზანია თქვენს თაობას მივაწოდოთ მცირე ნაწილი იმ ცოდნისა რასაც ჩვენ ვფლობთ, რათა იგი ღრმად ჩაფიქრდეს თავის ცხოვრების წესზე.
–რას გულისხმობთ“კულტურის მინიმუმში“ ან საზოგადოების სტაბილურობაში“
–გეტყოდით, მაგრამ არა მგონია გაიგოთ.
–სცადეთ იქნება გამოვიდეს რამე.
–უნდა გაიგოთ, რომ ადამიანი ძნელად ღებულობს იმას, რისი გაგონებაც არ უნდა, ამისთვის დიდი დროა საჭირო. ახსნა უნდა სათქმელს და დასაბუთება სიტყვებს საჭიროა ასევე ვიზუალური ფაქტებიც ჩვენებაც. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, ან ეს შენადნობი დაიტოვოთ ან თქვენი კითხვის პასუხი მიიღოთ.
–ვერ გავიგე რა კავშირშია ეს ორი რამ ერთმანეთთან
–ახსნის დროს ყველაფერს მიხვდებით
–და თქვენ ამისთვის ამდენ დროს დახარჯავთ, გამიკვირდა მე.
–დიახ მინიმუმ ორი დღეა საჭირო იმ ინფორმაციის გადმოსაცემად, რაც თქვენს კითხვას შესაბამისად დააკმაყოფილებს. თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ რომ ჩვენი საუბრის შემდეგ არა მგონია თქვენ უფრო ბედნიერად იგრძნოთ თავი ვიდრე აქამდე იყავით.
–კარგით თანახმა ვარ. ამისთვის როგორ უნდა მოვიქცეთ
–ჩვენ აქ გვაქვს სპეციალური ადგილი, სადაც სტერილიზებული ვიზუალური კამერაა, რომლის დახმარებითაც ჩვენ გაჩვენებთ იმას რაც გვსურს, საჭმელი შეგიძლიათ იახტიდან წამოიღოთ, გიმეორებთ ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ თქვენ უფრო დაბრძენდებით, მაგრამ წუხილი მოგემატებათ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 18 2011, 01:35 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იმაზე საუბარს არ შეუდგები, თუ როგორ შეიცხადეს ჩემი ოჯახის წევრებმა ჩემი ნათქვამი, რომ უცხოპლანეტელების ხომალდზე გადასვლას ვაპირებდი. მეორე დილით თერმოსით ბუტერბროდები და სხვა საჭირო ნივთებით შეიარაღებული მათი აპარატის მიმართულებით წავედი. როგორც კი ფეხი ხომალდის კორპუსზე შევდგი რაღაცამ დაიჩხაკუნა და ჩემს წინ ერთი მეტრის დიამეტრის მქონე ხომალდში შესასვლელი ლუქი გაიღო და ხმა გაისმა: მოგესალმებით ჩვენი ხომალდიდან, გთხოვთ ქვემოთ ჩამოხვიდეთ, ოღონდ ფრთხილად იყავით. კიბეზე ჩავედი და ირგვლივ მიმოვიხედე, იქ რაიმე განსაკუთრებული არ ჩანდა. იატაკი მეტალის იყო, კედლებიც ასევე მეტალის, იქვე სავარძელი იყო, რომლის წინაც პანორამული ეკრანი იყო მოთავსებული.

ხმამ სავარძელზე დაჯდომა შემომთავაზა. ეს ადვილად მოვახერხე
-ეხლა რა ვქნა წარმოვთქვი ხმამაღლა.
-რამდენიმე უმნიშვნელო შეკითხვა გვექნება თქვენთან
–დიახ გისმენთ.
–თქვენი სახელი?
–სტეფი დამიძახეთ.
–ერთი რამ იცოდეთ, რომ თქვენთან საუბრისას ჩევენ განსაკუთერბულ მეთოდს გამოვიყენებთ და სასაუბრო ენა კი იქნება კოსმოსური, ანუ ის ენა რომელიც კოსმოსის ყველა განვითარებულ ცივილიზაციას ესმის. ეს არ იქნება სიტყვები ეს უფრო შენი სულის გამოძახილია
–გასაგებია.
–რამდენი წლის ხარ
–ორმოცდასამის
–ჯანმრთელობა როგორი გაქვს
–არაფერს არ ვუჩივი,
–თქვენ ე.წ დასვლეთის ქვეყნების წარომამდგენელი ხართ არა?
–დიახ.
–თქვენ რა გაინტერესებთ?
–თქვენი დანახვა მსურს.
–კარგით, ეს შესაძლებელია ოღონდ წინასწარ მოემზადეთ. თქვენთვის ეს არცთუ ისე ადვილი იქნება, გთხოვთ თქვენს წინ მდებარე ლითონის სათავსოსკენ გამოიხედოთ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცოდი თუ ვისთან მექნებოდა საქმე მაინც დავიძაბე.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Green Eyed Angel
post Apr 18 2011, 07:03 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 17-April 11
From: Planet VENUS
Member No.: 6,445

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაგრძელება რატო აღარ არის? ძალიან საინტერესო იყო.

სერიალივით ყველაზე საინტერესო მომენტრში შეწყვიტეთ? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 19 2011, 12:35 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა, ხმას რატომ არ მცემთ! დავიძახე ხმამაღლა. ლოდინმა კიდევ უფრო ამაღელვა, ოდნავ ავკანკალდი და ტანზე დამბურძგლა.
–არის აქ ვინმე! დავიძახე განმეორებით.
–მოითმინეთ ეხლავე გვიხილავთ
ჩემს მოპირდაპირე მხარეს განათდა. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის შინაგანად მომზადებული ვიყავი, შიშმა ამიტანა და ცივმა ოფლმა დამასხა.
ჩემს წინ რამდენიმე მეტრის მოშორებით, სავარძლებზე რვა ჰუმანოიდი იჯდა. მათ გარეგნობაში და გამოხედვაში უდიდესი ძალა და მედიდურობა იკითხებოდა.
მათმა მზერამ ამჯერადაც იმოქმედა ჩემზე და თავი ისევ დაუცველ და უსუსურ არსებად ვიგრძენი, ჰუმანოიდთა სახეებზე მათი განვითარების დონე და სიძლიერე ჩანდა. ეს მზერა ალბათ ნებისმიერ დედამიწელ ადამიანს იმავე მდგომარეობაში ჩააგდებდა რომელშიც მე აღმოვჩნდი. ძალიან ძნელია მათი გარეგნობის აღწერა მათმა თვალებმა განსაკუთრებულად იმოქმედა ჩემზე, ისეთი განცდა მქონდა თითქოს ჰიპნოზს მიკეთებდნენ, ეს იყო ძლიერი, ფილოსოფიურად მოაზროვნე და მშვიდობიანი არსების გამოხედვა, თუმცა ამავე დროს მათი სახის ნაკვთები მკაცრი და ცხოველური იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Joy ZAZA
post Apr 19 2011, 12:47 PM
Post #10


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 146
Joined: 4-December 10
From: 41.65208,41.638725
Member No.: 6,322

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო იყო, გმადლობ, ველოდები გაგრძელებას


--------------------
Finish it! ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫........
Dead Reckoning ♫♪♪♪♫.....
Requiem For A Tower♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫...
Requiem For A Tower - Escala ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫..
*http://www.youtube.com/watch?v=bhMz7x1ZaGM ♫ ♪ ♫ ♪ . . .
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 19 2011, 01:35 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მათი სხულის პროპორციები და კონსტიტუცია ოდნავ განსხვავებული იყო ჩვენთან, შედარებით უფრო დიდი თავის ქალა, მასიური მხრები და კისერი, კარგად განვითარებული მუსკულატურა, ძლიერი ხელის მტევნები,იმაზე აჩვენებდა, რომ მათი ზემოქმედება რაიმე საგანზე აუცილებლად ზუსტი მყარი და დიდი ენერგიის მქონე იქნებოდა.
მათი თავი სხვადასხვა ფერის თმით იყო დაფრული, მოწითალო, მოყავისფრო, ოქროსფერი, წაბლისფერი . . სახის კანიც უფრო მუქი იყო და ელასტიური ვიდრე ჩვენი, მის ქვეშ კარგად მოჩანდა მათი კუნთური სხეული. . კბილები მოყვითალო მოთეთრო ჰქონდათ. საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემს წინ მსხდომნი, უფრო ვიღაცის მიერ გარკვეული მიზნით ხელოვნურად შექმნილი ჰუმანოიდური ტიპის არსებები უფრო იყვნენ, ვიდრე ადამიანები. ეს უფრო კარგად ჩანდა მათი მოძრაობის სტილში, მათ შეეძლოთ დიდ ხანს უძრავად ყოფილიყვნენ როგორც ქანდაკებები და შემდეგ კი ისე სწრაფად და ელვისებურად ამოძრავებულიყვნენ თითქოს მათში რაღაცა მომქმედი ღილაკი უეცრად ჩაირთოო
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 28 2011, 11:19 AM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




სიჩუმე პირველად მე დავარღვიე,

-ბოდიშს გიხდით, იმისთვის რომ ამდენი ხანი დამჭირდა თქვენი გარეგნობის შესაჩვევად.
–პირიქით თქვენ საკმაოდ დამაჯერებლად გიჭირავთ თავი, ჩვენ კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.
–სალაპარაკოდ არც ღირს , თქვენი ტექნიკის მქონეთ ეს პრობლემა თქვენთვის არ უნდა ყოფილიყო.
–თქვენი ალტრუისტული საქციელი არ იზომება იმის მიხედვით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო სხვა სახის დახმარება რომ გამოჩენილიყო იმ სიტუაციაში. ეს ქცევა დროული და ეფექტური იყო და ამას თქვენზე უკეთესად სხვა ვერა შეძლებდა. . სწორედ ამ საქციელის შემდეგ გადავწყვიტეთ შენთან დაკონტაქტება.

თქვენ ურთიერთობთ იმ უცხოცივილიზაციასთან, რომელიც განვითარების მიხედვით, თქვენთან შედარებით ძალიან შორს დგას, ეს სიმაღლე არის არა მარტო ტექნიკურია არამედ კულტურულიც და ეს უკანასკნელი ყველაზე რთული ასახსნელი იქნება თქვენთვის.

ჩვენ მაინც ვეცდებით ჰოლოგრამული ფილმის ჩვენებით აღგიწეროთ, თუ რას ნიშნავს მაღალგანვითარებული კულტურა და საზოგადოებრივი სტაბილურობა, რომელზეც ადრე გვქონდა საუბარი. ვეცდებით აგიხსნათ თუ რას ნიშნავს სიტყვა „ცივილიზაცია“

. . ერთი რამ უნდა გითხრათ ჩვენი ეთიკის მიხედვით ადამიანს
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 28 2011, 11:23 AM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენი ეთიკის მიხედვით ადამიანს უნდა დაუტოვო თავისუფალი აზროვნების უფლება და ეს ჰუმანურობის გამოხატულებაა, არ ვთვლით საჭიროდ რამე თავს მოგახვით, ან რამეში გადაგარწმუნოთ, ჩვენი მხრიდან მოწოდებული იქნება მხოლოდ, იმ სახის ცოდნა რომელიც თქვენ ხიფათს არ შეგიქმნით, ჩვენ არაფერზე არ შეგეკამათებით, თუ რამე კითხვები გექნებათ გაგცემთ პასუხებს, ასე ნაბიჯ –ნაბიჯ ვეცდებით გაგაგებინოთ საზოგადოებრივი სტაბილურობის, უმაღლესი კულტურისა და კოსმიური ერთობის არსი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 29 2011, 11:21 AM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყოველი ცოდნა დაკავშირებულია ადმიანის ყოფიერებასთან, მისი არსებობის მატერიალურ მხარესთან, მატერიალური ობიექტების მექანიზირება და ავტომატიზირება რა თქმა უნდა შესაძლებელია. .

ჩვენ გვაქვს ასათვისებელი ცოდნის გადმოცემის უნიკალური მეთოდი, ამისთვის შენს თავთან მიმაგრებულ სპეციალურ მოწყობილობას ჩავრთავთ, იგი საშუალებას მოგცემთ სიტყვების გამოყენების გარეშე აზრობრივად მიიღოთ ის ინფორმაცია რომელსაც ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, ეს მექანიზმი საშუალებას იძლევა ვიზუალური მასალის დახმარებით მოგცეთ ცოდნა და წარმოდგენა შეგიქმნათ იმ სინამდვილეზე რომელსაც აზრების ფორმით მოგაწვდით.

თქვენი გამოცდილებისა და განვითარების დონის შესაბამისად ასეც უნდა იყოს, რადგან შენი წარმოდგენები იმაზე, რასაც ჩვენ გაჩვენებთ საკმაოდ განსხვავებულია. ამ დროს ჩვენი ნათქვამი საკმაოდ ნათლად ჩაიბეჭდება შენ მეხსიერებაში.


ნუ გეწყინება ჩვენი შენიშვნები, გვითხარი თუ რამეს ვერ გაიგებ, ან ეს მასალა შენ ფიქსირებულ განწყობებს ვერ შეესაბამება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 29 2011, 11:54 AM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლაც ჩემს წინ ეკრანი განათდა და ინფორმაციის ნაკადი ჩემი ცნობიერებისკენ დაიძრა, ყველა საგანზე და მის ქცევაზე ძლიან მარტივი თითქმის ბავშვური განმარტება მოდიოდა, ეს იმდენად საოცარი იყო რომ თავი უცნაურად ვიგრძენი, ტანში შემაცია და დავიძაბე. ისეთი განცდა მქონდა ღვინის დალევისას, რომ იცის როცა სასმელი მოგეკიდება. . ვხვდებოდი რომ ამ არსებებს თავისი განვითარების დონის შესაბამისი უნარებით ადვილად შეეძლოთ ჩემს გონებაში ინფორმაცია დაეფიქსირებინათ, თავი დაუცველად ვიგრძენი.

გამოსახულებები ეკრანზე დიდი სისწრაფით იცვლებოდა, ასევე სწრაფად მოდიოდა ვერბალური ინფორმაცია. მე ერთი რამე შემეძლო მხოლოდ ჩუმად ვმჯდარიყავი და პასიური მაყურებლის როლი მეთამაშა. ჩემი გონება ამ დროს მხოლოდ მაგნიტაფონის ლენტის ფუნქციას ასრულებდა, იმ მასალისა რომელზეც საჭირო ინფორმაცია იწერება.

ეკრანზე მიმდინარე მოვლენები იმდენად რალური იყო, რომ ყველაფერი სინამდვილე მეგონა, ისეთი განცდა მქონდა თითქოს რომელიღაცა შენობის ფანჯრიდან ვიხედებოდი და ამ ყველაფერს მართლაც ვხედავდი.

ჩემს წინ ეკრანზე უკიდეგანო კოსმოსი გაჩნდა, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ერთი წუთით გავითიშე, სივრცე მოძრაობდა. . . თითქოს მე უცნობ საფრენ აპარატში ვიჯექი და ისე გადავაადგილდებოდი.

კოსმოსურ სივრცეში ჩემს თვალწინ ამოცურდა მოვარდისფრო, ლალისფერი სფერო, ეს პლანეტა იარგა იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post May 3 2011, 04:16 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



„იარგა“ არის სხვა მზის სისტემის პლანეტა და იგი ჩვენგან ათზე მეტი სინათლის წლითაა დაცილებული, უფრო ზუსტი პლანეტის ადგილმდებარეობა მე არ მითხრეს.

მისი დიამეტრი და წონა დედამიწაზე მეტია, გამომდინარე გრავიტაციაც უფრო დიდია და შესაბამისად ატმოსფეროც უფრო მკვრივია. პლანეტის მოძრაობის სიჩქარე თავისი ღერძის გარშემო ნაკლებია დედამიწაზე, ასევე სხვაობაა ჩვენსა და მათ დღისა და ღამის განმავლობაში, აქ ატმოსფეროსაც განსხვავებული შემადგენლობა აქვს, მაღალია ატმოსფერული წნევა, მზის სხივებიც სხვანარიად აღიქმება.
ჩრდილები ლურჯი ფერის ჩანს, ხოლო მწვანე ფერი იარგაზე დედამიწასთან შედარებით-უფრო მუქია.

დედამიწას ისინი უწოდებენ „კაშკაშა ლურჯ პლანეტას“, ხოლო იარგას „ნისლიან მწვანე პლანეტას“

მათი საცხოვრებელი პირობების დედამიწისგან განსხვავდებიან. ტემპერატურის ცვალებადობა იარგაზე გაცილებით ფართოა, ქარის სიჩქარემ აქ დედამიწაზე სამჯერ მეტს შეუძლია მიაღწიოს, წვიმისა და თოვლის მოსვლის სიხშირეც ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენთან და პლიუს ეკვატორული ბრუნვის სიხშირეც გაცილებით მეტია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post May 10 2011, 12:08 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



...როგორც კი დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შენობები შეიძლება იყოს ამ პლანეტაზე, ჩემს წინ სურათი შეიცვალა... დავინახე კოსმოსური ხომალდები რომლებიც სწრაფად დაფრინავდნენ ღრუბლების თავზე, თითქოს მეც ამ ხომალდში ვიჯექი და ქვევით პლანეტის ზედაპირისკენ მივიწევდი, გავიარეთ სქელი ღრუბლების ჯერ ყავისფერი შემდეგ კი ვარდისფერი ფენა, რომელიც ნისლივით ერტყა პლანეტას...

პლანეტის ზედაპირი უცნაურად მოჩანდა, აქედან კიდევ გავიარეთ ღრუბლების სქლი ფენა ასე 30 კმ ის სიგრძის, შემდეგ კი მივუახლოვდით სხვა ღრუბელთა მასივებს, რომელიც ფერით და ფორმით ძალიან ჰგავდა დედამიწის ღრუბლებს, საბოლოოდ გამოვცდით მათ და ჩემს თვალწინ გადაიშალა დიდი ოკეანის ხედი, მოციმციმე მწვანე ტალღებით. ოკეანის მთელ სიგრძეზე მოჩანდა ფორთოხლისფერი ხაზი, ეს ხაზი დატოტვილი იყო და მთელი ოკეანის გასწვრივ სხვადასხვა მიმართულებით გრძელდებოდა, მხოლოდ უფრო ქვევით ჩამოსვლის შემდეგ დავინახე თუ რა იყო სინამდვილეში ეს ზოლი.

ეს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების სამოძრაო ხაზი იყო, ეს იმდენად გრანდიოზული კონტრუქცია იყო რომ მისი აღწერა ძალიან რთულია, მთელი ოკეანის ფსკერზე ბიჯგები იყო ჩამაგრებული რომელზეც ეს ხაზი გადიოდა, მასზე გადაადგილებული ტრანსპორტი დიდი სიჩქარეს ანვითარებდა.

ჩემს წინ გამოჩნდა დიდი მდინარეები და ანკარა ტბები, მათზეც ასეთივე გზები იყო გაყვანილი, გამჭვირვალე სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც ერთი შეხედვით ტორპედოს მოგაგონებდათ

Go to the top of the page
 
+Quote Post
Hetfield
post May 10 2011, 02:05 PM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 42
Joined: 7-May 11
Member No.: 6,461

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰმ... უცხო პლანეტელებიც კი ინგლისურად ლაპარაკობენ...



--------------------
silence is one of the most effective forms of communication..
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post May 17 2011, 12:20 PM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ლანდშაფტის დანახვამ უფრო ცხადი გახადა, რომ ამ ცივილიზაციას, განვითარების ძალიან დახვეწილი ფორმა ჰქონდა. შორის მოჩანდა შენობები რომელიც, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის დარგში შეიძლებოდა გამოეყენებინათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post May 17 2011, 12:23 PM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ლანდშაფტის დანახვამ უფრო ცხადი გახადა, რომ ამ ცივილიზაციას, განვითარების ძალიან დახვეწილი ფორმა ჰქონდა. შორის მოჩანდა შენობები რომელიც, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის დარგში შეიძლებოდა გამოეყენებინათ.
კამერამ განაგრძო მოძრაობა . ლანდშაფტი შეიცვალა და სურათზე გამოჩნდა ფართო ტერასები, მათ დანახვაზე იტალიური ვენახები გამახსენდა. მათ ფონზე მკაფიოდ მოჩანდა მაღალი მწვერვალები და მათ შორის წითელ ყავისფერი ტბა.
- რას წარმოადგენს თქვენი საფრენი აპარატები? ვიკითხე მე
- მოითმინეთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სამი მათგანი.
- ყველა სახით?.
- ზუსტად. და თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, ჩვენ სხვა სფეროს შევეხებით.
ვფიქრობთ რო თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი უნდა არსებობდეს, ვიდრე ეს ხომალდები.
- რას წარმოადგენს მთელი ლანდაფტის გასწვრივ განლაგებული ეს შუშის კონტეინერები? ეს თქვენი სცხოვრებელია?
- დიახ. ჩვენ ვუწოდებთ მათ „საცხოვრებელ რკალს“
–ასეთი სახლებია მთელ პლანეტაზე?
- დიახ, ყველა დასახლებულ ტერიტორიებზე ასეთი ნაგებობები შენდება .
- ყველა თქვენი სახლი ერთმანეთს ჰგავს
- გარედან, დიახ - მაგრამ შიგნით არის ძალიან განსხვავებული.
–თქვენთან ვინ არის უფროსი?
- სიტყვა "უფროსი" - წმინდა მიწიერია, თქვენ ალბათ არ წარმოუდგენიათ, რომ შიძლება არსებობდეს უმაღლესი სტანდარტების ცივილიზაცია რომელშიც არ არსებობს მსგავსი შეუსაბამო სოციალური სტატუსი.
- მე ვერ ვხედავ აქ პრობლემას, რა მნიშვნელობა აქვს სოციალური სტატუსს სახლის ზომებთან მმართებაშია?
- ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ ზომებს აქ მთავარია დასახლების ეფექტურობა. ნებისმიერ პროცესის დიჰარმონია და არაეფეტურობა აქ წარმოუდგენელია. უთანასწორობას სოციალური სტაბილურობაში დისჰარმონია შემოაქვს, ასევე ხელის შემშლელია გადამეტებულობა, გადატვირთვა.
- რას ეძახით გადატვირთვას?
- მოსახლეობის სიმჭიდროვეს. ჩვენს პლანეტაზე სამ კვადრატულ კილომეტრზე სამი ოჯახი მოდის და ჩემი აზრით, ეს არის მაღალი დონე.
- შედარებით საშუალო დონეა დედამიწა ჩვენთან 25 ოჯახია კვადრატულ კილომეტრზე.

-ჩვენ თქვენთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული სამყარო გვაქვს სრულიად განსხვავებული სტანდარტებით და მიდგომებით, ამ უმაღლესი კულტურის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება სამი რამ: თავისუფლება, სამართლიანობა და ეფექტურობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 02:15 AM