Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ იმედი

Posted by: ichi Jun 8 2015, 08:20 PM

ხვალინდელი დღის იმედი

ცხოვრებაში რეალიზების იმედი

ნამდვილი სიყვარულის პოვნის იმედი

ბოლო-ბოლო იმ საიდუმლოს აღმოჩენის იმედი რისთვისაც ვიბრძვით

მეგობარიც კი მყავდა იმედო ერქვა.... რუსეთშიც საკმაოდ გავრცელებულია სახელია-ნადეჟდა. ანუ ადამიანზე ასსე ვთქვათ იმედს ამყარებენ იმთავითვე როცა გაჩნდება

მე მინდა დავსვა კითხვა, გვჭირდება კი იმედი? ბევრჯერ ხომ ეს ყველაფერი იმედგაცრუებით მთავრდება.
იმედი ხომ მომავალს უკავშირდება? როგორც ბევრი მისტიკოსი და ფილოსოფოსი ამბობს საჭიროა აწმყოში ცხოვრება. ლაო ძIს გამონათქვამია ვინც დარდიანია-წარსულით ცხოვრობს, ვინც შფოთშია-მომავალში ხოლო ვინც ჰარმონიაშია-აწმყოში. კრიშნამურტიც გვირჩევს აწმყოში ცხოვრებაც და სხვა ბევრი.
რას ფიქრობთ? გვჭირდება იმედი თუ ვიყოთ აწმყოში გონებით და განცდით, ცუდი მოხდება მოხდეს, კარგი მოხდება მოხდეს.

Posted by: David Monny Jun 8 2015, 08:47 PM

"აწმყო, შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა" გოტფრიდ ლეიბნიცი
არ ვიცი ილია ჭავჭავაძემ როგორ გაიგო მისი ეს იდეომა, მაგრამ არამგონია არასწორად გაეგო.

QUOTE(blue_velvet @ 8th June 2015 - 09:20 PM) *
ლაო ძIს გამონათქვამია ვინც დარდიანია-წარსულით ცხოვრობს, ვინც შფოთშია-მომავალში ხოლო ვინც ჰარმონიაშია-აწმყოში.


ჩემთვის ამ ორ გამონათქვამს შორის განსხვავება არ არის. რადგან აწმყო, რომელიც არის შობილი წარსულისგან, შობს ისეთივე მომავალს, როგორიც იყო წარსული. ანუ ის მომავალი გახდება წარსული და წარსული და მომავალი იქნება ერთი და იგივე. ანუ ფაქტიურად რეალური აწმყო აქ არ არის. ლეიბნიცი საუბრობს აწმყოზე, რომელიც შობილია წარსულიდან. აი ამ წამს ჩვენი აწმყო შობილია წარსულიდან. რა არის წარსული. წარსული არის მეხსიერება. მეხსიერება ამ წამს არის ჩვენი აწმყო. როცა კარგი რამ გვახსოვს გვიხარია, როცა ცუდი სევდიანები ვართ. ლაო ძიმ იმიტომ თქვა სევდიანია, რომ უფრო ხშირად ცუდი გვახსენდება ხოლმე დღის განმავლობაში ვიდრე კაი. მომავალი შფოთიანი იმიტოა, რომ გეგმებზე და მიზნებზე ფიქრი, გაფორიაქებს. ერთი სული გაქ შენი მიზანი განახორციელო. სკამზე ვეღარ ისვენებ, ვეღარ იძინებ და ა.შ. ხოლო ახლა, აი ამ წამს ვინც ამ წამს აქ არის მთელი ცნობიერებით, მან იცის, რომ სხვაგან ვერც იქნება. სულ აქ ხარ. სულ. სისულელეა დროის მცნება. დრო არის ილუზია ჩვენს თავში. არ არსებობს წარსული და მომავალი. არსებობს მარტო აწმყო. ამ აწმყოში მეხსიერებას ვეძახით წარსულს და მიზნებს და გეგმებს მომავალს. ეს არის და ეს. ეს რატო არ გვესმის ქართველებს? ილია ჭავჭავაძემ ტყუილად წაუმძღვარა ჯერ კიდევ 19 საუკუნეში გოტფრიდის სიტყვები თავის ლექსს? ტყუილად? რამდენი ხანი გავიდა მას მერე?
"ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი (აწმყო)" ამავე ლექსიდან ი. ჭავჭავაძე

Posted by: ichi Jun 8 2015, 10:16 PM

QUOTE(David Monny @ 8th June 2015 - 08:47 PM) *
"ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი (აწმყო)" ა

კარგი ლექსია
თუმცა თემა იმედზეა.
გავხსნათ თემა დროზე, იუთუბზე ლექციები ვნახე და მეცნიერები ვერ ამბობენ რა არის დრო და რა არის უსასრულობა, უსასრულო სივრცე, ამ ამ სამიდან ვერცერთზე ვერ პასუხობენ.
იქნებ არის ფორუმზე დროზე თემა, მე ვერ მივაგენი.
იმედზე რას ფიქრობ?
საჭიროა თუ არაფერში არ გვჭირდება?
David Monny

Posted by: David Monny Jun 8 2015, 10:46 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 8th June 2015 - 11:16 PM) *
იმედზე რას ფიქრობ?
საჭიროა თუ არაფერში არ გვჭირდება?

ჩემში იმედი აღიქმება სურვილად, რომ რაღაცა მოხდეს, ისე როგორც მე მინდა. ანუ იმედი არის სურვილი, რომ მომავალში რაღაც მოხდება, ისე, როგორც შენ იმედოვნებ. წეღან მომავალზე და წარსულზე შემთხვევით არ დამიწერია. ანუ იმედი არის ილუზია, მაგრამ რადგან სურვილია, ე.ი. მას შეუძლია ამოძრაოს მთელი ეს მენტალური მანქანაც და უხეში მატერიალური სხეულიც. ჩვენ ხომ სურვილები გვამორავებს. აბა დაჯექი ახლა ამ წამს და არ გაინძრე. და დააკცირდი რამდენი რამე მოგინდება. პირველ რიგში ცოტა ხანში მოგინდება განძრევა, პოზის შეცვლა და ა.შ. ცოტა ხანში მოგწყურდება, მოგშივდება. ვიღაცასთან ლაპარაკი მოგინდება და დმ. გაინძერი. ასე ამოძრავებს იმედი ანუ სურვილი სხვა სურვილებთან ერთად ამ მანქანას

Posted by: David Monny Jun 8 2015, 10:50 PM

მაგრამ არსებობს ნირვანა უსურვილობა. აი იმედი მაქვს რომ ნირვანაში შევალ. და ვერ შევალ ვერასდროს ნირვანაში. ბუდა ამბობს. არცერთი არსება არ შესულა ნირვანაში. ანუ არსების სიკვდილი არის ნირვანა, მაგრამ არა ფიზიკური სიკვდილი, არამედ ილუზიის სიკვდილი, როცა ილუზია ქრება. რჩება რეალობა.ნრეალობაში კი არაფერი გინდა, რატო? იმიტომ რომ ყველაფრი გაქვს. და საიდან გაქვს ყველაფრრი? არსაიდან. და სად არის არსად? არსად არის არსად.

Posted by: ichi Jun 8 2015, 11:12 PM

QUOTE(David Monny @ 8th June 2015 - 10:50 PM) *
რჩება რეალობა.ნრეალობაში კი არაფერი გინდა, რატო? იმიტომ რომ ყველაფრი გაქვს. და საიდან გაქვს ყველაფრრი? არსაიდან. და სად არის არსად? არსად არის არსად.

ხარაშო სკაზანნა.

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 11:18 PM

სურვილი არის მამოძრავებელი მექანიზმი, მართალია. ამიტომ ფირობს ზოგი, რომ უნდა დავრთგუნოთ სურვილები (ცოდვებთან და უარყოფითთან დაკავშირებული) და ზოგი ფიქრობს, რომ უნდა დავიკმაყოფილოთ სურვილები და ასე გავთავისუფლდებით მათგან...
იმედი შედეგზეა ორიენტირებული, წინ,მომავალში რაღაც კონკრეტულზე. იმედი ვერ აგამოძრავებს, რადგან შეიძლება იმის იმედი გქონდეს - რომ რაღაც შეიცვლება, ისე თავისით... ;დ

Posted by: David Monny Jun 8 2015, 11:38 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 9th June 2015 - 12:18 AM) *
შეიძლება იმის იმედი გქონდეს - რომ რაღაც შეიცვლება, ისე თავისით... ;დ

ნებისმიერი ფიქრი მოძრაობაა. იმედის ქონა, ანუ მისი მეხსიერებაში შემოტანა ფიქრით ხდება. იმის ი.ედიც რომ გწონდეს რომ რაღაც თავისით მოხდება, მაინც მოძრაობ ამ იმედით.
აი როგორ მუშაობს ეს მანქანა. განავალი ვიცით რომ შეხების, ყნოსვის და გემოვნების რეცეფტორებს ეხება. უფრო სწორად შეხებასაც არა. მაგრამ მას ეს ორი აღქმა ითრევს დანარჩენ 3 საც და აი როგორ. ითრევს მხედველობას. ახლა შენ რომ წაიკითხე ფეკალია, შენში აღიძრა მასთან დაკავშირებული უარყოფითი გრძნობა. ახლა ოთახში ციღაცამ რომ წარნოთქვას იგივე სიტყვა, შეგექმნება იგივრ გრძნობა და შეხებისას თუ თვაკდახუჭული ხარ და პირაკრული მაშინ ვერაფერს ისეთს ვერ იგრძნობ, მაგრამ საკმარისია ვინმემ გითხრას, რომ შენ მას შეეხე, იგივე გრძნობა აღგეძვრება. ანუ. ტვინში იქმნება განავლის იმიჯი. და ის 5 გრძნობას მოიცავს. გათავისუფლების დროს, შემაკავშირებელი ძაფები წყდება 5 გრძნობასა და ნებელობას შორის. ანუ ის რომ ცუდი რამე დაინახე, შენში არ აღძრავს გადაწყვეტილებას, რომ მე ეს არ მინდა. არა. ის უბრალოდ აღიქმება წამიერად და გადის ცნობიერებიდან, ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე.
რეალობას ჩვენ ვეძახით 5 გრძნობით აღქმულ სამყაროს. როცა ეს დამოკიდებულება წყდება 5 გრძნობასა და შენს გადაწყვეტილებას შორის, გრძნობები ვეღარ გმართავენ. შენ მართავ გრძნობებს.
მათ შორის არის იმედიც. არაფრის იმედი აღარ გაქვს

Posted by: ichi Jun 9 2015, 03:25 PM

იმედი გბოჭავს რაღაც მხრივ, თავისუფლებას გაკარგვინებს..... "ჩაციკლული" ხარ რაღაცაზე და ელოდები..... მემგონი არაფერში არ გვჭირდება....ყველაზედიდი განძი თავისუფლებაა....სადაც გამთლიანდები და ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობ.....

Posted by: tikoroma Jun 9 2015, 03:42 PM

ichi
არაა ეგრე. იმედი ცალკე ცნება არ არსებობს. მას ახლავს რაღაც კონკრეტული სურვილი, თუ რისი იმედი გაქვს. და ის იწვევს მოძრაობას ან უმოძრაობას.. იმედი, რომ სადღაც მიაღწევ - მოძრაობას, მოქმედებას იწვევს. იმედი იმისა, რომ რაღაც შეიცვლება უკეთესობისაკენ, თავისით, სხვის მიერ, მოკლედ უშენოდ - იწვევს უმოძრაობას და მოლოდინს მხოლოდ

Posted by: ichi Jun 9 2015, 03:58 PM

tikoroma
არ მინდა იმედი...... თავისუფლება მინდა, თვისუფლებაში ყველაფერს დაინახავ როგორც არის და მიხვალ მიზნამდე...... არ მჭირდება
ვიკამათოთ.... ფსიქოლოგები არიან ფორუმზე?....შეიძლება ვცდები კიდეც.... ვიკამათოთ....

Posted by: tikoroma Jun 9 2015, 04:00 PM

ეგ შენი არჩევანია, შენ რა გინდა biggrin.gif
მე ზოგადად ვსაუბრობ

Posted by: mata Jun 10 2015, 02:29 AM

ციტატა
რას ფიქრობთ? გვჭირდება იმედი თუ ვიყოთ აწმყოში გონებით და განცდით, ცუდი მოხდება მოხდეს, კარგი მოხდება მოხდეს.


გაბრაზებული როცა ვარ მაშინა ვარ აწმყოში....

Posted by: tikoroma Jun 10 2015, 01:48 PM

mata

ციტატა(mata @ 10th June 2015 - 02:29 AM) *
გაბრაზებული როცა ვარ მაშინა ვარ აწმყოში....

biggrin.gif ზუსტად

Posted by: ichi Nov 10 2015, 05:03 AM

ჩვენი საბრალლო ტვინი ყოველთვის "ვიგოდაზეა". ურთIერთობაშიც და ცხოვრებაშიც...... იმედიც მოდის რომ მიიღებ.... მაგრამ მე ვფიქრობ სამყარო სხვანაირად არის მოწყობილი, ჩვენი ტვინისთვის პარადოქსლად ესეიგი უნდა გასცე რომ მიიღო სხვა არჩევანი არ არის... ვიგოდა არის შხამი, იმედი არის ნარკოტიკი.... აწმყოდან გაგდებს.... გაპატარავებს..... რათ მინდა იმედი? მე ის ვარ რაც ვარ- მოხდება ის რაც მოხდება.

Posted by: tikoroma Nov 10 2015, 03:55 PM

სულ ცოტა, როცა იძინებ იმედი გაქვს, რომ გაიღვიძებ კიდეც.
შეიძლება სულაც გკიდია, გაიღვიძებ თუ არა. ემოციებზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ რაღაც კონკრეტულის იმედი ძალაუნებურად არის ადამიანში ყოველთვის. სხვანაირად ვერაფერს გააკეთებ

Posted by: ichi Nov 11 2015, 02:04 AM

QUOTE(tikoroma @ 10th November 2015 - 03:55 PM) *
სხვანაირად ვერაფერს გააკეთებ

რო გიყვარდეს იმედი გჭირდება? არა, ხოდა წერტილი.
შეიძლება იმედს სხვადასხვა რამეს ვეძახით. მე ვამბობ არ უნდა იყო დამოკიდებული არაფერზე, არც იმედზე არც პეტრეზე არც პავლეზე. იმედი უცრუვდება და მერე ცუდათაა, წინასწარ განსაზღვრული აქტები არ ემთხვევა რეალურ ფაქტებს... ნეტა ესე მოხდეს, იმედი მაქვს რომ ასე მოხდება... ამ ყველაფრის ჩემთვის იაფფასიანი სუნი აქვს... ყველაფერი მოხდება ისე როგორც მოხდება, რათ უნდა ამას ემოციური ფონი? საერთოდ ხშირად სენტიმენტალიზმი, ემოციები, მედები და ოცნებები აშორებს ადამიანს იმას რაც რეალურად არის, ესეიგი დაინახოს სამყარო ისეთი როგორიც არის და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება აღიქვა და შეხვიდე რაღაც მდგომარეობაში რომელიც დროისა და სივრცის მიღმაა.... მე არაფერს ვამტკიცებ, მივყვები საკუთარ ცნობიერებას.. მე ვხედავ რომ ეს ესეა, რავიცი ცხოვრებაში რამდენი იმედი მქონდა და ახლა ვფიქრობ ცუდის მეტი რა შემმატა და საერთოდ რა ფენომენია, აბსურდია ჩემი აზრით.

Posted by: tikoroma Nov 11 2015, 02:39 PM

ხო ეგ სხვა რამეა. დამოკიდებული არ უნდა იყო არაფერზე

ისე კი ცხოვრება ემოციებისგან შედგება. რობოტები ხომ არ ვართ.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)