ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
May 28 2015, 08:46 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით სამყაროს შემქმნელია მორიგე ღმერთი, მან წარმოგზავნა დედამიწაზე ღვთიშვილნი დევებისგან შევიწროებულ ადამიანთა დასახმარებლად.
ღვთიშვილნი, ღვთისნადები, ჯვარ-ხატები, ანგელოზები, ღვთის ნასახნი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი... კვირია ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მას ზეცაში მორიგე ღმერთის მახლობლად უდგას კარავი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. ღვთისშვილნი ზეციდან მოსულები არიან, თუმცა შეიძლება ადამიანმაც მიაღწიოს ამ სტატუსს - მაგ. პირქუში ბაცალიგოსა და ახადის - ფშავის საყმოს - მფარველი ღვთისშვილი - თავდაპირველად კაცი ყოფილა, მჭედელი ხევსური. სახელად დავით მგელაისშვილი (ან მგელაისძე). გარდაცვალების შემდეგ სიწმინდის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია. ღვთისშვილებმა ბრძოლით მოიპოვეს და დევებისგან გამოიხსნეს ის მიწა-წყალი, სადაც მათი საყმო სოფლები და სალოცავები დაარსდა და იმ დროიდან, მუდმივად მფარველობდნენ თავიანთ ყმებს. ფშავში ლაშარის მუხა ოქროს შიბითაა გამობმული ცაზე, ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა. კოპალას მიერ ლახტით გაპობილი ლოდი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 24 2015, 11:42 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ზ. კიკნაძე - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიური სისტემის ქრისტიანული სუბსტრატი
http://saunje.ge/index.php?id=1435&lang=ka თუშ-ფშავ-ხევსურულ მითოლოგიას ქრისტიანულ საწყისებზე შექმნილად მიიჩნევს. პრინციპში, რო წაიკითხავ კი დაეთანხმები კაცი თუმცა ეკლესიისგან განსხვავებული ვერსია კი შექმნეს მაინც -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd April 2024 - 12:13 PM |