გაცნობიერებული სიზმარი, ასტრალური გასვლა და სგგ, სიზმრის მაგია |
გაცნობიერებული სიზმარი, ასტრალური გასვლა და სგგ, სიზმრის მაგია |
Apr 14 2019, 09:43 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით,
ამ თემაში დავდებ სტატიებს გაცნობიერებულ სიზმრებზე, ასტრალურ გასვლებსა და სხეულსგარე გამოცდილებაზე, ასევე პრაქტიკებს, რითიც მიიღწევა ეს მდგომარეობები. სხეულსგარე გამოცდილება(სგგ), გაცნობიერებული სიზმარი და ასტრალური პროექციები ხშირად „ასტრალურ მოგზაურობას“, ანუ ასტრალურ პროექციებს, გაცნობიერებულ სიზმრებს და სხეულიდან გასვლებს, სხეულსგარე გამოცდილებას (სგგ) ადამიანები ერტ მოვლენად აღიქვამენ. სინამდვილეში მათ შორის არის განსხვავება და ეს მოვლენები სხვადასხვა გამოცდილებას წარმოადგენს. განვიხილოთ რა არის მათ შორის საერთო და რა განასხვავებს ამ მდგომარეობებს. • სხეულსგარე გამოცდილება(შემდგომში მოკლედ ავღნიშნავთ აბრევიატურის სახით „სგგ“), წარმოადგენს რეალური დროის პროექციას, რომელიც ფიზიკურთან ძალიან მიახლოებულია. სგგ ხშირად ეგრეთწოდებული კლინიკური სიკვდილის თანმხლებ გამოცდილებას წარმოადგენს. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი თავისი ნების წინააღმდეგ სხეულის გარეთ ხვდება. ამ მდგომარეობაში ადაიანი შეიძლება აღმოჩნდეს გულის შეტევის, სხვადასხვა ტრავმის, უბედური შემთხვევის, საგზაო შემთხვევის, ქირურგიული ოპერაციის, მშობიარობის ან რაიმე კრიტიკული სიტუაციის- მაგალითად ძლიერი სტრესის დროს. სგგ მდგოარეობაში მყოფი აცნობიერებს თუ რა ხდება ამ დროს მის გარშემო, რეალურ სამყაროში, რეალურ დროში. ის აღიქვამს მოვლენებს, საუბარს და ოქმედებებს, რომელიც ხდება უშუალოდ მის სხეულთან, ან მის შორიახლოს. ხშირად ამ მოვლენებს და საუბრებს ადამიანი დეტალური სიზუსტით აღწერს ხოლმე სხეულსი დაბრუნების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სგგ განსხვავდება როგორც ასტრალური მოგზაურობისგან, ანუ პროექციებისგან, ასევე ცნობიერი სიზრისაგანაც, რადგანაც, სგგ მიმდინარეობს რეალურ დროში და ის ობიექტურ რეალობაში. ამ მდგომარეობაში ყოფნა შესაძლებელი ხდება ასტრალური სხეულის თვისებების გამო. ასტრალურ სხეული მოიცავს დიდი რაოდენობით ეთერულ ენერგიას, რომელიც იკავებს ამ სხეულს ფიზიკური სამყაროს ახლოს. სგგ-ს რეალურ დროში განცდის 2 ვარიანტი შეიძლება იყოს. 1. სხეული განიცდის კლინიკურ სიკვდილს. ამის შედეგად ასტრალურ სხეულს დიდი რაოდენობით გადაეცემა ეთერული ენერგია, რათა სხეულები მოემზადოს სიკვდილისთვის. 2. ადამიანს განვითარებული და გააქტიურებული აქვს ჩაკრები-ენერგეტიკული ცენტრები, რომლებიც იგივე მოქმედებას ახორციელებენ, აგროვებენ ასტრალურ სხეულში ეთერულ ენერგიას. ენერგეტიკული ცენტრების გააქტიურება შეიძლება იყოს თანდაყოლილი უნარი, ან მიიღწევა ვარჯიშის დროს. ყურადსაღები ფაქტია- შესაძლებელია განიცადოთ გაცნობიერებული პროექციები და სგგ რეალურ დროში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ენერგეტიკული ცენტრებიდან საკმარისი ეთერული ენერგია მიეწოდა ასტრალურ სხეულს. სგგ დროს რეალობა განიხილება როგორც ობიექტური (ნამდვილი) დროც ჩვეულებრივად მიედინება. ტექნიკური თვალსაზრისით, თუ თქვენ ახდენთ პროექციას ფიზიკურ სამყაროში რეალურ დროში, სგგ-ს მსგავსად, თქვენ მოხვდებით ბუფერული ზონის სასაზღვრო არეში, ადგილზე რომელიც მდებარეობს ფიზიკურსა და ასტრალურ განზომილებებს შორის. იმ შემთხვევასი, თუ ასტრალურ სხეულს გააჩნია საკმარისი ეთერული ენერგია, მას შეუძლია იმყოფებოდეს რეალობიდან რაიმე სახის მცირედ ფაზურ ცვლაში (сдвиг, shift). ეს იმაზე მიუთითებს, რომ პროექცია მიმდინარეობს რეალურ დროში და ფიზიკურ განზომილებასთან იმდენად ახლო მანძილზე, რომ ფაქტობრივად რთულია მისი განსხვავება. რეალურ დროში, რეალურ სამყაროში გაცნობიერებული სსგ-ს გზაზე გვხვდება ბევრი წინააღმდეგობა. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობაა ასტრალურ სხეულში გადაცემული და მიღებული ეტერული ნივთიერება. ის ზღუდავს ნებისმიერი პროექციის ხანგრძლივობას რეალურ დროში, ენერგეტიკული ცენტრების განვითარების დონისა და მათი კონტროლის უნარის შესაბამისად. • ასტრალური პროექცია (ასტრალური გასვლა) შემდგომში შემოკლებით „აპ“. ასე ვეძახით ისეთ გამოცდილებას, რომლის განმავლობაშიც ასტრალური სხეული პროეცირდება ასტრალურ განზომილებაში-ასტრალში. ასტრალში ნივთები და მოვლენები ძალზე განსხვავდება რეალური სამყაროს ნივთებისა და მოვლენებისაგან. დრო გამრუდებული და გაწელილია. ასტრალში გატარებული საათი, ფიზიკურ სამყაროში რამდენიმე წუთს გავს. ეს დამოკიდებულია იმაზე ასტრალის რომელ ნაწილში იმყოფებით. რეალობა გარშემო ცვალებადი და დენადია, თითქოს გარემო ბლანტეა. • გაცნობიერებული (ცხადი) სიზმარი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიზმრის განმავლობაში აცნობიერებს, რომ ის იმყოფება სიზმარში. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მართოს მიმდინარე მოვლენები, ან გარდაქმნას ცხადი სიზმარი ასტრალურ პროექციად. გაცნობიერებული სიზმრები უფრო წააგავს ასტრალურ პროექციებს, ვიდრე სგგ-ს, რადგან დრო და რეალობა ამ აქაც გამრუდებულია. შემდეგ განვიხილავთ ამ გამოცდილებების მისაღწევ ტექნიკებს. სტატიის მოსამზადებლად გამოყენებულია ვ.მურადოვის თარგმანი. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th May 2024 - 07:38 PM |