IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> წითელი ვარსკვლავი, დიდი მიწისძვა და პოლუსთა გადაწევა, (2012. part 2)
Emigranti
post Oct 26 2009, 12:05 AM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნაწილი I: უცნაური სიზმარი

ჩემი პირველი შეხება ამ თემასთან თხუთმეტიოდე წლის წინ, ძალიან მოულოდნელად და მოუმზადებლად ერთ-ერთ ქართულ დაბაში მოხდა.

მაშინ ჯერ ბავშვი ვიყავი. ზაფხულის არდადეგები მქონდა და დასავლეთ საქართველოში ვისვენებდი. იქ ერთი გოგნა გავიცანით. ჩემზე უფროსი იყო. სახელი ჩემდა სამწუყაროდ აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს კალადბურთელი იყო.
ერთხელ ბავშვები ერთად ვიჯექით ორღობეში და რაღაცაზე ვსაუბრობდით. უცბად ის გოგონა მეუბნება - ის ჩემი სიზმარი შენც მოგიყევი არა? - არა, რა სიზმარი, მე არაფერი ვიცი მეთქი. მას ძალიან უცნაური სიზმარი დასიზმრებია, რომელიც სიზმარსაც არ გავდა, არამედ უფრო ხილვას. მომიყევი თქო და აი რა მიამბო (როგორც ჩემს მეხსიერებას შემორჩა):

დაესიზმრა რომ ქუჩაში დადიოდა ერთ-ერთ ქართულ ქალაქში. ხალხი კი უცნაურად იდგა და ყველა ცას მიშტერებოდა. ცაში წითელი ვარსკვლავი მოჩანდა. ერთ კაცს უთქვამს მისთვის, ეს ვარსკვლავი იმას ნიშნავს, რომ წარღვნა იქნებაო. და მართლაც, ცოტა ხანში დაინახა, როგორ იძვრა მიწა და წყალი მოვარდა და ყველაფერი წალეკა და დაანგრია.

ამას იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მასზე რომ, როგორც მითხრა, როდესაც გაიღვიძა, გაოგნებული, ნახევარი საათი არ დგებოდა, იჯდა და მარტო სიზმარს იხსენებდა.

ჩემდა სამწუხაროდ მაშინ დეტალები არ ვკითხე და ეხლაც მისი მონაყოლიდან უკვე ბევრი რამ აღარც მახოვს. ასე რომ ბოდიშს გიხდით, რომ ამ ისტორიას ბევრი ნიუანსი აკლია. არადა ეხლა (უკვე) მაინტერესებს და ვნანობ.

თუ ვინმე იცნობთ მას, ან თუ თქვენ თვითონ გქონიათ ასეთი სიზმრები, რომელი წელიც არ უნდა იყოს კარზე, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ერთი პატარა პოსტი დატოვეთ.

ხოლო ჩემი დიდი ინტერესი ამ თემით და ამ სიზმრით არა თხუთმეტი წლის წინ, არამედ რამდენიმე თვის წინ, შემთხვევით დაიწყო. კალათბურთელი გოგონას სიზმარი კარგა ხნის მივიწყებული მქონდა, როცა ინტერნეტში ვბოდიალობდი და ამერიკულ ქალაქ როზუელთან მომხდარ, უფო-ს ავარიაზე სტატიას ვკითხულობდი. იქ ზოგიერთი ინფორმაციის წყაროდ ნახსენები იყო სხვა ვებ გვერდი, სახელად http://www.zetatalk.com. ამ გვერდის არსებობის შესახებ ადრეც ვიცოდი, მაგრამ სერიოზულად არ აღმიქვია და დიდ ყურადღებას არ ვაქქცევდი. ამჯერად შევიჭყიტე და გამაოგნებელი აღმოვაჩენა გავაკეთე.

როდესაც ამ გვერდზე პირველად მოხვდებით, გეგონებათ, რომ ის უფოლოგიას და უცხოპლანეტელებს ეხება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი მისი მთავარი თემა, მოსალოდნელი კატაკლიზმები და მათთვის მომზადების საშუალებებია. ეს გვერდი მოიცავს მოსალოდნელი მოვლენების კონკრეტული ქრონოლოგიას და მათგან თავის დაღწევისთვის საჭირო რჩევებს. არსებობს ასევე ქვეყნების სია, სადაც მითითებულია ამა თუ იმ რეგიონის სამომავლო ბედი (კატაკლიზმების თვალსაზრისით). მაგრამ ყველაზე საინტერესო იქ ჩემთვის აღმოჩნდა ის, რომ ეს კატაკლიზმები, მიწისძვრები, ყველა მოახლოებული გლობალური მოვლენები და პოლუსთა გადაწევაც კი, ერთი წითელი ვარსკვლავის მოახლოებას უკავშირდება. იგი იქ ნიბირუდ ანუ პლანეტა იქსად მოიხსენიება. აი მაშინ ამოტივტივდა მეხსიერებაში ის ზაფხულის არდადეგები და მონათხრობი სიზმარი.

მას მერე ხშირად შევდივარ ხოლმე ამ გვერდზე და იქ გამოქვეყნებული მრავალი ათასი სტატიიდან, (ჩემთვის საინტერესო) რამდენიმეს ვკითხულობ.


ნაწილი II: რას ველოდოთ კონკრეტულად

ალბათ იკითხავთ, რაო რას წერენ და ვითომ კონკრედულად რა იქნებაო? მოგიყვებით.

სანამ zetatalk.com-ზე შეხვიდოდეთ და კითხვას დაიწყებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ იქ დაახლოებიტ 29.600 გვერდია და ყველას წაკითხვას ალბათ აზრიც არ აქვს. მთავარზე უნდა შეჩერდე. ამიტომ აქ მეც მხოლოდ ძირითადს შევეხები.

ამ საიტის დამაარსებელი და რედაქტორი მართალია ერთი პიროვნებაა, ქალბატონი ნენსი ლიდერი (Nancy Lieder), მაგრამ ის თვითონ არაა ამ ინფორმაციების ავტორი. იგი ირწმუნება, რომ მის უკან ზეტები დგანან და ინფორმაციის ავტორებიც ისინი არიან. ზეტები, უცხოპლანეტელები არიან, ზეტა-რეტიკულის თანავარსკვლავედიდან. აქედან მათი სახელიც. მათი განცხადებით, ისინი დედამიწელთა მიმართ კეთილად განწყობილნი არიან, მაგრამ არსებობენ საპირისპირო განზრახვიანი უცხოპლანეტელებიც.

რაც შეეხება კატაკლიზმებს.
ზეტებმა განაცხადეს, რომ ისინი კონკრეტულ წელიწადს არ დაასახელებენ, მაგრამ გვეტყვიან მოვლენათა ქრონოლოგიას (იხილე ქვემოთ), რითიც ჩვენ თვითონ უნდა ამოვიცნოთ, რომ დიდი მიწისძვრა მოახლოებულია. ე.ი. საუბარია მოსალოდნელ უძლიერეს მიწისძვრაზე, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მიწისძვრა განაპირობებს დედამიწის ყველა შენობის და ნაგებობის (ზოგიერთი მთებისა და კლდეებისაც კი) ნგრევას. ასევე გამოიწვევს, სანაპირო რეგიონების ცუნამებით დატბორვასაც. ამიტომ ზეტები მათ, ვინც ზღვიდან 160 კმ რადიუსში და ამავე დროს ზღვის დონიდან 60 მეტრის ქვემოთ ცხოვრობს, ურჩევენ, რომ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ასევე მოსალოდნელია ყველა ჩამქრალი ვულკანის ხელახალი ამოფრქვევა და შესაბამისი საფრთხეები. მაგრამ ეხლავე გეტყვით, რომ ნუ დაპანიკდებით, რადგან ზეტები ირწმუნებიან, თუ რჩევებს გავითვალისწინებთ, გადარჩენა უდაოდ შესაძლებელია.

აქ ჩნდება შეკითხვა - თვითონ იმ მიწისძვრას რაღა იწვევს? და თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამხელა მიწისძვრას, სწორედ ის წითელი ვარსკვლავი იწვევს, რომელიც ნელ-ნელა დეამიწას უახლოვდება. მალე იგი დედამიწას ჩაუქროლებს და თავისი, ბევრად უფრო ძლიერი გრავიტაცით, დედამიწაზე, დიდ ზემოქმედებას მოახდენს, რაც ამ კატაკლიზმებს გამოიწვევს.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ზეტები ირწმუნებიან, რომ კაცობრიბისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დიდი მიწისძვრა კი არ არის. არამედ ის რაც შემდეგ მოხდება. როდესაც აღარ იარსებებენ მაღაზიები, სუპერმარკეტები, საწყობები, გზები, იმპორტ-ექსპორტები, ელექტრო სადგურები და ა.შ. დაიწყება შიმშლობა. განსაკუთრებით ქალაქებში. და მათი ცნობით, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი სწორედ მაშინ დაიღუპება. ზოგი შიმშილობით, ზოგი სიცივით და ზოგიც დეპრესიით ამ ყველაფრის შემხედვარე. ე.ი მათი მტკიცებით მთავარი საფრთხე არის მოუმზადებლობა. ამიტომ ურჩევენ ხალხს დატოვონ ქალაქები, გადავიდნენ სოფლებში და დაიწყონ ავტონომიური მეურნეობა. ეს ნიშნავს რომ არაფერს ყიდულობ და ყველაფერს - პურიდან ტანსაცმელამდე - თვითონ ამზადებ. მათი მტკიცებით ფული გაუფასურდება. ყველაზე მდიდარი იქნება ის, ვისაც სახნავ სათესი მიწა და სუფთა წყალი ექნება.

სუფთა წყლის პრობლემა
წითელი ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებისგან შემდგარი მტვერი. როდესაც იგი დედამიწას ჩაუქროლებს, მართალია თვითონ არ შეეხება ჩვენს პლანეტას, მაგრამ შეგვეხება მისი მტვერის დიდი “სარტყელი”. დედამიწაზე გადმოიყრება წითელი მტვერი, რომელიც ჩაიყრება წყალსაცავებში, რაც სასმელ წყლებს დაწამლავს. ასეთი წყლის დალევა სასიკვდილოა. ამიტომ ურჩევენ ადამიანებს, მხოლოდ გამოხდილი წყალი სვან. ამისთვის უნდა მოამზადონ წყლის სახდელი მოწყობილობები. zetatalk.com-ზე წყლის სახდელი მოწყობილობათა აღწერილობაც კი არის.


ნაწილი III: მოვლენათა ქრონოლოგია

მოსალოდნელ მოვლენათა ქრონოლოგიის მოკლე შინაარსი კი ასეთია (თარგმანი ჩემია, ამიტომ შეცდომებისთვის მომიტევეთ):

1. რამდენიმე თვის მანძილზე დედამიწა იწყებს ე.წ. თრთოლას (wobble) [ეს კონკრეტულად როგორ შეიგრძნობა ჩემთვისაც გამოცანაა - მთარგ.]
2. შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დედამიწა დაიწყებს ნელ-ნელა გადახრას, სანამ მისი ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზის ჩდილში არ მოექცევა და ამის შედეგად დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარ სფეროში სამდღიანი ღამე დადგება, ხოლო სამხრეთში, კი სამდღიანი დღე.
3. ექვსი დღის განმავლობაში დედამიწა ეცდება ამ ჩრდილიდან გამოსვლას და გასწოერებას. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია მზე დასავლეთიდან ამოვიდეს.
4. დაიწყება დედამიწის ბრუნვის შენელება. ამას შეატყობთ იმიზე, რომ მზე უფრო გვიან ჩავა ვიდრე წესით, წელიწადის ამ დროს უნდა ჩასულიყო. როდესაც ეს განსხვავება საათებს შეადგენს, (უგვიანეს ეხლა) დროა დატოვოთ ყველა შენობა და უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლოთ.
5. დაახლ. 5,9 დღის განმავლობაში დედამიწის ტრიალი გაჩერდება. ამ ხნის მანძილზე არ დაღამდება და არ გათენდება. ზეტების განცხადებით დედამიწა კივილს დაიწყებს. ამ ხმას ყველა გაიგებს. ასევე გაიზრდება ვულკანური აქტივობა. დაიწყება წითელი მტვერის ცვენა.
6. 5,9 დღიანი პერიოდის ბოლოს, ერთი საათის განმავლობაში, დედამიწის ქერქი ასცდება მის ბირთვს და დაიწყებს მისგან დამოუკიდებელ სრიალს სხვა მიმართულებით. ამ დროს მოხდება გეოგრაფიულ პოლუსთა გადაწევა. სამხრეთ ამერიკა მოექცევა ჩრდილოეთში, ხოლო ინდოეთი გახდება სამხრეთ პოლუსი. ასევე ამოვარდება ურაგანისებრი ძლიერი ქარები.
7. ხოლო როდესაც ქერქი გაჩერდება (1 საათის შემდეგ) მოხდება ის დიდი მიწისძვრა, რომელიც ყველაფერს დაანგრევს. მიწისძვრები მანამდე წლებშიც მომრავლდება, მაგრამ ასეთი სიძლიერის მხოლოდ ერთხელ იქნება. ამის შემდეგ შეგიძლიათ თავშესაფრებიდან გამოხვიდეთ.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარუნო და პანიკაში არ ჩავარდე. ამიტომ ზეტები ადამიანებს ურჩევენ მიწისძვრის შემდეგ, აუცილებლად, რაიმე საქმით დაკავდნენ, რომ საპანიკოდ არ ეცალოთო.

ნაწილი IV: ტრანსფორმაცია მეოთხე სიმკვრივეში

ზეტების განცხადებით, ზემოთაღნიშნული კატაკლიზმების შემდეგ, დაგეგმილია დედამიწის და დედამიწელთა გადაყვანა ამჟამინდელი მესამედან, მეოთხე სიმკვრივეში.

სიმკვრივეები რა არის, ჩემთვისაც ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ შევეცდები ავხსნა. Zetatalk.com- ის თანახმად, ჩვენ, ადამიანები ვიმყოფებით მესამე სიმკვრივეში, მაგრამ არსებობს მატერიის უფრო ნაკლებად მატერიალური, ანუ ნაკლებად მკვრივი ფორმა, ე.წ. მეოთხე სიმკვრივე, რომელსაც ასევე რეალურად არსებობს. მატერიის ეს ორი ფორმა ერთმანეთთან კონტაკტში არ არის და შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას არსებობდენ, ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მაგალითად ზეტები, სწორედ მეოთხე სიმკვრივეში ცხოვრობენ. ამ მომენტში ისინი შეიძლება ჩვენს ადგილას იდგნენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დავინახავთ და ვერ შევეხებით, რადგან მათი სიმკვრივე უფრო მაღალია. მათთვის ჩვენი კედლები დაბრკოლება არაა და შეუძლიათ თავისუფლად გაიარონ მასში. თუ მათ სურთ, რომ დავინახოთ, ძალუწთ შეიცვალონ თავისი და თავიანთი ხომალდების სიმკვრივე და მაშინ გამოჩნდებიან ხოლმე ცაზე. ისინი მეოთხე სიმკვრივეში ისევე იბადებიან და კვდებიან როგორც ჩვენ. მაგრამ ამბობენ, რომ უფრო დიდხანს ცოცხლობენ. იქაც არსებობენ მეოთხე სიმკვრივის ცხოველები და მცენარეები, კვება, მონელება, ტკივილი, სიამოვნება და ა.შ. ამავე დროს არსებობს მათზე უფრო მაღალი, მეხუთე სიმკვრივეც, რომელსაც ისინი ვერ ხედავენ. პირველი და მეორე სიმკვრივე ცალკე არ არსებობს. მათში ცხოველთა (მეორე) და მცენარეთა (პირველი) დონე იგულისხმება. ასე ვთქვათ მათი სულის დონე.

როდესაც ზეტებს, მეოთხე სიმკვრივეში ჩვენი გადაყვანის თარიღზე ეკითხებიან, ისინი პასუხობენ, რომ ეს დრო არავინ იცის, რადგან იგი თვითონ ადამიანებზე, უფრო სწორედ, მათ სულიერ მზადყოფნაზეა დამოკიდებულო. როცა დეამიწის მოსახლეობის უმეტესობა აღარ იქნება ისეთი ეგოისტური, როგორც ეხლაა, მაშინ გადაგიყვანენო.


გაგრძელება იქნება...

მიმართვა მკითხველს:
თუ თქვენ წარსულში გაგჩენიათ დიდი სურვილი, მიატოვოთ ქალაქი და გადახვიდეთ საცხოვრებლად სოფელში; თუ თქვენ გაგიჩნდათ უცნაური ფორიაქი, შესაძლებელ მომავალ მოვლენებთან და კატაკლიზმებთან დაკავშირებით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს; თუ თქვენ გაქვთ სიზმრები დიდი მიწისძვრებისა და წარღვნის შესახებ, ან თუ თქვენ სიზმარში ამის შესახებ ვინმეს უყვებით, ან რაიმე ამდაგვარი, ეს ნიშნავს იმას, რომ კეთილმოსურნე არსებებმა მეოთხე განზომილებიდან, ძალიან დიდი პატივი დაგდეს, ქვეცნობიერ დონეზე პირადად თქვენთან დაამყარეს კონტაქტი (ცნობიერი კონტაქტები ძალიან იშვიათია) და ზემოთაღწერილი ინფორმაცია გადმოგცეს. ამის შესახებ თვითონ ზეტები წერენ. ამიტომ თუ თქვენ ანალოგიური რამ შეგემთხვათ ან ვინმეს იცნობთ ასეთი “გასაჭირით”, რომელი წელიც არ უნდა იყოს კარზე, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ერთი პოსტი დატოვეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

ბეჭდვითი შეცდომებისა და არაპროფესიონალური თარგმანისთვის ბოდიშს ვიხდი. გამიხარდება თუ შემისწორებთ.

პატივისცემით
ემიგრანტი


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
35 Pages V  « < 33 34 35  
Start new topic
Replies (680 - 691)
old_man
post Dec 7 2012, 03:12 PM
Post #681


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,962
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მომხდარა. ცუნამის საფრთხე არსებობს


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Dondariable
post Dec 7 2012, 03:21 PM
Post #682


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 762
Joined: 19-January 12
Member No.: 6,697

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მომხდარა. ცუნამის საფრთხე არსებობს


იწყება?
Go to the top of the page
 
+Quote Post
term
post Dec 7 2012, 05:53 PM
Post #683


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 101
Joined: 2-March 11
From: VEGA
Member No.: 6,404

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იაპონელების კომენტარი: ეს დედამო..... რავა სუ ჩვენგა უნდა დაიწყოს უბედურებაო....


--------------------

New World Order Stalker
Go to the top of the page
 
+Quote Post
marissa
post Dec 8 2012, 01:24 PM
Post #684


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 342
Joined: 25-May 12
Member No.: 6,810

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იაპონია გამორიცხეთ მანდ ისედაც სუ სტიქიებია აბა რა ეგონათ უადგილო ადგილას რო ქვეყნის გაშენება მოუნდათ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
katerina kate
post Jun 17 2015, 03:37 AM
Post #685


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 17-June 15
From: netherland
Member No.: 7,423

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ თქვენ!!! ძალიან საინტერესო იყო, შემძრა
Go to the top of the page
 
+Quote Post
katerina kate
post Jun 17 2015, 03:48 AM
Post #686


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 17-June 15
From: netherland
Member No.: 7,423

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(moonbayer @ Oct 26 2009, 11:06 AM) *
Emigranti
შეიძლება კიდევაც ერიდება მე 4 განზომილების თქმა მაგრამ მე 4 ხე სიმკვრივე და მე 4 ე განზომილება ერთი და იგივე არ არის ? თან სანამ ამას წავიკითხავდი მანამდე წავიკითხე რომ გადავალთ მეოთხე განზომილებაში რომელიც ღმერთების განზომილებაა.. აამას ხალხი უფრო ადრეც ამბობდა ეხლა მე სანამ წავიკითხავდი ამას მე ვიცოდი რომ მე 4 განზომილება ღმერთების განზომილებაა მაგრა ეხლა გამიჩნდა ლოგიკური კითხვა თუ ზეტებიც მე 4 განზომილებაში ცხოვრობენ არიან ისინი ღმერთები ადამიანებისთვის? და არ არის გამორიცხული რომ მაიას შეხება ჰქონდა მათთან და აღიქვამმდნენ როგორც ღმერთებს.. ხოლო ეხლა ყველაზე საინტერესო მაიას ტომი უვალოდ გაქრა smile.gif და არ არსებობს იმი შანსი რომ ისინი ზეტებმა მე 4 განზომილებაში გადაიყვანეს ? smile.gif მითუმეტეს ისინინ ასე თუ ისე განვითარებულები იყვნენ იმ დროისთვის ძალიან smile.gif

ძალიან ახლოსაა ლოგიკასთან, მეც ასე მგონია... ამის წინ ვუსმენდი, რომ ჩვენ რაღაც ტიპების ექსპერიმენტი ვართ... ყველა NLO რომელიც ოდესმე სადმე რამე ფორმით გამოჩენილლა, მხოლოდ იმიტომ რომ დაგვხედონ, თავის შექმნილი პროდიქცია ვვითარდებით თუ არა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 17 2015, 10:30 AM
Post #687


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,348
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



katerina kate
ციტატა(katerina kate @ 17th June 2015 - 03:48 AM) *
ძალიან ახლოსაა ლოგიკასთან, მეც ასე მგონია... ამის წინ ვუსმენდი, რომ ჩვენ რაღაც ტიპების ექსპერიმენტი ვართ... ყველა NLO რომელიც ოდესმე სადმე რამე ფორმით გამოჩენილლა, მხოლოდ იმიტომ რომ დაგვხედონ, თავის შექმნილი პროდიქცია ვვითარდებით თუ არა..

ნეტავ რას ეძახიან განვითარებას smile.gif
ტქნოლოგიებს თუ ცნობიერებას


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
995
post Jan 13 2017, 10:56 AM
Post #688


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 4-February 11
Member No.: 6,374

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გადავრჩენილვართ მეგობრებო! hilarioustu8.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 29 2018, 08:15 PM
Post #689


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 17th June 2015 - 10:30 AM) *
ნეტავ რას ეძახიან განვითარებას smile.gif
ტქნოლოგიებს თუ ცნობიერებას

ორივეს ერთად დედამიწაზე ძალიან დაყოფილია სულიერება და მატერიალური ტექნოკრატია სინამდვილეში ერთია და სულიერება არის ყველაზე მთავარი ანუ რისი თქმა მინდა. თვითონ უცხო ცივილიზაციები იყენებენ ეზოთერიკას იმიტომ რომ ყველაფრის საწყისი არის სულიერება მათემატიკისაც და ფიზიკისაც და ყველაფრის საერთოდ. სადღაც წამიკითხავს რომ იოგას და იოგს იყენებდნენ მფრინავი თეფშების სამართავად =)) ანუ ჩვეულებრივი ადამიანმა რომც ჩაიგდოს მფრინავი თეფში ვერ მართავს თუ ცნობიერების სხვა საფეხურზე არ არის. თანამედროვე ფიზიკის პრობლემაც ეგ არის რომ არ აღიარებენ მფრინავ ობიექტებს იმიტომ რომ აღიარების შემთხვევაში მაშინ უნდა ჩამოაყალიბონ ანუ აღმოაჩინონ ახალი ფიზიკის კაონენები იმიტომ რომ ეს მფრინავი თეფშები იყენებენ გარკვეულ ფიზიკის კანონებს რაც ჩვენ არ ვიცით მაგრამ არსებობს რო არსებობდეს ხო ვერ იფრენდნენ თან ყველანაირ დედამიწაზე ცნობილ კანონებს არღვევენ გრავიტაციის,აეროდინამიკის და ასე შემდეგ. ხოდა რეალობა ის არის რომ თანამედროვე მეცნიერებს არ შეუძლიათ ამ კანონების აღმოჩენა შესაბამისად არ აღიარებდნენ რომ აღმოაჩინო მერე უნდა შექმნა და კაროჩე არ ააქვთ მაგის ტვინი იგივეა მედიცინაშიც იგივეა ყველა მეცნიერებაში ამიტომაც მე ვთვლი რომ ყველაფერი შექმნილია უკვე ძალიან სერიოზული ტექბოლოგიები და გვიმალავენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Aum
post May 25 2018, 05:42 PM
Post #690


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 48
Joined: 14-February 17
Member No.: 7,594

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ეს ყველაფერი მოხდა მიწისძვრები წყალდიდობა ანუ ის რაც 5500 წელიწადში ხდება. უფომ ანუ უცხოპლანეტელებთან შეთანხმებით "დაჟე" ანუნიკებთან გადავიტანეთ ადამიანებთან .


უამრავი უცხოპლანეტელია დედამიწაზე! დღესდღეობით და ბევრი შედის კიდეც ადამიანში უკვე.


პ.ს. წინა პოსტები არ მაქ წაკითხული და შეიძლება ეწერა ვინმეს.




Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post May 25 2018, 05:49 PM
Post #691


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Aum
ადამიან შავებში იაზბრე ხოდა რას შვებიან ადამიანის კანს იცვამენ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Aum
post May 25 2018, 05:57 PM
Post #692


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 48
Joined: 14-February 17
Member No.: 7,594

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(starscream @ May 25 2018, 06:49 PM) *
Aum
ადამიან შავებში იაზბრე ხოდა რას შვებიან ადამიანის კანს იცვამენ?


პრობლემას არ წარმოადგენს მათთვის! მე ცუდათ ნეგატიურად არ ვახსენებ უფოებს, შეიძლება არც უნდა მეხსენებინა.


Go to the top of the page
 
+Quote Post

35 Pages V  « < 33 34 35
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 22nd May 2024 - 03:33 PM