ქართველი, როგორც რასა |
ქართველი, როგორც რასა |
Sep 26 2018, 05:06 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მენტალობა რომ დღემდე საბჭოური გვაქვს ჯერ კიდევ, ეს სადაო არ არის.
მაგრამ ხასიათი, აზროვნება, თუნდაც ფიზიკურობა, როგორი გვაქვს, რით არის განპირობებული? აქვე გავცემ პასუხს, გენეტიკით, რელიეფითა და ჰავით, მაგრამ ეს კუმულაციურად ჰო ქართველებს გვახასიათებს. იშვიათი გახდა მაღალი და ტანადი ქართველის ნახვა, დაგვაბეჩავა დარდმა და უვარგისმა საკვებმა. მაგრამ ყველაზე მეტად ამ თემის გახსნა ქართველების (ჩვენმა, პირველ პირში დავწერ, რომ არავინ დამაბრალოს შენს თავზე რატომ არ საუბრობო) სიხარბემ და სიბოთავემ გადამაწყვეტინა. სიბოთავეს ნუ განავრცობთ, რადგან ამას ვამბობ იმიტომ რომ ქართველ მოსახლეობაზე იოლი მოსატყუებელი თურმე არავინ ყოფილა (არჩევნები აიღეთ). აქ (და ალბათ პოსტსაბჭოეთში) ტაქსიტს 2 დიპლომი აქვს და ინჟინერი დასუფთავების სამსახურში მუშაობს. მოკლედ დადებითის მოძებნა ძალიან, მიჭირს და ერთი ამოსუნთქვით ყველაფერს ვერ ვწერ ორგანულად მაღიზიანებს, ჩვენი სიხარბე, გაუნათლებლობა, ერთმანეთის ჯიბრზე კაი მანქანის და მობილურის ყიდვა, 777 დაწერა მანქანებზე და უფალო შეგვიწყალეს გაუცნობიერებლად მიწერა მანქანაზე, მაღიზიანებს და არ მომწონს სიბნელე, ობსკურანტიზმი. სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი - არ მომწონს. ადამიანების პატივისცემა გარდაცვალების შემდეგ და ვეღარ დავამთავრებ ამ თემას ასე თუ გავაგრძელე ჩამოთვლა. კარმაა ეს ჩვენი?! რომელ ადამიანს მოუვა აზრად კოლგოტს რომ თვალი წაუვა და მანიკურით დააწებებს - ქართველს, ასევე ქართველმა თვალის ამოსაყვანიც გამოიგონა რომ კოლგოტმა დიდხანს გაუძლოს. 1.50 სიგარეტს რომ ეწევა და ქორწილისთვის ნასესხები ფულით პარლამენტს დააგდებს "სტოლში" ვინ იზამს - ქართველი. რამოდენიმე ქვეყანაში ვარ ტურისტის სტატუსით ნამყოფი, ათეულობით ქალაქი მაქვს მოვლილი. ჩემი შოკი არის იტალია, უზომოდ მიყვარს მისი ისტორია, მხატვრობა და არქიტექტურა. 2 კვირა მოვიარე ქალაქები და 1 ემელის ჯიპი დავინახე სოფლებში სიარულის დროს, რომ არაფერი ვთქვა პერფექტურის(მერიის ) თანამშრომელთა მოტოროლებზე. საიცარი ხალხი ვართ. შურიანები, მაგრამ ალბათ იყო ისტორიაში რაღაც ფაქტორი რამაც ომები მოგვაგებინა, რა გვაერთიანებდა, ალბათ მრწამსი?! რატომ ვართ ასეთები? გმირებს პატივს რატომ არ ვცემთ საკადრისად? თუ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა შვილებს რატომ ვასწავლით უცხოეთში? რატომ ვითხოვთ სხვისი შვილებისგან თავდადებას და საკუთარს ჯარს რატომ ვარიდებთ? ალბათ კარმაა. ადრე ერთ იოგს ვეკონტაქტებოდი და მითხრა რომ ქვეყნის კარმის შეცვლაც შეიძლება თურმე... |
|
|
Oct 17 2018, 01:55 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,939 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კომუნიზმს მატერიალურათაც არ მოუხოდია სინამდვილეში, მაგიტო დაიშალა. ეს ყველაფერი მითებია რასაც დიდები ყვებიან იმიტომრომ მათ ნორმალური ცხოვრება არასდროს არუნახიათ, და დღევანდელ დღეს ადარებენ და დღეს საქართველოში უკიდურესი გაჭირვებაა.
კომუნიზმი დაიშალა იმიტომრომ რომ ხალხი ამბობდა გვჯერა რო კომუნიზმი კარგია მარა რატო არის ევროპაში და ამერიკაში ცხოვრების მაღალი დონე და ჩვენთან ესეთი დაბალი. რატო არის იქ ყველა მდიდარი და აქ ყველა ღარიბი, და ვინც იპარავს ისაარის მარტო მდიდარი.. იერარქია რათქმაუნდა ყველგან არის და დემოკრატიაც იერარქიულია, ზედა მდგომი და ქვედა, უბრალოდ იერარქიის სტრუქტურაა სხვანაერი, მაგალითად კლანურ მართველობაში ერტი ადამიანი შეიძლება წყვეტდეს და თუ ის ადამიანი ნორმალურია მაშინ ყველაფერი კარგათ წავა და თუ ბანძია მაშინ ყველაფერს გააფუჩებს და იმის შანსი რო კარგი იყოს ბევრად ნაკლებია, და ამიტომ ყველა კლანურ ქვეყნებში ცუდი მდგომარეობაა. და დემოკრატიულ სტრუკტურაში ბანძი რომ მოვიდეს სათავეში ის მაინც ვერ მოახერხებს ბევრის გაფუჭებას. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 10:46 PM |