IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ფშავ-ხევსურული მითები და გმირები
tikoroma
post May 28 2015, 08:46 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით სამყაროს შემქმნელია მორიგე ღმერთი, მან წარმოგზავნა დედამიწაზე ღვთიშვილნი დევებისგან შევიწროებულ ადამიანთა დასახმარებლად.
ღვთიშვილნი, ღვთისნადები, ჯვარ-ხატები, ანგელოზები, ღვთის ნასახნი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი... კვირია ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მას ზეცაში მორიგე ღმერთის მახლობლად უდგას კარავი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი.
ღვთისშვილნი ზეციდან მოსულები არიან, თუმცა შეიძლება ადამიანმაც მიაღწიოს ამ სტატუსს - მაგ. პირქუში ბაცალიგოსა და ახადის - ფშავის საყმოს - მფარველი ღვთისშვილი - თავდაპირველად კაცი ყოფილა, მჭედელი ხევსური. სახელად დავით მგელაისშვილი (ან მგელაისძე). გარდაცვალების შემდეგ სიწმინდის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია.

ღვთისშვილებმა ბრძოლით მოიპოვეს და დევებისგან გამოიხსნეს ის მიწა-წყალი, სადაც მათი საყმო სოფლები და სალოცავები დაარსდა და იმ დროიდან, მუდმივად მფარველობდნენ თავიანთ ყმებს.

ფშავში ლაშარის მუხა ოქროს შიბითაა გამობმული ცაზე, ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა.

კოპალას მიერ ლახტით გაპობილი ლოდი



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post May 29 2015, 11:10 AM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნაწილიანი — ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი “წილები”, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით. ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.

ფშავ-ხევსურულ ტრადიციაში მზის, მთვარის ღვთაებები აღარ გვხვდება, მაგრამ ნაწილიანის ცნება შემორჩენილია. კარგი მეომარი, ქადაგი - ხატის ყმა(შუამავალი) ნაწილიანები არიან. ნაწილი დედის მუცლიდან გამოყვება ბავშვს. ნაწილი შეიძლება ჰქონდეს ბეჭზე, მკერდზე, თავზედაც. ბეჭზე ნაწილი შეიძლება იყოს არწივის, მზის, მთვარის, ვარსკვლავის ან ჯვრის ფორმის. თავზე ნაწილის ადგილას თმა თეთრადაა შეფერი და ღამით ანათებს.
ნაწილიანი ადამიანი, როგორც წესი, მამაკაცია. განთქმული თორღვა ნაწილის სამმაგ ნიშანს ატარებდა: "დიდებულება დაუთქვეს, ბეჭებს უნახეს ჯვარიო, მარჯვნივ მზე წერებულიყვა, მარცხნისკე მთვარის ნალიო". ნაწილის არსებობა მხოლოდ დედამ უნდა იცოდეს, არავისთან გაამხილოს, მამასთანაც კი, თორემ ბავშვი მოკვდება. თუ ნაწილი დაიძრა ადგილიდან ან გარეთ გამოანათა, ესეც ცუდი ნიშანია: კაცი აღარ გადარჩება. ამიტომაც, თუ მარტო არ არის, ნაწილიანი კაცი დაწოლისას პერანგს არ იხდის.

"ნაწილიანი სიცოცხლე მუდმივ ხიფათშია, თუმცა სანამ ნაწილი ახლავს, ყველგან ხელი ემართება, ბრძოლებშიც ყოველთვის იმარჯვებს. არც ტყვია ეკარება, არც ისარი და არც ხმალი სჭრის მის ჯაჭვის პერანგს. მაგრამ საკმარისია მისი ნაწილი საქვეყნოდ გამჟღავნდეს, როგორც თორღვას დაემართა, დაღუპვა გარდაუვალია. უნაწილოდ დარჩენილი კაცი ყველაზე უსუსური ადამიანის ხელით იღუპება.
ნაწილიანი კაცი სიკვდილის შემდეგ, ნაწილს გველი ეპატრონება. თუ მოასწრო, დაკრძალვამდე ამოაცლის ადამიანს ამ ნაწილს, ხოლო თუ მას დაასწრეს მიცვალებულის დაკრძალვა, მაშინ ჩაეშვება მიწაში, შეძვრება კუბოში, ამოაცლის ნაწის მიცვალებულს, ამოიტანს მიწაზე და ღამე ათამაშებს. ნაწილი - ეს იგივე ნატვრისთვალია. შემდეგ ისევ ადამიანი მოსტაცებს გველს ამ ნაწილს - ნატვრისთვალს, შეინახავს სახლის ყორეში, მაგრამ ფუძის გველი, რომელიც სახლის კედლებში ბუდობს, პოულობს მას და, რაკი ფუძის გველი სახლიდან არ მიდის, ნატვრისთვალიც ოჯახში რჩება. ოჯახი ნაწილიანი ხდება და ამიტომაც ბედნიერად ცხოვრობს.
ფუძის გველი თუ მოჰკლეს, ნაწილიც იკარგება და ოჯახიც ინგრევა.
ნაწილიანი შეიძლება იყოს ცხოველიც - ირემი, ჯიხვი, ვეფხვი. ნაწილიან ცხოველს ტყვია არ ეკარება. ირემს და ჯიხვს რქებზე სანთლები ენთებათ. მათი მოკვლა მონადირეს არ ეპატიება". /ზ.კიკნაძე/

ვაჟა-ფშაველა:
მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
გულზედ მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა. - აქ ვაჟა ამბობს, რომ თავადაც ნაწილიანია, უფლისგან გამორჩეული smile.gif

როგოც ჩანს მედეაც "ნაწილიანი" ყოფილა: მედეა, ლარნაკწერა. ძვ.წ.ს. V ს. (აღმოსავლური, ფრიგიული ქუდი, კაბაზე - ვარსკვლავური ცის სიმბოლიკა)დეტალი სურათიდან "ტალოსის სიკვდილი")



მზე-მთვარის სიმბოლიკის კავშირი აღმოსავლურ ტრადიციასთან:
ნაწყვეტი რიჩარდ კასაროს სტატიიდან: "მესამე თვალის ცნება ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთში, მრავალგვარ დისციპლინებში, მედიტაციურ პრაქტიკებში, როგორიცაა იოგა და ჩინ ბუდიზმი, საბრძოლო ხელოვნებაში, მაგ. კარატესა და აიკიდოში. ეს ქმნის მწვერვალს კუნდალინი იოგას სწავლებისა, ცნობილი ”ჩაკრების” სისტემით. მესამე თვალი ანუ ”აჯნა” ჩაკრა, არის რიგით მეექვსე 7 ჩაკრიდან და ის ”გაიღვიძებს”, როდესაც დავაბალანსებთ მზის ”pingala" არხს ჩვენი სხეულის მარჯვენა მხარეს და მთვარის "ida" არხს, ჩვენი სხეულის მარცხენა მხარეს.


მზის გამოსახულება მარჯვნივ, მთვარისა ¬- მარცხნივ, ხოლო შუაში მესამე თვალი დასავლეთის ისტორიაში უძველესი საიდუმლო საზოგადოების, მასონური მხატრობისა და არტეფაქტების დამახასიათებელი ნიშნებია. ერთი თვალი, იგივე მესამე თვალი აუცილებლად მოთავსებული იყო მზესა (pingala) და მთვარეს (ida) შორის."



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   ფშავ-ხევსურული მითები და გმირები   May 28 2015, 08:46 PM
tikoroma   მორიგეს 3000 ნასახი ჰ...   May 28 2015, 10:55 PM
tikoroma   ფშავ-ხევსურები ყვე...   May 28 2015, 11:02 PM
earth   tikoroma საინტერესოა :bf_...   May 29 2015, 06:57 AM
tikoroma   ნაწილიანი — ქართულ...   May 29 2015, 11:10 AM
marissa   კარგი თემაა ,ჩემი გ...   May 31 2015, 08:48 PM
tikoroma   marissa გაიხსენე ლეგენ...   May 31 2015, 08:59 PM
marissa   ფშავში 12 თემია და თ...   May 31 2015, 09:28 PM
tikoroma   ხევსურეთშიც 12 თემი ...   May 31 2015, 09:32 PM
td.........   ქრისტეს 12 მოციქული ...   Jun 1 2015, 09:58 AM
td.........   ისე ხევსურისთვის ი...   Jun 1 2015, 09:59 AM
tikoroma   საერთოა მათთვის ეს...   Jun 1 2015, 10:17 AM
tikoroma   td......... ქრისტეს 12 მოცი...   Jun 1 2015, 12:42 PM
td.........   tikoroma შებ ვერაფერს ი...   Jun 1 2015, 01:55 PM
tikoroma   თუშებსაც ჰყავდათ ჯ...   Jun 1 2015, 02:22 PM
marissa   td......... ხევსურს ან ნე...   Jun 1 2015, 05:37 PM
tikoroma   ხო, ნუ გაიგივება ტე...   Jun 1 2015, 05:40 PM
tikoroma   სიმართლე გითხრატ, ...   Jun 2 2015, 10:19 AM
marissa   tikoroma დევებზე უფრო ს...   Jun 2 2015, 12:41 PM
tikoroma   კი, სჯერათ, იმიტომ რ...   Jun 2 2015, 01:08 PM
tikoroma   ღვთიშვილები, რომელ...   Jun 22 2015, 04:43 PM
tikoroma   http://www.bu.org.ge/x834?page=2&tab=3 აქ...   Jun 24 2015, 10:28 PM
tikoroma   ზ. კიკნაძე - აღმოსა...   Jun 24 2015, 11:42 PM
tikoroma   ლეგენდა არსებობს ...   Jul 3 2015, 02:57 PM
tikoroma   პირველად დასახა მო...   Nov 11 2015, 02:35 PM
ანნა   მოვცუნცულდი ჩემ სა...   Nov 15 2015, 12:10 AM
tikoroma   ძალიან მომეწონა მე...   Nov 15 2015, 12:57 AM
tikoroma   აშექალი აშექალი იყ...   Nov 15 2015, 12:58 AM
tikoroma   ეგეც ხევსურული ჯვრ...   Dec 27 2015, 12:22 PM
tikoroma   თერგვაული გვიამბო...   Sep 7 2017, 11:46 AM
starscream   ძალიან მიყვარს გა...   Jan 11 2018, 12:29 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 10:26 PM