Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ ჩართვა რეიკის ენერგიის ქსელში (უფასოდ)

Posted by: violetflame Apr 18 2013, 11:54 PM

ვისაც გსურთ რეკის სამკურნალო ენერგიის ქსელში ჩართვა (ქართულად ვეღარ მოვიფიქრე უკეთესაD როგორ ვთქვა - ინგლისურად ქვია Reiki Attunement), ნახეთ ვიდეო ქვემოთ და ასევე, ვებგვერდი (სამწუხაროდ, ინგლისურადაა, როცა დრო მექნება იქნებ მეც გავაკეთო ასეთი რამ ქართულად ან ვინმემ სცადოთ ასევე):

http://www.youtube.com/watch?v=JloN7mh_kXg

http://freereikiattunements.com/ უფასოდ

Posted by: jarmen Apr 23 2013, 11:34 PM

ნამდვილია თუ ტრუხაა? ვინმემ დატესტეთ და დაწერეთ რა!

Posted by: violetflame Apr 24 2013, 01:11 AM

თქვენ როგორც გწამთ ისეა თქვენთვის smile.gif

Posted by: jarmen Apr 24 2013, 12:05 PM

mianc ver gavige ra unda gavaketo am saitebze da iqneb amixsna? iniciacia onlinetia?

Posted by: matashi Apr 24 2013, 06:59 PM

დიდი პატიმისცემის მიუხედავად ძალიან მეეჟვება რომ ერთი ვიდეოს ნახვით ვინმემ ინიციაცია გაიაროს ან თვითონ ადამიანმა მასტერის გარეშე ნუ რათქმაუნდა 20 წელს უსუივით თუ მედიტაციებში არ გაატარებს აი რა შეეხება მანძლზე ინიციაციას (რეიკი ნა რასტაიანიი) ეგ კიდევ სხვაა მაგრამ ამაშიც ფრთხილად უნდა ვიყოთ თან როცა უფასოდაა ეს ყოველი რა იცი რა ხდება... ეგებ სულ არაა რეიკი?! რავიცი ჩემი აზრით მაინც სჯობს იცნობდე მასტერს და ისე მოგცეს ინიციაცია ვიდრე... ნუ მიხვდით IMHO

Posted by: violetflame Apr 24 2013, 09:35 PM

როცა რამეში ეჭვი გეპარებათ არ უნდა გააკეთოთ - ის ინფორმაცია იმისთვისაა ვინც მზად არის ამისთვის. სამწუხაროდ, კარგი იქნებოდა ქართულად რომ იყოს. უფასო ცუდი არ არის - გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, არიან ამ ქვეყანაზე ადამიანები ვინც სუფთა გულით ემსახურებიან ღმერთს და კაცობრიობას, მაგრამ ისეთ ბინძურ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ამის დაჯერება ყველას გვიჭირს (იმდენი სისატიკე და სიბინძურეა ჩვენს გარშემო). რეიკი არც საშიშია და არც ასეთი სერიოზული რამე არაა. ის არის ყვეალსთვის ხელმისაწვდომი ვინც ამისთვის მზადაა და ვისაც ამის სურვილი აქვს. ეს არის უბრალოდ სამკურნალო ენერგიის უნივერსალური წყარო - ბევრი ადამიანი თავისით შედის ამ ენერგიის ნაკადში, ზოგს მასწავლებელი სწირდება, რომ უფრო მეტად თავდაჯერებული იყოს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, არჩევანი თქვენზეა - არავინ არავის არაფერს არ აძალებს smile.gif

Posted by: violetflame Apr 24 2013, 09:36 PM

იინგლისურ ენაში არის ასეთი გამოთქმა - 'აიღე ის რაც მოგწონს და დანარჩენი დატოვე' - ასე, რომ მხოლოდ აიღეთ ის რაც თქვენთვის მისაღებია smile.gif

Posted by: matashi Apr 24 2013, 10:55 PM

მე რეიკის საწინააღმდეგო კიარაფერი მაქვს პირიქით ეტყობა ვერ გამიგეთ უბრალოდ არც ის მავიწყდება რომ დარჩნენ კიდევ ხალხი ვინ სიკეთეს ატარებს თავისში მაგრამ ეს ნამდვილად ეს კეთილი ადამიანები არიან ვისზეც თქვენ გვითითებთ მე ეს ვთქვი

Posted by: violetflame Apr 24 2013, 11:03 PM

კი გასაგებია, მატაში - მე პირადად არ ვიცნობ ამ ადმაინს, მაგრამ ვენდე ჩემს ინტუიციას, რომელმაც მიკარნახა, რომ საშიში არ არის - და თანაც, მთავრი ჩვენ რა განზრახვა გვაქვს რამეს რომ ვაკეთებთ - თუკი მოვუხმობთ თეთრ ძალებს და ქრისტეს, ბნელი ძალები ვერ მოვლენ - ასე, რომ ვისაც და რასაც მიმართავთ და გაუხსნით კარს ის შემოვა - მთავარი განზრახვა და იმის დაფიქსირებაა რისი სურვილიც გაქვთ - მე, მაგალითად მოვუხმობდი ქრისტეს ენერგიებს ინიციაციის წინ და მე ვისიც მწამს იმას ვთხოვდი მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ღვთაებრივმა ენერგიებმა შემოაღწიონ ამ ინიციაციის დროს ჩემში (მე უფრო ენერგიის ქსელში ჩარტVა ვეძახი ამას, რადგან, ჩემის აზრით ინიციაცია უფრო სხვა რამეა და სხვა პროცესია). ამ შემთხვევაში მე დავაფიქსირებდი ჩემს სურვილს და განზრახვას და სამყაროც და ენერგიებიც ამის მიხედვით მოიქცეოდნენ....

Posted by: jarmen May 2 2013, 06:00 PM

QUOTE(violetflame @ Apr 24 2013, 09:36 PM) *
იინგლისურ ენაში არის ასეთი გამოთქმა - 'აიღე ის რაც მოგწონს და დანარჩენი დატოვე' - ასე, რომ მხოლოდ აიღეთ ის რაც თქვენთვის მისაღებია smile.gif


თქვენ გიტოვებთ რა ამ პოსტშია ყველაფერს. მადლობა შემოთავაზებისთვის...

Posted by: violetflame May 2 2013, 06:50 PM

"თქვენ გიტოვებთ რა ამ პოსტშია ყველაფერს. მადლობა შემოთავაზებისთვის..."

აი ასეთი კომენტარების დაწერას რა აზრი აქვს დღემდე ვერ ვხვდები - არ მოგწონთ და ნუ წაიკითხავთ, რატომ აცდენთ ან დროს ან სივრცეს ან რატომ იწუხებთ თავს?

სულ შიში, სულ ეჭვი, სულ კრიტიკა - და მერე გვიკვირს რატომ არის ხალხი ასეთ დღეში საქართველოში? ესენი ყველაზე დაბალ სიხშირეზე მყოფი ემოციური განცდები ანუ ენერგიებიაა...............................................
........

მაინტერესებს, ამ ფორუმზე მყოფი ხალხი თუ რამეს აკეთებს კონსტრუქციულს და დადებითს სულიერების დარგში გარდა აქ წერა-კითხვისა... სერიოზულად smile.gif

Posted by: td......... May 2 2013, 07:23 PM

violetflame
კი ჩემო კარგო, ბევრია და რაც გასახარია, ახალგაზრდები ცდილობენ, როგორც შეუძლიათ. smile.gif ეძებენ, პოულობენ, ისევ ეძებენ... რაც მთAვარია აქვთ შედეგები, უბრალოდ აქ არ იწერება და ეს ლოგიკურიცაა. არის ისეთი ინტიმური საკითხები რაზეც ფორუმზე წერა არ იქნებოდა სწორი. აქაური ფორმატი უფრო ინფორმაციის გასაცვლელადაა. დამიჯერე არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე. დღEს F.B ზე ცხოველებთან დაკავშირებით კომენტარი დაგიწერე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ძალიან მტკივა და მწყდება გული, რომ ის ვინც რეალურად რაღაცას უნდა აკეთებდეს გააფთრებული ანგრევს ამ საქმეს. რას იზამ, ასეა მატერიალური სამყარო მოწყობილი...არის საგნები, რომელიც რაც არ უნდა გააკეთო მაინც ზედაპირზე ტივტივებს და სხვასაც წამლავს...ბოდიში ამ გადახვევისთვის, ქი არ მინდოდა დაწერა, უარესი აგრესია წამოვიდოდა და ამიტომ აქ გწერ.smile.gif

Posted by: violetflame May 2 2013, 10:10 PM

td......... - რომელ კომენტარს გულისხმობ? ცალკე მოგწერა ვინმემ აგრესიული მესიჯი? მაგათ ყველას მოევლებათ როგორც საჭიროა....

Posted by: td......... May 2 2013, 10:48 PM

violetflame
არაფერია რაც არ გაცხადდება. როდესმე აეხდება ფარდა , აბა რა..smile.gif

Posted by: gio.geoo May 3 2013, 03:25 AM

QUOTE(jarmen @ Apr 23 2013, 11:34 PM) *
ნამდვილია თუ ტრუხაა? ვინმემ დატესტეთ და დაწერეთ რა!


ეს ისე ხო მინდორზე გაიქეცით ვინმემ თუ დანაღმულია გვერდს ავუვლიო ხო?

Posted by: matashi May 3 2013, 03:13 PM

ადამიანმა თავისი აზრი გამოთქვა და რაიყო გამოთქვით თქვენი აზრი ნორმალურად smile.gifvioletflame

QUOTE(violetflame @ 2nd May 2013 - 07:50 PM) *
სულ შიში, სულ ეჭვი, სულ კრიტიკა - და მერე გვიკვირს რატომ არის ხალხი ასეთ დღეში საქართველოში? ესენი ყველაზე დაბალ სიხშირეზე მყოფი ემოციური განცდები ანუ ენერგიებიაა...............................................

თქვენც კარგად იცით რა ხება ამ ქვეყანაზე და არამგონია რომ ცუდი იყოს თუ ადამიანი თავს იცავს აქ ხომ არავის არაქვს პრეტენზია რეიკიზე,პირიქით აქ იმას ამბობენ რომ საეჭვოე აი ეგრე დისტანციაზე უცნობისგან და ნამუსზე აგდებაც არაა სწორი იმჰოsmile.gif

Posted by: gio.geoo May 4 2013, 02:41 AM

არაფერი საეჭვო არაა. არ გინდა არ მიიღებ მარტივია ზოგადად, მაგრამ თანხა რო ყოფილიყო გადასახდელი, ვფიქრობ ბევრს გაუქრებოდა ეჭვი ))
ეს ნამუსზე აგდება არაა ადამიანმა ნახა და შესთავაზა დაინტერესებულ ხალხს. მაგრამ რახან მზა მზარეული უნდათ რა გაეწყობა wink.gif თუ ეჭვი აქვს ვინმეს და თან ინიციაციაც უნდა, მაშინ მასტერი იპოვოს. ზოგი კი იტყვის სად ვიპოვითო არავინ არააო, მაგრამ როცა დამჭირდა მარტივად ვიპოვე უბრალოდ მონდომებაა საჭირო. smile.gif

Posted by: matashi May 4 2013, 04:06 AM

gio.geoo
ჩემთვის საეჭვოა მე შემეშინდებოდა რომ რამე ნიტო არიყოსთქოsmile.gif

QUOTE(gio.geoo @ 4th May 2013 - 03:41 AM) *
. ზოგი კი იტყვის სად ვიპოვითო არავინ არააო, მაგრამ როცა დამჭირდა მარტივად ვიპოვე უბრალოდ მონდომებაა საჭირო.

აჰაbiggrin.gif

Posted by: gio.geoo May 4 2013, 05:03 AM

გასაგებია, რომ გეშინია და ეჭვი გაქვს, მაგრამ ადამიანმა იპოვა უბრალოდ და შემოგთავაზა ხო? ხო არ გეუბნება გინდა თუ არა მიიღეო. ეს იმას არ ნიშნავს რო სხვა უნდა შეწირო იმის გადასამოწმებლად მუშაობს თუ არა

და კიდევ ერთხელ დავწერ თუ ეჭვი გეპარებათ რამე არ დაგემართოთ და ნდობის საკითხია, მაშინ იპოვეთ მასტერი. საქართველოშიც არიან რამოდენიმეს ვინობ და კიდევ მსმენია რამოდენიმეზე ასე რომ ეს მიზეზი არ იყოს, რო მასტერები არარიან და რა ქნათ. wink.gif

Posted by: td......... May 4 2013, 09:25 AM

gio.geoo
შენ მასტერობად გახდომას ველოდები გიო!

Posted by: violetflame May 4 2013, 03:55 PM

მე ვაპირებ საქართველოში მალე ჩამოსვლას და იმედია შევძლებ მე თვითონ ხალხის ჩართვას რეიკის ენერგიის ქსელში - ამას ქვია 'attunement' და არა ინიციაცია - ინიციაცია სხვა რამეა
ეს მასალა რაც დავდე ჯერ მე გავსინჯე (ცნობისათვის) და დღემდე ცოცხალი ვარ და კარგად smile.gif ასე, რომ გინი პიგების საძებნელად ნამდვილად არ დამიდევს - გახსოვდეთ: რაც არ უნდა გააკეთოთ განზრახვა ყველაზე მთავარია - რისთვის, რა მიზნით აკეთებთ ამას - ენერგიაც შესაბამისად წავა იქითკენ. ასე, მაგალითად - ადამიანი შეიძლება ეკლესიაში შევიდეს და ხათის წინ სანთელი დაანთოს და ღმერთს სხვისი უბედურება შესთხოვოს ... ანალიზი თქვენთვის დამითმია...

Posted by: tikoroma May 4 2013, 04:14 PM

violetflame

ციტატა(violetflame @ 18th April 2013 - 11:54 PM) *
ვისაც გსურთ რეკის სამკურნალო ენერგიის ქსელში ჩართვ

რომ ჩაერთვები როგორ უნდა გამოიყენო?
ვინც იცის რა არის რეიკი და როგორ გამოიენოს, ისიც ეცოდენიბეა სად ჩაერთოს და როგორ.
დანარჩენებს აგვიხსენით ცოტა უფრო დეტალებით.
ძალიან ზოგადი ინფომაცია მაქვს რეიკიზე

Posted by: violetflame May 4 2013, 04:18 PM

აი, ცოტა ინფორმაცია ქართულად რეიკიზე (ეს არ არის რაღაც მაგიური და გასაიდუმლოებული- ეს არის ენერგია რომელზეც ყველას მიწვდება ხელი) - როცა ჩაერთვებით უნდა პრაქტიკა დაიწყოთ თქვენს თავზე, ახლობლებზე, ცხოველებზე სუფთა განზრახვით:

https://www.facebook.com/pages/reikige/297228573738366

Posted by: tikoroma May 4 2013, 04:20 PM

violetflame

ციტატა(violetflame @ 4th May 2013 - 04:18 PM) *
როცა ჩაერთვებით უნდა პრაქტიკა დაიწყოთ თქვენს თავზე, ახლობლებზე, ცხოველებზე სუფთა განზრახვით:

ანუ მკურნალობა უნდა დაიწყო?

Posted by: violetflame May 4 2013, 05:17 PM

რეიკი არ არის ტრადიციული მკურნალობის ხერხი და ადმაინი, რომელსაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს აუცილებლად ექიმთან უნდა მივიდეს. რეილი არის ალტერნატიული საშუალება და ხელს უწყობს ადამიანს/ცხოველს რეაბილიტაციაში და ენერგიების გასუფთავებასა და დაბალანსებაში. მაგალითად, 2 კვირის წინ ჩემს ფისოს ასტკივდა თვალი - ვეღარ ახელდა. დავიწყე რეიკით მასზე მკურნალობა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ენერგეტიკულ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა მარტო - ის იყო ფიზიოლუგიური პრობემა (ეს დავინახე მისი ენერგოსხეულის სკანირების დროს) და წავიყვანე ვეტექიმთან. მართლაც, აღმოჩნდა რომ ჰქონდა თვალის წყლული და სწირდებოდა სპეციალური მალამო. რეიკი არის კომლიმენტარული მკურნალობის საშუალება, მაგრამ რადგანაც ჩვენ გცაქვს ფიზიკური სხეულიც, საჭიროა სხვა მკურნალობის საშუალებებიც რიგ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე, ადამიანის ბედზე, კარმაზე და ასე შემდეგ. სამყარო მრავალფეროვანია და ასევე არის მკურნალობების საშუალებებიც. უნივერსალური აბი არ არსებობს, რომელიც ყოველგვარ პრობლემას გადაჭრის და ყველა დაავადებას განკურნავს.

Posted by: tikoroma May 4 2013, 05:39 PM

მესმის რომ ალტერნატიულია მაგრამ პრაქტიკა რომ დაიწყო რაღაც ხომ უნდა იცოდე, მხოლოდ ხელის დადება ხომ არაა.
ეგრე ენერგო ბურთით მკურნალობაც შეიძლება, მაგრამ როგორ მზადდება ენერგობურთი ხომ უნდა იცოდე?

Posted by: violetflame May 4 2013, 05:43 PM

უნდა იცოდე და მაისტVის საჭიროა მასწავლებელი ან შესაბამისი წიგნების კითხვა smile.gif

Posted by: tikoroma May 4 2013, 05:54 PM

მეც მაგის თქმას ვცდილობდი biggrin.gif

Posted by: violetflame May 4 2013, 08:46 PM

როდესაც რეიკის ენერგიით მკურნალობთ საკუთარ თავს ან სხვას, პირველი რიგში უნდა აქტივიზირება გაუკეთოთ თქვენს კავშირს ამ ენერგიის წყაროსთან. შემდეგ, 2 ვარიანტია, ან თქვენი ორგანიზმი გაომიყენოთ ამ ენერგიის გამტარად და ასე იმუშაოთ ან ის პიროვნება/ცხოველი რომელსაც მკურნალობთ პირდაპირ შეართოთ რეიკის ენერგიის წყაროსთან და როგორც მესამე მხარემ მიმარტულება მისცეთ სად და როგორ უნდა გაედინოს ეს ენერგია ან თვითონ ადამიანის ორგანიზმს მისცეთ საშუალება ისე გადაანაწილოს ეს ენერგია როგორც მას სჭირდება (ამისთვის ადამიანის ზესულს/ქვეცნობიერებას უნდა სთხოვოთ დახმარება)....

Posted by: violetflame May 4 2013, 08:49 PM

მე მეორე ვარიანტს ვამჯობინებ - ვცდილობ ჩემი ორგანიზმი გამტარად არ გამოვიყენო და ადამიანი/ცხოველი სამკურნალო ენერგიის პირვეწყაროსთან პირდაპირ დავაკავშირო - ეს ყველაფერი მათი ნებართვით უნდა მოხდეს აუცილებლად სხვა შემთხვევაში მოხდება სამყაროს კანონის დარYვევა თავისუფალ ნებასთან დაკავშირებიტ, რაც მძიმე კარმას შექმნის

Posted by: tikoroma Jun 7 2013, 08:56 PM

violetflame

ციტატა
ვისაც გსურთ რეკის სამკურნალო ენერგიის ქსელში ჩართვა (ქართულად ვეღარ მოვიფიქრე უკეთესაD როგორ ვთქვა - ინგლისურად ქვია Reiki Attunement), ნახეთ ვიდეო ქვემოთ და ასევე, ვებგვერდი (სამწუხაროდ, ინგლისურადაა, როცა დრო მექნება იქნებ მეც გავაკეთო ასეთი რამ ქართულად ან ვინმემ სცადოთ ასევე):

Free Reiki Attunement Video

Reiki Attunements website უფასოდ
ციტატა
violetflame
ჩართვა ხდება მედიტაციითა და განწმენდით. რეიკის ოსტატი რეიკის სიმბოლოების საშუალებით ააქტიურებს ამ ენერგიის მიმღებ არხებს სტუდენტში და ასე რთავს რეიკის ენერგიის ქსელში მას.


ორივე თქვენი პოსტია, მედიტაციის და განწმენდის გაეშე აპირებდით ჩვენს ჩართვას რეიკის ქსელში? თან ინტერნეტით biggrin.gif

Posted by: violetflame Jun 7 2013, 09:12 PM

მე არ ვაპირებდი - დავდე ინფორმაცია და მასალა სადაც უფასოდ ჩაერთვებოდით - მე ვფიქრობ ჯერ სჯობს გულდასმით კითხვა ისწავლოთ და ციტირება კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნუ მოგყავთ - იმავე პოსტში წერია ('რეიკის კლუბი'):

"კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რომ რეიკის ინიციაცია არ ხდება - ეს არის უბრალოდ ენერგიის ქსელში ჩართვა, რომელიც ხდება რეიკის მასტერის მიერ (თუმცა, დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ხდება ადამიანების სულიერი გამოღვიძება, თავად ადამიანები ერთვებიან ამ ქსელში). ინიციაცია ნიშნავს ხელდასხმას და ცოტა სხვა რამეა."

ცოტა უცნაურია მასეთი გამოსვლები - რას ამტკიცებთ მაგითი ჩემთვის გაუგებარია - მე პირადად ვცდილობ რამდენადაც შემიძლია ხალხს დავეხმარო და თქვენ მე მგონი მხოლოდ კრიტიკით ხართ დაკავებული და თანაც არაკონსტრუქციული!

Posted by: violetflame Jun 7 2013, 09:14 PM

ძალიან ბევრი ადამიანი უფასოს არაფერს არ აფასებს და თანაც მაინცდამაინც რეიკის მასტერმა უნდათ რომ ჩართოთ და აქედან გამომდინარე რეიკის მასტერებზე ინფორმაცია მათთვის არის!

Posted by: MinD Jun 7 2013, 10:19 PM

violetflame

QUOTE
მაინცდამაინც რეიკის მასტერმა უნდათ რომ ჩართოთ

ძალიან კარგია რასაც აკეთებთ. მე ვემხრობი იმ აზრს, რომ ეს მასტერის გარეშეც შესაძლებელია. ადამიანის უშუალოდ კავშირი თვითონ აქვს უზენაესთან, უბრალოდ ჯერ უნდა გაიწმინდოს ნეგატიური ენერგიისგან. რავი, მე ასე ვიცი. ეს იგივეა, რომ მამაოსთან მიხვიდე და უფლება მოგცეს სამოთხეში შესასვლელად. რაში მჭირდება მამაოს დასტური? აგერ ვარ მე და აგერ არის ღმერთიც. მაგან კარგად იცის ვინ სად წაიყვანს და რა უქნას.

ის, რომ ადამიანები ვერ იგებენ ყველაფერს ისე, როგორც გვინდა, ეს ხომ არ არის საგანგაშო და ნერვების მოშაშლელი(თან ეგ არ ღირს არასოდროს, ჩემზე კარგად იცით smile.gif). მგონია, რომ აქედან პრაქტიკის მიცემა არ იქნება მიზანშეწონილი. როგორც მახსოვს, ყოყმანობდით ამ თემის გახსნასთან დაკავსიღებით.

მე ჩემს აზრს არ მოგახვევთ, უბრალოდ ვიტყვი, რომ კარგი იქნება ზოგადად იდოს ინფორმაცია რეიკის შესახებ. ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გაიგოს ადამიანმა რა არის რეიკი და როგორ ხდება ეს(თავისი შეგრძნებებით დაწყებული ყველაფრიანად).

ისე უნდა მოხდეს, რომ არავინ არ დაშავდეს.

საინტერესო ინფორმაცია იდება. ველოდები კიდე უფრო სიღმისეულს და კარგ სასრგებლო ინფორმაციას.

მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: violetflame Jun 7 2013, 10:35 PM

მე არა ვარ გაბრაზებული smile.gif

ინფორმაციით სავსეა ინტერნეტ სივრცე - ვინც ეძებს იპოვის - მთავარია ადამიანს სუფთა განზრახვა ქონდეს

მე ჩემს დროს ვუთმობ აქ ცოტ-ცოტა ინფორმაციის დადებაში იმდენად, რამდენადაც ვფიქრობდი რომ საქართველოში უფრო შეზღუდული იყო ასეთი ინფორმაციები, მაგრამ ჩვენთან უფრო მენტალიტეტის პრობლემაა მე მგონი ვიდრე ინფორმაციული ვაკუუმი - ასევე, ხალხი დაზაფრულია, დაშინებულია და ყველაფერს და ყველას ეჭვის თვალით უყურებს. არც არის გასაკვირი ამდენი საშინელების გამოვლის შემდეგ... ამიტომაც ვფიქრობდი რეიკსი მსგავსი თერაპიები შეეშველებოდა ადამაინებს თერაპიულ რეაბილიტაციაში - რაც უფრო მეტი დაეუფლება ამ მოდალობას მით უკეთესი ყველასთვის - თავის თავსაც დაეხმარებიან და ახლობლებსაც....და საბოლოო ჯამში, როდესაც ადამაინები მასიურად განიწმინდებიან, ქვეყნის საქმეც უკეთესად წავა... uraa.gif

Posted by: td......... Jun 8 2013, 09:56 AM

ეს ყველაფერი უდაოდ კარგია, ერთი რამე მაჩერებს, ჩვენ არ ვართ იმ საფეხურამდე მისულები, ანუ ჩვენი მენტალობა არაა იმდენად გასუფთავებული და იმდენ ნეგატივს ვატარებთ ჩვენ თავებში, რომ ვშიშობ ამან შეიძლება ცუდი შედეგები მოუტანოს სხვასაც და ჩვენც... ჯერ ალბათ საკუთარი თავის დახვეწა და გასუფთავებაა საჭირო.. ყველაზე კეთილი, დიდსულოვანი და კაცთმოყვარე ადამიანიც კი ხშირად სავსეა დაფარულინაგვით, ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებს ამას..

Posted by: ketevan Jun 8 2013, 10:03 AM

td.........
ყველაზე კეთილი, დიდსულოვანი და კაცთმოყვარე ადამიანიც კი ხშირად სავსეა დაფარულინაგვით, ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებს ამას..

არ არსებობს სისუფთავე, სადაც ნაგავი არ გროვდებოდეს.... ეს ბუნებრივი მოვლენაა

Posted by: ketevan Jun 8 2013, 10:14 AM

რეიკის მასტერები საქართველოში არ არიან.
ის გატყუებთ ვინც მაგას გპირდებათ...
-----------------------------------------
http://www.radikal.ru

Posted by: td......... Jun 8 2013, 10:18 AM

ketevan

ციტატა
არ არსებობს სისუფთავე, სადაც ნაგავი არ გროვდებოდეს..

ამ ოგიკით სუFთა ენერგიაც არ არსებობს და ნაგავს აგროვებს... ვერ დაგეთანხმები

Posted by: Plasmodium Jun 8 2013, 11:11 AM

არ არსებობს პრაქტიკა რომელიც იმას მოგცემს რასაც ეძებ.
არ არსებობს თეორია ოდესმე ... რომ არ გაუშვებ.
ერთხელაც, იმდენად დაგღლის ეს ყველაფერი, რომ უბრალოდ გაჩერდები.
გაჩერდები და მოგეშვება.
ამ დროს, სანამ ახალ წრეზე წახვალ, შეიძლება მიხვდე.

სოკრატე მიხვდა.

Posted by: violetflame Jun 8 2013, 03:47 PM

კი გეთანხმებით - საქართველოში ხალხი ასეთი რამეებისთვის მზად არ არის, თუნდაც იმის გამო რომ რეიკი რაღაც სასწაული გონიათ როდესაც დასავლეთში ეს უბრალოდ ერთ-ერთი თერაპიული მეთოდია smile.gif იმისთვის რომ რეიკის მასტერი ან ოსტატი იყო აბსოლუტურად არ არის აუცილებელი ანგელოზი იყო (აქ ყველა მასტერიც და მოსწავლეც სასწავლებლად არის!) - მეორეც, რეიკის მასტერი და მკურნალიც როდესაც სხვას სეანსებს უტარებენ (სუფთა განზრახვით!) თავის თავსაც ეხმარებიან ამით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ენერგიით მკურნალობისას უნდა გამოიყენო ენერგიის პირველწყარო და არა საკუთარი ენერგიები - ამ მხრივ, თუკი შენში რაიმე არ არის სწორედ კლიენტზე აღარ გადავა.... მთავარი სუფთა გული და ენერგიის გამოყენების სწორი ხერხია... ვინც იქნება მზად ის თავისით მიაგნებს ყველაფერს...ძალიან გთხოვთ თავი დაანებეთ რეიკის გამისტიფიცირებას - ეს არ არის ასე...დასავლეთში ძალიან ბევრი კლინიკაა სადაც ამ ენერგიებით ჩვეულებრივ თერაპიულ სეანსებს ატარებენ რეიკის ოსტატები და ხალხიც ამას ძალიან ჩვეულებრივად უდგება და ისიც ესმით, რომ რეიკის ოსტატი წმინდანი და ანგელოზი არ უნდა იყოს - ეს ყველა მოკვდავ ადამიანს შეუძლია ... მაგრამ საქართველოში ამას,როგორც ყველაფერს სხვა რაკურსით უყურებს ხალხი რითაც ართულებენ საკუთარ ცხოვრებასაც და სხვისასაც smile.gif

Posted by: violetflame Jun 8 2013, 03:52 PM

იმის ფიქრი, რომ რეიკის ოსტატი ან მკურნალი ანგელოზი და ღვთიური არსება უნდა იყოს აუცილებლად იგივეა, რომ მკურნალ ექიმზე იფიქრო, რომ მას იმ შემთხვევაში შეუძლია მკურნალობა თუკი თავად დაავადებული არასოდეს ყოფილა...აბსურდია, ალბათ დამეთანხმებით smile.gif პირიქით, ექიმი კიდევ უფრო დიდი თანაგრძნობითა და გამოცდილებით განკურნავს პაციენტს თუკი თავადაც გამოუცდია თუ რა შეგრძნებაა გქონდეს იგივე დაავადება და რა არის უმჯობესი მის განსაკურნებლად ....

Posted by: ketevan Jun 8 2013, 05:04 PM

td.........
არ არსებობს სისუფთავე, სადაც ნაგავი არ გროვდებოდეს..
ამ ოგიკით სუFთა ენერგიაც არ არსებობს და ნაგავს აგროვებს... ვერ დაგეთანხმები

მაშინ ასე ვიტყვი, რომ სიტყვა "სუფთა" არ იქნებოდა "ნაგავი" რომ არ არსებობდეს.smile.gif

Posted by: td......... Jun 8 2013, 05:17 PM

ketevan
გასაგებია, რასაც ამბობ, მე სხვა სისუფტავეზე გელაპარაკები... მაგრამ შენ ფილოსოფიური პასუხებით მელაპარაკბი, მე აქ არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ გარკვეული საკითხების გარკვევა მსურს და მაკვირვებს შენი ასეთი დამოკიდებულება... ცოტა დაძაბული ხარ თითქოს და თAვდაცვის პოზაში დგახარ.. ნამდვილად არ ვარ რეიკის მიმართ უარყოფითAდ განწყობილი, გამიგია ამ მეთოდის შესახებ , მაგრამ მსურს მეტი ვიცოდე, ეს ცუდია? ვიოლეთფლეიმი უფრო კონსტრუქციულად მსჯელობს აქ.. ეს ხომ ფორუმია? ნუ გაქვთ წინასწარ ასეთი აგრესია ხოლმე, ეს ხომ სხვა ქართული ფორუმებისგან განსხვავებული ადგილია, არც ჩAრჩ .ჯია და არც ფორუმ.ჯი... არავინ არაფერს არ გიმტკიცებთ , უბრალოდ კითხვებს ვსვამთ...

Posted by: Plasmodium Jun 9 2013, 06:23 AM

td.........

ის მომენტი მაშინ დგება როცა დაოსაც ყველა სხვა თეორიასავით უშვებ

რაც მთავარია ხელოვნურად არ გამოდის ეს ამბავი

Posted by: td......... Jun 9 2013, 10:27 AM

Plasmodium
10ქს

Posted by: ketevan Jun 9 2013, 12:14 PM

td.........
შენ ფილოსოფიური პასუხებით მელაპარაკბი, მე აქ არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ გარკვეული საკითხების გარკვევა მსურს და მაკვირვებს შენი ასეთი დამოკიდებულება... ცოტა დაძაბული ხარ თითქოს და თAვდაცვის პოზაში დგახარ.. ნამდვილად არ ვარ რეიკის მიმართ უარყოფითAდ განწყობილი, გამიგია ამ მეთოდის შესახებ , მაგრამ მსურს მეტი ვიცოდე, ეს ცუდია?
------------------
არანაირად არ მაქვს ცუდი განწყობაsmile.gif ისე, დაუძაბავად გიპასუხე, რაც მომივიდა თავში, გეფიცები...smile.gif

ისე, მართალი ხარ, ფილოსოფიურად კი გამომივიდა, მაგრამ ეს ხომ სინამდვილეც არის, რომ აბსოლუტური სისუფთავის შენარჩუნება ძალიან ძნელია და აქედან გამომდინარე ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ არ არსებობს სისუფთავე ნაგვის გარეშე... ნაგვის რაოდენობასაც გააჩნიაsmile.gif აქ ფილოსოფია სულაც არ არის საჭიროsmile.gif ისე მარტივია ყველაფერი...
და კიდევ ის, რომ რაც უფრო მეტი სისუფთავეა, მასზე უფრო ჩანს მცირე ნაგავიც კი...

-----------------------------------------
http://www.radikal.ru



Posted by: violetflame Jun 10 2013, 02:38 AM

ketevan : ' რომ რაც უფრო მეტი სისუფთავეა, მასზე უფრო ჩანს მცირე ნაგავიც კი...' - სრული ჭეშმარიტებაა smile.gif

Posted by: td......... Jun 10 2013, 09:12 AM

ketevan
შEნი დადებული ვიდეო ვნახე და მერე გაყევი და სხვებსაც ვუყურე, რომ გითხრა რაღაც ახალი ვანე , არა, მაგრამ აი ზუსტად იქ საუბრობდა ის ადამიანი სხვისი დაბინძურებული ენერგიის შესახებ , და იმის შესახებ, რომ ყოველთვის "აგდებს" ამ მოგრვილ დაბინძურებულ ენერგიას ცეცხლში და წვავს მას...მე ისიც გამიგია, რომ შეიძლება დაბინძურებული ენერგია გაუშვა ისევ დედამიწის გულში და იქ ის თავისთავად გადაიწვება და გარდაიქმნება სუფთა ენერგიად... მოკლედ ეს საკითხი ჩAვთვალოთ , რომ გარკვეულია... უბრალოდ აი თუნდაც იმ ენერგო ხელთათმანის შექმნის აუცილებლობაც მეტყველებს იმაზე, რომ არის რისკები..შEნ აიკიდო ვიღაცისგან ან შEნ აკიდო სხვას..

Posted by: betkho Jun 10 2013, 11:23 AM

დიდი მადლობა uraaa.gif

Posted by: ketevan Jun 10 2013, 08:13 PM

td.........

QUOTE
შEნ აიკიდო ვიღაცისგან ან შEნ აკიდო სხვას..


ხო, მეც მომეწონა ენერგო ხელთათმანებიsmile.gif

Posted by: violetflame Jul 19 2013, 02:52 AM

რეიკი მარტო ადმიანებისთვის არ არის - უნივერსალური სამკურნალო ენერგიებით ცხოველების განკურნებაც შეიძლება- ნუ დაიზარებთ:

http://www.youtube.com/watch?v=4GC1Sw__ooE

Posted by: anonimus Jul 19 2013, 03:09 AM

მე მცენარე გადავტეხე შემთხვევით, არ მინდოდა რო დამჭკნარიყო და რაც ვიცოდი რეიკის შესახებ იმას ვუკეთებდი და ერტ სამ კვირაში კი გაიხარა ისევ
არ ვიცი შეილება mე არაფერ შუაში ვარ მარა გულით მინდოდა რო ფაეხარაbiggrin.gif

Posted by: violetflame Jul 19 2013, 11:58 AM

anonimus - რათქმაუნდა თქვენ 'შუაში ხართ' smile.gif - სამყაროში მთავარი განზრახვაა და როცა ამას თან დიდი სურვილი ერთვის სამყაროც შესაბამისად გვპასუხობს ....

Posted by: w0lf Aug 5 2013, 06:32 PM

საქარტველოში არიან რეიკის ოსტატები? huh.gif

Posted by: violetflame Aug 6 2013, 02:36 PM

w0lf - კი, საქართველოში არიან რეიკის ოსტატები - მე ვარ ერთ-ერთი მათგანი smile.gif

Posted by: w0lf Aug 6 2013, 11:14 PM

violetflame good.gif


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)