IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> სტივენ დენარდეს შემთხვევა, უცხოპლანეტელები "იარგ"
ანანდა...
post May 17 2011, 12:26 PM
Post #21


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ლანდშაფტის დანახვამ უფრო ცხადი გახადა, რომ ამ ცივილიზაციას, განვითარების ძალიან დახვეწილი ფორმა ჰქონდა. შორის მოჩანდა შენობები რომელიც, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის დარგში შეიძლებოდა გამოეყენებინათ.
კამერამ განაგრძო მოძრაობა . ლანდშაფტი შეიცვალა და სურათზე გამოჩნდა ფართო ტერასები, მათ დანახვაზე იტალიური ვენახები გამახსენდა. მათ ფონზე მკაფიოდ მოჩანდა მაღალი მწვერვალები და მათ შორის წითელ ყავისფერი ტბა.
- რას წარმოადგენს თქვენი საფრენი აპარატები? ვიკითხე მე
- მოითმინეთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სამი მათგანი.
- ყველა სახით?.
- ზუსტად. და თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, ჩვენ სხვა სფეროს შევეხებით.
ვფიქრობთ რო თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი უნდა არსებობდეს, ვიდრე ეს ხომალდები.
- რას წარმოადგენს მთელი ლანდაფტის გასწვრივ განლაგებული ეს შუშის კონტეინერები? ეს თქვენი სცხოვრებელია?
- დიახ. ჩვენ ვუწოდებთ მათ „საცხოვრებელ რკალს“
–ასეთი სახლებია მთელ პლანეტაზე?
- დიახ, ყველა დასახლებულ ტერიტორიებზე ასეთი ნაგებობები შენდება .
- ყველა თქვენი სახლი ერთმანეთს ჰგავს
- გარედან, დიახ - მაგრამ შიგნით არის ძალიან განსხვავებული.
–თქვენთან ვინ არის უფროსი?
- სიტყვა "უფროსი" - წმინდა მიწიერია, თქვენ ალბათ არ წარმოუდგენიათ, რომ შიძლება არსებობდეს უმაღლესი სტანდარტების ცივილიზაცია რომელშიც არ არსებობს მსგავსი შეუსაბამო სოციალური სტატუსი.
- მე ვერ ვხედავ აქ პრობლემას, რა მნიშვნელობა აქვს სოციალური სტატუსს სახლის ზომებთან მმართებაშია?
- ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ ზომებს აქ მთავარია დასახლების ეფექტურობა. ნებისმიერ პროცესის დიჰარმონია და არაეფეტურობა აქ წარმოუდგენელია. უთანასწორობას სოციალური სტაბილურობაში დისჰარმონია შემოაქვს, ასევე ხელის შემშლელია გადამეტებულობა, გადატვირთვა.
- რას ეძახით გადატვირთვას?
- მოსახლეობის სიმჭიდროვეს. ჩვენს პლანეტაზე სამ კვადრატულ კილომეტრზე სამი ოჯახი მოდის და ჩემი აზრით, ეს არის მაღალი დონე.
- შედარებით საშუალო დონეა დედამიწა ჩვენთან 25 ოჯახია კვადრატულ კილომეტრზე.

-ჩვენ თქვენთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული სამყარო გვაქვს სრულიად განსხვავებული სტანდარტებით და მიდგომებით, ამ უმაღლესი კულტურის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება სამი რამ: თავისუფლება, სამართლიანობა და ეფექტურობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post May 20 2011, 12:02 PM
Post #22


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ის რაც მე აქ ვიხილე ძალიან საოცარია, შეიძლება თქვენი ეკონომიკური მოწყობა შევადაროთ კომუნისტურს, ან კაპიტალისტურს?
–შედარება რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა ჩვენთან არც ერთია და არც მეორე, ეს უნივერსალური კოსმიური ეკონომიკაა, მხოლოდ ამ სისტემის შექმნითაა შესაძლებელი ცივილიზაციამ მიაღწიოს საბოოლოო სტადიას, გახდეს სტაბილური და უკვდავი.
– რას წარმოადგენს კულტურა, ან რას გულისხმობთ ამ ტერმინში რომელსაც თქვენ ასე ხშირად იყენებთ
–ეს რთული საკითხია, სოციალურ სფეროში იგი განისაზღვრება საზოგადოებაში არსებული ალტრუიზმის დონის მიხედვით
–კი მაგრამ რა საერთო აქვს ალტრუიზმს უკვდავებასთან?
–ალტრუიზმი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ცივილიზაცია უკვდავების საფეხურზე ავიდეს
–თქვენთან ეფექტურობა და უანგარობა, რელიგიის დონეზე ყოფილა აყვანილი
–მგონი რაღაცეებს იგებთ, თუმცა აქ სიტყვა „რელიგია“ ზედმეტია. უნდა მიხვდეთ, რომ აქ არსებული სისტემა პროდუქტია ჩვენს მიერ არჩეული ღირებულებათა სისტემისა, ესენია: სამართლიანობა, თავისუფლება და ეფექტურობა, მათი პრიორიტეტულობა ქმნის ყველა იმ სიკეთეს რაც ჩვენ გვაქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 07:14 PM