Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ მადლიერების გრძნობა

Posted by: sumbula Sep 18 2014, 11:23 PM

მადლიერების გამოხატვა სავალდებულოდ მიმაჩნია, ხანდახან გვავიწყდება მისი გამოვლენა მის მიმართ ,ვინც ამას იმსახურებს... მივიღებთ თუ არა სასურველს, გვავიწყდება, რომ არა ის ჩვენ ამას ვერ მივიღებდით... დაწერეთ ამ დიადი გრძნობის შესახებ... მე მაგალითად მადლიერებას გამოვხატავ ამ ფორუმის მიმართ, ამით მე ბევრი რამ შევიძინე, დიდი მადლობა თქვენ!

Posted by: Lashapoli Sep 19 2014, 02:12 AM

შემიძლია ეს ვიდეო შემოგთვაზოთ ამ ტემაზე, არვიცი რამდენად დააკავირებთ, მაგრამ არის რარაც კავშირი ))
http://vk.com/video6526135_168821881?list=d60f65e86c7cfbb676

Posted by: Anna Dark Sep 19 2014, 01:08 PM

მე ვფიქრობ, რომ მადლიერების გამოხატვა სავალდებულო სულაც არაა. თუ შენ შინაგანად არ გრძნობ მადლიერებას, თუ ეს გაცნობიერებულ დონეზე არ ხდება, მაშინ რის გამო იხდი მადლობას ან რის გამო ხარ მადლიერი? ასეთი სიტყვები ყალბია და არაა გულიდან წამოსული. არის მეორე საკითხიც: შეიძლება, გინდოდეს მადლიერების გამოხატვა, მაგრამ არსებობდეს რაღაც შემაფერხებელი ფაქტორი.

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო: ისიც საკმარისია, როცა მადლიერებას შინაგანად განიცდი. და თუ არ განიცდი, ე.ი. არ ხარ მადლიერი ან ჯერ არ გაგიცნობიერებია, რომ მადლიერი უნდა იყო, თუმცა, ყველაფერს თავის დრო აქვს smile.gif

Posted by: sumbula Sep 19 2014, 06:20 PM

QUOTE(Anna Dark @ Sep 19 2014, 01:08 PM) *
მე ვფიქრობ, რომ მადლიერების გამოხატვა სავალდებულო სულაც არაა. თუ შენ შინაგანად არ გრძნობ მადლიერებას, თუ ეს გაცნობიერებულ დონეზე არ ხდება, მაშინ რის გამო იხდი მადლობას ან რის გამო ხარ მადლიერი? ასეთი სიტყვები ყალბია და არაა გულიდან წამოსული. არის მეორე საკითხიც: შეიძლება, გინდოდეს მადლიერების გამოხატვა, მაგრამ არსებობდეს რაღაც შემაფერხებელი ფაქტორი.

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო: ისიც საკმარისია, როცა მადლიერებას შინაგანად განიცდი. და თუ არ განიცდი, ე.ი. არ ხარ მადლიერი ან ჯერ არ გაგიცნობიერებია, რომ მადლიერი უნდა იყო, თუმცა, ყველაფერს თავის დრო აქვს smile.gif

Anna Dark ,გასაგებია შენ რასაც ამბობ, მართალი ხარ, მაგრამ მე სხვას ვგულისხმობდი, უფრო ზუსტად უნდა დამესვა საკითხი... ანუ მადლოერებას ჩვენშიც ვერ ვგრძნობთ ხანდახან, მადლიერების გამოხატვა ანუ ჭეშმარიტად გამოხატვა არის როდესაც შენში ვერ იტევ და თავს ვალდებულად გრძნობ,რათა გამოხატო ის. რატომ არის ყალბი მადლიერების გამოხატვა მაგას ვერ მივხვდი და ალბათ ბევრი აქ მყოფიც ვერ მიხვდება... ის გასაგებია ,რომ მადლიერი იყო შენს გულში, ესეც მადლიერებაა! მაგრამ ხანდახან საჭირო ხდება მისი გამოხატვა, ფაქიზ დონეზე ეგ მაინც მადლიერებაა , მაგრამ არ დავივიწყოთ რომ ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, სახელმწიფოში, ქუჩაში, ოჯახში...

Posted by: sumbula Sep 19 2014, 06:22 PM

ჯერ ერთი მადლიერების გაცნობიერებაც უკვე სიყალბეა, თუ შენებურად მივუდგებით ამ საკითხს... გაუცნობიერებელი უფრო ახლოა გულთან!

Posted by: Anna Dark Sep 19 2014, 07:00 PM

QUOTE(sumbula @ Sep 19 2014, 06:20 PM) *
მე სხვას ვგულისხმობდი


გასაგებია.

QUOTE
მადლოერებას ჩვენშიც ვერ ვგრძნობთ ხანდახან
ზუსტად ასეთ დროს არის მადლიერების გამოხატვა ყალბი, როცა არ გრძნობ მადლიერებას და ზრდილობის გამო იხდი მადლობას ან თავს აჩვენებ ვინმეს, რომ თითქოს ძალიან გაგიხარდა მის მიერ გაკეთებული სიკეთე.

QUOTE
ხანდახან საჭირო ხდება მისი გამოხატვა, ფაქიზ დონეზე ეგ მაინც მადლიერებაა


როცა გულწრფელად ხარ მადლიერი, რატომაც არა.

QUOTE
მადლიერების გაცნობიერებაც უკვე სიყალბეა


სულაც არაა სიყალბე. პირიქით, ხვდები, რომ შენთვის რაღაც კარგი გააკეთა ადამიანმა და ამის მერე გიჩნდება მადლიერების განცდა

Posted by: sumbula Sep 19 2014, 08:47 PM

QUOTE(Anna Dark @ Sep 19 2014, 07:00 PM) *
გასაგებია.

ზუსტად ასეთ დროს არის მადლიერების გამოხატვა ყალბი, როცა არ გრძნობ მადლიერებას და ზრდილობის გამო იხდი მადლობას ან თავს აჩვენებ ვინმეს, რომ თითქოს ძალიან გაგიხარდა მის მიერ გაკეთებული სიკეთე.
როცა გულწრფელად ხარ მადლიერი, რატომაც არა.
სულაც არაა სიყალბე. პირიქით, ხვდები, რომ შენთვის რაღაც კარგი გააკეთა ადამიანმა და ამის მერე გიჩნდება მადლიერების განცდა

მოკლედ , ამდენი იმიტომ დაწერე რომ გეთქვა - მადლიერების გამოხატვა არ არის საჭირო?

Posted by: Anna Dark Sep 19 2014, 11:30 PM

შენ თუ ეგ აზრი გამოიტანე ჩემი ნათქვამიდან, მაშინ მეტს არაფერს გეტყვი smile.gif))

Posted by: sumbula Sep 20 2014, 09:19 AM

QUOTE(Anna Dark @ Sep 19 2014, 11:30 PM) *
შენ თუ ეგ აზრი გამოიტანე ჩემი ნათქვამიდან, მაშინ მეტს არაფერს გეტყვი smile.gif))

Anna Dark, არ გინდა სიძულვილით საუბარი! მეტს არაფერს რატომ არ იტყვი? აქ იმიტომ ვართ რომ გამოვხატოთ აზრი და ერთმანეთს ავუხსნათ... მოხარული ვიქნები ამ თემაზე უფრო მეტს თუ დაწერ...

Posted by: Anna Dark Sep 20 2014, 02:00 PM

QUOTE(sumbula @ Sep 20 2014, 09:19 AM) *
Anna Dark, არ გინდა სიძულვილით საუბარი! მეტს არაფერს რატომ არ იტყვი? აქ იმიტომ ვართ რომ გამოვხატოთ აზრი და ერთმანეთს ავუხსნათ... მოხარული ვიქნები ამ თემაზე უფრო მეტს თუ დაწერ...


რა სიძულვილი? blink.gif სიძულვილით ნამდვილად არ დამიწერია unsure.gif
აზრის გამოხატვას რაც შეეხება, გამოვხატე უკვე და სამწუხაროდ არასწორად გამიგე, ამიტომ ახლა სხვებს დავუთმობ ასპარეზს smile.gif

Posted by: sumbula Sep 20 2014, 04:39 PM

QUOTE(Lashapoli @ Sep 19 2014, 02:12 AM) *
შემიძლია ეს ვიდეო შემოგთვაზოთ ამ ტემაზე, არვიცი რამდენად დააკავირებთ, მაგრამ არის რარაც კავშირი ))
http://vk.com/video6526135_168821881?list=d60f65e86c7cfbb676

მე ბოლომდე ვერ ვუყურე და გთხოვ თუ შეიძლება მოკლედ ახსენი რა კავშირია?

Posted by: sumbula Sep 26 2014, 08:19 PM

QUOTE(Lashapoli @ Sep 19 2014, 02:12 AM) *
შემიძლია ეს ვიდეო შემოგთვაზოთ ამ ტემაზე, არვიცი რამდენად დააკავირებთ, მაგრამ არის რარაც კავშირი ))
http://vk.com/video6526135_168821881?list=d60f65e86c7cfbb676

თუ შეიძლება მოკლედ დაწერე... რუსული არ მესმის და ვერ გავიგე ეს ვიდეო

Posted by: earth Dec 23 2014, 08:18 AM

sumbula

QUOTE
მადლიერების გამოხატვა სავალდებულოდ მიმაჩნია

ეს კარგი და საინტერესო თემაა, რადგან ეს გრძნობა უდიდესი ენერგიის მომცემია.
ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. ჩვენში უდიდესი ძალაა, თვითოეულ ჩვენგანმა არც კი ვიცით რა სახის, რა სიძლიერის ენერგიაა ჩვენში, ვკარგავთ დროს და ენერგიას ისეთ ყოველდღიურობებზე, როგორიცაა შური, მტრობა, დარდი, ცუდი განწყობა უმადურობა და ყოველდღიური ათასი წვრილმანი. ჩვენ შეგვიძლია სასწაულს მივაღწიოთ ჩვენი ენერგიით, ამისათვის პირველი რაც არის აუცილებელი ჩვენი გრძნობების კონტროლი უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ და გამოვიმუშაოთ დადებითი გრძნობები. მადლიერების გრძნობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გრძნობაა. ეს გრძნობა აძლიერებს შენში სუფთა ენერგიას, მის ფესვებს ზრდის და ამყარებს.
თუ წაგიკითხავთ რონდა მპერნის წიგნი The Magic, (არვიცი რა სათაურითაა თარგმნილი ქართულად), ამ წიგნის მთავარი აზრი მადლიერების სწავლება და მისი პრაქტიკული გამომუშავებაა.
ხო... როგორც სიყვარულის გრძნობა, ასევე მადლიერების გრძნობა ჩვენ დაკარგული გვაქვს და მისი სწავლება უნდა დავიწყოთ, ამით ჩვენი ცხოვრება შეიცვლება. smile.gif

Posted by: ანნა Dec 23 2014, 10:22 AM

მადლიერების მდგომარეობა სიმშვიდის და სიხარულის, სხვა ადამიანში ან სამყაროში სინათლის დანახვის მდგაომრეობაა და შენშიც ნათელი ენერგიაა ამ დროს. ამ მდგაომრეობაში რაც უფრო დიდხანს ხარ უფრო იწმინდები ენერგეტიკულად. მე ყველაფერს ენერგიით ვხსნი ბოლო დროს.. და მსოფლმხედველობას გეწმინდება და ცხოვრების ჰარმონიას გრძნობ რაც უფრო მეტჯერ იქნები მადლიერი, უფრო ნაკლებად იქნები გაბარზებული და უკმაყოფილო და ეგ ყველაფერი შენივე ჯანმრთელობას ქმნის. მაღალი ვიბრაციაა ჩვენთვის მადლიერება მხოლოდ გონებით არა, მთელი არსებით რომ მადლიერებას გრძნობდა ხედავ რა სრულყოფილია ყველაფერი, სხეულის ყველა უჯრედით რომ გრძნობ.. ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია როგორც ჩემმა საყვარელმა ლეონარდომ თქვა smile.gif

Posted by: ანნა Dec 23 2014, 05:05 PM

sumbula

QUOTE
რატომ არის ყალბი მადლიერების გამოხატვა


ანას ნათქვამი მგონი მე გავიგე და ვეთანხმები:
თუ მთელი არსებით მადლიერებას არ გრძნობ და მარტო იმიტომ ეუბნები სხვას მადლობას ან სამყაროს რომ იცი ეს სასარგებლოა, ტყუილი გამოდის. შენივე თავზე ძალადობ. შენივე ემოციები როცა სიტყვებთან ჰარმონიაში არაა, ამას სხეულიც იმახსოვრებს და შენს ენერგეტიკაშიც იწერება და პროტესტი უგროვდება, მერე ეგ დაგიბრუნდება. თუ მთელი სხეულით მადლიერებას არ გრზნობ, აი სხეულის გარშემო ენერგიაა სხვა ვიბრაციის და მართლა მადლობაა. სიმშვიდეს, სიყვარულს სინათლეს.. თუ ესე არაა, მაშინ მადლობის გადახდა მოტყუებაა და ჯობია არაფერი გამოხატო smile.gif მე პირადად ადრე ვაიძულებდი თავს ძალით მადლობას და ძალით კარგ საქციელს რაც რეალურად არ იყო ჩემი ნამდვილი რეაქცია, ეხლა თუ ჩემი ბუნებრივი მდგაომრეობა არაა არც ვაიზულებ თავს მაგას. ჩემი აზრით ჯობია გულწრფელი იყო და უმადური, ვიდრე არ გრძნობდე მადლიერებას და ამბობდე smile.gif

Posted by: ichi May 29 2015, 01:39 PM

QUOTE(AnnaDark @ 19th September 2014 - 02:08 PM) *
მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო: ისიც საკმარისია, როცა მადლიერებას შინაგანად განიცდი

გეთანხმები, ეს პრინციპულია.
აქვე მინდა ვიკითხო რა არის მადლიერება სიყვარულის გარეშე? მე ვფიქრობ არ არსებობს მადლიერება სიყვარულის გარეშე.

Posted by: earth May 30 2015, 08:09 AM

ichi

QUOTE
მე ვფიქრობ არ არსებობს მადლიერება სიყვარულის გარეშე.

არა, არ არსებობს...

Posted by: ანნა Jun 29 2015, 10:58 AM

მე მაქვს მადლიერების გრძნობა ბევრი ადამიანის მიმართ და, მინდა მატერიალურად გამოვხატო. ფული ჯერ იმდენი არ მაქვს, მაგრამ რომ მქონდეს აი ყველას გავუკეთებდი კარგ რამეებს... ვისაც ენერგია მოუცია და შენთვის კარგი გაუკეთებია ყველას მიმრთ გაქვს მადლიერება. თუმცა სულიერი სიმშვიდე თუ არ მოიპოვე, გაბარზებული მადლიერი ვერაფერში იქნები, ანუ წარმატების გაცნობიერების და გამცოდის მერე მოდის მგონი.. smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)