IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ემოციური ინტელექტი, (Emotional intelligence (EI)
narilla
post Jun 1 2015, 10:44 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი ყველას!

მინდა ფორუმზე იყოს ეს თემა, როგორც საინტერესო თეორია და რაც მთავარია, პრაქტიკული დანიშნულების მოსაზრება. პრაქტიკულობას კი ის განაპირობებს, რომ ვინც ემოციური ინტელექტის თეორიას იზიარებს და ხედავს მასში რაღაც რეალურს და რაციონალურს, ცდილობს შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობასა და პიროვნული უნარების გაუმჯობესებას. შედეგად კი ადამიანმა შეიძლება გაზარდოს თავისი ემოციური ინტელექტი, როგორც მაგალითად IQ ანუ პერსონალური ინტელექტია მნიშვნელოვანი, ასევე დიდი დატვირთვა აქვს ემოციურ ინტელექტსაც. ხოლო რაც უფრო მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს ადამიანს, მით უფრო რეალიზდება ის გარშემომყოფთა შორის, მათ შორის პროფესიულ სფეროში.






ემოციური ინტელექტი (Emotional intelligence (EI) არის უნარი გაანალიზო როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ემოციები, გამიჯნო ერთმანეთისაგან სხვადასხვა შეგრძნება, დააფიქსირო მათი წარმომშობი მიზეზები და გამოიყენო ემოციური ინფორმაცია საკუთარი ფიქრისა და ქცევისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად. ამდენად, ემოციური ინტელექტი ერთგვარად გულისხმობს ემოციათა გაცნობიერებას მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით.

ცნობილია ემოციური ინტელექტის თეორიის განვითარების სამი მოდელი, რომლებიც ერთმანეთს ქრონოლოგიურად მოსდევენ და წინამორბედი მომდევნოს განაპირობებს:
  1. უნარ-ჩვევების მოდელი (ability model), რომელიც განავითარეს პეტერ სალოვიმ და ჯონ მეიერმა (Peter Salovey and John Mayer); მათი თეორიის თანახმად აქცენტი კეთდება იმ ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებზე, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი წარმართავს თავის ემოციურ ინფორმაციას და იყენებს მათ სოციალური გარემოს ნავიგაციის, ანუ მართვის მიზნით[1];
  2. ხასიათის/შტრიხის მოდელი (trait model)[2], რომელიც განავითარა კონსტანტინე ვასილი პეტრიდმა;
  3. შერეული მოდელი (mixed model), რომელიც აერთიანებს წინა ორივე მოდელს: უნარ-ჩვევებისა და ხასიათის/შტრიხის მოდელებს. ემოციური ინტელექტის ეს მოდელი გულისხმობს უნარებისა და ხასიათის ისეთ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ლიდერობისთვის, დანიელ გოლმანის (Daniel Goleman)[3] მიხედვით.
  4. გარდნერის მრავლობითი ინტელექტი და ემოციური ინტელექტი
1983 წელს ჰოვარდ გარდნერმა თავის წიგნში „მეხსიერების აგებულება: მრავალმხრივი ინტელექტის თეორია“[4] (Frames of Mind: The Theory of Multiple Intelligences), განავითარა იდეა, რომ ინტელექტის ტრადიციული ტიპი IQ განწირულია მარცხისთვის, რადგან ის ვერ ხსნის ადამიანის ძირითად კოგნიტიურ ანუ შემეცნებით და სააზროვნო უნარებს, მათ შორის ემოციურ უნარებს. ავტორმა შემოიტანა ე.წ. მრავალმხრივი ინტელექტების (Multiple Intelligences) ცნება. მან რვა სახის ინტელექტი გამოყო: ლინგვისტური, მუსიკალური, ლოგიკური, მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ-კინესტეთიკური, ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური. გარდნერის თანახმად, სხვადასხვა კულტურასა თუ საზოგადოებაში სხვადასხვა ინტელექტის სახეა აქტუალური და დაფასებული იმის მიხედვით თუ რა ღირებულებებს ანიჭებენ უპირატესობას. გარდნერის ინტერპერსონალური და ინტრაპერსონალური ინტელექტის ცნებას უკავშირდება ემოციური ინტელექტის ცნება (EI), რომელიც ოთხ ძირითად კომპონენტს აერთიანებს[5]:

ემოციის ზუსტად და შესატყვისად აღქმის, შეფასების და გამოხატვის უნარი;
აზროვნებისას ემოციების გამოყენების უნარი;
ემოციების გაგების, ანალიზის, ემოციური ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი;
საკუთარი ემოციების რეგულირების უნარი.
IQ__EQემოციური ინტელექტის გაზომვებმა აჩვენა, რომ EI არ არის კორელაციაში IQ-სთან მიმართებით, ემოციური ინტელექტი გარემოს გავლენას განიცდის და ზრდასრულებთან უფრო განვითარებულია, გარდა ამისა, ქალებს ემოციების აღქმაში გაცილებით დიდი უპირატესობა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.




გოლმანის თეორია ემოციური ინტელექტის შესახებ[6]

ამერიკელმა ფსიქოლოგმა დანიელ გოლმანმა (Goleman, 1946-) ჩამოაყალიბა ემოციური ინტელექტის თეორია, რომელიც არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი, პერსონალური ინტელექტისა. განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები:
  1. თვითშეგნება/თვითშემეცნება – ემოციის ზუსტად და შესატყვისად აღქმის, შეფასების და გამოხატვის უნარი; თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში;
  2. თვით-რეგულაცია – აზროვნებისას ემოციების რეგულირებისა და გამოყენების უნარი; თვითრეგულაცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების მართვის უნარს, რაც მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუების და მარცხის გადატანას.
  3. სოციალური უნარები – ემოციების გაგების, ანალიზის, ემოციური ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი; სოციალური უნარ-ჩვევები, თავის მხრივ, მოიცავს:
    ურთიერთობის წარმართვისა და სოციალური სიტუაციების ზუსტი აღქმის უნარს;
    ურთიერთობის დროს ზომიერების დაცვას;
    სხვების ადვილად დაყოლიების, ლიდერობის, მოლაპარაკებებისა და დისკუსიების წარმართვის უნარს;
    ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე პრობლემების გადაჭრის უნარს.
  4. ემპათია – გაანალიზო სხვა ადამიანების ემოციები განსაკუთრებით მაშინ, როცა იღებ რაიმე გადაწყვეტილებას; ემპათია ანუ თანაგანცდა ნიშნავს სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარს. ამ ემოციურ უნარს სხვანაირად „ადამიანური ურთიერთობის“ უნარსაც უწოდებენ. ეს არის სხვა ადამიანების თანაგრძნობასა და ემოციების გაგებაზე დამყარებული ურთიერთობის უნარი, რომელიც მჟღავნდება სხვების მიმართ კეთილგანწყობასა და სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ემოციური კომუნიკაციის 90% არავერბალურია. სხვა ემოციური უნარების მსგავსად, ემპათია არის შინაგანი თვისება, რომელიც ყალიბდება გამოცდილებით. ჩვილი ბავშვები 3 წლის ასაკში განიცდიან ემპათიას, როცა ისინი გამოხატავენ წუხილს სხვა ბავშვის ტირილზე. უფრო პატარა ასაკშიც კი ბავშვები იმიტაციის საშუალებით სწავლობენ რეაქციის გამოხატვას სხვა ადამიანის მწუხარებაზე. თუმცა ამ უნარის განვითარებისთვის საჭიროა უფროსებმა შეამჩნიონ და ხელი შეუწყონ მათი ემოციების განმტკიცებას.
  5. მოტივაცია – მიზანსწრაფულობა, სურვილი მიაღწიო მიზანს და წარმატებას. მოტივაცია გულისხმობს მიზნის მისაღწევად ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარს.
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:


[1] Salovey, Peter; Mayer, John; Caruso, David, “Emotional Intelligence: Theory, Findings, and Implications”, Psychological Inquiry: 197–215, 2004.

[2] Petrides, Konstantin; Furnham, Adrian, “Trait Emotional Intelligence: Psychometric Investigation with Reference to Established Trait Taxonomies”, European Journal of Personality: 425–448, 2001.

[3] Goleman, Daniel, What Makes a Leader?, Harvard Business Review, 1998.

[4] Gardner, H.. Frames of mind. New York: Basic Books, 1983.

[5] Smith, M. K., “Howard Gardner and multiple intelligences”, The Encyclopedia of Informal Education, 2002, downloaded from http://www.infed.org/thinkers/gardner.htm on October 31, 2005.

[6] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=...d=6&t=16524


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 1 2015, 11:29 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა. არ ვიცოდი ამ თეორიის შესახებ rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jun 1 2015, 11:34 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ano @ Jun 1 2015, 11:29 PM) *
საინტერესოა. არ ვიცოდი ამ თეორიის შესახებ rolleyes.gif


კი საინტერესო და პრაქტიკული. დაინტერესების შემთხვევაში ინტერნეტში ბევრი მასალა არის, ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ნაკლებად, თუმცა ინგლისურად ბევრია, მათ შორის ვიდეოებიც.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 2 2015, 12:22 AM
Post #4


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც პირველად გავიგე ამ ფენომენის შესახებბბ

ადამიანს მაინც ვერავინ შეისწავლის და შეიმეცნებს ვერასოდეს... ვერანაირი ფსიქოლოგიით და ვერანაირი სამადჰით

ყველაფერი მუდმივად ახლდება
და ყველაფერი წარსულში რჩება
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jun 2 2015, 02:12 AM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გურჯიევს აქვს ეს კარგად განმარტებული


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 2 2015, 09:13 AM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla
Lashapoli

დადეთ აბა ვიდეომასალა ვის რა როგორ აქვს განმარტებული smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jun 2 2015, 09:47 AM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.youtube.com/watch?v=Y7m9eNoB3NU

ეს არის თვითონ იმის ვიდეო-ლექცია, რომელმაც შემოიტანა ეს ფენომენი და ტერმინის სახით უწოდა "ემოციური ინტელექტი". ეს არის დანიელ გოლმანის ვიდეო-ლექცია.

მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ ადამიანის ყოფიერება, მისი ყოველდღიურობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პიროვნული ინტელექტი, ანუ IQ, როგორც მას უწოდებენ (intelligence quotient (IQ).
intelligence quotient (IQ)-გან განსხვავებული ფენომენია ემოციური ინტელექტი (Emotional intelligence (EI), რომელიც ასევე მნიშვნელოვანი რამ აღმოჩნდა ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ბევრ რამეს განაპირობებს: ურთიერთობებს, საკუთარი თავის გაგებას, თვითშემეცნებას, თვითშეგნებას, როოგრ გრძნობ და აღიქვამ თავს და როგორ მართავს საკუთარ თავს გარესამყაროსთან მიმართებით.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jun 2 2015, 09:56 AM
Post #8


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sაინტერესო ისაა, რომ ემოციური ინტელექტის თეორია მხოლოდ ფსიქოლოგია არ არის და ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების ფარგლებში არ ჯდება, ჩემი, როგორც ეზოთერიკასთან შეხების მქონე ადამიანისთვის, ამ თეორიაში ბევრ რამეს ვხედავ არამეცნიერულსა და ეზოთერიკულს. აქ ერთგვარად ინტეგრირებულია ეზოთერიკა, Lashapol ტყუილად ნამდვილად არ დაგინახავს გურჯიევის სწავლებასთან გარკვეული საერთო შტრიხები. მაგრამ საკითხავია რამდენად დამოუკიდებლად და ეზოთერიკის გვერდის ავლით მივიდა ამ თეორიის შემქმდელი თავის მოსაზრებამდე, მე ვფიქრობ, რომ გვერდს ვეერ აუქვეცდა ეზოთერიკას, რადგან ისეთი საკითხია ემოციური ინტელექტი, რომ თავისთავად გულისხმობს მას. smile.gif

პარადოქსი ისაა, რომ რაც უფრო მეტს ვეცნობი ეზოთერიკულ სწავლებეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მეცნიერულ, ან რასაც დღევანდელი მეცნიერების განვითარების გადმოსახედიდან მეცნიერებას ვეძახით, შეიძლება დაიჭირო მათ შორის გადაკვეთის წერტილები. მაგრამ ეზოტერიკა მეცნიერებისთვის ერთგვარი დამხმარე ინსტრუმენტის როლში გამოდის, რადგან მას ვერ ავცდებით თუ გვინდა რაიმე სიღრმისეულს და მეტაფიზიკურს მივაგნოთ მეცნიერებაში, მაშინ მეცნიერება ყოველთვის მეტაფიზიკაში და ამასთანავე ეზოთერიკაში გადადის, ნელ-ნელა, გრადაციით. ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩემთვის არის ე.წ. "SPIRIT SCIENCE" ახალი ჯერ არაღიარებული მეცნიერების მიერ, მიმდინარეობა, რომელიც თუ არ ვცდები, კანადაში წარმოიშვა.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jun 2 2015, 10:05 AM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ორი ვიდეო ლექცია ეკუთვნის დანიელ გოლმანს, ემოციური ინტელექტის თეორიის ავტორს.


https://www.youtube.com/watch?v=ZsdqBC1tHTA

https://www.youtube.com/watch?v=7uQs1NxluKE


აქ კი არის დანიელ გოლმანის აუდიო-წიგნის სრული ჩანაწერი:

https://www.youtube.com/watch?v=GBs8b11WRi0

smile.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 2 2015, 03:18 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საკუთარ ემოციებზე დაკვირვებაზე ამ ფორუმზე დიდი ხანია საუბრებია. ემოციური ინტექლქტი ემოციური სხეულის ფლობას ნიშნავს ვგონებ, თუ შენივე ემოციებს იცნობ, ყველა შენი გამოცდილი ემოცია განაალიზებული გაქვს, რომელი ემოცია საიდან შეიქმნა სხვაში ამოცნობაც გაიგიდვილდება. საკუთარი თავის დამკვირვებლის გამომუშავება რომელიც არაფერს განიცდის და არც აფასებს და რეაქცია არაფერზე აქვს ამ ინტელექტის ასამაღლებლად პირველი ნაბიჯია.. ამას მსახიობები ყველაზე კარგად ფლობენ მგონია რადგან საკუთარ თავში ჩაღრმავება და როლისთვის სხვა ემოციის მაღლა ამოტანა უწევთ ხშირად და უფრო მეტადაც აკვირდებიან თავის თავს.

მოკლედ გავიგე რაცაა ემოციური ინტელექტი, ჩვენ როგორ შეგვიძლია ეს თემა განვავრცოთ და გამოვიყენოთ პრაქტიკულად სასარგებლოდ?


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 2 2015, 04:06 PM
Post #11


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გურჯიევი ადამიანს ახასიათებს როგორც რთულ მექანიზმს, სხვადასხვა ცენტრებით
ერთერთი არის ემოციები ან გრძნობები,
და სხადასხვა ცენტრები სხვადასხვა ხანგრძლივობით მუშაობს ანუ დროის მონაკვეთში,
აქ მგონი სხვა კუთხითაა ცოტა განხილული, აქცენტი ემოციურ ინტელექტზეა,
თუ სწორად გავიგე EQ შეუცნობელია ანუ აიზბერგის უხილავი ნაწილი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:42 PM