Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ხელოვნება _ ჰარუკი მურაკამი

Posted by: Plasmodium Jan 14 2014, 01:59 AM

თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ:

ჰარუკი მურაკამი (იაპონ. 村上春樹 — მურაკამი ჰარუკი; დ. 12 იანვარი, 1949) — თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი. მისი ნამუშევრები ზოგადად ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“

მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდან.

ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით.

რამდენიმე წელია ბუკმეკეკერები უწინასწარმეტყველებენ ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში, თუმცა სად არის სამართალი biggrin.gif

ჩემი აზრით:

დამკვიდრებული აზრით, ყველა თანამედროვე მწერალი, ვიღაც წინამორბედის გავლენას განიცდის - მურაკამი ერთერთია ვისაც არა მარტო აქვს საკუთარი სტილი (რომელიც მის ყველა ნაწარმოებში მკაფიოდ იგრძნობა) სწორედ ეს სტილია მასში ყველაზე მიმზიდველი და არა აზრი ე.წ."მეორე ფენა" რომელმაც ვითომ რაღაც უნდა გვასწავლოს biggrin.gif რაც ჩემთვის ლიტერატურაში მეორეხარისხოვანია და მთლიანად სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული... რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ "მეორე ფენის" მოყვარულები მის წიგნებში ვერ აღმოაჩენენ ღრმა აზრს (ეს აღმოჩენები ხშირად გამხდარა თავად ავტორთა გაკვირვების საგანი smile.gif) თუმცა... თუმცა. ქართულად ნათარგმნია მისი ორი წიგნი "ნადირობა ცხვარზე" (იკითხეთ ნებისმიერ ბიბლიოთეკაში) და http://clouds.ge/node/207 + რამდენიმე მოთხრობა.

მოკლედ

თუ წაგიკითხავთ?

რას ფიქრობთ?

და ა.შ.

Posted by: Plasmodium Jan 14 2014, 02:12 AM


Posted by: tikoroma Jan 14 2014, 08:23 PM

დამაინტერესა რადგან შენ დაგაინტერესა
თორემ ისე გარეკლამებულ ნაწარმოებებს გავურბივარ ხოლმე

Posted by: Plasmodium Jan 14 2014, 10:21 PM

QUOTE(tikoroma @ Jan 14 2014, 08:23 PM) *
დამაინტერესა რადგან შენ დაგაინტერესა
თორემ ისე გარეკლამებულ ნაწარმოებებს გავურბივარ ხოლმე

მიდი თიკო, მოგეწონება smile.gif

Posted by: biliana Jan 15 2014, 12:20 AM

QUOTE(Plasmodium @ Jan 14 2014, 01:59 AM) *
მოკლედ

თუ წაგიკითხავთ?

რას ფიქრობთ?

და ა.შ.


მე წამიკითხავს მისი ორი ნაწარმოები: The Wind-Up Bird Chronicle და Norwegian Wood. თუ ინგლისურად კითხულობთ, გირჩევთ ინგლისურად წაიკითხოთ რადგანაც ორივე მურაკამის ხელმძხვანელობით და რედაქტირებით ითარგმნა და დაიბეჭდა. ანუ ორიგინალთან სიახლოვე მაკსიმალურად უზრუნველყოფილია

პირველმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მართალი ბრძანდებით, მართლაც განსხვავებული ფორმაა აქვა შენრჩეული, რომელიც გითრევს და სანამ ბოლომდე არ წაიკითხავ არ გეშვება. საკმაოდ მისტიური ნაწარმოებია. ამ ნაწარმეობიდან "ფლეშბექები" დღესაც მაქვს ხოლმე smile.gif. ეს არის არის "გზის" ძიების მორიგი ისტორია. მეტს არ გეტყვით.

რაც შეეხება მეორე ნაწარმოებს ანუ Norwegian Wood-ს, სიმართე გითხრათ ცოტა გაწბილებული დავრჩი, ცოტა სუსტია.

Posted by: Plasmodium Jan 25 2014, 08:26 PM

ეხლა ვკითხულობ "Ничья на карусели". 8 პატარა მოთხრობაა. სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ მხატვრული ფორმით მოწოდებულ რეალურ ამბებზეა საუბარი. თავის ისტორიებს უყვებიან - ცოლის მეგობარი რომელიც მისი არყოფნის დროს მოდის სტუმრად და მოულოდნელად გულის გადაშლის ხასიათზე დგება, თითქმის უცნობი ადამიანი აუზის კაფეში, ჟურნალისტი რომელმაც ოდესღაც ინტერვიუ აიღო მისგან და ა.შ. ეს ამბები იმდენად უცნაური და დასამახსოვრებელია, რომ მის ქვეცნობიერში ილექება და რაღაც ეტაპზე გადმოცემას ითხოვს. ყველა მოთხრობა უნიკალურია და კარგად იკითხება. მურაკამის სტილი დაცულია smile.gif მარტივად მოწოდებული უჩვეულო და ერთი შეხედვით "უაზრო" ისტორიები,
საინტერესო მიზეზ-შედეგობრიობით, რაზეც შეგიძლიოა დიდხანს იფიქრო. ამერიკელი ავტორები და ფილმები, ჯაზბარები, ფირფიტების კოლექცია, ღია სექსუალური სცენები და ბევრი მუსიკა... აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება biggrin.gif

Posted by: tikoroma Jan 26 2014, 02:20 PM

წიგნებს ვითხოვებ ქართულად :დ

Posted by: Plasmodium Jan 26 2014, 04:17 PM

QUOTE(tikoroma @ Jan 26 2014, 02:20 PM) *
წიგნებს ვითხოვებ ქართულად :დ

დაიწყე იმით რაც ნეტშია smile.gif

"სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით" დავდე ზევით, კარგი წიგნია.

ესეც მოთხროები, რაც ვნახე ქართულად:

http://ru.scribd.com/doc/19853425/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98

http://lib.ge/books.php?author=69

http://arilimag.ge/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99/

http://24saati.ge/index.php/category/opinion/2010-01-23/2907

Posted by: tikoroma Jan 26 2014, 05:06 PM

თენკს :დ

Posted by: vahtang Jun 11 2014, 10:30 PM

თუ ვისმეს გსურთ "სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით" რედაქტირებული ვერსია, შეგიძლიათ მისწეროთ მთარგმნელს მისამართზე janri.luiza@gmail.com და გამოგიგზავნიან.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)