ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
May 28 2015, 08:46 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით სამყაროს შემქმნელია მორიგე ღმერთი, მან წარმოგზავნა დედამიწაზე ღვთიშვილნი დევებისგან შევიწროებულ ადამიანთა დასახმარებლად.
ღვთიშვილნი, ღვთისნადები, ჯვარ-ხატები, ანგელოზები, ღვთის ნასახნი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი... კვირია ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მას ზეცაში მორიგე ღმერთის მახლობლად უდგას კარავი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. ღვთისშვილნი ზეციდან მოსულები არიან, თუმცა შეიძლება ადამიანმაც მიაღწიოს ამ სტატუსს - მაგ. პირქუში ბაცალიგოსა და ახადის - ფშავის საყმოს - მფარველი ღვთისშვილი - თავდაპირველად კაცი ყოფილა, მჭედელი ხევსური. სახელად დავით მგელაისშვილი (ან მგელაისძე). გარდაცვალების შემდეგ სიწმინდის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია. ღვთისშვილებმა ბრძოლით მოიპოვეს და დევებისგან გამოიხსნეს ის მიწა-წყალი, სადაც მათი საყმო სოფლები და სალოცავები დაარსდა და იმ დროიდან, მუდმივად მფარველობდნენ თავიანთ ყმებს. ფშავში ლაშარის მუხა ოქროს შიბითაა გამობმული ცაზე, ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა. კოპალას მიერ ლახტით გაპობილი ლოდი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jul 3 2015, 02:57 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლეგენდა
არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th April 2024 - 10:41 PM |