Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ბნელი მატერია/ბნელი ენერგია

Posted by: brevalo Jun 25 2018, 12:47 PM

სინათლე, ნათელი ეზოთერული და რელიგიური თვალსაზრისით მაინც კეთილთან და დადებით ძალასთან არის გაიგივებული. რა არის ბნელი მატერია, ბნელი ენერგია ვინც არ იცის რა არის ძალიან მოკლედ გეტყვით: წარმოიდგინეთ სივრცის რაღაც ნაწილი ავიღოთ, მოვახდინოთ მისი იზოლირება და მას ყველანაირი მატერია გამოვაცალოთ. ასევე გამოვაცალოთ ყველანაირი კვანტი, ელექტრომაგნიტური ნაწილაკები, ყველანაირი სინათლე, ფოტონი, აბსოლუტურად ყველაფერი. საბოლოოდ მივიღებთ ვაკუუმს, რომელიც არის ძალიან მკვრივი ბნელი მატერია. მეცნიერულად ზუსტად არ არის შესწავლილი, მაგრამ ცნობილია რომ სამყაროს მხოლოდ 5% შედგება მატერიისგან დანარჩენი კი ბნელი ენერგიისგან და ბნელი მატერიისგან




ბნელი მატერიას გააჩნია ანტიგრავიტაციული თვისებები. ის, რომ მატერიალურ სამყაროში სხეულები ერთმანეთს არ ეკვრის სწორედ ბნელი ენერგიის დამსახურებაა.

მაგიაში და ეზოთერიკაში ასევე წავაწყდი სწავლებას, სადაც არის შემდეგი სავარჯიშო: კონცენტრაცია საგნების ზედაპირზე, მის კონტურებზე, საგნებს შორის გასაყარზე. ანუ კონცენტრაცია სწორედ იმ ადგილზე, სადაც იდეაში ბნელი მატერია უნდა იყოს. ამბობენ რომ ამ სავარჯიშოს დიდი ხნის კეთების შემდეგ სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედავო და სხვა რაღაცეებსაც დაინახავო. თუ არ ვცდები კასტანედასაც აქვს ამასთან შეხება.


საბოლოოდ რას ფიქრობთ ბნელ მატერიაზე და ბნელ ენერგიაზე ეზოთერული ან მაგიური თვალსაზრისით?

Posted by: brevalo Sep 22 2018, 10:56 AM

ამასთან დაკავშირებით არავინ არაფერი იცით? არადა ძალიან მნიშვნელოვანი რამ მგონია

Posted by: jarmen Sep 23 2018, 04:34 AM

საინტერესო თემაა, ფიზიკის ტერმინოლოგიის ბევრი არაფერი არ გამეგება მაგრამ საინტერესოიქნება მეცნიერული კუთხით ჩვენი სამყაროსშესწავლა, პირველ რიგში კი უნდა დავიწყოთ ისეთიხელსაწყოებით რომელიც მოგვცემს სამყარო დავინახოთ არა ადმიანის ბიოლოგიური თვალით არამედ ისეთი როგორიც რეალურადაა.
ერთ რაღაცას ვერ მივხვდი რატომაა მთლიანობაში ბნელი ნათელზე მეტი ამ თეორიიით?
მინდ დავაზუსტო კიდვე ეს, ბნელში - მოიაზრება და + ში ნათელი თუ როგორ? ხო თუ ესე არაა და +და - ენერგიებზე არ ვსაუბრობთ მაშინ ნათელია + და - ებერგიების ურთიერთქმედებიტ მიღებული ეფექტი.

Posted by: higgs Jan 16 2019, 11:42 PM

brevalo ესენი ისეთი ბნელები არიან თვით ბნელ მატერიასაც კი დააბნელებენ. რაის ბნელი მატერია ელემენტარული ფიზიკის გაგნებაში არ არიან და სამყაროს აგებულებაზე, წარმოშობაზე და განვითარებაზე აქვთ პრეტენზია . სუპერნოვები biggrin.gif

Posted by: higgs Jan 17 2019, 12:00 AM

აზრი არ აქვს აქ რამის წერას. დვალს აქვს კარგი ლექციები.

Posted by: ano Jan 17 2019, 06:47 PM

ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ
აქ ადრე ძალიან ჭკვიანი და სულიერებით დაინტერესებული ხალხი პოსტავდა
ახლა აქ აღარ პოსტავენ ასე რომ ამის გამო ლანძღვა საჭირო არაა

მე პირადად განათლება დიზაინერის მაქვს, ფიზიკას სკოლაში ვსწავლობდი და ბოდიშით ყველა ფიზიკოსი ვერ გამოვა, დვალი ნამდვილად საამაყო ადამიანია

რა თქმა უნდა თემა ძალიან საინტერესოა და ვწუხვარ რომ ფორუმი ხალხს აღარ აინტერესებს, აქტიურობა არაა
ვუსურვებ ყველას გამოძებნოს დრო რომ დღეში ერთი საათი მაინც დაუთმოს საინტერესო თემის წაკითხვას
და ასე მიიღოს სასარგებლო სულიერი საზრდო.

Posted by: higgs Jan 18 2019, 02:43 AM

მესმის. მახსოვს მე ეგ „ძალიან ჭკვიანი“ ოლმეკები და დიდი საშები და პატარა ნანები. ))) დღეს კვანტურ სამყაროში ვცხოვრობთ. კვანტურ მექანიკაში, მიკლოეკექტრონიკაში, ისეთი გარღვევებია მამა შვილს არ აიყვანს. სულ სხვა რეალობა ახალი შესაძლებლობებით. და რა ეზოთერიკა და რის ჩენელინგები?! სასაცილოა უბრალოდ smile.gif

Posted by: higgs Jan 18 2019, 04:28 AM

უახლოეს მომავალში კვანტური პროცესორები, რობოტები შეასრულებენ ყველა სამუშაოს. ადამიანებიდან კი ზოგი გამომგონებლობას და მეცნიერებას მიყოფს ხელს, დანარჩენი უმეტესობა კი უბრალოდ დაიხოცება. იგივე სიტუაცია იქნება როგორც ძველ რომში, მონათმფლობლობის დროს. მერე ადამიანები აჯანყდებიან როგორც რომში მონები და დაამხობენ რობოტებს. ეს შეუქცევადი პროცესია.

Posted by: ano Jan 18 2019, 05:47 PM

სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ უბრალოდ ვიტყვი რომ ყველას თავისი ინტერესების სფერო აქვს,
ზოგს მეტად აინტერესებს ეზოთერია ზოგს ნაკლებად,

რაც შეეხება ფიზიკას ძალიან საინტერესო სფეროა მაგრამ სკოლაში ისე საშინლად ასწავლიდნენ ჩემს დროს რომ შემაძულეს, შესაძლოა ჩემსავით ბევრს დაუკარგეს ამ სფეროს ინტერესი,

რობოტებს კი ხვეწავენ და ადამიანების დამხმარე იქნება კი მაგრამ
ეს ადამიანისათვის კარგი იქნება? გარემოსთვის, დედამიწისთვის,
ასე ბუნებასთან კონტაქტს დაკარგავს ადამიანი, ანუ შესაძლოა ის უმცირესი მისტიური ცოდნა და შესაძლებლობებიც დაკარგოს,
გგონია რობოტების გამრავლება ადამიანს უფრო კარგს გახდის?

Posted by: ano Jan 18 2019, 06:26 PM

ახლა თემას ძან რომ არ გადავუხვიო, საინტერესოა ბნელი მატერიის ანტიგრავიტაცია,
კასტანედადან ვერ ვიხსენებ ბნელ მატერიაზე

საერთოდ რა ეზოთერულ ინფორმაციას გავცნობივარ ვერ ვიხსენებ ალბათ არ დავკვირვებივარ,
გრავიტაციას რაც შეეხება მგონი არის დედამიწაზე ნაკლებ გრავიტაციული ადგილები,
და მგონი რაც ნაკლებია გრავიტაცია მით მეტია თავისუფლება,

Posted by: higgs Jan 23 2019, 02:08 AM

crazy_pilot.gif


Posted by: ano Jan 23 2019, 11:33 PM

თავისუფალ თემაში პოსტე ხოლმე თუ წერა მოგინდეს
რა ვიცი
წარმატებებს გისურვებ.
როგორც მივხვდი წასვლას აპირებ, გირჩევ შენს გადაწყვეტილებაზე კონცენტრირდე და ენერგიები არ ფლანგო ფეისბუკზე და ფორუმებზე ვინმესთვის რამის მტკიცებაში,
ამ ეტაპზე ნეგატიურ პოზიტიურ ენერგიებით კონცენტრირდი საკუთარ თავზე

(თუ რამე არათემატურები წაშალეთ მერე)

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)