ეშმაკ-ქაჯები, ავსულები |
ეშმაკ-ქაჯები, ავსულები |
Aug 13 2015, 07:05 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მთვარის კალენდრით იანვრის მესამე კვირას თუშები "კდინის კვირაეს" ეძახდნენ. ეს კვირა ეშმაკ-კუდიანთა არევის ჟამია. ღამღამობით დაძრწიან და დაეძებენ მსხვერპლს ადამიანთა შორის, რათა ვინმე ხელში ჩაიგდონ - ჭკუიდან შეშალონ ან ტყვედ წაიყვანონ.
თუშები სმაკ-ქაჯებს "ხიბალ-კუდიანებს" ეძახიან. ისინი თვალით უხილავი არსებები არიან, თავზე ჯორის ჩლიქის ფორმის "ჩაჩი" ახურავთ და ის ხდით უხილავად. როცა უნდათ მაშინ გადაიქცევიან ხილულ არსებებად და რა სახესაც უნდათ, იმას მიიღებენ. ადამიანებს ხშირად ლამაზი ქალის, მორთული პატარძლის ან დედაბრის სახით ეჩვენებიან. ხშირად კატის სახესაც იღებენ. მათ შეუძლიათ ადამიანის სახის მიღება, მაგრამ რატომღაც ფეხებს ვერაფერს უხერხებენ: ფეხის ტერფები მუდამ შებრუნებული აქვთ. ამიტომ თუ უადგილო ადგილას ვინმე შეგხვდება, სადაც კაცის შეხვედრას არ ელოდები, ფეხებში უნდა შეხედო, რომ გაარკვიო ადამიანია თუ ეშმაკი. ხიბალ-კუდიანები როცა ხილულ სახეს იღებენ მოკვდავთა თვისებები აქვთ: დარტყმული სტკივათ, იჭრებიან და კვდებიან კიდეც. ბუდობენ კლდოვან ადგილებში, მდინარის პირას, ჩანჩქერებსა და ქანჩახებში. ყველა სოფლის მიდამოებში აქვთ თავშეყრის ადგილები და იქ ხვდებიან ადამიანებს. ეშმაკი რომ შეგხვდება და ლაპარაკს დაგიწყებს, ხმა არ უნდა გასცე, თუ საუბარში აგიყოლია მისი ხარ, თან წაგიყვანს. მათ ორლესული იარაღისა ეშინიათ, მარცხენა ხელით უნდა მოუქნიო, თორემ მარვენათი მოქნეულს თვითონვე მოირტყამ. თუ ხმას ამოიღებ, სალოცავებს უნდა უხმო და შეშინდებიან. ეშმაკებს თავისი მეთაურიც ჰყავთ "დორაისხეველი", რომელსაც უსიტყვოდ ემორჩილებიან. დორაისხეველს შუბლზე ერთი თვალი უზის, რომ მოდის, მთელ ხეობას მოანათებს. გიორგი ცოცანიძე "გიორგობიდან გიორგობამდე" -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th June 2024 - 07:26 AM |