IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> Neuro-linguistic programming2 (NLP), მარტივ და გასაგებ ენაზე :)
nutsa
post Apr 10 2011, 05:08 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





წინა თემაში ნლპ -ზე ალბათ ცოტა გაუგებრად დავწერე(და აღარ დავასრულე ) ამიტომ ახლა უფრო მარტივად და გასაგებ ენაზე ვისაუბროტ smile.gif

რა არის ნლპ?

ჩვეულებრივ, ამ სიტყვის (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) გაგონებისას დამფრთხალი ობივატელი აღშფოთებისგან ყირაზე დგება, რადგან სიტყვას - პროგრამირება უკავშირებს ღვთისპირიდან გადავარდნილი ჯადოქრის მცდელობას, მისი ნებართვის გარეშე ტვინში საზიზღარი პროგრამები ჩაუდოს.

და ამაში გარკვეულწილად ბრალი თავად ნლპ-ს შემქმნელებს მიუძღვით. ალბათ უმჯობესი იქნებოდა სიტყვა “პროგრამირება” ჩაენაცვლებინათ სიტყვით “დეპროგრამირება,” მაგრამ მათივე თქმით, ეს ტერმინი შერჩეული იქნა იმისათვის, რომ კლასიკურ მეცნიერებებს ნლპ ერესად არ გამოეცხადებინათ და კვლევები თავისუფლად ჩატარებულიყო.

როცა ჯონ გრინდერი ერთ მშვენიერ დღეს რიჩარდ ბენდლერს შეხვდა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო ორი ტალანტის შეხვედრისას – თითოეულმა მათგანმა სცადა, საერთო მიზნისთვის საკუთარი კიბე მიედგა. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ “დამფუძნებელმა მამებმა” იმ კანონების შესწავლა დაიწყეს, რაც ერთ ადამიანს მეორეზე ზემოქმედების საშუალებას აძლევდა. თუმცაღა, ფსიქოლოგებისგან განსხვავებით, გრინდერსა და ბენდლერს არა მხოლოდ ამ კანონების აღმოჩენა, არამედ მათ საფუძველზე ასეთი ზემოქმედების ალგორითმების შექმნა სურდათ.

მსოფლიოში ყოველდღიურად გამოიცემა წიგნები, რომლებშიც პრობლემების მქონე ავტორები (ისინი თავს ფსიქოლოგებს უწოდებენ) სხვა ადამიანებს “ასწავლიან,” როგორ უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემები… სპეციალურმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, როცა ადამიანი ფსიქოლოგიის შესწავლას იწყებს, მას ამოძრავებს ან გარშემომყოფთა მანიპულირების დაუძლეველი სურვილი, ანდა… საკუთარი მწარე გამოცდილება, რომელიც “თვითშემეცნებასა” და “სრულყოფას” აიძულებს. ამ მეორე მოტივს დასაძრახი არაფერი ექნებოდა, მჭიდროდ რომ არ იყოს დაკავშირებული პირველ მოტივთან…

“ფსიქოლოგები” ის ადამიანები არიან, ვისაც საერთო ჰალუცინაცია აერთიანებთ: მიაჩნიათ, რომ გარშემომყოფების შინაგან სამყაროსა და მოტივებში ჩინებულად ერკვევიან. ეს მშვენიერი ჰალუცინაციაა და არაფრით ჩამოუვარდება იმ ჰალუცინაციას, რომელიც ადამიანს აიძულებს, თავი ნაპოლეონად ან სულაც, მესიად მიიჩნიოს… საერთოდ, კი, ყველა ჩვენგანს ეჩვენება, რომ რაც ეჩვენება, სწორედ ის ხდება სინამდვილეში.

რა თქმა უნდა, ჰალუცინაციები ნლპ-ერებსაც აქვთ, იმ განსხვავებით, რომ მშვენივრად იციან – ეს მხოლოდ ჰალუცინაციებია! ამიტომაც ნლპ-ერისგან ვერასდროს გაიგონებთ, რომ ის მართალია, თქვენ კი ცდებით! სწორედ ამის გამო აღწევენ ფანტასტიკურ წარმატებებს ნლპ-ერები რეკლამაში, თერაპიაში, სწავლებასა თუ საქმიან მოლაპარაკებაში.

რატომ?

იმიტომ, რომ საკმარისი არაა, ამა თუ იმ ადამიანზე თქვა, ესაო, ემოციურ-ლაბილური პიროვნებააო,” ამას გარდა, უნდა უპასუხო ერთობ საინტერესო კითხვასაც – “მერედა, რა?”

“ფსიქოლოგებს” ამ კითხვაზე პასუხი არა აქვთ…

“ეს კაცი ქოლერიკია… შეცბუნებასა და დაბნეულობას განიცდის…” მერედა, რა??? იქნებ იმაზე გვეფიქრა, როგორ გამოვიყენოთ ეს შეცბუნება და დაბნეულობა მისთვის მაქსიმალური სარგებლიანობით? რატომაც არა?

ნათელია, რომ გრინდერმა და ბენდლერმა არცთუ იოლი ამოცანა დაისახეს. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ეფექტური ურთიერთობის პროცესის განზოგადებული მოდელი არა იმ თვალსაზრისით, თუ რას ამბობს ადამიანი, არამედ იმ თვალსაზრისით, თუ როგორ აკეთებს იგი ამას. მოდელი და პროგრამა, რომლის გამოყენებასაც ნებისმიერი მსურველი ერთობ ეფექტურად შეძლებს.

დახმარებისთვის, როგორც წინა პოსტში – ნლპ-მაგია ითქვა, მათ მილტონ ერიქსონს – კომუნიკაციის გენიას მიმართეს, კაცს, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ჰიპნოზში, კაცს-ლეგენდას, რომლის სახელიც ეწოდა არა მარტო “ერიქსონის ჰიპნოზს“, არამედ “აშშ-ის ჰიპნოზიორთა და ფსიქოთერაპევტთა საზოგადოებას.” გენიოსს, რომელიც ადამიანის შინაგანი ორგანიზაციის რადიკალურ ცვლილებებს ერთობ მარტივი, სწრაფი და დახვეწილი მეთოდებით აღწევდა. მან ნება დართო გრინდერსა და ბენდლერს, წლების განმავლობაში მის ზურგსუკან მსხდარიყვნენ სეანსების მიმდინარეობისას და შემდეგ ერთად გაეანალიზებინათ ისინი, ზემოქმედების განსაკუთრებული ხერხებისა და ტექნიკების მისაკვლევად. ეს დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

“რატომ გამოიყენეთ ეს სიტყვა?”

“აი ამიტომ…”

“ამ დროს რატომ ჩაეძინა თქვენს პაციენტს?”

“იმიტომ, რომ აი ეს აი ასე ვთქვი…”

ამგვარივე სამუშაო ჩაატარეს გრინდერმა და ბენდლერმა ოჯახური თერაპიის გენიოსთან ვირჯინია სატირთან და ამერიკელ ფილოსოფოსსა და ეთნოგრაფთან – გრეგორი ბეიტსონთან.

ნლპ-ს შექმნისთანავე იგი იდუმალების საბურველქვეშ მოექცა და ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვირჯინია სატირმა ცსს-ს (ცე-რე-უ) ხელმძღვანელებთან ერთად გამართულ ერთ ტრენინგზე განაცხადა:

“გრინდერმა და ბენდლერმა ადამიანთა ცნობიერებით მანიპულირების ერთობ საინტერესო, ძალზე ეფექტური და უაღრესად საშიში ტექნოლოგიები შექმნეს. მათ გააანალიზეს სიტყვიერი ხერხები, რომლებიც სხვა ადამიანისთვის ინსტრუქციის მისაცემად გამოიყენება. ლინგვისტმა გრინერმა ეს ყველაფერი ლინგვისტური პოზიციებიდან შეაფასა, მათემატიკოსმა ბენდლერმა კი, ისინი საფეხურეობრივ პროცედურებად, ალგორითმებად აქცია. ამიტომაც ეწოდა ამას ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება…”

1983 წელს ნლპ-ს გამოყენებით პენტაგონი დაინტერესდა.
nlpforu
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 10 2011, 06:37 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



(ნლპ-ტექნიკა 2მარტივი )
ეჭვი მაქვს, რომ რაღაცაზე გამუდმებით ან ხშირად ოცნებობ, ან სანუკვარი ნატვრა გაქვს, ანდა სურვილი, რომ…
პრინციპში, არ მაინტერესებს, რისი სურვილი გაქვს ან რაზე ოცნებობ.
იმიტომ, რომ შემიძლია, უბრალოდ დაგეხმარო მის ასრულებაში!
თუმცა, ამას თვითონ გააკეთებ და არავისი დახმარება არ გჭირდება.
ყველაფერი მარტივია.
სურვილს შენივე ქვეცნობიერი აგისრულებს.
რადგან იქაც არსებობს “სამაშველო სამსახური.”
უბრალოდ, ცოტა შენც უნდა გაისარჯო… ძილში.
ადვილია, ხომ?
ცოტა დრო დასჭირდება. სულ ეგაა.

საღამოს ან ღამით (იმისდა მიხედვით, როდის იძინებ. იმიტომ, რომ ამას შესაძლოა გამთენიისასაც აკეთებდე), ძილის წინ ხუთიოდე წუთი შენს სურვილზე (ერთ რომელიმე კონკრეტულ სურვილზე!) იფიქრე. დინჯად, სასურველია სიჩუმეში და ფიქრები ნებაზე მიუშვი. დაე, წარმოსახვით ეკრანზე გაჩნდეს ხატებები. რაც მეტი, მით უკეთესი…
შემდეგ, თვალები დახუჭე.
აქ აღარ მოგიყვები, რომ ძილს თავისი ფაზები აქვს, რომ ადამიანი სიზმარს მხოლოდ სწრაფი ძილის ფაზაში ხედავს და ა.შ.
ეს არ გჭირდება.
ყველაფერი რაც გჭირდება, ისაა, რომ სიზმარში გაიხსენო, რომ… სიზმარში ხარ!
აი ეს კი ცოოოტა ძნელია. იმიტომ, რომ როცა ადამიანს სიზმარში ახსენდება, რომ სიზმარშია, ჩვეულებრივ, ეღვიძება ხოლმე.
და იმიტომ ეღვიძება, რომ ეს პროცესი თვითდინებადია. მას ხომ შემთხვევით გაახსენდა, რომ სიზმარშია?
შენ კი ამას შეგნებულად აკეთებ. გაცნობიერებულად.
და შენც დიდი შანსი გაქვს, გაიღვიძო…რადგან საქმეში ცნობიერი ერთვება.
ამიტომ რამდენიმეღამიანი ვარჯიში დაგჭირდება.
მაგრამ შენი სურვილი ხომ ღირს ამად?
მოკლედ, გავიდა ეს ერთი თუ ორი კვირა და სიზმარში გაგახსენდა, რომ სიზმარში ხარ და ისევ გძინავს!
ახლა ყველაზე საინტერესო იწყება…
შენ გაქვს 20–40 წამი (შესაძლოა მეტი ან ნაკლები) იმისათვის, რომ მაგიური მოქმედება შეასრულო.
რას აკეთებ?
რას და… სურვილს ჩაუთქვამ, ოღონდ… აწმყო დროში, პოზიტიური ფორმულირებით და ლაკონურად. ისე, რომ ქვეცნობიერისთვის გასაგები იყოს “განკარგულება.”

ლირიული გადახვევა: შენს ქვეცნობიერს სულ ფეხებზე კიდია “ცუდი” და “კარგი” (ჩვენი გაგებით), იმიტომ, რომ ის ვერ ასხვავებს “ცუდსა” და “კარგს.” მისთვის ეს უბრალოდ, პროგრამებია. ისევე, როგორც პეკა–სთვის.
ამიტომ სურვილის ჩამოყალიბებისას ფრთხილად უნდა იყო.
და რაც მთავარია:
სურვილის ფორმულირებისას ის დასრულებულ ფაქტად უნდა წარმოადგინო.

მაგალითად: მინდა სახელის მოხვეჭა – უმართებულო ფორმულირებაა ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან ზოგადია და მეორეც, ფიგურირებს სიტყვა “მინდა”. რაც იმას ნიშნავს, რომ “911″–ს ეგონება, რომ შენ გინდა, რომ სულ გინდოდეს… და მიიღებ კიდეც ამას. ქვეცნობიერი ხომ შენს განკარგულებას ასრულებდა…
ზოგადია იმიტომ, რომ არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად რა სფეროში გინდა სახელის მოხვეჭა და ვისთან შედარებით.

ამიტომ ამ სურვილის ფორმულირება დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს: მე ვარ დიდი….(მწერალი, მსახიობი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი და ეთსეთერა, ანუ უკვე ხარ! და რადგან სიტყვა “დიდიც,” ცოტა არ იყოს, გაუგებარია, ამიტომ ვამატებთ…. საქართველოში (ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, თუნდაც, მსოფლიოში) ყველაზე დიდი… უკაცრავად, სახელგანთქმული მწერალი, მსახიობი, ფინანსისტი და ეთსეთერა).
რა გამოვიდა?
მე ვარ საქართველოში ყველაზე ცნობილი მწერალი (ან სხვა ჩამონათვალი). თუმცა, იმპროვიზება შეგიძლია. რამდენიც გინდა!
ანდა ავიღოთ სხვა სურვილი, მაგალითად: “მაქვს დიდძალი ფული!” გაუგებარია. რას ნიშნავს დიდძალი? ვისთან შედარებით – უორენ ბაფეტთან?
კონკრეტიკა, მეგობარო, კონკრეტიკა!
“მაქვს ყოველთვიური შემოსავალი XXX დოლარი!” აი ეს უკვე სულ სხვა საქმეა. (აქ შეგიძლია ჩაწერო ნებისმიერი თანხა, მაგრამ პირველ ჯერზე ძალიანაც ნუ “გაიქაჩები,” რადგან თუ გულის სიღრმეში არ გჯერა, რომ თვეში ვთქვათ, 10.000 დოლარის გამომუშავება შეგიძლია, ამას არც სხვა დაიჯერებს. ამ შემთხვევაში – შენი 911. ამიტომ დაასახელე თანხა, რომელიც რეალურად გეჩვენება (სურვილის შესრულების შემდეგ, შეგიძლია გაზარდო და თანდათან ან უცბად სანუკვარ ციფრზეც ახვალ).

სურვილები: :მინდა ვიყო ბედნიერი,”, “მინდა, თავდავიწყებით ვუყვარდე,” “მინდა ამან და ამან, ამას და ამას თავი დაანებოს და მე შევუყვარდე,” “მინდა, არ მღალატობდნენ, “მინდა არ ვავადმყოფობდე” – არამართებულად ჩამოყალიბებული და ესე იგი, ფიასკოსთვის განწირული სურვილებია.

ფორმულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს (აი სად გამოგვადგა ეს დაგრეხილი სიტყვა “დიდი”).

ამ სურვილების ფორმულირება დაახლოებით ასე შეიძლება: “მე ბედნიერი ვარ ამით და ამით (მოიფიქრე – რით), “ამას და ამას მე ვუყვარვარ,” “ესა და ეს ჩემი ერთგულია,” “მე სრულიად ჯანმრთელი ვარ.” (აქაც იმპროვიზება შენზეა!)
მოკლედ, ნათელია, ხომ?
კიდევ ერთხელ: დრო არც ისე ბევრი გაქვს – 20–40 წამი (ამის შემდეგ გაგეღვიძება!).
ამიტომ იქნებ, სურვილის ფორმულირებაზე ძილის წინ გეფიქრა?

ეს ნლპ–ტექნიკა ნებისმიერ სურვილზე ვრცელდება და თითქმის შეუცვლელია ისეთ გარემოებებში, როცა გვგონია, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს.
რამდენ ხანში აგიხდება სურვილი?
მე მეკითხები?
ფორმულირება ხომ შენ უნდა გაუკეთო?
თუ გახსოვს, სიზმარში დრო არსებობს?
არა!
“დღეს 2011 წლის 10 აპრილია და მე საქართველოში ყველაზე ცნობილი მწერალი ვარ!”
“დღეს 2011 წლის 6 ივლისია და მაქვს ვილა (როგორი?) ლაჟვარდოვან სანაპიროზე (სად, კანში?), ბანკის (რომელი?) ანგარიშზე კი XXX დოლარი!”

ალბათ უკვე მიხვდი, რომ ისევე, როგორც ფულის შემთხვევაში, დროის განსაზღვრის შემთხვევაშიც არსებობს რწმენის ფაქტორი. ამიტომ ძილის წინ მოფიქრებულ და ჩამოყალიბებულ სურვილში ნუ “ჩააკვეხებ” ხვალინდელ ან ზეგინდელ თარიღს. იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ამის არ გჯერა…

პრინციპში, შეგიძლია, თარიღის მითითების გარეშეც იოლას გახვიდე: ჩვეულებრივ, სურვილების ასრულება რამდენიმე კვირიდან (ზოგჯერ სამი კვირის თავზეც) იწყება და… როდის მთავრდება, მე ვერ გეტყვი,
ყველაფერი შენზეა დამოკიდებული!

დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ნლპ–ტექნიკა ყოველთვის მუშაობს. იმისდა მიუხედავად, გჯერა მისი თუ არა, ანდა იცი თუ არა მისი არსებობის შესახებ. რომელიმე ჩინგა–ჩკუკმა ძველაფრიკული ბუმბო–იუმბოს ტომიდან შეიძლება სულაც არ იცოდეს, რომ გრავიტაცია არსებობს, მაგრამ თუ ხის კენწეროდან გადმოხტება, დავნაძლევდეთ, რომ 100–დან 100 პროცენტში მიწაზე გაადენს ზღართანს! იმიტომ, რომ მიზიდულობის კანონი ყოველთვის მოქმედებს.
და საერთოდ, მოვა დრო და სხვის სიზმრებში შეღწევასაც… უპს, რაღაც წამომცდა, მგონი, არა?
მოკლედ, ძილი ნებისა
და
სურვილების ასრულებისა! smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 10 2011, 06:41 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოხ ნუცა, ნუცააა...biggrin.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 10 2011, 06:43 PM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



rolleyes.gif სანამ მაწვნის სუპს არ გამიკეთებ აი ასე ვიმაიმუნებ biggrin.gif დავდო სხვა მარტივი ტექნიკებიც?
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 10 2011, 06:45 PM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა არის რაპორტი

მე მესმის, რომ შენ ჯერ კიდევ არ გესმის, რა არის ნლპ
მასში ბევრი და სასარგებლო ინსტრუმენტია. ახლა ნლპ–ს ორ საბაზისო იდეაზე ვისაუბრებთ, შენ კი შეგიძლია ექსპერიმენტი ჩაატარო, მუშაობს თუ არა ისინი.
წარმოიდგინე, რომ ვინმეს ესაუბრები. თუ ეს გასაშტერებლად სექსუალური ქალი ან მამაკაცი არ არის, დარწმუნებული ვარ, ყურადღებას აქცევ, პირველ რიგში იმას, თუ რას ამბობს.
სინამდვილეში კი, როცა ადამიანი ლაპარაკობს, მისი “შეტყობინება” ორი ნაწილისგან შედგება: მეტყველება (“შეტყობინების”/ინფორმაციის 7 პროცენტი) და არავერბალური ინფორმაცია (ხვდები, რამდენი პროცენტი?). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არავერბალური შეტყობინებების შემჩნევა.
მნიშვნელობა არა აქვს, გაინტერესებს თუ არა ნლპ. ეს ყველა შემთხვევაში გამოგადგება!
ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ მოსაუბრის ნდობა.

რაში გვჭირდება?

რაც მეტად გენდობა მოსაუბრე, მით მეტი სასურველი შედეგის მიღწევა შეგიძლია.
მოკლედ, ასე: საჭიროა რაპორტის დამყარება (ანუ გაუცნობიერებელი ნდობის მდგომარეობის მიღწევა). სწორედ ამ დროს გამოიყენება ნლპ–ს ინსტრუმენტი, რომელსაც “მიერთება” ჰქვია.

“მიერთება” ესაა მოსაუბრის ქცევათა პატერნების მაქსიმალურად კოპირება, პოზიდან დაწყებული, სააზროვნო სტრატეგიებით დამთავრებული. ვთქვათ შენთვის უღანი ტყეა პირისპირ (ან გვერდით) მჯდომის სააზროვნო სტრატეგიები. მაშინ, დააკვირდი, როგორ ზის (დავუშვათ, ფეხი ფეხზე გადადებული და ოდნავ წელში მოხრილი) და მასავით დაჯექი. თავი გვერდზე აქვს გადახრილი? იგივე გაიმეორე. ხელები მაგიდაზე უწყვია? ან იქნებ, გადაჭდობილი აქვს? მიბაძე (ლირიკული, თუმცა, აუცილებელი გადახვევა: მთლად “ერთი–ერთში” არ მიემსგავსო, თორემ ან იფიქრებს, რომ დასცინი ანდა მაიმუნს ჰგავხარ!).
ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ხედავ, როგორ სუნთქავს?

ჰო, მესმის, ჩაცმული ადამიანის სუნთქვაზე დაკვირვება ძნელია, მაგრამ შეხედე მისი ზედატანის საყელოს, ან მკერდს (თუ ქალია), ცხვირის ნესტოებს, მხრებს. ახლა შენც ასე უნდა ისუნთქო: მასთან ერთად! ჩაისუნთქა? ჩაისუნთქე. ამოისუნთქა? ამოისუნთქე. დააკვირდი რიტმს, სიხშირეს, სუნთქვის ხმას და ეთსეთერა. გაიმეორე (შეუმჩნევლად, რასაკვირველია!)

არალირიკული გადახვევა: თუ ნლპ–ში ახალბედა ხარ, არავითარ შემთხვევაში არ “აჰყვე” სუნთქვაში ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს (თუკი ამის შესახებ იცი, რასაკვირველია, ხოლო თუ არ იცი, შეგიძლია იმსჯელო იმისდა მიხედვით, რამდენად ჯანმრთელად გამოიყურება ან იმ წუთში თავს როგორ გრძნობს. იქნებ, გაფითრებულია, ან პირიქით, მეტისმეტად უღაჟღაჟებს ლოყები? ეგებ გაციებულია?).

ახლა “ჯვარედინი არეკვლის” დრო მოვიდა: ხედავ, როგორ ახამხამებს თვალებს? ამავე ტაქტში შეუმჩნევლად აქნიე, ვთქვათ, ფეხზე გადადებული ფეხი.

“მიერთება” დიდხანს მოგიწევს, განსაკუთრებით დასაწყისში (შენი მონა–მორჩილი თავდაპირველად ამას ხუთი წუთი მაინც ვუნდებოდი, ახლა კი ხალხმრავალ ტრანსპორტში ამის გაკეთება 15–20 წამში შემიძლია).

მხოლოდ “მიერთება” საკმარისი არ არის. ამის კეთება უნდა განაგრძო. დაახლოებით 5–7 წუთში უკვე შეგიძლია მისი (მოსაუბრის) “წაყვანა” (მართვა). დასაწყისისთვის (შესამოწმებლად) ხელით რაიმე მოძრაობა გააკეთე (აქეთ–იქით ქნევას ნუ მოჰყვები!) თუ სწორად “მიუერთდი” და შენი მოძრაობა ბუნებრივი და კომფორტულია ვიზავისთვის, მოსაუბრე ამ მოძრაობას გაიმეორებს!
გილოცავ, შენ უკვე შეგიძლია მისი “წაყვანა!” რაპორტი დამყარებულია!



ახლა კი შეგიძლია “დააბოლო” (რა თემაზეც გინდა)!

ოღონდ რაპორტი უნდა შეინარჩუნო.

წარმატებები! laugh.gif rolleyes.gif
nlpforu
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 10 2011, 06:51 PM
Post #6


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხლა ვნახოთ, როგორ მოძრაობს თვალი. ძირითადი სქემა ასეთია:

მარცხნივ ზემოთ – ვიზუალური მოგონებები (გახსენება);

მარჯვნივ ზემოთ – ვიზუალური კონსტრუირება (შეთხზვა, წარმოდგენა);

მარცხნივ გვერდით – აუდიალური მოგონება (ხმები, ბგერები, მუსიკა);

მარჯვნივ გვერდით – აუდიალური კონსტრუირება (შეთხზვა);

მარცხნივ ქვემოთ – შინაგანი დიალოგი;
მარჯვნივ ქვემოთ – კინესთეტიკა (შეგრძნებები, განცდები). ეს სქემა მუშაობს იმ ადამიანებისთვის, ვისი წამყვანი ხელიც მარჯვენაა - ანუ ”მემარჯვენეებისთვის.”
და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი:
სქემა სწორია შენთვის, ხოლო თუ მოსაუბრეს უყურებ, მისი, ვთქვათ, VR (ვიზუალური მოგონებები) შენთვის (შენგან)… მარჯვნივაა. ანუ პირისპირ მყოფი ადამიანი თუ მარცხნივ ზემოთ აიხედავს, შენ ამას დაინახავ, როგორც მარჯვნივ -ზემოთ-ს, რაც ბუნებრივია.
გამონაკლისი: ეს სქემა მუშაობს 90-95 პროცენტით. ის სწორია ევროპელისთვის, აზიელისთვის, ამერიკელისთვის, მაგრამ… გამონაკლისს წარმოადგენენ ბასკები. მათი სქემა შედარებით განსხვავებულია. თუ დაგაინტერესებს, შემდგომში განვმარტავ.
გამონაკლისს წარმოადგენენ ცაციებიც და “გამოსწორებული” ცაციებიც. მათთვის ეს სქემა უმეტესად, ”გადაბრუნებულია.” ზოგჯერ ადგილს იცვლის მხოლოდ “ვიზუალური მოგონებები” და “ვიზუალური კონსტრუირება.”
თუმცა, შეიძლება იყოს სხვა ცვლილებებიც. ამიტომ ყოველი ადამიანის “კალიბრირება” (“კალიბრირება” – ძალიან ყურადღებიანი დაკვირვება ადამიანის მოძრაობათა და მიკრომოძრაობათა გარეგნულ გამოვლინებაზე და მის აზრებსა და გრძნობებთან ამ გამოვლინებების შესატყვისობაში მოყვანა) ცალკე ხდება.
მაინც როგორ ხდება თვალის მოძრაობათა გასაღების ინდივიდუალური სქემის დადგენა?
როგორ და… კითხვებით, რომლებიც საჭირო შინაგან პროცესს გამოავლენენ.
ამოცანის გასამარტივებლად მომყავს იმ კითხვათა პირობითი ჩამონათვალი, რომლებზე გაცემული პასუხებიც თვალის მოძრაობათა საჭირო პატერნებს წარმოაჩენენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 10 2011, 06:51 PM
Post #7


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვიზუალური მოგონება. წარსული მხედველობითი გამოცდილება/მხედველობითი მეხსიერება.

რა ფერისაა ამ ოთახის კარი?

რა ფერისაა ფორთხოლის წვენი?

როგორ გამოიყურებოდი ერთი თვის წინ?

რა ფორმის ფანჯრები აქვს მეტროს ვაგონს?

რა არის გამოსახული 50-ლარიან ბანკნოტზე?

ვიზუალური კონსტრუირება. ახალი გამოცდილების შექმნა; დაგეგმვა, მათემატიკური გაანგარიშება, შეთხზვა.

წარმოიდგინე როგორი იქნები ჟღალი (შავი, შოკოლადისფერი) თმით.

წარმოიდგინე ვარდისფერი სპილო.

წარმოიდგინე კუბოკრულშარვლიანი ბაჭია.

რამდენს უდრის 123+132?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 10 2011, 06:52 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაშინ კაი ხანს არ გავაკეთებ, შენ თუ ასეთ რამე-რუმეებს დაწერ აქ..biggrin.gifbiggrin.gif დადე ინფოები, მაგრად მომწონს..:*"


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 10 2011, 06:58 PM
Post #9


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუდიალური მოგონებები. ინტონაცია, ხმები, ბგერები, მუსიკა.

როგორი ხმა აქვს დედათქვენს?

როგორ ჟღერს ფლეიტა?

გახსენეთ რაიმე მელოდია.

რა მუსიკა უკრავს, როდესაც ამინდის პროგნოზს გადმოსცემენ?



აუდიალური კონსტრუირება. ახალი აუდიალური გამოცდილების შექმნა. მუსიკის შეთხზვა.

როგორ იჟღერებს ვიოლინო ზღვის ნაპირზე?

როგორ იჟღერებს შენი ხმა, ორჯერ უფრო ნელა რომ ილაპარაკო?

რა ხმა ექნება შენს მეგობარს, თუ მიკროფონით ილაპარაკებს?


შინაგანი დიალოგი. მეტყველების კონტროლი, გამეორება.

განმარტე ცნება “რეპრეზენტატიული სისტემა.”

როგორჟღერს შენი გვარი, თუ მას უკუღმა წარმოთქვამ?

რომრლი ფრაზით შეიძლება დაიწყო თავის მართლება, თუ სადმე დაგაგვიანდა?


კინესთეტიკა. სხეულის მეხსიერება, შეგრძნებები, გემო, სუნი, შეხება, მეტა-შეგრძნებები.

როგორია შეხებისას ხავერდი?

რა გემოსია ვაშლის წვენი?

რა სურნელება აქვს ჟასმინს მზიან დღეს?

გამოყენება: “რა მაგარია! ახლა უკვე შევძლებ… რას შევძლებ?”

თვალის მოძრაობათა გასაღები მართლაც ძალიან გამოსადეგი რამაა. თუმცა, მისი გამოყენება არც ისე ადვილია… დასაწყისისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 10 2011, 06:59 PM
Post #10


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კალიბრირება.

ყველაფერი ამით (კალიბრირებით) იწყება. და ხშირად ირკვევა, რომ სქემა კი მუშაობს, მაგრამ საქმე მთლად რიგზე ვერაა. ვთქვათ, სთხოვ ადამიანს, წარმოიდგინოს სპილო და ისიც მარცხნივ (როცა პირისპირ უცქერ) ზემოთ იყურება. ყველაფერი სწორია… “მემრჯვენისათვის.” ახლა სთხოვ აღწეროს, რა სუნი აქვს სპილოს და ის ისევ , მარცხნივ ზემოთ იყურება და მხოლოდ შემდეგ მიმართავს მზერას მარჯვნივ ქვემოთ… რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ ადამიანი (მოსაუბრე) ჯერ თავისთვის, გონებაში განსაზღვრავს (თვალის მოძრაობაც შესაბამისია – მარცხნივ ზემოთ) რა არის “სპილო” და უკვე შემდგომ იწყებს მეტი ინფორმაციის (რა სუნი აქვს სპილოს) მოძებნას გონებაში (მარჯვნივ ქვემოთ). სავარაუდოდ, მისი წამყვანი რეპრეზენტატიული სისტემა ვიზუალურია და სწორედ იმიტომ “გაქექა” ის თავიდან…

სიცრუის კალიბრირება.

თუ ადამიანი ცრუობს, თვალებს აქეთ-იქით აცეცებს?

დიახ, თუ ადამიანი ფანტაზიორობს, მისი თვალების მოძრაობა იქნება: მარჯვნივ ზემოდან -მარცხნივ ქვემოთ. იმიტომ, რომ ის ჯერ თხზავს, როგორ იქნებოდა ეს ამბავი და შემდეგ განსაზღვრავს, როგორ თქვას ეს უკეთ. ოღონდ… აუცილებელი არაა, ეს ტყუილი იყოს. სიცრუის პატერნს ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ შესამჩნევია განსხვავებანი: მაგალითად, მანამდე, საუბრისას სულ მეხსიერებას (მარცხნივ-ზემოთ) მიმართავდა, შემდეგ კი უცებ ფანტაზიორობა დაიწყო. ამასთან, თუ მას წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული (შეთხზული) ეს ტყუილი, მისი მოყოლისას მაინც… მეხსიერებას მიმართავს.

ასე რომ, სიცრუის კალიბრირებისას საჭიროა ადამიანის შინაგან პროცესებში გარკვევა.

წამყვანი მოდალობის (რეპრეზენტატიული სისტემის) გარკვევა.

“ახლა უკვე იოლად განვსაზღვრავ ადამიანის ტიპს: ვიზუალია, აუდიალი თუ კინესეთეტიკი!”

განსაზღვრავ, ოღონდ… თავიდან ასე იოლად ვერა. იმიტომ, რომ ნლპ თეორია არაა, ის პრაქტიკაა.

პრაქტიკისთვის კი შეგიძლია, რომელიმე მეგობარს ახალი “თამაში” – “თვალის მოძრაობათა გასაღები” შესთავაზო.

დაჯდეს შენს პირდაპირ და პასუხი გაგცეს ზემოთ მოყვანილ კითხვებზე სათითაოდ. შენ კი, ამასობაში მისი თვალების მოძრაობას დააკვირდი.

და დაინახავ, რომ სქემა მუშაობს!

მოსაუბრის თვალის მოძრაობათა გასაღების შესასწავლად კი შეეცადე დღეში ორ-სამჯერ რომელიმე მოსაუბრის თვალის მოძრაობებს დააკვირდე.

შემდეგ ეს ჩვევაში გადავა.

ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენ, რომ ამას ავტომატურად აკეთებ.

და მაშასადამე იცი…

ამის დროც მოვა და მოგიყვები, რა იცი!
nlpforu
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gopi
post Apr 10 2011, 07:47 PM
Post #11


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 230
Joined: 5-January 11
Member No.: 6,343

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიამოვნებით ვკითხულობ. მადლობა nutsa
გაგრძელება იქნება... ? ? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 10 2011, 07:51 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი )) როგორ დავიკლოთ წონაში და ა.შ )) ნუ მარტივ ტექნიკებს დავდებ : D
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gopi
post Apr 10 2011, 07:56 PM
Post #13


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 230
Joined: 5-January 11
Member No.: 6,343

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰაჰაა წონის დაკლებაზეც ნლპ? biggrin.gif good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 10 2011, 08:00 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო აბა როგორ გავაკეთოთ ჰიპნოზი სახლის პირობებში ამის საჯაროდ დაწერას როგორ დავიკლოთ წონაში ნლპ-ტი ეს ჯობია )) მარტივია და ბევრი მატემატიკა არ უნდა biggrin.gif biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Apr 11 2011, 05:16 PM
Post #15


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(nutsa @ 10th April 2011 - 07:37 PM) *
(ნლპ-ტექნიკა 2მარტივი )
ეჭვი მაქვს, რომ რაღაცაზე გამუდმებით ან ხშირად ოცნებობ, ან სანუკვარი ნატვრა გაქვს, ანდა სურვილი, რომ…
პრინციპში, არ მაინტერესებს, რისი სურვილი გაქვს ან რაზე ოცნებობ.
იმიტომ, რომ შემიძლია, უბრალოდ დაგეხმარო მის ასრულებაში!
თუმცა, ამას თვითონ გააკეთებ და არავისი დახმარება არ გჭირდება.
ყველაფერი მარტივია.
სურვილს შენივე ქვეცნობიერი აგისრულებს.
რადგან იქაც არსებობს “სამაშველო სამსახური.”
უბრალოდ, ცოტა შენც უნდა გაისარჯო… ძილში.


კარგი თემა გახსენი, ძაან საინტერესო smile.gif

ჯინი ამბობს, რომ აგისრულებ ნებისმიერ სურვილს ოღონდ !!!
1. ვერავის ვერ მოვკლავ
2. არ შემიძლია ვინმე ვაიძულო შეგიყვაროს
3. არ შემიძლია მკვდარი გავაცოცხლოოო

დანარჩენი რაც გინდა მთხოვეო girl_witch.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Oct 9 2011, 09:43 PM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა smile.gif


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Oct 16 2011, 01:29 PM
Post #17


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეიგი რა ხდება. წავიკითხე ეს თემა 2 დღის წინ და ჩემთვის უბრალოდ ვიფიქრე რა სურვილს ჩავუთქვამდი. მაგრამ მერე აღარ გამხსენები ეს ტექნიკა.
დღეს სიზმარში ვაცნობიერე რომ სიზმარში ვარ. რაღაც საშინელება ხდებოდა და უცებ მივხვდი რომ ეს ცხადში ვერ იქნებოდა. ვუთქვამ სურვილს, ვამბობ გამოფხიზლების დროათქო, ვიღვიძებ და ვაგრძელებ ცხოვრებას. უცებ ვხვდები რომ ისევ სიზმარში ვარ და ისევ ვიმეორებ სურვილს biggrin.gif მესამედ უკვე ნამდვილად გავიღვიძე... მგონი JC_cupidgirl.gif
მითხარით რომ აუცილებლად ამისრულდება
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Oct 16 2011, 04:04 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მდაა და რატო უნდა ჩავიფიქროთ ეს სურვილები თუ რაღაც პროსტა კარგ ხასიათზე რო გავხდეთ? ისე კასტანედას რაც შეეხება როცა გაცნობიერებულ სიზმარში ხარ როგორც კი შეეცდები მის მართვას "ტოჩკა ზბორკი" ისევ თავის ადგილას დაბრუნდება ან გაგეღვიძება ან დაგავიწყდება.. ამიტომ როცა გააცნობიერებთ არ იმოქმედოთ სიზმარში შეეცადეთ რომ ტოჩკა ზბორკი მყარად დადგეს და მიეჩვიოს ადგილს ამისთის ხელებზე დაიხედეთ მერე რამოდენიმე საგანს მანამდე უყურეთ სანამ არ გაიდღაბნება მერე ისევ ხელებზე დაიხედეთ
და ასე განავრცობთ გაცნობიერებულ სიზმარში ყოფნის დროს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Oct 17 2011, 05:34 PM
Post #19


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(starscream @ 16th October 2011 - 05:04 PM) *
ისე კასტანედას რაც შეეხება

კასტანედას წიგნები რამოდენიმე თვეა გადმოწერილი მაქვს და ვერაფრით მოვაბი თავი რომ წავიკითხო. დავიწყებ ამ დღეებში ალბათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Oct 20 2011, 02:49 PM
Post #20


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აღარ გრძელდება ?
ჩემ ბაიაზე - დავწერ- ჩემ ძმიშვლის ხუმრობით ვეუბნები ჩემ ბაიაზე-
ჩემი ძმიშვილი 2 წლის. ჩემი ბაია კი თვისა და 2 კვირის.
- ბაია ატირდა, ვერ ვგებულობს მე და ჩემი მეუღლე რა უნდა ჩემ პატარა გოგონას. მაშინვე ჩემ ძმისშვილს გიორგის გავეხუმრესავით-( რა უნდა ჩემგოგონას რატო ჭირის)-მეთქი.
პატარა გიორგი მივიდა ბაიასთან და ეგრევე მისი ენის მითარგმნა-( მცივაო).


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 10th November 2024 - 09:50 PM