IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

13 Pages V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვედური ტექსტები
Atman
post Apr 19 2010, 09:23 PM
Post #81


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





პირველად მაინც გირჩევთ რომ "ბჰაგავად-გიტა" წაიკითხოთ. კომენტარების გარეშე რთული გასაგებია მაგრამ მაინც...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 20 2010, 12:50 AM
Post #82


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 19th April 2010 - 09:23 PM) *
"ბჰაგავად-გიტა"

ბავშვობაში მაქვს წაკითხული, დაქალის დედას ქონდა ლამაზი წიგნი და დამაინტერესა..მართალი რომ ვთქვა დიდად არც მახსოვს..ეხლა თავიდან ნაღდად ვერ წავიკითხავ..smile.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 20 2010, 06:31 AM
Post #83


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jgvenza
QUOTE(jgvenza @ 20th April 2010 - 12:50 AM) *
ბავშვობაში მაქვს წაკითხული, დაქალის დედას ქონდა ლამაზი წიგნი და დამაინტერესა..მართალი რომ ვთქვა დიდად არც მახსოვს..ეხლა თავიდან ნაღდად ვერ წავიკითხავ..


ნუუუ ბავშვობაში გქონია წაკითხული და რაღად გინდა smile.gif

პ.ს. ეგ დიდი წიგნი ვრცელი კომენტარებითაა და იმიტოა დიდი, აქ კი მხოლოდ სუტრები დავდე.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 20 2010, 09:52 AM
Post #84


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
მე აქ წავიკითხავ..მითუმეტეს ამდენი შრომა ტყუილად ხო არ გაგიწევია..smile.gif წიგნად სხვა რაღაცეები მირჩევნია წავიკითხო..თანაც ბევრი მაქვს დაგროვილი..wink.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 20 2010, 11:45 AM
Post #85


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში

ვედებში წერია რომ არსებობს ბრაჰმანის (ყოვლისმომცველი სულის) 2 ფორმა. ერთი ფორმა ჩვენი აღქმის მიღმა იმყოფება და მიუწვდომელია ჩვენთვის. მას ეწოდება პარაბრაჰმანი, ანუ ტრანსცენდენტული რეალობის ის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ჩვენი გრძნობათა ორგანოებით და ჭკუით ვერ აღვიქვამთ.

ბრაჰმანის მეორე ფორმას ეწოდება შაბდა ბრაჰმანი (შაბდა – “ბგერა”). ვედები ამტკიცებენ, რომ ბრაჰმანი შესაძლებელია მისაწვდომი გახდეს ჩვენთვის ბგერის საშუალებით. ბგერა არა მარტო ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებაა, არამედ ხიდია ჩვენსა და უმაღლეს რეალობას შორის. მას ყველა რელიგიაში, ყველა იდეოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა უკავია. ბგერა არის საშუალება, რომლითაც ჩვენი ვიწრო ცნობიერება შეიძლება დაუკავშირდეს უზენაეს ცნობიერებას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები და თეორიები ბგერის მნიშვნელობის და ფუნქციის შესახებ ყველგანაა, ისე სისტემატურად და სრულყოფილად ჩამოყალიბებული, როგორც ვედებშია, არც ერთ იდეოლოგიაში არაა. თავად ვედებს შაბდა ბრაჰმანსაც უწოდებენ. თავად ვედები ამტკიცებენ რომ ბრაჰმანი ჩვენამდე მოდის ვედური ცოდნის, მანტრების საშუალებით და ამ მანტრების გამეორებისას ადამიანს შეუძლია ეს უმაღლესი ცოდნა თავის ცნობიერებაში “შეუშვას”.

ვედები ამბობენ რომ არსებობს ორი რეალობა. ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ხასიათდება განსხვავებით სიტყვასა და იმ ობიექტს შორის, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს. ყველა ობიექტს თავისი ბგერითი დასახელება აქვს და აღმნიშვნელი სიტყვის გარეშე ობიექტს არსებობა არ შეუძლია. ბავშვი რომ იბადება, სახელს ვარქმევთ, იმიტომ რომ სხვაგვარად გაგვიჭირდება მასთან ურთიერთობა. თუ შევქმნით რაიმე ახალ ნივთს, სახელი უნდა დავარქვათ იმისათვის რომ ღირებულება ქონდეს...

მაგრამ მატერიალურ სამყაროში ობიექტსა და ობიექტის სახელს შორის განსხვავებაცაა და ეს ამ სამყაროს ფუნდამენტალური მახასიათებელი თვისებაა. ეს სამყარო დუალისტურია. აქ ყველაფერი დაყოფილია და არსსა და დასახელებას შორის არის განსხვავება. (უფრო მარტივად რომ ავხსნა, ავიღოთ კონკრეტული ობიექტი, მაგალითად მსხალი. იმისთვის რომ ეს ობიექტი გამოვხატოთ, მას რაღაც დასახელება უნდა მივცეთ. ჩვენ ვეძახით მსხალს, მაგრამ თუ პატარა ბავშვს ვეტყვით რომ ამ ობიექტს ჰქვია “ზღმარტლი” მისთვის ეს მსხალი მთელი ცხოვრება ზღმარტლი იქნება (თუ არავინ შეუსწორა რა თქმა უნდა)).

მაგრამ არსებობს მეორე რეალობა. ის რეალობა, სადაც არ არის განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის. ამ სამყაროში სიტყვა “წყალი” მხოლოდ წყლის აღმნიშვნელი სიტყვა კი არაა, არამედ თავად წყალია.

“დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.” აქ სულიერი სამყაროს სწორედ ეს დამახასიათებელი თვისებაა გამოხატული. ანუ სიტყვა ღმერთი თავად ღმერთისგან ცალკე არსებობს და ამავე დროს სიტყვა ღმერთი თავად ღმერთია. ანუ აბსოლუტურ რეალობაში არაა განსხვავება სიტყვასა და ობიექტს შორის. ბგერა არის ობიექტი და ობიექტი არის ბგერა. სამყარო შეიქმნა ბგერებით. ღმერთმა თქვა: “იყოს სინათლე!” და იქმნა სინათლე.

დავუბრუნდეთ 2 რეალობას, რომელთაგანაც ერთი სულიერია და აბსოლუტურია, მეორე კი უხეში და მატერიალურია. მივყვეთ თანმიმდევრულად, თუ როგორ ხდება ბგერის “გაუხეშება”:
ბგერა გაუხეშებას განიცდის 4 სტადიის გავლის შედეგად. ნატიფი სულიერი სამყარო, რომელიც ბგერით (ტალღურ) ბუნებას ატარებს, გაუხეშებისას, ანუ მატერიალურ სამყაროდ გარდაქმნისას, არსით ინარჩუნებს ამ ბუნებას (კვანტური ფიზიკაც ამტკიცებს რომ ყველაფერი ტალღური ბუნებისაა). ფაქტიურად მთელი ეს სამყარო გამყარებული, გაყინული ბგერითი ტალღაა (მიაქციეთ ყურადღება თავად ქართულ სიტყვას – “სა-მყარო”) სულიერი ბუნება ძალიან ნატიფი და დინამიურია. ამ სამყაროში კი იმის გამო მოვხვდით რომ ჩვენი თავის “რეალიზაცია” მოგვინდა, როგორც ღმერთებისა, ჰოდა ღმერთმა შეგვიქმნა მატერიალური სამყარო, სადაც ვართ იმის ილუზიაში, რომ ჩვენ ვმართავთ მოვლენებს და ჩვენ ვართ ღმერთები.

იმ 4 სტადიის შესახებ, რომლებსაც გადის ბგერა გაუხეშებისას, ბიბლიაში უკვე სისტემატიზებურად და ცოდნის სახით არ წერია. ვეცდები ეს ინფორმაცია წარმოვადგინო ვედური შეხედულებებიდან გამომდინარე:

ბგერას აქვს 4 ფაზა (დონე). ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბგერას, და რაც ყურით გვესმის, მისი მხოლოდ ერთი ასპექტია. ამ ბგერას ეწოდება “ვაიკარია” (უხეში ბგერა).
მეორე, უფრო ნატიფი დონეა ფიქრები, რომლებიც ასევე გვესმის, მაგრამ შედარებით ცუდად და მხოლოდ ჩვენს ჭკუაში (თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ფიქრებიც ესმით). ამ ვიბრაციას ეწოდება “მადჰიამა” (ფიქრები)

არის მესამე დონე, რომლის აღქმაც კიდევ უფრო რთულია. ეს არის იდეის ვიბრაცია. სანსკრიტულად ეწოდება “პაშიანტი” (ანუ ის რაც ჩანს). ამ ვიბრაციის აღწერისას ვედები ამბობენ რომ “პაშიანტის” დონეზე ბგერას გააჩნია ფერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ თუ გულისყურით მოვუსმენთ ჩვენს სიღრმეში ამ ვიბრაციას, შევძლებთ მის “დანახვას”. პირველი ეს სამი დონე ადამიანისთვის მისაწვდომია გარკვეული პრაქტიკის შედეგად. მესამე დონე, ყველაზე მაღლა დგას ამ სამს შორის და მას იდეის, თესლის, “ობრაზის” ფორმა აქვს.

ვედების მიხედვით ყველანაირი ქმნილების პროცესი ხდება ნატიფიდან უხეშის მიმართულებით. შეუძლებელია უხეში მატერიიდან წაროიქმნას ნატიფი მატერია (რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ოკეანის “ბულიონში” ცილების შეკავშირების და ევოლუციის შედეგად მივიღეთ ადამიანი). ანუ ჯერ არის იდეა და შემდეგ იდეის გან-ხორციელება.

ნატიფი იდეის ვიბრაციის დონეზე, მასში უკვე არსებობს სურვილის ენერგია. და ყველა იდეა, რომელიც ჩვენ მოგვდის თავში, სურვილის ენერგიითაა განმსჭვალული. ანუ უყველაფრის სათავე, რასაც ვაკეთებთ, ეს ფონია იდეის ვიბრაციისა, რომელსაც სურვილიც შეგვიძლია რომ ვუწოდოთ.

მაგალითად გაჩნდა სურვილი რომ ავაშენო ცათამბჯენი. მესამე ნატიფ დონეზე ეს სურვილი იღებს “ობრაზის” ანუ იდეის ფორმას. მეორე ანუ ჭკუის დონეზე ეს იდეა იშლება სქემებად, გეგმებად, ნახატებად, ვიზუალიზაციებად. ვედები ამბობენ რომ თუ პაშიანტის დონეზე სურვილის ენერგია დევს, მადჰიამას (აზრების) დონეზე კი უკვე ცოდნის ენერგიაა ჩადებული (გიანას, ანუ გაგების, ჩაწვდომის ენერგია). მესამე ეტაპზე კი ამ აზრების და იდეების განხორციელება ხდება ბეტონად, კარკასებად და ა.შ.

რაც უფრო ნათლად წარმოვიდგენ დასაწყისში რაიმეს ანუ რაც უფრო ძლიერი იქნება იდეის თესლი, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა რომ ეს იდეა განხორციელდება.

ბგერის ეს სამი დონე მისაწვდომია ადამიანისთვის და განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო ნატიფია ეს დონე. მეოთხე ანუ ყველაზე უხეშ დონეს ეწოდება “ვაიკარია” და მასში ჩადებულია შემოქმედების, რეალიზაციის ენერგია.

ჩვენი ცხოვრება ბგერების ამ სამი დონის თამაში და ტრანსმუტაციაა. ანუ თავიდან ბგერა იდეის და სურვილის დონეზეა, მერე გეგმის და სქემის დონეზე, შემდეგ კი ცხოვრებაში რეალიზაციის დონეზე. შემდეგ ჩნდება ახალი სურვილი და ა.შ. და რამდენად გვჭირდებოდა სინამდვილეში ის რაც ვინატრეთ და შემდეგ განვახორციელეთ ეს სხვა თემაა...

ახლა კი იწყება მთავარი: ვედები ამბობენ, რომ არსებობენ ბგერები, რომლებსაც პრინციპულად განსხვავებული ბუნება აქვთ მატერიალური ობიექტების აღმნიშვნელი ბგერებისგან. ეს არის ბგერები, რომლებსაც ჩვენი ცნობიერების ამაღლება შეუძლიათ მაღალ საფეხურებამდე. ამ ბგერებს სანსკრიტულად ეწოდება მანტრები. ანუ მანტრები არის განსაკუთრებული ბგერები და ვიბრაციები, რომლებშიც განსაკუთრებული ძალაა ჩადებული. მანტრას შეუძლია ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია მოახდინოს. ჩვენ ვიმყოფებით მატერიალური ბგერების ოკეანეში და ყველა მხრიდან გვბომბავენ ამ ბგერებით, რეკლამებით, რომლებიც ცდილობენ ჩვენში ჩადონ სურვილები მესამე ნატიფ დონეზე. რაც მეტია ასეთი ბგერა, მით უფრო ქაოტური ხდება ჩვენი გონება და ცნობიერება. სტრესები, სხვადასხვა ავადმყოფობა და ა.შ. დაუბალანსებელი და არაჰარმონიული ცნობიერებიდან მოდის, რადგანაც ცნობიერება “დაავადებულია” ამ მატერიალური ბგერებით. ყველა ბგერა ატარებს რაღაც ენერგიას. ეს ენერგიები ჩვენს ცნობიერებაში ბგერასთან ერთად ხვდება და აბინძურებს მას ბევრი მავნე და არასაჭირო ინფორმაციით. თავში განუწყვეტელი “შიშინი” და “ხარვეზებია” როგორც გაფუჭებულ რადიოში და ამაში ყველა დარწმუნდება თუ თავის ფიქრებს ყურს დაუგდებს.

მაგრამ ღმერთის წყალობით არსებობს განსაკუთრებული ბგერები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების ჰარმონიულ მდგომარეობაში მოყვანა. თუ ჩვენს ცნობიერებას რადიომიმღებს შევადარებთ, მანტრებს შეუძლიათ გარკვეულ ტალღაზე მომართონ ჩვენი რადიომიმღები, იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია მივიღოთ სულიერი სამყაროდან. თუ ამ ბგერებს სისტემატიურად ვიმეორებთ, ცნობიერება თანდათან იწმინდება და შედის რეზონანსში (ჰარმონიაში) ყოფიერების მაღალ სფეროებთან.

იოგები ყველა ჩაკრას ხედავენ როგორც ვიბრირებად კვანძებს, რომლებსც თავისი ფერი და თავისი ბგერა (ვიბრაციის სიხშირე) აქვთ. ყველა ჩაკრას თავისი ფუნქცია და თავისი გავლენა აქვს ნატიფ და უხეშ სხეულზე. მაგალითად თუ ვიმეორებთ ბგერას “ლამ”, იგი შეესაბამება “მულადჰარა” ჩაკრას (ყველაზე ქვემოთა ჩაკრას). ეს ჩაკრა რეზონანსშია მიწის ელემენტთან და თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ამ ბგერას, ადამიანს გაუჩნდება შინაგანი საყრდენი (სიმტკიცე) გონებაში. გახდება უფრო სტაბილური და მყარი.

შემდეგ (სექსუალურ) ჩაკრას აქვს ვიბრაცია – “ვამ” (გარდა ამისა ჩაკრის თვითოეულ ფოთოლს შესაბამისი მანტრებიც გააჩნია).

მზის წნულის ჩაკრას შეესაბამება “რამ” და ამ ბგერაში არის ცეცხლის ენერგია (მზის წნული კი უპირატესად ცეცხლის ელემენტს უკავშირდება).

გულის ჩაკრის (ანაჰატა ჩაკრის) ვიბრაციაა “იამ” (სული სწორედ გულის მიდამოშია მოთავსებული)

ყელის ჩაკრას შეესაბამება “ჰამ”, მესამე თვალის ჩაკრას – “ომ” და ა.შ. ეს მაგალითები მოვიყვანე მექანიზმის ასახსნელად.

შედარებისთვის ავიღოთ მაგნიტი. ეს იგივე რკინაა, ოღონდ ჩვეულებრივი რკინისგან განსხვავებით მას გარკვეული სახით “ჰარმონიზირებული” ტალღური სტრუქტურა აქვს. და თუ ამ მოწესრიგებულ სტრუქტურას ჩვეულებრივ რკინას მივუახლოვებთ, ისიც იძენს მაგნიტის თვისებას. სწორედ ასეთი მექანიზმით მოქმედებენ მანტრები. ხდება ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია და ზედმეტი სურვილები, სხვადასხვა არასაჭირო ვიბრაცია ტოვებს ჩვენს ცნობიერებას.

ყველა ვედა და საერთოდ ყველა ბგერა მოდის პირველსაწყისი მარცვლიდან “ომ” (აუმ).

იმისათვის რომ მანტრის (ლოცვის) გამეორება ეფექტური იყოს, ადამიანმა ბგერის სამივე საწყის დონეზე სისტემატურად უნდა გაიმეოროს იგი. ზოგიერთ მანტრას ყველა შემთხვევაში აქვს ეფექტი, როგორც არ უნდა გავიმეოროთ იგი, მაგრამ ეფექტი მით უფრო ძლიერი და სუფთა იქნება, რაც უფრო ყურადღებით და კონცენტრაციით გავიმეორებთ მათ.

იმ ადამიანის ბგერას, რომელმაც ცნობიერება გაიწმინდა, გულმართალია და არამოძალადე, გაცილებით უფრო დიდი ძალა ექნება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისას. თუ ადამიანს არასოდეს არ უთქვამს ტყუილი, მისი ნებისმიერი სიტყვა რეალობა ხდება. ამაზეა დაფუძნებული დიდი ბრძენების და წმინდანების კურთხევის ან წყევლის ძალა.

ვედებში წერია, რომ კალი იუგაში ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი ცნობიერების გასუფთავებისთვის მაჰა მანტრის გამეორებაა:

“ჰარე კრშნა ჰარე კრშნა
კრშნა კრშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე.”

“ჰარე” არის წოდებითი ფორმა ღმერთის სახელისა “ჰარი”. ეს მანტრა შინაარსობრივად ძალიან ბევრ მნიშვნელობას ატარებს. ერთ-ერთია: “წაიღე ჩემი გონებიდან ყველაფერი ის ჭუჭყი, რაც არ მჭირდება!”

“კრშნა” ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს, ყველაზე ლამაზს...

“რამა” ნიშნავს იმას ვინც ყველას სიხარულს ანიჭებს (სიხარულის მომნიჭებელს).

ეს არის უნივერსალი მანტრა, რომელსაც არ ჭირდება ინიცირება (მრავალი სხვა მანტრისგან განსხვავებით), იძლევა ყველაზე სწრაფ ეფექტს, არ საჭიროებს მკაცრ წესებს და შეიძლება გამეორება ყველგან, ყოველთვის და გონებაშიც კი... როგორც ნარადა მუნი ამბობს ვედებში, ეს არის ყველაზე მარტივი და საუკეთესო გზა კალი იუგაში ცნობიერების გასაწმენდად და ჩვენი ცნობიერების ღმერთთან დასაკავშირებლად. ამიტომაც ქვია “მაჰა მანტრა” (მაჰა – დიდი, უდიდესი).

თუმცა ავღნიშნავ რომ ვედებში მოწოდებულია ყველა მანტრისა და ლოცვის გამეორება, რომელიც ღმერთთან გვაკავშირებს. ყველა რელიგიაშია ასეთი მანტრები და მათ გააჩნიათ ტრანსცენდენტული, არამატერიალური ბუნება. ეფექტი ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში უეჭველია. (ყველა რელიგიაში მოწოდებულია მანტრების გამეორება სულიერი მოძღვრის მითითების ქვეშ და თვითნებურად მხოლოდ საწყის სტადიაზე და თანაც ზოგიერთი მანტრის გამეორება შეიძლება).

აქვე განვმარტავ მსგავსებას და განსხვავებას მანტრასა და ლოცვას შორის. მანტრა არის ბგერითი ვიბრაცია, რომელიც სანსკრიტზეა და თავისი უნიკალური სტრუქტურის გამო სხვა ენაზე თარგმნისას ძალა აკლდება (თუმცა არ ეკარგება). თანაც მანტრების უმეტესობაში მხოლოდ ღმერთის სახელებია. მაგალითად მაჰა მანტრაში არ არის არც ერთი სიტყვა გარდა ღმერთის სახელებისა. ლოცვებში კი უკვე კონკრეტული სიტყვები ემატება, რომლებიც კონკრეტულ სურვილებს და მოწოდებებს აღნიშნავენ ღმერთისადმი. მათ თავისი გამეორების წესი აქვთ.

ისევ ვიმეორებ ნებისმიერ ლოცვას და ნებისმიერ მანტრას ძალიან დიდი და მატერიალური ბგერისგან განსხვავებული ძალა აქვს. თუ რაიმე პრაქტიკის დაწყება გინდათ მიიღეთ რჩევები მხოლოდ მათგან, ვინც თავად აპრაქტიკებს ამ მანტრას (ან ლოცვას) და გამოცდილია ამ საკითხში. და უმჯობესია თუ ეს სულიერი მოძღვარი იქნება.

ქრისტიანობაში მე პირადად ყველაზე ძლიერ ლოცვად იესოს ლოცვა მიმაჩნია, მაგრამ მისი ძალიან ხანგრძლივი გამეორებასაც კი არ გირჩევთ სულიერი მოძღვრის გარეშე.

ღმერთის სახელი და ღმერთი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და როცა მანტრას ან ლოცვას ვამბობთ ღმერთს ვუხმობთ ჩვენს ცნობიერებაში!


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 20 2010, 02:36 PM
Post #86


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტაააკს ამ თავში არის უდიდესი წმინდანის და ბრძენის ნარადა მუნის ისტორია, თუ როგორ იპოვა უფალი, როგორ მიიღო სიკვდილის მერე სულიერი სხეული და ა.შ. ერთ-ერთი საუკეთესო თავია ბჰაგავატამიდან და გირჩევთ წაიკითხოთ wink.gif




შრიმად ბჰაგავატამი

თავი მეექვსე
ნარადასა და ვიასადევას საუბარი



1. სუტამ თქვა: ო ბრაჰმანებო, შრი ნარადას დაბადებისა და საქმიანობების შესახებ მოსმენის შემდეგ ვიასადევამ, ღმერთის ინკარნაციამ და სატიავატის შვილმა, შემდეგი რამ იკითხა.

2. შრი ვიასადევამ თქვა: როგორ მოიქეცი შენ [ნარადა] იმის შემდეგ, რაც წავიდნენ დიადი ბრძენები, რომელთაც მეცნიერული ტრანსცენდენტული ცოდნა შენს ახლანდელ დაბადებამდე მოგცეს?

3. ო ბრაჰმას შვილო, როგორ იცხოვრე ინიციაციის მერე და როგორ მიიღე ეს სხეული დროთა ვითარებაში ძველი სხეულის მიტოვების შემდეგ?

4. ო დიდო ბრძენო, დრო ყველაფერს შთანთქავს. მაშ, როგორ გახსოვს ბრაჰმას წინა დღეში მომხდარი ამბები ისე, რომ დრო არც შეგხებია?



5. შრი ნარადამ თქვა: დიდი ბრძენები, რომელთაც ტრანსცენდენციის შესახებ სულიერი ცოდნა მომცეს, სხვაგან გაემგზავრნენ, მე კი ასე მომიხდა ცხოვრება.

6. დედაჩემს ერთადერთი შვილი ვყავდი და იგი არა მხოლოდ უბრალო ქალი, არამედ მოსამსახურეც იყო. რადგან მე მისი ერთადერთი ნაშიერი ვიყავი, მას მზრუნველობის სხვა საგანი არ ჰყავდა: მან სიყვარულის ჯაჭვით დამაბა.

7. მას ჩემზე ზრუნვა სურდა, მაგრამ რადგან დამოუკიდებელი არ იყო, ვერაფერს მიკეთებდა. სამყაროს უზენაესი უფლის სრული განმგებლობის ქვეშ იმყოფება; ამიტომ ყველა ხის თოჯინას ჰგავს თოჯინების ოსტატის ხელში.

8. ხუთი წლის ბავშვი ბრაჰმანთა სკოლაში ვცხოვრობდი. დედის სიყვარულზე ვიყავი დამოკიდებული და სხვა ქვეყნები არ მენახა.

9. ერთ ღამეს, როცა საბრალო დედა ძროხის მოსაწველად გარეთ გავიდა, უზენაესი დროის გავლენით გველმა უკბინა ფეხზე.

10. მე ეს უფლის განსაკუთრებულ წყალობად მივიჩნიე, რომელსაც მუდამ თავის ერთგულთა დალოცვა სურს და ამ ფიქრებით მოცული ჩრდილოეთის გზას დავადექი.

11. წასვლის შემდეგ ჩავუარე მრავალ აყვავებულ დედაქალაქს, ქალაქს, სოფელს, ცხოველთა სადგომს, საბადოს, ყანას, მინდორს, სანერგესა და ხელუხლებელ ტყეს.

12. მე გავიარე გორები და მთები, რომლებიც ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მსგავსი ათასგვარი ლითონებით იყო სავეს; ადგილები, სადაც გაბრუებული ფუტკრებითა და მგალობელი ჩიტებით მორთული, წარმტაცი ლოტოსის ყვავილებით დამშვენებული წყალსაცავები იყო, რომლებიც ზეცის მობინადრეთათვის არის შესაფერისი.

13. შემდეგ მარტომ გავიარე ლერწმის, ბამბუკის, ლელქაშის, წვეტიანი ბალახისა და სარეველების ჭალები, გამოქვაბულები, რომელთა გავლაც მარტო კაცს უჭირს. მე მოვიარე უღრანი, ბნელი და საშიში ტყეები, რომლებიც გველების, ბუებისა და ტურების სათამაშო ადგილებია.

14. მოგზაურობისას წყურვილი და შიმშილი მომერია და ვიგრძენი, რომ სხეული და ჭკუა დამღლოდა. მეც განვიბანე მდინარის ნაპირას მდორე დინებაში და წყალიც დავლიე. წყალმა დაღლილობა გამიქრო.

15. ამის შემდეგ უკაცრიელ ტყეში ბანიანის ხის ჩრდილში გონების დახმარებით დავიწყე ჩემში მყოფ ზესულზე მედიტაცია, როგორც ეს განთავისუფლებული სულებისგან მქონდა ნასწავლი.

16. როგორც კი დავიწყე ღმრთეების პიროვნების ლოტოსის ტერფებზე მედიტაცია, მოვიკრიბე რა ტრანსცენდენტული სიყვარულით გარდაქმნილი ჭკუა, თვალთაგან ცრემლები წამომივიდა და ჩემი გულის ლოტოსზე დაუყოვნებლივ გამოჩნდა ღმრთეების პიროვნება შრი კრშნა.

17. ო ვიასადევა, მაშინ, უსაზღვრო ბედნიერებით შეპყრობილს, სხეულის ყოველი ნაწილი გამომიცოცხლდა. ექსტაზის ოკეანეში ჩაძირული ვერც საკუთარ თავს ვხედავდი და ვერც უფალს.

18. უფლის ტრანსცენდენტული ფორმა თავისთავად აკმაყოფილებს ჭკუის სურვილს და უმალვე განაქარვებს საწინააღმდეგო აზრებს. ამ ფორმის გაუჩინარების შემდეგ შეშფოთებული უეცრად წამოვხტი, როგორც ადამიანი, რომელიც რაიმე სანატრელს კარგავს.

19. მე მსურდა კვლავ დამენახა უფლის ეს ფორმა, მაგრამ მისი ხილვის ძლიერი სურვილისა და გულზე ყურადღების მიპყრობის მცდელობის მიუხედავად, ვეღარ ვიხილე იგი და გულგატეხილი მეტად დავღონდი.

20. განმარტოებულ ადგილას ჩემს მიერ გაწეულ მცდელობათა შემხედვარე ღმრთეების პიროვნებამ, რომელიც ტრანსცენდენტულია ყოველგვარი მიწიერი აღწერილობის მიმართ, უბრალოდ ჩემი დარდის გასაქარვებლად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიტყვები მითხრა.

21. ო ნარადა, [თქვა უფალმა], ვწუხვარ, რომ ამ სიცოცხლეში ვეღარ მიხილავ. მსახურებაში არასრულყოფილებს და მატერიალური სიბილწისგან არასრულად განწმენდილებს უჭირთ ჩემი დანახვა.

22. ო ღვთისმოსავო, შენ მხოლოდ ერთხელ იხილე ჩემი პიროვნება და ეს მხოლოდ ჩემდამი შენი ლტოლვის გასაღვივებლად მოხდა, რადგან რაც მეტს ისწრაფვი ჩემსკენ, მით უფრო განიწმინდები ყოველგვარი მატერიალური სურვილისაგან.

23. ერთგული რამოდენიმე დღის მანძილზეც კი რომ ემსახუროს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, მისი გონება მტკიცდება და ჩემზე ხდება მომართული. მერე, ახლანდელი მწუხარებით აღსავსე მატერიალური სამყაროების მიტოვების შემდეგ იგი ტრანსცენდენტალ სამყაროში ჩემი თანამგზავრი ხდება.

24. ჩემს ერთგულებაში დასაქმებული გონება არასოდეს ირღვევა. ჩემი წყალობით მეხსიერება შექმნისა და განადგურების დროსაც კი გექნება.

25. შემდეგ ამ უმაღლესმა მეუფემ. ბგერით გამოვლენილმა და თვალისთვის უხილავმა, მაგრამ ყველაზე საოცარმა, საუბარი შეწყვიტა. მადლიერების გრძნობით შეპყრობილმა მოწიწებით ვეცი მას თაყვანი.

26. ამრიგად განუწყვეტელი განმეორებით უფლის წმინდა სახელისა და დიდების გალობა დავიწყე, არ ვაქცევდი რა ყურადღებას მატერიალური სამყაროს პირობითობებს. უფლის ტრანსცენდენტული გართობების შესახებ ასეთ გალობასა და მათ გახსენებას ყოველგვარი მადლი მოაქვს. ასე შემოვიარე მთელი დედამიწის ზურგი, სრულიად კმაყოფილმა, მორჩილმა და მტრობისგან თავისუფალმა.

27. ამგვარად დროთა ვითარებაში, ო ბრაჰმანო ვიასადევა, მე, რომელიც ბოლომდე კრშნაზე ფიქრში ვიყავი ჩაფლული, ამიტომაც მიჯაჭვულობები არ მქონდა, ყოველგვარი მატერიალური უწმინდურებისგან თავისუფალს, სიკვდილი მეწია, როგორც ელვა, რომელსაც მუდამ განათება სდევს თან.

28. ღმრთეების პიროვნებასთან ურთიერთობისთვის შესაფერისი ტრანსცენდენტული სხეულის მიღების შემდეგ მე დავტოვე ხუთი მატერიალური ელემენტისგან შემდგარი სხეული და ამით შეწყდა შრომის [კარმის] ყოველი შედეგი.

29. ეპოქის ბოლოს, როდესაც ღმრთეების პიროვნება უფალი ნარაიანა გაჩანაგების წყალზე დაწვა, ბრაჰმა შევიდა მასში ქმნილების ყოველ ელემენტთან ერთად და მეც შევედი მასში მისი სუნთქვის საშუალებით.

30. 4 300 000 მზის წელიწადის შემდეგ, როდესაც, უფლის ნებით, ბრაჰმამ გაიღვიძა, უფლის ტრანსცენდენტული სხეულიდან შეიქმნენ მარიჩი, ანგირა, ატრი და სხვ. მსგავსი რშები და მათთან ერთად მეც მოვევლინე.

31. ამის შემდეგ, ყოვლისშემძლე ვიშნუს წყალობით, მე შეუზღუდავად ვმოგზაურობ ყველგან, ტრანსცენდენტალ სამყაროშიც და მატერიალური სამყაროს სამივე ნაწილშიც. ამის მიზეზი ის არის, რომ განუწყვეტლივ ერთგულად ვემსახურები უფალს.

32. ასე ვმოგზაურობ, განუწყვეტლივ უფლის დიდების ტრანსცენდენტალ ეპისტოლეს ვმღერი, ვუკრავ ვიანდ წოდებულ ამ საკრავზე, რომელიც ტრანსცენდენტული ბგერით არის სავეს და რომელიც უფალმა კრშნამ მომცა.

33. უზენაესი უფალი შრი კრშნა, ვისი დიდებაც და საქმიანობებიც საამური მოსასმენია, თითქოს მოუხმესო, უმალვე მოდის ჩემი გულის ტახტზე, როგორც კი მისი წმინდა საქმიანობების შესახებ ვიწყებ გალობას.

34. პირადად გამომიცდია, რომ მათ, ვინც გრძნობების გრძნობათა ობიექტებთან დაკავშირების სურვილის გამო ყოველთვის ზრუნვითა და მღელვარებით არიან სავეს, უმეცრების ოკეანის გადალახვა ყველაზე საიმედო ნავით – ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ განუწყვეტელი გალობით შეუძლიათ.

35. ჭეშმარიტებაა, რომ იოგას სისტემის მიხედვით გრძნობათა მოთოკვის გზით სურვილებისა და ვნების შფოთვისაგან განთავისუფლება შეიძლება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სულის დასაკმაყოფილებლად, რადგან ეს [კმაყოფილება] ღმრთეების პიროვნების ერთგული სამსახურით მიიღწევა.

36. ო ვიასადევა, შენ ყოველი ცოდვისგან თავისუფალი ხარ. შენი თხოვნით ასე აგიხსენი ჩემი დაბადება და თვითშემეცნების საქმენი. ყოველივე ეს შენს დაკმაყოფილებასაც შეუწყობს ხელს.

37. სუტა გოსვამიმ თქვა: ასე მიმართა რა ვიასადევას, შრილა ნარადა მუნიმ დატოვა იქაურობა. თავის საკრავ ვინაზე დაკვრით, საკუთარი ნებით შეუდგა სამყაროში მოგზაურობას.

38. დიდება და გამარჯვება შრილა ნარადა მუნის, რამეთუ იგი ხოტბას ასხამს ღმრთეების პიროვნების საქმეებს, ამით თავად ტკბება და თანაც სიცოცხლეს მატებს სამყაროს ტანჯულ სულებს.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 20 2010, 06:41 PM
Post #87


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თავში უკვე თავად შრი კრშნა გამოჩნდება და ასევე მოცემულია ბრაჰმასტრების (ბირთვული იარაღის) გამოყენების ამბავი.



თავი მეშვიდე
დრონას ვაჟიშვილის დასჯა


1. რში შაუნაკამ იკითხა: ო სუტა, დიდმა და ტრანსცენდენტულად ძლიერმა ვიასადევამ ყველაფერი მოისმინა შრი ნარადა მუნისგან. როგორ მოიქცა ვიასადევა ნარადას წასვლის შემდეგ?

2. შრი სუტამ თქვა: ვედებთან მჭიდროდ დაკავშირებულ მდინარე სარასვატის დასავლეთ ნაპირზე, შამიაპრასაში დგას ქოხი, რომელიც შთაგონებას მატებს ბრძენებს მათ ტრანსცენდენტალ საქმიანობაში და მედიტაციისთვის არის განკუთვნილი.

3. ამ ადგილას, ხეხილით გარშემორტყმულ თავის აშრამში, შრილა ვიასადევა განწმენდისათვის წყალს შეეხო და მედიტაციის შესასრულებლად დაჯდა.

4. ასე, მან ჭკუა განიმტკიცა იმით, რომ სრულყოფილად ჩააბა იგი ერთგული სამსახურის [ბჰაკტი-იოგას] დამაკავშირებელ პროცესში, რომელსაც მატერიალური არაფერი სცხია. და მან იხილა ღმრთეების აბსოლუტური პიროვნება მის სრულ განმგებლობაში მყოფ გარეგან ენერგიასთან ერთად.

5. თუმცა ცოცხალი არსება ტრანსცენდენტულია ბუნების სამი მოდუსის მიმართ, გარეგანი ენერგიის გამო თვლის, რომ თვითონ მატერიისგან არის წარმოქმნილი, ამიტომაც მატერიალურ ტანჯვას განიცდის.

6. ერთგული სამსახურის დამაკავშირებელი პროცესის საშუალებით შეიძლება ცოცხალი არსების ბუნებისათვის უცხო მატერიალური ტანჯვების შემსუბუქება. მაგრამ ხალხმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ამიტომ სწავლულმა ვიასადევამ შეადგინა ეს ვედური ნაწარმოები, რომელიც უზენასე ჭეშმარიტებასთან არის დაკავშირებული.

7. უბრალოდ ამ ვედური ნაწარმოების მოსმენის შედეგად ადამიანში ერთბაშად იღვიძებს უფალი კრშნას, ღმრთეების უზენაესი პიროვნების სასიყვარულო ერთგული სამსახურის გრძნობა და ქრება მწუხარების, ილუზიისა და შიშის ცეცხლი.

8. “შრიმად-ბჰაგავატამის” შედგენასად ა შესწორების შემდეგ დიდმა ბრძენმა ვიასადევამ ასწავლა იგი თავის შვილს, შრი შუკადევა გოსვამის, რომელიც უკვე თვითშემეცნების გზას ადგა.

9. შრი შაუნაკამ ჰკითხა სუტა გოსვამის: შრი შუკადევა გოსვამი უკვე იდგა თვითშემეცნების გზაზე, ამიტომაც კმაყოფილი იყო საკუთარ თავში. მაშ, რატომ ითავა ამ ვრცელი ნაწარმოების შესწავლა?

10. სხვადასხვა კატეგორიის ატმარამებს [ვინც ნეტარებას პოულობს ატმაში, ანუ მეობაში], განსაკუთრებით კი მათ, ვინც თვითშემეცნების გზაზე არიან განმტკიცებული, ღმრთეების პიროვნების წმინდა ერთგული სამსახური სურთ, თუმცა სრულყოფილად თავისუფალნი არიან მატერიალური ტყვეობიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი ტრანსცენდენტულ თვისებებს ფლობს, ამიტომ შეუძლია მიიზიდოს ყველა, განთავისუფლებული სულებიც კი.

11. შრილა შუკადევა გოსვამი, შრილა ვიასადევას შვილი არა მარტო ტრანსცენდენტულად ძლევამოსილი, არამედ მეტად ძვირფასიც იყო უფლის ერთგულებისთვის. ამრიგად, მან შეისწავლა ეს დიადი თხზულება [“შრიმად-ბჰაგავატამი”].

12. სუტა გოსვამიმ ასე მიმართა რშებს, რომელთა სათავეში შაუნაკა ედგათ: ახლა დავიწყებ ტრანსცენდენტალ მოთხრობას უფალ შრი კრშნაზე, ასევე მეფეთა შორის ბრძენი მეფე პარიკშატის დაბადების, საქმიანობებისა და განთავისუფლების შესახებ და მოგიყვებით იმას, თუ როგორ განუდგნენ ქვეყანას პანდუს შვილები.

13-14. როდესაც ორივე ბანაკის, კერძოდ, კაურავებისა და პანდავების მეომრები კურუკშეტრას ბრძოლის ველზე დაეცნენ და მკვდარი მებრძოლები მათ მიერ დამსახურებულ ადგილებში წავიდნენ, როდესაც ბჰიმასენას კვერთხით ხერხემალგადატეხილი დჰრტარაშტრას ვაჟიშვილი მწუხარებითY აღსავსე დაეცა, დრონაჩარიას შვილმა [აშვათჰამამ] თავები მოჰკვეთა დრაუპადის მძინარე ხუთ შვილს და ძღვნად მიართვა თავის ბატონს, სულელურად ეგონა რა, რომ ამით ასიამოვნებდა. მაგრამ დურიოდჰანამ არ მოოიწონა ეს საძაგელი საქციელი და სრულიად არ იყო კმაყოფილი.

15. თავისი შვილების დახოცვის ამბის მოსმენის შემდეგ დრაუპადიმ, პანდავების ხუთი შვილის მოკვლის გამო უბედურებით შეპყრობილმა დედამ, ცრემლებით სავეს თვალებით გოდება დაიწყო. დიდი დანაკლისის გამო მგლოვიარეს დაწყნარების მიზნით არჯუნამ უთხრა მას:

16. ო კეთილშობილო ქალო, როდესაც მოგართმევ იმ ბრაჰმანის თავს, მოკვეთილს მშვილდ განდივათი, მაშინ დაგიშრობ ცრემლიან თვალებს და დაგაწყნარებ. მაშინ, შენი შვილების სხეულების დაწვის შემდეგ, შეგიძლია მის თავზე მდგომმა განიბანო.

17. ამ სიტყვებით არჯუნამ, რომელსაც მისი მეგობარი და მეეტლე – შეუცდომელი უფალი მიუძღვებოდა, დააწყნარა საყვარელი ცოლი. შემდეგ აბჯარი აისხა და სხვადასხვა სასიკვდილო იარაღი აიღო ხელში. იგი ავიდა თავის ეტლში და გაედევნა აშვათჰამას, სამხედრო ხელოვნებაში თავისი მასწავლებლის შვილს.

18. აშვათჰამამ, უფლისწულთა მკვლელმა შორიდან იხილა მისკენ დიდი სისწრაფით მომავალი არჯუნა და შიშით შეპყრობილი, სიცოცხლის გადასარჩენად ეტლით გაიქცა, როგორც შეშინებული ბრაჰმა გაექცა შივას.

19. როდესაც ბრაჰმანის შვილმა [აშვათჰამამ] დაინახა, რომ მისი ცხენები დაქანცულიყვნენ, იფიქრა, რომ სხვა არაფერი დარჩენოდა, თავისი საბოლოო იარაღის, ბრაჰმასტრას [ბირთვული იარაღის] გამოყენების გარდა.

20. რადგან მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, განწმენდისთვის წყალს შეეხო და მთელი ყურადღება ბირთვული იარაღის გამოსაშვები ჰიმნების გალობას მიაპყრო, თუმცა მისი შეჩერება არ იცოდა.

21. ამის შემდეგ ირგვლივ ყველაფერს ცეცხლოვანი სინათლე მოედო. იგი იმდენად აუტანელი იყო, რომ არჯუნამ იგრძნო, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ასე მიმართა უფალ კრშნას.

22. არჯუნამ თქვა: ო ჩემო უფალო შრი კრშნა, შენ ღმრთეების ყოვლისშემძლე პიროვნება ხარ. შენს მრავალგვარ უსასრულო ენერგიებს საზღვარი არა აქვს. ამიტომ მხოლოდ შენ შეგიძლია უშიშარი გახადო შენი ერთგულები. მატერიალური ტანჯვის ალში გახვეული ნებისმიერი ადამიანი განთავისუფლების გზას მხოლოდ შენში იპოვის.

23. შენ ხარ ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება, რომელიც თავად ეფინები მთელ სამყაროებს და მატერიალურ ენერგიაზე მაღლა დგახარ. შენ შენი სულიერი პოტენციით მოიშორე მატერიალური ენერგიეს ზემოქმედება. შენ ყოველთვის მარადიულ ნეტარებასა და ტრანსცენდენტალ ცოდნაში იმყოფები.

24. და მაინც, თუმცა შენ არ გეხება მატერიალური ენერგია, განპირობებული სულების უმაღლესი სიკეთისათვის განთავისუფლების ოთხ პრინციპს იცავ, რომლებიც შეიცავს რელიგიას და ა.შ.

25. ამრიგად, შენ ინკარნაციის სახით ეშვები, რათა მსოფლიოს ტვირთი შეუმსუბუქო და სიკეთე მოუტანო შენს მეგობრებს, განსაკუთრებით კი შენს გამორჩეულ ერთგულებს და მათ, ვინც შენზე მედიტაციით არიან მოცულნი.

26. ო უფალთა უფალო, რატომ ვრცელდება ირგვლივ ეს სახიფათო ციალი? საიდან მოდის? მე ეს არ მესმის.

27. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: იცოდე ჩემგან, რომ ეს დრონეს შვილის ნამოქმედარია. მან ბირთვული ენერგიეს [ბრაჰმასტრას] ჰიმნები წარმოთქვა და არ იცის, როგორ ალაგმოს ციალი. მან ეს უმწეოდ, გარდაუვალი სიკვდილის შიშით გააკეთა.

28. ო არჯუნა, ამ იარაღის გაბათილება მხოლოდ მეორე ბრაჰმასტრას შეუძლია. რაკი სამხედრო ხელოვნებაში გამოცდილი ხარ, შენი იარაღის ძალით ჩააქრე ამ იარაღის ციალი.

29. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: ღმრთეების პიროვნებისგან ამის მოსმენის შემდეგ არჯუნა განწმენდისთვის წყალს შეეხო და უფალი შრი კრშნას გარსშემოვლის შემდეგ პირველი იარაღის მოქმედების შესაჩერებლად თავისი იარაღი ბრაჰმასტრა გატყორცნა.

30. როდესაც ორი ბრაჰმასტრას სხივები შეერთდა, მზის დისკოს მსგავსმა დიდმა ცეცხლოვანმა წრემ დაფარა მთელი კოსმოსი და ყველა პლანეტა.

31. სამივე სამყაროს მთელი მოსახლეობა იარაღთა ერთობლივი სიმხურვალით იწვოდა. ყველას გაახსენდა ცეცხლი სამვარტაკა, რომელიც განადგურებისას ვლინდება.

32. იხილა რა ხალხის მღელვარება და პლანეტების გარდაუვალი განადგურება, უფალი შრი კრშნას სურვილის თანახმად არჯუნამ უმალვე დააბრუნა ორივე ბრაჰმასტრა.

33. არჯუნამ, რომლის თვალებიც მრისხანებისაგან სპილენძის წითელი ბურთებივით იყო ანთებული, მარჯვედ დაიჭირა გაუტამის ვაჟიშვილი და ცხოველივით გაკოჭა იგი.

34. აშვათჰამას გაკოჭვის შემდეგ არჯუნას მისი სამხედრო ბანაკში წაყვანა სურდა. ლოტოსის თვალებით მომზირალმა ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, შრი კრშნამ, განრისხებულ არჯუნას უთხრა.

35. უფალმა შრი კრშნამ თქვა: ო არჯუნა, შენ არ უნდა გამოიჩინო მოწყალება და არ უნდა გაუშვა ბრაჰმანის ეს ნათესავი [ბრაჰმა-ბანდჰუ], რადგან მან მძინარე უმანკო ბიჭები დახოცა.

36. პიროვნება, რომელმაც რელიგიის პრინციპები იცის, არ კლავს უდარდელ, მთვრალ,. შეშლილ, მძინარე, დაშინებულ ან უეტლო მტერს. იგი არც ბიჭებს, ქალებს, სულელ არსებებსა და დანებებულ სულებს ხოცავს.

37. ულმობელი და საძაგელი პიროვნება, რომელიც სხვათა სიცოცხლის ხარჯზე ცხოვრობს, სიკვდილს იმსახურებს მისსივე კეთილდღეობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში თავისი საქმიანობის გამო სულ უფრო დაბლა ეშვება.

38. გარდა ამისა, მე პირადად მოვისმინე, როგორ დაპირდი დრაუპადის, რომ მისი შვილების მკვლელის თავს მიართმევდი.

39. ამ კაცმა მზაკვრულად ამოხოცა შენი ოჯახის წევრები. მაგრამ ეს კიდევ არაფერი, მან თავისი ბატონი განარისხა. იგი თავისი ოჯახის ფერფლია მხოლოდ. დაუყოვნებლივ მოკალი იგი.

40. სუტა გოსვამიმ თქვა: თუმცა კრშნამ, რომელმაც არჯუნა რელიგიაში გამოსცადა, დრონაჩარიას შვილის მოკვლა მოუწოდა მას, არჯუნას დიად სულს, არ მოეწონა ეს აზრი, მიუხედავად იმისა, რომ აშვათჰამამ საძაგლად გამოასალმა სიცოცხლეს არჯუნას ოჯახის წევრები.

41. თავის ძვირფას მეგობართან და მეეტლესთან [შრი კრშნასთან] ერთად ბანაკის მიღწევის შემდეგ არჯუნამ მკვლელი მიაბარა თავის ძვირფას ცოლს, რომელიც მოკლულ შვილებს გლოვობდა.

42. შრი სუტა გოსვამიმ თქვა: მაშინ დრაუპადიმ იხილა ყველაზე სამარცხვინო მკვლელობის გამო ცხოველივით გაკოჭილი და დადუმებული აშვათჰამა. თავისი ქალური ბუნებისა და კეთილი და ზრდილი ხასიათის გამო მან ბრაჰმანის შესაფერისი პატივი სცა მას.

43. მან ვერ აიტანა, რომ აშვათჰამა გაკოჭილი იყო და როგორც ერთგულმა ქალმა, თქვა: გაუშვი იგი, რადგან ბრაჰმანია, ჩვენი სულიერი მოძღვარი.

44. სწორედ დრონაჩარიას წყალობით ისწავლე ისრების სროლის სამხედრო ხელოვნება და იარაღების მართვის საიდუმლო მეცნიერება.

45. უდავოა, რომ იგი [დრონაჩარია] კიდევ ცოცხალია, რამეთუ მისი შვილია მისი წარმომადგენელი. მისმა ცოლმა კრპიმ არ გაიარა სატი მასთან ერთად, რადგან შვილი ჰყავდა.

46. ო ყველაზე იღბლიანო მათ შორის, ვინც რელიგიის პრინციპები იცის, არ შეგშვენის მწუხარების მოტანა დიდებული ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ყოველთვის პატივისა და თაყვანისცემის ღირსნი არიან.

47. ჩემო ბატონო, ჩემსავით ნუ აატირებ დრონაჩარიას ცოლს. მე ჩემი შვილების სიკვდილის გამო ვარ დამწუხრებული. რა საჭიროა, რომ მანაც ჩემსავით გამუდმებით იტიროს.

48. თუკი მმართველი სამეფო ფენის წევრები გრძნობათა შეუკავებლობის გამო შეურაცხყოფას მიაყენებენ ბრაჰმანთა ფენას და განარისხებენ მათ, მაშინ ამ რისხვის ცეცხლი სამეფო ოჯახის მთელ სხეულს დაწვავს და უბედურებას მოუტონს ყველას.

49. სუტა გოსვამიმ თქვა: ო ბრაჰმანებო, მეფე იუდჰიშთჰირამ მთლიანად დაუჭირა მხარი დედოფლის სიტყვებს, რომლებიც რელიგიის პრინციპებს შეესაბამებოდა და მართალი, დიდებული, მოწყალებით ნაკარნახევი, მიუკერძოებელი და ორპირობას მოკლებული იყო.

50. ნაკულა და საჰადევა [მეფის უმცროსი ძმები], აგრეთვე სატიაკი, არჯუნა, ღმრთეების პიროვნება უფალი შრი კრშნა, დევაკის შვილი, ქალები და სხვები ერთსულოვნად დაეთანხმნენ მეფეს.

51. მაგრამ ბჰიმა არ დაეთანხმა ამას და მოუწოდა მოეკლათ დამნაშავე, რომელმაც განრისხებულმა უმიზნოდ დახოცა მძინარე ბავშვები, რამაც არაფერი მოუტანა არც მას და არც მის ბატონს.

52. ბჰიმას, დრაუპადისა და სხვების სიტყვების მოსმენის შემდეგ ჩატურბჰუჯამ [ოთხხელიანმა] ანუ ღმრთეების პიროვნებამ დაინახა თავისი ძვირფასი მეგობრის, არჯუნას სახე და, თითქოს მომცინარმა, თქვა.

53-54. ღმრთეების პიროვნება შრი კრშნამ თქვა: არ შეიძლება ბრაჰმანის შვილის მოკვლა, მაგრამ თუკი მოძალადეა, უნდა მოიკლას. ეს წესები წმინდა წერილებშია მოცემული და შენ მათ შესაბამისად უნდა იმოქმედო. შენ დაპირება უნდა აღუსრულო შენს ცოლს და ისე უნდა მოიქცე, რომ ბჰიმასენაც და მეც დაგვაკმაყოფილო.

55. არჯუნა მაშინათვე მიხვდა უფლის ორაზროვანი სიტყვების მნიშვნელობას და თმებიცა და ძვირფასი თვალიც ხმლით მოაჭრა აშვათჰამას თავიდან.

56. ბავშვების მკვლელობის გამო მას [აშვათჰამას] უკვე დაკარგული ჰქონდა სხეულის ბრწყინვალება და ახლა თავიდან ძვირფასი თვალის მოჭრის გამო ძალაც დაკარგა. მას თოკები გაუხსნეს და გაიყვანეს ბანაკიდან.

57. ბრაჰმანის ნათესავისთვის დაწესებულ სასჯელს თავზე თმის მოჭრა, ქონების ჩამორთმევა და საცხოვრებელი ადგილიდან გაძევება წარმოადგენს. სხეულის მოკვლა ამათ რიცხვში არ შედის.

58. ამის შემდეგ მწუხარებით შეპყრობილმა პანდუს შვილებმა და დრაუპადიმ თავიანთი გარდაცვლილი ნათესავებისთვის სათანადო რიტუალები ჩაატარეს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 22 2010, 12:23 PM
Post #88


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მერვე
დედოფალ კუნტის ლოცვები და
პარიკშიტის ხსნა


1. სუტა გოსვამიმ თქვა: ამის შემდეგ პანდავები და დრაუპადი განგის ნაპირას გაეშურნენ, რათა წყალი მიეცათ მოწყურებული დახოცილი ნათესავებისთვის. ქალები წინ მიდიოდნენ.

2. მათი დატირებისა და განგის წყლის საკმარისად შეთავაზების შემდეგ მათ განიბანეს განგაში, რომლის წყალიც წმინდაა, რადგან უფლის ლოტოსის ტერფთა მტვერს არის შერეული.

3. იქ თავის დამწუხრებულ უმცროს ძმებთან, დჰრტარაშტრასთან, განდჰარისთან, კუნტისთან, და დრაუპადისთან ერთად იჯდა კურუთა მეფე, მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა. უფალი კრშნაც იქ იყო.

4. უფალმა შრი კრშნამ და მუნებმა ყოვლისშემძლე ღმერთის გარდაუვალი კანონებისა და ცოცხალ არსებებზე მათი ზემოქმედების შესახებ დაიწყეს საუბარი და ამით შეძრწუნებულთა და დამწუხრებულთა დაწყნარებას შეეცადნენ.

5. ჭკვიანმა დურიოდჰანამ და მისმა მომხრეებმა ცბიერებით მოიტაცეს იუდჰიშთჰირას სამეფო, რომელსახ მტერი არ ჰყავდა. უფლის წყალობით სამართლიანობა აღდგენილ იქნა და უფალმა მოკლა უსინდისო მეფეები, რომლებმაც დურიოდჰანას მხარე დაიჭირეს. დაიხოცნენ ისინიც, ვინც უხესჰად მოექცნენ დედოფალ დრაუპადის თმებს, რითაც სიცოცხლე მოისწრაფეს.

6. უფალმა შრი კრშნამ ჯეროვნად შეასრულებინა მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას სამი აშვამედჰა-იაჯნა [ცხენის შეწირვა], რითაც მთელ ქვეყანას მოედო მისი კეთილი სახელი, მსგავსად ინდრასი, რომელმაც ასი ასეთი მსხვერპლშეწირვა ჩაატარა.

7. მაშინ უფალი კრშნა გასამგზავრებლად მოემზადა. მან მოიწვია პანდუს შვილები, მას შემდეგ რაც მას თაყვანი სცეს ბრაჰმანებმა, რომელთაც სათავეში შრილა ვიასადევა ედგათ. უფალმაც უპასუხა მათ მისალმებებს.

8. როგორც კი უფალი დვარაკაში გასამგზავრებლად ეტლში ჩაჯდა, დაინახა უტტარა, რომელიც შეშინებული მორბოდა მისკენ.

9. უტტარამ თქვა: ო უფალო, სამყაროს მეუფევ! შენ უდიადესი მისტიკოსი ხარ. გთხოვ, დამიცავი, რადგან ორმაგობის ამ სამყაროში სხვას არავის შეუძლია სიკვდილის ხელიდან ჩემი დახსნა.

10. ო ჩემო უფალო, შენ ყოვლისშემძლე ხარ. ცეცხლოვანი რკინის ისარი სწრაფად მიახლოვდება. ჩემო უფალო, თუკი გსურს, დაე ისარმა მე დამწვას, მაგრამ გთხოვ, არ დააწვევინო და არ მოაწყვეტინო ჩემი ნაყოფი. მოიღეé სიკეთე, ო უფალო..

11. სუტა გოსვამიმ თქვა: მისი სიტყვების მოთმინებით მოსმენის შემდეგ უფალი შრი კრშნა, რომელსაც ყოველთვის ძლიერ უყვარს თავისი ერთგულები, უმალვე მიხვდა, რომ აშვათჰამამ, დრონაჩარიას შვილმა, ბრაჰმასტრა გამოუშვა პანდავების ოჯახის უკანასკნელი შთამომავლის მოსასპობად.

12. ო მთავარო დიად მოაზროვნეებს [მუნებს] შორის [შაუნაკა], დაინახეს რა მათკენ მომავალი მოელვარე ბრაჰმასტრა, პანდავებმა თავიანთ იარაღს სტაცეს ხელი.

13. როდესაც ღმრთეების ყოვლისშემძლე პიროვნება შრი კრშნამ იხილა, რომ დიდი საფრთხე ემუქრებოდა მის წმინდა ერთგულებს, რომლებიც მისადმი მინდობილი სულები იყვნენ, მათ დასაცავად უმალვე აიღო თავისი დისკო სუდარშანა.

14. უმაღლესი მისტიციზმის უფალი, შრი კრშნა ყველას გულში იმყოფება პარამატმას სახით. ამიტომ, უბრალოდ კურუს დინასტიის დასაცავად, თავისი ენერგიით დაფარა უტტარას ჩანასახი.

15. ო შაუნაკა, თუმცა შეუძლებელი იყო აშვათჰამას მიერ გამოშვებული უმაღლესი იარაღის შეჩერება ან განეიტრალება, იგი განეიტრალებული და მოგერიებული იქნა ვიშნუს [უფალი კრშნას] ძალასთან შეჯახებისას.

16. ო ბრაჰმანებო, არ გეგონოთ, რომ ეს განსაკუთრებული სასწაულია იდუმალებით მოცული და შეუცდომელი ღმრთეების პიროვნებისათვის. ყოველივე მატერიალურს იგი თავისი ტრანსცენდენტული ენერგიებით ასულდგმულებს და ანადგურებს, თუმცა თავად არშობილია.

17. ამრიგად, ბრაჰმასტრას გამოსხივებისგან გადარჩენილმა უფლის უბიწო ერთგულმა კუნტიმ, მისმა ხუთმა შვილმა და დრაუპადიმ მიმართეს უფალ კრშნას, როდესაც იგი სახლში გასამგზავრებლად მოემზადა.

18. შრიმატი კუნტიმ თქვა: ო კრშნა, მე მოწიწებით გეთაყვანები, რადგან შენ ხარ თავდაპირველი პიროვნება და არ გეხება მატერიალური სამყაროს თვისებები. შენ ყოვლის შიგნით და გარეთ იმყოფები, მაგრამ მაინც უხილავი ხარ ყველასთვის.

19. გრძნობათა შეზღუდული აღქმისათვის მიუწვდომელი, შენ შეცდომაში შემყვანი ენერგიეს ფარდით დაფარული მარადიული უნაკლო ძალა ხარ. შენ უხილავი რჩები სულელებისთვის, ისევე როგორც უცნობი რჩება გადაცმული მსახიობი.

20. შენ თავად ეშვები, რათა ერთგული სამსახურის ტრანსცენდენტული მეცნიერება გაავრცელო წინწასული ტრანსცენდენტალისტებისა და სპეკულაციური მოაზროვნეების გულებში, რომლებიც განწმენდილნი არიან, რამეთუ მატერიის სულისაგან გამორჩევა ძალუძთ. მაშ, როგორ შეგვწევს ჩვენ, ქალებს, შენი სრულყოფილად შეცნობის უნარი?

21. ამიტომ, დაე მოწიწებით ვცე თაყვანი უფალს, რომელიც ვასუდევას შვილი, დევაკის სიხარული, ნანდასა და ვრნდავანის სხვა მენახირეთა ბიჭი და ძროხებისა და გრძნობების მაცოცხლებელი გახდა.

22. მოწიწებით გცემ თაყვანს, ო უფალო, ვის მუცელზეც ლოტოსის ყვავილის მსგავსი ჩაღრმავებაა, ვინც ყოველთვის მორთული ხარ ყვავილწნულებითა და ლოტოსის ყვავილებით, ვისი გამოხედვაც ლოტოსივით გამაგრილებელია დ ავის ტერფებზეც ლოტოსებია ამოტვიფრული.

23. ო ჰრშიკეშა, გრძნობათა მბრძანებელო და უფალთა უფალო, შენ გაანთავისუფლე დედაშენი, დევაკი, რომელიც დიდი ხნით დაატყვევა და ტანჯა ბოროტმა მეფე კამსამ. შენ გვიხსენი მე და ჩემი შვილები ხიფათისგან.

24. ჩემო ძვირფასო კრშნა, ო მეუფეო, შენ გვიხსენი მოწამლული კვერისგან, დიდი ხანძრისგან, კაციჭამიებისგან, ბიწიერთა თავყრილობისგან, ტყეში განდევნის დროს ტანჯვებისა დამ ბრძოლისგან, რომელშიც დიდი მხედართმთავრები მონაწილეობდნენ. ახლა კი აშვათჰამას იარაღისგან გადაგვარჩინე.

25. დაე კვლავ და კვლავ განმეორდეს ეს უბედურებები, რათა კვლავ და კვლავ გიხილოთ, რადგან შენი ხილვა ნიშნავს იმას, რომ აღარ ვნახავთ განმეორებად დაბადებასა და სიკვდილს.

26. ჩემო უფალო, ადვილია შენს მეუფებასთან მიახლოება, მაგრამ ეს ძალუძთ მხოლოდ მათ, ვისაც არაფერი მატერიალური არ გააჩნიათ. ის, ვინც [მატერიალური] პროგრესის გზას ადგას და მდგომარეობის გაუმჯობესებას წარჩინებული წარმოშობით, დიდძალი სიმდიდრით, მაღალი განათლებითა და სხეულის სილამაზით ცდილობს, ვერ მოგმართავს გულწრფელი გრძნობით.

27. თაყვანს გცემ შენ, მატერიალურად გაღატაკებულთა საკუთრებას. შენ არაფერი გაკავშირებს ბუნების მატერიალური მოდუსების ქმედებებსა და უკუქმედებებთან. შენ კმაყოფილი ხარ საკუთარ თავში, ამიტომაც ყველაზე მშვიდი და მონისტთა მეუფე ბრძანდები.

28. ჩემო უფალო, მე ვთვლი, რომ შენი უზენაესობა არის მარადიული დრო, უზენაესი განმგებელი, ყოვლისგამჭოლი, საწყისისა და სასრულის გარეშე. შენ ყველას თანაბრად ჰფენ წყალობას. ცოცხალ არსებათა შორის განხეთქილებები საზოგადოებრივი ურთიერთობის შედეგად იქმნება.

29. ო უფალო, ვერავინ მიხვდება შენს ტრანსცენდენტალ გართობებს, რომლებიც ადამიანურს ჰგავს და ამიტომ შეცდომაში შეჰყავს სხვები. შენ არც წყალობის განსაკუთრებული ობიექტი გაგაჩნია და არც შურისა. ხალხს მხოლოდ ჰგონია, რომ ვინმეზე მიკერძოებული ხარ.

30. ეს მართლაც დამაბნეველია, ო სამყაროს სულო, რომ შენ მოქმედებ, თუმცა უმოქმედო ხარ და იბადები, თუმცა საციცოცხლო ძალა და არშობილი ხარ. შენ თავად ეშვები ცხოველებს, ადამიანებს, ბრძენებსა და წყლის ბინადართა შორის. ეს მართლაც დამაბნეველია.

31. ჩემო ძვირფასო კრშნა, იაშოდამ თოკით დაგაბა, როცა დანაშაული ჩაიდინე და შენი შეშფოთებული თვალები ცრემლებით აივსო, რამაც წამწამებიდან საღებავი ჩამოგირეცხა. და შენ შეშინდი, თუმცა თავად გაპიროვნებულ შიშსაც კი ეშინია შენი. ეს სანახაობა საგონებელში მაგდებს.

32. ზოგი ამბობს, რომ არშობილი ღვთისმოსავი მეფეების სადიდებლად იშვა, სხვების აზრით კი იგი იშვა იმისათვის, რომ მეფე იადუსთვის, შენი ერთ-ერთი უძვირფასესი ერთგულისთვის სიამოვნება მოენიჭებინა. შენ ისევე ევლინები მის ოჯახში, როგორც სანდალის ხე იზრდება მალაიას მთებზე.

33. სხვები ამბობენ, რომ რადგან ვასუდევა და დევაკი გევედრებოდნენ, შენ მათ შვილად დაიბადე. ეჭვი არ არის, რომ შენ არშობილი ხარ, მაგრამ მაინც იბადები მათ სასიკეთოდ და ნახევარღმერთთა მოშურნეების მოსაკლავად.

34. სხვები ამბობენ, რომ ზღვაში ნავივით გადატვირთული მსოფლიო მეტად დამწუხრებულია და ბრაჰმა, შენი შვილი გევედრებოდა და შენც მოევლინე უბედურების შასამცირებლად.

35. სხვებმა კი თქვეს, რომ შენ მოევლინე ერთგული სამსახურის ასაღორძინებლად, რომელიც მოიცავს მოსმენას, მოგონებას, თაყვანისცემასა და სხვ., რათა მატერიალური გაჭირვებებით ტანჯულ განპირობებულ სულებს ესარგებლათ ამით და განთავისუფლებულიყვნენ.

36. ო კრშნა, ისინი, ვინც გამუდმებით ისმენენ, გალობენ და იმეორებენ შენი ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ, ან ტკბებიან სხვათა მიერ ამის შესრულებისას, უდავოდ ხედავენ შენს ლოტოსის ტერფებს – მხოლოდ მათ შეუძლიათ განმეორებადი დაბადება-სიკვდილის შეწყვეტა.

37. ო ჩემო უფალო, შენ თავად მოიხადე ყოველი მოვალეობა. ნუთუ დაგვტოვებ დღეს, როდესაც ყველა მეფე გვემტერება, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად შენს წყალობაზე ვართ დამოკიდებულნი და მფარველი არავინ გვყავს?

38. როგორც სხეულის სახელი და დიდება კვდება ცოცხალი სულის წასვლისას, ასევე, თუკი მზერას მოგვაკლებ, ჩვენს დიდებასა და საქმიანობებსაც, იმავე პანდავებთან და იადუებთან ერთად, უმალვე მოეღება ბოლო.

39. ო გადადჰარა [კრშნა], ახლა ჩვენი სამეფო შენი ტერფების ანაბეჭდებით არის მორთული, ამიტომაც მშვენიერია. მაგრამ როდესაც შენ წახვალ, იგი დაკარგავს სილამაზეს.

40. ქალაქები და სოფლები ყოველმხრივ აყვავებულია, რადგან უხვად იზრდება ბალახი და მარცვლეული, ხეები ხილით არის დახუნძლული, მდინარეები მოჩქეფს, მთები მინერალებითაა სავეს, ოკეანე კი – სიმდიდრით. და ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ შენი მზერა ეცემა.

41. ო სამყაროს უფალო, სამყაროს სულო, ო სამყაროს ფორმის პიროვნებავ, ამიტომ გთხოვ, გადამიჭერი ოჯახის წევრების – პანდავებისა და ვრშნის დინასტიისადმი მიჯაჭვულობის კვანძი.

42. ო მადჰუს უფალო, როგორც განგა მუდამ, დაუბრკოლებლად მიედინება ზღვისკენ, დაემ ჩემი ყურადღებაც გამუდმებით შენსკენ იყოს მომართული, სხვაზე გადატანის გარეშე.

43. ო კრშნა, ო არჯუნას მეგობარო, ო მთავარო ვრშნის შთამომავალთა შორის, შენ ანადგურებ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც არეულობას იწვევენ დედამიწაზე. შენი ძალა არასოდეს იკლებს. შენმ ტრანსცენდენტული სავანე გაქვს და ძროხების, ბრაჰმანებისა და ერთგულების ტანჯვათა შესამსუბუქებლად ეშვები. შენ ფლობ მთელ მისტიკურ ძალებს და მთელი სამყაროს მოძღვარი ხარ. შენ ხარ ყოვლისშემძლე ღმერთი და მე მოწიწებით გცემ თაყვანს.

44. სუტა გოსვამიმ თქვა: კუნტიდევის რჩეული ლოცვების მოსმენის შემდეგ უფალს ალერსიანად გაეღიმა. ეს ღიმილი ისევე მომხიბვლელი იყო, როგორც მისი მისტიკური ძალა.

45. ამრიგად, მოისმინა რა შრიმატი კუნტიდევის ლოცვანი, უფალმა ჰასტინაპურის სასახლეში შესვლისას ამცნო დანარჩენ ქალებს თავისი გამგზავრების შესახებ. მაგრამ გამგზავრების წინ იგი მეფე იუდჰიშთჰირამ შეაჩერა და სიყვარულით შეეხვეწა.

46. ვერაფერმა დაარწმუნა მეტად დამწუხრებული მეფე იუდჰიშთჰირა: ვერც დიადი ბრძენების დარიგებებმა, რომელთაც სათავეში ვიასა ედგათ, ვერც თავად უფალმა კრშნამ, ზეადამიანური საქმეების ჩამდენმა და ვერც მრავალმა ისტორიულმა მოწმობამ.

47. თავისი მეგობრების სიკვდილით დამწუხრებული მეფე იუდჰიშთჰირა, დჰარმას შვილი, უბრალო მატერიალისტივით დარდობდა. ო ბრძენებო, მიჯაჭვულობით გაოგნებულმა, მან ასეთი რამ წარმოთქვა.

48. მეფე იუდჰიშთჰირამ თქვა: ო ჩემო ხვედრო! მე ყველაზე ცოდვილი ვარ! შეხედეთ ჩემს გულს, რომელიც უმეცრებით არის სავეს! ამ სხეულმა, რომელიც საბოლოო ჯამში სხვებისთვის არის განკუთვნილი, მრავალი ფალანგა ამოხოცა.

49. მე მოვკალი მრავალი ყმაწვილი, ბრაჰმანი, კეთილმოსურნე, მეგობარი, მშობელი, მასწავლებელი და ძმა. მილიონობით წელიც რომ ვიცოცხლო, ვერ დავაღწევ თავს ჯოჯოხეთს, რომელიც ამ ცოდვების გამო მელის.

50. არ ცოდავს ის მეფე, რომელიც მოქალაქეებს იცავს და მართალი საქმისთვის კლავს. მაგრამ ეს დანაწესი მე არ მეხება.

51. მე მოვკალი უამრავი ქალის მეგობარი და ამით ისეთ მტრობას მივეცი დასაბამი, რომ მატერიალური ქველმოქმედებით მისი გამოსწორება შეუძლებელია.

52. როგორც ტალახი ვერ გაწმენდს ტალახიან წყალს ან ღვინოს – ღვინით მოსვრილ ქოთანს, ასევე შეუძლებელია ცხოველების შეწირვით კაცის მოკვლის შედეგების გაბათილება.





თავი მეცხრე
ბჰიშმადევას გარდაცვალება
უფალი კრშნას თანდასწრებით


1. სუტა გოსვამიმ თქვა: კურუკშეტრას ბრძოლის ველზე ამდენი ქვეშევრდომის მოკვლით შეშინებული მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა ხოცვა-ჟლეტის ადგილისაკენ გაემართა. იქ ბჰიშმადევა ისრების საწოლზე იწვა, ემზადებოდა რა გარდაცვალებისათვის.

2. ამ დროს მას ძმები გამოჰყვნენ ოქროთი მორთულ მშვენიერ ეტლებზე, რომლებშიც საუკეთესო ცხენები იყო შებმული. მათთან ერთად იყვნენ ვიასა, რში დჰაუმია [პანდავების სწავლული მღვდელთმსახური] და სხვები.

3. ო ბრძენო ბრაჰმანთა შორის, მათ გაჰყვა უფალი შრი კრშნაც, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, რომელიც არჯუნასთან ერთად იჯდა ეტლზე, ამრიგად, მეფე იუდჰიშთჰირა მეტად არისტოკრატულად გამოიყურებოდა, თანამგზავრებთან [გუჰიაკებთან] ერთად მომავალ კუვერასავით.

4. იხილა რა მიწაზე მწოლი ბჰიშმა, რომელიც ციდან ჩამოვარდნილ ნახევარღმერთს ჰგავდა, პანდავთა მეფე იუდჰიშთჰირამ უმცროს ძმებთან და უფალ კრშნასთან ერთად დაუჩოქა მას.

5. მეფე ბჰარატას შთამომავალთა შორის მთავარის [ბჰიშმას] სანახავად იქ შეიკრიბნენ სამყაროს მთელი დიადი სულები, კერძოდ, რშები ნახევარღმერთთა, ბრაჰმანთა და მეფეთა შორის, ყველა სათნოების თვისებაში მყოფი.

6-7. იქ იმყოფებოდა ყველა ბრძენი: პარვატა მუნი, ნარადა მუნი, დჰაუმია, ვიასა – ღმრთეების ინკარნაცია, ბრჰადაშვა, ბჰარადვაჯა და პარაშურამა მოსწავლეებთან ერთად, ვასიშთჰა, ინდრაპრამადა, ტრიტა, გრტსამადა, ასიტა, კაკშივან, გაუტამა, ატრი, კაუშიკა და სუდარშანა.

8. იქ მოვიდა მრავალი სხვაც: შუკადევა გოსვამი და სხვა წმინდა სულები, ანგირასა და სხვები, თან ყველას თავისი მოსწავლეები ახლდა.

9. ბჰიშმადევა, რომელიც საუკეთესო იყო რვა ვასუს შორის, მიიღო და მიესალმა შეკრებილ ყოველ დიად და ძლევამოსილ რშის, რადგან სრულყოფილად იცოდა, როგორ გამოეყენებინა რელიგიური პრინციპები ადგილისა და დროის შესაბამისად.

10. უფალი შრი კრშნა ყველას გულში იმყოფება, მაგრამ მაინც თავისი ტრანსცენდენტული ფორმით გვევლინება საკუთარი შინაგანი პოტენციეს საშუალებით. სწორე დეს უფალი იჯდა ბჰიშმადევას წინაშე და რადგან ბჰიშმადევამ იცოდა მისი დიდება, სათანადოდ ეთაყვანა მას.

11. მაჰარაჯა პანდუს შვილები იქვე ისხდნენ, მომაკვდავი ბაბუისადმი სიყვარულით აღსავსენი. ამის მხილველმა ბჰიშმადევამ გულითადად მიულოცა მათ. თვალები ექსტაზის ცრემლებით ჰქონდა სავეს, რადგან სიყვარულსა და სინაზეს შეეპყრო იგი.

12. ბჰიშმადევამ თქვა: ოჰ, რა საშინელი ტანჯვები, საშინელი უსამართლობა გხვდათ წილად, კეთილო სულებო, რამეთუ გაპიროვნებული რელიგიის შვილები ხართ. ამ ტანჯვებს ცოცხლები ვერ გადაურჩებოდით, მაგრამ ბრაჰმანები, ღმერთი და რელიგია გიცავდათ.

13. რაც შეეხება ჩემს რძალ კუნტის, დიდი მხედართმთავარი პანდუს სიკვდილის შემდეგ იგი წვრილშვილიან ქვრივად დარჩა, ამიტომ მრავალი ტანჯვა გადაიტანა. და როდესაც წამოიზარდეთ, მაშინაც დიდად იტანჯებოდა თქვენი მოქმედებების გამო.

14. ჩემი აზრით, ყოველივე ამის მიზეზი გარდაუვალი დროა, რომელიც ყველას განაგებს ყოველ პლანეტაზე, როგორც ქარი დაატარებს ღრუბლებს.

15. ო რა საოცარია გარდაუვალი დროის გავლენა. იგი დაუნდობელია – მაშ, რით უნდა აიხსნას, რომ ამდენი უბედურება შეგემთხვათ რელიგიის განმგებელი ნახევარღმერთის შვილის, მეფე იუდჰიშთჰირას, კვერთხით დიადი მებრძოლის ბჰიმას, ძლევამოსილ იარაღ განდივას მატარებელი დიდი მოისრის არჯუნასა და, რაც მთავარია, პანდავების კეთილისმსურველის, უფლის თანდასწრებით?

16. ო მეფეო, ვერავინ გაიგებს უფლის [შრი კრშნას] გეგმას. დიდი ფილოსოფოსებიც კი დაბნეულნი არიან თავიანთი საფუძვლიანი გამოკვლევების მიუხედავად.

17. ო საუკეთესოვ ბჰარატას შთამომავალთა შორის [იუდჰიშთჰირა], ამიტომ მე ვამბობ, რომ ყოველივე ეს უფლის გეგმაში შედის. აღიარე უფლის წარმოუდგენელი ჩანაფიქრი და შეასრულე იგი. ახლა შენ ხელისუფლების სათავეში დგახარ და უმწეოდ დარჩენილ ქვეშევრდომებზე უნდა იზრუნო, ჩემო უფალო.

18. ეს შრი კრშნა სხვა არავინაა, თუ არა ღმრთეების წარმოუდგენელი, თავდაპირველი პიროვნება. იგია პირველადი ნარაიანა, უზენაესი განმცხრომელი. მაგრამ მეფე ვრშნის შთამომავლებს შორის ცხოვრობს, როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი და საგონებელში გვაგდებს მის მიერ შექმნილი ენერგიით.

19. ო მეფეო, უფალი შივა, ნახევარღმერთებს შორის დიდი ბრძენი ნარადა და კაპილა, ღმრთეების ინკარნაცია, უშუალო კავშირის საფუძველზე უაღრესად საკრალურად ფლობენ ცოდნას უფლის დიდების შესახებ.

20. ო მეფეო, პიროვნება, რომელსაც მხოლოდ უმეცრების გამო თვლი დედის მხრიდან ბიძაშვილად, ძვირფას მეგობრად, კეთილმოსურნედ, მრჩეველად, შიკრიკად, კეთილისმყოფელად და ა.შ. იგივე ღმრთეების პიროვნება, შრი კრშნაა.

21. რადგან იგი ღმრთეების აბსოლუტური პიროვნებაა, ყველას გულში იმყოფება. იგი ერთნაირად კეთილია ყველასადმი და თავისუფალია ცრუ ეგოსთან გაიგივებისაგან. ამიტომ ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, მოკლებულია მატერიალისტურ უწმინდურობას. იგი გაწონასწორებულია.

22. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თანაბარია ყველას მიმართ, იგი მოწყალედ წარდგა ჩემს წინაშე, როცა სიცოცხლეს ვასრულებ, რადგან მე მისი მტკიცე ერთგული ვარ.

23. ღმრთეების პიროვნება, რომელიც გულისხმიერი ერთგულების, მედიტაციისა და წმინდა სახელის გალობის შედეგად ჩნდება ერთგულის ჭკუაში, ერთგულის მიერ მატერიალური სხეულის დატოვებისას კარმიული საქმიანობების ტყვეობიდან ათავისუფლებს მას.

24. დაე ჩემი უფალი, რომელსაც ოთხი ხელი აქვს და რომლის მშვენივრად მორთული ლოტოსის სახე ამომავალ მზესავით წითელი თვალებით იღიმის, დამელოდოს, სანამ მატერიალურ სხეულს დავტოვებდე.

25. სუტა გოსვამიმ თქვა: ბჰიშმადევას ასეთი მუდარის მოსმენის შემდეგ მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ მთელი დიადი რშების თანდასწრებით გამოჰკითხა მას სხვადასხვა რელიგიური მოვალეობების არსებითი პრინციპების შესახებ.

26. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას კითხვაზე პასუხად, ბჰიშმადევამ თავიდან თითოეული ინდივიდის თვისებების შესაბამისად კასტები და სიცოცხლის საფეხურები განსაზღვრა. შემდეგ თანმიმდევრულად, ორი თვალსაზრისით განმარტა უკუქმედება განჯაჭვულობისა და ურთიერთქმედება მიჯაჭვულობის საშუალებით.

27. შემდეგ მან თანმიმდევრულად ახსნა ქველმოქმედება, მეფის პრაქტიკული საქმიანობა და ხსნის მომტანი მოქმედებები. შემდეგ, როგორც მოკლედ, ასევე ვრცლადაც, ქალებისა და ერთგულების მოვალეობანი განმარტა.

28. შემდეგ მან ისტორიული მაგალითებით დაახასიათა სიცოცხლის სხვადასხვა ფენისა და სტატუსისათვის დაწესებული მოვალეობები, რადგან ჭეშმარიტება იცოდა.

29. როდესაც ბჰიშმადევა დაწესებულ მოვალეობებს განმარტავდა, მზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შევიდა. ამ ხანაში ტოვებდნენ სხეულს მისტიკოსები, რომლებიც საკუთარი ნებით კვდებიან.

30. ამის შემდეგ იმ კაცმა, რომელიც ათასი მნიშვნელობით საუბრობდა სხვადასხვა საკითხზე, ვინც ათასობით ბრძოლის ველზე იბრძოდა და ათასობით ადამიანს იცავდა, შეწყვიტა საუბარი და ყოველგვარი ტყვეობისგან სრულიად თავისუფალმა, ჩამოაშორა ჭკუა ყველაფერ სხვას და მიაპყრო ღმრთეების თავდაპირველ პიროვნებას, შრი კრშნას, რომელიც მის წინაშე იდგა – ოთხხელიანი, ყვითელ თვალისმომჭრელად მბრწყინავ სამოსში გამოწყობილი.

31. უყურებდა რა უფალ შრი კრშნას, წმინდა მედიტაციით იგი უმალვე განთავისუფლდა ყოველგვარი მატერიალური არასასიკეთოსგან და ნაისრალებით მიყენებული ტკივილებიც მოეშვა. ამდენად, მისი გრძნობების გარეგანი მოქმედებები სრულიად შეწყდა და მატერიალური სხეულის დატოვებისას მან ტრანსცენდენტული ლოცვები აღუვლინა ყოველი ცოცხალი არსების განმგებელს.

32. ბჰიშმადევამ თქვა: დაე ახლა ჩემი ფიქრი, გრძნობა და სურვილები, რომელიც ამდენ ხანს სხვადასხვა საკითხებითა და დაწესებული მოვალეობებით იყო მოცული, მივმართო ყოვლისშემძლე უფალ შრი კრშნასაკენ. იგი ყოველთვის კმაყოფილია თავის თავში, მაგრამ, როგორც ერთგულთა წინამძღოლი, ზოგჯერ ტრანსცენდენტული სიამოვნებით ტკბება, ეშვება რა მატერიალურ სამყაროში, თუმცა მხოლოდ იგია მატერიალური სამყაროს შემქმნელი.

33. შრი კრშნა არჯუნას ახლო მეგობარია. იგი მოევლინა დედამიწას თავის ტრანსცენდენტალ სხეულში, რომელსაც ტამალას ხის მოლურჯო ფერი აქვს. მისი სხეული სამივე პლანეტარულ სისტემაში [მაღალ, შუამდებარესა და დაბალში] ყველას იზიდავს. დაე მისმა კაშკაშა ყვითელმა სამოსელმა და სანდალის ხის ნელსაცხებლით მოხატულმა ლოტოსის სახემ დაიპყროს ჩემი ყურადღება და დაე არ მოვისურვო კარმიული შედეგები.

34. ბრძოლის ველზე [სადაც შრი კრშნა მეგობრობის გამო არჯუნას ემსახურებოდა] ცხენების ჩლიქებით დაყენებული მტვრით უფალ კრშნას გაშლილი თმა გაუნაცრისფერდა. დაძაბულობის გამო მისი სახე ოფლით იყო დანამული. იგი ტკბებოდა ამ მორთულობებით, რასაც ჩემი ბასრი ისრებით მიყენებული ჭრილობები დაემატა. დაე ჩემი ჭკუა შრი კრშნასკენ იყოს მიმართული.

35. დაემორჩილა რა თავისი მეგობრის განკარგულებას, უფალი შრი კრშნა კურუკშეტრას ბრძოლის ველზე არჯუნასა და დურიოდჰანას მეომართა შორის შევიდა და იქ ყოფნისას თავისი მწყალობელი მზერით სიცოცხლე მოუსწრაფა მოწინააღმდეგეებს. ეს უბრალოდ მტრის შეხედვით გააკეთა. დაე ჩემი ჭკუა ამ კრშნაზე იყოს მიპყრობილი.

36. როდესაც არჯუნა ბრძოლის ველზე მის წინაშე შეკრებილ მეომრებსა და სარდლებს ათვალიერებდა, მისი გონება თითქოს წაიბილწა და უფალმა უმეცრება გაუფანტა მას, მისცა რა ტრანსცენდენტული ცოდნა. დაე ჩემი ყურადღება ყოველთვის უფლის ლოტოსის ტერფებისკენ იყოს მიმართული.

37. ასრულებდა რა ჩემს სურვილს და არღვევდა თავის დანაპირებს, იგი ჩამოვიდა ეტლიდან, აიღო ბორბალი და სწრაფად გამოიქცა ჩემსკენ, როგორც ლომი მიდის სპილოს მოსაკლავად. გზაზე ზედა სამოსიც კი დაკარგა.

38. დაე იგი, უფალი შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, განთავისუფლების მომნიჭებელი, ჩემი საბოლოო მიზანი იყოს. ბრძოლის ველზე იგი თავს დამესხა, თითქოს განერისხებინა ჩემი ბასრი ისრებით მიყენებულ ჭრილობებს. მისი ფარი დამტვრეული იყო და ჭრილობების გამო სხეული სისხლით ჰქონდა მოსვრილი.

39. დაე სიკვდილის ჟამს ჩემი ყურადღება შრი კრშნაზე, ღმრთეების პიროვნებაზე იქნას მიპყრობილი. მე ჭკუას ვაპყრობ არჯუნას მეეტლეს, რომელიც იდგა, მათრახით მარჯვენა ხელში და აღვირით მარცხენაში და ყოველმხრივ გულდასმით იცავდა არჯუნას ეტლს. მათ, ვინც კურუკშეტრას ბრძოლის ველზე იხილეს იგი, სიკვდილის შემდეგ თავიანთი თავდაპირველი სახე აღიდგინეს.

40. დაე ჩემი ჭკუა მიპყრობილი იყოს უფალ შრი კრშნაზე, ვისმა მოძრაობებმა და სიყვარულით აღსავსე ღიმილმა ვრაჯადჰარმას გოგონები [გოპები] მიიზიდა. გოგონები უფლის დამახასიათებელ მოძრაობებს ბაძავდნენ [რასა ცეკვიდან მისი გაუჩინარების შემდეგ].

41. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას მიერ შესრულებულ რაჯასუია-იაჯნას [მსხვერპლშეწირვის] დროს შეიკრიბნენ მსოფლიოს რჩეულნი, მეფეები და სწავლულები, და ამ უდიდეს შეკრებაში ყველა თაყვანს სცემდა უფალ შრი კრშნას როგორც ღმრთეების ყველაზე ამაღლებულ პიროვნებას. ამას მეც ვესწრებოდი და ეს ამბავი გავიხსენე, რათა ჭკუა უფლისკენ მივმართო.

42. ახლა შემიძლია სრული ყურადღებით ვიფიქრო ამ ერთ უფალზე, შრი კრშნაზე. იგი ახლა ჩემს წინაშე იმყოფება, რადგან ამჟამად ავმაღლდი ორმაგობის არასწორ შეხედულებაზე, რომელიც ეხება ყოველი ცოცხალი არსების გულში მის ყოფნას, თვით სპეკულაციურ მოაზროვნეთა გულშიც კი. იგი ყველას გულში იმყოფება. მზე შეიძლება სხვადასხვა სახით იქნას აღქმული, მაგრამ მზე ერთია.

43. სუტა გოსვამიმ თქვა: ამრიგად, თავისი ჭკუით, სიტყვებით, მხედველობითა და მოქმედებებით ბჰიშმადევა ზესულში, უფალ შრი კრშნაში ჩაიძირა: იგი დადუმდა და მისი სუნთქვა შეწყდა.

44. მიხვდნენ რა, რომ ბჰიშმადევა უზენაესი აბსოლუტის მარადისობას შეუერთდა, ყოველი დამსწრე გაჩუმდა, როგორც ჩიტები ჩუმდებიან დღის ბოლოს.

45. ამის შემდეგ პატივისცემის ნიშნად ადამიანებმა და ნახევარღმერთებმა დოლებს შემოკრეს და სამეფო ფენის კეთილშობილმა წარმომადგენლებმა პატივისა და თაყვანისცემის გამოხატვა დაიწყეს. ციდან კი წვიმასავით დაეშვა ყვავილთა ნაკადი.

46. ო ბჰრგუს შთამომავალო [შაუნაკა], ბჰიშმადევას მკვდარი სხეულის დაკრძალვის რიტუალების ჩატარების შემდეგ მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა წამით მწუხარებამ შეიპყრო.

47. შემდეგ ყოველმა დიადმა ბრძენმა საკრალური ვედური ჰიმნებით ხოტბა შეასხა იქ მყოფ უფალ შრი კრშნას. ამის მერე ყოველი მათგანი თავის სამყოფელს დაუბრუნდა, ყოველთვის გულებში დაატარაბდნენ რა უფალ კრშნას.

48. ამის შემდეგ მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა, უფალი შრი კრშნას თანხლებით, უმალვე გაეშურა თავის სატახტო ქალაქ ჰასტინაპურიში და დააწყნარა თავისი ბიძა და ბიცოლა განდჰარი, რომელიც ასკეტი იყო.

49. ამის შემდეგ უაღრესად რელიგიურმა მეფემ, მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ ბიძის მიერ მოწონებული და უფალი შრი კრშნას მიერ დამოწმებული კანონებისა და სამეფო წესების მიხედვით დაიწყო სამეფოს მართვა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 22 2010, 09:25 PM
Post #89


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ციტატა(atman @ 15th April 2010 - 06:13 PM) *
რამაიანა.

ეს ჩემი საყვარელი ზღაპარი იყო ბავშვობაშვი

smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 22 2010, 09:28 PM
Post #90


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 22nd April 2010 - 09:25 PM) *
ეს ჩემი საყვარელი ზღაპარი იყო ბავშვობაშვი


აქ დევს რამაიანა ქართულად, ოღონდ ჯერ ცოტაა დადებული. ნელ-ნელა დაამატებენ ალბათ:

http://yoga.ge/pages/ramayana/ramayana.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 25 2010, 09:23 PM
Post #91


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
მე წიგნი მაქვს, ალბათ გამარტივებულია, იმიტომ რომ საბავშვო წიგნია, ზღაპარივითაა...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 26 2010, 03:13 PM
Post #92


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაგრძელებ კრშნას დაბადების ისტორიას შრილა პრაპჰუპადას წიგნიდან...


უფალი კრშნას დაბადება

“ბჰაგავად-გიტაში” უფალი ამბობს, რომ მისი გამოცხადება, დაბადება და საქმეები ტრანსცენდენტულია, და ვისაც ეს ესმის, უმალ იღებს სულიერ სამყაროში გადასვლის უფლებას. უფლის მოვლინება, ანუ დაბადება არა ჰგავს ჩვეულებრივი ადამიანის დაბადებას, რომელსაც წარსული საქმიანობების მიხედვით მატერიალური სხეულის მიღება უწევს. უფლის მოვლინება წინა თავში ავღწერეთ. უფალი მოდის მაშინ, როცა მოესურვება. როცა უფლის გამოცხადების დრო მომწიფდა, თანავარსკვლავედთა განლაგება მეტად სასიკეთო იყო. ჭარბობდა აგრეთვე ვარსკვლავ როჰინის ასტროლოგიური ზეგავლენა, ვინაიდან ეს ვარსკვლავი სიკეთის მომასწავებელია. როჰინი ბრაჰმას უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება...

იმ დროს ყველა მხარეს – აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით – მშვიდობისა და აყვავების ატმოსფერო სუფევდა. ცაზე მოჩანდა სასიკეთო ვარსკვლავები, დედამიწის ყველა ქალაქსა და სოფელში, საძოვარზე თუ ადამიანთა ფიქრებში ბედნიერების მომასწავებელი ნიშნები შეიმჩნეოდა. მოედინებოდა სავეს მდინარეები, ტბები ლოტოსის ყვავილებს ლამაზად მოერთო. ტყეები მშვენიერი ჩიტებითა და ფარშევანგებით იყო სავეს, ჩიტები ტკბილ ხმაზე გალობდნენ, ფარშევანგები კი მეუღლეებთან ერთად ცეკვავდნენ...

ამღერდნენ განდჰარვასა და კინნარას პლანეტების მცხოვრებლები. სიდდჰალოკასა და ჩარანას პლანეტების მცხოვრებლებმა ღმრთეების უზენაესი პიროვნებისადმი ლოცვები აღავლინეს. ზეციურ პლანეტებზე აპსარების თანხლებით ანგელოზები ცოლებთან ერთად აცეკვდნენ.

ამგვარ გარემოში ყოველი ცოცხალი არსების გულში მყოფი უფალი ვიშნუ, ღმრთეების უზენაესი პიროვნების სახით, ღამის სიბნელეში მოევლინა დევაკის, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი ქალღმერთთაგანი იყო. ამ დროს უფალი ვიშნუს გამოჩენა შეიძლება აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ამომავალ სავეს მთვარეს შევადაროთ. შესაძლოა წარმოიშვას წინააღმდეგობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან უფალი კრშნა მილეული მთვარის მერე დღეს მოევლინა, სავსე მთვარის ამოსვლა შეუძლებელი იყო. ამის პასუხად უნდა ითქვას, რომ უფალი კრშნა იმ დინასტიაში მობრძანდა, რომელიც მთვარის იერარქიას ეკუთვნის. ამიტომ, თუმცა იმ ღამეს მთვარე სავსე არ იყო, რამეთუ უფალი იმ დინასტიაში გამოცხადდა, სადაც თავდაპირველი პიროვნება თავად ეს მნათობია, მთვარე მეტად მხიარული ბრძანდებოდა. ასე რომ კრშნას მადლით, იმ ღამეს სავსე მთვარე ამოვიდა.

ასტრონომიულ ნაშრომში, რომელსაც “ქჰამანიაკა” ეწოდება, მშვენივრად არის აღწერილი თანავარსკვლავედები უფალი კრშნას მოვლინების დროს. დადასტურებულია, რომ ამ სასიკეთო დროს დაბადებული ბავშვი უზენაესი ბრაჰმანი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება გახლდათ.

ვასუდევამ დაინახა, რომ ეს დიდებული ახალშობილი, რომელსაც ოთხ ხელში ნიჟარა, კვერთხი, დისკო და ლოტოსის ყვავილი ეჭირა, შრივატსას ნიშნით იყო მორთული. მას კაუსტუბჰას ქვის ძვირფასი ყელსაბამი ეკეთა და ყვითელი აბრეშუმი მოსავდა. იგი მოშავო ღრუბელივით თვალისმომჭრელად ანათებდა. ვაიდურიას ქვით შემკული ჩაფხუტი ეხურა, მთელ სხეულს ძვირფასი სამაჯურები, საყურეები და სხვადასხვა სამკაულები უმშვენებდა, თავზე ხშირი თმა ჰქონდა. ბავშვის არაჩვეულებრივმა გარეგნობამ დიდად გააოცა ვასუდევა. ვის გაუგია ასე მორთული ახალშობილი? მაშინ მიხვდა, რომ უფალი კრშნა მოევლინა და ამ ამბავმა განაცვიფრა იგი. ვასუდევას თავმდაბლად აოცებდა ის ფაქტი, რომ თუმცა იგი მატერიალური ბუნებით განპირობებული ცოცხალი არსება იყო და გარეგნულად თითქოს კამსას ტყვეობაში იმყოფებოდა, ყოვლისგამჭოლი ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ვიშნუ, ანუ კრშნა, სწორედ თავისი თავდაპირველი სახით, ბავშვად მოევლინა მის სახლში. არც ერთი მიწიერი ბავშვი არ იბადება ოთხი ხელით, ძვირფასეულობითა და ლამაზი ტანსაცმლით მორთული, ღმრთეების უზენაესი პიროვნების ყველა ნიშნით. ვასუდევა თვალს ვერ აშორებდა თავის ბავშვს და ფიქრობდა, როგორ ეზეიმა ეს ბედნიერი წუთი. “საერთოდ, როცა ბიჭი იბადება,” ფიქრობდა იგი, “ხალხი ამ ამბავს მხიარული დღესასწაულით აღნიშნავს და ჩემს სახლში, მიუხედავად იმისა, რომ დატუსაღებული ვარ, ღმრთეების უზენაესი პიროვნება დაიბადა. მაშ რამდენად მეტი სამზადისი მმართებდა ამ სასიკეთო ცერემონიის ჩასატარებლად?!.”

როდესაც ვასუდევა დსარწუნდა, რომ ახალშობილი თავად ღმრთეების უზენაესი პიროვნება იყო, ხელდაკრეფილი მოწიწებით დაიხარა მის წინაშე და ლოცვები აღავლინა. ამ დროს ვასუდევა ტრანსცენდენტალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სრულიად განთავისუფლდა კამსას შიშისგან. გარდა ამისა, ახალშობილი ბრწყინვალებას აფრქვევდა იმ ოთახში, რომელშიც მოევლინა.

მაშინ ვასუდევამ ლოცვები წარმოთქვა: “ჩემო ძვირფასო უფალო, მე ვხვდები შენს ვინაობას. შენ ხარ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ყოველი ცოცხალი არსების ზესული და აბსოლუტური ჭეშმარიტება. შენ გამოგვეცხადე მარადიული ფორმით, რომელსაც ჩვენ უშუალოდ აღვიქვამთ. მესმის, რომ კამსასადმი ჩემი შიშის გამო მოევლინე, რათა ამ შიშისგან მიხსნა. შენ არ ეკუთვნი ამ მატერიალურ სამყაროს. შენ იგივე პიროვნება ხარ, მატერიალურ ბუნებაზე უბრალოდ თვალის შევლებით რომ ქმნის კოსმიურ გამოვლინებას.”

ვინმეს შეიძლება დაებადოს საწინააღმდეგო აზრი, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება, რომელიც უბრალო მზერით ქმნის მთელ კოსმიურ გამოვლინებას, დევაკის, ვასუდევას ცოლის საშვილოსნოში ვერ ჩაისახებოდა. ამ მოსაზრების უკუსაგდებად ვასუდევამ თქვა: “ჩემო ძვირფასო უფალო, არც ისე საკვირველია, რომ შენ დევაკის საშვილოსნოში გამოჩნდი, ვინაიდან სამყაროც ამ გზით შეიქმნა – შენ იწექი მიზეზის ოკეანეზე როგორც მაჰა-ვიშნუ, და შენი სუნთქვით უამრავი სამყარო წარმოიშვა. შემდეგ თვითოეულ მათგანში შეხვედი როგორც გარბჰოკადაშაია ვიშნუ. შემდეგ კვლავ გავრცელდი, როგორც კშიროდეკაშაია ვიშნუ, და ყოველი ცოცხალი არსების გულში და თვით ატომშიც შეაღწიე. ამიტომ დევაკის საშვილოსნოში შენი შესვლაც გასაგებია. შენ თითქოს შეხვედი, მაგრამ ამავე დროს ყოვლისგამჭოლი ბრძანდები. შენი შესვლა და არშესვლა მატერიალური მაგალითებით შეგვიძლია გავიგოთ. მთელი მატერიალური ენერგია, თვით თექვსმეტ ელემენტად დაყოფის შემდეგაც კი, ხელუხლებელი რჩება. მატერიალური სხეული სხვა არაფერია, თუ არა უხეში ელემენტების, სახელდობრ, მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერისა და ეთერის კომბინაცია. მატერიალური სხეულის გაჩენასთან ერთად გვეჩვენება, რომ ეს ელემენტები ახლად იქმნება, მაგრამ სინამდვილეში ელემენტები სხეულის გარეთ ყოველთვის არსებობს. მსგავსად ამისა, შენ თითქოს ბავშვის სახით ვლინდები დევაკის საშვილოსნოში და თან მის გარეთაც არსებობ. შენ ყოველთვის შენს სავანეში სუფევ, მაგრამ ერთდროულად მაინც მილლიონ პიროვნებად ვრცელდები.

“შენი მოვლინების გაგებისთვის დიდი გონიერებაა საჭირო, ვინაიდან მატერიალური ენერგიაც შენგან მომდინარეობს. შენ ხარ თავდაპირველი წყარო მატერიალური ენერგიისა, ისევე, როგორც მზეა მზის სხივების წყარო. მზის სხივები მზის სფეროს ვერ დაფარავს, ვერც შენგან გამომავალი ენერგია დაგფარავს შენ. შეიძლება მატერიალური ენერგიეს სამ მოდუსში მყოფად მოგვეჩვენო, მაგრამ სინამდვილეში მატერიალური ენერგიეს სამ მოდუსს შენი დაფარვა არ შეუძლია. ეს დიდად გონიერ ფილოსოფოსებსაც ესმით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუმცა გვგონია, რომ მატერიალურ ენერგიაში იმყოფები, შენ მატერიალური ენერგია ვერ გფარავს.”

ვედური ლიტერატურიდან ვიცით, რომ თავის ციალით უზენაესი ბრაჰმანი ყველაფერს ანათებს. “ბრაჰმა-სამჰიტადან” ვიგებთ, რომ ბრაჰმაჯიოტი, ანუ ბრაჰმანის ციალი, უზენაესი უფლის სხეულიდან მოდის. ბრაჰმანის ციალიდან მთელი სამყარო იქმნება. “ბჰაგავად-გიტაში” ამასთანვე ნათქვამია, რომ უფალი ბრაჰმანის ციალის საფუძველიცაა. სინამდვილეში, იგია ყველაფრის ძირითადი მიზეზი. მაგრამ ნაკლებად გონიერნი ფიქრობენ, რომ მატერიალურ სამყაროში მოსვლისას ღმრთეების უზენაესი პიროვნება მატერიალურ თვისებებს იღებს. ამგვარი დასკვნები არცთუ ისე საღია და აქამდე ნაკლებ გონიერი ადამიანები მიდიან.

ღმრთეების უზენაესი პიროვნება უშუალოდ და არაუშუალოდ ყველგან არსებობს; იგი მატერიალური ქმნილების გარეთაც არის და შიგნითაც. მატერიალურ სამყაროში არა მხოლოდ გარბჰოდაკაშაი ვიშნუს სახით იმყოფება. იგი ყოველ ატომშიც არსებობს. ამქვეყნად ყოფიერება მისი აქ ყოფნის შედეგი გახლავთ. მის არსებობას ვერაფერს ჩამოვაშორებთ. ვედურ დანაწესებში ნათქვამია, რომ საჭიროა ზესულის, ანუ ყველაფრის ძირითადი მიზეზის ძიება, ვინაიდან ზესულისაგან დამოუკიდებლად არაფერი არსებობს. ამიტომ მატერიალური გამოვლინებაც მისი ენერგიეს სახევცვლილებას წარმოადგენს. მისგან გამომდინარეობს უძრავი მატერიაცა და ცოცხალი ძალაც – სული. მხოლოდ სულელს ჰგონია, რომ მოვლინებისას უზენაესი უფალი მატერიალურ პირობებში ექცევა. ამიტომ კრშნა მოევლინა და უკუაგდო არასრულყოფილი დასკვნები ღმრთეების უზენაესი პიროვნების გამოჩენა-გაუჩინარების შესახებ.

“ჩემო უფალო, შენს მოვლინებას, არსებობასა და გაუჩინარებას მატერიალური თვისებები არ ეხება. ვინაიდან შენი მეუფება ყველაფრის განმგებელი და უზენაესი ბრაჰმანის საყუდელია, შენში შეუცნობელი და ურთიერთგამომრიცხავი არაფერია.როგორც თქვი, მატერიალური ბუნება შენი განმგებლობით მოქმედებს, ისევე როგორც მთYავრობის მოხელე მოქმედებსუზენაესი აღმსრულებლის ბრძანებით. დაქვემდებარებული მოქმედებები შენზე გავლენას ვერ ახდენს. უზენაესი ბრაჰმანი და ყოველი ფენომენი შენში არსებობს და მატერიალური ბუნების მოქმედებებს შენი მეუფება განაგებს.

“შენ შუკლამს გიწოდებენ. შუკლამ, ანუ სითეთრე, აბსოლუტური ჭეშმარიტების სიმბოლური სახეა, რადგან მატერიალური თვისებები მას არ ეხება. უფალ ბრაჰმას უწოდებენ რაკტას, ანუ წითელს, ვინაიდან შესაქმნელად ბრაჰმა ვნების თვისებებს ავლენს. სიბნელე უფრო შივას აქვს მიბარებული, ვინაიდან იგი ანადგურებს კოსმოსს. ამ კოსმიური გამოვლინების შექმნა, განადგურება და შენარჩუნება შენი ენერგიებით სრულდება, თუმცა ეს თვისებები შენზე მაინც არასოდეს ახდენს გავლენას. როგორც ვედებში მტკიცდება, ჰარირ ჰი ნირგუნაჰ საკშატ: ღმრთეების უზენაესი პიროვნება ყოველთვის თავისუფალია მატერიალური თვისებებისგან. ნათქვამია ისიც, რომ ვნებისა და უგუნურების თვისებები უზენაესი უფლის პიროვნებაში არ არსებობს.

“ჩემო უფალო, შენ ხარ უმაღლესი განმგებელი, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, უდიადესი. შენ აწესრიგებ ამ კოსმიურ გამოვლინებას. და თუმცა უმაღლესი განმგებელი ხარ, მოწყალება მოირé და ჩემს სახლში გამოჩნდი. შენი მოვლინების მიზანი არის სამყაროს დემონ მმართველთა მიმდევრების მოსპობა, რომელთაც უფლისწულების სამოსი გადაუცვამთ, სინამდვილეში კი დემონები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ყოველ მათგანს, მათ მიმდევრებსა და მებრძოლებს გაანადგურებ.

“მე მესმის, რომ შენი მოვლინების მიზანს უსინდისო კამსასა და მისი მიმდევრების განადგურება წარმოადგენს, მაგრამ იცოდა რა, რომ შენ მისი და მისი მიმდევრების მოსაკლავად უნდა მოვლენილიყავი, უკვე მრავალი შენი წინამორბედი, შენი უფროსი ძმები გამოასალმა სიცოცხლეს. ახლა ის უბრალოდ შენი დაბადების ცნობას ელოდება. შეიტყობს თუ არა ამ ამბავს, ათასგვარი იარაღით აღჭურვილი უმალვე შენს მოსაკლავად გამოცხადდება.”

ვასუდევას ლოცვის შემდეგ დევაკიმ, კრშნას დედამ აღავლინა ლოცვები. ძმის სიმხეცეს იგი ძალზე შეეშინებინა. დევაკიმ თქვა: “ჩემო ძვირფასო უფალო, ვედურ ლიტერატურაში შენი მარადიული ფორმები – ნარაიანა, უფალი რამა, ჰაიაშირშა, ვარაჰა, ნრსიმჰა, ვამანა, ბალადევა და ვიშნუდან გამოვლენილი მილიონობით მსგავსი ინკარნაცია აღწერილია თავდაპირველ ფორმად. შენ თავდაპირველი ხარ, ვინაიდან შენი ყოველი ფორმა, რომლითაც ევლინები, მატერიალური ქმნილების მიღმა არსებობს. შენი ფორმა ამ კოსმიური გამოვლინების შექმნამდე არსებობდა. შენი ფორმები მარადიულია და ყოვლისგამჭოლი. ისინი თვითმნათი, უცვლელი და მატერიალური თვისებებით წაუბილწავია. ამგვარი მუდმივი ფორმები მარადიული ცოდნითა და ნეტარებვითაა სავსე; ისინი ტრანსცენდენტალ სათნოებაში არსებობენ და სხვადასხვა გართობებით არიან დაკავებული. შენ არა ხარ მხოლოდ ერთი კონკრეტული ფორმით შეზღუდული. ყოველი ამგვარი ტრანსცენდენტული, მარადიული ფორმა თვითკმარია. მე მესმის, რომ შენ უზენაესი უფალი ვიშნუ ბრძანდები.

“მრავალი მილიონი წლის შემდეგ, როდესაც უფალი ბრაჰმას სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდება, კოსმიური გამოვლინების განადგურება მოხდება. ამ დროს ხუთი ელემენტი – მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი – მაჰატ-ტატტვაში შედის. დროის ძალით მაჰატ-ტატტვა კვლავ მთლიან მატერიალურ ენერგიაში ბრუნდება; მთელი მატერიალური ენერგია ენერგეტიკულ პრადჰანაში აღწევს, პრადჰანა კი – შენში. ამიტომ მთელი კოსმიური გამოვლინების განადგურების შემდეგ მარტო შენ რჩები შენი ტრანსცენდენტული სახელით, ფორმით, თვისებებითა და ატრიბუტებით.

“უფალო ჩემო, მოწიწებით ვხრი თავს შენს წინაშე, ვინაიდან შენ ბრძანდები მთელი გამოვლენილი ენერგიეს განმგებელი და მატერიალური ბუნების თავდაპირველი წყარო. ჩემო უფალო, მთელი კოსმიური გამოვლინება, წამიდან დაწყებული წლის განმავლობით დამთავრებული, დროის გავლენის ქვეშ იმყოფება. ყველა შენი განმგებლობით მოქმედებს. შენა ხარ ყველაფრის თავდაპირველი წარმმართველი და ყოველი ძლევამოსილი ენერგიეს წყარო.

“განპირობებული სულები გამუდმებით გადადიან ერთი სხეულიდან მეორეში, ერთი პლანეტიდან მეორეზე და მაინც ვერ აღწევენ თავს დაბადებისა და სიკვდილის შემოტევას. მაგრამ როდესაც ამგვარი შეშინებული ცოცხალი არსება შენს ლოტოსის ტერფებს აფარებს თავს, მრისხანე სიკვდილის თავდასხმის შიშის გარეშე ჰპოვებს შვებას.” დევაკის ამ ნათქვამს თავად უფალი ადასტურებს “ბჰაგავად-გიტაში”. იქ უფალი ამბობს, რომ მთელ სამყაროში, ბრაჰმალოკადან პატალალოკამდე მოგზაურობის შემდეგაც პიროვნება ვერ დააღწევს თავს დაბადების, სიკვდილის, ავადმყოფობისა და სიბერის შემოტევას. მაგრამ მას, ვინც ღმერთის სამეფოში შედის, ამბობს უფალი, აღარასოდეს უწევს მატერიალურ სამყაროში დაბრუნება.

“ამიტომ ჩემო უფალო, გევედრები, გადამარჩინე უგრასენას ვაჟის, კამსას ბოროტი ხელისგან. ვემუდარები შენს მეუფებას, მიხსენი ამ საშინელი მდგომარეობიდან, ვინაიდან შენ მუდამ მზადა ხარ შენს მსახურთა დასაცავად.” ეს ნათქვამი უფალმა “ბჰაგავად-გიტაში” დაადასტურა, არწმუნებდა რა არჯუნას: “შეგიძლია მთელ სამყაროს განუცხადო, რომ ჩემი ერთგული არასოდეს დამარცხდება.”

როცა უფალს ასე ევედრებოდა ხსნას, დედა დევაკიმ თავისი დედობრივი სიყვარული გამოხატა: “მესმის, რომ ამ ტრანსცენდენტალ ფორმას, როგორც წესი, დიადი ბრძენები აღიქვამენ მედიტაციით, მაგრამ მე მაინც ვშიშობ, ვინაიდან, როგორც კი კამსა შენი მოვლინების შესახებ შეიტყობს, შეიძლება რამე გავნოს. ამიტომ გევედრები, ჯერჯერობით ჩვენი მატერიალური თვალებისთვის უჩინარი გახდი.” სხვანაირად რომ ვთქვათ მან სთხოვა უფალს, ჩვეულებრივი ბავშვის სახე მიეღო. “ჩემი ძმის, კამსას შიში მხოლოდ შენს მოვლენასთან არის დაკავშირებული. ჩემო უფალო მადჰუსუდანა, კამსამ იქნებ არ იცის, რომ შენ უკვე დაიბადე. ამიტომ გევედრები, დამალე შენი მეუფების ოთხხელიანი ფორმა, რომელსაც ვიშნუს ოთხი სიმბოლო – ნიჟარა, დისკო, კვერთხი და ლოტოსის ყვავილი უჭირავს. ჩემო ძვირფასო უფალო, კოსმიური გამოვლინების განადგურების ბოლოს მთელ სამყაროს შენს მუცელში ათავსებ; და მაინც, შენი წმინდა წყალობით, ჩემს საშვილოსნოში მოევლინე. მიკვირს, რომ უბრალოდ შენს ერთგულთა საამებლად ჩვეულებრივ ადამიანთა მოქმედებებს ბაძავ.”

მოისმინა რა დევაკის ლოცვები, უფალმა მიუგო: “საყვარელო დედა, სვაიამბჰუვა მანუს ეპოქაში მამაჩემი ვასუდევა ერთ-ერთი პრაჯაპატი იყო. იმ დროს მას სუტაპა ერქვა, შენ კი მისი მეუღლე პრშნი იყავი. როდესაც უფალმა ბრაჰმამ მოსახლეობის გაზრდა მოისურვა, შთამომავლობის შექმნა გთხოვათ. თქვენ გრძნობებს იმორჩილებდით და მკაცრ ასკეზებს ასრულებდით. იოგას სისტემის სუნთქვითი ვარჯიშებით შენდ ა შენს ქმარს მატერიალური კანონების ყოველგვარი გავლენის – წვიმების სეზონის, ქარის შემოტევისა და მზის მწველი სიცხის ატანა შეგეძლოთ. თქვენ ყველა რელიგიურ პრინციპს იცავდით. ამ გზით თქვენ გული განიწმინდეთ და მატერიალური ბუნების ზეგავლენის მართვა შესძელით. ასკეზისას მხოლოდ მიწაზე ჩამოცვენილ ხის ფოთლებს მიირთმევდით ხოლმე. შემდეგ მტკიცე ჭკუითა და სქესობრივი მოთხოვნილებების მორევით, ჩემგან რაღაც არაჩვეულებრივი მადლის მიღების სურვილით მცემდით თაყვანს. ნახევარღმერთების დროით ორივენი თორმეტი ათასი წლის მანძილზე გადიოდით მკაცრ ასკეზებს. ამ დროის განმავლობაში თქვენი ჭკუა მუდამ ჩემით იყო მოცული. როცა ერთგულ სამსახურს ასრულებდით და გულში მუდამ ჩემზე ფიქრობდით, მე ძალიან ნასიამოვნები ვიყავი თქვენით. ო უცოდველო დედაო, ამიტომ შენი გული მუდამ წმინდაა. იმ დროსაც ამ ფორმით მოგევლინე შენი სურვილების შესასრულებლად და შემოგთავაზე, გეთხოვა ჩემთვის, რაც გსურდა. იმ დროს გინდოდა, რომ მე შენს შვილად დავბადებულიყავი. თუმცა პირადად მიხილე, მატერიალური ტყვეობისაგან სრული განთავისუფლების ტხოვნის ნაცვლად მთხოვე, ჩემი ენერგიეს გავლენით შენი ვაჟი გავმხდარიყავი.”

სხვაგვარად რომ ვთქვათ უფალმა დედა და მამა_პრშნი და სუტაპა_იმ განზრახვით ამოირჩია, რომ მატერიალურ სამყაროში მოვლენილიყო.როდესაც უფალი ადამიანად მოდის , ვინმე მისი დედა და მამა უნდა იყოს, ასე რომ, მან პრშნი და სუტაპა თავის მარადიულ დედად და მამად აირჩია და ამის გამო არც პრშნისა და არც სუტაპას არ შეეძლოთ უფლისათვის განთავისუფლების თხოვნა. განთავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახური. უფალს შეეძლო, მაშინვე გაენთავისუფლებინა პრშნი და სუტაპა, მაგრამ მან მათი მატერიალურ სამყაროში ყოლა ირჩია თავისი სხვადასხვა მოვლინებისათვის, როგორც ეს შემდგომ თავებში იქნება ახსნილი. როდესაც პრშნიმ და სუტაპამ უფლისაგან მისი მამობისა და დედობის წყალობა მიიღეს, თავი ანებეს ასკეზებს და ცოლ-ქმრულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი, რათა შეძენოდათ შვილი, რომელიც თავად უზენაესი უფალი იქნებოდა.

დროთა ვითარებაში პრშნი დაორსულდა და ბავშვი შეეძინა. უფალმა დევაკისა და ვასუდევას უთხრა: “მაშინ მე პრშნიგარბჰა მერქვა. მომდევნო ეპოქაში თქვენ დაიბადეთ როგორც ადიტი და კაშიაპა, მე კი თქვენი შვილი, უპენდრა გავხდი. მაშინ მე ჯუჯას სახე მქონდა და ამის გამო ვამანადევად ვიყავი ცნობილი. მე გაკურთხეთ, რომ სამჯერ დავიბადებოდი თქვენს შვილად. პირველად პრშნიგარბჰა მერქვა, პრშნისა და სუტაპასაგან შობილი, მეორედ _ ადიტისა და კაშიაპასაგან შობილი უპენდრა და ახლა, მესამედ თქვენგან, დევაკისა და ვასუდევასაგან დავიბადე როგორც კრიშნა. მე მოგევლინეთ ვიშნუს სახით, რათა დაგარწმუნოთ, რომ მე, კვლავ შობილი, იგივე ღმრთეების უზენაესი პიროვნება ვარ. შემეძლო ჩვეულებრივი ბავშვად მოვვლენილიყავი, მაგრამ არ დაიჯერებდით რომ მე ღმრთეების უზენაესი პიროვნება გაგიჩნდით. საყვარელო მამა და დედა, უკვე მრავალჯერ გამზარდეთ დიდი სიყვარულით და მე დიდად ნასიამოვნები და დავალებული ვარ თქვენგან. გარწმუნებთ, თქვენი მისიის სრულყოფის შედეგად ამჯერად შინ ღმრთეებასთან დაბრუნდებით. ვიცი, რომ ძალიან ღელავთ ჩემს გამო და გეშინიათ კამსასი. ამიტომ გიბრძაებთ დაუყოვნებლივ წამიყვანეთ გოკულაში და გამცვალეთ იმ ქალიშვილში, რომელიც ეს-ეს არის იაშოდას შეეძინა.”

როცა მამისა და დედის თანდასწრებით ესა თქვა, უფალი ჩვეულებრივ ბავშვად გადაიქცა და გაჩუმდა.

ღმრთეების უზენაესი პიროვნების ბრძანებით ვასუდევა შეეცადა, გამოეყვანა ბავშვი იმ ოთახიდან, სადაც დაიბადა. ზუსტად ამ დროს ნანდასა და იაშოდას ქალიშვილი შეეძინათ. იგი იოგამაია, უფლის შინაგანი ენერგია გახლდათ. ამ შინაგანი ენერგიის იოგამაიას გავლენით კამსას სასახლის ყველა მცხოვრები, განსაკუთრებით მეკარეები, ღრმა ძილს იყო მიცემული. ყველა კარი გაიღო, მიუხედავად იმისა, რომ ურდულით დაკეტილი და რკინის ჯაჭვებით ჩარაზული გახლდათ. ღამე ძალიან ბნელი იყო, მაგრამ როგორც კი ვასუდევამ კრიშნა ხელში აიყვანა და გავიდა, ყველაფერს ისე ხედავდა, როგორც მზეში.

“ჩაიტანია-ჩარიტამრტაში” ნათქვამია, რომ კრშნა მზის შუქსა ჰგავს და სადაც კრშნაა, იქ ილუზორული ენერგია, რომელიც წყვდიადთან არის შედარებული ვერ გაჩერდება. როდესაც ვასუდევას კრშნა მიყავდა, ღამის წყვდიადი გაიფანტა. ციხის ყველა კარი თავისთავად გაიღო. ამავე დროს ცამ დაიქუხა და ძლიერი წვიმა წამოვიდა.ვიდრე ვასუდევას თავისი ვაჟი, კრშნა, თავსხმა წვიმაში მიჰყავდა, უფალი შეშა გველის ფორმით ისე გადაეფარა ვასუდევას, რომ წვიმას არ შეეწუხებინა. ვასუდევა იამუნას ნაპირზე გამოვიდა და დაინახა, რომ იამუნა აზვირთებული და ქაფით სავსე იყო. და მაინც მიუხედავად მძვინვარებისა, მდინარემ ვასუდევას გადასვლის საშუალება მისცა, სწორედ ისე, როგორც დიდმა ინდოეთის ოკეანემ მისცა გზა უფალ რამას მორევზე გადასვლისას. ასე გადაკვეთა ვასუდევამ მდინარე იამუნა. მეორე მხარეს იგი გოკულაში მდებარე ნანდა მაჰარაჯას სასახლეში მივიდა, სადაც ნახა, რომ მენახირეეებს ღრმად ჩასძინებოდათ. მან იაშოდას სახლში შეპარვის შესაძლებლობით ისარგებლა და დაუბრკოლებად შეცვალა თავისი ვაჟი იაშოდას სახლში ახალშობილი გოგონათი. იმის შემდეგ რაც სახლში შეიპარა და ბიჭი გოგონათი შეცვალა, იგი კამსას ციხეში დაბრუნდა და გოგონა უხმოდ ჩაუსვა დევაკის კალთაში. მან კვლავ დაიდო ხუნდები, რათა კამსა ვერ მიმხვდარიყო, ამდენი რამ რომ მოხდა.

დედა იაშოდამ იცოდა, რომ ბავშვი შეეძინა, მაგრამ მშობიარობით დაღლილს ღრმად ჩასძინებოდა. როცა გაეღვიძა, ვერ გაიხსენა ვაჟი შობა თუ ქალი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 27 2010, 09:56 AM
Post #93


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ილუსტრაციები "შრიმად ბჰაგავატამიდან"

ბრძენების შეკითხვები:




ნარადა არიგებს ვიასადევას:




ნარადას კრშნა გამოეცხადა:




დედოფალ კუნტის ლოცვები კრშნასადმი:




ბჰიშმადევას გარდაცვალება:



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 28 2010, 09:47 AM
Post #94


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შრიმად ბჰაგავატამი
(ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაპჰუპადას თარგმანი)

სიმღერა პირველი – ნაწილი მეორე



თავი მეათე
უფალი კრშნა დვარაკას მიემგზავრება


1. შაუნაკა მუნიმ იკითხა: მისი კანონიერი მემკვიდრეობის მიტაცების მოსურნე მტრების განადგურების შემდეგ როგორ მართავდა ძმების დახმარებით თავის ქვეშევრდომებს მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა, უდიადესი მორწმუნეთა შორის? უეჭველია, შეუზღუდავი ცნობიერებით უსაზღვროდ ვერ დატკბებოდა მეფობით.

2. სუტა გოსვამიმ თქვა: უფალი შრი კრშნა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება – სამყაროს მასულდგმულებელი, გააბედნიერა მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას თავის სამეფოში ხელახლა დამკვიდრებამ და ბამბუკებში გაჩენილი ხანძრის მსგავსი რისხვით განადგურებული კურუს დინასტიის აღდგენამ.

3. მას შემდეგ, რაც ბჰიშმადევასა და უფალი შრი კრშნას, შეუმცდარი უფლის სიტყვებმა ნათელი მოჰფინა მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას, იგი სრულყოფილი ცოდნის საკითხებით დაკავდა, ვინაიდან ყველა მისი ეჭვი გაფანტული იყო. ასე მართავდა იგი ხმელეთს და ზღვებს და უმცროსი ძმებიც გვერდში ედგნენ.

4. მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას მეფობის დროს ღრუბლები იმდენ წყალს ღვრიდა, რამდენიც ხალხს ესაჭიროებოდა, ხოლო მიწა უხვად იძლეოდა ყველაფერ აუცილებელს. სავსეჯიქნიანი და მხიარული ძროხები საძოვრებს რძით ნამავდნენ.

5. მდინარეები, ოკეანეები, ტყეები, ვაზები და სამკურნალო ბალახები წელიწადის ყოველ დროს უხვად უხდიდნენ მეფეს გადასახადს.

6. იმის გამო, რომ მეფეს მტერი არ ჰყავდა, ცოცხალ არსებებს არასოდეს აწუხებდათ ჭკუის მოუსვენრობა, სნეულებანი ან მოჭარბებული სიცხე თუ სიცივე.

7. ნათესავების დასამშვიდებლად და თავისი დის [სუბჰადრას] საამებლად შრი ჰარი, უფალი შრი კრშნა რამდენიმე თვეს ცხოვრობდა ჰასტინაპურში.

8. შემდგომ, როდესაც უფალმა წასვლის ნებართვა ითხოვა და მეფემ ნება დართო, მან თაყვანი სცა იუდჰიშთჰირას მის ტერფებთან თავის მოდრეკით და მეფე გადაეხვია მას. ამის შემდგომ, როცა სხვებიც გადაეხვივნენ და მან მათგან თაყვანისცემა მიიღო, უფალი ეტლში ავიდა.

9-10. ამ დროს სუბჰადრას, დრაუპადის, კუნტის, უტტარას, განდჰარის, დჰრტარაშტრას, იუიუტსუს, კრპაჩარიას, ნაკულასმ საჰადევას, ბჰიმასენას, დჰაუმიასა და სატიავატის თითქმის გონება დაეკარგათ, რადგან უფალ კრშნასთან განშორება აუტანელი იყო მათთვის.
11-12. გონიერი პიროვნებები, რომელთაც წმინდა ერთგულებთან ურთიერთობაში უზენაესი უფალი შეიცნეს და თავი დააღწიეს არასასურველ მატერიალურ ურთიერთობას, ვეღარ მოსწყდებიან უფლის დიდების შესახებ მოსმენას, ერთხელაც რომ ჰქონდეთ გაგონილი. მაშ, როგორ შეეძლოთ მასთან განშორების ატანა პანდავებს, რომელთაც უახლოესი ურთიერთობა აკავშირებდათ მის პიროვნებასთან – პირისპირ ხედავდნენ, ეხებოდნენ, ესაუბრებოდნენ, მასთან ერთად ეძინათ, ისხდნენ და შეექცეოდნენ?

13. ყველა მისადმი სიყვარულით დნებოდა. თვალის დაუხამხამებლად შესცქეროდნენ და შენკრთალნი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდნენ.

14. კრშნას გამო აღელვებული თვალცრემლიანი ნათესავი ქალები სასახლიდან გამოვიდნენ. ტირილს ძლივს იკავებდნენ, ეშინოდათ, გამგზავრებისას ცრემლები უბედურების მიზეზი არ გამხდარიყო.

15. როცა უფალი ჰასტინაპურის სასახლიდან მიემგზავრებოდა, მისადმი პატივისცემის გამოსახატავად ერთდროულად ჟღერდა მრავალგვარი დოლი – მრდანგა, დჰოლა, ნაგრა, დჰუნდჰური და დუნდუბჰი, აგრეთვე სხვადასხვა სახის ფლეიტა, ვინა, გომუქჰა და ბჰერი.

16. უფლის ნახვის ძლიერი სურვილით შეპყრობილი კურუს სამეფო გვარის ქალები სასახლის თავზე ავიდნენ და იქედან ნაზი და მორცხვი ღიმილით ყვავილებს აფრქვევდნენ უფალს.

17. ამ დროს არჯუნამ, დიადმა მებრძოლმა და ძილის დამმარცხებელმა, ვინც უსაყვარლესი უზენაესი უფლის ყველაზე ახლო მეგობარია, ამოიღო ქოლგა, რომელსაც ძვირფასი სახელური ჰქონდა ყაითნითა და მარგალიტებით მორთული.

18. უდდჰავამ და სატიაკიმ უფლისათვის მორთული მარაოთი დანიავება დაიწყეს, და მოფანტულ ყვავილებზე მჯდომმა უფალმა, მადჰუს ბატონმა, გამგზავრება ბრძანა.

19. აქა-იქ ისმოდა, რომ კრშნას დალოცვა არც შესაფერისი იყო და არც შეუფერებელი, ვინაიდან ყველა გამიზნული იყო აბსოლუტისთვის, ახლა რომ ადამიანის როლს თამაშობდა.

20. რჩეული ლექსებით ნაქები უფლის ტრანსცენდენტალ თვისებებზე ფიქრში ჩაძირულმა, ჰასტინაპურის სახლების სახურავებზე მყოფმა ქალებმა მის შესახებ საუბარი დაიწყეს. და ეს საუბარი უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე ვედების ჰიმნები.

21. მათ თქვეს: აი ისიც, ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება, სწორედ ისეთი, რომგორიც გვახსოვს, მხოლოდ იგი არსებობდა ბუნების მოდუსების სამყაროს გამოვლენამდე და რამეთუ უზენაესი უფალია, თავის უმოქმედო ენერგიით მხოლოდ მას ერწყმის ყველა ცოცხალი არსება, თითქოს ღამის ძილში იძირებოდეს.

22. როდესაც ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ კვლავ მოისურვა თავისი განუყოფელი ნაწილებისათვის სახელებისა და ფორმების მიცემა, ისინი კვლავ მატერიალურ ბუნებას დაუქვემდებარა. მატერიალურ ბუნებას მისი ენერგიით ენიჭება ხელახალი შექმნის ძალა.

23. აი, ღმრთეების სწორედ ის უზენაესი პიროვნება, ვის ტრანსცენდენტალ ფორმასაც აღიქვამენ დიადი ერთგულები, რომლებიც განუხრელი ერთგული სამსახურისა და ცხოვრების, აგრეთვე გრძნობების სრული კონტროლის ძალით მთლიანად თავისუფალნი არიან მატერიალური ცნობიერებისგან. ე სარის ყოფიერების განწმენდის ერთადერთი გზა.

24. ო ძვირფასო მეგობრებო, აი, ის ღმრთეების პიროვნება, რომლის მიმზიდველი და იდუმალი გართობები მისი დიადი ერთგულების მიერ ვედური ლიტერატურის ყველაზე საკრალურ ნაწილებშია აღწერილი. მხოლოდ იგია მატერიალური სამყაროს შემქმნელი, მასულდგმულებელი და გამანადგურებელი დამ ას მაინც არაფერი ეხება.

25 სადაც მეფეები და მმართველები ცხოველების მსგავსად ყოფიერების უმდაბლეს მოდუსებში ცხოვრობენ, უფალი ტრანსცენდენტალ ფორმაში თავის უმაღლეს ძალას, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ავლენს, მორწმუნეთადმი განსაკუთრებულ წყალობას იჩენს, ასრულებს საოცარ მოქმედებებს და სხვადასხვა პერიოდებისა და ეპოქების საჭიროების მიხედვით მრავალგვარ ტრანსცენდენტალ ფორმას ავლენს.

26. ო, რა განდიდებულია მეფე იადუს დინასტია და რა სიკეთით სავსეა მათჰურას მიწა, სადაც დაიბადა და ბავშვობაში დასეირნობდა ყველა ცოცხალი არსების უმაღლესი წინამძღოლი, ბედის ქალღმერთის მეუღლე.

27. მართლაც საოცარია, რომ დვარაკამ ზეციური პლანეტების დიდება დაბინდა და დედამიწა დღესასწაულით აავსო. დვარაკას მცხოვრებლები განუწყვეტლივ ხედავენ ყოველი ცოცხალი არსების სულს [კრშნას] მის სასიყვარულო ასპექტში. იგი უმზერს მათ და ტკბილი ღიმილით ანიჭებს წყალობას.

28. ო მეგობრებო, ერთი წარმოიდგინეთ მისი ცოლები, რომლებზედაც მან იქორწინა. როგორი აღთქმები, განბანვები, ცეცხლის მსხვერპლშეწირვები და უფლის სრულყოფილი თაყვანისცემა უნდა გაევლოთ, რომ ახლა გამუდმებით მის ბაგეთა ნექტარით [ამბორით] ტკბებიან. ამგვარი წყალობის მოლოდინში ვრაჯაბჰუმის ქალწულები ხშირად გონებას კარგავდნენ.

29. ამ ქალების შვილები არიან პრადიუმნა, სამბა, ამბა და ა.შ. ქალები – რუკმინი, სატიაბჰამა და ჯამბავატი მან ძალით წაიყვანა მათი სვაიამვარა ცერემონიიდან იმის მერე, რაც შიშუპალათი დაწყებული მრავალი ძლევამოსილი მეფე დაამარცხა. მან სხვა ქალებიც მოიტაცა ბჰაუმასურასა და მისი ათასობით დამხმარეს მოკვლის შემდეგ. ყველა ეს ქალი განდიდებულია.

30. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულობა და სიწმინდე არ გააჩნდათ, ამ ქალების სიცოცხლე განდიდებულ იქნა. მათი ქმარი, ლოტოსისთვალება ღმრთეების პიროვნება შინ მარტოებს არასოდეს ტოვებდა. იგი ძვირფასი საჩუქრებით მუდამ გულს უხარებდა მათ.

31. ვიდრე ქალაქ ჰასტინაპურის ქალები მას ესალმებოდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ, უფალმა ღიმილით მიიღო მათი კეთილი მისალმება და, მოავლო რა მოწყალე მზერა, ქალაქიდან გაემგზავრა.
32. თუმცა არავის მტრობდა, მაჰარაჯა იუდჰიშთჰირამ დაცვის ოთხი რაზმი [ცხენები, სპილოები, ეტლები და ქვეითი ლაშქარი] გაგზავნა, რათა თან ხლებოდნენ უფალ კრშნას, ასურების [დემონების] მტერს. მაჰარაჯა მტრისაგან თავის დასაცავად და აგრეთვე უფლის სიყვარულის გამო მოიქცა ასე.

33. უფალი კრშნასადმი ღრმა სიყვარულით პანდავებმა, რომლებიც კურუს დინასტიას ეკუთვნოდნენ, კარგა მანძილზე გააცილეს იგი. ისინი მომავალ განშორებაზე ფიქრს მოეცვა. მაგრამ უფალმა პანდავები შინ დაბრუნებაზე დაიყოლია და თავის ძვირფას თანამგზავრებთან ერთად დვარაკასაკენ გაეშურა.

34-35. ო შაუნაკა, შემდეგ უფალი კურუჯანგალას, პანჩალას, შურასენას, მდინარე იამუნას ნაპირზე განლაგებული ქვეყნის, ბრაჰმავარტას, კურუკშეტრას, მატსიას, სარასვატას, უდაბნოს პროვინციისა და უწყლო მიწისკენ გაემგზავრა. ამ პროვინციების გავლის შემდეგ თანდათანობით საუვირასა და აბჰირას პროვინციებს მიაღწია, შემდეგ, მათ დასავლეთით სვლისას, ბოლოს და ბოლოს დვარაკას მიადგა.

36. ამ პროვინციებში გავლისას მას ეგებებოდნენ, თაყვანს სცემდნენ და საჩუქრებს აძლევდნენ. საღამოობით, სადაც არ უნდა ყოფილიყო, უფალი საღამოს რიტუალების შესასრულებლად ჩერდებოდა. ასე ხდებოდა ყოველი მზის ჩასვლის შემდეგ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
daat
post Apr 28 2010, 09:10 PM
Post #95


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[quote name='Atman' date='Apr 27 2010, 09:56 AM' post='32307']
ილუსტრაციები "შრიმად ბჰაგავატამიდან"

ბრძენების შეკითხვები:


ნარადა არიგებს ვიასადევას:

ადრე ვახსენე ვინ დაწერა ვედანტები თქო... ეს ვიასადევაა რომელმაც დაწერა ვედანტა. ნარადა მუნი არიგებდა მას და უყვებოდა ღმრთეების უზენაესი პიროვნების კრშტას შესახებ. აუ რამხელააა ვედანტა ხალხოოოო! ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე ჰარე, ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. ატმან არასდროს წამრმომითქვამს ეს მანტრა ამაოსა ზედა. ღმერთმა მაშოროს ასეთ უმეცრებას. კიდევ დადებ ხო? rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 28 2010, 09:33 PM
Post #96


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



daat
QUOTE(daat @ 28th April 2010 - 10:10 PM) *
ადრე ვახსენე ვინ დაწერა ვედანტები თქო... ეს ვიასადევაა რომელმაც დაწერა ვედანტა. ნარადა მუნი არიგებდა მას და უყვებოდა ღმრთეების უზენაესი პიროვნების კრშტას შესახებ. აუ რამხელააა ვედანტა ხალხოოოო! ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე ჰარე, ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. ატმან არასდროს წამრმომითქვამს ეს მანტრა ამაოსა ზედა. ღმერთმა მაშოროს ასეთ უმეცრებას. კიდევ დადებ ხო?


დავდებ აბა რას ვიზამ wink.gif

ამაოსა ზედა მანტრის თქმაში რას გულისხმობ?

პ.ს. მიაქციე ყურადღება ასომთავრულში ამოღებულ ასო "ჰარის" რისი ფორმა აქვს. რიგითი ნომერი 7000 wink.gif



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
daat
post Apr 28 2010, 10:31 PM
Post #97


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[quote name='Atman' post='32449' date='Apr 28 2010, 09:33 PM']daat
დავდებ აბა რას ვიზამ wink.gif

ამაოსა ზედა მანტრის თქმაში რას გულისხმობ?





10 მცნებაში წერია "3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. " არ ჰგებს ღმერთის სახელის ისე უბრალოდ წარმოთქმა ანუ დამცინავად, აგდებულად... ამ მანტრაში კი ღმერთის სახელებია ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 29 2010, 11:16 AM
Post #98


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეთერთმეტე
უფალი კრშნას დაბრუნება დვარაკაში

1. სუტა გოსვამიმ თქვა: მიაღწია რა თავის ყველაზე აყვავებულ მხარეს, რომელსაც ანარტათა ქვეყანა [დვარაკა] ეწოდებოდა, უფალმა ჩაბერა თავის სიკეთის მომტან ნიჟარას, რითაც თავის ჩამოსვლას ამცნობდა და სასოწარკვეთილ მცხოვრებლებს აშკარად ამშვიდებდა.

2. თეთრი და მომრგვალებული ნიჟარა, რომელიც უფალს ეჭირა ხელში, ჩაბერვისას მისი ტრანსცენდენტული ბაგეების შეხებას გაეწითლებინა. გეგონებოდათ, თეთრი გედი თამაშობდა წითელი ლოტოსის ყვავილების ღეროებში.

3. როცა დვარაკას მოქალაქეებმა გაიგონეს ხმა, რომელიც მატერიალურ სამყაროში განპირობებულ შიშსაც კი ემუქრება, სწრაფად გაიქცნენ მისკენ, რათა ყველა ერთგულის მფარველ უფალს შეხვედროდნენ და ამით დიდი ხნის წადილი აესრულებინათ.

4-5. მოქალაქეები უფალს შესაფერისი ძღვენებით გამოეცხადნენ, სთავაზობდნენ რა მათ ბოლომდე კმაყოფილსა და თვითკმარს, ვინც თავისი ენერგიით გამუდმებით ამარაგებს სხვებს. ეს ძღვები მზისთვის ლამპარის შეთავაზებას ჰგავდა. და მაინც, როგორც მეურვეობაში მყოფნი ეგებებიან თავიანთ მეურვესა და მამას, მოქალაქეებმა ექსტაზით წარმოთქვეს უფლის მისასალმებელი სიტყვები.

6. მოქალაქეებმა თქვეს: ო უფალო, შენ გეთაყვანება ყველა ნახევარღმერთი, როგორებიც არიან ბრაჰმა, ოთხი სანა და თვით ზეცის მეფე. შენ ხარ საბოლოო განსასვენებელი მათთვის, ვინც სიცოცხლეში ჭეშმარიტად უმაღლესი სარგებლის მიღწევითაა შთაგონებული. შენ ბრძანდები უზენაესი ტრანსცენდენტული უფალი და გარდუვალი დრო შენზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს.

7. ო სამყაროს შემოქმედო, შენ ხარ ჩვენი დედა, კეთილისმსურველი, უფალი, მამა, სულიერი მოძღვარი და სათაყვანებელი ღვთაება. შენი ნაკვალევის მიყოლით ყოველმხრივ წარმატებას მივაღწიეთ. ამიტომ გემუდარებით, კვლავაც გვაკურთხე შენი წყალობით.

8. რა ბედი გვეწვია, დღეს შენი აქ ყოფნის გამო კვლავ შენთან მოვედით თავის შესაფარებლად, რამეთუ შენი მეუფება ზეცის მცხოვრებლებსაც კი იშვიათად ესტუმრება ხოლმე. ახლა შესაძლებლობა გვაქვს, შევხედოთ შენს სიყვარულით სავსე მომღიმარ სახეს, შეგვიძლია დავინახოთ ყოველგვარი მადლით სავსე შენი ტრანსცენდენტული სხეული.

9. ო ლოტოსისთვალება უფალო, როცა მათჰურაში, ვრნდავანში ან ჰასტინაპურში მოდიხარ მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად, შენთან განშორების ყოველი წამი მილიონობით წლებსა ჰგავს. ო შეუმცდარო, ამ დროს, თითქოს მზე მოგვაკლდაო – თვალები უმოქმედო გვიხდება.

10. ო ბატონო, თუ გამუდმებით სხვაგან იცხოვრებ, მაშინ ვეღარ შევძლებთ შენი მიმზიდველი სახის დანახვას, რომლის ღიმილიც ჩვენს ყოველ ტანჯვას სპობს. როგორ უნდა ვიარსებოთ უშენოდ?
მოისმინა რა მათი ნათქვამი, უფალი, რომელიც ასე კეთილია ქვეშევრდომთა და ერთგულთა მიმართ, შევიდა ქალაქ დვარაკაში და მათზე ტრანსცენდენტული მზერის მოვლებით მიიღო მათი ყოველი მისალმება.

11. როგორც ბჰოგავატის, ნაგალოკას დედაქალაქს იცავენ ნაგები, ასე იცავდნენ დვარაკას ვრშნის შთამომავლები – ბჰოჯა, მადჰუ, დაჰარშა, არჰა, კუკურა, ანდჰაკა და ა.შ. ისინი ისეთივე ძლიერები იყვნენ, როგორც უფალი კრშნა.

12. ქალაქი დვარაკაპური წელიწადის ყოველ დროს სიმდიდრით იყო სავსე. იქ ნახავდით მწირების საცხოვრებლებს, ხეხილის ბაღებს, ყვავილნარებს, პარკებსა და წყალსაცავებს, რომლებიც ლოტოსის ყვავილებით იყო სავსე.

13. ქალაქის კარიბჭე, სახლების კარები და გზების გასწვრივ მდგომი ყვავილწნულებით შემკული თაღები უფლის შესახვედრად ლამაზად მოერთოთ სადღესასწაულო ნიშნებით – ბანანას და მანგოს ხეების ფოთლებით. დროშები, ყვავილწნულები, მოხატული აბრები და ლოზუნგები – ყველაფერი ერთად მზის შუქს ჩრდილავდა.

14. ფართო გზები, გვირაბები, ბილიკები, ბაზრები და სახალხო თავშეყრის ადგილები საგულდაგულოდ გაეწმინდათ და შემდეგ სურნელოვანი წყლით დაენამათ. უფლის შესაგებებლად ყველგან ხილი, ყვავილები დამ თელ-მთელი თესლები მოეყარათ.

15. საცხოვრებელი სახლების ყოველ კართან დაეწყოთ წარმატების მომტანი ნივთები – მაწონი, მთელ-მთელი ხილი, შაქრის ლერწამი, წყლით სავსე სურები და თაყვანისცემისთვის საჭირო საგნები, ნელსაკმეველი და სანთლები.

16-17. როცა შეიტყვეს, რომ უძვირფასესი კრშნა დვარაკადჰამას უახლოვდებოდა, დიდსულოვანმა ვასუდევამ, აკრურამ, უგრასენამ, ბალარამამ [ზეადამიანურად ძლიერმა], პრადიუმნამ, ჩარუდეშნამ და სამბამ – ჯამბავატის ვაჟმა – მეტისმეტი ბედნიერებისაგან თავი ანებეს დასვენებას, ჯდომასა და ჭამას.

18. ისინი აჩქარებით გაეშურნენ უფლისაკენ ეტლებით, თან ბრაჰმანები ახლდნენ, რომლებსაც ყვავილები მიჰქონდათ. წინ მიუძღოდნენ სპილოები, კეთილი ბედის მაუწყებელნი. ჟღერდა ნიჟარები და საყვირები, გალობდნენ ვედურ ჰიმნებს. ასე გამოხატეს მათ სიყვარულით სავსე პატივისცემა.

19. ამავე დროს, ასობით განთქმული მეძავიც გამოემართა საკუთარი ეტლებით. ყველას მოუთმენლად სურდა უფალთან შეხვედრა. პირისახეს ბრჭყვიალა საყურეები უმშვენებდათ, რომლებიც მათი შუბლის სიტურფეს უსვამდა ხაზს.

20. უფლის ზეადამიანური გართობებით შთაგონებულმა გამოცდილმა დრამატურგებმა, მსახიობებმა, მოცეკვავეებმა, მომღერლებმა, მემატიანეებმა, გენეალოგიის მცოდნეებმა და სწავლულმა მთქმელებმა – ყველამ შესაფერისი წვლილი შეიტანა. და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად.

21. უფალი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, მიუახლოვდა მათ და ყველა მეგობარს, ნათესავს, მოქალაქეს დამ ის მისაღებად და შესაგებებლად მოსულთ შესაფერისად სცა პატივი.

22. ყოვლისშემძლე უფალი ყველა იქ მყოფს ესალმებოდა – თავს უკრავდა, პასუხობდა მისალმებაზე, ეხვეოდა, ხელს ართმევდა, უყურებდა და უღიმოდა, იმედს აძლევდა და ლოცავდა, ყველაზე მდაბიოებსაც კი.

23. შემდეგ უფალი ქალაქში შევიდა უფროსი ნათესავების, სნეული ბრაჰმანებისა და მათი ცოლების თანხლებით, რომლებიც აკურთხებდნენ მას და უფლის სადიდებლებს მღეროდნენ. სხვებიც ხოტბას ასხამდნენ უფლის სიდიადეს.

24. როდესაც უფალი კრშნა მთავარ გზებზე მიდიოდა, დვარაკას ყველა პატივცემული ოჯახის ქალი უბრალოდ მისთვის თვალის შესავლებად სასახლის სახურავებზე ავიდა. მათთვის ეს უდიდესი დღესასწაული იყო.

25. დვარაკას მცხოვრებნი მუდამ უმზერდნენ ყოველგვარი მშვენიერების წყაროს, შეუმცდარ უფალს და ეს მაინც ვერასოდეს ყოფნიდათ.

26. უფლის მკერდი ბედის ქალღმერთის სავანეა. მისი მთვარისადარი პირისახე მშვენიერების მაძიებელი თვალის სასმელი ჭურჭელი გახლავთ. მისი მკლავები მმართველ ნახევარღმერთთა განსასვენებელი ადგილია და მისი ლოტოსის ტერფები – თავშესაფარი წმინდა ერთგულთა, რომლებიც მისი მეუფების გარდა სხვაზე არასოდეს საუბრობენ ან მღერიან.

27. დვარაკას გზაზე სვლისას უფალს მზისაგან თეთრი ქოლგა იცავდა. თეთრი ბუმბულიანი მარაოები ნახევარწრიულად მოძრაობდა და გზაზე ყვავილების წვიმები ცვიოდა. უფლის ყვითელი სამოსელი და ყვავილის გირლიანდები ისე ჩანდა, თითქოს მუქ ღრუბელს ერთდროულად შემოხვეოდა მზე, მთვარე, ელვა და ცისარტყელები.

28. მამის სახლში შესვლის შემდეგ მას იქ მყოფი დედები გადაეხვივნენ, მან კი თაყვანი სცა მათ, თავი დახარა რა მათ ტერფებთან. დედებს შორის მთავარი დევაკი [მისი ნამდვილი დედა] იყო.

29. ხვევნას რომ მორჩნენ, დედებმა იგი კალთაში ჩაისვეს. წმინდა გრძნობის გამო მკერდიდან რძე გადმოეღვარათ. ისინი აღტაცებას მოეცვა და მათ თვალთაგან გადმოდენილმა ცრემლებმა უფალი დაასველა.

30. შემდგომ უფალი თავის ყოველმხრივ სრულყოფილ სასახლეებში შევიდა. იქ მისი ცოლები ცხოვრობდნენ და მათი რიცხვი თექვსმეტ ათასს აღემატებოდა.

31. უფალი კრშნას დედოფლებმა ჭკუაში გაიხარეს, როდესაც ამდენი ხნის წასული ქმარი შინ დაუბრუნდათ. ისინი მაშინვე წამოდგნენ და თავი ანებეს მედიტაციას. საზოგადოების ჩვეულების თანახმად, მათ სახეზე მორცხვად აიფარეს ხელები და კრძალვით იმზირებოდნენ.

32. ისე ძლიერი იყო დაუძლეველი ექსტაზი, რომ მორცხვი დედოფლები ჯერ გულის იდუმალ სიღრმეში ჩაეკვრნენ უფალს. შემდეგ წარმოდგენაში გადაეხვივნენ და მერე ვაჟები გაგზავნეს მის მოსახვევად [რაც პირადად მოხვევის ტოლფასია]. მაგრამ, ო მთავარო ბჰრგუთა შორის, თუმცა გრძნობების შეკავებას ცდილობდნენ, ცრემლები უნებლიედ სდიოდათ თვალებიდან.

33. თუმცა უფალი შრი კრშნა გამუდმებით მათ გვერდით და ამავე დროს გამორჩეულად მარტოც იყო, მისი ტერფები სულ ახალი ეჩვენებოდათ. ბედის ქალღმერთი – ბუნებით მუდამ მოუსვენარი და დაუდეგარი – ვერ ტოვებდა უფლის ტერფებს. და განა რომელიმე ქალს, ერთხელ რომ შეაფარა თავი მის ტერფებს ძალუძს მათთან განშორება?

34. უფალი დაამშვიდა დედამიწის დამამძიმებელი მეფეების მოკვლამ. ისინი გაეამაყებინა სამხედრო ძალას, ცხენებს, სპილოებს, ეტლებს, ქვეით ჯარსა და ა.შ. თავად მას ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. უბრალოდ მტრობა ჩამოაგდო ძლევამოსილ ხელმწიფეებს შორის და ისინი თვითონ შეებრძოლნენ ერთმანეთს. იგი ქარი გახლდათ, ბამბუკებს ერთმანეთთან რომ ახახუნებს და ამით ცეცხლს აჩენს.

35. ღმრთეების უზენაესი პიროვნება, შრი კრშნა თავისი უმიზეზო წყალობით შინაგანი ენერგიეს ძალით გამოჩნდა ამ პლანეტაზე და ღირსეულ ქალთა შორის თითქოს მიწიერი საქმიანობებით ტკბებოდა.

36. თუმცა დედოფლების მშვენიერი ღიმილი და მალული მზერა უნაკლო და ამაღელვებელი იყო, და თუმცა მათ თავად კუპიდონის დატყვევებაც შეეძლოთ [სასოწარკვეთილს მშვილდს დააგდებინებდნენ], და თუმცა მათი მსხვერპლი შეიძლება თავშეკავებული შივაც გამხდარიყო, მაინც, მიუხედავად მათი მომაჯადოებლობისა და მიმზიდველობისა, უფალს გრძნობებს ვერ უფორიაქებდნენ.

37. ჩვეულებრივ მატერიალისტურ განპირობებულ სულებს ჰგონიათ, თითქოს უფალი ერთ-ერთი მათგანი იყოს. უმეცრების გამო ფიქრობენ, რომ მატერიალ უფალზე გავლენას ახდენს, თუმცა იგი არ არის მასზე მიჯაჭვული.

38. ღმრთეების პიროვნების ღვთაებრიობა ასეთია: მატერიალური ბუნების თვისებებთან კავშირის მიუხედავად, ისინი მასზე არ მოქმედებს. ასევე, ერთგულებზე, რომელთაც უფალს შეაფარეს თავი, მატერიალური თვისებები გავლენას არ ახდენს.

39. ეს გულუბრყვილო და ფაქიზი ქალები მართლა ფიქრობდნენ, რომ უფალი შრი კრშნა, მათი საყვარელი მეუღლე, მათ მიჰყვებოდა და ემორჩილებოდა. ბოლომდე ვერც კი წარმოედგინათ თავიანთი ქმრის დიდებულება, ისევე როგორც ათეისტებმა არ იციან, რომ იგი უზენაესი განმგებელია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 29 2010, 09:46 PM
Post #99


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

ციტატა(atman @ 15th April 2010 - 12:53 PM) *
განზომილებაზე მეტი არ არის). ასევე ამ პლანეტათა სისტემაზე ცხოვრობენ ის სულები, რომლებიც სიცოცხლის თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პირდაპირ სულიერ სამყაროში მოხვდებიან. ცოცხლობენ 15 ტრილიონ წელზე მეტს.

ე.ი. უკვდავები მაინც არ არიან?

თუ სულიერ სამყაროში მოხვედრამდე ცოცხლობენ მაგდენს?

ციტატა(atman @ 15th April 2010 - 12:53 PM) *
ძალიან განვითარებული ტექნოკრატიული ცივილიზაცია აქვთ, ღმერთზე კი არაფერი იციან. მფრინავი თეფშები (დისკის ფორმის) სწორედ ამ პლანეტებიდან მოდიან ჩვენთან. და დარწმუნებულნი არიან რომ მათთან უფრო ჯობია ვიდრე ჩვენთან და ცდილობენ ჩვენც "გვასწავლონ" რაღაცეები

ამათზე ამბობდი, მაგ პლანეტიდან ჯოჯოხეთში ხვდებიანო? ელ მორიაც ამიტომ უწოდებს მრინავ ობიექტებს ყველაზე საშიშს ჩვენი სამყაროსთვის თუ სულებისთვის?

ისე, ეგ ვედები თანდათან ჭკუაში მიჯდება... smile.gif
თუმცა ამ ოლო დროს იმდენი ინფორმაცია მოდის, თავში დომხალი მაქვს. რომ დავლაგდები, მერე ვნახოთ რა დამრჩება laugh.gif rolleyes.gif

ჰოდა, ბარემ დაწერე რას ჰგავს ის ასო


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 29 2010, 09:55 PM
Post #100


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[quote name='ინა' date='15th April 2010 - 06:17 PM' post=30863]
იაქშები - ეს უკვე დემონური წყობის ცოტა არი იყოს მახინჯი არსებები არიან. ჩვენთანაც არიან ჰიმალაებში, ოღონდ სხვა განზომილებაში (საერთოდ ჰიმალაების 3 დონე არსებობს ერთი რომელსაც ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ და კიდევ ორი რომელიც სხვა განზომილებაშია). მათ აქვთ უზარმაზარი მისტიკური ძალები (სამაგიეროდ სულიერება და მორალი ადამიანზე დაბალი აქვთ).
[/quote
ამათ ებრძოდა რამა, ცოლი რომ მოსტაცეს? რა ერქვა დამავიწყდა sad.gif

შივას და მუჰამედის ურთიერთობა მომეწონა, ლოგიკურია.. მაგრამ თუ შივა იყო, რატომ მოიგონა ალაჰი? ახალი სახელი?

ისე მე ადრეც მჯეროდა სხვა რელიგიების, წარმართებისაც, ოღონდ მათ მიმდევრებს დემონების მსახურებად ვთვლიდი... ნუ მე დემონებს ვუწოდებ, ვინც უფლის გარდა სხვა ძალებს, ბოროტებს თუ ნახევრად ბოროტებს.

მითოლოგიისაც მჯერა, მაგრამ იქაც ბევრი რამ ალეგორიულია... დეწერათ რა პირდაპირ. სადაც იმის იმედი იყო, ადამიანები ამ ქარაგმებს ამოხსნიან და ჭეშმარიტებას ჩაწვდებიანო, დაეწერათ რა ყველაფერი როგორც იყო... რატომაა ყველაფერი ასე ძნელად გასაგები და გასაშიფრი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

13 Pages V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 25th April 2024 - 01:42 AM